„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-27
ბიუროს ნომერი 110
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-4 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჯ“ ქვეპუნქტი:
,,ჯ) სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული
სააგენტო.“.
2. „მუხლი 291 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის
ჩატარება
სავალდებულოა
ყველა
საქმიანობისთვის,
გარდა
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობისა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული
ტექნიკური
რეგლამენტით
განსაზღვრული
საქმიანობებისა.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას
ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული
მავნე ნივთიერება. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში
ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა
ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.”
3. 292 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ამ თავის ნორმების შესასრულებლად აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
კომპეტენციის
ფარგლებში
შესაბამისი
სამსახურები
საკუთარი
ყოველწლიურად აღრიცხავენ თავიანთ რეგიონებში განთავსებულ ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების
სტაციონარულ
ობიექტებს
და
შესაბამის
ინფორმაციას
წარუდგენენ
სააგენტოს.”
4. 30-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების
პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ
გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს
სააგენტოსთან. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე
განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ
მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებთან. ამ პუნქტით
გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, 1 თვის ვადაში შეითანხმონ
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების
პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ
გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით
დაუბრუნონ ისინი საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე
აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა გაფრქვევა.”;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. სააგენტო დაჩქარებული წესით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული
წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ
ანგარიშს განიხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის
ტექნიკური ანგარიშს თან უნდა ახლდეს დაჩქარებული წესით მომსახურების საფასურის
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მიერ დაჩქარებული წესით
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ
მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვის მომსახურების
საფასურის ოდენობა განისაზღვრება - საქართველოს მთავრობის დადგენილებით.”
5. 37-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს სააგენტო.”.
6. 38-ე მუხლის მე-6-მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია სააგენტოს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში − შესაბამისად აფხაზეთისა და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
შესაბამის
სამსახურებს
შესათანხმებლად
წარუდგინოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები.
7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები
ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დაბინძურების
სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური
გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები, მათი შეთანხმების შემთხვევაში, დადგენილი
წესით წარუდგინონ სააგენტოს.”.
მუხლი 2.
1.
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.
ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის
1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი. კანონპროექტი არის
საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი და მისი მიზანია „ატმოსფერული ჰაერის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან
შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, ვინაიდან ცვლილებების მიხედვით, გარემოზე
ზემოქმედების შეფასების სფეროში უფლებამოსილ ორგანოდ, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაცვლად, განისაზღვრება სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტო, შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის დაცვის რეგულირების სფეროშიც
აღნიშნულმა სააგენტომ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედებები, როგორიცაა
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების შესახებ ინფორმაციის
მიღება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის
ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების
და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის
შეთანხმება, გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვა, დაბინძურების სტაციონარული
წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების
ფაქტობრივი მაჩვენებლების შეთანხმება.
კანონპროექტით სწორდება, ასევე, ტექნიკურად დარჩენილი შეუსაბამობა
„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6
იანვრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021
წლის 26 ოქტომბერს მიღებულ დადგენილებასთან, რომლის საფუძველზეც გაუქმდა
სტაციონარულ ობიექტზე ცვლილების განხორციელების გარეშე, მხოლოდ დოკუმენტის
მოქმედების ხუთწლიანი ვადის გასვლის გამო, ინვენტარიზაციის ხელახალი შეთანხმების
ვალდებულება.
კანონის პროექტი ითვალისწინებს, ასევე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის
ტექნიკური ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის შესაძლებლობას. იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ საქმიანობის განმახორციელებლების ძირითად ნაწილს,
რომლებისთვისაც სავალდებულოა მოცემული ანგარიშის სამინისტროსთან შეთანხმება,
შეადგენს მცირე მეწარმეები, მოცემული ცვლილების მიზანს წარმოადგენს ბიზნესის
ხელშეწყობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული პრობლემის (კანონპროექტების ერთმანეთთან შესაბამისობაში
მოყვანა) გადასაჭრელად აუცილებელია, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის გათვალისწინებით, შესაბამისი
ცვლილებები შევიდეს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში და
შესაბამის მუხლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ნაცვლად, მიეთითოს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის
1
2
29 , 29 , 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებში და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის გათვალისწინებით ატმოსფერული ჰაერის
დაცვის რეგულირების სფეროში შესაბამისი ქმედებების განმახორციელებელ უწყებად,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაცვლად,
მიეთითება სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა, გარდა დაჩქარებული წესით ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა
ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვის პუნქტისა, გათვალისწინებულია
გამოქვეყნებისთანავე, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებებიდან
გამომდინარე. ძალაში შესვლის აღნიშნული ვადა უკავშირდება „გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებულ ინსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებული დებულებების ძალაში
შესვლის ვადას (ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია ცვლილებების დროული ამოქმედება. კანონპროექტის დაჩქარებული წესით
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ
მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვის ნაწილი
ამოქმედდება გათვალისწინებულია 2023 წლიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი წარმოადგენს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და ვინაიდან,
ძირითად პროექტზე მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისად
აღნიშნული კანონპროექტიც განხილული უნდა იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი ითვალისწინებს მომსახურების საფასურის დაწესებას დაჩქარებული
წესით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ
გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვისთვის.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღება დადებითად აისახება შესაბამისი სახელმწიფო უწყების
(სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტო) ბიუჯეტზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან ერთად, კანონპროექტის მიღება დადებითად აისახება
შესაბამისი სახელმწიფო უწყებების (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო, აფხაზეთის და აჭარის ა/რ-ების შესაბამისი ორგანოები)
ბიუჯეტებზეც, ვინაიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა რეგულირებასთან
დაკავშირებული საკითხების სამინისტროდან სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში
გადატანის, დოკუმენტაციის შეთანხმების პროცესის გამარტივებისა და ასევე, ა/რ-ების
შესაბამისი სამსახურების ზოგიერთი ვალდებულებისგან (მაგ: ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი) გათავისუფლების
შედეგად მოხდება აღნიშნული უწყებების შესაბამისი ადმინისტრაციული ხარჯების
დაზოგვა, რომელთა მიმართვა, ამ უწყებებს შესაბამისად შეეძლებათ დებულებებით
განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ
ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს არ ექნება ფინანსური შედეგები იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით დგინდება დაჩქარებული წესით ატმოსფერული ჰაერის
დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა
ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვის მომსახურების საფასური, რომლის
ოდენობა განისაზღვრება - საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციების გავლა მოხდა საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ
ორგანოებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.