„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.12.2021
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/100/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 613 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2025 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია სპეციალური მასწავლებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გამოცდის ჩაბარებისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო ვადის გაგრძელების საჭიროებიდან. კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სპეციალური მასწავლებლის განათლების განვითარებისათვის შესაბამისი შესაძლებლობების შექმნა. ინკლუზიური განათლება ხელს უწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ინდივიდი დაფასებულია. განათლება შესაძლებლობას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს სრულად მიიღონ მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, დასაქმდნენ, ჩართული იყვნენ კულტურულ, სპორტულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღეს სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციები, დოკუმენტები ავალდებულებს საქართველოს ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2005 წლიდან მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებაზე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური, ფუნქციური, სოციალური უნარების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს სპეციალური მასწავლებელი და ინკილუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები, რაც ხელს უწყობს არა მარტო სკოლის კულტურის ჩამოყალიბებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებში, არამედ ნებისმიერი მოსწავლის სოციალურ ინკლუზიას. მისი განათლება პირდაპირ აისახება ინკლუზიური განათლების ხარისხზე. 2018 წლის 10 აგვისტოდან ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, 213 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი მოთხოვნები და მათთვის, ვინც ვერ აკმაყოფილებდა სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, 2022 წლის პირველ იანვრამდე დაადგინა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება. სპეციალური მასწავლებლისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩატარება იგეგმებოდა 2020 წელს, მაგრამ აღნიშნული პროცესი შეაფაერხა COVID-19-ით გამოწვეულმა საყოველთაო პანდემიამ. ზემოაღნიშნული გამოცდა პირველად ჩატარდა 2021 წლის ზაფხულში, რომლის შედეგადაც კვალიფიკაცია დაადასტურა და შესაბამისი სტატუსი მოიპოვა 1302-მა კანდიდატმა, აქედან 1010 მოქმედი სპეციალური მასწავლებელია. ამ გარემოებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, სპეციალურ მასწავლებლებს მხოლოდ ერთხელ მიეცათ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან შედარებით, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ რამდენჯერმე ეცადათ გამოცდის ჩაბარება. დღევანდელი მდგომარეობით, განათლების სისტემაში დასაქმებულია 938 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა და 2022 წლის 1 იანვრამდე ვერ შეძლებენ კვალიფიკაციის დადასტურებას. იმისათვის, რომ არ შეფერხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განათლების მიწოდების პროცესი, ასევე, აღნიშნული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები, რომ აღმოჩნდნენ სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან თანაბარ პირობებში, რომლებსაც 2015 წლიდან ყოველწლიურად ჰქონდათ შესაძლებლობა დაედასტურებინათ თავიანთი კვალიფიკაცია და აემაღლებინათ სტატუსი, ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რაც გულისხმობს, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებისათვის ვადის განსაზღვრას 2025 წლის 1 იანვრამდე. წარმოდგენილი ცვლილება ეხმაურება გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 24-ე მუხლს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დასახელებული პრობლების გადასაჭრელად, აუცილებელია, ცვლილება განხორციელდეს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ადგენს მოქმედი სპეციალური მასწავლებლისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩატარების ვადას და იგი უნდა გაიზარდოს 2025 წლის 1 იანვრამდე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად სისტემაში დასაქმებულ სპეციალურ მასწავლებელს/ფსიქოლოგს/სპეციალურ პედაგოგს/ინკლუზიური განათლების კოორდინატორს, მიუხედავად პროფესიისა, უჩნდება სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, მოქმედი სპეციალური მასწავლებლები არ აღმოჩნდებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და სხვა პრაქტიკოსი მასწავლებლების მსგავსად, მიეცემათ კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის გამოცდაზე რამდენჯერმე გასვლის შესაძლებლობა, საჯარო სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა არ დარჩნენ საჭირო ადამიანური რესურსის გარეშე და უზრუნველყონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის მათ საჭიროებაზე მორგებული საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება 613 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვადა და განისაზღვრება, რომ მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია, კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2025 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან (სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდების ჩაბარების ვადის გაზრდა) დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის და მის სისტემაში