საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) საპარლამენტო ფრაქციების: „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (№07-3/106; 01.09.2021) – 30 დღით; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/108; 07.09.2021) – 30 დღით.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.09.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-12282/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-12282/21 23-09-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/106; 01.09.2021); აგრეთვე საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/108; 07.09.2021). აღნიშნულ კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. მიმდინარე პერიოდში საქართველოს პარლამენტის სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვადების დაცვის მიზნით, გთხოვთ, ამ კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (N07-3/106; 01.09.2021) საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, ხოლო „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტების (N07-3/108; 07.09.2021) საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-12172/21 21-09-2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციების „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/106; 01.09.2021). საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 7 სექტემბრის N84/2 გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ პროექტებზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო იმ კომიტეტად, რომლის დასკვნაც უნდა ერთოდეს კანონპროექტს განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელსაც განხილვის მაქსიმალურ ვადად განესაზღვრა 2021 წლის 28 სექტემბერი. ვინაიდან აღნიშნულ ვადაში პროექტების განხილვა ვერ ხერხდება, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული პროექტების განხილვის ვადის გაგრძელება 2021 წლის 28 სექტემბრიდან 1 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-12103/21 20-09-2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N85/2; 13.09.2021 გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი (№07-3/108; 07.09.2021). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 04 ოქტომბრამდე. დასახელებული ვადა ემთხვევა მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინა პერიოდს, რა დროსაც საქართველოს პარლამენტი სრული დატვირთვით ვერ იმუშავებს, რაც, თავის მხრივ, აისახება კომიტეტების საქმიანობის, მათ შორის კომიტეტის სხდომების ჩატარების ინტენსივობაზეც. ამდენად, ზემოთ მითითებულ ვადაში კომიტეტის მიერ ამ საკითხის განხილვა შესაძლოა ვერ მოხერხდეს. აღნიშნული ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge