„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-22
ბიუროს ნომერი 96
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) დაემატოს შემდეგი შინაარსის 156 2
მუხლი:
„მუხლი 1562. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების ავტორიზაცია გარდამავალ პერიოდში
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების
ავტორიზაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით, შესაძლოა, დადგინდეს
ამავე კანონმდებლობით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდისათვის
განსხვავებული რეგულირება.“.
მუხლი 2. ეს ორგანული კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროქეტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა:
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საკუთარი უფლებამოსილებას წარმოადგენს
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 28-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, 2019 წლის 1 აპრილიდან
2021 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა კანონის შესაბამისად
უნდა უზრუნველყოს იურიდიული პირების (შემდეგში - დაწესებულებები),
რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების
ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და
მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, ეტაპობრივი
ავტორიზაცია, ასევე ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის
საკრებულოებმა უნდა უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების შემუშავება მათ
ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ შესაბამისი მოთხოვნების
თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად.
მიუხედავად
წარმოდგენილი
ვალდებულებისა,
იმ
გარემოების
გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტბს არ გააჩნიათ ინსტიტუციური ცოდნა
და გამოცდილება აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების კუთხით,
წარმოდგენილი ვალდებულება ვერ შესრულდა. ამდენად, საქართველოს
ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ ემატება მუხლი
გარდამავალ დებულებებში, რომელიც ითვალისწინებს ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის
საკითხზე დროებითი რეგულირების დაწესების შესაძლებლობას გარდამავალ
პერიოდში, კერძოდ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით,
შესაძლოა, დადგენილ იქნას ამავე კანონმდებლობით განსაზღვრული
გარდამავალი პერიოდისათვის განსხვავებული რეგულირება. ეს რეგულირება კი
აისახება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში. წარმოდგენილი რეგულირება საშუალებას მისცემს
დაწესებულებათა ავტორიზაციის პროცესს, რომ დაიწყოს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებულებათა ავტორიზაციის
პროცესის გარდამავალი პერიოდის რეგულირების დაწესებ, აუცლებელია
კოდექსმა გაითვალისწინოს ასეთი გარდამავალი რეგულირების დაწესების
შესაძლებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, ჩნდება შესაძლებლობა,
საქართველოს
კანონმდებლობით,
დადგინდეს
ამავე
კანონმდებლობით
განსაზღვრული გარდამავალი პერიოდისათვის განსხვავებული რეგულირება.
თავის მხრივ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ყალიბდება ახალი
რედაქციით, რომლის თანახმად 2019 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 31
დეკემბრამდე ავტორიზაციის პერიოდი გადაიწევს 2030 წლის 1 იანვრამდე. ხოლო,
გარდამავალ პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების ავტორიზაციას განახორციელებს სსიპ - განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი.
მნიშვნელოვანია, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს, რომ გარდამავ პერიოდში,
დაწესებულებათა ავტორიზაციის სისტემის დანერგვისა და განხორციელების
დროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილებების
განხორციელების დროს ვალდებული იქნება უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის
მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლების ჩართულობა,
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე,
დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესისა და
პროცედურების შესაბამისად. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი ვალდებული
იქნება, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების
ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლების
მეშვეობით ჩაერთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა
და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ
მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას.
აღნიშნული მექანიზმი საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს პროცესში
მონაწილეობის გზით მიიღონ ცოდნა და დააგროვონ გამოცდილება, გარდამავალი
პერიოდის
შემდგომ,
სისტემის
დამოუკიდებლად
სამართავად
და
უფლებამოსილების ეფექტიანად განსახორციელებლად.
ამასთან,
ცვლილების
პროექტით
კლვავ
ხდება
მითითება,
რომ
მუნიციპალიტეტების
საკრებულოებმა
უზრუნველყონ
„ადრეული
და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით გათვალისწინებულია:
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების
ავტორიზაციის მიზნით, შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით,
დადგინდეს
ამავე
კანონმდებლობით
განსაზღვრული
გარდამავალი
პერიოდისათვის განსხვავებული რეგულირება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის არსიდან გამომდინარე,
მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება,
შესაბამისად კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი
ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა)
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
აღნიშნული კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან
თანხების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს გავლენას
საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის
მიღება
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა;
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას.
1
ბ ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბავშის უფლებრივ მდგომარეობაზე რადგან
ის წარმოადგენს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
კანონში ცვლილების პროექტის გამომდინარე კანონპროექტს და წარმოადგენილი
რედაქციით არ ასახავს იმ ტიპის ცვლილებებს, რომელთაც შეუძლიათ გავლენა
მოახდინონ ბავშის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპოექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო,
არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს/დაწესებულებს,
ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:
თამარ ტალიაშვილი, შალვა პაპუაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები:
თამარ ტალიაშვილი, შალვა პაპუაშვილი, სოზარ სუბარი, მარიამ ლაშხი, გიორგი
ამილახვარი.