„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
08.12.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: თორნიკე ართქმელაძე, ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი
ნომერი
#07-3/138/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი (საქართველოს სარეგისტრაციო 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 და 1002 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 150-ე მუხლის 22 ნაწილით, 1533 მუხლის მე-2 ნაწილით, 1552, 157-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე მუხლით, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1752, 1771 და 178-ე მუხლებითა და 1811 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომელიც მიზნად ისახავს გარე მოვაჭრეთა პრობლემის მოგვარებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონპროექტის მიღება აუცილებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამომდინარე. კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებიდან ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მართლმსაჯულების მიღების კოდექსი შედეგად, შესაბამისობაში არასრულწლოვანთა მოვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითადი არსი არის ის, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოხსენიებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლის მე-2 ნაწილი და 1536 მუხლის მე-2 ნაწილი, ცვლილების შემდეგ კი მითითებული იქნება ამავე კოდექსის 1533 მუხლის მე-2 ნაწილი, ხოლო 1536 მუხლი აღარ იქნება ჩანაწერში. ამ გზით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი სრულ შესაბამისობაში იქნება ადმინისტრაციულ განსახორციელებელ ცვლილებებთან. სამართალდარღვევათა კოდექსში ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში 1 ასეთი კავშირი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება საკითხის სიმწვავიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასურველია კანონპროექტის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა განხორციელება მოთხოვნილია დაჩქარებული წესით საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე. იმავე მიზეზით, აუცილებელია აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯებისათვის დაფინანსების წყაროს მოძიების აუცილებლობას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით 2 კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებას არ მოყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგანაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოხსენიებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლის მე-2 ნაწილისა და 1536 მუხლის მე2 ნაწილისა, მითითებული იქნება ამავე კოდექსის 1533 მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული ნაწილების დისპოზიცია იდენტურია (სანქციას მუხლის პირობის დადგენისათვის არ აქვს მნიშვნელობა) გ) კანონპროექტის სტანდარტებთან მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 3 ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და სამუშაო საერთაშორისო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთები არ არსებობენ. დ.ბ) კანონპროექტის ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო შემუშავებაში ჯგუფის, ექსპერტის მონაწილე შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი თორნიკე ართქმელაძე, ანა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ბარამიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი 4 კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი: ანა ნაცვლიშვილი 5