საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ (№07-2/56; 23.06.2021) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-9890/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-18
ბიუროს ნომერი 78

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-9890/21 16-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ (N07-2/56; 23.06.2021). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-9883/21 16-07-2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N72/9, 28.06.2021 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ (№07-2/56; 23.06.2021) და განხილვის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 19 ივლისამდე. ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვას კომიტეტი ვერ ახერხებს, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge