„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.12.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: თორნიკე ართქმელაძე, ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი
ნომერი
#07-3/138/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1533 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1533. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე 1. გარე ვაჭრობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ნებართვის გარეშე, თუ ასეთი ნებართვის გაცემის წესი კანონმდებლობით არის დადგენილი და გარე ვაჭრობას შედეგად მოჰყვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური ან პროდუქტის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ან ფეხით მოსიარულეებისა ან ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეფერხება – გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის გაფრთხილებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ექვსი თვის განმავლობაში გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 3 დღემდე ვადით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 1 5. ამ მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე ოდენობით ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით. 2. 1536 მუხლი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2 ან
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი საქართველოში წლებია მწვავედ დგას გარე მოვაჭრეთა პრობლემა. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ამ საკითხის მოწესრიგება ეფექტიანი და, ამავე დროს, სამართლიანი და პროპორციული ზომების გამოყენებით. გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმები მოცემულია, ერთი მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და, მეორე მხრივ, ცალკეული მუნიციპალიტეტის საკრებულოების მიერ მიღებულ დადგენილებებში, რომლებიც გარე ვაჭრობას აწესრიგებს.1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევად მიიჩნევს ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას, თუმცა, კოდექსის შესაბამის ნორმებში არ არის მითითებული ორგანო, რომელმაც აღნიშნული ნებართვა უნდა გასცეს. ასევე, არ არსებობს ასეთი ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დღევანდელი რედაქციის 1533 და 1536 მუხლები სანქციის სახით ითვალისწინებს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას, რაც ცალსახად არაკონსტიტუციური ზომაა, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. ამასთან, ეს დებულებები პირს, რომლის ერთადერთი შემოსავლის წყარო გარე ვაჭრობაა, პროდუქციის ჩამორთმევით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აყენებს. ასევე მეტისმეტად მკაცრია ფულადი ჯარიმების და ადმინისტრაციული პატიმრობის სახით გათვალისწინებული სანქციებიც, რომლებიც სამართალდარღვევის ხასიათთან მიმართებით აშკარად დისპროპორციულ ზომებს წარმოადგენს. 1 იხ, მაგალითად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N 20-89 დადგენილება. 1 გარდა ამისა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გარე ვაჭრობა განსხვავებულად რეგულირდება. აღნიშნული განსხვავების დასასაბუთებლად რაიმე სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემა არ ხდება. ამ მიმართულებით შესწავლილ იქნა ქალაქ თბილისის მერიის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური ან იურიდიული პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მიიღონ გარე ვაჭრობის ნებართვა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ზემოთ ხსენებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია სათანადო ცვლილების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შემდეგ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარე ვაჭრობის მიმართ უფრო ზომიერი, სამართალდარღვევის ადეკვატური, პროპორციული და სამართლიანი ზომები იქნება დადგენილი. გაუქმდება ქონების კონფისკაციის არაკონსტიტუციური სანქცია. აღმოიფხვრება დაუსაბუთებელი განსხვავება თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში ჩადენილ ერთი და იმავე ქმედებისათვის გათვალისწინებულ სანქციებს შორის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითადი არსი ის არის, რომ გარე ვაჭრობა მოწესრიგდეს ერთიანი, ზომიერი, დარღვევის ადეკვატური და პროპორციული ზომების გამოყენებით. უპირველეს ყოვლისა, იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლის პირველი ნაწილში აღწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა. დაზუსტებულია, რომ გარე ვაჭრობის ნებართვა უნდა გასცეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ. თუ ასეთი ნებართვის გაცემის წესი დადგენილი არ არის, ეს გარე მოვაჭრის პრობლემა არ უნდა იყოს. არ შეიძლება პირს დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოს ნებართვის გაცემის შესაბამისი წესი დადგენილი არ აქვს. სწორედ ამიტომ არის ამ მუხლის დისპოზიციაში დამატებული დათქმა „თუ ასეთი ნებართვის გაცემის წესი კანონმდებლობით არის დადგენილი“. 2 ამას გარდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობისთვის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისთვის აუცილებელია, რომ სამართალდარღვევას შედეგად რაიმე არსებითი წესის დარღვევა მოჰყვეს. ასეთად მიჩნეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ან პროდუქტის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ან ფეხით მოსიარულეებისა ან ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეფერხება. ამგვარი შედეგების გარეშე, თუნდაც უნებართვოდ განხორციელებული გარე ვაჭრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ვერ მიიჩნევა. გაუქმებულია ქონების კონფისკაციის არაკონსტიტუციური სანქცია. ასევე შემცირებულია მეტისმეტად მკაცრი და არაპროპორციული ფულადი ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. კერძოდ, 1533 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების პირველად ჩადენისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები ექვემდებარებიან გაფრთხილებას. ექვსი თვის განმავლობაში იმავე ქმედების ხელმეორედ ჩადენისათვის მათ დაეკისრებათ ჯარიმა 20-დან 50 ლარამდე ოდენობით. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 3 დღემდე ვადით (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულია პატიმრობა 7 დღემდე ვადით). 1533 მუხლს ემატება მე-4 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 300 ლარის ოდენობით, თუ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით. ეს ნორმა გადმოტანილია 1536 მუხლიდან, რომელიც, როგორც ქვემოთ არის აღნიშნული, წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება. დაბოლოს, 1533 მუხლს ასევე ემატება მე-5 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 300-დან 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით, თუ მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან. კანონპროექტის თანახმად, გაუქმებას ექვემდებარება 1536 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სანქციებს გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით თბილისში ჩადენილი სამართალდარღვევის გამო. როგორც უკვე აღინიშნა, არ არსებობს რაიმე დასაბუთება, თუ რატომ უნდა იქნეს ერთი და იმავე ქმედებისათვის გამოყენებული განსხვავებული საქართველოს სხვა ქალაქებში. 3 ზომები თბილისსა და ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი კავშირი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება საკითხის სიმწვავიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასურველია კანონპროექტის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ბოლო დღეების განმავლობაში ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დადგა. თბილისში რამდენიმე ადგილას გარე მოვაჭრეებს დაუსაბუთებლად მოსთხოვეს საქმიანობის შეწყვეტა და ჩამოართვეს პროდუქცია. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯებისათვის დაფინანსების წყაროს მოძიების აუცილებლობას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დღეს არსებული რეგულაციებით, გარე ვაჭრობის წესების დარღვევისათვის შესაძლებელია გაფრთხილებაც და დაჯარიმებაც. კანონპროექტით იცვლება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლები და ის პირველ ჯერზე იმპერატიულად ვალდებულია გააფრთხილოს პირი და შემდეგ დააჯარიმოს. გამომდინარე აქედან, ამ ცვლილებით შემცირდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ამასთან, იცვლება ჯარიმების ოდენობა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე, სანაცვლოდ მცირდება ადმინისტრაციული პატიმრობის 4 ვადები. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. რაც გამომდინარე შეეხება იქედან, განმახორციელებელი საგნის რომ კონფისკაციიდან მიღებულ არ არის დადგენილი სუბიექტი, ცვლილებას ვერ ექნება შემოსავლებს, კონფისკაციის ზეგავლენა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე. რაც შეეხება ჯარიმათა ოდენობას, გარე ვაჭრობის წესების დარღვევის განმეორებისათვის დგინდება ჯარიმა 20-დან 50 ლარამდე. იმავე ქმედებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მოძრავი სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით გარე ვაჭრობის წესის დარღვევას, რაც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე ოდენობით. ამასთან, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირების გამო, სახელმწიფოს შეუმცირდება ხარჯი. დღეს მოქმედი რეგულაციებით, განსხვავებულად წესრიგდება თბილისსა და დანარჩენ ქალაქებში გარე ვაჭრობა. ცვლილებების შემდეგ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დადგინდება ერთიანი წესები. სანქციათა დაკორექტირების გამო, თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შემცირდება შემოსავლები, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - გაიზრდება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. 5 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა იმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებიც დაარღვევენ გარე ვაჭრობის წესებს, უმჯობესდება. კერძოდ, მცირდება სანქციათა ოდენობა -დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული გამოიყენოს გაფრთხილება. ორგანო ვალდებულია, პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირების გამო დაკორექტირდა სახდელების ოდენობა, რაც იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, მოსალოდნელი ფინანსური შედეგები მცირედით გაუარესდება. რაც შეეხება ჯარიმათა შეცვლილ ოდენობას, გარე ვაჭრობის წესების დარღვევის განმეორებისათვის დგინდება ჯარიმა 20-დან 50 ლარამდე. იმავე ქმედებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 200 ლარამდე ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მოძრავი სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით გარე ვაჭრობის წესის დარღვევას, რაც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობასთან, გამოიწვევს ან მოთხოვნისადმი დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე ოდენობით. აღსანიშნავია ის, რომ სანქციის სახეებიდან ამოღებულ იქნება ქონების კონფისკაციის წესი, რაც დადებითად იმოქმედებს იმ პირებზე, რომლებზეც კანონპროექტი ვრცელდება. ხშირად, ქონების კონფისკაციის გამო გამოწვეული ზიანი რამდენიმე ასეულ ლარსაც კი სცდებოდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი დღეის მდგომარეობით, გარკვეული ქმედებები სამართალდარღვევად მიიჩნევა თბილისის ტერიტორიაზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში კი - არა. 6 ერთიანი რეგულაციების მიხედვით, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობით დაკავებულ პირებს შეუმცირდებათ ჯარიმის ოდენობა, ხოლო ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე დადგინდება სამართალდარღვევის ახალი სახე. აღნიშნული აუცილებელია, რათა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაწესდეს ერთიანი წესები. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები 7 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო შემუშავებაში მონაწილე ჯგუფის, შეფასება ექსპერტის კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი თორნიკე ართქმელაძე, ანა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ბარამიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი: ანა ნაცვლიშვილი 8