„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ტალიაშვილი, შალვა პაპუაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ტალიაშვილი, შალვა პაპუაშვილი, სოზარ სუბარი, მარიამ ლაშხი, გიორგი ამილახვარი
ნომერი
#07-3/123/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-22
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) 28-ე მუხლის: 1. მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, გარდამავალ პერიოდად განისაზღვროს ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე. 7. გარდამავალ პერიოდში დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 2. მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 8 – 23 პუნქტები: „8. გარდამავალ პერიოდში, არაუგვიანს 2022 წლის 1 დეკემბრისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მტკიცდება დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები (შემდგომში დროებითი წესი). 9. გარდამავალ პერიოდში დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების მიზნით: ა) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ იქმნება შესაბამისი ელექტრონული სისტემა დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის მიზნით (შემდგომში - რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა); ბ) დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე საქმიანობს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია, 2022 წლის 1 ივლისიდან არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრამდე, გაიაროს რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში; გ) არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული დაწესებულებები ვალდებულნი არიან სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში წარადგინონ თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის საფუძველზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინადადების საფუძველზე, არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მტკიცდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებული დაწესებულებების ავტორიზაციის გავლის განრიგი. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია ჩაითვალოს შესაბამისი დაწესებულების მიერ ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის უფლების საფუძვლად, შესაბამისი დაწესებულების მიერ, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის გავლის განრიგის გათვალისწინებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. 12. დაწესებულება, რომელიც ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასებას ან ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს, უუქმდება ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის უფლება. 13. დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე არ საქმიანობდა ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, გარდამავალ პერიოდში, ავტორიზაციის პროცედურას გაივლის დროებითი წესის შესაბამისად. იგივე წესი ვრცელდება, გარდამავალ პერიოდში, დაწესებულების მიერ ხელახალი განაცხადის (ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში) ან ახალი განაცხადის (დამატებით, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების სურვილი) წარდგენის ან ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საქმიანობის უფლების გაუქმების შემთხვევაშიც. 14. გარდამავალ პერიოდში, დაწესებულებების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომში – ავტორიზაციის საბჭო). ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება დროებითი წესით. 15. ავტორიზაციის საბჭო, დროებითი წესის შესაბამისად, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ავტორიზაციის მინიჭების შესახებ; ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ; დ) ავტორიზაციის შეჩერების შესახებ. 16. ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან დაწესებულების შესაბამისობა დგინდება დროებითი წესით. 17. საქმიანობის უფლების გაუქმების შემთხვევაში ან ავტორიზაციაზე უარის თქმის/ ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იურიდიული პირი უფლებამოსილია, ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს საქმიანობის უფლების გაუქმების თარიღიდან ან ავტორიზაციაზე უარის თქმის/ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ. 18. ავტორიზაციის მინიჭების შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ საავტორიზაციო განაცხადის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. 19. გარდამავალ პერიოდში, ავტორიზებულ დაწესებულებებთან მიმართებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგს, დროებითი წესის შესაბამისად. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, გარდამავალ პერიოდში, ასევე, ვალდებულია, დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების მონიტორინგი. 20. დაწესებულებებზე ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანო(ებ)ი ვალდებულნი არიან კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაცია, გარდა ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, აცნობონ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნულის საფუძველზე განახორციელოს დაწესებულების მონიტორინგი. 21. ავტორიზაციის შეწყვეტის ან ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაბამისი დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. 