„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი
1.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
მე-8 მუხლის 54-ე ნაწილის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 55ენაწილი:
„55. საქველმოქმედო დონაცია - ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული
გადასახადის განაკვეთის შესაბამისი ნაწილი, რომელიც საშემოსავლო გადასახადის
გადამხდელის ნებაყოფლობითი მოთხოვნითა და ინიცირებით, ხმარდება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 321-ე მუხლით გათვალისწინებული
ორგანიზაციის საქმიანობას, ამავე ორგანიზაციის მიერ მიღებული რეგისტრაციის
ფარგლებში.“.
2.
32-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:
„მუხლი 321. საქველმოქმედო დონაციის მიმღები ორგანიზაცია
1. საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია,
რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
არასამეწარმეო
(არაკომერციულ)
იურიდიულ
პირად
და
ასეთად
რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირთა რეესტრში, აქვს წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის არანაკლებ 3
(სამი) წლის მანძილზე უწყვეტად წარმართვის გამოცდილება და ამავდროულად
აგრეთვე აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს.
2. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირისა საქველმოქმედო დონაციის მიმღები
ორგანიზაცია, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის ნებაყოფლობითი
გადაწყვეტილებით,
შესაძლებელია
იყოს
ამ
კოდექსის
33-ე
მუხლით
გათვალისწინებული რელიგიური ორგანიზაცია.
3. საქველმოქმედო დონაციის მიმღები ორგანიზაციად რეგისტრაცია
ხორციელდება
საგადასახადო
ორგანოსათვის
წერილობითი
განცხადების
საფუძველზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს ორგანიზაციის:
ა) სახელწოდება;
ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
გ) ძირითადი მიზნები;
დ) საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
ე) სტრუქტურული მოწყობის ფორმა, ასევე ხელმძღვანელი ორგანოებისა და
ფილიალების მისამართები.
4. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ორგანიზაციის წესდების ასლი;
ბ) სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
გ) ბოლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის
(პროექტების, მომსახურების) აღწერას;
1
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული აუდიტორის მიერ
დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგებაზარალის ანგარიში).
5. თუ განაცხადი პასუხობს ამ მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ
მოთხოვნებს
შემოსავლების სამსახურის უფროსი 1 თვის ვადაში იღებს
გადაწყვეტილებას
საქველმოქმედო
დონაციის
მიმღებ
ორგანიზაციად
რეგისტრაციასთან დაკავშირებით. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება
მიღებული, პირი საქველმოქმედო დონაციის მიმღებად ჩაითვლება. სტატუსი
ენიჭება უვადოდ.
6. ორგანიზაციას, რომელიც დარეგისტრირდა საქველმოქმედო დონაციის
მიმღებ ორგანიზაციად, გადაეცემა რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა.
მასში აღინიშნება:
ა) ორგანიზაციის სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
ბ) საქველმოქმედო დონაციის მიღების უფლებამოსილება;
გ) რეგისტრაციის მინიჭების თარიღი და ნომერი;
დ) ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი.
7. რეგისტრაციასთან, ერთად, საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციას
ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები და
პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქველმოქმედო დონაციის მიმღებმა ორგანიზაციამ
შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე უნდა წარუდგინოს:
ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს
საქმიანობის აღწერას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული აუდიტორის მიერ
დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგებაზარალის ანგარიში).
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა
გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული
პირისათვის.
9. საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციას რეგისტრაცია უუქმდება:
ა)ორგანიზაციის ინიციატივით;
ბ)თუ დაარღვია ამ კოდექსის ან/და მის მიერ მატარებელი შესაბამისი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნები;
გ) თუ გაუუქმდა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაცია.
დ) თუ შეწყვიტა ან 6 თვის ან მეტი ვადით შეაჩერა წესდებით
გათვალისწინებული საქმიანობა.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევის გამო საქველმოქმედო
დონაციის მიმღები ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში,
საქველმოქმედო დონაციის მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო
ბიუჯეტში დააბრუნოს საქველმოქმედო დონაციით მიღებული სარგებლის ის
ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული მოთხოვნების დარღვევასთან,
გარდა, იმ შემთხვევისა თუ სახეზეა, ამავე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული
რეგისტრაციის გაუქმების მიზეზის აღმოფხვრისა და ხელმეორედ საქველმოქმედო
დონაციის მიმღებ ორგანიზაციად რეგისტრაციის შემთხვევისა.
11. საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციას, რომელსაც გაუუქმდა
რეგისტრაცია, უფლება აქვს, განცხადება შეიტანოს ხელახალი რეგისტრაციის
შესახებ, რეგისტრაციის გაუქმების მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.
2
12. შემოსავლების სამსახური აწარმოებს საქველმოქმედო დონაციის მიმღებ
ორგანიზაციათა ერთიან რეესტრს. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ორგანიზაციის სახელწოდება;
ბ) ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების
მისამართები;
გ) ძირითადი მიზნები;
დ) რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ე) მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები.
13. საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციათა ერთიან რეესტრში
შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია
ვალდებულია ცვლილებისთანავე წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო
ორგანოს ამ ცვლილების შესახებ.
14. საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციათა ერთიანი რეესტრი
ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
3.
811 მუხლის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის 812 მუხლი:
2
„81 . საქველმოქმედო დონაციის ოდენობა და გადარიცხვა
ამ კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განაკვეთის,
არაუმეტეს 2%, შესაძლებელია საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის
ნებაყოფლობითი მოთხოვნითა და ინიცირებით, საქველმოქმედო დონაციის სახით,
უშუალოდ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის ან დამსაქმებლის მიერ
საგადასახადო ორგანოსათვის მიმართვით, გადარიცხულ იქნეს, ამავე კოდექსის 321
მუხლით გათვალისწინებული ორგანიზაციისათვის, ამავე ორგანიზაციის მიერ
მიღებული რეგისტრაციის ფარგლებში.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2022 წლის 1 სექტემბრამდე,
უზრუნველყოს
საქველმოქმედო
დონაციის
მიმღები
ორგანიზაციად
დარეგისტრირების, რეგისტრაციის გაუქმების და ადმინისტრირების წესის
დასადგენად ბრძანების გამოცემა.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2022 წლის 1 სექტემბრამდე
უზრუნველყოს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო
გადასახადის განაკვეთიდან საქველმოქმედო დონაციის გადახდის წესისა და
პირობების განსაზღვრა და მისი განხორციელებისათვის საჭირო ორგანიზაციულსამართლებრივი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა
ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-2 მუხლი, ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქველმოქმედო საქმიანობის
ხელშეწყობა
და
მისი
ეფექტიანი
სტიმულირება,
დამატებითი
ვალდებულებების აღებისა და საბიუჯეტო სახსრების გაზრდის გარეშე,
იმდენად, რამდენადაც შემოთავაზებული ცვლილება უზრუნველყოფს
საშემოსავლო გადასახადის განაკვეთიდან, მისი კონკრეტული - პროექტით
განსაზღვრული პროცენტის მიმართვას მითითებული ორგანიზაციების
საქმიანობის მასტიმულირებლად, მათივე საქართველოს საგადასახადო
კოდექსით დეკლარირებული სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე.
ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ამავე პროექტის კონტექსტში,
ამაღლებს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადით (მისი ნაწილით)
აკუმულირებული სახსრების მოქნილ, ეფექტიან და გამჭვირვალე მენეჯმენტს,
მეტი
და
გრძელვადიანი
სოციალური
პროექტების
მხარდაჭერის
უზრუნველყოფას, რომლის თანმდევადაც მცირდება ბიუროკრატიული
ბარიერები, თუმცა არა საბიუჯეტო შემოსულობების ნაწილის ხარჯვის
კონტროლისა და მონიტორინგის ხარჯზე.
უმთავრეს პრობლემას, რის გამოც შემუშავდა წინამდებარე პროექტი
განპირობებულია იმ მთავარი ფაქტორით, როგორიც არის სოციალური
ზრუნვის და სხვაგვარი საქველმოქმედო სერვისების არასაკმარისი მიწოდების
მოცულობა, იმ მოწყვლად ფენაზე, რომელიც საჭიროებს სოციალურ თუ
სხვაგვარ დახმარებას, რაც ვერ ხორციელდება არასაკმარისი ფინანსების გამო.
ამიტომ წინამდებარე პროექტი უზრუნველყოფს გარკვეული ფინანსური
რესურსების მობილიზებას და იმ ორგანიზაციებში მოხვედრას, რომლებიც
უზრუნველყოფენ უსასყიდლოდ სოციალური და საქველმოქმედო სერვისების
გაწევას. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება წინამდებარე
პროექტის მიღება.
არსებული მდგომარეობით ხშირია შემთხვევები, როდესაც საქველმოქმედო
ორგანიზაციები, გარკვეული ნაწილი ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო,
ვერ უზრუნველყოფენ მათ მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების
მიღწევას.
შესაბამისად
კანონპროექტი
მიზნად
ისახავს
ამგვარი
ორგანიზაციებისათვის შემოსავლის წყაროს გაჩენას. კერძოდ საშემოსავლო
გადასახადის გადამხდელი პირი უფლებამოსილი იქნება საშემოსავლო
გადასახადის სახით გადასახდელი თანხის გარკვეული ნაწილი საკუთარი
შეხედულებისამებრ
მიმართოს
საქველმოქმედო
დონაციის
მიმღები
ორგანიზაციის სასარგებლოდ, რა დროსაც ამგვარი ორგანიზაციები მიღებული
სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებლები იქნებიან პროექტით
1
შემოთავაზებული საგადასახადო ორგანოების მიმართ, თუმცა ბუნებრივია ეს
უკანასკნელი მათ არ ათავისუფლებს სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან
პასუხისმგებლობისაგან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
კანონის
მიღების
აუცილებლობა
განპირობებულია
შესაბამისი
საკანონმდებლო ბაზის არ არსებობით, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას
საშუალებას მისცემდა და წაახალისებდა მხარი დაეჭირა რელიგიური ან/და
საქველმოქმედო
ორგანიზაციების
საქმიანობის
მხარდაჭერისათვის
ბუნებრივია ნაგულისხმევია განსახორციელებელი პროექტების სოციალური
ხასიათი, რომლებიც ვერ ხორციელდება მხოლოდ ფინანსების დეფიციტის
გამო, მით უფრო მხედველობაშია მისაღები დღეს არსებული გამოწვევები
რეგიონში: ეკონომიკური დოვლათის კლება, ეკონომიკის შემცირება,
ინფლაცია, ეკონომიკური ზრდის არასახარბიელო მაჩვენებლები, რიგ
შემთხვევებში ეკონომიკური სტაგნაციაც კი, მსოფლიო ეკონომიკური
კრიზისი, გლობალური უმართავი პანდემიური პროცესები და სხვა.
მითითებული ფაქტორები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა ისეთი საკანონმდებლო
ჩარჩოს შემქნა და იმგვარი ინსტრუმენტების ფორმირება, რაც ნებისმიერი შიდა
და გარე ეკონომიკურად ნეგატიური ფაქტორების დაძლევაში დაეხმარება იმ
ორგანიზაციებს, რომლებსაც საქმიანობის მიზნად მხოლოდ სოციალური
პროექტების ორგანიზება, დაგეგმარება და აღსრულება დაუსახავთ.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის მიღების შედეგად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი
უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისა და ნება-სურვილის
შესაბამისად მხარი დაუჭიროს საქველმოქმედო საქმიანობას, და მის მიერ
გადახდილი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთიდან არაუმეტეს
2%-ის, მიმართოს ბიუჯეტის/ხაზინის გავლით, საქველმოქმედო დონაციის
მიმღებ ორგანიზაციებთან, თუმცა აღსანიშნავია, რომ მითითებული
საპროცენტო განაკვეთები შეამცირებს შესაბამისი პროპორციებით იმ თანხებს
საშემოსავლო გადასახადიდან, რაც შემოთავაზებული ცვლილების გარეშე
დარჩებოდა ბიუჯეტში და განაწილდებოდა შესაბამისი წლის ბიუჯეტის
კანონის მიხედვით, მაშასადამე ეს უკანასკნელი წარმოადგენს წლიური
ბიუჯეტის კანონით საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებული ნაწილის
გეგმაზომიერი მიზნობრიობით მიმართვის დამოუკიდებელ ალტერნატივას,
რომელიც გარდაუვლად სოციალურ მიზნობრიობით გაიხარჯება გამხარჯავი
ორგანიზაციისა
და
საგადასახადო
ორგანოს
შემოთავაზებული
ურთიერთდამოკიდებულებით. საყურადღებოა, რომ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს სსდ ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური საჯარო
ინფორმაციის გათვალისწინებით მიმდინარე წლის იანვრის თვიდან ივლისის
თვის ჩათვლით ნაერთ ბიუჯეტში კონსოლიდირების გარეშე დაგენერირდა
2,665,979,924.83 ლარი შესაბამისად წლიური ბიუჯეტის კანონით გასახარჯ
თანხას დააკლდება 2% მდე გათვალისწინებული თანხა, რომელიც გაიხარჯება
მხოლოდ სოციალური, საქველმოქმედო მიზნობრიობით. აქვე წარმოგიდგენთ
2
შესაბამისი წლების მიხედვით ნაერთ ბიუჯეტში მითითებულ პერიოდებში
საშემოსავლო გადასახადის ხვედრით წილს, შესაბამისად ასაღებია
ზემოქმედების ფაქტორის სრულად განსაზღვრისათვის ამ შემოსულობებიდან
საორიენტაციოდ 2%-მდე სამომავლოდ გადარიცხვას დონაციის მიმღები
ორგანიზაციებისათვის, შედეგის დათვლის კონტექსტში.
უფრო ზუსტად კი, მაგალითისათვის 2019 წელს ნაერთ ბიუჯეტში
მობილიზებულ იქნა საშემოსავლო გადასახადის შემდეგი მაჩვენებელი
რაოდენობრივი თვალსაზრისით, ეს გახლავთ 3, 482,793,822.95, შესაბამისად
გავლენის ნაწილში მაქსიმალური ტვირთი შეიძლებოდა ყოფილიყო
რეგულაციის არსებობის პირობებში - 348, 279, 382 ლარი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით:
1. მე-8 მუხლის 54-ე ნაწილის შემდგომ, ემატება შემდეგი შინაარსის 55-ე
ნაწილი:
„55.
საქველმოქმედო
დონაცია
ამ
კოდექსის
81-ე
მუხლით
გათვალისწინებული გადასახადის განაკვეთის შესაბამისი ნაწილი, რომელიც
საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის ნებაყოფლობითი მოთხოვნითა და
ინიცირებით, ხმარდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 321-ე მუხლით
გათვალისწინებული ორგანიზაციის საქმიანობას, ამავე ორგანიზაციის მიერ
მიღებული რეგისტრაციის ფარგლებში.“.
3
2. 32-ე მუხლის შემდგომ ემატება შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:
მუხლი 321. საქველმოქმედო დონაციის მიმღები ორგანიზაცია
1. საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია,
რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
არასამეწარმეო
(არაკომერციულ)
იურიდიულ
პირად
და
ასეთად
რეგისტრირებულია
მეწარმეთა
და
არასამეწარმეო
(არაკომერციულ)
იურიდიულ პირთა რეესტრში, აქვს წესდებით გათვალისწინებული
საქმიანობის არანაკლებ3 (სამი) წლის მანძილზე უწყვეტად წარმართვის
გამოცდილება და ამავდროულად აგრეთვე აკმაყოფილებს ამ მუხლის
მოთხოვნებს.
2. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილითა გათვალისწინებული არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირისა საქველმოქმედო დონაციის მიმღები
ორგანიზაცია, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის ნებაყოფლობითი
გადაწყვეტილებით, შესაძლებელია იყოს ამ კოდექსის 33-ე მუხლით
გათვალისწინებული რელიგიური ორგანიზაცია.
3. საქველმოქმედო დონაციის მიმღები ორგანიზაციად რეგისტრაცია
ხორციელდება საგადასახადო ორგანოსათვის წერილობითი განცხადების
საფუძველზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს ორგანიზაციის:
ა) სახელწოდება;
ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
გ) ძირითადი მიზნები;
დ) საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
ე) სტრუქტურული მოწყობის ფორმა, ასევე ხელმძღვანელი ორგანოებისა და
ფილიალების მისამართები.
4. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ორგანიზაციის წესდების ასლი;
ბ) სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
გ) ბოლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის
(პროექტების, მომსახურების) აღწერას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული აუდიტორის
მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და
მოგება-ზარალის ანგარიში).
5. თუ განაცხადი პასუხობს ამ მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ
მოთხოვნებს შემოსავლების სამსახურის უფროსი 1 თვის ვადაში იღებს
გადაწყვეტილებას საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციად
რეგისტრაციასთან დაკავშირებით. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება
მიღებული, პირი საქველმოქმედო დონაციის მიმღებად ჩაითვლება. სტატუსი
ენიჭება უვადოდ.
6. ორგანიზაციას, რომელიც დარეგისტრირდა საქველმოქმედო დონაციის
მიმღებ ორგანიზაციად, გადაეცემა რეგისტრაციის დამადასტურებელი
მოწმობა. მასში აღინიშნება:
ა) ორგანიზაციის სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
4
ბ) საქველმოქმედო დონაციის მიღების უფლებამოსილება;
გ) რეგისტრაციის მინიჭების თარიღი და ნომერი;
დ) ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი.
7.
რეგისტრაციასთან,
ერთად,
საქველმოქმედო
დონაციის
მიმღებ
ორგანიზაციას ეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი
ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქველმოქმედო დონაციის
მიმღებმა ორგანიზაციამ შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1
აპრილამდე უნდა წარუდგინოს:
ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა
შეიცავდეს საქმიანობის აღწერას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული აუდიტორის
მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და
მოგება-ზარალის ანგარიში).
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა
გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული
პირისათვის.
9. საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციას რეგისტრაცია უუქმდება,
თუ:
ა)ორგანიზაციის ინიციატივით;
ბ) დაარღვია ამ კოდექსის ან/და მის მიერ მატარებელი შესაბამისი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმის
მიმართ
კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნები;
გ) გაუუქმდა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაცია.
დ) შეწყვიტა ან 6 თვის ან მეტი ვადით შეაჩერა წესდებით გათვალისწინებული
საქმიანობა.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევის გამო საქველმოქმედო
დონაციის მიმღები ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში,
საქველმოქმედო დონაციის მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო
ბიუჯეტში დააბრუნოს საქველმოქმედო დონაციით მიღებული სარგებლის ის
ნაწილი,
რომელიც
დაკავშირებულია
აღნიშნული
მოთხოვნების
დარღვევასთან, გარდა, იმ შემთხვევისა თუ სახეზეა, ამავე მუხლის მე-11
პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის გაუქმების მიზეზის აღმოფხვრისა
და ხელმეორედ საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციად
რეგისტრაციის შემთხვევისა.
11. საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციას, რომელსაც გაუუქმდა
რეგისტრაცია, უფლება აქვს, განცხადება შეიტანოს ხელახალი რეგისტრაციის
შესახებ, რეგისტრაციის გაუქმების მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1
წლისა.
12. შემოსავლების სამსახური აწარმოებს საქველმოქმედო დონაციის მიმღებ
ორგანიზაციათა ერთიან რეესტრს. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ორგანიზაციის სახელწოდება;
ბ) ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების
მისამართები;
5
გ) ძირითადი მიზნები;
დ) რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ე) მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები.
13. საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციათა ერთიან რეესტრში
შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია
ვალდებულია
ცვლილებისთანავე
წერილობით
აცნობოს
შესაბამის
საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილების შესახებ.
14. საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციათა ერთიანი რეესტრი
ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
3.
811 მუხლის შემდგომ, ემატება შემდეგი შინაარსის 812 მუხლი:
„812. საქველმოქმედო დონაციის ოდენობა და გადარიცხვა
ამ კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
განაკვეთის, არაუმეტეს 2%, შესაძლებელია საშემოსავლო გადასახადის
გადამხდელის
ნებაყოფლობითი
მოთხოვნითა
და
ინიცირებით,
საქველმოქმედო დონაციის სახით, უშუალოდ საშემოსავლო გადასახადის
გადამხდელის ან დამსაქმებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის
მიმართვით,
გადარიცხულ
იქნეს,
ამავე
კოდექსის
321
მუხლით
გათვალისწინებული ორგანიზაციისათვის, ამავე ორგანიზაციის მიერ
მიღებული რეგისტრაციის ფარგლებში.“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
კანონპროექტი არ არის ინიცირებული მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება;
კანონის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2022 წლის 1 სექტემბრიდან, რაც
დაკავშირებულია იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების
განხორციელებასთან, რამაც კანონის სრულყოფილი ამოქმედება უნდა
უზრუნველყოს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას);
ასეთი არ არსებობს.
6
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღებისა და ამოქმედებისათვის აუცილებელი ხარჯების
(საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციათა რეგისტრაციასთან,
საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციათა ერთიანი რეესტრის
წარმოებასთან დაკავშირებული და სხვა შესაბამისი ხარჯების) დაფინანსება
განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს რომელიმე მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო და ავტონომიური
რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის
მიხედვით - საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი იქნება
საკუთარი შეხედულებისა და ნება-სურვილის შესაბამისად მხარი დაუჭიროს
საქველმოქმედო ა(ა)იპ ორგანიზაციების საქმიანობას, მათ სასარგებლოდ 20%იანი საშემოსავლო გადასახადის ოდენობიდან არაუმეტეს 2%-ის მათთან
მიმართვის გზით.
ამასთან, წარმოვადგენთ ინფორმაციას წლების მიხედვით, სახელმწიფო1 და
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტებში საშემოსავლო გადასახადის სახით
მიღებული (დაგეგმილი) შემოსავლებისა და მათი 2 %-ის ოდენობის თაობაზე:
საშემოსავლო გადასახადის ოდენობა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით
(2018-2022 წლები)
#
წელი
1.
2018 წელი
საშემოსავლო
გადასახადის ოდენობა
2 877 895 100 ლარი
საშემოსავლო
გადასახადის 2%-ის
ოდენობა
57 557 902 ლარი
(ფაქტობრივად
მიღებული)
2.
2019 წელი
3 200 254 700 ლარი
(ფაქტობრივად
1
იხ. http://treasury.ge/5741
7
64 005 094 ლარი
მიღებული)
3.
2020 წელი
3 079 840 100 ლარი
61 596 802 ლარი
(ფაქტობრივად მიღებული)
4.
2021 წელი
3 405 000 000 ლარი
68 100 000 ლარი
(დაგეგმილი)
5.
2022 წელი
4 262 100 000 ლარი
85 242 000 ლარი
(დაგეგმილი)
აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
გადასახადის 2%-ის ოდენობის საშუალო საპროგნოზო ოდენობა იქნება - 67
300 359, 6 ლარი.
საშემოსავლო გადასახადის ოდენობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ბიუჯეტის მიხედვით
(2017-2021 წლები)
#
წელი
1.
2017 წელი
საშემოსავლო
გადასახადის ოდენობა
222 876 400 ლარი
საშემოსავლო
გადასახადის 2%-ის
ოდენობა
4 457 528 ლარი
(ფაქტობრივად მიღებული)
2.
2018 წელი
245 804 200 ლარი
4 916 084 ლარი
(ფაქტობრივად
მიღებული)
3.
2019 წელი
274 871 500 ლარი
5 497 430 ლარი
(ფაქტობრივად მიღებული)
4.
2020 წელი
237 232 700 ლარი
4 744 654 ლარი
(ფაქტობრივად მიღებული)
5.
2021 წელი
290 000 000 ლარი
(დაგეგმილი)
8
5 800 000 ლარი
აღნიშნულის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის 2%-ის
ოდენობის საშუალო საპროგნოზო ოდენობა იქნება - 5 083 139, 2 ლარი.
საშემოსავლო გადასახადის ოდენობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ბიუჯეტის მიხედვით
(2017-2021 წლები)
#
წელი
1.
2017 წელი
საშემოსავლო
გადასახადის ოდენობა
6 953 821 ლარი
საშემოსავლო
გადასახადის 2%-ის
ოდენობა
139 076 ლარი
(ფაქტობრივად მიღებული)
2.
2018 წელი
6 600 000 ლარი
132 000 ლარი
(ფაქტობრივად
მიღებული)
3.
2019 წელი
7 667 648 ლარი
153 352 ლარი
(ფაქტობრივად მიღებული)
4.
2020 წელი
8 831 460 ლარი
176 629 ლარი
(ფაქტობრივად მიღებული)
5.
2021 წელი
9 815 000 ლარი
196 300 ლარი
(დაგეგმილი)
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით
საშემოსავლო
გადასახადის 2%-ის ოდენობის საშუალო საპროგნოზო ოდენობა იქნება - 159
571 ლარი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადის 2%-ის
ოდენობის მაქსიმალური საპროგნოზო ოდენობა იქნება დაახლოებით - 72 383
498, 8 ლარი.
შესაბამისად
იმ
შემთხვევაში
თუ საშემოსავლო
გადასახადის
გადამხდელი ყველა პირი ისარგებლებს უფლებამოსილებით საქველმოქმედო
დონაცია გაიღოს საქველმოქმედო დონაციის მიმღები ორგანიზაციისათვის,
ასეთ შემთხვევაში საქველმოქმედო დონაციის ჯამური ოდენობა წლის
მიხედვით იქნება 72 383 498, 8 ლარი. შესაბამისად, ამ ოდენობის თანხით
9
შესაძლებელია შემცირდეს წლიურად სახელმწიფო
რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი.
და
ავტონომიური
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღებისა
და ამოქმედებისათვის აუცილებელი ხარჯების (საქველმოქმედო დონაციის
მიმღებ ორგანიზაციათა რეგისტრაციასთან, საქველმოქმედო დონაციის მიმღებ
ორგანიზაციათა ერთიანი რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული და სხვა
შესაბამისი ხარჯების) დაფინანსება განხორციელდება საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი
ფინანსური
ვალდებულებების
(საშინაო
ან
საგარეო
ვალდებულებები) მითითებით;
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღების შედეგად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი
უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისა და ნება-სურვილის
შესაბამისად მხარი დაუჭიროს საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობას,
მათ სასარგებლოდ 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის ოდენობიდან
არაუმეტეს 2%-ის, მიმართვის გზით, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას
იქონიებს ზემოხსენებული ორგანიზაციების საქმიანობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტის მიღების შედეგად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი
უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისა და ნება-სურვილის
შესაბამისად მხარი დაუჭიროს საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობას,
მათ სასარგებლოდ 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის ოდენობიდან
არაუმეტეს 2%-ის მიმართვის გზით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
10
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს ბავშვთა უფლებების
დაცვაზე, ვინაიდან შესაძლებელი ხდება მათ შორის იმგვარი ა(ა)იპ-ების
დაფინანსების გაზრდა, რომელთა მიზანსაც ბავშვთა უფლებების დაცვა
წარმოადგენს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და
ნაწილი;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
ააიპ „ტრენერთა ასოციაცია“
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
11
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც
მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
საშემოსავლო გადასახადის მიზნობრიობის განსაზღვრის შესაძლებლობა,
გადასახადების ე.წ. „პროცენტული განაწილების“ პრინციპი, ევროპის
რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს და ძირითადად, სხვადასხვა საქველმოქმედო
და
არაკომერციული
organizations),
მათ
ორგანიზაციებისა
შორის
და
რელიგიური
ფონდების
(Public
ორგანიზაციების
და
benefit
ასევე
პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ინდივიდუალური დონორის2 ან
იურიდიული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილის
(0,2%-დან 3%-მდე ოდენობით) გადარიცხვას გულისხმობს.
უნგრეთი პირველი იყო, სადაც 1%-იანი გადანაწილების წესი ე.წ. „1%ის კანონი“ (1996წ.) შემოიღეს - კერძო პირებს საშუალება მიეცათ საშემოსავლო
გადასახადის
1%
გადაერიცხათ
საქველმოქმედო სტატუსის მქონე
რომელიმე
მათთვის
სასურველი
არასამთავრობო ორგანიზაციისთვის,
მუზეუმუსთვის
ან
დაწესებულებისთვის3
ეკლესიისთვის.
მოგვიანებით, უნგრული მოდელი გახდა ანალოგიური
4
კულტურული
და
1%
-
რეგულაციების შემოღების საფუძველი სლოვაკეთში, ლიეტუვაში, პოლონეთში,
რუმინეთში, ესპანეთსა და იტალიაშიც.
აღნიშნულ ქვეყნებში მოქალაქის მიერ საშემოსავლო გადასახადის
მიზნობრიობის განსაზღვრისთვის, საკუთარი საშემოსავლო გადასახადის
განაკვეთიდან
გარკვეული
პროცენტის
კონკრეტული
ფონდისთვის/ორგანიზაციისთვის
გადაცემის
უზრუნველსაყოფად,
აუცილებელი პირობაა ორგანიზაციას ჰქონდეს მინიჭებული არაკომერციული
ორგანიზაციის სტატუსი და დარეგისტრირებული იყოს შესაბამის რეესტრში.
გამოიკვეთა სხვა თავისებურებებიც:
პირის საშემოსავლო გადასახადის მიზნობრიობის განსაზღვრა ხდება
შესაბამის ორგანოში დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე;
ბენეფიციარად რეგისტრაცია (მიზნობრივი საშემოსავლოს მისაღებად)
უნდა მოხდეს სულ მცირე წინა საგადასახადო წელს;
ინდივიდუალური დონორი - ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან
შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თვითდასაქმებული პირები, ან პირები,
რომლებიც იღებენ შემოსავალს გაქირავებიდან, ობლიგაციებიდან ან ლიზინგიდან და
ა.შ.
2
3
მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 2001 წ. $15, 76 მილიონი დოლარის
გადარიცხვა მოხდა ამ ფორმით.
4
David Moore, The Fiscal Framework for Corporate Philanthropy in CEE and NIS, INT’L J.
OF NOTFOR-PROFIT L., Vol. 6, Issue 2 (Feb. 2004),
http://www.law.nyu.edu/sites/default/files/ECM_PRO_074735.pdf
12
ბენეფიციართა წრე შეზღუდულია მათი საქმიანობის სფეროებიდან
გამომდინარე და მკაცრად განსაზღვრულია კანონით;
საშემოსავლო
გადასახადის
შესაძლებელია
მხოლოდ
დადგენილი
ერთ
პროცენტის
ბენეფიციარზე
გადანაწილება
ან
რამდენიმე
ორგანიზაციაზე;
მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის ორგანოში წარადგინოს
ყოველწლიური ანგარიში;
განსხვავებული დამოკიდებულებაა პროფკავშირების მიმართ - უნგრეთში
პროფესიული
კავშირები
არ
ლიეტუვაში,
ნებადართულია
შედის
ბენეფიციართა
მათთვის
მიზნობრივი
ჩამონათვალში,
საშემოსავლოს
განაწილება შესარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით;
დაწესებული ლიმიტი რიგ შემთხვევებში ყოველწლიურად ან გარკვეული
პერიოდულობით ცვლილებას/გადახედვას ექვემდებარება;
საშემოსავლო გადასახადის პროცენტული გადანაწილების უფლება რიგ
ქვეყნებში შეუძლიათ გამოიყენონ, ასევე, პოლიტიკურ პარტიებთან
მიმართებითაც, ძირითადად, განსხვავებული (შედარებით მცირე)
საპროცენტო განაკვეთით.
რამდენიმე ქვეყნის მაგალითი განვიხილეთ ვრცლად
უნგრეთის 1%-ის კანონი
რეგულაცია:
კანონი გადასახადის გადამხდელების მიერ პირადი საშემოსავლო
გადასახადის განსაზღვრული ნაწილის გამოყენების შესახებ (1996 CXXVI. Law
on the use by taxpayers of a specified proportion of personal income tax).5
პერსონალური საშემოსავლო გადასახადის აქტი საშუალებას აძლევს პირებს
განკარგონ თავიანთი გადახდილი გადასახადის განსაზღვრული ნაწილის
გამოყენება საგადასახადო წლის მომდევნო წელს (საწესდებო დეკლარაციის
წელი),
ცალკეული
კანონით
განსაზღვრული
ზომით,
განსაზღვრული
ბენეფიციარის სასარგებლოდ და პროცედურის შესაბამისად.
1. ინდივიდუალური განკარგვის უფლება6
პირადი საშემოსავლო გადასახადის აქტის 45-ე მუხლის შესაბამისად, ამ აქტის
მიზნებისათვის გადახდილი თანხა იქნება თანხა, რომელიც გამოიქვითება
ინდივიდუალური/ფიზიკური
პირის
საგადასახადო
დეკლარაციის
5
https://net.jogtar.hu/jogszabaly?docid=99600126.TV
აღწერილია კანონით დადგენილი რეგულაციების ძირითად ასპექტები.
დეტალებისთვის იხ. კანონი გადასახადის გადამხდელების მიერ პირადი
6
საშემოსავლო გადასახადის განსაზღვრული ნაწილის გამოყენების შესახებ:
https://net.jogtar.hu/jogszabaly?docid=99600126.TV
13
კონსოლიდირებული
საგადასახადო
ბაზიდან,
ფიზიკური
პირის
მიერ
გადასახადის სრულად დაფარვის შემდეგ.
გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დეკლარაციის
შევსებით
განსაზღვრავს
საშემოსავლო
გადასახადის
1%-ის
(კანონი
ითვალისწინებს მხოლოდ სრულ რეალიზაციას) მიზნობრიობას შესაბამისი
უფლების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის (ჩამონათვალი იხ.
ქვემოთ) და 1%-ს - რელიგიური ორგანიზაციებისთვის. მას ერთჯერად
დეკლარაციაში მითითებით შეუძლია უზრუნველყოს, რომ მისი სახელი და
საფოსტო ან ელექტრონული ფოსტის მისამართი ეცნობოს ბენეფიციარს.
ახალი დეკლარაციის წარდგენა ან არსებულის გამოთხოვა ხდება წელიწადში
ერთხელ, დეკლარაციის წარდგენის საგადასახადო წლის დასრულებიდან,
მომდევნო წლის 20 მაისამდე. საგადასახადო ორგანოს შემოწმების ან
თვითაუდიტის
შედეგად
გამოვლენილი
გადაცდომის
შემთხვევაში,
კორექტირება ხდება დეკლარაციის მომდევნო წლის 30 სექტემბრამდე.
2. განკარგვის უფლების მიმღები/ბენეფიციარი7
აქტის
მიზნებისთვის
გადახდილი
თანხით
სარგებლობის
უფლების
მისაღებად, ორგანიზაციისთვის აუცილებელია ბენეფიციარის სტატუსის
მიღება, ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციის წარდგენის წლის პირველ
დღემდე.
ბენეფიციარის სტატუსის მიღება შეუძლიათ:
-
საზოგადოებრივ-სასარგებლო
(public
benefit)
სტატუსის
მქონე
ორგანიზაციებს, ფონდებს, ასოციაციებს და გაერთიანებებს (გარდა
სადაზღვევო ასოციაციისა, დამსაქმებელთა და პროფესიული
კავშირების გაერთიანებებისა).
-
უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიას;
-
სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებს: უნგრეთის სახელმწიფო
ოპერის თეატრი, უნგრეთის ეროვნული არქივი, სეჩენის ეროვნული
ბიბლიოთეკა, მულტიმედიის ცენტრი და ციფრული ბიბლიოთეკა,
-
მუზეუმები;
ორგანიზაციებს,
რომლებიც
ეწევიან
საბიბლიოთეკო,
საარქივო,
სამუზეუმო, სხვა კულტურულ ან შემოქმედებით ან საშემსრულებლო
ხელოვნების საქმიანობას, რომელიც, დეკლარაციის წლის პირველი
დღის წინა სამი წლის განმავლობაში და არ განეკუთვნება წინა
კატეგორიებს;
-
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
-
ეროვნული თანამშრომლობის ფონდს;
ასევე:
7
იქვე, თავი 2.
14
-
რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს/გაერთიანებებს;
-
რეგისტრირებულ ეკლესიას (registered church);
-
საერთო
ეკლესიას
(common
church),
გარდა
შიდა
საეკლესიო
იურიდიული პირებისა.
ფიზიკური პირის დეკლარაციით განსაზღვრული თანხის მისაღებად
აუცილებელია ბენეფიციარის საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირება
(წინა წლის 30 სექტემბრამდე) ელექტრონული ფორმით. რეგისტრაცია
მოქმედებს მის გაუქმებამდე.
თუ ორგანიზაცია ვეღარ პასუხობს ბენეფიციარის სტატუსისთვის დადგენილ
პირობებს, ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს 15 დღის
განმავლობაში
ვალდებულია
და მოიხსნას სტატუსი. საგადასახადო ორგანო ასევე
გაუუქმოს სტატუსი ორგანიზაციას არაკომერციულად
გარდაქმნის შემთხვევაში. სტატუსის გაუქმება შესაძლებელია ორგანიზაციის
მიერ ანგარიშვალდებულების წესის დარღვევის შემთხვევაშიც.
გადასახადის გადამხდელების
გადასახადის განსაზღვრული ნაწილის
კანონში
მიერ პირადი საშემოსავლო
გამოყენების შესახებ ასევე,
დეტალურად არის გაწერილი:
- დეკლარაციის შედგენის წესები და მოქმედების მოთხოვნები;8
- საგადასახადო ორგანოს მიერ ერთჯერადი დეკლარაციის დამუშავების
-
წესი;9
გრანტის გადაცემისა და განკარგვის წესები.10
სლოვაკეთი
რეგულაცია:
კანონი საშემოსავლო გადასახადის შესახებ (Act no. 595/2003 Coll. Income Tax
Law)11
საშემოსავლო
გადასახადის წილის
გადაცემის
უფლება აქვთ
როგორც
ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.
გადახდილი საშემოსავლო გადასახადის წილი შეიძლება გადაეცეს ადრესატს,
თუ ის არის:
ა) საზოგადოებრივი ორგანიზაცია/ასოციაცია;
ბ) ფონდი;
გ) არასაინვესტიციო ფონდი;
8
https://net.jogtar.hu/jogszabaly?docid=99600126.TV#lbj17id2691, თავი 3, პარაგრაფი 5-5ა.
იქვე, თავი 4, პარაგრაფი 5/B.-5/C.
10
იქვე, თავი 5,6. პარაგრაფი 6-7.
11
https://www.zakonypreludi.sk/zz/2003-595
9
15
დ) არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებას
ზოგადი ინტერესების მიმართულებებზე;
ე) ეკლესიისა და რელიგიური გაერთიანებების სპეციალური დანიშნულების
ობიექტი;
ვ) საერთაშორისო მიმართულების ორგანიზაციები (an organization with an
international element);
ზ) სლოვაკეთის წითელი ჯვარი;
(თ) ორგანიზაციები კვლევისა და განვითარების მიმართულებებით.12
აღნიშნული ორგანიზაციების
საქმიანობის სფეროები და
მიზნები
13
შემოფარგლულია კანონით.
გადასახადის წილი შესაძლებელია გადაეცეს
ორგანიზაციას, თუ მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვა და ხელშეწყობა; ჯანმრთელობისა და სოციალური
მომსახურების სფეროში ნარკომანის პრევენცია, ნარკომანიით დაავადებულთა
მკურნალობა და რესოციალიზაცია;
ბ) სპორტის მხარდაჭერა და განვითარება;
გ) სოციალური დახმარების გაწევა;
დ) კულტურული ღირებულებების შენარჩუნება;
ე) განათლების მხარდაჭერა;
ვ) ადამიანის უფლებების დაცვა;
ზ) გარემოს დაცვა და შექმნა;
თ) მეცნიერება და კვლევა;
ი) მოხალისეობრივი საქმიანობა.
ფიზიკური
პირი
უფლებამოსილია,
საგადასახადო
დეკლარაციის
საფუძველზე,
დახმარების
მიღების
უფლების
მქონე
ორგანიზაციას/ბენეფიციარს გადასცეს საშემოსავლო გადასახადის წილი 2%-ის
ოდენობით (მინიმუმ 3 ევრო), საგადასახადო პერიოდის დასრულებიდან 30
აპრილამდე. წილი შესაძლებელია გაიზარდოს 3%-მდე, თუ პირი დაასაბუთებს
(წარადგენს წერილობით დასტურს სპეციალური რეგულაციის შესაბამისად),
რომ
საგადასახადო
წლის
განმავლობაში
მინიმუმ
40
საათი
ეწეოდა
მოხალისეობრივ საქმიანობას საზოგადოებრივ-სასარგებლო მიზნებით.
კორპორაციის (იურიდიული პირის) მიერ, დეკლარაციის საფუძველზე, ერთი
ან რამდენიმე ბენეფიციარისთვის აღნიშნული მიზნებით თანხის გადაცემა
ნებადართულია 1%-მდე ოდენობით (მინიმუმ 8 ევრო ერთ ბენეფიციარზე).
მათ შეუძლიათ ოდენობის 2%-მდე გაზრდა, თუ საგადასახადო პერიოდში
გადახდილი
12
13
საშემოსავლო
გადასახადის
მინიმუმ
0,5%
კორპორაციას
Act no. 595/2003 Coll. Income Tax Law, §50 (4) https://www.zakonypreludi.sk/zz/2003-595
Act no. 595/2003 Coll. Income Tax Law, §50 (5)
16
საჩუქრად
აქვს
გადაცემული
არაკომერციული
ორგანიზაციებისთვის,
რომლებიც ზემოთ აღნიშნულ სფროებში მოღვაწეობენ.
საგადასახადო
ადმინისტრაცია
გადაურიცხავს
თანხას
დეკლარაციაში
მითითებულ ორგანიზაციას მხოლოდ კანონით განსაზღვრული პირობების
დაკმაყოფილების შემთხვევაში.14
გადასახადის გადანაწილების ეს სისტემა ფართოდ არის გამოყენებული მას
აქტიურად
კორპორატიული
და
ინდივიდუალური
გადასახადის
გადამხდელთა 50%-ზე მეტი და ყოველწლიურად საზოგადოებრივი და
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენელთა
30%-ზე
მეტი
რეგისტრირდება ბენეფიციარის სახით.15
ლიეტუვა
რეგულაცია:
კანონი პირადი საშემოსავლო გადასახადის შესახებ (Law on Personal Income
Tax)16
ლიეტუვის მუდმივი მაცხოვრებელი, აღნინშული კანონის შესაბამისად,
უფლებამოსილია საგადასახადო პერიოდში გადახდილი საშემოსავლოს
ნაწილი მიმართოს მის მიერ არჩეული სუბიექტის სასარგებლოდ,
საგადასახადო
ორგანოში
საგადასახადო
დეკლარაციის
წარდგენის
საფუძველზე.
2020 წლიდან დადგენილია შემდეგი პროცენტული განაწილება:17
საშემოსავლო გადასახადის 1.2%-მდე - იმ იურიდიული პირებისა
(პროფკავშირებისა და პროფკავშირების ფედერაციების გარდა) და
ხელოვნების
დარგის
მოღვაწეების
სასარგებლოდ,
რომელთაც
ქველმოქმედებისა და სპონსორობაის შესახებკანონის შესაბამისად,
აქვთ, დახმარების მირების უფლება;
0.6%-მდე
პოლიტიკური
პარტიებისთვის,
რომლებიც
რეგისტრირებულნი არიან იურიდიულ პირთა რეესტრში კანონით
დადგენილი პროცედურის შესაბამისად, აკმაყოფილებენ იურიდიულ
მოთხოვნებს პოლიტიკური პარტიის წევრთა რაოდენობის მხრივ, და
რომელთა მიმართ არ დაწყებულა რეორგანიზაციის ან სალიკვიდაციო
პროცესები;
14
Act no. 595/2003 Coll. Income Tax Law, §50 (6) https://www.zakonypreludi.sk/zz/2003-595
https://www.philanthropyadvocacy.eu/wpcontent/uploads/2020/11/Slovakia_2020LegalEnvironmentPhilanthropy.pdf
16
the Law of the Republic of Lithuania on Personal Income Tax
https://www.vmi.lt/evmi/en/gyventoju-pajamu-mokestis2
17
Article 34. Obligations of the Tax Administrator, იქვე.
15
17
0.6%-მდე
-
რომელთაც
პროფკავშირები
და
პროფკავშირების
ფედერაციები,
ქველმოქმედებისა
და სპონსორობაის შესახებკანონის
შესაბამისად, აქვთ, დახმარების მირების უფლება;
შენიშვნა: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბენეფიციარისთვის
განკუთვნილი წილის ოდენობა შემცირებულია წინა წელთან
შედარებით. შეადგენდა, შესაბამისად, 2%, 1% და 1%.
იურიდიულ პირად მოიაზრებიან: საქველმოქმედო და დამხმარე ფონდები,
საბიუჯეტო ინსტიტუტები, ასოციაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები,
საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რელიგიური თემები, ასოციაციები და
ცენტრები,
საერთაშორისო
საზოგადოებრივი
განყოფილებები
(ქვედანაყოფები),
ლიეტუვის
რეგისტრირებული
სხვა
იურიდიული
პირები,
ორგანიზაციების
რესპუბლიკაში
რომელთა
საქმიანობაც
რეგულირდება სპეციალური კანონებით და რომელთა მიზანიც არ არის
მოგების
მიღება,
ხოლო
მიღებული
შემოსავალი
არ
ნაწილდება
მათ
დამფუძნებლებს, აქციონერებსა ან წევრებზე, რომელთაც ქველმოქმედებისა და
სპონსორობაის შესახებ კანონის შესაბამისად, აქვთ, დახმარების მიღების
უფლება (გარდა პროფკავშირების ან პროფკავშირების ფედერაციებისა).
ლიეტუვის მუდმივმა რეზიდენტმა, რომელმაც გადაწყვიტა დაეხმაროს
ბენეფიციარს (რამდენიმე ბენეფიციარს) და / ან პოლიტიკურ პარტიას
(რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას) უნდა შეავსოს განაცხადის ფორმის
შესაბამისი ვერსია და წარუდგინონ იგი საგადასახადო ორგანოს მიმდინარე
კალენდარული წლის 1 მაისამდე.
საშემოსავლო გადასახადის გამოყოფილი ნაწილი ვერ გადაირიცხება, თუ
ლიეტუვის მუდმივი რეზიდენტი ვერ წარადგენს წლიური საშემოსავლო
გადასახადის დეკლარაციას
მიმდინარე კალენდარული წლის 1 მაისამდე.18
პოლონეთი
რეგულაცია:
საშემოსავლო გადასახადის შესახებ კანონი (ACT of 26 July 1991 on Personal
Income Tax)19
პოლონეთში არსებობს 1% სისტემა, რომლის მიხედვითაც გადასახადის
გადამხდელებს შეუძლიათ პირადი საშემოსავლო გადასახადის მაქსიმუმ 1%
18
Article 27. Calculation, Declaration and Payment of Income Tax in Respect of Income
Derived during the Tax Period, Refund of Overpaid Amounts and Submission of an Annual
Income Tax Return, Law on Personal Income Tax. https://www.vmi.lt/evmi/en/gyventojupajamu-mokestis2
19
https://amcham.pl/sites/default/files/2019-02/d2c632354c8fb01d56e2095326f510fc-Act-onPersonal-Income-Tax-1.doc
18
მიმართონ ერთი საზოგადოებრივ-სასარგებლო ორგანიზაციის სასარგებლოდ,
რომელსაც თავად აირჩევენ, მაგრამ ეს სქემა
ხელმისაწვდომია მხოლოდ
ინდივიდუალური გადასახადის გადამხდელებისთვის და არა იურიდიული
პირებისთვის.20
აღნიშნული თანხა გადაიხდება, თუ გადასახადის სრული ოდენობა, რომელიც
წარმოადგენს საზოგადოებრივ-სასარგებლო ორგანიზაციაში გადასაცემი
თანხის გაანგარიშების საფუძველს, გადაიხდება საგადასახადო დეკლარაციის
წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს ორი თვისა.
გადახდის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ სასამართლო
რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციისთვის. გადახდას ახორციელებს
საგადასახადო სამსახურის უფროსი, იმ საგადასახადო წლის მომდევნო წლის
მაისიდან ივლისამდე პერიოდში, რომლისთვისაც დეკლარაციაა წარდგენილი,
საზოგადოებრივ-სასარგებლო ორგანიზაციის მიერ გახსნილ სპეციალურ
საბანკო ანგარიშზე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივ სასარგებლო
საქმიანობის შესახებ კანონით. თანხა მცირდება საბანკო ტრანსფერის
ხარჯით.21
საზოგადოებრივ-სასარგებლო
ორგანიზაციის
რეგისტრაციის
ოფისზე
პასუხისმგებელი საგადასახადო სამსახურის უფროსი, საგადასახადო წლის
მომდევნო სექტემბერში, ორგანიზაციას აძლევს კოლექტიურ ინფორმაციას:
1) საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სრული სახელი და მისამართი), ორივე
მეუღლის ჩათვლით, რომლებმაც მოითხოვეს ერთობლივი დაბეგვრა;
2) ორგანიზაციის სასარგებლოდ გადახდილი თანხის სრულ ოდენობას;
3) თანხის მიზნობრიობა.
ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დებულების საფუძველზე, პროცენტის
გადაცემის პროცედურის ეფექტურად ორგანიზების აუცილებლობის
გათვალისწინებით, შექმნას დაქვემდებარებული ორგანო.
რუმინეთი
რეგულაცია:
ფისკალური კოდექსი და მთავრობის შესაბამისი განკარგულება (FiscalCode, as
modified by Governmental Ordinance 138/2004 and 26/2000 regarding associations
and foundations)22
20
https://www.philanthropyadvocacy.eu/wpcontent/uploads/2020/11/Poland_2020LegalEnvironmentPhilanthropy.pdf
21
მუხლი 45c.,ACT of 26 July 1991 on Personal Income Tax ,
https://amcham.pl/sites/default/files/2019-02/d2c632354c8fb01d56e2095326f510fc-Act-onPersonal-Income-Tax-1.doc
22
Council on Foundations, https://cof.org/sites/default/files/Romania.pdf
19
ფიზიკურ პირებს შეუძლიათ მათი წლიური საშემოსავლო გადასახადის 2%
ასოციაციებსა დაფონდებთან დაკავშირებით მთავრობის 26/2000
განკარგულების შესაბამისად მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების
მიმართონ
დასაფინანსებლად
გაერთიანების,
(რომელიმეერთიარასამთავრობოორგანიზაციის,
ფონდის,
რელიგიურიორგანიზაციის,
პოლიტიკურიპარტიისადაა.შ. სასარგებლოდ).
23
თუპირიარისრომელიმეთავისუფალიპროფესიის
profession)24წარმომადგენელი
და
იღებს
(liberal
კომერციულ
შემოსავალს
დამოუკიდებელი საქმიანობიდან,ამმეთოდით 2%-ის გადანაწილების გარდა,
მას შეუძლიასაკუთარი საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზიდან 5%-ის
გამოქვითვა.
ორგანიზაციისმითითებახდებაყოველწლიურიდეკლარაციისშევსებისას.25
***
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შეკითხვაში მითითებული ქვეყნების
გარდა, რელიგიური ორგანიზაციებისა (კათოლიკური ეკლესიისთვის) და სხვა
შესაბამისი
უფლების
მქონე
სოციალური
ფონდებისთვის
საშემოსავლო
გადასახადის
გადანაწილების
უფლებით
26
შეუძლიათ ესპანეთისა და იტალიის მოქალაქეებსაც.
საკუთარი
სარგებლობა
იტალიაში ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ გადასახადის პირადი წილი 0,5%-ის
ოდენობით მიმართონ მათთვის სასურველი არასამთავრობო ორგანიზაციის ან
კვლევითი დაწესებულების სასარგებლოდ. 2006 წელს ამ წესით
აკუმულირებული თანხის ოდენობამ 395 ევრო შეადგინა. ესპანეთში
ინდივიდუალური დონორები უფლებამოსილნი არიან, საგადასახადო
სააგენტოსთვის ელექტრონული მიმართვის საფუძველზე, საშემოსავლო
გადასახადის 0,7% მიმართონ საქველმოქმედო მიზნებისთვის და გადასცენ
აღნიშნული თანხა კათოლიკურ ეკლესიას,27 არაკომერციულ ორგანიზაციას ან
23
იხილეთ ფისკალური კოდექსის მუხლი. 84 (2), ცვლილება მთავრობის
განკარგულების 138/2004 შესაბამისად.
24
იგულისხმება ექიმი, იურისტი, მენეჯერი, ინჟინერი, ნოტარიუსი, არქიტექტორი და
სხვა, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად,
საკუთარი პასუხისმგებლობით (კერძო პრაქტიკის ან კონტრაქტის საფუძველზე)
ახორციელებს პრაქტიკულ ან ინტელექტუალურ მომსახურებას)
25
https://www.philanthropyadvocacy.eu/wpcontent/uploads/2020/11/Romania_2020LegalEnvironmentPhilanthropy.pdf
26
“Tax Expenditures, Charitable Giving, and the Fiscal Future of the European Union” Lilian
Faulhaber, February 12, 2013, NYU School of Law ,
http://www.law.nyu.edu/sites/default/files/ECM_PRO_074735.pdf
27
The 2019 personal income tax return: general aspects,
https://www.agenciatributaria.es/AEAT.internet/en_gb/Inicio/Ayuda/Manuales__Folletos_y_
Videos/Manuales_practicos/IRPF/_Ayuda_IRPF_2019/Capitulo_1__Campana_de_la_declaraci
on_de_Renta/La_declaracion_del_IRPF__aspectos_generales/La_declaracion_del_IRPF__aspec
tos_generales.html
20
ორივე მათგანს.28 პროცენტის განსაზღვრა ხდება ყოველწლიურად, ბიუჯეტის
შესახებ კანონით (დადგენილი პროცენტი 2006 წლიდან მოქმედებს, მანამდე
0,52%-ის
გადარიცხვა
შეეძლოთ
ამ
წესით).იტალიაში,
პარტიების დაფინანსების წესის ცვლილების
29
პოლიტიკური
შესაბამისად, ორი ათასთან
პროპორციული განაწილების წესი (Two per mil - 2x1000) – 2014 წლიდან
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ იქცა.
აღნიშული წესის თანახმად, გადასახადის გადამხდელები უფლებამოსილნი
არიან პირადი საშემოსავლო გადასახადის 0,2% (2‰) გადარიცხონ (წინა წლის
საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისად) ერთი პოლიტიკური პარტიის
სასარგებლოდ,
რომელიც
რეგისტრირებულია
ეროვნულ
რეესტრში.
გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკვეთრი არჩევანია
გაკეთებული, სხვა შემთხვევაში, შემოწირულობები გადავა შესაბამის ფონდში,
სახელმწიფოს განკარგულებაში, რომელიც პროპორციულად გადაანაწილებს
დაწესებული
ლიმიტის
ფარგლებში
-
ახალი
რეგულაციის
(2x1000)
განხორციელებისთვის განისაზღვრა მაქსიმალური ოდენობები: 7,75 მლნ. ევრო
2014 წლისთვის; 2015 წლისთვის - 9,6 მლნ; 17,1 მლნ - 2016-სთვის, ხოლო 2017
წლისთვის (წესის სრული იმპლემენტაცია) – 25,1 მლნ ევრო აღირიცხება
შესაბამის ფონდში.30
რეგულაციის ძალაში შესვლიდან მეორე წელს (2015) გადასახადის
გადამხდელთა მხოლოდ 2,7%-მა მიუთითა კონკრეტული პარტია.
ასევე საინტერესოა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ერთმა პარტიამ
მოახერხა საკუთარი მხარდამჭერების წარმატებით მობილიზება ამ
საშუალების გამოსაყენებლად დემოკრატიული პარტიის
შემოწირულობებმა სრული თანხის (9,6 მლნ. 2015 წლისთვის) 55,8%
შეადგინა (5,358,250 ევრო);
ჩრდილოეთის ლიგა პადანიის
დამოუკიდებლობისთვის პარტიამ 11,6% მიიღო; მემარცხენე
ეკოლოგებმა - 9,2%.
ე) კანონპროექტის ავტორი;
28
https://www.philanthropyadvocacy.eu/wpcontent/uploads/2020/11/Spain_2020LegalEnvironmentPhilanthropy.pdf
29
იტალიაში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც
არეგულირებს პოლიტიკური პარტიებისთვის ნებაყოფლობითი კონტრიბუციების
(ფულადი შენატანების) თემასთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალში შევიდა 2014
წლიდან (2013 წლის 28 დეკემბრის N149 კანონით (DECREE-LAW December 28th 2013,
n.
149,
http://www.normattiva.it/uri-res/N2Ls?urn:nir:stato:decreto.legge:2013-1228;149!vig=), 2014 წლის 21 თებერვლის ცვლილებების შესახებ N13 კანონის
შესაბამისად (LAW 21 February 2014, n. 13, http://www.normattiva.it/urires/N2Ls?urn:nir:stato:legge:2014-02-21;13!vig=)).
30
PRIVATE FINANCING OF POLITICS IN ITALY, American Chamber of Commerce in Italy,
Public Affairs Committee Policy Paper, https://docplayer.net/100257442-Private-financing-ofpolitics-in-italy.html
21
საქართველოს პარლამენტის წევრი:
პაატა მანჯგალაძე
ასევე:
ააიპ „ტრენერთა ასოციაცია“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს პარლამენტის წევრი:
პაატა მანჯგალაძე
22