„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 49 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-20
ბიუროს ნომერი 79
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“
საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: (010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 85-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“
ქვეპუნქტი:
„ვ) სახალხო ბიუჯეტირება.“
2. 88-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 881 მუხლი:
„მუხლი 881. სახალხო ბიუჯეტირება
1.
სახალხო
ბიუჯეტირება
თვითორგანიზაციისა
მოქალაქეთა
და
არის
სოფლის/დაბის/ქალაქის
ადგილობრივი
მონაწილეობის
ფორმა,
თვითმმართველობის
რომელიც
მოსახლეობის
განხორციელებაში
უზრუნველყოფს
ადგილობრივი
მოსახლეობის პირდაპირ და ფართო ჩართულობას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში
არსებული სპეციალური ოდენობის თანხის განკარგვაში.
2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, უზრუნველყოს სახალხო ბიუჯეტირება ამ მუხლის
პირველი ნაწილის მიზნების უზრუნველსაყოფად.
3. სახალხო ბიუჯეტირების განსახორციელებელი სპეციალური ოდენობის თანხა
განისაზღვრება
მუნიციპალიტეტის
საკრებულის
მიერ,
რაც
არ
უნდა
იყოს
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 3% -ზე ნაკლები.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი რაოდენობა არ შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული იმ ფინანსური რესურსების 97%-ზე
მეტი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის
შესაძლოა იქნას გამოყენებული, გამოიყენება ან/და აუცილებელია იქნას გამოყენებული
გასული წლის/წლების გარდამავალი პროექტების გაგრძელების ან/და დასრულების
დაფინანსებისთვის.“
5. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულება არ ეხება „საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ კანონით დადგენილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ
მუნიციპალიტეტებს.
პროექტი
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილებების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა პირდაპირი და
უშუალო მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანა ითვალისწინებს
აღნიშნული მონაწილეობის ახალი ფორმის დამკვიდრებას „სახალხო ბიუჯეტირების“
სახით. ამ ცვლილების ფარგლებში ნორმას, სადაც განსაზღვრულია ადგილობრივი
თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და
ფორმები, ემატება „ვ“ ქვეპუნქტი - „სახალხო ბიუჯეტირება“, ასევე, განიმარტება, სახალხო
ბიუჯეტირების არსი, მუნიციპალიტეტის ვალდებულება, განახორციელოს სახალხო
ბიუჯეტირების პროცესი და ასევე, სახალხო ბიუჯეტირების პროცესში დგინდება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახალხო ბიუჯეტირებით განკარგვის მინიმალური ჭერი,
რომელიც შეადგენს საქართველოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არანაკლებ 3%-ს.
სახალხო ბიუჯეტირება წარმოადგენს მოქალაქეთა თვითმმართველობის განხორციელების
პროცესში პირდაპირი ჩართულობის ფორმას, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის
მოსახლეობის
ფართო
ჩართულობაა
უზრუნველყოფილი.
ხშირ
შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტის მიერ საბიუჯეტო თანხების განკარგვის პროცესი უზრუნველყოფილია
იმგვარად,
რომ
ბიუჯეტის
ფარგლებში
განხორციელებული
რიგი
პროექტების
მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება კონკრეტული თემის რეალურ საჭიროებებს, ან
პროექტების
განხორციელების
პრიორიტეტულობა
არ
ემთხვევა
მოქალაქეთა
და
კონკრეტულ თემში მცხოვრებთა ხედვებს თემის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი უშუალო ჩართულობის საკანონმდებლო დონეზე
რეგლამენტირება, ასევე, შესაბამისი ჩართულობის უზრუნველყოფის ვალდებულება,
ერთის მხრივ, მინიმუმამდე დაიყვანს მსგავსი პრობლემების სიმძიმეს, ხოლო მეორეს
პროექტი
მხრივ - შემცირდება მოქალაქეთა უკმაყოფილება ბიუჯეტის განკარგვის პროცესში მათ
არასაკმარის ჩართულობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, აღნიშნული პროცესი
საპილოტედ მიმდინარეობდა ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტებში,
რომელთა განხორციელების შემდეგ, მოქალაქეების მიერ აღნიშნული პროცესი შეფასდა
დადებითად.