22. გარდამავალ პერიოდში, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წესის“ შესაბამისად, უზრუნველყოს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება და აღნიშნულ სისტემაში მუნიციპალიტეტებისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წვდომა. 23. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებულ მონაცემთა საჯაროობა, ასევე, უზრუნველყოს მონაცემთა ხელმისაწვდომობა სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის. 24. გარდამავალ პერიოდში დაწესებულების ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შესაბამისი დაწესებულებისათვის აითვლება ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული 4-წლიანი ვადა. 25. გარდამავალ პერიოდში, დროებით წესში შესაძლოა, დადგინდეს ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული თანაფარდობა. მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებიდან გარდამავალ პერიოდში: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს დაწესებულებების მიერ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად სათანადო ღონისძიებების განხორციელება; ბ) მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად; გ) დაწესებულებებმა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად; დ) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გარდამავალ პერიოდში, უზრუნველყოს დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია; ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების დროს უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლების ჩართულობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესისა და პროცედურების შესაბამისად; ვ) მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლების მეშვეობით ჩაერთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებულია საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წესი“ არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა. 3. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა უზრუნველყონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, 2019 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა კანონის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს იურიდიული პირების (შემდეგში - დაწესებულებები), რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, ეტაპობრივი ავტორიზაცია, ასევე ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა უნდა უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ შესაბამისი მოთხოვნების თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებისათვის წარმოდგენილი უფლებამოსილების განხორციელება დიდ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. მუნიციპალიტეტების აქტიური მონაწილეობით უნდა მოხდეს ერთიანი სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი სკოლამდელი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომელზეც ყველა ბავშვს მიუწვდება ხელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით. საკვანძო საკითხია მუნიციპალიტეტებში ინსტიტუციური გამოცდილების დაგროვება და მათი გაძლიერება, რაც დაეხმარებათ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს ავტორიზაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელებაში. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა წარმოდგენილი ვალდებულების გადავადების საკითხი. არსებულ საჯარო დაწესებულებებს შორის ხარისხის უზრუნველყოფის ყველაზე დიდი გამოცდილება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს, რომელიც წლებია მართავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს. ამ გარდამავალ პერიოდში ცენტრის მხარდაჭერა და ცოდნის გაზიარება მუნიციპალიტეტებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რაც, როგორც აღინიშნა, მუნიციპალიტეტებისთვის გამოცდილების დაგროვების, ინსტიტუციური ცოდნის შეძენისა და ხსენებული პერიოდის შემდეგ ავტორიზაციის პროცესის დამოუკიდებლად წარმართვის პროცესში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება. არსებული სიტუაციის შესწავლის, ანალიზის, გამართული კონსულტაციებისა და მსჯელობების საფუძველზე ნათელი გახდა, რომ უმნიშვნელოვანესია დროში გაწერილი გეგმის შემუშავება. შესაბამისად, დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები, პირველი რიგის აქტივობად, კი, განისაზღვრა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციისთვის საჭირო პროცედურებისა და ვადების შემუშავება, იმისათვის, რომ რეფორმირების პროცესი წარიმართოს ეფექტიანად და უწყვეტად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის საფუძველზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ხარისხიანი სკოლამდელი განათლება მდგრადი განვითარების ერთ-ერთ კომპონენტად განსაზღვრა. მდგრადი განვითარების 4.2 მიზნის თანახმად 2030 წლისთვის „ყველაგოგოსადაბიჭსხელი უნდამიუწვდებოდესხარისხიანადრეულგანვითარებაზე, ზრუნვასადასკოლამდელგანათლებაზეისე, რომისინიმზადიყვნენდაწყებითიგანათლებისთვის“.საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრი ქვეყანა ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და უზრუნველყოს ხარისხიანადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულ პროცესში, კი, როგორც უკვე აღინიშნა, უმნიშვნელოვანესია ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისავტორიზაციის საკითხი.ხსენებული პროცესის შეფერხების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზიაღმოჩნდაCOVID 19-ით გამოწვეული პანდემია, რამაც არსებითად შეცვალა დღის წესრიგი მთელსმსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ავტორიზაციის მიზანია დაწესებულებებში ხარისხიანი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა, რომელიც აღსაზრდელებში აუცილებელი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მათ კეთილდღეობას, როგორც ახლო, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის პროცესი შეეხება, როგორც საქართველოში არსებულ1647 საჯარო ბაღს, რომელიც 158 062 ბავშვს უწევს მომსახურებას, ასევე იმ კერძო ბაგა-ბაღებს, რომელთაც ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსი არ გააჩნიათ და დარჩენილი არიან საგანმანათლებლო რეგულირების მიღმა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა დაეხმარება კერძო დაწესებულებებს ერთიანი სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფაში, რომელიც აღსაზრდელთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაზეა ორიენტირებული. ამასთანავე,აღნიშნული რეფორმამათ მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერითაც. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ავტორიზაციის პროცესი, როგორც საჯარო, ასევე კერძო ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კიდევ უფრო გააძლიერებს შემდეგ მიმართულებებს:  აღსაზრდელთა ჯანმრთელობის, ფიზიკური და უსაფრთხოების დაცვას; ფსიქოლოგიური  ბავშვის მრავალმხრივ განვითარებაზე მეთოდოლოგიის გამოყენებას; ორიენტირებული სასწავლო  აღსაზრდელთა განვითარებაზე ორიენტირებული ფიზიკური და სოციალური გარემოს ფორმირებას;  აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული აღმზრდელობითი პროცესის წარმართვას;  აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ინკლუზიურობას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში ავტორიზაციის პროცესის დასრულებამდე არაერთი სამუშაოა განსახორციელებელი, ხსენებულ პერიოდში შემუშავდება დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები, შეიქმნება ელექტრონული სისტემა მათი პირველადი რეგისტრაციის მიზნით.თავის მხრივ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ვალდებული იქნება გაიაროს რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, წარადგინოს თვითშეფასება და გაიაროს ავტორიზაცია დროებითი წესის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული აქტივობები შესაძლებლობას იძლევა დაიწყოს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ამასთანავე, მუნიციპალიტეტების მიერადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის იმგვარი ადმინისტრირება, რაც თითოეულ ბავშვს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვს ხარისხიანი განათლების თანაბრად მიღების შესაძლებლობას მისცემს. ამასთანავე, ავტორიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება თვისობრივად დაუბრუნდება საგანმანათლებლო სისტემას, რომლის მართვაში წამყვან როლს გაძლიერებული და ინსტიტუციური ცოდნის მქონე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები შეასრულებენ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის, რომ კანონით გათვალისწინებულ რეგულირების სფეროში, დაწესებულებათა ავტორიზაცია, არ წარმოიშვას პრობლემა და დაიწყოს სისტემის ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, აუცილებელია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, 2030 წლის 1 იანვრამდე, დგინდება გარდამავალ პერიოდი დაწესებულებათა ავტორიზაციას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებულია: - კანონის 28-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე. გარდამავალ პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციას განახორციელებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. - კანონის 28-ე მუხლს ემატება 8-23 პუნქტები, კერძოდ: 1. მე-8 პუნქტით, გარდამავალ პერიოდში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები (შემდგომში - დროებითი წესი). 2. მე-9 პუნქტით გარდამავალ პერიოდში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების მიზნით: ა) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შეიქმნება შესაბამისი ელექტრონული სისტემა დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის მიზნით; ბ) დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე საქმიანობს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებული იქნება 2022 წლის 1 ივლისიდან არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს რეგისტრაცია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სისტემაში; გ) არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული დაწესებულებები ვალდებულნი იქნებიან სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში წარადგინონ თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნტით წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის საფუძველზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინადადების საფუძველზე, არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებული დაწესებულებების ავტორიზაციის გავლის გრაფიკი. 3. მე-10 პუნქტით ელექტრონული სისტემის წარმოების წესი დამტკიცდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. მე-11 პუნქტით ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია ჩაითვალება შესაბამისი დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის უფლების საფუძვლად, შესაბამისი დაწესებულების მიერ, ავტორიზაციის გავლის გრაფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. 