„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 4
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-20
ბიუროს ნომერი 108
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) მესამე მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული
მოძრავი
ქონების
პრივატიზების/რეალიზაციის
შემთხვევებისა)
შეიძლება
იყოს
საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა
გაერთიანება,
რომლის
ქონებაშიც
სახელმწიფო
ორგანოს
ან
მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე
სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად
დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს
ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საზოგადოებრივი მაუწყებელი,
ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების პირდაპირი
მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის მე-17(6) მუხლის თანახმად, „კანონი უზრუნველყოფს
საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და
თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.“ ცალკე
აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით ასევე განმტკიცებულია ზემოთ
მოყვანილი დებულება, კერძოდ, “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
განსაზღვრულია, რომ „ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება“. გარდა ამისა, ამავე კანონის მე-15 მუხლის
თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან
თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების
საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელე-რადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო
დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე
ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება
არცერთ სახელმწიფო უწყებას. სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარედაქციო (და არა
მხოლოდ) დამოუკიდებლობადა ხელშეუხებლობა გარანტირებული და უზრუნველყოფილია
კანონის მე-18 მუხლით. საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის
საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელდა საჯარო
სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“
რეორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებლად. ამავე კანონით საქართველოს მთავრობას
დაევალა კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ სარგებლობაში
არსებული სახელმწიფო ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საკუთრებაში
გადაცემა.
2017 წლის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მომართვის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო
ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე საზოგადოებრივ მაუწყებელს მისი
არსებობის ვადით გადაეცა ქ. თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას N31-შიმდებარე უძრავი
ქონება (საკადასტრო კოდი N01.14.05.006.118) – 18761 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე
იმ დროისთვის არსებული შენობა-ნაგებობები. ქ. თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას N31-ში
მდებარე მიწის ნაკვეთზე უკვე დასრულებულია ძველი შენობა-ნაგებობების დემონტაჟის და
მცენარეების გადარგვის პროცედურები და ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი
მაუწყებლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა დასრულების ვადა შეადგენს
2023 წლის აპრილის თვეს (სავარაუდო თარიღი). ახალი შენობის მშენებლობის ფარგლებში
მნიშვნელოვანია
დროებით
სარგებლობაში გადმოცემული ქ. თბილისში, ანნა
პოლიტკოვსკაიას N31-შიმდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N01.14.05.006.118)
საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაეცეს საკუთრების უფლებით, იმისათვის, რომ
შესაძლებელი გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გადმოცემული მიწის ნაკვეთის
და მასზე ახალაშენებული შენობა-ნაგებობის (რომელიც მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ
ნაწილად იქცევა) სრულფასოვნად განკარგვა.
ქვეყნის უზენაესი კანონით - საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული დებულება
სახელმწიფო უწყებებისაგან და პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან
საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის და თავისუფლებას კანონით
უზრუნველყოფის თაობაზე ქმნის მყარ საფუძველს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში
იყოს შექმნილი აუცილებელი მექანიზმები კონსტიტუციით განსაზღვრული პრინციპების
განხორციელებისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია არსებული პრობლემის გადასაჭრელად, ვინაიდან, სწორედ
კანონით არის რეგულირებული სახელმწიფო ქონების მიმღები პირების ამომწურავი
ჩამონათვალი და კანონპროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში განმარტებული
მიზნის მისაღწევად აუცილებელია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად იქმნება სამართლებრივი საფუძველი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ სახელმწიფოს საკუთრებაში და
კანონპროექტის განხილვის მომენტისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარგებლობაში
არსებული უძრავი ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის უზრუნველსაყოფად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში და ხდება
სახელმწიფო ქონების შემძენი იურიდიული პირების ჩამონათვალში საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საზოგადოებრივი მაუწყებლის დამატება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე, რადგან
იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის პირველი იანვრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ
კანონპროექტით ინიცირებული ცვლილების დროული იმპლემენტაცია განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი განვითარებისათვის. ამასთანავე,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობას განაპირობებს ამ
კანონპროექტით განხორციელებული
ცვლილების მნიშვნელობა საზოგადოებრივი
მაუწყებლის შემდგომი განვითარებისთვის.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დროებით სარგებლობაში გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე
ინტენსიურად მიმდინარეობს მაუწყებლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები აგებულია სტუდიების/პავილიონების კონსტრუქცია და ამოყვანილია ძირითადი შენობის
ყველა (ოთხივე) სართული. დასკვნით ეტაპზეა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის აგება. ამ
ეტაპისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს განხორციელებული აქვს ინვესტირება აქტივში,
რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას,
აღნიშნული აქტივის სრულფასოვნად განკარგვის უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს არ
გააჩნია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დაგეგმილი პროექტის სრულფასოვნად დასრულებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რადგან კანონპროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული უძრავი ქონება უკვე აყვანილია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბალანსზე და
ორგანიზაცია იხდის შესაბამის გადასახადს. კანონპროექტის მიღებით ახალი ფინანსური
ვალდებულება მაუწყებელს არ წარმოეშობა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
სახელმწიფო ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის შემთხვევაში,
გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს ახალ გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ.1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას გამართული იქნა კონსულტაციები სსიპ „საზოგადოებრივ
მაუწყებელთან“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ეკა სეფაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ეკა სეფაშვილი