საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინფორმაცია „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“; „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“, „განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“, „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“, „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები“ თემატური მოკვლევის ჯგუფების მუშაობის ვადის, ჯგუფების მიერ, ერთი თვით გაგრძელების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.11.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-14579/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-06-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 25

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 2021 წლის 21 ივნისი, 12:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, „ამნისტიის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/36; 24.02.2021) (II მოსმენა); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მაია ბითაძე; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; საორგანიზაციო საკითხები 2. ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში განსახორციელებელი ცვლილება; სამეცნიერო- მომხსენებელი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი; 3. თემატური მოკვლევის - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ დაწყების საკითხი; მომხსენებელი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე, გ. სირაძე, მ. ხურციძე; 4. თემატური მოკვლევის - „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“ დაწყების საკითხი; მომხსენებელი: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე, ი. ჩხენკელი, მ. ხურციძე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი N25 ქ. თბილისი 21 ივნისი, 2021 წ. სხდომის თავმჯდომარე: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომის მდივანი: თამილა შაბაშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გოჩა ენუქიძე, დავით ზილფიმიანი (გელა მიქაძის უფლებამონაცვლე), ხატია წილოსანი (ელგუჯა გოცირიძის უფლებამონაცვლე), ისკო დასენი, ლევან მგალობლიშვილი, ხათუნა სამნიძე, ვასილ ჩიგოგიძე ბეჟან წაქაძე, მაია ბითაძე (ნინო წილოსანის უფლებამონაცვლე), მამუკა ხაზარაძე (სულ 11 წევრი). მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - მაია ბითაძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი: განსახილველი საკითხები 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილისა და ბექა ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, 1 არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, „ამნისტიის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/36; 24.02.2021). (II მოსმენა) მომხსენებელი: მაია ბითაძე 2. ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში განსახორციელებელი ცვლილება. მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 3. თემატური მოკვლევის - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ დაწყების საკითხი. მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 4. თემატური მოკვლევის - „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“ დაწყების საკითხი. მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი მოისმინეს: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის - მაია ბითაძის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, , ბექა დავითულიანის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილისა და ბექა ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, „ამნისტიის შესახებ“ და საქართველოს ორგანული 2 კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. „ადგილობრივი მომხსენებლის ინფორმაციით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი მიზანია გადაჭრას ის პრობლემა, რომელიც დედაქალაქში წარმოიშვა აქტიური მშენებლობების განვითარების შემდეგ, როდესაც დადგა საკითხი აშენებული ობიეტების ექსპლუატაციაში არ მიღებასთნ. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ვრცელდება ყველა კლასის სამშენებლო ნებართვაზე, იმ გამონაკლისით, რომ საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი სამშენებლო ამნისტია ეხება მხოლოდ საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტებს. არ ეხება ისეთ ობიექტებს, რომელიც თავისი შინაარსით შესაძლებელია ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე. საკანონმდებლო პაკეტი ვრცელდება მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომელზეც გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ მშენებლობის პროცესი ნაწარმოებია დარღვევებით. მომხსენებელმა დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია საკომიტეტო მოსმენებზე, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ საკანომმდებლო პაკეტში მეორე მოსმენისთვის გათვალისწინებულ ცვლილებებზე. კერძოდ: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1391 მუხლს დაემატა მე-4პუნქტი - ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის სამშენებლო მიზნით ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტით. კოდექსის 1413 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით დაინტერესებული პირი, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს: ა) არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფიული გეგმა; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი საექსპლუატაციო ობიექტის ჩვენებით; გ) ობიექტის არქიტექტურული პროექტი და არსებული სიტუაციის ამსახველი ობიექტის აზომვითი ნახაზი; დ) ობიექტის ფოტოსურათები; ე) აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა; 3 ვ) საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული პროექტის საექსპერტო დასკვნა; ზ) ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის პირთა თანხმობა; თ) ავტოსადგომების სავალდებულო რაოდენობის (შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, ხოლო პროექტის არარსებობისას, ამ ობიექტისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაოდენობის არ არსებობის შემთხვევაში) არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის პირთა თანხმობა. ი) ობიექტში მოწყობილი ტექნოლოგიური მოწყობილობების (ლიფტების, ესკალატორების და სხვა) გამოცდის აქტები“. კოდექსის 1413 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადასტურებს დარღვევით განხორციელებულ მშენებლობას უკვე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გათვალისწინებით და ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ამ პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა გრძელდება 6 თვის ვადით. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა, არ უზღუდავს პირს უფლებას განმეორებით წარადგინოს განაცხადი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით“. კოდექსის 1413 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება: ა) მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობაზე; ბ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლზე; გ) სუბიექტზე, რომლის საქმიანობაც საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, ექვემდებარება გარემოსდაცვითი ზეგავლენის შეფასების ჩატარებას; დ) ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტზე. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 252 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის სამშენებლო მიზნით ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით 4 მომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტით. კოდექსის 1033 მუხლის მე-9 და მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: • მე-9 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ადასტურებს დარღვევით განხორციელებულ მშენებლობას უკვე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გათვალისწინებით და ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილებას ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ამ პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა გრძელდება 6 თვის ვადით. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა, არ უზღუდავს პირს უფლებას განმეორებით წარადგინოს განაცხადი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. • მე-16. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება: ა. .„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლზე. ბ. სუბიექტზე, რომელის საქმიანობაც საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, ექვემდებარება გარემოსდაცვითი ზეგავლენის შეფასების ჩატარებას. გ. ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება შემდეგი შინაარსის 3601 მუხლი მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა, ჩადენილი ასეთი სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გამოძიება იწყება მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვისა და ამ დადგენილების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ“. 5 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც განისაღვრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლა ან/და მისი დარღევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი 4პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების დროებითი წესი, 49 -ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს ორგანულ კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1635 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის ქონების შემძენისათვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის პირობის შეცვლის ან/და მისი დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების დროებითი წესს, ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის ქონების შეძენის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის პირობის/პირობების (მათ შორის, ფინანსური და საინვესტიციო პირობის/პირობების) ცვლილების ან გაუქმების, ასევე ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს თანხმობით იღებს მთავრობა, თბილისის შესაბამისი ქონების შემძენის, სარგებლობის უფლებით მიმღების ან მართვის უფლებით მიმღების დასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, თუ ეს პირობა/პირობები უნდა შესრულებულიყო იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში, სადაც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლის ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტი. ამ კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვრა გამოქვეყნებიდან მე-15 დღე. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, იმ პირების ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისგან, შესაბამისი საურავისგან და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის გადახდისაგან გათავისუფლების წესს, პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, - . ამ მუხლით გათვალისწინებული სახდელისგან გათავისუფლება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იმავე პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩაიდინა იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების 6 გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში, სადაც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლის ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტი. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება გულისხმობს პირის ადმინისტრაციული სახდელის, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის გადახდისაგან გათავისუფლებას. ამ კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვრა გამოქვეყნებიდან მე-15 დღე. საქართველოს კანონი „ამნისტიის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარლამენტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეიცვალა არა შინაარსობრივი, არამედ იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. აღნიშნული კანონი ეხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან იმ პირის გათავისუფლებას, რომელმაც 2020 წლის 18 აგვისტომდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა საქართველოს 1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64 მუხლის პირველი ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა). ამნისტია ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში, სადაც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1413 მუხლის ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1033 მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტი. კანონი არ ვრცელდება დაცულ ტერიტორიებე და სანიტარულ ზონებში ჩადენილ სამართალდარღვევებზე. ამ კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვრა გამოქვეყნებიდან მე-15 დღე. აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ, მამუკა ხაზარაძემ, გიორგი ხაბურზანიამ (სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრი), ანა ბიბილაშვილმა ( „ლელო 7 საქართველოსთვის წევრი, არქიტექტორი, ურბანისტი), თორნიკე ართქმელაძემ („ლელო საქართველოსთვის წევრი). გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი და და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 2. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში განსახორციელებელ ცვლილებაზე. მომხსენებლმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის ცვლილება და საბჭოს წევრებს ემატება უჩა უჩანეიშვილი - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში განსახორციელებელ ცვლილებას. მოისმინეს: 3. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება თემატური მოკვლევის - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ დაწყების საკითხზე. მომხსენებლმა აღნიშნა, რომ კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ და მოუწოდა კომიტეტის წევრებს და ყველა მსურველს თემატური მოკვლევის ჯგუფში ჩართვაზე. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. 8 გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა თემატური მოკვლევის დაწყებას. მოისმინეს: 4. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება თემატური მოკვლევის - „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“ დაწყების საკითხზე. მომხსენებლმა აღნიშნა, რომ კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება ამის კაპიტალიზაცია მოახდინოს ქვეყანამ და შესაბამისად, როგორ უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად ეს ხელშეკრულებები. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა თემატური მოკვლევის დაწყებას. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი დავით სონღულაშვილი თამილა შაბაშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 9