საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად თამარ ოქროპირიძის არჩევის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საკითხი (გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე, თეა ძიმისტარაშვილი) (№1-10838/21; 02.08.2021) (№1-14817/21; 15.11.2021).
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საკითხი (გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე, თეა ძიმისტარაშვილი) (№1-10838/21; 02.08.2021) (№1-14817/21; 15.11.2021). წარდგინება
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად გენადი მაკარიძის არჩევის თაობაზე წარდგინება
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად ნინო სანდოძის არჩევის თაობაზე წარდგინება
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად თამარ ოქროპირიძის არჩევის თაობაზე (ეს პროექტი) წარდგინება
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად თეა ძიმისტარაშვილის არჩევის თაობაზე წარდგინება
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2021-12-01
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-15187/21
01-12-2021
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს
კონსტიტუციის
61-ე
მუხლის
მე-2
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
პუნქტისა
341
და
„საერთო
მუხლის მე-13 და მე-15
პუნქტების თანახმად, 2021 წლის 15 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ
საქართველოს პარლამენტს მიმართა წარდგინებით თამარ ოქროპირიძის, ნინო სანდოძისა და
თეა
ძიმისტარაშვილის
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის
თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ (N114817/21; 15.11.2021).
გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
დანართი: 6 გვერდი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-15184/21
01-12-2021
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
2021 წლის 15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ (N114817/21; 15.11.2021)
საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების თანახმად,
2021 წლის 15 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს
პარლამენტს მიმართა წარდგინებით თამარ ოქროპირიძის, ნინო სანდოძისა და თეა
ძიმისტარაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე
ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ (N1-14817/21; 15.11.2021).
2021 წლის 15 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება და
თანდართული მასალები საქართველოს პარლამენტის ბიუროს N92/19 გადაწყვეტილებით
გადაეცა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
I. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მისთვის წარდგინებისა და
თანდართული
მასალების
გადაცემიდან
3
დღის
ვადაში,
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა
კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად შექმნა
კომიტეტის სამუშაო ჯგუფი.
კომიტეტმა სამუშაო ჯგუფში წარმომადგენლის დასახელება და ამ ჯგუფში მონაწილეობის
მიღება შესთავაზა ყველა საპარლამენტო ფრაქციას, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს,
პარლამენტის უფრაქციო წევრთა ჯგუფს, საქართველოს სახალხო დამცველს, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს,
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
თავმჯდომარესა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. აღნიშნული სუბიექტების
ნაწილმა წარადგინა წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფის წევრად და, შესაბამისად, სამუშაო
ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ:
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
−
რატი იონათამიშვილი (კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მდივანი) − საქართველოს
პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის
მოადგილე;
−
ანრი ოხანაშვილი − იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო
ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი;
−
მიხეილ სარჯველაძე − ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი;
−
ირაკლი
ბერაია
−
თავდაცვისა
და
უშიშროების
კომიტეტის
თავმჯდომარე,
საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი;
−
შალვა პაპუაშვილი − განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე,
საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი;
−
ირაკლი
ქადაგიშვილი
−
საპროცედურო
საკითხთა
და
წესების
კომიტეტის
თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი;
−
ნიკოლოზ
სამხარაძე
−
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტის
თავმჯდომარე,
საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი;
−
ალუდა ღუდუშაური − ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველი
მოადგილე,
საპარლამენტო
ფრაქციის
„ქართული ოცნება“ წევრი;
−
ალექსანდრე ტაბატაძე − თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი;
−
გიორგი ამილახვარი − განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი;
−
გურამ
მაჭარაშვილი
−
საპროცედურო
საკითხთა
და
წესების
კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“
წევრი;
−
თამარ ტალიაშვილი − განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი;
−
ნინო იობაშვილი − საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქციის
„ქართული ოცნება“ წევრი;
−
ლევან იოსელიანი − საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე,
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ წევრი;
−
ფრიდონ ინჯია − საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარე;
−
რაჟდენ კუპრაშვილი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული
დახმარების სამსახურის დირექტორი;
−
ჯონი ხეცურიანი − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი,
აკადემიკოსი;
−
თამარ ზარანდია − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი.
კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა 2021 წლის 22 ნოემბერს. შეხვედრის
ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის თაობაზე. ამასთანავე, კომიტეტის სამუშაო
ჯგუფმა შეიმუშავა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების
შესახებ სამუშაო ჯგუფის წევრების შემაჯამებელი მოსაზრება და სამუშაო ჯგუფის
შემაჯამებელი სხდომის ოქმი.
კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრთა აზრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეობის
კანდიდატები
შეესაბამებოდნენ
საქართველოს
კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.
ამასთანავე, სამუშაო ჯგუფის წევრთა აზრით, მიზანშეწონილი იყო, იურიდიულ საკითხთა
კომიტეტს კენჭისყრამდე მოეძიებინა/გადაემოწმებინა ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატების ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.
კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა 2021 წლის 22 ნოემბერს.
2021 წლის 22 ნოემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით
მოეძიებინა/გადაემოწმებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან
დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია; კერძოდ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე
კომიტეტმა:
ა)
მიმართა
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეობის
თითოეულ
კანდიდატს
გამოითხოვა მათგან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
და
ბ) მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და გამოითხოვა მისგან იუსტიციის
უმაღლეს საბჭოში არსებული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების
ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები.
აღნიშნულმა სუბიექტებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგინეს მოთხოვნილი
ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
II. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების
კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე კომიტეტის
თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის 32 პუნქტის
თანახმად, კომიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატების კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურა;
კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოველ კანდიდატს განესაზღვრა 5წუთიანი დრო კომიტეტის წინაშე თავის წარსადგენად, ხოლო საპარლამენტო და
არასაპარლამენტო სუბიექტებს თითოეულ კანდიდატთან კომიტეტის საჯარო სხდომაზე
გასაუბრებისთვის განესაზღვრათ შემდეგი დრო:
−
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი,
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის
პროცედურის მსგავსად, ყოველი საპარლამენტო ფრაქციისა და საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფისთვის განისაზღვრა იმდენი წუთი, პარლამენტის რამდენი
წევრიც არის გაერთიანებული აღნიშნულ ფრაქციაში/საპარლამენტო პოლიტიკურ
ჯგუფში, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა (შესაბამისად, საპარლამენტო
ფრაქციას „ქართული ოცნება“ თითოეულ კანდიდატთან კომიტეტის საჯარო
სხდომაზე გასაუბრებისთვის განესაზღვრა 75 წუთი, საპარლამენტო ფრაქციას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
– 31 წუთი, ხოლო დანარჩენ საპარლამენტო ფრაქციებსა და საპარლამენტო
პოლიტიკურ ჯგუფებს − 15−15 წუთი). ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი, პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მსგავსად,
პარლამენტის იმ წევრთა ჯგუფისთვის, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ
ფრაქციასა თუ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში, განისაზღვრა იმდენჯერ 3 წუთი,
პარლამენტის რამდენი უფრაქციო წევრიც არის ამჟამად საქართველოს პარლამენტში
(შესაბამისად, პარლამენტის 11 უფრაქციო წევრს თითოეულ კანდიდატთან კომიტეტის
საჯარო სხდომაზე გასაუბრებისთვის განესაზღვრა ჯამში 33 წუთი).
−
კანდიდატებისთვის
შეკითხვების
დასმის
შესაძლებლობა
მიეცათ
აგრეთვე
არასაპარლამენტო სუბიექტების − საქართველოს სახალხო დამცველის, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის, საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
−
საქართველოს
ადვოკატთა
ასოციაციის,
აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა − წარმომადგენლებს;
არასაპარლამენტო სუბიექტებიდან თითოეულს კანდიდატისთვის შეკითხვების
დასმისა და მათზე პასუხების მიღებისთვის 15 წუთი (ჯამში 75 წუთი) განესაზღვრა.
ამასთანავე, დადგინდა, რომ კომიტეტი კანდიდატებს მოუსმენდა მათი გვარების ანბანური
თანამიმდევრობით, დღეში არაუმეტეს ორი კანდიდატისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენა ღიად, გამჭვირვალედ, საჯაროობის
უმაღლესი სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით
წარიმართა. კომიტეტის სხდომების მიმდინარეობისას უზრუნველყოფილ იქნა ყველა
არსებითი, პროცედურული, ტექნიკური საშუალება და ყველას, ვისაც სურდა, ჩართულიყო ამ
პროცესში, მიეცა შესაძლებლობა, მასში, კანონის დაცვით, მიეღო ჯეროვანი მონაწილეობა.
კანდიდატების კომიტეტის საჯარო სხდომებზე მოსმენისას მათ მიმართ შეკითხვები დასვეს
და მათთან გასაუბრება განახორციელეს საპარლამენტო ფრაქციამ „ქართული ოცნება“,
ოპოზიციურმა საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა „მოქალაქეები“ და „ევროპელი
სოციალისტები“, პარლამენტის უფრაქციო წევრებმა, აგრეთვე იურიდიული დახმარების
სამსახურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა. გარდა ამისა, სხდომის თავმჯდომარემ კონკრეტული კანდიდატის
მიმართ გააჟღერა მოქალაქის ის შეკითხვები, რომლებიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
წინასწარ გაეგზავნა.
მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომებზე
მოსმენის პროცესი ე. წ. live stream-ით გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა
და შესაბამისი facebook-გვერდის მეშვეობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის საჯარო სხდომებზე მოსმენის პროცესზე დასწრებისა და დაკვირვების
თაობაზე
შეთავაზება
გაეგზავნა
საქართველოში
მოქმედ
ყველა
საერთაშორისო
ორგანიზაციას.
კომიტეტის სხდომები და მთლიანად პროცესი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფის კუთხითაც მაღალ დონეზე მომზადდა და მიმდინარეობდა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმინა 2021 წლის 25 და 26 ნოემბრის
კომიტეტის საჯარო სხდომებზე.
III. კენჭისყრის შედეგები
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეობის
კანდიდატები
შეფასდნენ
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. მათი შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა
კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის 1
დეკემბრის სხდომაზე კენჭისყრისას დაფიქსირდა შემდეგი შედეგი:
ა) ოქროპირიძე თამარ − კანდიდატი საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის
მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნია კომიტეტის 11-მა წევრმა (მოიპოვა კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა).
ბ) სანდოძე ნინო − კანდიდატი საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის
მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნია კომიტეტის 10-მა წევრმა (მოიპოვა კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა).
გ) ძიმისტარაშვილი თეა − კანდიდატი საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის
მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნია კომიტეტის 11-მა წევრმა (მოიპოვა კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა).
IV. რეკომენდაცია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა
გასცა რეკომენდაცია, რომ თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი
არჩეულ იქნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი