საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტია ურყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე გიორგი ლორიას მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-10157/21/10; 21.07.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-03
ბიუროს ნომერი 101
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-15342/21
02-12-2021
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით კომიტეტის გადაწყვეტილებას მოქალაქე გიორგი ლორიას
მიერ
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებაზე
„საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-10157/21; 21.07.2021) და თანმხლებ
მასალას.
დანართი:
1. კომიტეტის დასკვნა 1 ფურცელზე;
2. საკანონმდებლო წინადადება;
3. სხვა დასკვნა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-15341/21
02-12-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის 26
ნოემბერს განიხილა მოქალაქე გიორგი ლორიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-10157/21; 21.07.2021)
წინადადების თანახმად, შემოთავაზებულია საშემოსავლო გადასახადის 10
პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგროს იმ ფიზიკური პირების მიერ ხელფასის სახით
მიღებული შემოსავლები, რომლებიც შეიძენენ ელექტროძრავიან, ჰიბრიდულძრავიან
ან
დატენვად
ჰიბრიდულძრავიან
ავტოსატრანსპორტო
საშუალებას,
ასეთი
სატრანსპორტო საშუალების შეძენიდან 4 წლის განმავლობაში.
კომიტეტს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნა:
საკანონმდებლო
წინადადებას
არ
ახლავს
იმ
შედეგების
საფინანსო-
ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარმოდგენილი საკანონმდებლო
ცვლილების პრაქტიკული განხორციელება. აღსანიშნავია, რომ წინადადებასთან
დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაც მსგავსი შენიშვნა აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტს მიზანშეწონილად
არ მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ინიციატივის მიღება და
საკანონმდებლო
პროცესის
გაგრძელება.
ამასთან
კომიტეტი
აღნიშნავს,
რომ
წინადადებით შემოთავაზებული მოსაზრება საინტერესოა, რადგან იგი ეხება
ეკოლოგიურ საკითხებს. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების ავტორმა
წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით სასურველია გააგრძელოს მუშაობა.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
https://edoc.mof.ge/public/#/
119465-05-01-2-202109291808
N 05-01/119465
29/09/2021
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს
ბატონო პაატა,
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა თქვენი 2021 წლის 28 ივლისის N7973/3-45/21
წერილით
წარმოდგენილი
მოქალაქე
გიორგი
ლორიას
საკანონმდებლო
წინანდადება,
ელექტროძრავიანი, ჰიბრიდულძრავიანი ან დატენვად ჰიბრიდულძრავიანი ავტოსატრანსპორტო
საშუალების შეძენის შემთხვევაში, შეძენიდან ოთხი კალენდარული წლის განმავლობაში, ფიზიკური
პირის მიერ მიღებული ხელფასის 10 პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის შესახებ და გაცნობებთ, რომ
კანონპროექტით არ არის
მოსალოდნელი
შედეგები,
სათანადოდ დასაბუთებული მისი განხორციელების აუცილებლობა და
რის
გამოც
განხორციელება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.
პატივისცემით,
მამუკა ბარათაშვილი
მინისტრის მოადგილე
შემოთავაზებული
საკანონმდებლო
ცვლილებების