„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-01
ბიუროს ნომერი 90
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო
გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.
ამასთანავე, არც ერთი შემოსულობა, გარდა დონორების მიერ დაფინანსებული, აგრეთვე
საქართველოს კანონმდებლობით საქველმოქმედო დონაციისათვის გათვალისწინებული
შემოსულობები, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის
დასაფინანსებლად. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება
თავისი მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია
არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი;
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 262 მუხლი:
„მუხლი 262. საქველმოქმედო დონაციისათვის გათვალისწინებული შემოსულობების
განაწილება
საქველმოქმედო დონაციისათვის გათვალისწინებული შემოსულობების განაწილების წესი
და პირობები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში აღნიშნული ცვლილების განხორციელება საჭირო გახდა,
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი, ჩვენ მიერ წარმოდგენილი, ცვლილებებიდან
გამომდინარე, რომელის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი
იქნება საკუთარი შეხედულებისა და ნება-სურვილის შესაბამისად მხარი დაუჭიროს
საქველმოქმედო საქმიანობას, და მის მიერ გადახდილი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის
განაკვეთიდან არაუმეტეს 2%, მიმართოს ბიუჯეტის/ხაზინის გავლით, საქველმოქმედო
დონაციის მიმღებ ორგანიზაციებთან. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი
წარმოადგენს საქველმოქმედო საქმიანობის ხელშეწყობა და მისი ეფექტიანი სტიმულირება,
დამატებითი ვალდებულებების აღებისა და საბიუჯეტო სახსრების გაზრდის გარეშე, იმდენად,
რამდენადაც შემოთავაზებული ცვლილება უზრუნველყოფს საშემოსავლო გადასახადის
განაკვეთიდან, მისი კონკრეტული - პროექტით განსაზღვრული პროცენტის მიმართვას
მითითებული ორგანიზაციების საქმიანობის მასტიმულირებლად, მათივე საქართველოს
საგადასახადო კოდექსით დეკლარირებული სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე. გარდა
ამისა, აღნიშნული ცვლილებები გაზრდის თითოეული ინდივიდის როლს საბიუჯეტო
სახსრების მათი შეხედულებისამებრ განაწილებასთან დაკავშირებით.
საბიუჯეტო კოდექსის მოქმედი ვერსიის მიხედვით, საქართველოს საბიუჯეტო სისტემის
პრინციპია - უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო
გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.
ამასთანავე, არც ერთი შემოსულობა, გარდა დონორების მიერ დაფინანსებული
შემოსულობებისა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის
დასაფინანსებლად. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება
თავისი მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია
არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი; შესაბამისად, მოქმედი კანონის მიხედვით, პირდაპირ ვერ მოხდება რამე
სახის გადასახადის რამე სახის გადასახდელთან (დანახარჯთან) დაკავშირება. იმისთვის, რომ
ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოვიდეს უნივერსალობის
პრინციპთან, საჭიროდ ჩავთვალეთ აღნიშნული ცვლილებების შეტანა საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არ
არსებობით, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას საშუალებას მისცემდა და წაახალისებდა მხარი
დაეჭირა რელიგიური ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისათვის
ბუნებრივია ნაგულისხმევია განსახორციელებელი პროექტების სოციალური ხასიათი,
რომლებიც ვერ ხორციელდება მხოლოდ ფინანსების დეფიციტის გამო. ვინაიდან მოქმედი
კანონმდებლობით საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება
თავისი მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია
არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი; შესაბამისად, მოქმედი კანონის მიხედვით, პირდაპირ ვერ მოხდება რამე
სახის გადასახადის რამე სახის გადასახდელთან (დანახარჯთან) დაკავშირება. იმისთვის, რომ
ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოვიდეს უნივერსალობის
პრინციპთან, საჭიროდ ჩავთვალეთ აღნიშნული ცვლილებების შეტანა საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
ვინაიდან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანა აუცილებელი გახდა ჩვენ
მიერ
საგადასახადო
კოდექსში
შემოთავაზებული
ცვლილებებიდან
გამომდინარე,
კანონპროექტის მოსალოდნელ შედეგებზე მსჯელობისას აუცილებელია ვიმსჯელოთ მთლიანი
პაკეტის მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე, რომლის მიღების შედეგად საშემოსავლო
გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისა და ნებასურვილის შესაბამისად მხარი დაუჭიროს საქველმოქმედო საქმიანობას, და მის მიერ
გადახდილი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთიდან არაუმეტეს 2%-ის, მიმართოს
ბიუჯეტის/ხაზინის გავლით, საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციებთან, თუმცა
აღსანიშნავია, რომ მითითებული საპროცენტო განაკვეთები შეამცირებს შესაბამისი
პროპორციებით იმ თანხებს საშემოსავლო გადასახადიდან, რაც შემოთავაზებული ცვლილების
გარეშე დარჩებოდა ბიუჯეტში და განაწილდებოდა შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონის
მიხედვით, მაშასადამე ეს უკანასკნელი წარმოადგენს წლიური ბიუჯეტის კანონით
საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებული ნაწილის გეგმაზომიერი მიზნობრიობით
მიმართვის
დამოუკიდებელ
ალტერნატივას,
რომელიც
გარდაუვლად
სოციალურ
მიზნობრიობით გაიხარჯება გამხარჯავი ორგანიზაციისა და საგადასახადო ორგანოს
შემოთავაზებული ურთიერთდამოკიდებულებით. საყურადღებოა, რომ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს სსდ ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური საჯარო ინფორმაციის
გათვალისწინებით მიმდინარე წლის იანვრის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით ნაერთ
ბიუჯეტში კონსოლიდირების გარეშე დაგენერირდა 2,665,979,924.83 ლარი შესაბამისად წლიური
ბიუჯეტის კანონით გასახარჯ თანხას დააკლდება 2% მდე გათვალისწინებული თანხა, რომელიც
გაიხარჯება მხოლოდ სოციალური, საქველმოქმედო მიზნობრიობით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
კანონპროექტით:
1. მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების
დასაფინანსებლად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არც ერთი
შემოსულობა, გარდა დონორების მიერ დაფინანსებული, აგრეთვე საქართველოს
კანონმდებლობით საქველმოქმედო დონაციისათვის გათვალისწინებული შემოსულობები, არ
უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად.
საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება თავისი
მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია არის
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირი;
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 262 მუხლი:
„მუხლი
განაწილება
262.
საქველმოქმედო
დონაციისათვის
გათვალისწინებული
შემოსულობების
საქველმოქმედო დონაციისათვის გათვალისწინებული შემოსულობების განაწილების წესი
და პირობები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
კანონპროექტი არ არის ინიცირებული მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2022 წლის 1 სექტემბრიდან, რაც
დაკავშირებულია იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებასთან,
რამაც კანონის სრულყოფილი ამოქმედება უნდა უზრუნველყოს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნული ცვლილებები დაკავშირებულია ჩვენ მიერ
შემოთავაზებულ კანონპროექტთან საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების
შეტანის შესახებ, რომლის მიღებისა და ამოქმედებისათვის აუცილებელი ხარჯების
(საქველმოქმედო დონაციის მიმღებ ორგანიზაციათა რეგისტრაციასთან, საქველმოქმედო
დონაციის მიმღებ ორგანიზაციათა ერთიანი რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული და სხვა
შესაბამისი ხარჯების) დაფინანსება განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს რომელიმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი
უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისა და ნება-სურვილის შესაბამისად მხარი
დაუჭიროს საქველმოქმედო ა(ა)იპ ორგანიზაციების საქმიანობას, მათ სასარგებლოდ 20%-იანი
საშემოსავლო გადასახადის ოდენობიდან არაუმეტეს 2%-ის მათთან მიმართვის გზით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2020 წელის სახელმწიფო
ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3 079 840 100
ლარი1. შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი ყველა პირი
ისარგებლებს უფლებამოსილებით საქველმოქმედო დონაცია გაიღოს საქველმოქმედო
დონაციის მიმღები ორგანიზაციისათვის, ასეთ შემთხვევაში საქველმოქმედო დონაციის ჯამური
ოდენობა წლის მიხედვით იქნება 61 596 802 ლარი. შესაბამისად, მაქსიმუმ ამ ოდენობის თანხით
შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
1
ი ხ . http://treasury.ge/5741
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღების შედეგად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი
იქნება საკუთარი შეხედულებისა და ნება-სურვილის შესაბამისად მხარი დაუჭიროს
საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ სასარგებლოდ 20%-იანი საშემოსავლო
გადასახადის ოდენობიდან არაუმეტეს 2%-ის, მიმართვის გზით, რაც თავის მხრივ დადებით
გავლენას იქონიებს ზემოხსენებული ორგანიზაციების საქმიანობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტის მიღების შედეგად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილი
იქნება საკუთარი შეხედულებისა და ნება-სურვილის შესაბამისად მხარი დაუჭიროს
საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ სასარგებლოდ 20%-იანი საშემოსავლო
გადასახადის ოდენობიდან არაუმეტეს 2%-ის მიმართვის გზით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ვინაიდან
შესაძლებელი ხდება მათ შორის იმგვარი ა(ა)იპ-ების დაფინანსების გაზრდა, რომელთა მიზანსაც
ბავშვთა უფლებების დაცვა წარმოადგენს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ააიპ „ტრენერთა ასოციაცია“
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში
და იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას დეტალურადაა განხილული საკანონმდებლო პაკეტში შემავალი ძირითადი
კანონის პროექტის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
განმარტებით ბარათში.
ე) კანონპროექტის ავტორები;
საქართველოს პარლამენტის წევრი:
პაატა მანჯგალაძე
ასევე:
ააიპ „ტრენერთა ასოციაცია“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს პარლამენტის წევრი:
პაატა მანჯგალაძე