შემავალი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოცდების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, შესაბამისი წლის ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, თუმცა არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალური მასწავლებლების მიმართ დადგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვადის გაზრდას, თუმცა, ამ ნაწილშიც წარმოდგენილი ცვლილება არ გამოიწვევს რაიმე ხარჯებს იმ გარემოებების გამო, რომ გამოცდაზე გასვლის მსურველი სპეციალური მასწავლებლები დასაქმებული არიან სკოლაში, სკოლის წლიური ბიუჯეტის ფარგლებში. საგულისხმოა ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N476 დადგენილება „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“). საჯარო სკოლის ძირითად შემოსავალს მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც გულისხმობს მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურებას, ასევე კომუნალურ და სხვა მიმდინარე ხარჯებს, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერი. კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წლიური ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდების ჩატარების ხარჯები. კანონპროექტის მიხედვით ის სპეციალური მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ვალდებული არიან 2025 წლის 1 იანვრამდე ჩააბარონ კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი გამოცდა. აღნიშნული სტატუსის მასწავლებლები გათავისუფლებულნი არიან გამოცდის საფასურის გადახდისაგან. შესაბამისად, მათ მიერ გამოცდის ჩაბარება უკავშირდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხარჯებს, რომელსაც იგი ფარავს შესაბამისი წლის ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის უზრუნველყოფის ხარჯი საშუალოდ 150 ლარს შეადგენს, 938 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის შემთხვევაში გამოცდის ხარჯი განისაზღვრება 140 700 ლარით. აღნიშნული ხარჯი დაიფარება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან და დამატებით ხარჯს ბუჯეტისათვის არ გამოიწვევს. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება კანონპროექტის მიღება, მართალია, ეს არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯებს სკოლებისათვის, ვინაიდან, სპეციალური მასწავლებლები დასაქმებული არიან სკოლაში, სკოლის წლიური ბიუჯეტის ფარგლებში და მათი შრომის ანაზღაურება ხორციელდება სკოლის ვაუჩერული დაფინანსებიდან, მაგრამ აღნიშნული უარყოფითად აისახება სსსმ მოსწავლეების განათლების უფლების რეალიზებაზე, რადგან მათ არ მიეცემათ შესაძლებლობა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, მიიღონ სპეციალური მასწავლებლის მომსახურება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი ცვლილებით იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, პირდაპირ არ არის გათვალისწინებული რაიმე სახის ფინანსური შედეგი. ამასთან, საყურადღებოა, რომ ის პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ დადგენილ განათლების მოთხოვნებს, ვალდებულნი იქნებიან 613 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა ჩააბარონ არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა. ამ პირების მიმართ ფინანსური გავლენა შესაძლებელია გამოიხატოს არსებული სტატუსის გაუმჯობესების კუთხით. კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წლიური ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდების ჩატარების ხარჯები. კანონპროექტის მიხედვით ის სპეციალური მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, ვალდებული არიან 2025 წლის 1 იანვრამდე ჩააბარონ კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი გამოცდა. აღნიშნული სტატუსის მასწავლებლები გათავისუფლებულნი არიან გამოცდის საფასურის გადახდისაგან. შესაბამისად, მათ მიერ გამოცდის ჩაბარება უკავშირდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხარჯებს, რომელსაც იგი ფარავს შესაბამისი წლის ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის უზრუნველყოფის ხარჯი საშუალოდ 150 ლარს შეადგენს, 938 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის შემთხვევაში გამოცდის ხარჯი განისაზღვრება 140 700 ლარით. აღნიშნული ხარჯი დაიფარება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან და დამატებით ხარჯს ბუჯეტისათვის არ გამოიწვევს. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება კანონპროექტის მიღება, იმ მოქმედი პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის (938 სპეციალური მასწავლებელი), რომლებსაც არ აქვთ ჩაბარებული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა, დადგება უარყოფითი ფინანსური შედეგი, რადგან 2022 წლის 1 იანვრიდან ვეღარ შეძლებენ სკოლაში მუშაობის გაგრძელებას, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე (ის სსსმ მოსწავლეები, რომლებიც აღნიშნული სპეციალური მასწავლებლების მომსახურებას ღებულობენ ვერ მიიღებენ შესაბამის მომსახურებას, სკოლებს წარმოექმნებათ ვაკანსიები, რომლის შევსებაც ვერ მოხდება დროულად, ვინაიდან, მოცემულ ეტაპზე, ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობის სპეციალური მასწავლებელი, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა), ისე თავად ამ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ცვლილება შესაძლებლობას შექმნის კვალიფიციური კადრების მიერ მოხდეს სკოლებში განათლების მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის განათლების უფლების რეალიზებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.