„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.12.2021
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/110/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) განაშენიანებული ტერიტორია − ნაშენი ტერიტორია, რომელზეც განლაგებულია შენობანაგებობები და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა პირობებს;“; ბ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი: „ძ1) მსხვილი საინვესტიციო პროექტი - საინვესტიციო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის არასაცხოვრებელი ფუნქციით განვითარებას და მიზნად ისახავს ტერიტორიის ლოკალურ განვითარებას, ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას ან/და განპირობებულია განსაკუთრებული ლოკაციური განთავსების თავისებურებებით ან განსაკუთრებული მიზნობრიობით. მსხვილი საინვესტიციო პროექტის მინიმალური ღირებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით;“; გ) „ჰ30“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ31“ ქვეპუნქტი: „ჰ31) უშენი ტერიტორია - ტერიტორია, რომელიც არ წარმოადგენს განაშენიანებულ ტერიტორიას (ნაშენ ტერიტორიას).“. 2. მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იერარქიულად ზემდგომი გეგმის ან მისი ცალკეული ნაწილის არარსებობა არ აფერხებს იერარქიულად ქვემდგომი გეგმის შემუშავებას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, უშენ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მისი შემუშავება გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი გეგმით ან/და როცა ასეთი ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება ნებადართულია კანონმდებლობით.“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება 1. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, გარდა ამ მუხლითა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა არ ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, თუ იგი მუშავდება იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმის საფუძველზე, რომელზეც უკვე ჩატარებულია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება და განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა არ ცვლის მის შინაარსს. ასეთ შემთხვევაში, განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებულ ცალკეულ საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასება ტარდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში.". 3. განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს ინდუსტრიული ზონის ან მისი ქვეზონების სხვა ზონით/ქვეზონებით ან ტერიტორიით ურთიერთმონაცვლეობას და მუშავდება 10 ჰექტარზე ნაკლები ფართობის ტერიტორიაზე, არ ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი გეგმა: ა) მოიცავს გარემოს დაცვის სპეციალური რეჟიმის ტერიტორიას; ბ) ახდენს გარემოზე კუმულაციური ეფექტის მქონე ზემოქმედებას; გ) ადამიანის ჯანმრთელობას მომეტებულ რისკს უქმნის; დ) ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლების შემცველ ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და იმ ტერიტორიებზე, სადაც მაღალია ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების კონცენტრაცია, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი. 4. თუ განაშენიანების დეტალური გეგმა ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, ტარდება მხოლოდ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. ასეთ შემთხვევაში, განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებულ ცალკეულ საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასება ტარდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 5. კერძო პირის ინიციატივის საფუძველზე განაშენიანების გეგმასთან/განაშენიანების დეტალურ გეგმასთან დაკავშირებით სკრინინგის, სკოპინგის ან/და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის თაობაზე განცხადების წარდგენის ვალდებულება აქვს შესაბამის დაინტერესებულ პირს. 6. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების წესი განისაზღვრება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად.“. 4. მე-19 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით“. 5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციაში ან/და საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანა საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციაში ან/და საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილება შეიტანება მისი დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.“. 6. 25-ე მუხლის: ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ავტონომიური რესპუბლიკების სივრცის დაგეგმარების განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“; გეგმის შემუშავების წესი ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციაში ან/და ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილება შეიტანება მისი დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.“. 7. 30-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებასთან, განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.“; გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 8. 31-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია და ამ კონცეფციის საექსპერტო დასკვნა შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა სხვა დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ განსახილველად უნდა წარუდგინოს სამინისტროს.“; ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 9. 34-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციაში ან/და მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანა“. 10. 36-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დასახლებას/დასახლებებს (საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად) შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების (სარეკრეაციო, საკურორტო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ეკოლოგიური (მათ შორის, დაცული ტერიტორიების მართვის მიზნით), კულტურული, ტურისტული, თავდაცვითი და სხვა) ტერიტორიის სტატუსი, ხოლო მუნიციპალიტეტს ან მისი ტერიტორიის ნაწილს, მაღალი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, თავდაცვითი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო, კულტურული ან /და სხვა ფაქტორიდან გამომდინარე − განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი. სპორტულ-გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ზონებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით.“. 11. 37-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ განაშენიანების გეგმა მოიცავს ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ ყველა პირობას, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება სავალდებულო არ არის.“. 12. 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ეფუძნება ტერიტორიებად და ფუნქციურ ზონებად დაყოფის პრინციპს.“. 13. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განაშენიანების დეტალური გეგმა ადგენს: ა) ფუნქციურ ქვეზონებს, ამ ქვეზონებში განაშენიანების რეგულირების შემდეგ პარამეტრებს: ა.ა) განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს; ა.ბ) განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ კოეფიციენტს ან ერთდროულად განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალურ და მინიმალურ კოეფიციენტებს; ა.გ) გამწვანების მინიმალურ კოეფიციენტს; ა.დ) განაშენიანების სართულიანობის ან/და სიმაღლის მაქსიმალურ მაჩვენებელს; ბ) განაშენიანების სახეობას; გ) მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის გამოყენების ნებადართულ სახეობებს; დ) მიწის ნაკვეთის ფართობის პარამეტრებს (მინიმალურ მაჩვენებელს ან/და მაქსიმალურ მაჩვენებელს ან/და გაბარიტულ ზომებს); ე) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს); ვ) განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს); ზ) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო-კომუნალურ ქსელებს; თ) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობას.“. 14. 42-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. I სტადია იწყება გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების შემდეგ, რომლის დროსაც წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს გენერალური გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება. გენერალური გეგმის კონცეფციაში ასახული უნდა იყოს ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ძირითადი მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევისა და გადაწყვეტის გზები. გენერალური გეგმის კონცეფცია შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა სხვა დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ განსახილველად უნდა წარუდგინოს სამინისტროს.“; ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე (საკუთარი ინიციატივით ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის/ორგანოს შუამდგომლობით).“; გ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. გენერალური გეგმის კონცეფციის თაობაზე ინფორმაცია (გეგმის კონცეფციასთან ერთად) უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოაქვეყნოს I სტადიის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო გენერალური გეგმის პროექტის თაობაზე ინფორმაცია (გეგმის პროექტთან ერთად) - II სტადიის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.“. 15. 43-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის მიზანია დასახლების შიდა განვითარება და თუ ასეთი გეგმა თანხვედრაშია იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციასთან, მის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოიფარგლება განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის განხილვითა და დამტკიცებით. 3. თუ ტერიტორიისთვის გენერალური გეგმა არ არსებობს, სამინისტროსთან კოორდინირებული კონსულტაციების საფუძველზე, განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან.“; ბ) მე-5 - მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის თაობაზე ინფორმაცია (გეგმის კონცეფციასთან ერთად) უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოაქვეყნოს I სტადიის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო გეგმის პროექტის თაობაზე ინფორმაცია (გეგმის პროექტთან ერთად) - II სტადიის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. 6. განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე (საკუთარი ინიციატივით ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის/ორგანოს შუამდგომლობით).“. 16. 45-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. ტერიტორიებად და ფუნქციურ ზონებად დაყოფის პრინციპი“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტერიტორიებად დაყოფა გულისხმობს სამშენებლო და არასამშენებლო არეალების გამოყოფას და მათი გამოყენებისა და განვითარების პირობების განსაზღვრას. ფუნქციური ზონირება არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით ტერიტორიის ფუნქციურ ზონებად დაყოფა.“. 17. 46-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტერიტორიების გამოყენება და განაშენიანება ეფუძნება ტერიტორიებად და ფუნქციურ ზონებად დაყოფის პრინციპს, რომელიც განმარტებული უნდა იქნეს ამ კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად.“. 18. 47-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაძლებელია ინიცირებულ იქნეს ცალკეულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის, ხოლო იერარქიულად ზემდგომი გეგმით მითითებულ ტერიტორიაზე ან/და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე/ზონაში აგრეთვე განაშენიანების გეგმის შემუშავება და განხორციელება კერძო დაფინანსებით. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაინტრესებულ პირთან იდება შესაბამისი ხელშეკრულება.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძო დაფინანსების მიუხედავად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დასაბუთებული ინიციატივის საფუძველზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადების თაობაზე, რომლის ჩატარებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება შესაბამისი სფეროს კანონმდებლობით.“. 19. 48-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შესაბამისი საფუძველის არსებობისას, ან/და ამ კოდექსის 36-ე მუხლის მიზნებისთვის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, გონივრული ვადით (არაუგვიანეს შეზღუდვის დაწესების საფუძვლის აღმოფხვრამდე) გამოაცხადოს ტერიტორიების (დასახლების/დასახლებების (საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად)) განვითარების შეზღუდვა.“. 20. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განაშენიანების დეტალური გეგმა არის მშენებლობის ნებართვის გაცემის ძირითადი საფუძველი. მშენებლობის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს განაშენიანების გეგმის საფუძველზე, თუ იგი მოიცავს ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ ასპექტებს.“. 21. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 76. მიწის ნაკვეთზე ავტოსადგომის მოწყობა მიწის ნაკვეთზე ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ძირითადი დებულებების შესაბამისად. გამონაკლისები ან/და დამატებითი პირობები დგინდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. 22. მე-80 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მხარე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩამოყალიბებული, ღირებული განაშენიანებით დამკვიდრებულ პრინციპებს და ამავდროულად უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს. მაღალი ურბანული ღირებულების არეალები და სათანადო ესთეტიკური პარამეტრები რეგულირდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. 23. 92-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას არ მოქმედებს ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, აგრეთვე, მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა უშენი ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით.“. 24. 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ მიწის ნაკვეთისთვის, რომელზედაც ვრცელდება განაშენიანების დეტალური გეგმა ან განაშენიანების გეგმა, რომელიც მოიცავს ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ ასპექტებს და შესაძლებელია გახდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველი, ამ კოდექსით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის გავლა საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს განსაზღვრავს განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმა/განაშენიანების გეგმა არ არსებობს, ხორციელდება მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიისათვის დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება.“. 25. 106-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის: ა.ა) „ ბ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს ან ინფორმაციას განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ ან ინფორმაციას განაშენიანების გეგმის შესახებ, თუ იგი მოიცავს ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ ასპექტებს და მის საფუძველზე ხდება მშენებლობის ნებართვის გაცემა;“; ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − III, IV კლასის შენობანაგებობისთვის არქიტექტურული პროექტის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის /პროექტის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიური სქემის/პროექტის თაობაზე აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან /და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნას;“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსტადიიანი წარმოების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამ კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები და „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არქიტექტურული პროექტის აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნა არ მოითხოვება.“. 26. 108-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არქიტექტურული პროექტის შესათანხმებლად მშენებლობის ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს განცხადებას. ეს განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ამ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არქიტექტურული პროექტი; ბ) ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „ვ“, „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცია; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, III, IV კლასის შენობანაგებობისთვის, ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არქიტექტურული პროექტის აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან /და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნა.“. 27. 141-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამასთანავე, მის საფუძველზე აშენებული შენობანაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ ნებართვის გაცემის დროს მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და წესები. 2. 2019 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით მშენებარე და აშენებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც 2019 წლის 3 დეკემბრამდე არ ექვემდებარებოდა მშენებლობის ნებართვის მიღების ან მშენებლობის შეტყობინების ვალდებულებას, 2019 წლის 3 დეკემბრის შემდეგაც არ საჭიროებს აღნიშნულ ნებართვას ან შეტყობინებას.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და გენერალური გეგმის დამტკიცებამდე საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დასახლების განაშენიანებული ტერიტორიის მიმდებარედ არსებული უშენი ტერიტორიების პერსპექტიული და კომპლექსური განვითარებისთვის განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების მიზნით ნორმატიული აქტით განსაზღვროს არეალები განაშენიანებული ტერიტორიების გასაზრდელად. ამ ნაწილში აღნიშნული არეალების განსაზღვრის და მათ საფუძველზე განაშენიანების გეგმის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი.“; გ) მე-16 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 ნაწილი: „161. იმ ქალაქთმშენებლობით გეგმებში, რომლებიც დამტკიცდა 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ან/და 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძველზე და მოყვანილ იქნა კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში, კონცეფციის დამტკიცების გარეშე, ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოიფარგლება შესაბამის გეგმაში ცვლილების პროექტის განხილვითა და დამტკიცებით.“. 28. 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „დ) „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის შესახებ“;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის (შემდგომში კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: 1. კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი იქნა გარკვეული საკითხები, რომელიც საჭიროებს შინაარსობრივ და ტერმინოლოგიურ დაზუსტებას, და აგრეთვე, მიზანშეწონილი არის კოდექსის სრულყოფის მიზნით ცალკეული საკითხების მოწესრიგება განხორციელდეს კოდექსის დონეზე. 2. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების მიმართ მოქმედებს შეუფერხებლობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ იერარქიულად ზემდგომი გეგმის არარსებობა არ აფერხებს იერარქიულად ქვემდგომი გეგმის შემუშავებას. უშენი ტერიტორიების დაუგეგმავი განაშენიანების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია დადგინდეს გარკვეული წესები. ამასთან, გარდამავალ პერიოდში, კერძოდ, მუნიციპალიტეტების მიერ შესაბამისი სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებამდე, დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ ნორმატიული აქტით დასახლებების უშენი ტერიტორიების პერსპექტიული და კომპლექსური განვითარებისთვის დაშვებული არეალების განსაზღვრის უფლებამოსილება და მხოლოდ ამ არეალებში განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე ტერიტორიების განავითარების შესაძლებლობა. 3. კოდექსის მოქმედი რედაქციისა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმა, როგორც სტრატეგიული დოკუმენტი, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. პრაქტიკაში, ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, ქალაქთმშენებლობითი გეგმების სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებისადმი დაქვემდებარების საკითხი, გეგმების მასშტაბებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, საჭიროებს დაზუსტებას. 4. კოდექსის მოქმედი რედაქციით, საკუთარი ინიციატივით ფიზიკური პირებს და კერძო სამართლის იურიდიული პირებს შეუძლიათ მხოლოდ განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება. იერარქიულად ზემდგომი გეგმით განსაზღვრულ არეალში, აგრეთვე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე/ზონებში, მიზანშეწონილია, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს განაშენიანების გეგმის შემუშავების უფლებამოსილებაც. შესაბამისად, მიზანშეწონილია შესაბამისი დათქმა გაკეთდეს კოდექსში. 5. გამომდინარე იქიდან, რომ მსხვილ საინვეტიციო პროექტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტერიტორიის ადგილობრივ განვითარებაში, მიზანშეწონილია მსგავსი პროექტები დაექვემდებაროს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს და მათი განხორციელებისას სრულად გავრცელდეს კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. 6.მიზანშეწონილია დაზუსტდეს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი მოქმედ რედაქციაში არსებული მუხლების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი დაზუსტებისა და დახვეწის მიზნით, კოდექსით გათვალისწინებული საკითხების უკეთ დარეგულირებისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით მოხდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის როგორც ტერმინოლოგიური ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით დაზუსტება; უშენი ტერიტორიების დაუგეგმავი განაშენიანების თავიდან აცილების მიზნით დადგინდება გარკვეული წესები; დაზუსტდება ქალაქთმშენებლობითი გეგმების სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებისადმი დაქვემდებარების საკითხი, გეგმების მასშტაბებიდან და შინაარსიდან გამომდინარე; იერარქიულად ზემდგომი გეგმით განსაზღვრულ არეალში, აგრეთვე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე/ზონებში, დაინტერესებულ პირს ექნება განაშენიანების გეგმის შემუშავების უფლებამოსილება; მსხვილი საინვეტიციო პროექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ტერიტორიის ადგილობრივ განვითარებაში, აღნიშნული პროექტები დაექვემდებარება განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს და მათი განხორციელებისას სრულად გავრცელდება კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები; დაზუსტდება არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი მოქმედ რედაქციაში არსებული მუხლების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად: 1. ხდება მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინის ცვლილება, აგრეთვე, ემატება რამდენიმე ტერმინი. კერძოდ, არსებული მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი განაშენიანებულ ტერიტორიას განმარტავს როგორც დასახლების ტერიტორიის ნაწილს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ძირითადი დებულებებით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, გარდა გარემოს დამცავი ზონისა, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა, სასოფლო-სამეურნეო ზონისა, სატრანსპორტო ზონა 2-ისა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-ისა. აღნიშნული განმარტება სრულად არ ასახავს განაშენიანებული ტერიტორიის არსს, ასევე, განმარტებაში ჩამოთვლილი ტერიტორიები შესაძლებელია გაუნაშენიანებულ ტერიტორიებშიც ექცეოდეს. წარმოდგენილი ცვლილებით ხდება განაშენიანებული ტერიტორიის დაზუსტება, რომლის თანახმადაც განაშენიანებული ტერიტორია წარმოადგენს იგივე ნაშენ ტერიტორიას, რომელზეც განლაგებულია შენობა-ნაგებობები. აგრეთვე, მე-3 მუხლს ემატება (ჰ33) უშენი ტერიტორიის ცნება - ტერიტორია, რომელიც არ წარმოადგენს განაშენიანებულ (ნაშენ) ტერიტორიას. „ძ2“ ქვეპუნქტით განიმარტება მსხვილი საინვესტიციო პროექტები. ვინაიდან, წარმოდგენილი კანონპროექტით 92-ე მუხლს ემატება მე-5 ნაწილი და ახალი შემოთავაზებით კეთდება დათქმა მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით, აუცილებელია განისაზღვროს ინვესტიციის მსხვილ საინვესტიციო პროექტად მიჩნევის კრიტერიუმები. კოდექსის მიზნებისთვის მსხვილ საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის არასაცხოვრებელი ფუნქციით განვითარებას და მიზნად ისახავს ტერიტორიის ლოკალურ განვითარებას, ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას ან/და განპირობებულია განსაკუთრებული ადგილობრივი განთავსების თავისებურებებით ან/და განსაკუთრებული მიზნობრიობით. რაც შეეხება პროექტის მინიმალურ ღირებულებას, აღნიშნული, წარმოდგენილი ცვლილების პროექტის დამტკიცების შემდეგ, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედი რედაქციის თანახმად, იერარქიულად ზემდგომი გეგმის ან მისი ცალკეული ნაწილის არარსებობა არ აფერხებს იერარქიულად ქვემდგომი გეგმის შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ უშენ ტერიტორიაზე ახალი განაშენიანებების გაჩენა ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა. იმისთვის, რომ უშენ ტერიტორიაზე განაშენიანების პროცესი გეგმაზომიერად წარიმართოს, მიზანშეწონილია, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება დაიშვას იმ შემთხვევაში, როცა ასეთ ტერიტორიაზე გეგმის შემუშავება დაშვებულია იერარქიულად ზემდგომი გეგმით ან ნებადართულია კანონმდებლობით. 3. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, სტრატეგიული დოკუმენტი (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის (მათ შორის, სივრცითი განვითარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სექტორისთვის) დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო) ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურას. შესაბამისად, სივრცის დაგეგმარების გეგმა/ქალაქთმშენებლობითი გეგმა, როგორც სტრატეგიული დოკუმენტი, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით ხორციელდება სკრინინგის პროცედურა, რომლის დროსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განიხილავს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს და იღებს გადაწყვეტილებას სტრატეგიული დოკუმენტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისადმი დაქვემდებარების შესახებ. წარმოდგენილი ცვლილების პროექტით, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზუსტდება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისადმი დაქვემდებარების ცალკეული საკითხები, დამატებით განისაზღვრება შემთხვევები, რომლის დროსაც ქალაქთმშენებლობითი გეგმა შესაძლებელია გათავისუფლდეს აღნიშნული შეფასების ჩატარებისგან. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დგინდება, რომ განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა არ ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, თუ ის მუშავდება იერარქიულად ზემდგომი გეგმის საფუძველზე, რომელზეც უკვე ჩატარებულია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება და განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა არ ცვლის მის შინაარსს. ასეთი იერარქიულად ზემდგომი გეგმების საფუძველზე შესამუშავებელი, იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმები უპრიანია აღარ დაექვემდებაროს სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, რადგან ზედმგომი გეგმის დამტკიცებისას უკვე განხილული და შესწავლილია საპროექტო ტერიტორიის განვითარების გავლენა გარემოზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ამრიგად, წარმოდგენილი ცვლილებით, ქალაქთმშენებლობითი გეგმა არ დაექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, თუ იერარქიულად ზემდგომ გეგმას გავლილი აქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურები. აღნიშნულის შედეგად, გამოირიცხება ერთი და იმავე ტერიტორიის იერარქიულად ზემდგომი გეგმის ფარგლებში განვითარებისას სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების საჭიროება, შესაბამისად, დაიზოგება ასეთი ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემმუშავებელი დამგეგმავი ორგანოს/კერძო დაინტერესებული პირის დროის, ფინანსური და ადამიანური რესურსები, აგრეთვე, შემცირდება ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების ვადები (სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურები ახანგრძლივებს გეგმის დამტკიცების პერიოდს). ამასთან, მე-10 მუხლის მე-3 ნაწილით განისაზღვრება, რომ 10 ჰექტარზე ნაკლები ფართობის ტერიტორიაზე დამუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმა, თუ არ ხდება ინდუსტრიული ზონის/ქვეზონის სხვა ზონით/ქვეზონით/ტერიტორიით ცვლილება (ან პირიქით), არ დაექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი გეგმა ახდენს გარემოზე კუმულაციური ეფექტის მქონე ზემოქმედებას, ადამიანის ჯანმრთელობას მომეტებულ რისკს უქმნის ან/და ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლების ან კულტურული მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე ადგილობრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე/ლანდშაფტზე. განაშენიანების დეტალური გეგმა (როგორც პროექტი/საქმიანობა) ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ცვლილების მიზანია არსებული პრაქტიკის კანონმდებლობაში ასახვა, კერძოდ, გამოცდილებამ აჩვენა, რომ თუ 10 ჰექტარზე ნაკლები ფართობის ტერიტორიაზე დამუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმა არ ითვალისწინებს ინდუსტრიული ზონის ცვლილებას (სადაც შესაძლებელია განთავსებული იყოს გარემოსთვის/ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ობიექტები), სკრინინგის პროცედურის საფუძველზე, ასეთი გეგმა არ დაექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასების ურთიერთმიმართებას და ადგენს, რომ თუ განაშენიანების დეტალური გეგმა ექვემდებარება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებას, ტარდება მხოლოდ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. ასეთ შემთხვევაში, გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხორციელდება განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებულ ცალკეულ საქმიანობაზე, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მნიშვნელოვანია კერძო პირის ინიციატივის საფუძველზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემთხვევაში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული განცხადებების წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტების განსაზღვრა. განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა შესაძლებელია შემუშავდეს დაინტერსებული პირის ინიციატივით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირი. ასეთ შემთხვევაში, დაინტერსებული პირი თავად უზრუნველყოფს გეგმისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას. შესაბამისად, განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა, მათ შორის, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარება, კერძო სამართლის სუბიექტის ვალდებულებასაც შეიძლება წარმოადგენდეს. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში გათვალისწინებული ტერმინი „დამგეგმავი ორგანო“ კი გამორიცხავს კერძო სამართლის სუბიექტის მიერ სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უფლებამოსილ ორგანოებში წარდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, ვინაიდან, განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება შესაძლებელია ინიცირებული იყოს კერძო პირის მიერ, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ამავე პირის მიერ სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენის შესაძლებლობა, რომელიც ვალდებულებით გამოიხატება. 4. მე-19 მუხლის სათაურში ემატება სიტყვა „საჯარო“. ისევე როგორც სხვა სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემთხვევაში, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა მოქმედ რედაქციაში აღნიშნულის თაობაზე დათქმა გამორჩენილია. 5. ხდება მე-20 მუხლის ტექნიკურად გასწორება, კერძოდ, ემატება სიტყვა „გეგმა“. 6. 25-ე მუხლის მე-6 ნაწილში მითითება რჩება მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების წესზე, ვინაიდან, გეგმის შინაარსს თავად კოდექსი განსაზღვრავს (24-ე მუხლის მე-4 ნაწილი). ამასთან, 25-ე მუხლს ემატება მე-7 ნაწილი, რომელიც ეხება ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების კონცეფციაში ან/და ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანას. მოქმედი რედაქციით აღნიშნული საკითხი არ არის დარეგულირებული. 7. ზუსტდება 30-ე მუხლის სათაური. მუხლი მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების გარდა, ასევე ეხება მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვისა და დამტკიცების საკითხებსაც, შესაბამისად მიზანშეწონილია, მუხლის სათაური შეიცვალოს და სათაურშივე იქნეს მოცული გეგმის შემუშავება, განხილვა და დამტკიცება. აგრეთვე, 30-ე მუხლს ემატება 21 ნაწილი მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა/დამტკიცებასთან დაკავშირებით. მოქმედ რედაქციაში აღნიშნული საკითხი არ არის რეგულირებული და მოცემული არის მხოლოდ შემუშავების საკითხი. 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითება რჩება მხოლოდ მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების წესზე, ვინაიდან, გეგმის შინაარსს თავად განსაზღვრავს კოდექსი (29-ე მუხლი). 8. 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის ახალი რედაქციის თანახმად, მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წარდგენის ვალდებულება დაეკისრება თავად მუნიციპალიტეტს. მოქმედი რედაქციის თანახმად, გეგმის კონცეფციის სამინისტროებისთვის წარდგენის ვალდებულება ეკისრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაც პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის მართებული. მიზანშეწონილია, სამინისტროების ინფორმირებულობა/ჩართვა თავად უზრუნველყოს მუნიციპალიტეტმა და გეგმის მათთან შეთანხმების შემდეგ, საბოლოო ვერსია წარუდგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამასთან, მუხლის მე-9 ნაწილში მითითება რჩება მხოლოდ გეგმის შემუშავების წესზე, ვინაიდან, გეგმის შინაარსს თავად განსაზღვრავს კოდექსი (მუხლი 29). 9. ზუსტდება 34-ე მუხლის სათაური ვინაიდან, არსებულ რედაქციაში გამორჩენილია მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია და ასევე მასში ცვლილების შეტანის თაობაზე დანაწესი. 10. 36-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის მინიჭება ხდება მხოლოდ დასახლებისთვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მიზანშეწონილი იყოს მომიჯნავედ მდებარე რამდენიმე დასახლებისთვის. ამასთან, რიგ შემთხვევებში, გეგმარებითი არეალი სხვა და სხვა მიზეზების გამო, შესაძლებელია სცდებოდეს დასახლების რეგისტრირებულ საზღვრებს. ქალათმშენებლობითი გეგმის ეფექტური აღსრულების მიზნით, კვლევების ეტაპზე შესაძლებელია დადგეს დასახლებასთან ფუნქციურად მიბმული, მომიჯნავე ტერიტორიების გეგმარებით არეალში მოქცევის საჭიროება (მაგალითად, რეკრეაციული ტერიტორიებისთვის მიმდებარედ არსებული ტყის მასივი ან/და მაღალი დონის სამთოსათხილამურო ტრასის მოწყობის პოტენციალის მქონე ტერიტორია). ამდენად, მიზანშეწონილია, საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი დასახლებას ან/და დასახლებებს მიმდებარე/მომიჯნავე ტერიტორიასთან ერთად მიენიჭოს. ამასთან, აღნიშნული ნაწილი განსაზღვრავს ტერიტორიისთვის განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს. ცვლილებების შედეგად, სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ეკოლოგიური, ტურისტული ან/და კულტურული ნიშნებითაც. მაგალითად, ასეთი საჭიროება შესაძლებელია დადგეს მაღალი კულტურული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიებზე, საერთაშორისო დონის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალის მქონე ტერიტორიაზე, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის მქონე ტერიტორიაზე ან/და დაცულ ტერიტორიებზე. 11. 37-ე მუხლის მე-6 ნაწილში ხდება ტექნიკური დაზუსტება და ეთითება განაშენიანების დეტალური გეგმის სრულყოფილი დასახელება. 12. 38-ე მუხლის მე-4 ნაწილში ზუსტდება, რომ ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ეფუძნება ტერიტორიებად და ფუნქციურ ზონებად დაყოფის პრინციპს. მოქმედ რედაქციაში მითითებულია მხოლოდ ფუნქციური ზონირების პრინციპი. გამომდინარე იქიდან, რომ კოდექსი ერთმანეთისგან მიჯნავს არასამშენებლო და სამშენებლო ტერიტორიებს, და ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფუნქციური ზონები გამოიყოფა მხოლოდ სამშენებლო ტერიტორიაზე, მიზანშეწონილია ტერიტორიებად დაყოფის პრინციპზეც ხაზგასმა. 13. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ხდება მხოლოდ ფუნქციურ ზონირებაზე მითითების ამოღება. კოდექსი ერთმანეთისგან მიჯნავს არასამშენებლო და სამშენებლო ტერიტორიებს, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფუნქციური ზონები დგინდება მხოლოდ სამშენებლო ტერიტორიაზე, შესაბამისად, ვინაიდან, განაშენიანების დეტალური გეგმა არსამშენებლო ტერიტორიებსაც შეიძლება მოიცავდეს (სადაც არ გამოიყოფა ფუნქციური ზონები), მინზაშეწონილია შემდეგი ფრაზის -„მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების თვალსაზრისით“ ამოღება; 14. ხდება 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსობრივად და რედაქციულად გამართვა. ამასთან, გენერალური გეგმის კონცეფციის დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წარდგენის ვალდებულება დაეკისრება თავად მუნიციპალიტეტს. მოქმედი რედაქციის თანახმად, გენერალური გეგმის კონცეფციის სამინისტროებისთვის წარდგენის ვალდებულება ეკისრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაც პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის მართებული. მიზანშეწონილია, სამინისტროების ინფორმირებულობა/ჩართვა თავად უზრუნველყოს მუნიციპალიტეტმა და გენერალური გეგმის საბოლოო, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოების მითითების შესაბამისად დაზუსტებული ვერსია წარუდგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამასთან, დაზუსტდა 42-ე მუხლის მე-9 ნაწილი, რომელიც ეხება საკრებულოს გადაწყვეტილებით გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხს. კერძოდ, დაემატა, რომ საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მომართვის საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება გამომდინარეობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტის საკრებულო გენერალური გეგმის კონცეფციას/პროექტის ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, აგრეთვე, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმადაც, მერი კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს. რაც შეეხება ცვლილების ინიციატორს, აღნიშნული შესაძლებელია იყოს თავად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დაინტერესებული ფიზიკური/იურიდიული პირი ან სხვა ორგანო. აგრეთვე, 42-ე მუხლის მე-11 ნაწილში დაზუსტდა გენერალური გეგმის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხი. მოქმედ რედაქციაში მითითებულია, რომ გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების დაწყების თაობაზე ინფორმაცია (მათ შორის, გეგმარებითი არეალის ზუსტი საზღვრების შესახებ ინფორმაცია) უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. გამომდინარე იქედან, რომ ხსენებული მუხლი ეხება გენერალური გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას, ინფორმაციის განთავსების ვალდებულებაც სწორედ ამ წარმოების დაწყებას უკავშირდება. ნიშანდობრივია, რომ საჯაროობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი გენერალური გეგმის შემუშავების რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე, უშუალოდ გეგმის შემუშავების დაწყების საწყის ეტაპზე და იგი არ უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ გეგმის კონცეფციის განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას (გეგმის შემუშავების ხანგრძლივი პროცესის გათვალისწინებით, შუალედი შეიძლება ხშირად აღემატებოდეს მითითებულ 3 თვეს). ვინაიდან, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილება ეხება გეგმების შემუშავების პროცედურებს, შემუშავების ეტაპზე (მათ შორის, გეგმის შემუშავების ინიცირების ეტაპზე), აგრეთვე, გეგმის განხილვა/დამტკიცების სტადიაზე (მათ შორის, საჯარო განხილვების ჩატარების ნაწილში) საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხები უფრო დეტალურად უნდა რეგულირდებოდეს სწორედ აღნიშნული დადგენილებით. გენერალური გეგმის კონცეფციის/პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაცილი წარმოების დაწყებისას კი, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია გეგმის თაობაზე (უკვე დამუშავებულ კონცეფციასთან/პროექტთან ერთად) და არა ზოგადი ინფორმაცია გეგმარებითი ერთეულის საზღვრების შესახებ. ამასთან, ვინაიდან, მუხლი ეხება გენერალური გეგმის კონცეფციის (პირველი სტადია) და მისი საბოლოო პროექტის (მეორე სტადია) განხილვას, მიზანშეწონილია, ინფორმაციის განთავსების ვალდებულება ორივე სტადიის მიმართ ვრცელდებოდეს. 15. 43-ე მუხლის მე-2 ნაწილი დაზუსტდა და მიეთითა, რომ თუ განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა თანხვედრაშია იერარქიულად ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციასთან და ხდება დასახლების შიდა განვითარება, ასეთი გეგმის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოიფარგლება განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის განხილვითა და დამტკიცებით. მოქმედ რედაქციაში მითითება არის მხოლოდ ტერიტორიის ინტენსიურ განვითარებაზე, რაც არ არის მართებული, რადგან დასახლებული ტერიტორიის ინტენსიური განვითარება, რიგ შემთხვევებში, მიზანშეუწონელია და საჭიროებს შესაბამის ანალიზს, კონცეპტუალურად განხილვას. კოდექსის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასახლების შიდა განვითარება არის ქალაქთმშენებლობითი პროცესი, რომლის მიზანია ჩამოყალიბებული დასახლების პოტენციალის ამაღლება ცალკეულ ტერიტორიებზე განაშენიანების გამჭიდროებით (განაშენიანების ინტენსივობის გაზრდით), დეგრადირებული სივრცეების ხელახლა გამოყენებით და სხვა, მსგავსი ღონისძიებებით. ამრიგად, დასახლების განაშენიანების გამჭიდროვების/ინტენსივობის გაზრდა არის შიდა განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი (ჩამოყალიბებული დასახლების პოტენციალის ამაღლებისთვის მიმართულ სხვა ღონისძიებებთან ერთად). შესაბამისად, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილში ინტენსიური განვითარების ნაცვლად აქცენტი გაკეთდა დასახლების შიდა განვითარებასა და ზემდგომი გეგმის კონცეფციასთან შესაბამისობაზე. I სტადიის (გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება) გვერდის ავლით გეგმის პროექტის განხილვა დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იერარქიულად ზემდგომი გეგმის კონცეფციის ფარგლებში, დასახლების პოტენციალის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას. აგრეთვე, 43-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა განაშენიანების გეგმის /განაშენიანების დეტალური გეგმის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირების შესახებ ჩანაწერი, იმ შემთხვევაში, როცა ასეთი გეგმა მუშავდება იმ ტერიტორიისთვის, სადაც გენერალური გეგმა არ არსებობს. მოქმედი რედაქციით, სამინისტრო ჩართულია ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესში, კერძოდ, მას განსახილველად წარდეგინება გეგმის კონცეფცია და პროექტი. ამ ეტაპზე, სამინისტრო გეგმის კონცეფციის განხილვის ეტაპზე ერთვება, როცა დაინტერსებულ პირს უკვე აქვს გაღებული ხარჯები გეგმის შემუშავების მიზნით. ცვლილების მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული დაინტერესებული პირის მიერ რესურსების (მათ შორის, დროის და ფინანსური რესურსების) დახარჯვა ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების მიზნით იმ ტერიტორიისთვის, რომლის განვითარებაც მოთხოვნილი ფუნქციით არ არის მიზანშეწონილი. ცვლილების შედეგად, სამინისტროს, როგორც სივრცითი პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს, საწყის ეტაპზევე, გეგმის შემუშავების დაწყებამდე ეცნობება კონკრეტულ ტერიტორიაზე (სადაც არ მოქმედებს გენერალური გეგმა) განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების განზრახვის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. ამასთან, 42-ე მუხლის მე-11 ნაწილის წარმოდგენილი რედაქციის ანალოგიურად, მე- 43-ე მუხლის მე-5 ნაწილში დაზუსტდა განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხი. აგრეთვე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილში, წარმოდგენილი პროექტით დაზუსტებული 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის ანალოგიურად, მიეთითა, რომ განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე (საკუთარი ინიციატივით ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის/ორგანოს შუამდგომლობით). 16. ზუსტდება 45-ე მუხლის სათაური. მოქმედ რედაქციაში გათვალისწინებულია მხოლოდ ფუნქციური ზონირების პრინციპი. ამასთან, ზუსტდება 45-ე მუხლის პირველი ნაწილი და ეთითება, რომ ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ტერიტორია იყოფა ტერიტორიებად და ფუნქციურ ზონებად. 17. ზუსტდება 46-ე მუხლის პირველი ნაწილი და ემატება დათქმა ტერიტორიებად დაყოფის პრინციპის თაობაზე. 18. 47-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება დათქმა ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის შემუშავების შესაძლებლობის თაობაზე. მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულია კერძო პირის მიერ მხოლოდ განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების შესაძლებლობა, ხოლო განაშენიანების გეგმას ნებისმიერ შემთხვევაში ამზადებს ადმინისტრაციული ორგანო. გამომდინარე იქიდან, რომ განაშენიანების გეგმის შემუშავება დაკავშირებულია რესურსებთან, მიზანშეწონილია ამ უფლებამოსილების გარკვეულწილად დელეგირება კერძო პირებზე. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია კერძო, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს განაშენიანების გეგმის შემუშავების ინტერესი და უპრიანია, მას ჰქონდეს ასეთი გეგმის შემუშავების უფლებამოსილება ზემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმით განსაზღვრულ შემთხვევაში ან/და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე/ზონაში. რაც შეეხება განაშენიანების გეგმის შემუშავებისას უმეტესწილად დაინტერესებული პირის ინტერესების გატარების საფრთხეს, აღნიშნული უნდა დარეგულირდეს დაინტერესებული პირისთვის შესაბამისი დავალების გაცემისას (რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გეგმის შემუშავების ინიცირების ეტაპზე გაიცემა) და ადმინისტრაციულ ორგანოში განსახილველად წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისას. ამავე მუხლს ემატება დათქმა ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (საკუთარი ფინანსური რესურსებით) განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას კონკურსის გამოცხადების შესაძლებლობის თაობაზე. ცვლილების მიზანია, განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგალითად, გეგმარებითი ერთეულის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესების არსებობისას, საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების დარღვევის თავიდან აცილებს მიზნით), სათანადო დასაბუთების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰქონდეს ხსენებული გეგმების კონკურსის ფარგლებში შემუშავების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. ასეთი შესაძლებლობა განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობას, ინფორმაციის მეტად გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს. 19. ხდება 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის ცვლილება, რომლის საფუძველზეც კოდექსის 36-ე მუხლის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, გონივრული ვადით (არაუგვიანეს შეზღუდვის დაწესების საფუძვლის აღმოფხვრამდე) გამოაცხადოს ტერიტორიების (დასახლების/დასახლებების (საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად)) განვითარების შეზღუდვა. წარმოდგენილი რედაქციით, გონივრული ვადით (თუმცა არაუგვიანეს შეზღუდვის საფუძვლის აღმოფხვრამდე) ტერიტორიების (დასახლების/დასახლებების (საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად)) შეზღუდვის დაწესება შესაძლებელი იქნება ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების პროცესის დაწყებამდე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ან სხვა პროექტის ფარგლებში, თუ ამას მოითხოვს კონკრეტული ტერიტორიის თავისებურებები (მაგალითად, ტერიტორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა, დაგეგმილი ღონისძიებების ფონზე ტერიტორიაზე მშენებლობების გააქტიურება). 20. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება დათქმა, რომ მშენებლობის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს განაშენიანების გეგმის საფუძველზე, თუ იგი მოიცავს განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებულ ასპექტებს. ცვლილება გამომდინარეობს კოდექსის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან რომლის თანახმადაც, თუ განაშენიანების გეგმა მოიცავს ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განაშენიანების დეტალური გეგმის შემადგენლობა) გათვალისწინებულ პირობებს, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება სავალდებულო არ არის. აღნიშნული ჩანაწერის მიუხედავად, იმისათვის, რომ აღმოიფხვრას შესაძლო ბუნდოვანება და თავიდან იქნეს აცილებული ნორმის არასწორი ინტერპრეტაცია, მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა შესაძლებელია განაშენიანების გეგმის საფუძველზეც, თუ მასში გათვალისწინებულია კოდექსის 41ე მუხლის მე-2 ნაწილით მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო პირობები. 21. ზუსტდება 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ეხება საკრებულოს სამართლებრივი აქტით მიწის ნაკვეთზე ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებული საგამონაკლისო/დამატებითი საკითხების რეგულირების შესაძლებლობას. კერძოდ, დაემატა, რომ საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტის დამტკიცება ხდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება გამომდინარეობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმადაც, მერი ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება განპირობებულია ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპებით და პრაქტიკაში ერთგვაროვანი მიდგომების დამკვიდრების საჭიროებით. 22. მე-80 მუხლის მე-8 ნაწილს, წარმოდგენილი პროექტით დაზუსტებული 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის ანალოგიურად, საკრებულოს სამართლებრივი აქტით მაღალი ურბანული ღირებულების არეალების და ესთეტიკური პარამეტრების რეგულირების ნაწილში ემატება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიმართვის თაობაზე დათქმა. 23. 92-ე მუხლს ემატება დათქმა მსხვილი საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლები ადგენს გარკვეულ ჩარჩოებს განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარე და სისტემის გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთების განვითარებასთან დაკავშირებით. ამასთან, წარმოდგენილი პროექტით, ცალკეულ შემთხვევებში იზღუდება უშენი ტერიტორიის განვითარება განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე. გამომდინარე იქიდან, რომ მსხვილი საინვესტიციო პროექტები მნიშვნელოვანწილად ეხმარება რეგიონებში არსებული დასახლებების განვითარებას, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება არ შეფერხდეს. წარმოდგენილი რედაქციით, მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ტერიტორია განავითაროს იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მდებარეობს განაშენიანების სისტემის გარეთ ან/და უშენ ტერიტორიაზე. აღნიშნული ცვლილება წაახალისებს ბიზნესს, აუთვისებელ ტერიტორიებზე განახორციელოს ღირებული და გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტები, რაც თავის მხრივ, უზურნველყოფს ასეთი ტერიტორიის პოტენციალის ეფექტურად ათვისებას და წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ/სოციალურ კეთილდღეობაში. 24. 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში ემატება დათქმა, რომ თუ განაშენიანების გეგმა მოიცავს განაშენიანების დეტალურ გეგმაში გასათვალისწინებელ საკითხებს და შესაძლებელია გახდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველი, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის გავლა საჭირო არ არის. კოდექსის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ განაშენიანების გეგმა მოიცავს მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის საჭირო ყველა აუცილებელ პირობას, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება საჭირო აღარ არის. შესაბამისად, საჭიროა მიეთითოს, რომ ასეთი გეგმა ანაცვლებს მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიას. 25. 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, კოდექსის 66-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებების გათვალისწინებით (მშენებლობის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს განაშენიანების გეგმის საფუძველზე, თუ იგი მოიცავს განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებულ ასპექტებს), ემატება დათქმა, რომ სანებართვო განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას განაშენიანების გეგმის შესახებ, თუ იგი მოიცავს ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ ასპექტებს და მის საფუძველზე ხდება მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტში ხდება წარმოსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრა შენობანაგებობის კლასების შესაბამისად. მოქმედ რედაქციიდან გამომდინარე, საექსპერტო დასკვნების წარმოდგენა შესაძლებელია სავალდებული იყოს II კლასის შენობა -ნაგებობებისთვის. აღნიშნული შეუსაბამობაში მოდის კოდექსის პრინციპებთან, შენობა-ნაგებობების კლასებად დაყოფისა და მათზე გასავრცელებელ რეგულაციებთან მიმართებაში. კერძოდ, კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, შენობანაგებობები იყოფა კლასებად რისკის მახასიათებლების მიხედვით, სადაც I და II კლასის შენობანაგებობები ხასიათდება უმნიშვნელო და დაბალი რისკით, ხოლო III და IV კლასის შენობანაგებობები საშუალო და მაღალი რისკით. აღნიშნულის გათვალისიწინებით, I და II კლასის შენობანაგებობებისთვის დაშვებულია გამარტივებული პროცედურები - მარტივი და დეტალური შეტყობინებები, ხოლო III და IV კლასის შენობა-ნაგებობები ცალსახად საჭიროებს მშენებლობის ნებართვის მიღებას. გამომდინარე აღნიშნულიდან, კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის არსებული ჩანაწერი აჩენს კითხვას: რა დანიშნულება აქვს II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების უფლების გამარტივებული წესით მოპოვების დაშვებას, თუ მაინც საჭირო იქნება საექსპერტო დასკვების წარდგენა. აღნიშნული აღმოსაფხვრელად, აუცილებელია სხვა კლასის ობიექტებისგან გაიმიჯნოს I და II კლასის შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ საჭიროებს საექსპერტო დასკვნებს მშენებლობის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნებისთვის, რადგან ასეთი შენობა-ნაგებობები ხასიათდება დაბალი რისკით. შესაბამისად, 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის დასკვნის წარდგენის ვალდებულება განისაზღვრა მხოლოდ III, IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში. კოდექსის საფუძველზე მიღებული „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილებით არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება II კლასის ობიექტებზე, თუმცა სხვა დოკუმენტაციის დასკვნების წარდგენის ვალდებულება მოქმედებს II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაშიც. გასათვალისწინებელია, რომ II კლასის ობიექტების განთავსება ძირითადად არაკომერციული, საცხოვრებელი მიზნებისთვის ხდება და უპრიანია, მოსახლეობას დამატებით ტვირთად არ დააწვევს დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნების მოპოვება, მაშინ როცა მათი წარდგენის აუცილებლობა არ იკვეთება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ანალოგიურად, რისკის დაბალი ხარისხიდან გამომიდნარე, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება I და II კლასის ობიექტებზე. ამასთან, 106-ე მუხლის მე-4 ნაწილის წარმოდგენილი რედაქციის თანახმად, სამსტადიიანი წარმოების შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე წარდგენილ უნდა იქნეს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია (აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან /და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნები), გარდა არქიტექტურული პროექტის თაობაზე დასკვნისა, რომლის წარდგენაც პროექტის შეთანხმების სტადიაზე უნდა მოხდეს. 26. ანალოგიურად დაზუსტდა 108-ე მუხლის მე-2 ნაწილი და განისაზღვრა სამსატადიიანი წარმოების შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე წარსადგენი დოკუმენტაცია. გასწორდა ხარვეზი, რომლის თანახმადაც ამ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნები (არქიტექტურული პროექტის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ტექნოლოგიური სქემის/პროექტის თაობაზე აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნა), მაშინ როცა ნებართვის გაცემის სტადიამდე არ მოითხოვება უშუალოდ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის, ტექნოლოგიური სქემა/პროექტის წარდგენა. წარმოდგენილი ცვლილებებით, პროექტის შეთანხმების სტადიაზე მხოლოდ არქიტექტურული პროექტის თაობაზე დასკვნის წარდგენა იქნება სავალდებულო, ვინაიდან, მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტის წარდენა ხდება ამ სტადიაზე. ამასთან, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს ემატება საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რადგან კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ პირს მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიის დაწყებამდე ევალება საინფორმაციო დაფის განთავსება. 27. 141-ე მუხლის პირველ ნაწილში ეთითება 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო მე-2 ნაწილში, 2019 წლის 3 ივნისის ნაცვლად, ეთითება 2019 წლის 3 დეკემბერი, ვინაიდან აღნიშნულ თარიღამდე ზოგიერთ ტერიტორიაზე (სადაც მოქმედებდა 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები) ვრცელდებოდა კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა. 141-ე მუხლს ემატება მე-31 ნაწილი, რომელის მიხედვით მუნიციპალიტეტის შესაბამისი სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და გენერალური გეგმის დამტკიცებამდე საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება დასახლების განაშენიანებული ტერიტორიის მიმდებარედ არსებული უშენი ტერიტორიების პერსპექტიული და კომპლექსური განვითარებისთვის განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების მიზნით ნორმატიული აქტით განსაზღვროს არეალები განაშენიანებული ტერიტორიების გასაზრდელად. ამ ნაწილში აღნიშნული არეალების განსაზღვრის და მათ საფუძველზე განაშენიანების გეგმის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი. გასათვალისწინებელია, რომ დასახლებების უშენი ტერიტორიების არასისტემური განაშენიანება და ახალი დასახლებების გაჩენა სივრცითი (განსახლების სისტემის ფორმირება) და ქალაქთმშენებლობითი (დასახლებების პერსპექტიული განვითარება) თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პრობლემების შემცველია. დასახლებების გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე ახალი პერსპექტიული და კომპლექსური განაშენიანებ(ებ)ის გაჩენის დაშვება საჭიროებს მრავალდისციპლინარულ ანალიზს და შესაბამის დასაბუთებას. აღნიშნულის რეგულირების მიზნით, წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება, გარდამავალ პერიოდში, კერძოდ მუნიციპალიტეტების მიერ შესაბამისი სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებამდე, ნორმატიული აქტით განსაზღვროს დასახლებების უშენი ტერიტორიების პერსპექტიული და კომპლექსური განვითარებისთვის დაშვებული არეალები და მხოლოდ ამ არეალებში განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე განავითაროს ტერიტორიები, აღნიშნული ერთის მხრივ, დასახლებების უშენ ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანებების გაჩენას შეაფერხებს და მეორეს მხრივ, რომ არ მოხდეს ბიზნეს სექტორის მოთხოვნების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს გამოყოფილ არეალებში დაამუშავონ ქალაქთმშენებლობითი გეგმები. აგრეთვე, ამავე მუხლს ემატება მე-161 ნაწილი, რომელიც ეხება ისეთ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილებების შეტანას, რომლებიც დამტკიცდა 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ან/და 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძველზე და მოყვანილ იქნა კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. შესაძლებელია, ასეთი გეგმებას ან/და მასში ცვლილებას არ ჰქონდეს გავლილი კონცეფციის დამტკიცების სტადია (გეგმის დამტკიცების პირველი სტადია), რადგან მისი კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა განხორცილდა არარასებითი ცვლილების შეტანის გზით (რომლის დროსაც კოდექსის თანახმად I სტადია არ ხორციელდება) ან/და გეგმის დამტკიცება განხორციელდა უკვე დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძველზე (რომელიც კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენდა გეგმის დამტკიცების პირველი სტადიას). ამდენად, საჭიროა 141-ე მუხლს დაემატოს მითითება, რომ ზემოაღნიშნულ გეგმებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოიფარგლება შესაბამისი გეგმის პროექტის ცვლილების განხილვითა და დამტკიცებით, რადგან ისინი არ არის დამტკიცებული შესაბამისი კონცეფციის საფუძველზე. 28. 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში სწორდება ტექნიკური ხარვეზი და ეთითება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის სრული დასახელება, კოდექსის 14-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე. კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის მართვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ სისტემის ორგანიზებისა და მართვის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამდენად, საქართველოს მთავრობის მიერ რეგულირებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის წესი, არამედ ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებისა და მართვის საკითხებიც. 29. კანონპროექტის მე-2 მუხლი ეხება ამოქმედების საკითხს, კერძოდ, კანონის ძალაში შესვლა იგეგმება გამოქვეყნებისთანავე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ეკოლოგიური, ტურისტული ან/და კულტურული ნიშნითაც. ასეთ ტერიტორიაზე ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების ხარჯები უნდა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება აქვს, გონივრული ვადით (არაუგვიანეს შეზღუდვის დაწესების საფუძვლის აღმოფხვრამდე) გამოაცხადოს ტერიტორიების (დასახლების/დასახლებების (საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად)) განვითარების შეზღუდვა. მსგავსი ცვლილება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან კოდექსის არსებული რედაქციითაც (48-ე მუხლის პირველი ნაწილი) შესაძლებელია ნებისმიერ ტერიტორიაზე ინდივიდუალურად შეჩერდეს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება. რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ შესაძლებლობას ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების დაწყებამდე განვითარების დროებითი/შემზღუდავი პირობების დადგენის თაობაზე, აღნიშნულმა შესაძლოა მოახდინოს გავლენა კონკრეტული პერიოდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე (თუ ასეთი პირობების დადგენის დაწესების საჭიროება დადგება), კერძოდ, სანებართვო მოსაკრებლების გადახდა გადავადდება შესაბამისი პირობების/შეზღუდვის მოხსნამდე, მოცემული პერიოდისთვის სანებართვო მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში მიუმართავი თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება შეზღუდვადაწესებული ტერიტორიის მასშტაბებზე და ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელთა რაოდენობაზე. წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას არ გავრცელდება გარკვეული ტერიტორიის განვითარებისათვის კოდექსით დადგენილი შეზღუდვები და შესაძლებელი იქნება მშენებლობის ნებართვის გაცემა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური და იურიდიული პირები დაინტერესდებიან ასეთ ტერიტორიაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებით, გაიზრდება სანებართვო მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში შესატანი თანხის მოცულობა. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის დროებითი უფლებამოსილება, კერძოდ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, დასახლების განაშენიანებული ტერიტორიის მიმდებარედ არსებული უშენი ტერიტორიების პერსპექტიული და კომპლექსური განვითარებისთვის განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების მიზნით ნორმატიული აქტით არეალების განსაზღვრის შესაძლებლობა. ანალოგიურად, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური და იურიდიული პირები დაინტერესდებიან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უშენ ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელებით, გაიზრდება სანებართვო მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში შესატანი თანხის მოცულობა. კანონპროექტით გათვალისწინებული 141-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილება გულისხმობს 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვების ძალის შენარჩუნებას. ამასთან, კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ცვლილების შედეგად, 2019 წლის 3 დეკემბრის (ნაცვლად 2019 წლის 3 ივნისისა) მდგომარეობით მშენებარე და აშენებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა მშენებლობის ნებართვის მიღების ან მშენებლობის შეტყობინების ვალდებულებას, 2019 წლის 3 დეკემბრის შემდეგაც არ საჭიროებს აღნიშნულ ნებართვას ან შეტყობინებას. აღნიშნული ცვლილებები არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან 2019 წლის 3 ივნისიდან 2019 წლის 3 დეკემბრამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვები და განხორციელებული სამუშაოები არის კანონიერი და ცვლილება არ იწვევს სანებართვო მოსაკრებლის ან/და ჯარიმის სახით ბიუჯეტში შესატანი თანხის შემცირებას. განსახილველ საკითხთან მიმართებაში კოდექსს არ აქვს უკუძალა და არ ადგენს ვალდებულებებს/პასუხიმგებლობებს მის ძალაში შესვლამდე გაცემული მშენებლობის ნებართვების/განხორციელებული კანონიერი ქმედების მიმართ. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებებით არ ხდება მშენებლობის ნებართვის მაძიებლების/მშენებლობის განმახორციელებლების რაიმე ვალდებულებებისგან/პასუხიმგებლობებისგან გათავისუფლება. ცვლილების მიზანია სამომავლოდ შესაძლო გაურკვევლობის და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან არიდება და ასეთი დაზუსტების არარსებობის შემთხვევაშიც, არაკანონიერი იქნებოდა ახალი მშენებლობის ნებართვის აღების ვალდებულების განსაზღვრა ან/და ჯარიმის დაკისრება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ქალაქთმშენებლობითი გეგმა, როგორც სტრატეგიული დოკუმენტი, ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილ შემთხვევებში. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით ხორციელდება სკრინინგის პროცედურა, რომლის დროსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განიხილავს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციას ან პროექტს და იღებს გადაწყვეტილებას სტრატეგიული დოკუმენტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისადმი დაქვემდებარების შესახებ. სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებას უზრუნველყოფს ინიციატორი (ადმინისტრაციული ორგანო ან ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც ინიცირებს გეგმის შემუშავებას). წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლი მე-3 ნაწილი დამატებით განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როცა ქალაქთმშნებლობითი გეგმა არ დაექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ სტრატეგიული გარემოსდაცვით შეფასებას. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებულია განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის გათავისუფლება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარებისგან იმ შემთხვევაში, როცა იერარქიულად ზემდგომ გეგმას უკვე აქვს ჩატარებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავებას, დაზოგავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარებასთან დაკავშირებულ რესურსებს. აღნიშნული ვალდებულება ამოქმედდა ახლახანს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მხოლოდ ერთეული ორგანიზაციები მუშაობენ და სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების საფასური ცვალებადია. ამასთან, სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი ხარჯები დამოკიდებული იქნება სამომავლოდ შესამუშავებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმების რაოდენობაზე (იმ ქალაქთმშენებლობითი გეგმების რაოდენობაზე, რომელთაც ჩაუტარდებათ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება და მათ საფუძველზე შესამუშავებელი განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების რაოდენობაზე), კონკრეტული გეგმის შინაარსზე და მასშტაბებზე. ამ ეტაპზე მომზადების პროცესში მყოფი რამდენიმე ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტი (მაგალითად, ქალაქების: მცხეთის, ზუგდიდის და დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმები), სკრინინგის საფუძველზე, დაექვემდაბარა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გეგმების საფუძველზე სამომავლოდ შესამუშავებელი, იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმები აღარ დაექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას (რადგან ხსენებული გეგმების შემუშავების პროცესში განიხილება ტერიტორიის განვითარების გავლენა გარემოზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე), დაიზოგება გეგმის შემმუშავებელი ადმინისტრაციული ორგანოს ფინანსური და ადამიანური რესურსები. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს გარკვეულ შემთხვევებში 10 ჰექტარზე ნაკლებ ტერიტორიაზე დამუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმის გათავისუფლებას სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებისგან. როგორც წესი, განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან იშვიათად ხდება. განაშენაინების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისგან გათავისუფლებით განპირობებული ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილ დაგეგმვის საჭიროებაზე, ასეთი გეგმების რაოდენობაზე და კონკრეტული გეგმის შემუშავებისას შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების, საბაზრო კვლევის საფუძველზე გამოვლენილ, მომსახურების საფასურზე. რაც შეეხება კერძო პირის ინიციატივის საფუძველზე ქალაქთმშენებლობით გეგმის მომზადებისას უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების მქონე სუბიექტად დაინტერესებულ პირის განსაზღვრას, აღნიშნული არ ახდენს ფინანსურ გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქალაქთმშენებლობითი გეგმისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მათ შორის, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის) შემუშავებას ფინანსურად უზრუნველყოფს დაგეგმვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო განაშენიანების დეტალური გეგმის შემთხვევაში, აგრეთვე, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც, საკუთარი ინტრესებიდნ გამომდინარე, ამუშავებს გეგმას. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით ხდება მხოლოდ უფლებამოსილ ორგანოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდმგენი სუბიექტის ცვლილება და არა დოკუმენტაციის მომზადებაზე ვალდებული სუბიექტის შეცვლა. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალიწინებულია განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გარემოსდაცვითი, ტურისტული ან/და კულტურული ნიშნებითაც. ამასთან, გაფართოვდა ტერიტორიის არეალი, კერძოდ, დასახლების გარდა განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს რამდენიმე დასახლებას, მიმდებარედ არსებულ ტერიტორიასთან ერთად ან მის გარეშე. განსაკუთრებული რეგულირების სტატუსით დასაფარი არეალის გაზრდამ და შემდგომში ასეთ ტერიტორიაზე გასატარებელი ღონისძიებებმა (მაგალითად, ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავება) შესაძლებელია გაზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხები. ხარჯები დამოკიდებული იქნება სპორტულ- გამაჯანსაღებელი/კულტურული/გარემოსდაცვითი/ტურისტული ნიშნით განსაკუთრებული რეგულირების სტატუსს დაქვემდებარებული ტერიტორიების რაოდენობაზე, შესამუშავებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმების რაოდენობაზე, მათ შინაარსზე, მასშტაბებზე. კანონპროექტით გათვალისწინებული დაზუსტება, რომ ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა ეფუძნება ტერიტორიებად დაყოფის და ფუნქციური ზონირების პირინციპს, ფინანსურ გავლენას არ ახდენს. კოდექსის მოქმედი რედაქცია ითვალიწინებს ტერიტორების სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიების დაყოფას და წარმოდგენილი ცვლილებებით არ ხდება ტერიტორიების გამიჯვნის ახალი პრინციპის შემოღება. ხდება მხოლოდ პრინციპის ტერმილოგიური დაზუსტება. კანონპროექტის თანახმად, თუ ტერიტორიისთვის გენერალური გეგმა არ არსებობს, განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებასთან ერთად, კოორინირებული უნდა იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. აღნიშნული ცვლილება ფინანსურ გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე, რადგან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არსებული რესურსების ფარგლებში შეძლებს დოკუმენტაციის განხილვას და დამატებითი სახსრების გამოყოფის საჭიროება არ დადგება. წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შედეგად, ცალკეულ შემთხვევებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც ექნებათ განაშენიანების გეგმის შემუშავების შესაძლებლობა. მოქმედი რედაქციით განაშანიანების გეგმის შემუშავებას, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, უზუნველყოფს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანო. ამრიგად, კანონპორექტით გათვალისწინებულმა დაშვებამ შესაძლებელია შეამციროს განაშენიანების გეგმების შესამუშავებლად სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხების ოდენობა, თუ კერძო პირები დაინტერესდებიან ასეთი გეგმის შემუშავებით და ფინანსურად თავად უზრუნველველყოფენ მის მომზადებას. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის დროებითი უფლებამოსილება, კერძოდ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, დასახლების განაშენიანებული ტერიტორიის მიმდებარედ არსებული უშენი ტერიტორიების პერსპექტიული და კომპლექსური განვითარებისთვის განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების მიზნით ნორმატიული აქტით არეალების განსაზღვრის შესაძლებლობა. აღნიშნული არეალების განსაზღვრა და მათზე განაშენიანების გეგმის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის მომზადება/მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე დამეტებით ხარჯებთან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ქალაქთმშენებლობითი გეგმა, როგორც სტრატეგიული დოკუმენტი, ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილ შემთხვევებში. სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავებას უზრუნველყოფს ინიციატორი (ადმინისტრაციული ორგანო ან ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც ინიცირებს გეგმის შემუშავებას). სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით ხორციელდება სკრინინგის პროცედურა. წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი დამატებით განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როცა ქალაქთმშნებლობითი გეგმა არ დაექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ სტრატეგიული გარემოსდაცვით შეფასებას. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებულია განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის გათავისუფლება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარებისგან იმ შემთხვევაში, როცა იერარქიულად ზემდგომ გეგმას უკვე აქვს ჩატარებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ფიზიკური/იურიდიული პირები დაზოგავენ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარებასთან დაკავშირებულ რესურსებს. ხსენებული ვალდებულება ამოქმედდა ახლახანს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მხოლოდ ერთეული ორგანიზაციები მუშაობენ და სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების საფასური ცვალებადია. ამასთან, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გამოსაყოფი ხარჯები დამოკიდებული იქნება სამომავლოდ შესამუშავებელი ქალაქთმშენებლობითი გეგმების რაოდენობაზე (იმ ქალაქთმშენებლობითი გეგმების რაოდენობაზე, რომელთაც ჩაუტარდებათ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება და მათ საფუძველზე შესამუშავებელი განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების რაოდენობაზე), კონკრეტული გეგმის შინაარსზე და მასშტაბებზე. ამ ეტაპზე მომზადების პროცესში მყოფი რამდენიმე ქალაქთმშენებლობითი გეგმის პროექტი (მაგალითად, ქალაქების: მცხეთის, ზუგდიდის და დაბა სურამის ქალაქთმშენებლობითი გეგმები), სკრინინგის საფუძველზე, დაექვემდაბარა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გეგმების საფუძველზე სამომავლოდ შესამუშავებელი, იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმები აღარ დაექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას (რადგან ხსენებული გეგმების შემუშავების პროცესში განიხილება ტერიტორიის განვითარების გავლენა გარემოზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე), დაიზოგება გეგმის შემმუშავებელი ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური და ადამიანური რესურსები. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს გარკვეულ შემთხვევებში 10 ჰექტარზე ნაკლებ ტერიტორიაზე დამუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმის გათავისუფლებას სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებისგან. როგორც წესი, განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება სწორედ ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესებში შედის, განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისგან გათავისუფლებით განპირობებული ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება შეფასების განმახორციელებელ ორგანიზაციასა და კერძო პირს შორის მომსახურების გაწევისთვის შეთანხმებულ საფასურზე. რაც შეეხება კერძო პირის ინიციატივის საფუძველზე ქალაქთმშენებლობით გეგმასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების მქონე სუბიექტად დაინტერესებულ პირის განსაზღვრას, აღნიშნული არ ახდენს ფინანსურ გავლენას გეგმის შემმუშავებელ ფიზიკურ და იურიდულ პირებზე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქალაქთმშენებლობითი გეგმისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მათ შორის, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის) შემუშავებას ფინანსურად უზრუნველყოფს დაგეგმვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო განაშენაინების დეტალური გეგმის შემთხვევაში, აგრეთვე, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც, საკუთარი ინტრესებიდნ გამომდინარე, ამუშავებს გეგმას. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით ხდება მხოლოდ უფლებამოსილ ორგანოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდმგენი სუბიექტის ცვლილება და არა დოკუმენტაციის მომზადებაზე ვალდებული სუბიექტის შეცვლა. კანონპროექტით გათვალისწინებული დაზუსტება განაშენიანების გეგმის საფუძველზე (თუ იგი მოიცავს განაშენიანების დეტალური გეგმით გასათვალისწინებელ საკითხებს) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არ ახდენს გავლენას მშენებლობის ნებართვის მაძიებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ცვლილება გამომდინარეობს კოდექსის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან, რომლის თანახმადაც, თუ განაშენიანების გეგმა მოიცავს ამ კოდექსის 41-ე მუხლით (განაშენიანების დეტალური გეგმის შემადგენლობა) გათვალისწინებულ ყველა პირობას, დეტალური გეგმის შემუშავება სავალდებულო არ არის. აღნიშნული ჩანაწერის მიუხედავად, იმისათვის, რომ აღმოიფხვრას შესაძლო ბუნდოვანება და თავიდან იქნეს აცილებული ნორმის არასწორი ინტერპრეტაცია, დამატებით ზუსტდება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა შესაძლებელია დეტალური განაშენიანების გეგმის საფუძველზეც, თუ მასში გათვალისწინებულია მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო პირობები. ცვლილებით ხდება ნორმის დაზუსტება, რაც არ იწვევს შინაარსობრივ ცვლილებას და არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. კანონპროექტის თანახმად, ჩნდება განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირების შესახებ ჩანაწერი, იმ შემთხვევაში, როცა ასეთი გეგმა მუშავდება იმ ტერიტორიისთვის, სადაც გენერალური გეგმა არ არსებობს. დღეის მდგომარეობით, სამინისტრო გეგმის კონცეფციის განხილვის ეტაპზე ერთვება, როცა დაინტერსებულ პირს უკვე აქვს გაღებული ხარჯები გეგმის შემუშავების მიზნით. ცვლილების შედეგად, სამინისტრო საწყის ეტაპზევე, გეგმის შემუშავების დაწყებამდე, იქნება ინფორმირებული კონკრეტულ ტერიტორიაზე გეგმის შემუშავების თაობაზე და დაინტერესებული პირის მიერ გეგმის კონცეფციის მოსამზადებლად საჭირო რესურსები (მათ შორის, დროის და ფინანსური რესურსები) მიემართება მიზნობრივად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოლოდინების შესაბამისად. ასეთი გეგმების შემუშავების ინიცირების საკითხის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირების პრაქტიკა უკვე არსებობს, აღნიშნული ხდება შესაბამისი საკრებულოს მიერ საკითხის განხილვის პარალელურად და წარმოადგენილი ცვლილება არ გააჭიანურებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. კოდექსის 47-ე მუხლს ემატება დათქმა ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (საკუთარი ფინანსური რესურსებით) განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას კონკურსის გამოცხადების შესაძლებლობის თაობაზე. აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლებელია გაზარდოს დაინტერესებული პირის მიერ გეგმის შემუშავებისთვის გასაწევი ხარჯები, რადგან იგი ვალდებული იქნება საპროექტო მომსახურება მიიღოს კონკურსის ფარგლებში გამოვლენილ გამარჯვებულ ორგანიზაციასთან და გაიღოს კონკრეტული გეგმის მომზადებისთვის საბაზრო კვლევით დადგენილი საფასური. შესაბამისად, შეიზღუდება დაინტერესებული პირის ავტონომია შეარჩიოს მომსახურების გამწევი საპროექტო ორგანიზაცია და განსაზვროს მომსახურების საფასური. დამატებით გასაწევი ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება შესამუშავებელი გეგმის მასშტაბზე და გეგმის ფარგლებში განსახორციელებლი სამუშაოების მოცულობაზე. ამასთან, პროექტის 106-ე მუხლში შესატანი ცვლილებების თანახმად, II კლასის ობიექტების შემთხვევაში აღარ იქნება სავალდებულო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული სქემის /პროექტის, ტექნოლოგიური სქემის /პროექტის თაობაზე აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან /და სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნის წარდგენა. აღნიშნული ვალდებულების გაუქმებით, II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი დაზოგავს შესაბამისი დასკვნების მომზადებისთვის განკუთვნილ თანხას. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასების განხოციელების უფლებამოსილება აქვთ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოებს/სერტიფიცირებული ექსპერტებს/კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებს. ვინაიდან, ამ ეტაპზე საექსპერტო დასკვნების მომზადების საფასურის დადგენის ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, საფასურის ოდენობა დამოკიდებულია მომსახურების გამწევი პირის და მშენებლობის ნებართვის მაძიებლის ურთიერთშეთანხმებაზე. შესაბამისად, II კლასის ობიექტის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის მაძიებელის მიერ დაზოგილი თანხის ოდენობა დაკავშირებულია შესაბამისი დასკვნის მომზადებისთვის ურთიერთშეთანხმებით დაწესებულ მომსახურების საფასურზე. რაც შეეხება სამსტადიიანი წარმოების შემთხვევაში პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე წარმოსადგენი დოკუმენტაციის დაზუსტებას, აღნიშნული არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ცვლილებით არ უქმდება/არ ემატება რაიმე დასკვნის წარდგენის ვალდებულება, მაგრამ ხდება მეორე და მესამე სტადიაზე წარსადგენი საექსპერტო დასკვენების გადანაწილება, შესაბამის ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. სწორდება მუხლის მოქმედ რედაქციაში არსებული შეცდომა და თითოეულ სტადიაზე წარსადგენი იქნება იმ დოკუმენტის თაობაზე დასკვნა, რომლის წარდგენაც ხდება მიმდინარე სტადიაზე. კანონპროექტით გათვალისწინებული 141-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილება გულისხმობს 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვების ძალის შენარჩუნებას. ამასთან, კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ცვლილების შედეგად, 2019 წლის 3 დეკემბრის (ნაცვლად 2019 წლის 3 ივნისისა) მდგომარეობით მშენებარე და აშენებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა მშენებლობის ნებართვის მიღების ან მშენებლობის შეტყობინების ვალდებულებას, 2019 წლის 3 დეკემბრის შემდეგაც არ საჭიროებს აღნიშნულ ნებართვას ან შეტყობინებას. აღნიშნული ცვლილებები არ ახდენს გავლენას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რადგან 2019 წლის 3 ივნისიდან 2019 წლის 3 დეკემბრამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მათ მიერ მოპოვებული მშენებლობის ნებართვები და განხორციელებული სამუშაოები არის კანონიერი და ცვლილება არ იწვევს მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის ან/და ჯარიმის სახით ბიუჯეტში შესატანი თანხის შემცირებას. განსახილველ საკითხთან მიმართებაში კოდექსს არ აქვს უკუძალა და არ ადგენს ვალდებულებებს/პასუხიმგებლობებს მის ძალაში შესვლამდე გაცემული მშენებლობის ნებართვების/განხორციელებული კანონიერი ქმედების მიმართ. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებებით არ ხდება მშენებლობის ნებართვის მაძიებლების/მშენებლობის განმახორციელებლების რაიმე ვალდებულებებისგან/პასუხიმგებლობებისგან გათავისუფლება. ცვლილების მიზანია სამომავლოდ შესაძლო გაურკვევლობის და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან არიდება და ასეთი დაზუსტების არარსებობის შემთხვევაშიც, არაკანონიერი იქნებოდა ახალი მშენებლობის ნებართვის აღების ვალდებულების განსაზღვრა ან/და ჯარიმის დაკისრება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის განსაზღვრა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ წევრობასთან დაკავშირებით აღებულვალ დებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.