ამავდროულად,
სახალხო
ბიუჯეტირების
პროცესი
წარმოადგენს
აპრობირებულ პრაქტიკას, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის,
გერმანიის, პორტუგალიისა და სხვა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების მიერ
და
წარმოადგენს
დეცენტრალიზაციის
განხორციელების
ერთ-ერთ
მნიშვნელოვან
ინსტრუმენტს.
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვასა და განხორციელებაში
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
კომპონტენტია
ადგილობრივი
თვითმმართველობის
განხორციელებისას. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიხედვით, მნიშვნელოვანია
ადგილობრივ მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმების შექმნა, რაც უზრუნველყოფს
მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უფრო მეტად დააახლოებს
ადგილობრივებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ერთმანეთთან. უკანასკნელ
წლებში
მრავალი
მიმართულებით.
პოზიტიური
ცვლილება
განხორციელდა
რამდენიმე
მუნიციპალიტეტში
დეცენტრალიზაციის
საკუთარი
ინიციატივით
განხორციელებულმა „სამოქალაქო ბიუჯეტის“, იგივე - მონაწილეობითი ბიუჯეტირების
პროექტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ადგილობრივი მოქალაქეების მზაობა და
სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი გამოწვევების გადაწყვეტაში.
ვინაიდან
აღნიშნული
პროექტები
მხოლოდ
ერთეულმა
მუნიციპალიტეტებმა
განახორციელეს, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებისკენ მიმართული სხვადასხვა
საკანონმდებლო მექანიზმის ამოქმედება უფრო გაზრდის დეცენტრალიზაციის ხარისხს და
ადგილობრივი
მოქალაქეების
როლს
მუნიციპალურ
საკითხებში.
წარმოდგენილი
კანონპროექტი მიზანად ისახავს თვითმმართველობის კოდექსში აღწერილ მოქალაქეთა
ჩართულობის მექანიზმებს დაემატოს კიდევ ერთი, სახალხო ბიუჯეტის ფორმა, რაც ხელს
შეუწყობს
არამარტო
ჩართულობას
ადგილობრივ
თვითმმართველობაში
მოქალაქეთა
აქტიურ
არამედ, ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის განვითარებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
პროექტი
წინამდებარე ცვლილების მიღების აუცილებლობა გამოიწვია საზოგადოების სწრაფვამ
განვითარებისკენ
და
სურვილმა
აქტიურად
ყოფილიყვნენ
ჩართულნი
თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში. მართალია დღესდღეობით, უკვე
არსებობს სხვადასხვა სახის ფორმა, რომელთა საშუალებითაც ხდება მოსახლეობის
ჩართულობა
თვითმმართველობის
საკითხებში,
თუმცა
არასაკმარისია,
იმის
გათვალისწინებით, რომ მოქალაქეებს სურთ დემოკრატიულად მზარდი სახელმწიფო და
მმართველობითი
ორგანოები.
მოქალაქეთა
ჩართულობა
თვითმმართველობაში
გულისხმობს, აზრთა მრავალფეროვნებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყანაში კარგი
მმართველობის
განხორციელებას
და
ინკლუზიურ
დემოკრატიას.
შესაბამისად,
თვითმმართველობის კოდექსის მიერ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესასრულებლად
და
მოქალაქეთა
მიერ
ადგილობრივი
თვითმმართველობის
უკეთესად
განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია კოდექსში სახალხო ბიუჯეტირების სახით
ცვლილებების
შეტანა
და
ამ
კუთხით
მოქალაქეთა
ჩართულობის
დამატებითი
მექანიზმების შემუშავება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
იქნებიან,
მიღების
ადგილობრივი
შედეგად
მუნიციპალიტეტის
თვითმმართველობის
ორგანოები
ვალდებულები
განხორციელებისას
უზრუნველყონ
ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირი და ფართო ჩართულობა მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში არსებული სპეციალური ოდენობის თანხის განკარგვაში. მუნიციპალური
ბიუჯეტის კონკრეტული ნაწილის გამოყოფა სახალხო ბიუჯეტირების პროექტისთვის,
რომელიც წარმატებით განხორციელდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ
მოსახლეობას საშუალებას, გარანტიასა და სამართლებრივ მექანიზმს მისცემს, რათა
მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის
განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმის შექმნას სახალხო
ბიუჯეტირების
სახით.
სახალხო
მოსახლეობის
თვითორგანიზაციისა
ბიუჯეტირება
და
არის
სოფლის/დაბის/ქალაქის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს
ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირ და ფართო ჩართულობას მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში არსებული სპეციალური ოდენობის თანხის განკარგვაში.
პროექტი
თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებული იქნება განსაზღვროს სახალხო
ბიუჯეტირების განსახორციელებელი სპეციალური ოდენობის თანხა, რომელიც არ უნდა
იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 3% -ზე ნაკლები.
სახალხო ბიუჯეტირების ეს რაოდენობა (3%) არ შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული იმ ფინანსური რესურსების 97%-ზე
მეტი, რომელიც სახალხო ბიუჯეტირების მიზნების მიღწევისთვის შესაძლოა იქნას
გამოყენებული,
გამოიყენება
წლის/წლების
გარდამავალი
ან/და
აუცილებელია
პროექტების
იქნას
გაგრძელების
გამოყენებული
ან/და
გასული
დასრულების
დაფინანსებისთვის. ამ შემთხვევაში, სახალხო ბიუჯეტირებისთვის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის რაოდენობა იქნება ფაქტობრივი მდგომარეობის
(დარჩენილი თანხის) შესაბამისი.
ამავდროულად, კანონის პროექტის მიხედვით, კანონის პროექტით განსაზღვრული
ვალდებულება არ შეეხება საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით
დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ მუნიციპლიტეტებს, როგორიცაა
აჟარის მუნიციპალიტეტი, ერედვის მუნიციპალიტეტი, ქურთას მუნიციპალიტეტი,
თიღვის მუნციპალიტეტი, ახალგორის მუნიციპალიტეტი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ცვლილება არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, (არ არის საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ძალაში შესვლას 2022 წლის 1 იანვრიდან, რათა
მუნიციპალიტეტის
საკრებულოებმა
მოასწრონ
სახალხო
ბიუჯეტირების
განსახორციელებელი სპეციალური ოდენობის თანხისა და შესაბამისი პროცედურების
განსაზღვრა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში.
კანონი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
პროექტი
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ
ახალი ფინანსური ხარჯების წარმოშობას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ გულისხმობს ახალი ფინანსური
ხარჯების გაწევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ცვლილების თანახმად,
ინიცირდება ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვის ახალი ფორმა, რომელიც გულისხმობს
მუნიციპალიტეტის
მოქალაქეების
ფართო
და
პირდაპირ
ჩართულობას
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არანაკლებ 3%-ის ფარგლებში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად,
2021 წლის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტების ასიგენებების ჯამი
(ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მუნიციპალიტეტების გარდა) შეადგენს
2 961 735 ათას ლარს (ორი მილიარდ ცხრაას სამოცდა ერთი მილიონ შვიდას
ოცდათხუთმეტი ათასი ლარი), რომლის ამ კანონის პროექტის მიერ დადგენილი
მინიმალური 3%-იანი დანაწესით განსაზღვრული თანხა შეადგენს 88 852 ათას ლარს
(ოთხმოცდა რვა მილიონ რვაას ორმოცდა თორმეტი ათასი ლარი). კანონის პროექტის
მიხედვით, მაგალითისთვის 2021 წლის ასიგენებების განხილვის შემთხვევაში სწორედ
აღნიშნული თანხის
სახალხო ბიუჯეტირების პრინციპით განკარგვა მოხდებოდა
საქართველოს მუნიციპალიტეტების მიხედვით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
პროექტი
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს იმ პირთა ჯგუფზე, რომლებსაც
წინამდებარე ცვლილება შეეხებათ, იმ მოტივით, რომ მათი უფლებამოსილებების
ჩამონათვალი გაიზრდება და უფრო მეტად მოხდება
საზოგადოების ჩართულობა
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ასევე,
საჯარო მოხელეებთან
მოქალაქეების აქტიურ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, გაიზრდება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
განკარგვის
პროცესში
ჩართულ
პირთა
წრე, რაც
წარმოადგენს აღნიშნული კანონის პროექტის სულისკვეთებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ
ეხება ბავშვთა უფლებებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
სამართალს.
წარმოდგენილი
კანონპროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნების თვითმმართველობების
განხორციელების მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრებას.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
პროექტი
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხოჯევანიშვილი, შალვა კერესელიძე,
ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხოჯევანიშვილი, შალვა კერესელიძე,
ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი.
პროექტი