„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-07
ბიუროს ნომერი 84
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-13 მუხლის:
ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ღია სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო
გადაწყვეტილება ქვეყნდება სასამართლოს ვებგვერდზე მთლიანად, ამ მუხლის 32
პუნქტის დებულების შესაბამისად, ხოლო დახურულ სხდომაზე საქმის არსებითი
განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში
სასამართლოს ვებგვერდზე ამ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი
ქვეყნდება. ღია სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებულ სასამართლო
გადაწყვეტილებაში შეტანილი პირის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საკითხი
წყდება ამ მუხლის 32 – 35 პუნქტების შესაბამისად.“;
ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს 32 – 38 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„32. გამჟღავნებას ექვემდებარება ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომლის
გაუმჟღავნებლობის შესახებ სასამართლოს არ გამოუტანია განჩინება ამ მუხლით
დადგენილი წესით.
33. პერსონალური მონაცემის სუბიექტს, გადაწყვეტილების გამოტანიდან 3 დღის
ვადაში,
გადაწყვეტილების
გამომტან
სასამართლოში
შეუძლია
შეიტანოს
დასაბუთებული
შუამდგომლობა
პერსონალური
მონაცემის
(მონაცემების)
გაუმჟღვანებლობის მოთხოვნით. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. შუამდგომლობაში
უნდა აღინიშნოს:
ა) შუამდგომლობის ავტორის სახელი, გვარი, საპროცესო მდგომარეობა
(მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი, ბრალდებული, დაზარალებული, მოწმე), მისამართი,
ტელეფონის ნომერი;
ბ) გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო და გამოტანის თარიღი;
გ) პერსონალური მონაცემი (მონაცემები), რომლის გაუმჟღავნებლობასაც ითხოვს
შუამდგომლობის ავტორი;
დ) დასაბუთება, რომ მითითებული პერსონალური მონაცემი შეეხება:
1
დ.ა) შუამდგომლობის ავტორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან/და მისი
პირადი ცხოვრების ინტიმურ მხარეს და მისი გამჟღავნება განსაკუთრებით
ინტენსიურ
გავლენას
მოახდენს
შუამდგომლობის
ავტორის
მდგომარეობაზე, პირად ურთიერთობებზე ან/და საქმიან რეპუტაციაზე;
ფსიქოლოგიურ
დ.ბ) შუამდგომლობის ავტორის არასრულწლოვან ოჯახის წევრს და
პერსონალური მონაცემის გამჟღავნება ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო
ინტერესებს.
34. ამ მუხლის 33 პუნქტში მითითებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების
გამომტან სასამართლოს, შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის
გარეშე, გამოაქვს დასაბუთებული განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ
უნდა შეაფასოს, არსებობს თუ არა ამ მუხლის 33 პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებში
მითითებული გარემოებები.
35. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, არსებობს
თუ არა მოცემულ საქმეზე მომეტებული/გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესი,
რომელიც, 33 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული გარმოებების არსებობის
მიუხედავად,
გადაწონის
მონაცემების
გაუმჟღავნებლობის
ინტერესს.
ასეთი
საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თუ პერსონალური მონაცემი შეეხება:
ა) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის
პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო პირს;
ბ) მოვლენას, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
36. სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს უნდა ჩაბარდეს მისი
გამოტანიდან არაუმეტეს 3 დღის ვადაში. თუ ამ ვადის განმავლობაში, გაგზავნილი
სატელეფონო შეტყობინების მიუხედავად, შუამდგომლობის ავტორი არ გამოცხადდება
სასამართლოში განჩინების ჩასაბარებლად, განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლება.
37. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში შუამდგომლობის
ავტორს, სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, შეუძლია განჩინების
გამომტან
სასამართლოში
შეიტანოს
საჩივარი,
რომელიც
გადაეგზავნება
გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს ზემდგომ სასამართლოს. ზემდგომი
სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, საჩივრის მისთვის
გადაცემიდან 3 დღის ვადაში. ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ
გასაჩივრდება.
38. ღია სხდომაზე მიღებული სასამართლო განჩინება, რომელიც არ ექვემდებარება
სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას, დაინტერესებულ პირს გადაეცემა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, ამ მუხლის
დებულებების გათვალისწინებით.“.
2. 23-ე მუხლის მე-5 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
„5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას
ჰყავთ თავმჯდომარეები. სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო
კოლეგიის თავმჯდომარეებს შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 3
წლის ვადით, ფარული კენჭისყრით ირჩევენ ამავე პალატის და კოლეგიის
მოსამართლეები. სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის
თავმჯდომარეების კანდიდატების დასახელების უფლება აქვს შესაბამისი პალატის ან
საგამოძიებო კოლეგიის ნებისმიერ მოსამართლეს. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი,
რომელიც მიიღებს კენჭისყრაში მონაწილე პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის წევრთა
ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის სრული
შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა
ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან
შედარებით მეტი ხმა მიიღეს, ხელახლა ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის
კანდიდატი, რომელიც მეორე კანდიდატზე მეტ ხმას მიიღებს. ერთი და იგივე პირი
პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ
ორჯერ. სააპელაციო სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის
დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით
ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს
თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ
მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.
6.
სააპელაციო
სასამართლოს
თავმჯდომარეს
ამავე
სასამართლოს
მოსამართლეებისგან 3 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით ირჩევენ ამავე სასამართლოს
მოსამართლეები. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს სააპელაციო სასამართლოს
ნებისმიერ მოსამართლეს. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს
კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ სააპელაციო
სასამართლოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ კენჭისყრის შედეგად
ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა, იმ ორ კანდიდატს,
რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, ხელახლა ეყრება კენჭი. არჩეულად
ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეორე კანდიდატზე მეტ ხმას მიიღებს. ერთი და
იგივე პირი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ
ორჯერ.
7. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს პალატის
ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს, პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის
თავმჯდომარის
არჩევამდე,
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს პალატის ან
საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება
დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ
ვადაში შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა უზრუნველყონ სასამართლოს
თავმჯდომარის არჩევა, ხოლო პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეებმა პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის არჩევა, რის შემდეგაც ამ პუნქტის
შესაბამისად დროებით დანიშნულ პირებს უწყდებათ უფლებამოსილება.
8. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს პალატის
თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების
3
შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა;
გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით სააპელაციო სასამართლოს
თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო
კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება;
დ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს
პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების
ვადის გასვლა.“.
3. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„26. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას, მისივე
დავალებით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს
სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.
სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს ის
სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი
გამოცდილება აქვს.“.
4. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე. სასამართლო კოლეგიის
თავმჯდომარეს ამ კოლეგიის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით
ირჩევენ ამავე კოლეგიის მოსამართლეები. კოლეგიის თავმჯდომარის კანდიდატების
დასახელების უფლება აქვს შესაბამისი კოლეგიის ნებისმიერ მოსამართლეს. არჩეულად
ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს კენჭისყრაში მონაწილე კოლეგიის წევრთა
ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ კოლეგიის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა. თუ კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა
კანდიდატმა, იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს,
ხელახლა ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეორე
კანდიდატზე მეტ ხმას მიიღებს. ერთი და იგივე პირი კოლეგიის თავმჯდომარედ არ
შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ.“.
5. 32-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამავე სასამართლოს
მოსამართლეებისგან 3 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით ირჩევენ ამავე სასამართლოს
მოსამართლეები. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს რაიონული (საქალაქო)
4
სასამართლოს ნებისმიერ მოსამართლეს. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც
დააგროვებს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ
კენჭისყრის შედეგად ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა,
იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, ხელახლა ეყრება
კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეორე კანდიდატზე მეტ ხმას
მიიღებს. ერთი და იგივე პირი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ არ
შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„11. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც მოსამართლეთა რაოდენობა 3-ზე
ნაკლებია, სასამართლოს თავმჯდომარედ რიგრიგობით, 3 წლის ვადით, ინიშნებიან ამ
სასამართლოს მოსამართლეები.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს
თავმჯდომარის, ხოლო იმ
სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის
თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის ან კოლეგიის თავმჯდომარის არჩევამდე,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება
შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს არა უმეტეს 3 თვის
ვადით. ამ ვადაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან კოლეგიის მოსამართლეებმა
უნდა უზრუნველყონ სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარის არჩევა, რის შემდეგაც
ამ პუნქტის შესაბამისად დროებით დანიშნულ პირებს უწყდებათ უფლებამოსილება.“;
დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. 341 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს პირის მიერ შერჩევის
პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განცხადების ფორმას და თანდართული
დოკუმენტების ნუსხას. პირის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტები (მათ
შორის, ავტობიოგრაფია) უნდა შეიცავდეს სათანადო ინფორმაციას მის მიერ
მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, აგრეთვე
პირის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, პირის
პერსონალური მონაცემების) ამ კანონის 342 მუხლით დადგენილი წესით
მოძიებაზე/გადამოწმებაზე
და
საქართველოს
პარლამენტისთვის
გადაცემაზე/გასაჯაროებაზე.“;
ბ) მე-8 - მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5
„8. კანდიდატებად რეგისტრირებულმა პირებმა აღნიშნული საჩივრის განხილვის
ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა
წარუდგინონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და
ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა
კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში არ
წარადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის
შესახებ ცნობას ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, მისი კანდიდატად
რეგისტრაცია უქმდება.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის ვადის
გასვლიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭო იწყებს კანდიდატებად რეგისტრირებული პირების საჯარო
მოსმენას. კანდიდატების მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს ყველა წევრს შესასწავლად
გადაეცემა კანდიდატების შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით მოძიებული
ინფორმაცია.
10. კანდიდატები
საჯარო
მოსმენაზე
ინდივიდუალურად
წარდგებიან.
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვა
დაუსვან თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების საჯარო მოსმენა უნდა გაიმართოს ყველა
კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით. კანდიდატების საჯარო
მოსმენა იმართება საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ დადგენილი
წესით.
11. კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ 5 სამუშაო დღის ვადაში
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრები ამ კანონის 363 მუხლის
გათვალისწინებით, სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ
ქულებით ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო
გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით ამ კანონის 364 მუხლის მე-8 პუნქტის
შესაბამისად. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრები კანდიდატებს
აფასებენ აგრეთვე ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. შეფასების
შედეგები შეიტანება საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს თითოეული
წევრის მიერ შევსებულ შეფასების ფურცელში. ამასთანავე, საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს ყოველი წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით
ასაბუთებს ამ კანონის 351 მუხლის მე-16 პუნქტით/364 მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებულ თითოეულ ქულას და ამ კანონის 363 მუხლით გათვალისწინებულ
კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს, რაც ასევე შეიტანება
შეფასების ფურცელში. შეფასების ფურცელში მიეთითება საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. თუ
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრი ამ პუნქტის შესაბამისად არ
შეაფასებს ყველა კანდიდატს და შეფასების ფურცელს არ გადასცემს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, ითვლება, რომ საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ
პროცედურაში, ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების
6
შედეგები უქმდება. თუ საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს გადასცემს კანდიდატის არასრულ
შეფასებას ან კანდიდატის შეფასებას დასაბუთების გარეშე, საბჭოს აპარატი
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს ამ წევრს აცნობებს აღნიშნული
ხარვეზის თაობაზე. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრს შეუძლია
ეს ხარვეზი 2 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრას. ხარვეზის ამ ვადაში
აღმოუფხვრელობის
შემთხვევაში
ითვლება,
რომ
საერთაშორისო
ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ
პროცედურაში, ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების
შედეგები უქმდება. შეფასების ფურცლები საჯაროა და საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა ვინაობის მითითებით ქვეყნდება საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
12. კანდიდატების შეფასების პროცესის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო ადგენს და საქართველოს იუსტიციის
საბჭოს წარუდგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე
წარსადგენ კანდიდატთა სიას, რომელსაც თან დაერთვება საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს თითოეული წევრის დასაბუთება სიაში შეტანილ თითოეულ
კანდიდატთან დაკავშირებით. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო
უფლებამოსილია მოსამართლეობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე სიაში შეიტანოს ორი
კანდიდატი. ამასთანავე, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანება სიაში, თუ
კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი
ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს
ორმა მესამედმა მაინც მიიჩნია, რომ იგი
აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. თუ რომელიმე გამოცხადებულ
ვაკანსიაზე მხოლოდ ერთია ისეთი კანდიდატი, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნებს
აკმაყოფილებს, სიაში მხოლოდ ეს ერთი კანდიდატი იქნება შეტანილი. თუ სიაში
შესატანი კანდიდატების გამოვლენისას აღმოჩნდა, რომ რომელიმე გამოცხადებულ
ვაკანსიაზე ორზე მეტია ისეთი კანდიდატი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს
აკმაყოფილებს, სიაში შეიტანება ის ორი კანდიდატი, რომელმაც კომპეტენტურობის
კრიტერიუმით შეფასებისას უკეთესი შედეგები მიიღეს. თუ კომპეტენტურობის
კრიტერიუმით ასეთ კანდიდატთა მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, მათ
შორის უპირატესობა მიენიჭება იმ ორ კანდიდატს, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს წევრებმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად
შეაფასეს, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ ორ კანდიდატს, რომელსაც
სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.“;
გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს 121 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„121. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად შედგენილი სია და თანდართული
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა დასაბუთებები სიის
შედგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება კანდიდატთა შერჩევის ამ ეტაპზე
მონაწილე ყველა კანდიდატს. თითოეულ კანდიდატს უფლება აქვს, სიის და
თანდართული დასაბუთებების ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, აღნიშნული სია
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივროს, თუ მას მიაჩნია, რომ:
7
ა)
კანდიდატების
შერჩევის
პროცესში
საზოგადოებრივი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;
საერთაშორისო
ექსპერტთა
ბ)
კანდიდატების
შერჩევის
პროცესში
საერთაშორისო
საზოგადოებრივი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;
ექსპერტთა
გ) საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა გადაამეტა
საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის
შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს
დამოუკიდებლობას;
დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მის შეფასებას, არსებითად
მცდარია და ამის დასადასტურებლად კანდიდატმა სათანადო მტკიცებულებები
წარადგინა;
ე) კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო საბოლოო შედეგზე
არსებითი გავლენა მოეხდინა.“;
დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი პროცედურის დასრულებიდან
არაუადრეს 5 და არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი
საბჭო
ღია
სხდომაზე
განიხილავს
საერთაშორისო
ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ
თანამდებობაზე შერჩეულ კანდიდატთა სიას და თანდართულ საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა დასაბუთებებს, აგრეთვე ამ მუხლის 121 პუნქტში
მითითებულ საჩივრებს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ღია
კენჭისყრით, მოსამართლეთა წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი
მესამედით და არამოსამართლე წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი
მესამედით დაადგენს, რომ ამ მუხლის 121 პუნქტის შესაბამისად შემოტანილი საჩივარი
საფუძვლიანია, იგი იღებს დადგენილებას საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი
საბჭოს მიერ შემოტანილი სიის კორექტირების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ღია კენჭისყრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით,
სათითაოდ კენჭს უყრის საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ
წარმოდგენილ სიაში, ან სიის კორექტირების შემთხვევაში, - კორექტირებულ სიაში
შეტანილ კანდიდატებს. კანდიდატებს კენჭი შემდეგი წესის დაცვით ეყრებათ: პირველ
რიგში, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ
ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს,
შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით, თანამიმდევრობით ეყრებათ კენჭი დანარჩენ
კანდიდატებს. თუ აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის
კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, კენჭისყრის
რიგითობის განსაზღვრისას მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების
კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს,
რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. კანდიდატი
8
საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მოსამართლე წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი და
არამოსამართლე წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია
დაასაბუთოს მისი არჩევანი თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით. საქართველოს
პარლამენტს კანდიდატები ერთიანად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წარდგინებით წარედგინება. ეს წარდგინება, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული
კენჭისყრის შედეგები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ
კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების
დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.“.
ე) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს 161 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„161. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესრულებისას ინტერესთა
შეუთავსებლობის გამორიცხვის მიზნით გამოიყენება ამ კანონის 353 მუხლით
დადგენილი წესი.“;
ვ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის
შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები,
ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში არ
შეიძლება.“.
7. 342 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ამ მუხლის
შესაბამისად მოძიებული ინფორმაცია საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი
საბჭოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კანდიდატების
შესაფასებლად გამოიყენება.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის
მოძიების შედეგების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრებისთვის წარდგენისთანავე საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია აცნობოს კანდიდატებს ინფორმაციის
მოძიების დასრულების შესახებ და უზრუნველყოს საბჭოში არსებული ინფორმაციის
თითოეული კანდიდატისათვის ხელმისაწვდომობა. მას შემდეგ, რაც ინფორმაციის
მოძიების შედეგები კანდიდატისათვის ხელმისაწვდომი გახდება, კანდიდატს უფლება
9
აქვს, 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს
საბჭოსა და საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს, წარადგინოს
დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული
მონაცემები. კანდიდატს ასევე უფლება აქვს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ნებისმიერ
დროს გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის წყარო კონფიდენციალურია.
კანდიდატი აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
საამისოდ გამოყოფილ ადგილას ეცნობა.“.
8. 343 მუხლის:
ა) სათაური და პირველი - მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 343. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში
მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გასაჩივრება
1.
უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის
თანამდებობაზე
ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში
მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, ამ კანონის 341 მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტის
შესაბამისად მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება
უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ იგი
მონაწილეობდა იმავე პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატების შერჩევის შესაბამის ეტაპზე
და მიაჩნია, რომ:
ა) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;
ბ) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა
კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;
დ) ინფორმაცია, რომელიც ამ განკარგულებას/წარდგინებას საფუძვლად დაედო,
არსებითად მცდარია და ამის დასადასტურებლად კანდიდატმა სათანადო
მტკიცებულებები წარადგინა;
ე) კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო საბოლოო შედეგზე
არსებითი გავლენა მოეხდინა.
2. საჩივარი ამ კანონის 341 მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით განსაზღვრული
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საბჭოს ვებგვერდზე
გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს
საბჭოს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიღებულ საჩივარს დაუყოვნებლივ
გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას. აღნიშნული საჩივრის
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შემთხვევაში ამ კანონის 341
10
მუხლით განსაზღვრული პროცედურა ჩერდება, ვიდრე
საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.“;
უზენაესი
სასამართლოს
ბ) მე-10 - მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად
იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების უცვლელად
დატოვების თაობაზე;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და
საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე.
11. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების გასაჩივრების საფუძვლის დადგენა
მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წარდგინების გაუქმების საფუძველი, თუ საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ
შესაბამისმა დარღვევამ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა და საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი წარდგინების მიღება
გამოიწვია.
12. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა
განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ
კანონის 341 მუხლის მე-11 - მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით გადაისინჯება
შესაბამისი კანდიდატის შეფასება და იმავე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს ხელახალ წარდგინებას, თუ
უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა ამ კანონის 341 მუხლის მე-13
პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება.
ამასთანავე, კანდიდატის შეფასების გადასინჯვისას კანდიდატის უფრო დაბალი
შედეგით შეფასება დაუშვებელია. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის
მიერ ამ კანონის 341 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა
განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება გავლენას არ ახდენს ამ
კანონის 341 მუხლის მე-11 - მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით სხვა კანდიდატების
შეფასებაზე.“;
გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს 121 – 122 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„121. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 341
მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების
თაობაზე
გადაწყვეტილების
მიღების
შემდეგ
საერთაშორისო
ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭო ხელახლა ახორციელებს მომჩივანი კანდიდატის ამ კანონის 341
მუხლის მე-11 - მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ შეფასებას, ხოლო საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახლა იღებს ამ კანონის 341 მუხლის მე-13 პუნქტით
11
გათვალისწინებულ წარდგინებას, ოღონდ იმ წევრის (წევრების) გარეშე, რომლის
(რომელთა) მიერ ამ კანონის 341 მუხლის 121 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტების ან/და ამ
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო გააუქმა უზენაესი
სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება.
ასეთ შემთხვევაში, კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ
ქულათა ჯამი და კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საჭირო კვორუმი
გამოითვლება საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა იმ
რაოდენობიდან, რომელიც დარჩება ასეთი წევრის (წევრების) გამოკლების შედეგად.
ასევე, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ ხელახალი წარდგინების მიღებისას საჭირო
კვორუმი გამოითვლება წევრის (წევრთა) გამოკლების შემდეგ საბჭოს წევრთა დარჩენილი
რაოდენობიდან.
122. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრის მიერ ამ კანონის
341 მუხლის 121 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტების ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის
მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტების დარღვევა, რასაც შედეგად
მოჰყვა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წარდგინების გაუქმება, იწვევს ამ კანონით ან/და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით დადგენილი წესით ასეთი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.“;
დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინება საბჭოს
ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ამ
მუხლით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს
განიხილავს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
გადაცემიდან 1 კვირის ვადაში, ამავე მუხლით დადგენილი წესით.“;
ე) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-15 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„15. ამ მუხლით დადგენილი წესით საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ
სრული ინფორმაცია, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის
გადაწყვეტილებები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინება და
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს ხელახალი შეფასება ქვეყნდება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და მიეწოდება საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენციას, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს
პრეზიდენტს.“.
9. 35-ე მუხლის:
ა) მე-9 - მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებას ახორციელებს საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო. კანდიდატები ფასდებიან ამ კანონის 35 1 მუხლით
განსაზღვრული კრიტერიუმებით, მათთან საჯარო გასაუბრების და ამ კანონის 35 2
მუხლის შესაბამისად მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე. მოქმედი და ყოფილი
მოსამართლეები, რომელთაც გავლილი აქვთ ამ კანონის 36 4 მუხლით
12
გათვალისწინებული შეფასების პროცედურა, ფასდებიან ამ კანონის 36 1 მუხლის პირველი
და მე-2 პუნქტებისა და 36 2 და 36 3 მუხლების, 36 4 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა
შესწავლის, ქულებით შეფასების სისტემის და საჯარო გასაუბრების საფუძველზე.
10. კანდიდატებთან საჯარო გასაუბრების დასრულების შემდეგ, 5 სამუშაო დღის
ვადაში, საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს ყოველი წევრი ავსებს
თითოეული მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფურცელს, რომელშიც შეიტანება
მოსამართლეობის კანდიდატის ამ კანონის 351 და 36 3 მუხლებით განსაზღვრული
კრიტერიუმებით და მახასიათებლებით შეფასების შედეგები. შეფასების ფურცელი უნდა
შეიცავდეს საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრის დეტალურ
დასაბუთებას, თუ რატომ იმსახურებს, მისი აზრით, კანდიდატი ამ კანონით დადგენილი
კრიტერიუმების და მახასიათებლების შესაბამისად ასეთ შეფასებას. შეფასების ფურცლის
ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შეფასების ფურცლები
საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
11. კანდიდატების შეფასების პროცესის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო საქართველოს იუსტიციის საბჭოს
წარუდგენს მოსამართლეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების სიას,
რომელსაც თან დაერთვება ყველა შეფასების ფურცელი. საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარსადგენი კანდიდატების სიაში ორი კანდიდატი
შეიტანოს. ამასთანავე, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანება სიაში, თუ
კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი
ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს
ორმა მესამედმა მაინც მიიჩნია, რომ იგი
აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. თუ რომელიმე გამოცხადებულ
ვაკანსიაზე მხოლოდ ერთია ისეთი კანდიდატი, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნებს
აკმაყოფილებს, სიაში მხოლოდ ეს ერთი კანდიდატი იქნება შეტანილი. თუ სიაში
შესატანი კანდიდატების გამოვლენისას აღმოჩნდა, რომ რომელიმე გამოცხადებულ
ვაკანსიაზე ორზე მეტია ისეთი კანდიდატი, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს
აკმაყოფილებს, სიაში შეიტანება ის ორი კანდიდატი, რომელმაც კომპეტენტურობის
კრიტერიუმით შეფასებისას უკეთესი შედეგები მიიღეს. თუ კომპეტენტურობის
კრიტერიუმით ასეთ კანდიდატთა მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, მათ
შორის უპირატესობა მიენიჭება იმ ორ კანდიდატს, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს წევრებმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად
შეაფასეს, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ ორ კანდიდატს, რომელსაც
სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე
წარდგენილ კანდიდატთა სია საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე.“;
ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს 111 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„111. ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად შედგენილი სია და თანდართული
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა შეფასების ფურცლები სიის
შედგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება კანდიდატთა შერჩევის ამ ეტაპზე
მონაწილე ყველა კანდიდატს. თითოეულ კანდიდატს უფლება აქვს, სიის და
13
თანდართული დასაბუთებების ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, აღნიშნული სია
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივროს, თუ მას მიაჩნია, რომ:
ა)
კანდიდატების
შერჩევის
პროცესში
საზოგადოებრივი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;
საერთაშორისო
ექსპერტთა
ბ)
კანდიდატების
შერჩევის
პროცესში
საერთაშორისო
საზოგადოებრივი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;
ექსპერტთა
გ) საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა გადაამეტა
საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის
შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს
დამოუკიდებლობას;
დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მის შეფასებას, არსებითად
მცდარია და ამის დასადასტურებლად კანდიდატმა სათანადო მტკიცებულებები
წარადგინა;
ე) კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო საბოლოო შედეგზე
არსებითი გავლენა მოეხდინა.“;
გ) მე-12 - მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი პროცედურის დასრულებიდან
არაუადრეს 5 და არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი
საბჭო
ღია
სხდომაზე
განიხილავს
საერთაშორისო
ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ
კანდიდატთა სიას და თანდართულ შეფასების ფურცლებს, აგრეთვე ამ მუხლის 111
პუნქტში მითითებულ საჩივრებს. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ღია
კენჭისყრით, მოსამართლეთა წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი
მესამედით და არამოსამართლე წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი
მესამედით დაადგენს, რომ ამ მუხლის 111 პუნქტის შესაბამისად შემოტანილი საჩივარი
საფუძვლიანია, იგი იღებს დადგენილებას საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი
საბჭოს მიერ შემოტანილი სიის კორექტირების შესახებ.
13. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ღია კენჭისყრით, სათითაოდ
კენჭს უყრის საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ წარმოდგენილ
სიაში, ან სიის კორექტირების შემთხვევაში, - კორექტირებულ სიაში შეტანილ
კანდიდატებს. ამის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ღია კენჭისყრით,
მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, სათითაოდ კენჭს უყრის საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიაში, ან სიის კორექტირების
შემთხვევაში, - კორექტირებულ სიაში შეტანილ კანდიდატებს. კანდიდატებს კენჭი
შემდეგი წესის დაცვით ეყრებათ: პირველ რიგში, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის
კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატებს
შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს, შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით,
თანამიმდევრობით ეყრებათ კენჭი დანარჩენ კანდიდატებს. თუ აღმოჩნდა, რომ ორი ან
ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ
დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, კენჭისყრის რიგითობის განსაზღვრისას მათ
შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საერთაშორისო ექსპერტთა
14
საზოგადოებრივი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად
შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით
მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. კანდიდატი მოსამართლედ გამწესდება,
თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე
წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი და არამოსამართლე წევრთა
სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია დაასაბუთოს მისი არჩევანი თითოეულ
კანდიდატთან დაკავშირებით. მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით. ეს დადგენილება, აგრეთვე ამ პუნქტით
გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრთა
მიერ
კენჭისყრისას
დაფიქსირებული
გადაწყვეტილებები
და
ამ
გადაწყვეტილებების დასაბუთებები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.“.
10. 351 მუხლის:
ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლეობის კანდიდატის
შეფასება
ხორციელდება ამ მუხლით განსაზღვრული
კეთილსინდისიერების
კრიტერიუმის მახასიათებლების შესაბამისად. ამ მახასიათებლების ანალიზისა და
შეჯერების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი
იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას:
ა) მოსამართლეობის
კრიტერიუმს;
ბ)
მოსამართლეობის
კრიტერიუმს.“;
კანდიდატი
არ
კანდიდატი
აკმაყოფილებს
კეთილსინდისიერების
აკმაყოფილებს
კეთილსინდისიერების
ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ამ მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად შეფასებული
სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატი და ამ კანონის 364
მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად შეფასებული სამოსამართლო
გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატი მოსამართლის ვაკანტურ
თანამდებობაზე გამწესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის
35-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“.
11. 36-ე მუხლის 41 – 45 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
12. 361 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობაზე უვადოდ გამწესებიდან ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ხორციელდება
15
მოსამართლის
საქმიანობის
შეფასება.
მოსამართლის
საქმიანობის
შეფასებას
ახორციელებს საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო. მოსამართლის
საქმიანობის შეფასების მიზანია თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლის
კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების შემოწმების გზით საზოგადოების წინაშე
სასამართლოს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შეფასების დაწყების წინ მოსამართლეს უნდა ეცნობოს შეფასების
პროცედურისა და იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მისი
ცალკეული კრიტერიუმებით შეფასებისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას.“.
13. 364 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლის საქმიანობის შესაფასებლად, საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭო, თავის შემადგენლობიდან, წილისყრით შეარჩევს 4 წევრს
(შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 4 თვის
ვადაში უნდა წარმოადგინონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობის შეფასების
ანგარიში. შემფასებლები ვალდებული არიან, ერთმანეთს არ გაუმჟღავნონ შეფასებისას
მოპოვებული ინფორმაცია და შეფასების შედეგები. ანგარიშები შესასწავლად გადაეცემათ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„11. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ
ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ
შემფასებლის/შემფასებლების
ობიექტურობაში,
დამოუკიდებლობაში
ან/და
მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის სერიოზულ საფუძველს იძლევა, მოსამართლე
უფლებამოსილია, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს იმ შემფასებლის/
შემფასებლების აცილება, რომელმაც/რომლებმაც უნდა შეაფასოს/შეაფასონ მისი
საქმიანობა. შემფასებლის აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცალკე მოსამართლე წევრებისა და ცალკე არამოსამართლე
წევრების ხმათა უმრავლესობით. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში
შემფასებელი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მონაწილეობა არ მიიღოს
შეფასებაში.“
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემფასებელი უფლებამოსილია მოსამართლის საქმიანობის შეფასებისათვის
განკუთვნილ 4-თვიან ვადაში ნებისმიერ დროს განახორციელოს საჭირო ღონისძიებები
კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შესაფასებლად, მათ შორის,
შეისწავლოს საქმეები, მოთხოვნისთანავე მიიღოს როგორც შეფასების პერიოდში, ისე
შეფასების პერიოდის დაწყებამდე გამართული სასამართლო სხდომების აუდიო- და
ვიდეოჩანაწერები, ამ კანონით დადგენილი წესით მოიძიოს საჭირო ინფორმაცია,
სამართლებრივი
კონსულტაციისათვის
მიმართოს
იურიდიული
წრეების
16
წარმომადგენლებს, პირადად შეხვდეს შესაფასებელ მოსამართლეს და სხვა პირებს და
დაუსვას
კითხვები
კონკრეტულ
საკითხებთან
დაკავშირებით
ინფორმაციის
მოსაპოვებლად. შემფასებელმა შესაფასებელ მოსამართლეს არ უნდა დაუსვას ისეთი
კითხვები, რომლებიც შინაარსობრივად შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის
მოთხოვნას უტოლდებოდეს. დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის მოძიება, რომელიც ამ
კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შეფასებასთან დაკავშირებული
არ არის. მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით
განსაზღვრული მიზნებისათვის. ინფორმაციის მოპოვების მეთოდი არ უნდა ხელყოფდეს
შესაფასებელი მოსამართლის დამოუკიდებლობას.“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეთა შეფასების შედეგი არ
შეიძლება გახდეს მოსამართლის მიერ ამ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების
გადასინჯვის საფუძველი.“;
ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.
კეთილსინდისიერების
კრიტერიუმით
მოსამართლის
შეფასებისას
3
გაითვალისწინება ამ კანონის 36 მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების
კრიტერიუმის მახასიათებლები. ამ მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად
შემფასებელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას:
ა) მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;
ბ) მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.“;
ვ) მე-11 - მე-21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მოსამართლის შეფასების თაობაზე მონაცემები შეფასების პროცედურის
დასრულებამდე კონფიდენციალურია. მანამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს არცერთ წევრს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის არცერთ
თანამშრომელს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს შეფასების შედეგები.
12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აანალიზებს და
აჯამებს შეფასების შედეგებს. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის
მიერ მიღებული შეფასებების შეჯერების მიზნით გამოიანგარიშება კომპეტენტურობის
კრიტერიუმის
მახასიათებლების
შესაბამისად
ოთხივე
შეფასების
ანგარიშში
მითითებული მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი, რის შემდეგაც
განისაზღვრება ამ ჯამის პროცენტული სიდიდე კომპეტენტურობის კრიტერიუმისათვის
განსაზღვრული ქულების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მიმართ.
13. თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას არანაკლებ 3
შემფასებელი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების
კრიტერიუმს და, ამასთანავე, კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის
მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტზე
მეტია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს
განკარგულებას მოსამართლის მიერ დადებითი შეფასების მიღების თაობაზე.
17
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე
ჩვეულებრივ აგრძელებს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას.
15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს
განკარგულებას მოსამართლის მიერ უარყოფითი შეფასების მიღებისა და საკითხის
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გადაცემის თაობაზე, თუ:
ა) შემფასებლებს შორის 3-ზე ნაკლებია მათი რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ
მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;
ბ) კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებული
ქულათა ჯამი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტზე ნაკლებია.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლესთან
გასაუბრებას და ისმენს მის მოსაზრებას შეფასების შედეგების შესახებ. მოსამართლეს
უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობითი ფორმითაც
წარუდგინოს თავისი მოსაზრება შეფასების შედეგების თაობაზე, ასევე ზეპირად ან/და
წერილობით წარუდგინოს თვითშეფასება, რაც გულისხმობს მოსამართლის განვლილი 5წლიანი საქმიანობის განმავლობაში, მოსამართლის აზრით, მისი ყველაზე წარმატებული
და ყველაზე წარუმატებელი გადაწყვეტილების/გადაწყვეტილებების, აგრეთვე მის მიერ
გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებული შეცდომების ანალიზის საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად უსმენს
შემფასებლებს.
17. შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების
საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საკითხის ირგვლივ გამართული
სათანადო მსჯელობის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
ა) ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით და არამოსამართლე
წევრების სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით იღებს
გადაწყვეტილებას
მოსამართლის 12 თვის ვადით საქმეთა განხილვისა და სხვა თანამდებობრივ
უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოცილებისა და ამავე ვადით მისი
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სპეციალური საკვალიფიკაციო კურსის გავლის მიზნით
მივლინების შესახებ;
ბ) ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ
კანონის 7513 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას
მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 12 თვიანი
ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამართლე განაახლებს საქმეთა განხილვასა და სხვა
თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებას. მოსამართლის შემდგომი
პერიოდის შეფასებისას ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გარემოების ხელმეორედ დადგომის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო,
მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით და
18
არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, იღებს
გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
19. ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ - „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-18 პუნქტით
გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას 5 დღის ვადაში უნდა დაერთოს კენჭისყრაში
მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის დასაბუთება,
თუ რის საფუძველზე დაუჭირა ან არ დაუჭირა მან მხარი ასეთ გადაწყვეტილებას.
გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებებთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს.
20. თუ კენჭისყრის შედეგად, ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით ან მე-18
პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მოსამართლე
ჩვეულებრივ აგრძელებს უფლებამოსილებების განხორციელებას. ამასთან, შეფასების
ანგარიშები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულება, იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს სხდომის ოქმი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებები
და მოსამართლის შეფასების პროცესში მოპოვებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია თან
დაერთვება მოსამართლის პირად საქმეს.
21. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლეს, აღნიშნულ
პუნქტში მითითებული ვადის განმავლობაში, შეუნარჩუნდება ხელფასის 1/3.“;
ზ) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს 22-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„22. მოსამართლის შეფასების ანგარიშები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის
ოქმი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება
და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებები საჯარო ინფორმაციაა და
ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს ისინი საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის III თავით დადგენილი წესით.“.
14. 365 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლეს უფლება აქვს, ამ კანონის 35-ე მუხლის მე-12 - მე-13 პუნქტებით,
36 მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით ან მე-18 პუნქტით გათვალისწინებული
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი
სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ:
4
ა)
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს ან საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (წევრები) მიკერძოებული იყო (იყვნენ);
ბ) საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს ან საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის (წევრების) მიდგომა დისკრიმინაციული იყო;
გ) შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ
უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა შესაფასებელი მოსამართლის უფლებები ან
საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;
19
დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო შეფასებას, არსებითად მცდარია,
რის დამადასტურებლადაც შესაფასებელმა მოსამართლემ შესაბამისი მტკიცებულებები
წარადგინა;
ე)
შეფასება
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
პროცედურის დარღვევით განხორციელდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა
საბოლოო შედეგზე.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის 35-ე მუხლის მე-12 - მე-13 პუნქტებით, 364 მუხლის მე-17 პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტით ან მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ
გადაიხდება.“.
15. 366 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. საკვალიფიკაციო პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-12 - მე-13 პუნქტებით ან 364 მუხლის მე-17 პუნქტის
„ა“ქვეპუნქტით
ან მე-18 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;
ბ) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-12 - მე-13 პუნქტებით ან 364 მუხლის მე-17 პუნქტის
„ა“ქვეპუნქტით
ან მე-18 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად
დაბრუნების შესახებ.“.
16. 367 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 367. უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილების მიღების შედეგი
საკვალიფიკაციო
პალატის
მიერ
1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 35-ე
მუხლის მე-12 - მე-13 პუნქტებით, 364 მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-18
პუნქტით
გათვალისწინებული საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო,
საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახლა მსჯელობს
იმავე საკითხზე და საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 2
კვირის ვადაში, ამ კანონის 35-ე მუხლით ან 364 მუხლით დადგენილი წესით
განმეორებით იღებს 35-ე მუხლის მე-12 - მე-13 პუნქტებით, 364 მუხლის მე-17 პუნქტის
„ა“ქვეპუნქტით ან მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო ხელახლა ახდენს მომჩივანი კანდიდატის შეფასებას
ხელახლა ახდენს, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონის 35-ე
20
მუხლის მე-12 - მე-13 პუნქტებით, 364 მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით ან მე-18
პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ხელახლა იღებს საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს ან/და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის
(წევრების) გარეშე, რომლის მიერ ამ კანონის 365 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“
ქვეპუნქტების დარღვევის გამო გააუქმა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო
პალატამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში,
კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამი და
კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საჭირო კვორუმი გამოითვლება
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა იმ რაოდენობიდან,
რომელიც დარჩება ასეთი წევრის (წევრების) გამოკლების შედეგად. ასევე, საქართველოს
იუსტიციის საბჭოს მიერ ხელახალი გადაწყვეტილების მიღებისას საჭირო კვორუმი
გამოითვლება წევრის (წევრთა) გამოკლების შემდეგ საბჭოს წევრთა დარჩენილი
რაოდენობიდან.
3. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ამ კანონის 35-ე
მუხლის 111 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტების ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ
365 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა
უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წარდგინების გაუქმება, იწვევს ამ კანონით ან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
დადგენილი წესით ასეთი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმეორებითი გადაწყვეტილება
საჩივრდება ამ კანონის 365 მუხლით დადგენილი წესით.
5. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს განიხილავს ამ
კანონის 366 მუხლით დადგენილი წესით და გამოაქვს გადაწყვეტილება საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმეორე გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ან
გაუქმების თაობაზე. საკვალიფიკაციო პალატის ამ მუხლით გათვალისწინებული
გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
6. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 364 მუხლის
მე-17 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით ან მე-18 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების
გაუქმების შემთხვევაში მოსამართლე ჩვეულებრივ აგრძელებს სამოსამართლო
უფლებამოსილების განხორციელებას. ასეთ შემთხვევაში მოსამართლის საქმის მასალები
თან დაერთვება მის პირად საქმეს.“.
17. 37-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
18. 41-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
19. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
21
„3. სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და ამ კანონით დადგენილი წესით.“.
20. 43-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ1) მოსამართლის საქმიანობის უარყოფითი შეფასება;“;
ბ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს 23 და 24 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„23. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“-ით გათვალისწინებული
შემთხვევისა,
იუსტიციის
უმაღლეს
საბჭოს
გადაწყვეტილება
მოსამართლის
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოაქვს კენჭისყრის გარეშე, ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა და შესაბამისი მტკიცებულების
ცნობად მიღების საფუძველზე.
24. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“-ით გათვალისწინებულ შემთხვევაში
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან
გადაყენების შესახებ გამოაქვს ამ კანონის 364 მუხლის მე-17 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
დადგენილი წესით, ხოლო 364 მუხლის მე-17 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, - ამ კანონით
დადგენილი გასაჩივრების პროცედურის დასრულების შემდეგ, თუ ძალაში დარჩა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან
გადაყენების შესახებ.“.
21.
45-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„21. მოსამართლე ასევე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმეთა განხილვისაგან და სხვა
თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ამ კანონის 364 მუხლის მე-17
პუნქტის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.
22. 47-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით
ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის
ორგანო - საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, 5 წევრს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი,
ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს
22
თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრი.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს
შეადგენენ
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
თვითმმართველობის ორგანოს - საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ
არჩეული წევრები, რომელთაგან 5 წევრი წარმოადგენს რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოებს, 2 წევრი - სააპელაციო სასამართლოებს და 1 წევრი - საქართველოს
უზენაეს სასამართლოს.“;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 – 37 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„31. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების
დასახელების უფლება აქვთ მოსამართლეთა ასოციაციას და არანაკლებ 5 ისეთი
მოსამართლისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც არ არის გაწევრიანებული რომელიმე
მოსამართლეთა ასოციაციაში. თითოეულ მოსამართლეთა ასოციაციას ან/და 5
მოსამართლისგან შექმნილ ჯგუფს შეუძლია დაასახელოს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრობის იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არსებობს მოცემულ
შემთხვევაში.
32. დასახელებული კანდიდატების სია საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უნდა წარედგინოს საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევამდე არაუგვიანეს 15 დღით ადრე. სიას თან უნდა
დაერთოს ინფორმაცია თითოეული კანდიდატის შესახებ. კანდიდატების სია და
თანდართული ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
ვებგვერდზე.
33. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ისმენს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების გამოსვლებს. თითოეულ კანდიდატს
შეუძლია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე წარდგეს 10 წუთიანი
გამოსვლით, რის შემდეგადაც კანდიდატი პასუხობს კონფერენციის მონაწილეთა
კითხვებს. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, თითოეულ მოსამართლეთა ასოციაციას
ან არანაკლებ 5 მოსამართლისგან შემდგარ ჯგუფს, რომელმაც წარადგინა კანდიდატი
(კანდიდატები), შეუძლია კონფერენციის წინაშე წარდგეს 10 წუთიანი გამოსვლით.
გამოსვლების დასრულების შემდეგ ტარდება ფარული კენჭისყრა.
34. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე თითოეულ
მოსამართლეს თითოეულ ვაკანსიასთან დაკავშირებით აქვს მხოლოდ ერთი ხმა.
35. ბიულეტენში ცალ-ცალკე უნდა იყვნენ მითითებულნი ამ მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს კვოტით ასარჩევი კანდიდატები.
ბათილია ბიულეტენი, რომელშიც:
ა) არ არის რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი;
ბ) არ არის შემოხაზული არცერთი კანდიდატი;
23
გ) შეუძლებელია დადგენა იმისა, თუ ვის მისცა ხმა პირმა, ვინც შეავსო
ბიულეტენი;
დ) შემოხაზულია არსებულ ვაკანსიებზე მეტი რაოდენობის კანდიდატი;
ე) შემოხაზული კანდიდატების რაოდენობა აღემატება თითოეული ინსტანციის
სასამართლოს კვოტის შესაბამისი ვაკანსიების რაოდენობას.
36. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ნამდვილი ხმების ორ
მესამედს.
37. თუ კენჭისყრის პირველი ტურის შემდეგ კიდევ დარჩა ვაკანსია, მის
შესავსებად, პირველი კენჭისყრის დღიდან არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ორი კვირის
ვადაში, ტარდება მეორე ტური, რომელშიც გადადის პირველ ტურში საუკეთესო შედეგის
მქონე, დარჩენილ ვაკანსიაზე (ვაკანსიებზე) ორჯერ მეტი რაოდენობის კანდიდატი. მეორე
ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ნამდვილი ხმების სამ
მეხუთედს. თუ მეორე ტურის შემდეგ კვლავ დარჩა ვაკანსია, მის შესავსებად მოიწვევა
ახალი კონფერენცია და კანდიდატების წარდგენა ხდება თავიდან.“;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება
იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც აქვს
მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი
სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი,
სასამართლოს თავმჯდომარე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.“.
23.
48-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) 343 მუხლის 122 პუნქტით ან 367 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
დარღვევის ჩადენა;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან
ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“
ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს
პარლამენტი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს პრეზიდენტი
ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების
მიღების გარეშე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„მ“ ქვეპუნქტებში მითითებული
რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ან საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენცია, მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი წესით, კენჭს
24
უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი იღებს
გადაწყვეტილებას
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.“.
24. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
25. 50-ე მუხლის მე-3 - მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
26. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით,
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეთა ორი მესამედით
ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან. თუ მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა
ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ გაიმართება მეორე
ტური, რომელშიც გადავა პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.
გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს კონფერენციაზე დამსწრე
მოსამართლეთა ორი მესამედის მხარდაჭერას. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს
ასეთ მხარდაჭერას, გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს
კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეთა უმრავლესობის მხარდაჭერას. ასეთ
შემთხვევაში მდივნის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 წლით. საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს
სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის
თანამდებობა.“.
27. 511 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 511. დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის სამსახური“;
ბ) პირველი - მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლის
სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური,
მიუკერძოებელი
და
სრულყოფილი
გამოკვლევის
ჩატარების, მოსამართლის
დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემისა და დისციპლინური დევნის განხორციელების
მიზნით იქმნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც
ხელმძღვანელობს
დამოუკიდებელი
სასამართლო
ინსპექტორი
(ქვემოთ
„დამოუკიდებელი ინსპექტორი“).
2. დამოუკიდებელ ინსპექტორს კონკურსის საფუძველზე, 5 წლის ვადით,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ირჩევს საქართველოს
25
პარლამენტი. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით.
21. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე
გადაწყვეტილებას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, იღებს
საქართველოს პარლამენტი.“;
გ) 22 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-6 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-7 - მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-10 - მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლები
ინიშნებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11.
დისციპლინურ
სამართალწარმოებაზე
ზეგავლენის
მოსახდენად
დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. დამოუკიდებელი
ინსპექტორი ვალდებულია ასეთი ჩარევის შესახებ აცნობოს საქართველოს პარლამენტს.
12. წელიწადში ერთხელ დამოუკიდებელი ინსპექტორი გაწეული საქმიანობის
შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. დამოუკიდებელი ინსპექტორის
მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია 4 თვეში ერთხელ მაინც პროაქტიულად
ქვეყნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე.“.
28.
511 მუხლის შემდეგ დაემატოს 512 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 512. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო
1. მოსამართლეობის
კანდიდატთა
შერჩევის
პროცესში
მონაწილეობის,
მოსამართლეთა პერიოდული შეფასებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა
ფუნქციების განხორციელების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან
იქმნება საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო.
2. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო შედგება 7 წევრისაგან,
რომლებსაც 4 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი
წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
3. საერთაშორისო
ექსპერტთა
საზოგადოებრივი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
საბჭოს
წევრის
ა) პირადი განცხადება;
ბ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
გ) წარმდგენი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საბჭოს წევრად წარდგენის
გამოთხოვა;
26
დ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების
განხორციელების შეუძლებლობა;
ე) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ვ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის
მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ზ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ
ძალაში შესვლა;
თ) გარდაცვალება;
4. საერთაშორისო
ექსპერტთა
საზოგადოებრივი
საბჭოს
წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით იღებს საქართველოს პარლამენტი.
5. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო უფლებამოსილია:
ა) ამ კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა
შერჩევის პროცესში;
ბ) მიიღოს ამ კანონით დადგენილი წესით მოსამართლეობის კანდიდატების
შესახებ მოძიებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს მოსთხოვოს დამატებითი
ინფორმაციის მოძიება მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ;
გ) ამ კანონით დადგენილი წესით,
მოსამართლეთა
პერიოდული
შეფასების
შემფასებლები;
რაიონული
მიზნით,
(საქალაქო) სასამართლოს
შეარჩიოს
მოსამართლის
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია
და დოკუმენტაცია რაც დაკავშირებულია მის მიერ მოსამართლეობის კანდიდატთა
შერჩევისა და შეფასების პროცესთან;
ე) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით
გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
6. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო უფლებამოსილია
განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს
წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრი უფლებამოსილია საბჭოს მიერ განხილულ
საკითხთან დაკავშირებით თავისი განსხვავებული მოსაზრება წერილობით წარადგინოს,
რაც თან დაერთვება საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებას.
7. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრის
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ხელფასის ოდენობის ტოლია“.“
27
ხელფასი
29. X თავის შემდეგ დაემატოს X1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„X1. მოსამართლეთა ასოციაციები
მუხლი 621. მოსამართლეთა ასოციაცია
1. მოსამართლეთა ასოციაცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მიზანია იზრუნოს სასამართლოს
ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, აგრეთვე შიდა და გარე გავლენებისგან
მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მისი წევრი
მოსამართლეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. მოსამართლეთა
ასოციაცია ახორციელებს ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
უფლებამოსილებებს. ამ კანონის მიზნებისათვის, მოსამართლეთა ასოციაცია შეიძლება
იყოს ან არ იყოს იურიდიული პირი. მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიულ პირად
რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
2. საქართველოს საერთო სასამართლოების ხუთ ან მეტ მოსამართლეს უფლება
აქვს დააფუძნოს მოსამართლეთა ასოციაცია. მოსამართლეთა ასოციაციის წევრობა
თავისუფალია. თითოეულ მოსამართლეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გაწევრიანდეს ან
არ გაწევრიანდეს მოსამართლეთა ასოციაციაში, გავიდეს მოსამართლეთა ასოციაციიდან
ან/და გაწევრიანდეს სხვა მოსამართლეთა ასოციაციაში. მოსამართლეს უფლება აქვს
ერთდროულად იყოს მხოლოდ ერთი მოსამართლეთა ასოციაციის წევრი. მოსამართლეთა
ასოციაციაში სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება გაწევრიანდეს ყოფილი
მოსამართლეც.
3. მოსამართლეთა ასოციაციის დაფუძნება ხორციელდება ასოციაციის
დამფუძნებელ კრებაზე, რომელზეც კრებაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით ირჩევენ
ასოციაციის თავმჯდომარეს, გამგეობას და სხვა ორგანოებს, რომლებსაც ითვალისწინებს
მოსამართლეთა ასოციაციის წესდება. ამ კანონის მიზნებისათვის, მოსამართლეთა
ასოციაციის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის
ადმინისტრაციული კომიტეტი.
4. ამ კანონის შესაბამისად მოსამართლეთა ასოციაციის რეგისტრაციის მიზნით,
მოსამართლეთა
ასოციაციის
თავმჯდომარე
მოსამართლეთა
კონფერენციის
ადმინისტრაციულ კომიტეტს წარუდგენს განცხადებას მოსამართლეთა ასოციაციის
რეგისტრაციის თაობაზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს მოსამართლეთა ასოციაციის
წესდება, მოსამართლეთა ასოციაციის დამფუძნებელი კრების ოქმი და მოსამართლეთა
ასოციაციის
წევრთა
სია.
საქართველოს
მოსამართლეთა
კონფერენციის
ადმინისტრაციული კომიტეტი მოსამართლეთა ასოციაციის რეგისტრაციას ახორციელებს
განცხადების შეტანიდან 24 საათის განმავლობაში. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მოსამართლეთა ასოციაციის ხმის უფლების მქონე წევრთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია,
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს არა აქვს
უფლება უარი თქვას მოსამართლეთა ასოციაციის რეგისტრაციაზე.
მუხლი 622. მოსამართლეთა ასოციაციის უფლებამოსილება
28
1. მოსამართლეთა ასოციაციის უფლებამოსილება, რომელიც მას ამ კანონიდან
გამომდინარე გააჩნია, წარმოიშვება საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის
ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გარდა მოსამართლეთა
ასოციაციას გააჩნია ყველა უფლება და მოვალეობა, რომელსაც ითვალისწინებს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.“.
30. 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.
ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სასამართლოს
თავმჯდომარე, სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე. ადმინისტრაციული
კომიტეტის 3 წევრს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია დამსწრე წევრთა
ორი მესამედით. ადმინისტრაციული კომიტეტის დანარჩენ 6 წევრს ნიშნავენ
მოსამართლეთა ასოციაციები. თითოეულ მოსამართლეთა ასოციაციას შეუძლია
დანიშნოს ადმინისტრაციული კომიტეტის ერთი წევრი. თუ მოსამართლეთა
ასოციაციების რაოდენობა 6-ზე მეტია, ადმინისტრაციული კომიტეტის თითო წევრის
დანიშვნის უფლება აქვს 6 მოსამართლეთა ასოციაციას, რომლებსაც სხვებთან შედარებით
მეტი წევრი ჰყავთ. თუ მოსამართლეთა ასოციაციების რაოდენობა 6-ზე ნაკლებია,
დამატებით თითო ან მეტ წევრს, რიგითობის წესით, ნიშნავენ არსებული მოსამართლეთა
ასოციაციები, სანამ წევრთა რაოდენობა 6-მდე არ შეივსება. თუ მოსამართლეთა ასოციაცია
(ასოციაციები) არ შექმნილა ან შექმნილი ასოციაცია (ასოციაციები) თავს იკავებს წევრის
დანიშვნისაგან, ადმინისტრაციულ კომიტეტში ვაკანტურ ადგილს (ადგილებს) შეავსებს
მოსამართლეთა კონფერენცია ამ პუნქტით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული
კომიტეტი თავისი წევრებისგან, წევრთა საერთო რაოდენობის უმრავლესობით, წევრის
უფლებამოსილების ვადით, ირჩევს ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარეს.
ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და
შეიმუშაოს აქტები საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირების
საკითხებზე; აქტები დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენციას.“.
31. 663 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-4 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს, რომლებიც საერთო სასამართლოების სამივე
ინსტანციიდან წარმოდგენილი მოსამართლეები არიან, ირჩევს საქართველოს
მოსამართლეთა კონფერენცია მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტით დადგენილი
წესით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება
იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის
წევრი, სასამართლოს თავმჯდომარე, ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის
თავმჯდომარე. დამოუკიდებელი საბჭოს 4 წევრს ირჩევს საქართველოს იუსტიციის
29
უმაღლესი საბჭო მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით და
არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით. დამოუკიდებელი
საბჭოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული წევრი უნდა იყოს პირი, რომელსაც
კანონით
დადგენილი
წესით
აკრედიტებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა
უკავია და საჯარო დაწესებულებაში არ მუშაობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ
ასარჩევი წევრების კანდიდატების წარდგინების უფლება აქვთ შესაბამისი
საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ საბჭოებს. დამოუკიდებელი საბჭოს
თითოეული წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია. დამოუკიდებელი საბჭოს წევრი
არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ერთი და იგივე პირი
დამოუკიდებელი საბჭოს წევრად ზედიზედ შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ორჯერ.
5. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს თავის წევრთაგან,
უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით
დამოუკიდებელი საბჭო.“.
32.
წევრის
ირჩევს
664 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების
არსებობის
შემთხვევაში
დამოუკიდებელი
საბჭოს
წევრს
თანამდებობიდან
ათავისუფლებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ან საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტებით დადგენილი წესით.“.
33.
6612 მუხლის მე-3 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სკოლაში მისაღები კონკურსის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს
დამოუკიდებელი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ
მოსამართლეთა რაოდენობის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული
ინფორმაციის გათვალისწინებით.
4. სკოლაში მისაღები კონკურსის წლის განმავლობაში დამატებით, სხვა დროს
ჩატარების შესახებ დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს
კონკურსის ჩატარებამდე 1 თვით ადრე მაინც.“.
34.
6615 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6615. სკოლაში მისაღებ იუსტიციის მსმენელთა საერთო რაოდენობა
სკოლაში მისაღები კონკურსის გამოცხადებამდე დამოუკიდებელი საბჭო,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
დაადგენს სკოლაში მიმდინარე წელს ჩასარიცხი იუსტიციის მსმენელების მიერ სკოლაში
სწავლის სრული კურსის დასრულების დროისათვის დასანიშნ მოსამართლეთა
ვაკანსიების სავარაუდო რაოდენობას და დაამტკიცებს სკოლაში მისაღებ იუსტიციის
30
მსმენელთა საერთო რაოდენობას, რომელიც მოსამართლეთა ვაკანსიების სავარაუდო
რაოდენობას 20%-ით უნდა აღემატებოდეს.“.
35.
6616 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6616. იუსტიციის მსმენელის სტატუსი
იუსტიციის მსმენელი არის პირი, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად,
დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სკოლაში სასწავლებლად.
იუსტიციის მსმენელს სკოლაში სწავლის პერიოდში გადაეცემა იუსტიციის მსმენელობის
დამადასტურებელი მოწმობა.“.
36.
6630 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
სკოლის
დამამთავრებელ
შემადგენლობაში შედიან:
გამოცდას
ატარებს
კომისია,
რომლის
ა) უზენაესი სასამართლოს 1 მოსამართლე;
ბ) სააპელაციო სასამართლოს 2 მოსამართლე;
გ) სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სამართლის პროფესორი;
დ) სკოლის დირექტორი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ - „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ კომისიის წევრებს
ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ კომისიის წევრს
დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარე, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ კომისიის წევრებს - სააპელაციო
სასამართლოების თავმჯდომარეები, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ წევრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები.“.
37.
6633 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამოუკიდებელი საბჭო შეფასებას ადგენს მის მიერ დამტკიცებული შეფასების
კრიტერიუმების მიხედვით.“.
38.
6643 მუხლის შემდეგ დაემატოს 6644 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 6644. საქმეთა განხილვისა და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა
განხორციელებისაგან ჩამოცილებული მოსამართლის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში
მივლინება
ამ კანონის 364 მუხლის მე-17 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, სკოლის დირექცია ადგენს საქმეთა განხილვისა და სხვა თანამდებობრივ
31
უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან ჩამოცილებული მოსამართლის სპეციალურ
საკვალიფიკაციო კურსს ასეთი მოსამართლის ინდივიდუალური საჭიროებების
შესაბამისად. ასეთი კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი საბჭო ამტკიცებს და
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს სკოლის დირექციის მიერ შემუშავებულ
სპეციალური საკვალიფიკაციო კურსის შეფასების ანგარიშს.“.
39. 752 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 752. დისციპლინური სამართალწარმოების ვადა
მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მის მიერ
დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან ამ გადაცდომაზე დისციპლინური
სამართალწარმოების დაწყებამდე გასულია 5 წელი.“.
40. 754 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 754. დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალურობა
1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. იმ
მოსამართლეს, რომლის მიმართაც დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს,
უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიისა და უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის
სხდომების გასაჯაროება, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და
საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის
საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა
ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის,
შეჩერების ან განახლების შესახებ დადგენილება, აგრეთვე ამ კანონის 7541 მუხლის
პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 5
დღის ვადაში ეგზავნება საჩივრის (განცხადების) ავტორს და შესაბამის მოსამართლეს.
3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების და მოსამართლის
დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება, აგრეთვე ამ კანონის 7541
მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება ასევე საჩივრის
(განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის
საქმე,
რომელთან
დაკავშირებითაც
განხორციელდა
დისციპლინური
სამართალწარმოება.“.
41. 756 – 757 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 756. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების
დაწყებისა და დისციპლინური საქმის გამოკვლევის უფლებამოსილება
32
მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს
დისციპლინური საქმის გამოკვლევას ახორციელებს დამოუკიდებელი ინსპექტორი.
და
მუხლი 757 . დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და დისციპლინური
საქმის გამოკვლევა
1. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლის მიერ დისციპლინური
გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების
შემთხვევაში მისი მიღებიდან 2 თვეში იკვლევს მის საფუძვლიანობას. ამ პროცედურების
განხორციელებისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ეყრდნობა დასაბუთებული ვარაუდის
სტანდარტს. გამოკვლევის ვადა შეიძლება 2 კვირით გაგრძელდეს ან/და შეჩერდეს
გამოკვლევის შეუძლებლობის შემთხვევაში.
2. დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია მოსამართლის მიერ
დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა
ინფორმაციის გამოკვლევისას უშუალოდ გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული
ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემთა
ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების
სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამასთანავე, იგი უფლებამოსილია
შემოწმებისას ინტერაქტიური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მიმართვიდან 10
დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს
ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია,
ხოლო სახელმწიფო საზღვრის კვეთის, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და
ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები მოიძიოს უშუალოდ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზირებული საძიებო რესურსის მეშვეობით.
დამოუკიდებელი ინსპექტორი ასევე უფლებამოსილია დასაბუთებული წერილით
მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით სხვა ინფორმაციის
გამოთხოვის შესახებ, რომლის გაცემაზე გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო იღებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში დამოუკიდებელი ინსპექტორი
უფლებამოსილია წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების)
ავტორს და იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა.
დამოუკიდებელი
ინსპექტორი
უფლებამოსილია
მოითხოვოს
დისციპლინური
გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი
და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. დამოუკიდებელი
ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის
მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური საქმის გამოკვლევა, და მოსამართლეს, მისი
მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას. მოსამართლეს
უფლება აქვს, დისციპლინური საქმის გამოკვლევისას დამცველის დახმარებით
ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა
წარმომადგენელი.
33
4. დისციპლინური საქმის გამოკვლევა ობიექტურად, ყოველმხრივ და
მიუკერძოებლად უნდა განხორციელდეს. შესწავლილი უნდა იქნეს მოსამართლის
პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.
5. მოსამართლეს უფლება აქვს, განაცხადოს დამოუკიდებელი ინსპექტორის
აცილება. აცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მოსამართლის შუამდგომლობა უნდა
დაკმაყოფილდეს,
თუ
მოცემულ
საქმეში
დამოუკიდებელი
ინსპექტორის
მიუკერძოებლობისადმი ეჭვი საფუძვლიანია. ამავე საფუძვლის არსებობისას
დამოუკიდებელი
ინსპექტორი
ვალდებულია
თვითაცილება
განაცხადოს.
დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების საკითხს განიხილავს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3-წევრიანი კოლეგია, რომელიც წილისყრით შეირჩევა.
მოსამართლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დისციპლინური საქმის
გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,
რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი
წესით გამოვლინდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული წევრის
აცილების საკითხი ამ პუნქტის შესაბამისად გადაწყდება. საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
წევრი,
რომელიც
განახორციელებს
დამოუკიდებელი
ინსპექტორისთვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, მონაწილეობას ვერ
მიიღებს მოცემულ საქმეზე მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
დაკისრების საკითხის გადაწყვეტაში. დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების
საკითხის გადაწყვეტისთვის გამოყენებული ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური საქმის
გამოკვლევის ვადაში.
6. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დაუშვებელია მოსამართლის მიერ
გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა.
7. თუ დამოუკიდებელი ინსპექტორი დისციპლინური საქმის გამოკვლევის
განხორციელებისას დარწმუნდება, რომ ამ საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნები, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს
დასაბუთებული წარდგინებით აღნიშნული
საქმის მასალების საქართველოს
პროკურატურისათვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
8. დაუშვებელია ერთი და იმავე მოსამართლის მიმართ დისციპლინური
სამართალწარმოების განმეორებით დაწყება იმავე საფუძვლით, რომლითაც უკვე
განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.
9. დისციპლინური სამართალწარმოების დროს დამოუკიდებელი ინსპექტორის
სამსახურის მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით და
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“.
42. 758 მუხლი ამოღებულ იქნეს.
43. 759 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 759. დისციპლინური საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება
34
დამოუკიდებელი ინსპექტორი უფლებამოსილია თავისი დადგენილებით ერთ
წარმოებად გააერთიანოს ერთი მოსამართლის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით
წარმოებული ორი ან ორზე მეტი დისციპლინური საქმე.“.
44. 7510 მუხლი ამოღებულ იქნეს.
45. 7511 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ
კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში.“.
46. 7512 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის
შესახებ დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაწყვეტილება ეცნობება შესაბამის
მოსამართლეს და ქვეყნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის ვებგვერდზე ამ
მოსამართლისა
და
დისციპლინურ
საქმეში
მონაწილე
სხვა
პირების
4
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. თუ ამ კანონის 75 მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად აღნიშნულმა მოსამართლემ დისციპლინური სამართალწარმოების
პროცესის
გასაჯაროება
მოითხოვა,
მოსამართლის
მიმართ
დისციპლინური
სამართალწარმოების
შეწყვეტის
შესახებ
გადაწყვეტილება
ამ
მოსამართლის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ქვეყნდება.“.
47. 7513 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7513. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა
1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი
ინსპექტორი, ამ კანონის 757 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის
ფარგლებში, იღებს დასაბუთებულ დადგენილებას მოსამართლის დისციპლინურ
პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
2. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად
დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის
ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ
ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა.
3. ამ კანონის 364 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში
მოსამართლის
დისციპლინურ
პასუხისგებაში
მიცემის
შესახებ
დადგენილებას, მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით და
არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს საქართველოს
35
იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ასეთ შემთხვევაში ამ კანონის 756-757 და 7511-7512 მუხლები
არ გამოიყენება.“.
48. 7514 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7514. დადგენილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის
შესახებ
1. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დამოუკიდებელი
ინსპექტორის, ან ამ კანონის 7513 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებულ დადგენილებაში გადმოცემული უნდა
იყოს მოსამართლისათვის წაყენებული დისციპლინური ბრალდების შინაარსი. ამ
დადგენილების მიღებისას დამოუკიდებელი ინსპექტორი ან იუსტიციის უმაღლესი
საბჭო ეყრდნობა ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტს.
2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო
კოლეგიაში საქმის განხილვის დროს დისციპლინურ ბრალდებას მხარს უჭერს
დამოუკიდებელი ინსპექტორი. ამ კანონით დადგენილი წესით დამოუკიდებელი
ინსპექტორის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი
საბჭო
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების
მხარდასაჭერად, თავის წევრთაგან, ნიშნავს თავის წარმომადგენელს.
3. დადგენილების ასლი მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში, საქმის მასალების
ასლებთან ერთად გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს.
4. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს,
დადგენილების ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში დამოუკიდებელ ინსპექტორს ან
საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს წარუდგინოს მისი
დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დამოუკიდებელი ინსპექტორის ან
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილებაზე წერილობითი შეპასუხება და სათანადო
მტკიცებულებები. მოსამართლის მიერ შეპასუხების წარდგენიდან ან შეპასუხების
წარდგენისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 3 დღეში დისციპლინური საქმის
მასალები მოსამართლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად ეგზავნება
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.“.
49. 7529 მუხლის:
ა) პირველი - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, დამოუკიდებელ
ინსპექტორს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს უფლება
აქვს, განაცხადოს სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან სადისციპლინო კოლეგიის მთელი
შემადგენლობის აცილება, თუ არსებობს სადისციპლინო კოლეგიის წევრის
დისციპლინური საქმისაგან ჩამოცილების ამ კანონის 7528 მუხლით გათვალისწინებული
საფუძველი. იგი ვალდებულია დაასახელოს აცილების მოტივი და დაასაბუთოს აცილება.
36
დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს ასევე უფლება აქვს, განაცხადოს
დამოუკიდებელი ინსპექტორის ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ
წარმომადგენლის აცილება, რომელიც მის საქმეზე დისციპლინური ბრალდების
მხარდამჭერად არის დანიშნული.
2. შუამდგომლობას სადისციპლინო კოლეგიის, მისი წევრის, დამოუკიდებელი
ინსპექტორის ან ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების
შესახებ განიხილავს სადისციპლინო კოლეგია სათათბირო ოთახში.
3. აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ სადისციპლინო
კოლეგიის წევრის, კოლეგიის მთელი შემადგენლობის, დამოუკიდებელი ინსპექტორის ან
ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიუკერძოებლობისადმი ეჭვი
საფუძვლიანია.
4. სადისციპლინო კოლეგიის წევრის, დამოუკიდებელი ინსპექტორის ან
დისციპლინური ბრალდების მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიერ
წარსულში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ გამოტანილი
სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა არ ჩაითვლება სადისციპლინო
კოლეგიის წევრის, დამოუკიდებელი ინსპექტორის ან დისციპლინური ბრალდების
მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის მიკერძოებისა და აცილების საფუძვლად.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სადისციპლინო კოლეგიის, დამოუკიდებელი ინსპექტორის ან ბრალდების
მხარდამჭერად დანიშნული წარმომადგენლის აცილების შემთხვევაში საქმის განხილვის
გადადების ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრებისათვის ამ
კანონით დადგენილ ვადაში.“.
50. 7530 მუხლი ამოღებულ იქნეს.
51. 7531 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ მოსამართლის მიმართ არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და
არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, გარდა ამ კანონის 7542 მუხლის პირველი პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი ინფორმაციის მიღების
შემდეგ სადისციპლინო კოლეგია განაახლებს შეჩერებულ დისციპლინური საქმის
წარმოებას.“.
52. 7532 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური საქმის განხილვის ადგილი, დღე
და საათი დროულად უნდა აცნობოს დამოუკიდებელ ინსპექტორს ან საქართველოს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენელს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის
მიმართაც წარმოებს დისციპლინური საქმე.“.
37
53. 7533 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს: ჯერ – დამოუკიდებელ
ინსპექტორს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს
დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში
მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ
პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს, დამცველის დახმარებით
ისარგებლოს. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი ან სხვა მოსამართლე, ან სხვა
წარმომადგენელი.“.
54. 7535 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაში
დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის, დამოუკიდებელი ინსპექტორის
ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის მონაწილეობა
სავალდებულოა. თუ რომელიმე მხარე არ გამოცხადდა სადისციპლინო კოლეგიის
სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია გადადოს დისციპლინური საქმის
განხილვა არაუმეტეს 2 კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის მიერ
დისციპლინური საქმის განხილვის 2-თვიან ვადაში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე მძიმე
ავადმყოფობის ან სხვა დაუძლეველი ძალის გამო ვერ ცხადდება სადისციპლინო
კოლეგიის
სხდომაზე,
სადისციპლინო
კოლეგია
უფლებამოსილია
თავისი
გადაწყვეტილებით შეაჩეროს დისციპლინური საქმის წარმოება 3 თვემდე ვადით. თუ
დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი 3 თვის ვადაში არ
აღმოიფხვრება, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია ეს საქმე დისციპლინურ
პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის დაუსწრებლად განიხილოს.“.
55. 7536 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამოუკიდებელ ინსპექტროს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წარმომადგენელს უფლება აქვს, დისციპლინური საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე
(სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე) მოუხსნას მოსამართლეს
მისთვის წაყენებული დისციპლინური ბრალდება. ამ შემთხვევაში სადისციპლინო
კოლეგია ვალდებულია შეწყვიტოს დისციპლინური საქმის განხილვა, განხილვის ეტაპის
მიუხედავად, და, შესაბამისად, – დისციპლინური საქმე.“.
56.
7542 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
38
„ბ) დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წარმომადგენელმა მოსამართლეს დისციპლინური ბრალდება მოუხსნა;“.
57. 7550 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების მიუხედავად, თუ მოსამართლე
დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ იქნა ამ კანონის 7513 პუნქტის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადისციპლინო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას
მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუ არ არსებობს გარემოება,
რომელიც შესაძლებელს გახდის მოსამართლის მიმართ ნაკლებად მკაცრი სახდელის
გამოყენებას.“.
58. 7552 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დისციპლინური საქმის შესახებ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების
ასლები მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც
იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, დამოუკიდებელ ინსპექტორს, საქართველოს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.
აღნიშნული
გადაწყვეტილების
ასლები
იმავე
ვადაში
ეგზავნება
საჩივრის
(განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ განიხილება ის
საქმე,
რომელთან
დაკავშირებითაც
განხორციელდა
დისციპლინური
სამართალწარმოება.“.
59. 7554 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი ინსპექტორი ან საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით თანამდებობაზე
გამწესებული მოსამართლის შეფასების პროცედურა განხორციელდეს და მისი უვადოდ
გამწესების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქციის
შესაბამისად.
3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო
სასამართლოების იმ მოსამართლეების შეფასება, რომელთა თანამდებობაზე გამწესებიდან
5 წელი არ არის გასული, ჩატარდეს აღნიშნული 5 წლიანი ვადის გასვლისთანავე, ხოლო
39
იმ მოსამართლეების შეფასება, რომელთა თანამდებობაზე გამწესებიდან გასულია 5 წელი,
ჩატარდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში.
4. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს პარლამენტმა
დადგენილებით დაამტკიცოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ნუსხა, რომლებიც
უფლებამოსილნი არიან წარადგინონ საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი
საბჭოს წევრობის კანდიდატები. ამ ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის
წარდგენიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრების არჩევა.
5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეს დამოუკიდებელ
ინსპექტორს. დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევამდე ყოფილმა დამოუკიდებელმა
ინსპექტორმა გააგრძელოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მოვალეობის შესრულება.
საქართველოს პარლამენტმა, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, აირჩიოს
დამოუკიდებელი ინსპექტორი ამ კანონით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
დადგენილი წესით.
6. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენციამ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩიონ იუსტიციის უმაღლესი სკოლის
დამოუკიდებელი საბჭოს წევრები ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
40
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავსკანონპროექტი
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ოპოზიციური
პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს
პარლამენტს და უარი თქვა მოპოვებული სადეპუტატო მანდატების გამოყენებაზე.
დაძაბულობის და შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდგომი ესკალაცია გამოიწვია
საქართველოს პარლამენტის წევრისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაკავებამ და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის გამოყენებამ.
საქართველოში ვითარების ნორმალიზების, დაძაბულობის დეესკალაციისა და
პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
მედიაცია ითავა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ბატონმა შარლ მიშელმა, რომელიც
2021 წლის 1 მარტს თავად ჩამოვიდა საქართველოში და შეხვედრები გამართა
საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ოპოზიციისა და
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ, მედიაციის შემდგომი
ეტაპების წარმართვის მიზნით, საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა პრეზიდენტ მიშელის
პირადი წარმომადგენელი, ბატონი კრისტიან დანიელსონი. მედიაციის პროცესში
აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ
ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.
2021 წლის 18 აპრილს პრეზიდენტმა მიშელმა გამოაქვეყნა შეთანხმების ტექსტი
სათაურით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელსაც 2021 წლის 19 აპრილს
(ქვემოთ - „2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება“) და შემდგომ დღეებში ხელი მოაწერეს
საპარლამენტო მანდატის მქონე 7 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და სხვა
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიით საქართველოს პარლამენტში გასულმა
ცალკეულმა დეპუტატებმა. შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც საქართველოს
პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტთან და ხელმომწერ
მხარეებთან ერთად, დისტანციურ რეჟიმში, ესწრებოდა პრეზიდენტი მიშელიც, რომელიც
მიღწეული შეთანხმების აღსანიშნავად, 2021 წლის 20 აპრილს კიდევ ერთხელ ჩამოვიდა
საქართველოში და შეხვდა ყველა მხარეს.
ზემოაღნიშნული შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს
ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებას. სწორედ ეს არის ამ კანონპროექტის
ინიციირების მიზეზი.
წინამდებარე კანონპროექტი მიზნად ისახავს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების
იმპლემენტაციას. შეთანხმების თანახმად, ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი,
ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე
პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური
41
სასამართლო რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული
რეფორმა,
რათა
გაიზარდოს
გამჭვირვალეობა,
კეთილსინდისიერება
და
ანგარიშვალდებულება.
კანონპროექტი ასევე ემსახურება იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც
სასამართლო რეფორმის სხვდასხვა ეტაპებზე გაცემულ იქნა ვენეციის კომისიის, ეუთოს
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, GRECO-ს და სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემოთ აღწერილი პრობლემის მოგვარება, უმეტეს წილად, საკანონმდებლო
ჩარევას და, პირველ რიგში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში სათანადო ცვლილებების შეტანას მოითხოვს. ეს, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი
ზომა უკლებლივ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან ბევრი რამ
მართლმსაჯულების სისტემის ორგანოების პრაქტიკის გაუმჯობესებაზეც არის
დამოკიდებული, მაგრამ საკანონმდებლო ჩარევა აუცილებელი ზომაა, რომლის გარეშეც
ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა ვერ გაჯანსაღდება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
წინამდებარე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მიღწეულ იქნება 2021 წლის 19
აპრილის
შეთანხმებით
გათვალისწინებული
მიზნები
და
საქართველოს
კანონმდებლობაში აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სასამართლო
რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე გამოთქმული რეკომენდაციები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
1. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების,
კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების არჩევითობა
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) და
სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების, სააპელაციო სასამართლოების
საგამოძიებო კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეების, კოლეგიების მქონე
რაიონული (საქალაქო) სასამართლოების კოლეგიების თავმჯდომარეების არჩევითობას.
თავდაპირველად, ეს სიახლე გათვალისწინებული იყო მართლმსაჯულების სისტემის
რეფორმის მესამე ეტაპზე, რასაც მიესალმნენ ვენეციის კომისია და ევროპის საბჭოს
დირექტორატი ადამიანის უფლებათა საკითხებში1. თუმცა, მოგვიანებით, სავარაუდოდ
სასამართლოში გაბატონებული ჯგუფის მოთხოვნით და „ქართული ოცნების“
ხელისუფლების ხელდასხმით, შესაბამისი ნორმები ამოღებულ იქნა კანონპროექტიდან.
უდავოა, რომ სასამართლოების, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეების
არჩევითობა ბევრად უფრო დემოკრატიული წესია, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მიერ მათი დანიშვნის ამჟამად მოქმედი წესი.
1
Joint Opinion of the Venice Commission and the Directorate of Human Rights (DHR) of the Directorate
General of Human Rights and Rule of Law (DGI) of the Council of Europe on the Draft Law on Amendments to
the Organic Law on General Courts of Georgia, CDL-AD(2014)031, para. 84.
42
2. ცვლილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის
წესში
ამ საკითხზე ვენეციის კომისიამ არაერთხელ იმსჯელა. მისი რეკომენდაციების
დიდი ნაწილი ასახულ იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში. თუმცა, დღემდე არ არის გათვალისწინებული და ასევე საჭიროებს შესაბამის
საკანონმდებლო ცვლილებას ვენეციის კომისიის ბოლო დასკვაში მოცემული
რეკომენდაციები, რომლებიც ამ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ინსტიტუტმა 2021
წლის 28 აპრილს გამოაქვეყნა2.
წარმოდგენილი კანონპროექტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან იქმნება
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო, რომელსაც ეკისრება როგორც
უზენაესი სასამართლოს, ისე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეობის
კანდიდატთა შეფასება ამ კანონით დადგენილი კრიტერიუმებისა და მახასიათებლების
შესაბამისად. საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრების მიერ
შევსებული კანდიდატების შეფასების ფურცლები, ისევე, როგორც ამ შეფასების
ფურცლების საფუძველზე საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ
შედგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია წარედგინება
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს
საქართველოს პარლამენტი, თუმცა, მისი წევრების ნომინირების უფლება გადაეცემა იმ
საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს დახმარებას უწევენ
მართლმასაჯულების და სამართალდამცავი სისტემების რეფორმის, ადამიანის
უფლებათა დაცვის, სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის სფეროებში.3 ასეთი რადიკალური ზომის მიღება აუცილებელია მოსამართლეთა
დანიშვნის პროცესის და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ თითქმის
არარასებული საზოგადოებრივი ნდობის შესაქმნელად.
კანონპროექტი არანაკლებ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესშიც. კერძოდ,
როდესაც საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას და ქვედა ინსტანციის სასამართლოს
მოსამართლეების
თანამდებობაზე
გამწესებას,
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭო
გადაწყვეტილებებს ღებულობს არა წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედით,
როგორც ეს კანონის მოქმედ რედაქციაშია, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მოსამართლე წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედით და ცალკე
არამოსამართლე წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედით. ეს ორმაგი
(კვალიფიციური) უმრავლესობის პრინციპი ვენეციის კომისიამ და ეუთოს
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოს
2
Urgent Opinion on the Amendments to the Organic Law on Common Courts, CDL-PI(2021)007.
მსგავსი სტრუქტურა, ასევე უცხოური ელემენტის მონაწილეობით, შექმნილია უკრაინაში (იხ.
Venice Commission Opinion on Amendments to the Legal Framework Governing the Supreme Court and
Judicial Governing Bodies, CDL-AD(2019)027.
3
43
საარჩევნო კოდექსის
შემოგვთავაზეს.4
თაობაზე
თავიანთ
ამასწინანდელ
ერთობლივ
დასკვნაში
კანონპროექტით აღნიშნული პრინციპის გამოყენება არის დადგენილი ყველა სხვა
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამა თუ
იმ საკითხზე ღებულობს (მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება, მოქმედი
მოსამართლის შეფასება და სხვ.).
ვენეციის კომისიის რეკომენდაციის კვალდაკვალ, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის
კანდიდატების წარდგინების გაუქმების შემთხვევაში, კანდიდატთა ხელახალ შეფასებას
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭო ახორციელებს, ხოლო ხელახალ
წარდგინებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ წევრის (წევრების) გარეშე იღებს, რომლის
მიერ ამ კანონის 343 მუხლის მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტების
დარღვევის გამო (მიკერძოებულობა, დისკრიმინაციული მიდგომა, უფლებამოსილების
გადამეტება, არსებითად მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობა, პროცედურის დარღვევა)
გააუქმა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წარდგინება. 5 იგივე პრინციპი მოქმედებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების და თანამდებობაზე გამწესების თაობაზე
გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.
კანონპროექტის თანახმად, ასეთი დარღვევა შედეგად იწვევს საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაც აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს და მთლიანად სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის
მოსაპოვებლად.
3. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება
ისევე, როგორც უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების წარდგენის
შემთხვევაშია,
ამ
შემთხვევაშიც
მოსამართლეობის
კანდიდატთა
შეფასების
უფლებამოსილება გადაეცემა საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივ საბჭოს.
4. სამწლიანი გამოსაცდელი ვადისა და მოსამართლის კონსკურსის გარეშე
დაწინაურების გაუქმება
ვენეციის კომისიის, ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს და სხვა
საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების კვალდაკვალ უქმდება მოსამართლეთა
სამწლიანი გამოსაცდელი ვადა.
კანონპროექტით
ასევე
დაწინაურების მექანიზმი.
უქმდება
კონკურსის
გარეშე
მოსამართლეების
5. მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემა
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი მრავალწლიანი
კრიზისის დაძლევის, სასამართლო ხელისუფლებაში გაბატონებული ჯგუფის გავლენის
4
5
Joint Urgent Opinion on the Draft Amendments to the Election Code, CDL-PI(2021)005, paras. 13(A), 31, 34.
CDL-PI(2021)007, para. 15.
44
შემცირების, გარე და შიდა ძალებისგან სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობისა და,
ამასთანავე, საზოგადოების წინაშე მისი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის,
მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის პერიოდული შემოწმების
მიზნით, კანონპროექტით გათვალისწინებულია მოსამართლეთა პერიოდული შეფასების
სისტემის შემოღება.
კერძოდ, კანონპპროექტის თანახმად, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო
სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებიდან ყოველ 5
წელიწადში ერთხელ ხორციელდება მოსამართლის საქმიანობის შეფასება. ეს
უფლებამოსილებაც გადაეცემა საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივ საბჭოს,
რომელიც მოსამართლის შეფასების მიზნით, წილისყრით შეარჩევს თავის 4 წევრს
(„შემფასებლებს“), რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 4 თვის ვადაში უნდა
წარმოადგინონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობის შეფასების ანგარიში.
შეფასება ხორციელდება კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების
შესაბამისად.
თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას არანაკლებ 3 შემფასებელი
მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს და,
ამასთანავე, კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ
ქულათა ჯამი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტზე მეტია, იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას მოსამართლის მიერ
დადებითი შეფასების მიღების თაობაზე.
თუ შემფასებლებს შორის 3-ზე ნაკლებია მათი რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ
მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ან კომპეტენტურობის
კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებული ქულათა ჯამი ქულათა
მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტზე ნაკლებია, საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს
განკარგულებას მოსამართლის მიერ უარყოფითი შეფასების მიღებისა და საკითხის
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გადაცემის თაობაზე.
შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე,
საბჭოს სხდომაზე საკითხის ირგვლივ გამართული სათანადო მსჯელობის შედეგად,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
ა) კომპეტენციის ნაკლის შემთხვევაში, ორმაგი უმრავლესობის პრინციპით იღებს
გადაწყვეტილებას მოსამართლის 12 თვის ვადით სამოსამართლო უფლებამოსილებათა
განხორციელებისაგან ჩამოცილებისა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სპეციალური
საკვალიფიკაციო კურსის გავლის მიზნით მივლინების შესახებ (ასეთ დროს
მოსამართლეს უნარჩუნდება ხელფასის 1/3);
ბ) კეთილსინდისერების ნაკლის შემთხვევაში, ორმაგი უმრავლესობის პრინციპით
იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.6
6
სომხეთის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ შეფასების მექანიზმზე მსჯელობისას
ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ „შეფასება და დისციპლინური პასუხისმგებლობა ორი
სხვადასხვა რამ არის (უნდა იყოს).“ (Joint Opinion on the Draft Law Amending and Supplementing the
Judicial Code (Evaluation System of Judges) of Armenia, CDL-AD(2014)007, para. 28). თუმცა, იმავე
45
ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სადისციპლინო კოლეგია, დისციპლინური
სამართალწარმოების წესით, განიხილავს საკითხს, ჰქონდა თუ არა ადგილი
დისციპლინურ გადაცდომას და თუ ჰქონდა, იყო თუ არა ის ბრალეული. ორივე კითხვაზე
დადებითი პასუხის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება მოსამართლის თანამდებობიდან
გადაყენებას.
თანამდებობიდან გადაყენების მექანიზმი, ოღონდ საკუთრივ შეფასების სისტემის
ფარგლებში, შეიძლება ამოქმედდეს კომპეტენციის ნაკლის შემთხვევაშიც, თუ ამგვარი
ნაკლი მომდევნო შეფასების დროსაც იქნა დადგენილი. ასეთ დროს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო, ორმაგი კვალიფიციური (ორი მესამედის) უმრავლესობის წესით, იღებს
გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
შეფასების საფუძველზე მოქმედი მოსამართლეების თანამდებობიდან გადაყენება
ვენეციის კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია რამდენიმე პოსტკომუნისტურ ქვეყანასთან
(ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა) მიმართებით.7
კერძოდ, ალბანეთთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ აღნიშნა: „... ალბანეთში,
ისევე, როგორც ზოგიერთ სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში, სასამართლოს
დამოუკიდებლობის სტანდარტების კონსტიტუციონალიზაციამ ერთგვარი პარადოქსი
გამოიწვია: კონსტიტუციური გარანტიებით აღჭურვილ იქნენ მოსამართლეები,
რომლებიც პრაქტიკაში არც დამოუკიდებელები იყვნენ და არც მიუკერძოებელნი. ამის
შედეგად, ალბანელი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების თვალსაზრისით, სასამართლო
ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა კორპორატისტული მიდგომები ჩამოიყალიბა,
რამაც შედეგად მოიტანა კორუფციის ფართოდ გავრცელება და პროფესიონალიზმისა და
ეფექტიანობის დეფიციტი.“8იმავე დასკვნაში, სხვა ადგილას, ვენეციის კომისიამ აღნიშნა:
“შეფასების პროცესის საჭიროება აიხსნება იმ მოსაზრებით..., რომ კორუფციის დონე
ალბანეთის მართლმსაჯულების სისტემაში ძალზე მაღალია და სიტუაცია გადაუდებელი
და რადიკალური ზომების მიღებას მოითხოვს.“9
უკრაინასთან დაკავშირებით თავის ერთ-ერთ დასკვნაში ვენეციის კომისიამ
განაცხადა: „... [ხელისუფლების წარმომადგენლებმა] ხაზი გაუსვეს იმ ძირითად
პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ
კორუფციასა და არაკომპეტენტურობას, რაც შედეგად მოჰყვა წინა პერიოდში
მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე პოლიტიკური გავლენების გავრცელებას. გარდა
დასკვნაში ვენეციის კომისიამ ისიც აღნიშნა, რომ „ინფორმაცია მოსამართლეთა შეცდომებისა ან
გადაცდომების შესახებ, მათ შორის ისეთისაც, რომელიც შეფასების პროცესში გამოვლინდა, უნდა
შეფასდეს დისკრეციის ფარგლებში და თუ საჭიროა უნდა გადაეცეს დისციპლინურ ორგანოს.“
(იქვე, para. 107).
7
Interim Opinion on the Draft Constitutional Amendments on the Judiciary of Albania, CDL-AD(2015)045; Final
Opinion on the Revised Draft Constitutional Amendments on the Judiciary (of 15 January 2016) of Albania,
CDL-AD(2016)009; Joint opinion by the Venice Commission and the Directorate of Human Rights of the
Directorate General of Human Rights and the Rule of Law on the Law on the Judiciary and the Status of Judges
and amendments to the Law on the High Council of Justice of Ukraine, CDL-AD(2015)007; Joint Opinion of the
Venice Commission and the Directorate of Human Rights (DHR) of the Directorate General of Human Rights
and Rule of Law (DGI) of the Council of Europe on the Draft law on the Reform of the Supreme Court of Justice
and the Prosecutor’s Office, CDL-AD(2019)020.
8
CDL-AD(2015)045, para. 8.
9
Ibid., para. 98.
46
ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს საზოგადოების თითქმის
სრულ უნდობლობას სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების პატიოსნებისა და
კომპეტენტურობის მიმართ... თუ ვითარება მართლაც ისეთია, როგორც მას
ხელისუფლების წარმომადგენლები აღწერენ, საგანგებო ზომების მიღება, ამ
ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით,
შესაძლოა
აუცილებელიც
იყოს
და
10
გამართლებულიც.“
მოლდოვასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ განაცხადა: „რაც შეეხება
საკითხს, თუ რამდენად გამართლებულია ასეთი შეფასების პროცედურა, ვენეციის
კომისია და დირექტორატი მხედველობაში იღებენ ხელისუფლების წარმომადგენლების
შეფასებებს ევროპის პარლამენტის ზემოაღნიშნული ორი რეზოლუციიდან გამომდინარე,
რომელთა თანახმად, „უკანასკნელ წლებში მართლმსაჯულების სისტემამ აჩვენა
დამოუკიდებლობის უპრეცედენტო უქონლობა და ოლიგარქის ინტერესების მიმართ
მორჩილება“ და რომ „ეროვნულმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა მოლდოვის
რესპუბლიკა მიტაცებულ სახელმწიფოდ გამოაცხადეს“.11
ვენეციის კომისიის ეს მოსაზრებები სრულიად ამართლებს გარკვეული, აქამდე
არარსებული ზომების მიღებას საქართველოში, სადაც სასამართლო ხელისუფლებაში
შექმნილი სიტუაცია ზემოთ აღნიშნული სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნების მსგავსია,
მითუმეტეს, რომ ამ კანონპროექტით ბევრად უფრო ზომიერი და დაბალანსებული
ზომებია გათვალისწინებული, ვიდრე აღნიშნულ ქვეყნებში.
6. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების კვოტები
კანონპროექტით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8
მოსამართლე წევრისგან 5 წევრი წარმოადგენს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს, 2
წევრი - სააპელაციო სასამართლოებს და 1 წევრი - საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ამას ემატება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრობა თანამდებობრივად ეკუთვნის. ასეთი კვოტირება ხელს შეუწყობს
სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების სამართლიან წარმომადგენლობას იუსტიციის
უმაღლეს საბჭოში.12
7. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცედურა
კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულ, სავალდებულო პროცედურულ წესებს,
რომლებმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ნამდვილი (და არა უბრალოდ
ფორმალური), პლურალისტური და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. ამ წესებს
შორისაა მოსამართლეთა კონფერენციამდე კანდიდატების არაუაგვიანეს 15 დღით ადრე
წარდგენა, მოსამართლეთა კონფერენციაზე კანდიდატების სიტყვით გამოსვლა, მათთვის
კითხვების დასმა და მათი პასუხების მოსმენა, მათ შესახებ შეფასებების მოსმენა და სხვ.
10
CDL-AD(2015)007, paras. 72-73.
CDL-AD(2019)020, para. 46.
12
მსგავსი იდეაა შემოთავაზებული ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის
პროექტის ფარგლებში შესრულებულ კვლევაშიც: ნ. წერეთელი, „იუსტიციის საბჭოების
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სტრუქტურული და ორგანიზაციული საკითხები“, DAI
Human Dynamics, გვ. 4.
11
47
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება
იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის
წევრი, სასამართლოს თავმჯდომარე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის
თავმჯდომარე.
8. მოსამართლეთა ასოციაცია
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მოსაზრებით, როგორც
ნებისმიერ სხვა ადამიანს, მოსამართლესაც აქვს უფლება გაერთიანდეს პროფესიულ
ასოციაციაში. ამ უფლებით სარგებლობა არა მხოლოდ ცალკეული მოსამართლეების,
არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის ინტერესებშია.13
საქართველოში მოსამართლეთა ასოციაციების წახალისება ხელს შეუწყობს
მოსამართლეებს შორის ჯანსაღი კონკურენციის გაზრდას და სასამართლო სისტემაში
არაფორმალური ჯგუფების გავლენის შემცირებას. ხოლო, ასოციაციებისთვის, აგრეთვე
არაასოცირებული მოსამართლეთა ჯგუფებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მოსამართლე წევრობის კანდიდატების ნომინირების უფლების გადაცემა მნიშვნელოვანი
ფაქტორი იქნება იმისათვის, რომ არჩევნები რეალურად ჩატარდეს და არა ფორმალურად
და მოჩვენებითად.14
კანონპროექტით საერთო სასამართლოების ნებისმიერ 5 ან მეტ მოსამართლეს
შეუძლია დააფუძნოს მოსამართლეთა ასოციაცია. მოსამართლეთა ასოციაცია შეიძლება
იყოს ან არ იყოს იურიდიული პირი. მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიულ პირად
რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
მოსამართლეთა ასოციაციის დაფუძნება ხორციელდება ასოციაციის დამფუძნებელ
კრებაზე, რომელზეც კრებაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით ირჩევენ ასოციაციის
თავმჯდომარეს, გამგეობას და სხვა ორგანოებს. ამ კანონის მიზნებისათვის,
მოსამართლეთა ასოციაციის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს მოსამართლეთა
კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი.
კანონპროექტით მოსამართლეთა ასოციაციას მნიშვნელოვანი უფლებები ენიჭება.
კერძოდ, მას აქვს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრობის კანდიდატების
ნომინირების, ასევე მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტში
წევრის დანიშვნის უფლება.
შესაბამისად, იცვლება მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული
კომიტეტის დაკომპლეტების წესიც. კერძოდ, მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს 9
წევრიანი კომიტეტის 3 წევრს. დანარჩენ 6 წევრს პარტიტეტის საფუძველზე ნიშნავენ
მოსამართლეთა ასოციაციები. თუ ასეთები არ არსებობს, მაშინ კონფერენცია ირჩევს
დანარჩენ წევრებსაც.
13
Consultative Council of European Judges (CCJE), Opinion No. 23 (2020), The role of associations of judges in
supporting judicial independence, paras. 12-14.
14
საქართველოში, ისევე, როგორც ზოგიერთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მოსამართლეებს
არაფორმალურად „სთხოვენ“ მხარი დაუჭირონ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც გავლენიანი
მოსამართლეების მხარდაჭერით სარგებლობენ, ნ. წერეთელი, „იუსტიციის საბჭოების
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სტრუქტურული და ორგანიზაციული საკითხები“, გვ. 5.
48
9. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევა
სიახლე ის არის, რომ გათვალისწინებულია მეორე ტური. თუ კონფერენციაზე
დამსწრე მოსამართლეთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ
მიიღო, გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს კონფერენციაზე
დამსწრე მოსამართლეთა უმრავლესობის მხარდაჭერას. ასეთ შემთხვევაში მდივნის
უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 წლით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის,
სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.
10. დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის წესი
პრაქტიკამ აჩვენა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამოუკიდებელი
ინსპექტორის არჩევა არაეფექტიანი ზომა იყო. აუცილებელია, რომ დამოუკიდებელი
ინსპექტორი არ იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე დამოკიდებული პირი. აქედან
გამომდინარე, კანონპროექტით დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევისა და კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი თანამდებობიდან გათავისუფლების პრეროგატივა
გადადის საქართველოს პარლამენტზე.
11. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი
ცვლილება შედის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს
ფორმირების წესში. კერძოდ, დამოუკიდებელი საბჭოს 3 წევრს კვლავ მოსამართლეთა
კონფერენცია აირჩევს, როგორც ეს კანონის მოქმედ რედაქციაშია. ამ მხრივ, სიახლე ის
არის, რომ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ
შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო
პალატის წევრი, სასამართლოს თავმჯდომარე, ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის
თავმჯდომარე.
დამოუკიდებელი საბჭოს 4 წევრს ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭო მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით და
არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის უმრავლესობით. დამოუკიდებელი
საბჭოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული წევრი უნდა იყოს პირი, რომელსაც
კანონით
დადგენილი
წესით
აკრედიტებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა
უკავია და საჯარო დაწესებულებაში არ მუშაობს.15
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევი წევრების კანდიდატების
წარდგინების უფლება აქვთ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ
საბჭოებს.16
15
ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შემადგენლობაში
მოსამართლეები უმცირესობაში იქნებიან, სრულიად შეესაბამება ევროპული ქვეყნების საუკეთესო
პრაქტიკას (იხ. ნ. წერეთელი, „სასამართლო (თვით)მმართველობის სისტემის მულტიცენტრულობა: ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და სისტემის განვითარების პერსპექტივები
საქართველოში“, DAI Human Dynamics, 2020 წ. ნოემბერი, გვ. 18-19).
16
იქვე., გვ. 19.
49
დამოუკიდებელი საბჭოს თითოეული წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია.
დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
ერთი და იგივე პირი დამოუკიდებელი საბჭოს წევრად ზედიზედ შეიძლება არჩეულ
იქნეს მხოლოდ ორჯერ.
წარმოდგენილი ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით
ყველა უფლებამოსილება, რომელიც აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გააჩნდა, ახლა
გადადის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს კომპეტენციაში.17
12. დისციპლინური სამართალწარმოების ოპტიმიზაცია
საქართველოს მიმართ GRECO-ს მეოთხე რაუნდის შეფასებაში აღნიშნულია, რომ
მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის
მიზნით განხორციელდა, სასამართლოების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა არცთუ ისე
მაღალია.18
მართალია,
რეფორმები
შეეხო
მოსამართლეთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
სისტემასაც,
დისციპლინური
სამართალწარმოება
ძალზე
არაეფექტური და გაუმჭვირვალეა, რის თაობაზეც იუწყებიან არა მხოლოდ ადგილობრივი
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტებიც.
ამგვარი არაეფექტურობის შედეგი კი ის არის, რომ უკანასკნელი თითქმის ათწლეულის
განმავლობაში მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მხოლოდ ერთეულ
შემთხვევებში დააკისრა გარკვეული სანქციები მოსამართლეებს.19
ამგვარი გულგრილობა და უმოქმედობა, რომელსაც წლების განმავლობაში იჩენს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭო
მოსამართლეთა
მხრიდან
დისციპლინური
სამართალდარღვევის ფაქტების მიმართ, მოსამართლეთა შორის დაუსჯელობის, ხოლო
ქვეყნის მოქალაქეებს შორის უსამართლობისა და სასამართლოსადმი უნდობლობის
გრძნობის განვითარებას უწყობს ხელს.
შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა რადიკალური ზომების მიღება,
რათა
დისციპლინური
სამართალწარმოების
ადრეულ
ეტაპებზე
გაიზარდოს
მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის ეფექტურობა და
ეფექტიანობა. სწორედ ამგვარი ზომების გატარებას ითვალისწინებს წარმოდგენილი
კანონპროექტი.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, დისციპლინურ სამართალწარმოებაში
უქმდება ე.წ. „წინასწარი შემოწმების“ სტადია და იგი ე.წ. „გამოკვლევის“ სტადიას
უერთდება. ამასთან, უქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება
დისციპლინური დევნის დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მოსამართლის
მიცემის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების მხრივ. გამონაკლისია ის შემთხვევა,
როდესაც
მოსამართლის
პერიოდული
შეფასების
პროცესში,
მოსამართლის
კეთილსინდისიერების
ნაკლის
გამო,
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭო
იღებს
გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ყველა
17
იქვე., გვ. 17-18.
18 Group of States against Corruption, Fourth Evaluation Round for Georgia, Adopted by GRECO at its 74 th Plenary Meeting,
GrecoEval4Rep(2016)3, para. 85.
19 იქვე, para. 127.
50
სხვა შემთხვევაში ასეთი უფლებამოსილება ექსკლუზიურად გადაეცემა დამოუკიდებელ
ინსპექტორს. გარდა ამისა, დამოუკიდებელ ინსპექტორსვე გადაეცემა მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიაში და, თუ საჭირო გახდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სადისციპლინო პალატაში ბრალდების მხარდაჭერის უფლებამოსილებაც.
ამ ზომების მეშვეობით დისციპლინური სამართალწარმოების ადრეულ ეტაპებზე
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღარ ექნება უფლებამოსილება, ჩაერიოს დისციპლინური
საქმის მსვლელობაში და დაბლოკოს ეს პროცესი, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მუდმივად
ახორციელებდა
თითქმის
ათწლეულის
განმავლობაში.
ამასთან,
დამოუკიდებელ ინსპექტორს მიეცემა შესაძლებლობა უფრო ქმედითად განახორციელოს
ის უფლებამოსილებანი, რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს ინსტიტუტი.
დაბოლოს, კანონპროექტით 3 წლიდან 5 წლამდე იზრდება დისციპლინური
პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა. უქმდება მოქმედი კანონის ის გაუგებარი
დანაწესი, რომლის თანახმად, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ
დაეკისრება, თუ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების
მიღების დღიდან გასულია 1 წელი.
13. სასამართლოს გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემების გამჟღავნების
საკითხი
შარლ მიშელის დოკუმენტში ცალკე აბზაცად არის მითითებული საკონსტიტუციო
სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილების მიღების აუცილებლობაზე. საქმე ეხება ღია სხდომაზე მიღებულ
სასამართლო გადაწყვეტილებაში პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საკითხს.
შემოთავაზებული
ცვლილება
დეტალურად
ასახავს
საკონსტიტუციო
სასამართლოს მითითებებს სამართლიანი ბალანსის შესახებ, რომელიც უნდა არსებობდეს
მართლმსაჯულებაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების საჯარო
ინტერესსა და ინდივიდის პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესს შორის.
კერძოდ,
პერსონალური
მონაცემის
სუბიეტს
შეუძლია
მიმართოს
გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რათა
სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ გამჟღავნდეს პერსონალური მონაცემი, რომელიც
შეეხება პირის ჯანმრთელობას ან პირად ინტიმურ ურთიერთობებს და განსაკუთრებით
ინტენსიურ გავლენას მოახდენს პირის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, პირად
ურთიერთობებზე ან/და საქმიან რეპუტაციაზე; ან შეეხება მისი ოჯახის წევრ
არასრულწლოვანს და მონაცემის გამჟღავნება ეწინააღმდეგება მის საუკეთესო
ინტერესებს. შუამდგომლობაზე ცალკე ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის.
სასამართლომ უნდა იმსჯელოს, თუ რამდენად საფუძვლიანია შუამდგომლობაში
მითითებული გარემოებები. ამასთან, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, არსებობს თუ
არა მოცემულ საქმეზე მომეტებული/გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც
გადაწონის მონაცემების გაუმჟღავნებლობის ინდივიდუალურ ინტერესს. ასეთი
საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თუ პერსონალური მონაცემი შეეხება: ა) „სიტყვისა
და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო
პირს; ბ) მოვლენას, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
51
სასამართლოს უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ერთჯერადად
საჩივრდება ზემდგომ სასამართლოში, რომლის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის განხილვის შემთხვევაშიც კი მთელი ეს
პროცედურა სრულდება მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში. შესაბამისად, სასამარლოებს ამ
პროცედურის დაწესებით დიდი ადმინისტრაციული ხარჯები არ დააწვებათ.
14. გარდამავალი დებულებები
კანონპროექტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე 3 წლიანი გამოსაცდელი
ვადით თანამდებობაზე გამწესებული მოსამართლის შეფასების პროცედურა უნდა
განხორციელდეს და მისი უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა
იქნეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად.
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო
სასამართლოების იმ მოსამართლეების შეფასება, რომელთა თანამდებობაზე გამწესებიდან
5 წელი არ არის გასული, უნდა ჩატარდეს აღნიშნული 5 წლიანი ვადის გასვლისთანავე,
ხოლო იმ მოსამართლეების შეფასება, რომელთა თანამდებობაზე გამწესებიდან გასულია
5 წელი, - ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში.
ამ კანონის ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება უწყდება დამოუკიდებელ
ინსპექტორს, რომელიც ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევამდე აგრძელებს
დამოუკიდებელი ინსპექტორის მოვალეობის შესრულებას. საქართველოს პარლამენტმა,
ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა აირჩიოს დამოუკიდებელი
ინსპექტორი ამ კანონით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი
წესით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი კავშირი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
ვინაიდან ქართული სასამართლოს მიმართ დიდი ყურადღებაა როგორც ქვეყნის
შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და არსებობს მოლოდინი ქვეყნის საერთაშორისო
პარტნიორების მხრიდან სწრაფი და ეფექტური სასამართლო რეფორმის გატარების,
კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე. ის, ასევე, დადებით
გავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც მაღალია პოლარიზებისა
და დაპირისპირების ხარისხი, მათ შორის, სასამართლოს მიმართ უნდობლობის გამო.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
52
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის და
იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის გამოყოფილი ასიგნებები. გარკვეულ შემთხვევებში,
შესაძლოა, მოზიდულ იქნეს დონორი ორგანიზაციების სახსრებიც.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის
მიღება
არ
იქონიებს
გავლენას
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
სახელმწიფო
ან/და
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს საერთაშორისო
ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს 7 წევრის ხელფასები და ხარჯები იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრთა ხელფასებისა და ხარჯების ანალოგიურად. კერძოდ,
საერთაშორისო
ექსპერტთა
საზოგადოებრივი
საბჭოს
წევრების
ხელფასების
დასაფინანსებლად საჭირო გახდება ყოველწლიურად დააახლოებით 500 000 ლარის
ასიგნებები. ოფისის მოსაწყობად, სათანადო კომპიუტერული ტექნიკისა და სხვა
ინვენტარის შესაძენად, სავარაუდოდ, საკმარისი იქნება დაახლოებით 150 000 – 200 000
ლარის გამოყოფა. ამასთან, გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება
მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაზოგილი სახსრებიდან, რადგან იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრებს აღარ მოუხდებათ შეფასების პროცედურაში მონაწილეობა.
გარდა ამისა, შესაძლებელია დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკება, რათა
საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოებრივი საბჭოს დაფინანსება, ნაწილობრივ, მაინც
მათ აიღონ თავის თავზე. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტზე დამატებითი
ტვირთი შემცირდება.
დამატებითი ხარჯები დასჭირდება იუსტიციის უმაღლეს სკოლასაც, რომელმაც
უნდა უზრუნველყოს კომპეტენტურობის ნაკლის გამო სკოლაში ერთი წლით მივლენილი
მოსამართლისთვის სპეციალური საკვალიფიკაციო კურსის ჩატარება. თუმცა, ამ ხარჯების
ანაზღაურება შესაძლებელია ასეთი მოსამართლისთვის ხელფასის 2/3-ის დაკავების გზით
მიღებული დანაზოგებიდან.
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე
დადებითად
აისახება
სააპელაციო
სასამართლოების თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობის გაუქმება. თუმცა,
დაზოგილი თანხა დიდი არ იქნება, რადგან საქართველოში სულ ორი სააპელაციო
სასამართლოა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
53
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ მოსამართლეების კარიერაზე, რომლებიც ვერ
შეძლებენ პერიოდული შეფასების ან/და დისციპლინური სამართალწარმოების
გაუმჯობესებული წესების შედეგად წარმოშობილ გამოწვევებთან გამკლავებას.
კანონპროექტი უმნიშვნელო ფინანსურ შედეგებს იქონიებს სასამართლოს
თავმჯდომარეებზე, რომელთა უფლებამოსილების ვადა 5 წლიდან 3 წლამდე მცირდება,
ხოლო განმეორებითი არჩევის წესი უქმდება. ასევე მცირე ფინანსურ დანაკარგებს
განიცდიან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები (საქართველოში
სულ ორი სააპელაციო სასამართლოა), რადგან ეს თანამდებობა უქმდება. თუმცა,
გასათვალისწინებელია
ისიც,
რომ
სასამართლოების
თავმჯდომარეებიც
და
მოადგილეებიც მოსამართლეები არიან, მათი ძირითადი საქმიანობა მოსამართლეობაა და
სწორედ ამისთვის იღებენ ისინი შრომის ანაზღაურებას.
კანონპროექტი
გავლენას
იქონიებს
მოსამართლეებზე,
რომლებიც
კომპეტენტურობის ნაკლის გამო ერთი წლით მივლენილი იქნებიან იუსტიციის უმაღლეს
სკოლაში სპეციალური საკვალიფიკაციო კურსის გასავლელად, რადგან ამ პერიოდის
განმავლობაში მათ ხელფასის მხოლოდ 1/3 შეუნარჩუნდებათ.
კანონპროექტი
უარყოფითად
იმოქმედებს
საერთაშორისო
ექსპერტთა
საზოგადოებრივი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, რომლებსაც ამ
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება უფლებამოსილება შეუწყდეთ.
თუმცა, შესაბამისი ნორმების არსებობა იქნება ეფექტიანი პრევენციული მექანიზმი
იმისათვის, რომ ამ პირებმა არ დაუშვან ისეთი დარღვევები, რომლებსაც შეიძლება
შედეგად მოჰყვეს მათი უფლებამოსილების შეწყვეტა.
კანონპროექტი ასევე უარყოფითად იმოქმედებს იმ მოსამართლეებზე, რომლებსაც
უარყოფითი შეფასების გამო შეუწყდებათ უფლებამოსილება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს
გარემოება უბიძგებს მოსამართლეებს იმისკენ, რათა მუდმივად იზრუნონ კომპეტენციისა
და კეთილსინდისიერების მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებისათვის.
იმის გამო, რომ დისციპლინური სამართალწარმოების მიმართ ხანდაზმულობის
ვადა გაზრდილია, კანონპროექტი შედეგებს იქონიებს იმ მოსამართლეებზე, რომელთა
მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შესაბამისი გადაცდომის ჩადენიდან 3-დან 5
წლამდე პერიოდში დაიწყო.
კანონპროექტი აუქმებს კონკურსის გარეშე მოსამართლის დაწინაურების
მექანიზმს, რაც გავლენას იქონიებს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ასეთი წესით
დაწინაურების პერსპექტივას განიხილავდნენ.
54
დაბოლოს, კანონპროექტი გავლენას იქონიებს მოქმედ დამოუკიდებელ
ინსპექტორზე, რადგან კანონპროექტით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი
ინსპექტორის პარლამენტის მიერ არჩევა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს. კანონპროექტი მთლიანად შეესაბამება 2021 წლის 19
აპრილის შეთანხმებას და საარჩევნო სფეროში მისი დებულებების იმპლემენტაციის
მიზანს ემსახურება.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთები არ არსებობენ.
55
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან ალექსანდრე ბარამიძე, ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსათვის“ და ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან ფრაქცია „ლელო საქართველოსათვის“ და ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.
56
პარტნიორობა