5. მე-12 პუნქტით დაწესებულება, რომელიც არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა არ წარადგენს თვითშეფასებას ან ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს, გაუუქმდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის უფლება. 6. მე-13 პუნქტით დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე არ საქმიანობდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, გარდამავალ პერიოდში, ავტორიზაციის პროცედურას გაივლის დროებითი წესის შესაბამისად. იგივე წესი გავრცელდება, გარდამავალ პერიოდში, დაწესებულების მიერ ხელახალი განაცხადის (ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში) ან ახალი განაცხადის (დამატებით, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების სურვილი) წარდგენის ან განსაზღვრულ შემთხვევებში საქმიანობის უფლების გაუქმების შემთხვევაშიც. 7. მე-14 პუნქტით გარდამავალ პერიოდში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომში – ავტორიზაციის საბჭო). ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობა არ იქნება ანაზღაურებადი საქმიანობა. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება დროებითი წესით. 8. მე-15 პუნქტით ავტორიზაციის საბჭო, დროებითი წესის შესაბამისად, მიიღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ავტორიზაციის მინიჭების შესახებ; ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ; დ) ავტორიზაციის შეჩერების შესახებ. 9. მე-16 პუნქტით ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან დაწესებულების შესაბამისობა დადგინდება დროებითი წესით. 10. მე-17 პუნქტით საქმიანობის უფლების გაუქმების შემთხვევაში ან ავტორიზაციაზე უარის თქმის/ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილი იქნება ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს საქმიანობის უფლების გაუქმების თარიღიდან ან ავტორიზაციაზე უარის თქმის/ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ. 11. მე-18 პუნქტით ავტორიზაციის მინიჭების შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ საავტორიზაციო განაცხადის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. 12. მე-19 პუნქტით გარდამავალ პერიოდში, ავტორიზებულ დაწესებულებებთან მიმართებით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგს, დროებითი წესის შესაბამისად. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, გარდამავალ პერიოდში, ასევე, ვალდებული იქნება, დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების მონიტორინგი. 13. მე-20 პუნქტით ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ჩაითვლება ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაბამისი დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. 14. 21-ე პუნქტით გარდამავალ პერიოდში, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებული იქნება, აწარმოოს ავტორიზებულ დაწესებულებათა რეესტრი, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დაწესებულებათა დროებითი რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად, უზრუნველყოს მონაცემთა საჯაროობა, ასევე უზრუნველყოს მონაცემთა ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტებისათვის, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის და სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურისათვის. სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პასუხისმგებელი იქნება მიწოდებული მონაცემების სისწორისთვის. 15. 22-ე პუნქტით გარდამავალ პერიოდში დაწესებულების ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შესაბამისი დაწესებულებისათვის აითვლება კანონით გათვალისწინებული 4-წლიანი ვადა. 16. 23-ე პუნქტით გარდამავალ პერიოდში, განისაზღვრება შესაძლბელობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის დროებით წესსა და პროცედურებში დადგინდეს კანონის 22-ე მუხლით (ჯგუფის მოცულობა და აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა) განსაზღვრულისგან განსხვავებული თანაფარდობა. კანონპროექტი ითვალისწინებს მისი ამოქმედებიდან გარდამავალ პერიოდში გასატარებელ ღონისძიებებს: 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად სათანადო ღონისძიებების განხორციელებას. 2. მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად. 3. დაწესებულებები უზრუნველყოფენ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად. 4. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, გარდამავალ პერიოდში, უზრუნველყოფს დაწესებულებების ეტაპობრივ ავტორიზაციას. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილებების განხორციელების დროს უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლების ჩართულობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესისა და პროცედურების შესაბამისად. 6. მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლების მეშვეობით ჩაერთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას. 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებული იქნება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ავტორიზებულ დაწესებულებათა დროებითი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა 8. მუნიციპალიტეტების საკრებულოებს განესაზღვრებათ ვალდებულება უზრუნველყოფენ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (კანონის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ) ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის არსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება, შესაბამისად კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტები. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით სულ ზემოაღნიშნული პროექტის ღირებულება 2022 წლიდან 2030 წლამდე წარმოადგენს 5 957 450 ლარს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება ამოქმედებიდან შემდგომ 3 წლიან პერიოდში არ იქონიებს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან კანონპროექტის მიხედვით შემდგომი 3 წელი წარმოადგენს ერთგვარ მოსამზადებელ პერიოდს, ხოლო ამ პერიოდის კერძოდ, 2024 წლის შემდეგ ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია მოხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს კანონპროექტის რეგისტრაციისას მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. თუმცა, ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს გარდამავალ პერიოდს 2022 წლიდან 2030 წლამდე. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების გადასაჭრელად ეტაპობრივად მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფა. კერძოდ, 2022 წელს საბავშვო ბაღებისთვის განხორციელდება საინფორმაციო სისტემის ბაზის შექმნა, სადაც დარეგისტრირდებიან ბაღები, ასევე მოხდება ავტორიზაციის სტანდარტების შემუშავება, რისთვისაც გასაწევი ხარჯი იქნება 75.000 ლარი. 2023 წელს მოხდება ელექტრონული თვითშეფასების პლატფორმის შექმნა და საქართველოში არსებული ყველა სკოლამდელი დაწესებულება გაივლის თვითშეფასების პროცესს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით, რისთვისაც ბიუჯეტიდან გასაწევი სავარაუდო ხარჯი იქნება 850.000 ლარი. 2024 წელს განხორციელდება თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროების ანალიზი და ბაღების მხარდაჭერა მოხდება მათი საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, რადგან ჯერ არ ვიცით, რომელ სუბიექტს რა ტიპის საჭიროება დაუდგება ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, ვერ იქნება წინასწარ განსაზღვრული თუ რა ფინანსური საჭიროება იქნება კონკრეტულ წელს ამ მიმართულებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საჭიროებების ანალიზსა და ბაღების მხარდაჭერასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამასთან ნაწილი თანხის აკუმულირება/მოპოვება მოხდება ამ სფეროში მომუშავე დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. კანონპროექტის მიხედვით 2025-2030 წლებში განხორციელდება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია. წლების მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს რიგითობით მოუწევთ ავტორიზაცია მათი მზაობის მიხედვით. სავარაუდოდ წლის განმავლობაში 200 ბაღი გაივლის ავტორიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ავტორიზაციის კალკულაცია არ არის წარმოდგენილი, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, საშუალოდ ერთი დაწესებულების ავტორიზაციისთვის საჭირო თანხა შესაძლოა განისაზღვროს 9.000 ლარით, ანუ წლის განმავლობაში 1. 800.000 ლარით, რომელიც 2025 წლიდან იქნება გასაწევი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი ითვალისწინებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხს, რაც თავის მხრივ მოახდენს ამ ტიპის დაწესებულებათაგან გარკვეული ფინანსური ხარჯის გაწევას, თუმცაღა აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით ავტორიზაციის პროცესის დაწყება მოხდება 2025 წლიდან. შესაბამისად ამ დრომდე რაიმე დამატებითი ხარჯის გაწევა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მხრიდან არ იქნება საჭირო. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა შესაძლოა არსებობდეს ამ საქმიანობის განმახორციელებელი კერძო სამართლის სუბიექტებიც, რომელთა აღრიცხვა ამ დრომდე არ მომხდარა. ამგვარი დაწესებულებების აღრიცხვისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შესაბამისი ელექტრონული სისტემის შექმნის საკითხს დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის მიზნით. ხოლო დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე საქმიანობს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია, 2022 წლის 1 ივლისიდან არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრამდე, გაიაროს რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში (რეგისტრაციის გავლა უფასოა). მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი გაანალიზდეს ის გასაწევი ხარჯები, რომლებიც საქმიანობის განმახორციელებელ კერძო სამართლის სუბიექტებს შესაძლოა ჰქონდეთ ავტორიზაციისთვის საჭიროებებიდან გამომდინარე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. 1 ბ ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება; კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გაუმჯობესების კუთხით. კერძოდ, დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს იმ ბავშვთა მდგომარეობაზე, რომლებიც ისწავლიან ისეთ ადრეულ და სკოლამდელ აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, რომელთაც შეეხებათ ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, კერძოდ მათ გავლილი ექნებათ ავტორიზაციის პროცესი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპოექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს/დაწესებულებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ტალიაშვილი, შალვა პაპუაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ტალიაშვილი, შალვა პაპუაშვილი, სოზარ სუბარი, მარიამ ლაშხი, გიორგი ამილახვარი.