საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფის წარდგინების საფუძველზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ანა ბუჩუკურის არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-9627/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-07-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 44

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა 2021 წლის 13 ივლისი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ სარჯველაძე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ (07-2/67; 05.07.2021); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ (07-2/56; 23.06.2021); მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ბექა დოჭვირი; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიასა და ხათუნა სამნიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/58; 20.05.2021); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი ვაშაძე; 5. საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ მეგრელიშვილისა და იაგო ხვიჩიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ (07-3/59; 24.05.2021); მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები - ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია; 6. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურისა და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/75; 09.06.2021); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე; 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურისა და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (073/79; 16.06.2021); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე; 8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/63; 25.06.2021); მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; კენჭსაყრელი საკითხი: დასკვნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა (N6823-რს, 14.07.2020) და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N6833-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N44 2021 წლის 13 ივლისი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, N410) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ სარჯველაძე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ (07-2/67; 05.07.2021); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ (07-2/56; 23.06.2021); მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ბექა დოჭვირი; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიასა და ხათუნა სამნიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/58; 20.05.2021); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი ვაშაძე; 5. საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ მეგრელიშვილისა და იაგო ხვიჩიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“ (07-3/59; 24.05.2021); მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები - ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია; 6. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურისა და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/75; 09.06.2021); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე; 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურისა და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/79; 16.06.2021); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე; 8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/63; 25.06.2021); მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; კენჭსაყრელი საკითხი: დასკვნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა (N6823რს, 14.07.2020) და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N6833-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. 2021 წლის 13 ივლისის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი კახიანის უფლებამონაცვლე - ხათუნა კვიციანი, ზაურ დარგალი, ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, ტარიელ ნაკაიძე, ეკატერინე ხერხეულიძე, ნატო ჩხეიძე. კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საპარლამენტო ოპოზიციიდან წარმოდგენილ კანდიდატურებთან დაკავშირებით. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“- ს მიერ წარმოდგენილმა კანდიდატმა ეკატერინე ხერხეულიძემ სხდომაზევე მოხსნა თავისი კანდიდატურა. კომიტეტმა კენჭი უყარა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს ანა ბუჩუკურს და მომხრე-7, წინააღმდეგი -0, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა კომიტეტის წევრი ანა ბუჩუკური. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“, რაზეც მოხსენება კომიტეტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოუდგინა. წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვისას კომიტეტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ისეთ ცვლილებებზე, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ ადამიანის უფლებების დაცვასთან. კომიტეტმა, კენჭისყრით მომხრე-7, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 საკითხების განხილვა, სხდომაზე დასახელებული გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურისა და დავით მათიკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რაზეც მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა. საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკაში გამოვლენილი გარკვეული პრობლემების გამო, ახლებურად დარეგულირდება საზიარო უფლების გაუქმების საკითხი - შედეგად გაიზრდება საკუთრების უფლების დაცვის ხარისხი. ასევე, წარმოდგენილი ცვლილებების მიღებით, ნატურით გაყოფის წინაპირობების მოქნილობის შემოღებით, გაიზრდება სასამართლოსთვის კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების საფუძველზე საკითხის უფრო სამართლიანად გადაწყვეტის შესაძლებლობა. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე-7, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურის და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ ამავე სხდომაზე, კომიტეტმა კენჭი უყარა მ/წლის 14 მაისის სხდომაზე მოსმენილ საკითხზე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა (N6823რს, 14.07.2020) და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N6833-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე“, მომზადებულ კომიტეტის დასკვნას. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 7, წინააღმდეგი -0, მხარი დაუჭირა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე, წარმოდგენილ კომიტეტის დასკვნას. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია