საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის 16 დეკემბრის №1/37 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-10322/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-07-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 47

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა 2021 წლის 26 ივლისი , 09:00 საათი ქ . თბილისი , საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი , V სართული ) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ (07-2/56; 23.06.2021); მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ბექა დოჭვირი; 2. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტის განხილვა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე; 3. „საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობაზე“ თემატური მოკვლევის დაწყება და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N47 2021 წლის 26 ივლისი, 09:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ (07-2/56; 23.06.2021); მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ბექა დოჭვირი; 2. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტის განხილვა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე; 3. „საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობაზე“ თემატური მოკვლევის დაწყება და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე. 2021 წლის 26 ივლისის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. სხდომის თავმჯდომარემ, მიხეილს სარჯველაძემ წარმოადგინა ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სხდომის დღის წესრიგზე „ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის“ პროექტის განხილვის საკითხის დამატების შესახებ. კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი, დამატებულ საკითხთან ერთად. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკური, დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი კახიანი, ზაურ დარგალი, ანა ნაცვლიშვილი, ტარიელ ნაკაიძე, ეკატერინე ხერხეულიძე, ნატო ჩხეიძე. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ, რომელიც კომიტეტს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა გააცნო. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების ადმინისტრაციული სახდელისაგან - პასუხისმგებლობა დაეკისრათ ჯარიმისგან „საქართველოს მთელ შესახებ“ კანონპროექტის თავისუფლდებიან ტერიტორიაზე პირები, საგანგებო თანახმად, რომლებსაც მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის საფუძველზე, აგრეთვე „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლების დარღვევის გამო. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელის აღუსრულებელ ნაწილზე. კანონპროექტი დეტალურად არეგულირებს მისი დებულებების აღსრულების წესსა და პირობებს. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) ან 3591 (საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთანავე, პროექტში მითითებულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ასევე ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ. კანონპროექტის თანახმად, ამნისტიის მოქმედება გავრცელდება შესაბამისი დანაშაულის ჩამდენ იურიდიულ პირებზეც, რომლებსაც სასჯელის სახით შეფარდებული ჰქონდათ ჯარიმა. პროექტში დაკონკრეტებულია, რომ ამნისტია შეეხება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილს. წამოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობისას, კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები უმთავრესად ორიენტირებულია ისეთი ქმედებების ამნისტირებაზე, რომლის ჩადენისთვისაც კანონი პასუხისმგებლობის სახით ითვალისწინებს ფულად სანქციებს. კომიტეტის მხრიდან აღინიშნა, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გარდამტეხ ეტაპზე გადასვლისა და საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის აქტიური ფაზის დაწყების პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოსახლეობის მიმართ ამგვარი ჰუმანური აქტის განხორციელება ლოგიკურია, ვინაიდან მას შემდეგ, რაც გაუქმდა ის შეზღუდვები, რომელთა დარღვევისთვისაც გათვალისწინებული სახდელისგანაც განთავისუფლებაა დადგენილი განსახილველი კანონპროექტით, ეს მიუთითებს საკუთრივ ამ სამართალდარღვევათა აქტუალურობის შემცირებაზე. ასეთ პირობებში კი გამართლებულია მსგავსი ქმედებებისთვის გათვალისწინებული სახდელებისგან პირთა განთავისუფლება, რადგან სადღეისოდ იგივე ქმედება აღარ წარმოადგენს იმ კატეგორიის სამართალდარღვევას, რომელსაც კანონმდებელი მიიჩნევს სამართალდარღვევად გამოცხადების ღირსად. ამავდროულად, საკითხის განხილვისას გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც ასახული იქნება კომიტეტის დასკვნაში. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებზე მითითებით, კენჭისყრით მომხრე - 8, წინააღმდეგი - 0, მხარი მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“. კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია „საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში შესატან ცვლილებებთან“ დაკავშირებით. კომიტეტმა კენჭისყრით, მომხრე - 10, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის“ შესახებ წარმოდგენილ პროექტს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა და წარმოადგინა წინადადება „საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობაზე“ თემატური მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საჭიროებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილ იქნა თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 10, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა „საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობაზე“ თემატური მოკვლევის დაწყებას და თემატური მოკვლევის ჩასატარებლად შემდეგი შემადგენლობის დანიშვნას: მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (მთავარი მომხსენებელი), ალუდა ღუდუშაური - საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, ხატია წილოსანი - საქართველოს პარლამენტის წევრი. კომიტეტმა განიხილა: „ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის“ პროექტი. მოხსენება კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძენ წარმოადგინა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ვინაიდან, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის მიმართულებით საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, ამდენად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული კონკურსის ჩატარების წესის პროექტის განხილვა, შესაბამისი მოსაზრებების წარდგენის მიზნით. განხილვის პროცესში კომიტეტმა მიმოიხილა პროექტის ისეთი შემადგენელი ელემენტები, როგორიცაა: კონკურსის ჩატარების წესის რეგულირების სფერო; კონკურსის მიზანი და ამოცანები; საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი; კონკურსის პრინციპები; კონკურსის სახე და მისი გამოცხადების წესი; კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენის წესი; კანდიდატის უფლებამოვალეობები; კანდიდატების მიმართ დადგენილი მოთხოვნები; კონკურსის ეტაპები, ჩატარების ფორმები, პირობები, შედეგები; კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების გასაჩივრება; საპრეტენზიო კომისია; კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება. მსჯელობის პროცესში, კომიტეტის წევრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნა, რაც ასისახება კომიტეტის დასკვნაში. კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა წარმოდგენილი პროექტი და მიიჩნია, რომ სხდომაზე გაჟღერებული მოსაზრებების გათვალისწინება კანდიდატების შერჩევის კონკურსს გახდის უფრო ეფექტიანს და შედეგობრივს. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 10, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა და მოიწონა „ვროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის“ პროექტი. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია