საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „თავისუფლების ინსტიტუტის (სალომე ხვადაგიანი) მიერ წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ და „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ (№1-10590/21; 27.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.10.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-12864/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-12
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-12864/21 12-10-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, ა(ა)იპ − თავისუფლების ინსტიტუტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ა(ა)იპ − თავისუფლების ინსტიტუტის (სალომე ხვადაგიანი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ამნისტიის შესახებ“ და „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N110590/21; 27.07.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ − თავისუფლების ინსტიტუტის (სალომე ხვადაგიანი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ და „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-10590/21; 27.07.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს იმ პირების ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომლებსაც ახალი კორონავირუსის (COVID 19-ის) გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრათ. II. კომიტეტის შეფასება 2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლებითაც ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებსაც ახალი კორონავირუსის (COVID 19-ის) გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრათ. შესაბამისად, ვინაიდან საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხი კანონით უკვე მოწესრიგებულია, საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობის საჭიროება არ არსებობს. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ა(ა)იპ − თავისუფლების ინსტიტუტის (სალომე ხვადაგიანი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ და „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (N1-10590/21; 27.07.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი