საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საპარლამენტო ფრაქციების: „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07-3/106; 01.09.2021) განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-08
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-13933/21
05-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტი
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/106; 01.09.2021).
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე წამყვან კომიტეტად
განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი
საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 60 დღით.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საკომიტეტო განხილვის
ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-13912/21
05-11-2021
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
ბატონო ანრი,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციების
„ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების
ჯგუფის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-3/106; 01.09.2021).
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 7 სექტემბრის N84/2
გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ პროექტებზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი, ხოლო იმ კომიტეტად, რომლის დასკვნაც უნდა ერთოდეს
კანონპროექტს განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი,
რომელსაც საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 5 ოქტომბრის N86/17
გადაწყვეტილებით განხილვის მაქსიმალურ ვადად განესაზღვრა 2021 წლის 10
ნოემბერი. ვინაიდან აღნიშნულ ვადაში პროექტების განხილვა ვერ ხერხდება,
გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული პროექტების განხილვის ვადის გაგრძელება
2021 წლის 10 ნოემბრიდან 2 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge