საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი (ეს პროექტი) დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2021-12-01
📜 ტექსტი
წერილი
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-14947/21
26-11-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2021 წლის 26 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის
წევრის ნინო ლაცაბიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხი, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ
თანამდებობაზე არჩევის გამო. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ
2021 წლის 22 ნოემბრის №01-01/1822 წერილით, საქართველოს პარლამენტში
წარმოდგენილი იქნა
N20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის 2021 წლის 10
ნოემბრის თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2
ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. აღნიშნული
ოქმის
საფუძველზე
დადასტურდა,
რომ
ნინო
ლაცაბიძე
არჩეული
იქნა
თვითმმართველი ქალაქის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტის წევრს ნინო ლაცაბიძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
ნინო ლაცაბიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ნინო ლაცაბიძეს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა