საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ (ეს პროექტი) დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-11-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 51
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2021 წლის 26 ნოემბერი, 14.00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის, გიორგი
ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/110;
29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის II მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე;
3. საქართველოს პარლამენტის წევრის კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (073/85; 22.06.2021) განხილვა;
მომხსენებელი: კახა კახიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2021 წლის 26 ნოემბერი, 14.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
1.
2.
3.
სხდომის ოქმი
N51
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, სავალან
მირზოევი, ლევან ბეჟაშავილი, დავით კაჭარავა, თამარ კორძაია, ბაჩუკი ქარდავა და
ირმა ზავრადაშვილის უფლებამონაცვლე მაია მენაღარიშვილი.
სხდომაზე მოწვეულები: კახი კახიშვილი (მომხსენებელი) - საქართველოს
პარლამენტის წევრი; მიხეილ სარჯველაძე (მომხსენებელი) - საქართველოს
პარლამენტის წევრი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები.
სხდომის მდივანი: ბექა წიკლაური- წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის, გიორგი
ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/110;29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის II
მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე.
საქართველოს პარლამენტის წევრის კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების
გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის (07-3/85; 22.06.2021) განხილვა.
მომხსენებელი: კახა კახიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“
სხდომის თავმჯდომარემ სხდომის დღის წესრიგის პროექტის წარდგენის შემდეგ
კომიტეტის წევრებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9
პუნქტის შესაბამისად, გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის
დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი
საკითხის დამატების თაობაზე: საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“პარტნიორობა საქართველოსათვის“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა, იმის გამო,
რომ იგივე სახელწოდების საპარლამენტო ფრაქცია დაიშალა და ფრაქციის წევრებმა,
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მომართეს განცხადებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე.
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ
წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის კორექტირებული
დღის წესრიგი.
დღის წესრიგი:
1.
2.
3.
4.
საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის, გიორგი
ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/110;29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის II
მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე.
საქართველოს პარლამენტის წევრის კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების
გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის (07-3/85; 22.06.2021) განხილვა.
მომხსენებელი: კახა კახიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“
რეგისტრაციის საკითხის განხილვა,
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის
ნინო ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე
არჩევის გამო. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2021 წლის 22
ნოემბრის №01-01/1822 წერილით, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იქნა
N20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის 2021 წლის 10 ნოემბრის თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე
ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. აღნიშნული ოქმის საფუძველზე
დადასტურდა, რომ ნინო ლაცაბიძე არჩეული იქნა თვითმმართველი ქალაქის
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს
მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ნინო ლაცაბიძეს
ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი - ნინო ლაცაბიძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ - წარედგინება
პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
შენიშვნები და მოსაზრებები კომიტეტის წევრების მხრიდან განხილულ საკითხთან
დაკავშირებით არ გამოთქმულა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის, გიორგი
ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/110;29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის II
მოსმენით განხილვა;
მოისმინეს: მიხეილ სარჯველაძის მოხსენება.
2
მომხსენებელმა თავდაპირველად ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რეგლამენტის
პროექტის შემუშავებას საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტში შექმნილი
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ შემუშავებული „ღია
პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის“ რიგი ვალდებულებები, კერძოდ:
პარლამენტის კომიტეტების სხდომების ოქმების ვებგვერდზე გამოქვეყნებისათვის
ვადების შემოღება, კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის კომიტეტების
სხდომების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება და პარლამენტის კომიტეტებში
შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
მომხსენებელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით
განხილვისას გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები, რომელთა უმეტესი ნაწილი
შეეხებოდა სამუშაო
ჯგუფების მაქსიმალური გამჭვირვალეობის საკითხს,
კონკრეტულად ცვლილებების მიღების შემდგომ ყოფილიყო იმგვარი ბალანსი
დაცული, რომ მაქსიმალურ გამჭვირვალეობას დაბრკოლებები არ შეექმნა სამუშაო
ჯგუფების მუშაობისათვის მოქნილობის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით,
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნა
პირველი მოსმენით განხილვისას გამოთქმული მოსაზრებები.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით კანონპროეტის მეორე მოსმენით
განხილვისათვის დადგენილი პროცედურების
შესაბამისად, მომხსენებელმა
რეგლამენტის პროექტი წარმოადგინა მუხლობრივად:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
34-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „11. კომიტეტის
სხდომა საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.
განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა ან მისი ნაწილი შეიძლება
დაიხუროს. კომიტეტის სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ
გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს
სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის
სხდომის დახურვა“.
ცვლილებები არ განხორციელებულა
შენიშვნები და მოსაზრებები მეორე მოსმენით განხილვის დროს არ გამოთქმულა
პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატება შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111 . კომიტეტის
სხდომაზე დგება სხდომის ოქმი. კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი
ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის
ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად
მიღებულია გადაწყვეტილება სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ, რა
დროსაც ოქმი და აუდიო ჩანაწერი ან მათი შესაბამისი ნაწილი არ ექვემდებარება
გამოქვეყნებას.“
ცვლილებები არ განხორციელებულა
შენიშვნები და მოსაზრებები მეორე მოსმენით განხილვის დროს არ გამოთქმულა
1.
პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით:
2. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 46. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი
46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ
მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი
თავისი გადაწყვეტილებით ქმნის სამუშაო ჯგუფს ჯგუფებს, რაც აისახება კომიტეტის
შესაბამისი სხდომის ოქმში. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას და
ხელმძღვანელს
განსაზღვრავს
კომიტეტი.
კომიტეტის
სამუშაო
ჯგუფის
3
შემადგენლობაში საჭიროებისამებრ შეხედულებისამებრ შესაძლებელია შედიოდნენ
პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი
დარგის სპეციალისტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პირველ პუნქტში განხორციელდა ცვლილებები,
ამოღებული იქნება სიტყვა - „თავისი“, აგრეთვე დაზუსტება - „რაც აისახება
კომიტეტის შესაბამისი სხდომის ოქმში“, რადგან კომიტეტის სხდომის ოქმში აისახება
ყველა ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ, მათ
შორის
ინფორმაცია
სხდომაზე
მიღებული
გადაწყვეტილებების
თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 42-ე მუხლი შეიცავს კომიტეტის აქტების
ამომწურავ ჩამონათვალს, კერძოდ, კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია და
გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე
კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისად ინფორმაცია კომიტეტის
გადაწყვეტილების თაობაზე აისახება შესაბამის კომიტეტის სხდომის ოქმში და
აღნიშნული საკითხის თაობაზე დამატებით დაკონკრეტების საჭიროება არ არსებობს.
აგრეთვე, როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიტყვა ჯგუფს შეიცვლება
მრავლობითი რიცხვით - „ჯგუფებს“, ხოლო სიტყვა - „ საჭიროებისამებრ“ შეიცვლება
სიტყვით - „შეხედულებისამებრ“, იმისათვის, რომ არ იქმნებოდეს ორაზროვნება „საჭიროებისამებრ“ სუბიექტური კატეგორიაა თუ ობიექტური. აღნიშნული
ცვლილებების გათვალისწინებით, პირველი პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი სახით:
1. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ
მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი
გადაწყვეტილებით ქმნის სამუშაო ჯგუფებს. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის
შემადგენლობას და ხელმძღვანელს განსაზღვრავს კომიტეტი. კომიტეტის სამუშაო
ჯგუფის
შემადგენლობაში
შეხედულებისამებრ
შესაძლებელია
შედიოდნენ
პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი
დარგის სპეციალისტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები.
46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადას ადგენს კომიტეტი. აღნიშნული ვადა შეიძლება
გააგრძელოს კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.
46-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:
3. კომიტეტის გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც უნდა
შეიცავდეს ინფორმაციას სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის, მიზნებისა და მუშაობის
ვადების შესახებ, ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, სამუშაო ჯგუფის შექმნიდან
14 დღის ვადაში.
46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად:
4. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გამართვის თარიღს განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის
ხელმძღვანელი.
46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად:
5. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ღიაა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს შეუძლია სამუშაო
ჯგუფის წევრის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით - მიიღოს გადაწყვეტილება
სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დახურვის შესახებ. დახურულ შეხვედრაზე დამსწრე
პირთა წრეს განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
46-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად:
6. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ დგება შეხვედრის ოქმი, რაც ქვეყნდება
პარლამენტის ვებგვერდზე, შეხვედრის დასრულებიდან 14 დღის ვადაში, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებულია
გადაწყვეტილება შეხვედრის დახურვის შესახებ, რა დროსაც ოქმი არ ექვემდებარება
გამოქვეყნებას.
ცვლილებები არ განხორციელებულა
შენიშვნები და მოსაზრებები მეორე მოსმენით განხილვის დროს არ გამოთქმულა 46-ე
მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მე-6 პუნქტებში
4
46-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად:
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე სამუშაო ჯგუფი
კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ,
რაც ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტისთვის ამ ინფორმაციის
წარდგენიდან 14 დღის ვადაში
აღნიშნულ პუნქტთან მიმართებაში, გამოითქვა მოსაზრება და შესაბამისად
მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ „ვადის გასვლამდე“, შეიცვალოს სიტყვით „ვადაში“, ვინაიდან სამუშაო ჯგუფმა მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაცია
კომიტეტს უნდა წარუდგინოს სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადის განმავლობაში.
კერძოდ, იმ ვადის განმავლობაში, რომელსაც კომიტეტი დაადგენს სამუშაო ჯგუფის
შექმნის შესახებ გადაწყვეტილებით. სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით და
მეტი თვალსაჩინოებისთვის მიზანშეწონილია მკაფიოდ ჩამოყალიბდეს სამუშაო
ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვადა და შესაბამისად,
46-ე მუხლის მე-7 პუნქტში ნაცვლად სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადის გასვლამდე,
მიეთითოს სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადაში.
აღნიშნული მოსაზრების გათვალისწინებით 46-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდება
შემდეგი სახით:
„ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაო ჯგუფი კომიტეტს
წარუდგენს ინფორმაციას სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ, რაც
ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტისთვის ამ ინფორმაციის წარდგენიდან
14 დღის ვადაში“.
46-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად:
8. სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილების, სამუშაო ჯგუფის
შეხვედრის ოქმისა და სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კომიტეტი, რომლის
გადაწყვეტილებითაც იქნა შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
ცვლილება არ განხორციელებულა
შენიშვნები და მოსაზრებები მეორე მოსმენით განხილვის დროს არ გამოთქმულა
9.
46-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად:
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე პარლამენტის
ცალკეულ წევრთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე (მათ შორის
სამუშაო ჯგუფის მსგავს საქმიანობაზე), თუ ის არ მიმდინარეობს კომიტეტის სამუშაო
ჯგუფის ფორმით, არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი-მე-8 პუნქტებით
განსაზღვრული მოთხოვნები
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მე-9 პუნქტში, გამოთქმული შენიშვნებისა და
შემოთავაზებული წინადადებების გათვალისწინებით, განხორციელდება ცვლილება,
კერძოდ თავდაპირველ ვარიანტში, მეტი სიცხადის მიზნით, უფრო ფართოდ იყო
განმარტებული ნორმა, რომელიც, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მაქსიმალური
ფორმალიზების პირობებში, უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის წევრების
ცალკეული სამუშაო ფორმატებით შეკრების და საკითხების განხილვის
შესაძლებლობას.
წარმოდგენილი მოსაზრების თანახმად, ფორმულირება მიზანშეწონილია დაიხვეწოს
სამართლებრივი თვალსაზრისით და 46-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს
ფრაზა „(მათ შორის სამუშაო ჯგუფის მსგავს საქმიანობაზე), თუ ის არ მიმდინარეობს
კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ფორმით.“
აღნიშნული მოსაზრების გათვალისწინებით,
46-ე მუხლის მე-9 პუნქტი
ჩამოყალიბდება შემდეგი სახით:
5
„ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე პარლამენტის
ცალკეულ წევრთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე არ ვრცელდება ამ
მუხლის პირველი-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები“.
გურამ მაჭარაშვილმა მე-9 პუნქტთან დაკავშირებით მომხსენებელს მიმართა
დამატებით დაზუსტებისათვის, რომ ცალკეული დეპუტატების სხვადასხვა
ფორმატით შეხვედრებზე ფორმალიზების პროცედურები გავრცელდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ეს ხორციელდება კომიტეტის სხდომის ოქმით დამოწმებული და
შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მე-2 მუხლით განსაზღვრულია
ცვლილების ამოქმედების ვადა:
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით გამოითქვა
მოსაზრება, კერძოდ მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი თვალსაზრისით
მიზანშეწონილია მკაფიოდ განისაზღვროს წარმოდგენილი რეგლამენტის ამოქმედების
კონკრეტული თარიღი იმგვარად, რომ არ არსებობდეს აღნიშნული საკითხის
ორაზროვნად განმარტების შესაძლებლობა. უფრო კონკრეტულად, მიზანშეწონილია
განისაზღვროს რეგლამენტის ამოქმედების კონკრეტული დღე, რამდენადაც 1 თვის
შემდეგ ამოქმედებაში შესაძლებელია მოაზრებული იქნეს ნებისმიერი დრო 1 თვის
გასვლის შემდეგ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მე-2 მუხლში მიეთითოს, რომ ეს
რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
მიხეილ სარჯველაძე დაეთანხმა წარმოდგენილ მოსაზრებას და შესაბამისად, მე-2
მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი სახით:
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების
გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის (07-3/85; 22.06.2021) განხილვა.
მოისმინეს: კახი კახიშვილის მოხსენება.
მომხსენებელმა პირველ რიგში აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილების
მომზადების საფუძველი გახდა ახალგაზრდა თაობაში, მისი აზრით ეროვნული
სულისკვეთების გაღრმავების საჭიროება და სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ
პატივისცემის დამოკიდებულების ადრეული, საბავშვო ბაღის ასაკიდან ჩამოყალიბება.
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციას
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებებში.
კანონპროექტის შედეგად სავალდებულო იქნება სახელმწიფო დროშის მუდმივად
აღმართვა
და
სახელმწიფო
გერბის
სრული
სახით
განთავსება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე და საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიული პირის შენობებზე,
რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების
მიწოდებას.
ასევე,
კანონპროექტის
საფუძველზე
სავალდებულო
გახდება
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება
ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში.
კახი კახიშვილმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დღეისათვის
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის არსებული რედაქციით გათვალისწინებულია
სახელმწიფო დროშის
აღმართვისა და სახელმწიფო გერბის აღმართვის ვალდებულება ცალკეულ
სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, მაგრამ სამწუხაროდ
6
მთელ რიგ შემთხვევებში, ეს სახელმწიფო სიმბოლოები მოუვლელია, ვინაიდან არ
არის
განსაზღვრული
კანონმდებლობით
ამ
სახელმწიფო
სიმბოლოებზე
პასუხისმგებელი პირი. მისი აზრით, არ შეიძლება რომ სახელმწიფო სიმბოლოების
მიმართ არ გვაქვს სათანადო დამოკიდებულება და დაფასება. მის მიერ ინიცირებული
პროექტი ხელს შეუწყობს ამგვარი დამოკიდებულების, მიდგომების შეცვლას, რაც მისი
აზრით, აუცილებელია.
აზრი გამოთქვეს:
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ის, როგორც მოქალაქე და როგორც საქართველოს
პარლამენტის წევრი, ეთანხმება კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების
სულისკვეთებას, რომ ახალგაზრდა თაობის აღზრდის და მოქალაქედ ჩამოყალიბების
პროცესში ადრეული ასაკიდან მოხდეს სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ სწორი
დამოკიდებულების ჩამოყალიბება, მათი გაცნობიერება, ვინაიდან სახელმწიფო
სიმბოლოები-დროშა, გერბი, ჰიმნი არის თითოეული ჩვენგანის იდენტიფიცირება
სახელმწიფოებრიობასთან და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასთან.
რაც შეეხება, უშუალოდ წარმოდგენილ კანონპროექტს, როგორც ირაკლი
ქადაგიშვილმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აქვს
რამოდენიმე კონკრეტული შენიშვნა, რომელთა ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში,
თუ
როგორ
უნდა
მოხდეს
წარმოდგენილი
ცვლილებების
არსებულ
კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის მიერ მომზადებული შენიშვნები და მოსაზრებები,
რომელიც სავალდებულო დასკვნის სახით წარედგინება საქართველოს პარლამენტის
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს, დეტალურად წარმოადგინა კომიტეტის
სხდომაზე:
პირველი - „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო
სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლს
ემატება მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ხდება სახელმწიფო
გერბის
სრული
სახით
განთავსება,
როგორც
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების/სკოლის შენობების ფასადებსა და დაწესებულების დასახელების
აღმნიშვნელ
აბრებზე,
ისე
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
დაფუძნებული იმ იურიდიული პირის შენობების ფასადებსა და მათი დასახელების
აღმნიშვნელ აბრებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მომსახურების მიწოდებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ განსაზღვრავს
საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სრული სახით გამოსახვის, ისე მცირე
სახელმწიფო გერბის გამოყენების შემთხვევებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სახელმწიფო გერბის სრული სახით
განთავსება ხდება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი
სახელმწიფო ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების, ასევე აღნიშნული
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და
დაწესებულებების შენობების ფასადებზე. კანონი ასევე განსაზღვრავს იმ
დაწესებულებების ჩამონათვალსაც, რომელთაც უფლება აქვთ მათ შენობებზე
გამოიყენონ მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი. „საქართველოს სახელმწიფო
სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის
თანახმად, ასეთი სახელმწიფო ორგანოებია: საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლების
დაწესებულებების
ტერიტორიული
ორგანოები
და
ადმინისტრაციული ორგანოები. შესაბამისად, კანონი განსაზღვრავს საქართველოს
სახელმწიფო გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების განსხვავებულ
7
შემთხვევებს. ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული იმ სახელმწიფო ორგანოთა
ჩამონათვალი, რომლებიც იყენებენ სახელმწიფო გერბს. ამასთან, „სახელმწიფო
სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-10
პუნქტის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ეკრძალებათ
საქართველოს სახელმწიფო გერბის შენობების ფასადებზე გამოყენება, რომელი
წესისგანაც დგინდება გამონაკლისი წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულ
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე,
გაუგებარია წარმოდგენილი კანონპროექტით რატომ ხდება შესაძლებელი სახელმწიფო
გერბის სრული სახით განთავსება ისეთი დაწესებულებების შენობათა ფასადებზე,
რომლებიც წარმოადგენენ განათლების მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს,
მაშინ როდესაც სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება მხოლოდ უმაღლესი
სახელმწიფო ორგანოების შენობების ფასადებზე. გარდა ამისა, წარმოდგენილი
ცვლილება ითვალისწინებს სახელმწიფო გერბის განთავსების ვალდებულებას
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელ
აბრებზე. ამასთან, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით
„სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15
მუხლს ემატება მე-11 პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ამ მუხლის მე-10 პუნქტის
აკრძალვა არ ვრცელდება ზემოთ აღნიშნული დაწესებულებების შენობების ფასადებსა
და დაწესებულებების დასახელების აღმნიშვნელ აბრებზე სახელმწიფო გერბის
გამოყენების შემთხვევაზე. თუმცა, დაწესებულებების დასახელების აღმნიშვნელ
აბრებზე სახელმწიფო გერბის გამოყენების შემთხვევებს აწესრიგებს აღნიშნული
კანონის მე-15 მუხლის არა მე-10 პუნქტი, რომლისგან გამონაკლისიც არის დადგენილი
პროექტით გათვალისწინებულ მე-15 მუხლის მე-11 პუნქტში, არამედ აღნიშნული
მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც ზოგადი ხასიათის ნორმაა და ეხება საქართველოს
სახელმწიფო გერბის გამოყენების ყველა შემთხვევას. კერძოდ, „საქართველოს
სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15
მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „საქართველოს სახელმწიფო გერბისა და შესაბამისი
დაწესებულების ან ორგანიზაციის სახელწოდების ერთ ფირნიშზე გამოსახვა
დაუშვებელია“. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული
ნორმა წინააღმდეგობაშია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების
წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ ნორმასთან, მე-15 მუხლის მე-5
პუნქტთან, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით სახელმწიფო გერბის გამოსახვა
კონკრეტული
დაწესებულების
დასახელებასთან
ერთად,
ერთ
ფირნიშზე,
აკრძალულია, ყველა შესაბამისი დაწესებულებისთვის.
მეორე - „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცვლილება
შედის კანონის მე-17 მუხლში და სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო
ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების/სკოლის შენობებში და ასევე სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების
მომსახურების
მიმწოდებელ
დაწესებულებებში.
ამ
მიზნით,
წარმოდგენილი პროექტი ასევე ითვალისწინებს „საქართველოს სახელმწიფო
სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის
სათაურის - „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი“
ცვლილებას. ვინაიდან აღნიშნულ მუხლში განსახორციელებელი ცვლილება
გულისხმობს არა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალურად შესრულების
წესთან დაკავშირებულ რეგულაციას, არამედ განსაზღვრავს საქართველოს
სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსების საკითხს, მუხლის
სათაური იცვლება ტექსტით „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი“, რაც ამავდროულად
IV თავის დასახელებაცაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მუხლი არეგულირებს
8
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესს და განსაზღვრავს
იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო
ჰიმნი. რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას
განთავსების ვალდებულებასა და შემთხვევებს, მოცემული საკითხი არ წარმოადგენს
აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის რეგულირების საგანს. ამასთან, მსგავსი
ვალდებულება არ არის განსაზღვრული არც ერთი იმ დაწესებულების მიმართ,
რომელზეც ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციები. ყოველივე
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
მხედველობაშია
მისაღები
რამდენად
მიზანშეწონილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო
ადგილას განთავსების ვალდებულება დაუწესდეს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების/სკოლის და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების
მიმწოდებელ დაწესებულებებს.
ირაკლი ქადაგიშვილმა, ხაზი გაუსვა აგრეთვე ჰერალდიკის, როგორც მეცნიერების
მნიშვნელობას და წარმოდგენილი ცვლილებების მასთან შესაბამისობის საკითხს.
კახი კახიშვილმა წარმოდგენილ შენიშვნებთან დავშირებით განმარტა,რომ მათ მიერ
ინიცირებული
ცვლილების
სულისკვეთების
შესაბამისად,
„საქართველოს
სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
არსებულ ჩამონათვალს ემატება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულები/სკოლის
შენობები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული
პირის შენობები, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
მომსახურების მიწოდებას, რაც თავისთავად გამორიცხავს წინააღმდეგობას. რაც
შეეხება ჰერალდიკას, მისი აზრით დღეს ჰერალდიკა ვერ მიყვება ფეხდაფეხ მომავალი
თაობების ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის აუცილებლობას და ამოცანებს.
მომხსენებელმა მოიყვანა კონკრეტული მაგალითები, თუ როგორი მოუვლელია
ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებეზე განთავსებული სახელმწიფო სიმბოლოები,
რაც დაუშვებელი და მიუღებელია მისთვის. აგრეთვე ყურადრება გაამახვილა იმ
ფაქტზე, რომ კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის
შესახებ“ მიღებულია საკმაოდ დიდი ხნის წინ და აუცილებელია მისი განახლება
დროისა და ცხოვრებაში მომხდარი უამრავი ცვლილების შესაბამისად.
გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება წარმოდგენილი ცვლილებების
სულისკვეთებას, აგრეთვე მიაჩნია, რომ სწორია ჩამონათვალის გაფართოვება
სკოლამდელი აღზრდის და სასწავლო დაწესებულებით, მიზანშეწონილად მიიაჩნია
აგრეთვე მოხდეს სახელმწიფო სიმბოლოებზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა
კანონმდებლობით, თუმცა საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, დამატებით
საჭირო იქნება კონსულტაციები, სრული და არასრული გერბის განთავსების
საკითხებთან დაკავშირებით.
შესაძლოა აგრეთვე სკოლამდელი აღზრდის და
სასწავლო დაწესებულებებში განისაზღვროს თვალსაჩინო ადგილი, კუთხე, სადაც ეს
სიმბოლოები იქნება განთავსებული.
კახი კახიშვილი დაეთანხმა გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კომიტეტის
სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით, წამყავან
კომიტეტში კანონპროექტის მეორე მოსმენით, მუხლობრივ განხილვამდე გაიმართოს
კონსულტაციები.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“
რეგისტრაციის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი განიხილავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“პარტნიორობა საქართველოსათვის“
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე - ბადრი ჯაფარიძე;
9
პოლიტიკური ჯგუფის წევრები: ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი და ბადრი
ჯაფარიძე.
წარმოდგენილია აგრეთვე პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“- პარტნიორობა
საქართველოსათვის“ წესდება.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის
თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 228¹ მუხლის
პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს
მიზანშეწონილად მიაჩნია პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“- პარტნიორობა
საქართველოსათვის“ - რეგისტრაცია.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
1.
2.
კენჭისყრები:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო
ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს ნინო ლაცაბიძეს ვადამდე შეუწყდეს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი ნინო ლაცაბიძისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ წარედგინოს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
უახლოეს
პლენარულ
სხდომაზე
განსახილველად.
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე
გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის, გიორგი
ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/110;29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის II
მოსმენით განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
მომხრე -6
წინააღმდეგი -1
გადაწყვიტეს:
საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, გივი მიქანაძის, გიორგი
ამილახვარის, ირაკლი ზარქუას, ნიკოლოზ სამხარაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ხატია
წილოსანის, შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/110;29.09.2021) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
II მოსმენით
განხილვისათვის;
10
3.
4.
რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას თანამომხსენებლად
დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი
ქადაგიშვილი.
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე
გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს
საქართველოს პარლამენტის წევრის კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების
გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის (07-3/85; 22.06.2021) განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
მომხე -5
წინააღნდეგი - 1
გადაწყვიტეს:
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სავალდებულო დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების
გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის (07-3/85; 22.06.2021) შესახებ გაეგზავნოს
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ლელო“- პარტნიორობა
საქართველოსათვის“ რეგისტრაციას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
მომხრე-5
გადაწყვიტეს:
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო
პოლიტიკური
ჯგუფის
„ლელო“პარტნიორობა
საქართველოსათვის“
რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
ბექა წიკლაური
სხდომის მდივანი
11