საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად გენადი მაკარიძის არჩევის თაობაზე

წარდგინება მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[4170]/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საკითხი (გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე, თეა ძიმისტარაშვილი) (№1-10838/21; 02.08.2021) (№1-14817/21; 15.11.2021).

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-12-01

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15189/21 01-12-2021 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პუნქტისა 341 და „საერთო მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, 2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს მიმართა წარდგინებით გენადი მაკარიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ (N1-10838/21; 02.08.2021). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დანართი: 6 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15183/21 01-12-2021 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა 2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ (N1-10838/21; 02.08.2021) საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, 2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს მიმართა წარდგინებით გენადი მაკარიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ (N1-10838/21; 02.08.2021). 2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება და თანდართული მასალები საქართველოს პარლამენტის ბიუროს N82/13 გადაწყვეტილებით გადაეცა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. I. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად შექმნა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი. კომიტეტმა სამუშაო ჯგუფში წარმომადგენლის დასახელება და ამ ჯგუფში მონაწილეობის მიღება შესთავაზა ყველა საპარლამენტო ფრაქციას, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრთა ჯგუფს, საქართველოს სახალხო დამცველს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. აღნიშნული სუბიექტების ნაწილმა წარადგინა წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფის წევრად და, შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge − რატი იონათამიშვილი (კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მდივანი) − საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილე; − ანრი ოხანაშვილი − იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − მიხეილ სარჯველაძე − ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − ირაკლი ბერაია − თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − შალვა პაპუაშვილი − განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − ირაკლი ქადაგიშვილი − საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − ნიკოლოზ სამხარაძე − საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − ალუდა ღუდუშაური − ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − ალექსანდრე ტაბატაძე − თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − გიორგი ამილახვარი − განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − გურამ მაჭარაშვილი − საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − თამარ ტალიაშვილი − განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − ნინო იობაშვილი − საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი; − ლევან იოსელიანი − საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ წევრი; − ფრიდონ ინჯია − საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარე; − რაჟდენ კუპრაშვილი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი; − ჯონი ხეცურიანი − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი; − თამარ ზარანდია − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი. კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა 2021 წლის 22 ნოემბერს. შეხვედრის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე. ამასთანავე, კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სამუშაო ჯგუფის წევრების შემაჯამებელი მოსაზრება და სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი სხდომის ოქმი. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრთა აზრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. ამასთანავე, სამუშაო ჯგუფის წევრთა კენჭისყრამდე აზრით, მიზანშეწონილი მოეძიებინა/გადაემოწმებინა იყო, იურიდიულ ინფორმაცია საკითხთა უზენაესი კომიტეტს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა 2021 წლის 22 ნოემბერს. 2021 წლის 22 ნოემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით მოეძიებინა/გადაემოწმებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია; კერძოდ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კომიტეტმა: ა) მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და გამოითხოვა მისგან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და გამოითხოვა მისგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია. აღნიშნულმა სუბიექტებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგინეს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. II. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის 32 პუნქტის თანახმად, კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურა; კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს განესაზღვრა 5-წუთიანი დრო კომიტეტის წინაშე თავის წარსადგენად, ხოლო საპარლამენტო და არასაპარლამენტო სუბიექტებს კანდიდატთან კომიტეტის საჯარო სხდომაზე გასაუბრებისთვის განესაზღვრათ შემდეგი დრო: − საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მსგავსად, ყოველი საპარლამენტო ფრაქციისა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფისთვის განისაზღვრა იმდენი წუთი, პარლამენტის რამდენი წევრიც არის გაერთიანებული აღნიშნულ ფრაქციაში/საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა (შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქციას „ქართული ოცნება“ კანდიდატთან კომიტეტის საჯარო სხდომაზე გასაუბრებისთვის განესაზღვრა 75 წუთი, საპარლამენტო ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 31 წუთი, ხოლო დანარჩენ საპარლამენტო ფრაქციებსა და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს − 15−15 წუთი). ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მსგავსად, პარლამენტის იმ წევრთა ჯგუფისთვის, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციასა თუ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში, განისაზღვრა იმდენჯერ 3 წუთი, პარლამენტის რამდენი უფრაქციო წევრიც არის ამჟამად საქართველოს პარლამენტში (შესაბამისად, პარლამენტის 11 უფრაქციო წევრს კანდიდატთან კომიტეტის საჯარო სხდომაზე გასაუბრებისთვის განესაზღვრა ჯამში 33 წუთი). − კანდიდატისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ აგრეთვე არასაპარლამენტო სუბიექტების − საქართველოს სახალხო დამცველის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა − წარმომადგენლებს; არასაპარლამენტო სუბიექტებიდან თითოეულს კანდიდატისთვის შეკითხვების დასმისა და მათზე პასუხების მიღებისთვის 15 წუთი (ჯამში 75 წუთი) განესაზღვრა. ამასთანავე, დადგინდა, რომ კომიტეტი კანდიდატს მოუსმენდა 2021 წლის 25 ნოემბერს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა ღიად, გამჭვირვალედ, საჯაროობის უმაღლესი სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით წარიმართა. კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილ იქნა ყველა არსებითი, პროცედურული, ტექნიკური საშუალება და ყველას, ვისაც სურდა, ჩართულიყო ამ პროცესში, მიეცა შესაძლებლობა, მასში, კანონის დაცვით, მიეღო ჯეროვანი მონაწილეობა. კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენისას მის მიმართ შეკითხვები დასვეს და მასთან გასაუბრება განახორციელეს საპარლამენტო ფრაქციამ „ქართული ოცნება“ და სხვა საპარლამენტო სუბიექტებმა, აგრეთვე იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მოსამართლეობის კანდიდატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცესი ე. წ. live stream-ით გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და შესაბამისი facebook-გვერდის მეშვეობით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცესზე დასწრებისა და დაკვირვების თაობაზე შეთავაზება გაეგზავნა საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. კომიტეტის სხდომა და მთლიანად პროცესი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხითაც მაღალ დონეზე მომზადდა და მიმდინარეობდა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინა 2021 წლის 25 ნოემბრის კომიტეტის საჯარო სხდომაზე. III. კენჭისყრის შედეგები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეფასდა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. მისი შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე კენჭისყრისას დაფიქსირდა შემდეგი შედეგი: კანდიდატი საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნია კომიტეტის 11-მა წევრმა (მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა). IV. რეკომენდაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რომ გენადი მაკარიძე არჩეულ იქნეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი