„საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
- „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოგიდგენილი თავდაცვის ძალების რაოდენობა განკარგულება
- გადამუშავებული ვარიანტი-„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები და თანდართულ მასალები საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტები თანდართულ მასალასთან ერთად საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 82 ✗ 0
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (68 KB)
📄 საქართველოს მთავრობის წარდგინება (577 KB)
📄 განკარგულება (284 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (40 KB)
📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (8 KB)
📄 დასკვნა (71 KB)
📄 საექსპერტო დასკვნა (905 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (942 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (197 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (1.4 MB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2021-12-15
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-13985/21
08-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის
წარდგინების თაობაზე (07-2/78; 01.10. 2021)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიმდინარე წლის 8 ნოემბერს,
კომიტეტის სხდომაზე განიხილა თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების
შესახებ საქართველოს მთავრობის წარდგინება.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 ოქტომბრის N1760 განკარგულების
მიხედვით საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა
შტატი) 2022 წლისთვის განსაზღვრულია არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი)
კაცით,
მათგან
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროსი-არაუმეტეს
37
000
(ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი
მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში
გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში
არსებულ დროებით შტატებზე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2022 წლისთვის საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილ თავდაცვის ძალების რაოდენობას და მიზანშეწონილად მიაჩნია
აღნიშნული საკითხის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა.
(დანართი -1 ფურცლად, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს
თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“)
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს
თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3
პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო
მოსამსახურეთა შტატი) 2022 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა;
მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი
ათასი) კაცისა.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ
ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო
სამსახურში
გასაწვევი
პირების
რაოდენობაზე
და
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების
რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 25
დეკემბრის N33-IIრს-Xმპ დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016631).
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
თბილისი,
2021 წლის ....... ნოემბერი
კახაბერ კუჭავა
დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-13191/21
18-10-2021
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა
და უშიშროების კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე
წლის 18 ოქტომბერს განიხილა საქართველოს მთავრობის წარდგინება თავდაცვის
ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ (№07-2/78, 01.10.2021).
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით
წარმოდგენილი ინფორმაციის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge