საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა - რეკომენდაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციის მოსმენასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-12-24
კომიტეტის სხდომის ნომერი 46
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი
2021 წლის 24 დეკემბერი 14:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
1.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის შესაბამისად: საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ანგარიშის
მოსმენა: მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო გეგმებში, სამინისტროს 2021 წლის
საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
(პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან: მ. გოგებაშვილი)
მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე.
2. ინფორმაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო
გეგმების შესახებ. (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. გელანტია)
მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე.
3.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის შესაბამისად: მუნიციპალური განვითარების
ფონდის (მგფ) ანგარიში - საქართველოს რეგიონებში, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და
მომსახურებების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ობიექტების
აღდგენა - რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, გ. დოლიშვილი)
მომხსენებლები: დავით ტაბიძე - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ
დირექტორ;
გიორგი ციბაძე - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი
დირექტორის პირველი მოადგილე.
ოქმი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, კომიტეტის სხდომის
ოქმი N46
2021 წლის 24 დეკემბერი 14:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში
(C კორპუსი, III სართული)
სხდომის თავმჯდომარე:
სოზარ სუბარი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: სოზარ სუბარი (კომიტეტის თავმჯდომარე), ირაკლი
ზარქუა (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ბექა დავითულიანი, ზაურ დარგალი,
ვიქტორ ჯაფარიძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხოჯევანიშვილი, ლევან
იოსელიანი, ანა წითლიძის ადგილმონაცვლე ნატო ჩხეიძე;
სხდომას არ ესწრებოდაკომიტეტის წევრი: ანზორ ბოლქვაძე;
მოწვეული სტუმრები:
1.მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე.
2. დავით ტაბიძე - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;
3. ილონა ხვიჩია - მგფ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი:
კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი: სულიკო ბეჟანიძე, აპარატის
თანამშრომლები:ნ. ხ. ხვიჩია, თ. კალანდარიშვილი, მ. გოგებაშვილი, გ. დოლიშვილი, ბ. ქველაძე,
მოწვეული სპეციალისტები: ი. ქველაძე, ზ. წიკლაური, თ. ნონიაშვილი;
კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული
თვითმმართველობის კომიტეტის 10 წევრის დასწრებით. (კვორუმი - 6)
პოლიტიკისა
და
სხდომის დღის წესრიგი:
1.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის შესაბამისად: საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ანგარიშის
მოსმენა: მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო გეგმებში, სამინისტროს 2021 წლის
საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
(პასუხისმგებელი პირი კომიტეტიდან: მ. გოგებაშვილი)
1
მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე.
2. ინფორმაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო
გეგმების შესახებ. (პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია, რ. გელანტია)
მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილე.
3.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის შესაბამისად: მუნიციპალური განვითარების
ფონდის (მგფ) ანგარიში - საქართველოს რეგიონებში, განათლების, კულტურის, ტურიზმისა
და მომსახურებების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ობიექტების
აღდგენა - რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, გ. დოლიშვილი)
მომხსენებლები: დავით ტაბიძე - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი
დირექტორი;
გიორგი ციბაძე - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი
დირექტორის პირველი მოადგილე.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის
წესრიგი.
I მოისმინეს:
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ
წარმოადგინა მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) ანგარიში - საქართველოს
რეგიონებში, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და მომსახურებების, სპორტის,
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ობიექტების აღდგენა - რეაბილიტაციის
სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მისი ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წელში დაიწყო 101 პროექტი
და დაასრულა 177 პროექტი, ხოლო მიმდინარე 216 პროექტია, რაც შეეხება მგფ 2021 წლის
ბიუჯეტს -528,277,700 ლარია.
➢ ურბანული განახლების პროგრამა
2021 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო 4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც
მოიცავს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო
ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც
2
სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის
განვითარებას გულისხმობს.
წლევანდელი გეგმა - 138,871,800 მილიონი ლარი
გარდა ამისა, 2022 წელს ფონდი აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იწყებს
მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს:
✓
✓
✓
✓
✓
გურჯაანში ველისციხის ურბანული განახლება - ჯამური ღირებულება 30.4 მილიონი ლარი
მესტიაში, ლაღამის უბნის ურბანული განახლება - ჯამური ღირებულება - 33.5 მილიონი ლარი
თელავის ურბანული განახლება - ჯამური ღირებულება 6.1 მილიონი ლარი
ბაკურიანის ურბანული განახლება - ჯამური ღირებულება 18.5 მილიონი ლარი
აბასთუმნის ურბანული განახლება - ფაზა 2 (18 სახლის რეაბილიტაცია) – 6.510 მილიონი ლარი.
პროგრამის ჯამური ღირებულება (დაგეგმილი) - 149 მილიონ ლარზე მეტია.
➢ ბაღების მშენებლობა
ფონდმა 2019 წლიდან ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ათეულობით ბაღის რეაბილიტაცია და
მშენებლობა.
პროგრამა
ფინანსდება
საქართველოს
მთავრობის
და
დონორი
ორგანიზაციების
დაფინანსებით.
✓ ფონდმა მთავრობის დაფინანსებით (ბიუჯეტით) 2021 დაასრულა 25 ბაღის მშენებლობა, 2022 წელს
დასრულდება 6 ბაღის მშენებლობა
✓ 2021-2022 წელს დასრულდება 4 ბაღის მშენებლობა CEB დაფინასნებით
✓ 2022-2023 წლებში დაიწყება და დასრულდება 20 ბაღის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის
დაფინანსებით. აქედან 14 ბაღის სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება გაფორმდება მიმდინარე
წელს.
ჯამში : 2020 – 2023 წლებში ჯამში საქართველოს მასშტაბით დასრულდება 55 ახალი საბავშვო ბაღის
მშენებლობა. პროგრამის ჯამური ღირებულება - 112 მილიონ ლარს სცდება
✓ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია
ფონდმა 2019-2020 წლებში ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია და
მშენებლობა. პროგრამა ფინანსდება საქართველოს მთავრობის და დონორების (CEB და NEFCO)
დაფინანსებით. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.
✓ მთავრობის დაფინანსებით დაწყებულია 67 სკოლის პროექტირება-მშენებლობა და მიმდინარეობს
80 -ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია.
✓ 2021 წელს უკვე დასრულდა 52 ახალი სკოლის მშენებლობა და 2022 წელს დასრულდება დამატებით
15 სკოლის მშენებლობა.
✓ წლის ბოლომდე დასრულდება 50 სკოლის რეაბილიტაცია და 2022 წელს დასრულდება დამატებით
33 სკოლის რეაბილიტაცია.
✓ 2022 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ფონდი აგრძელებს საგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 60
სკოლის რეაბილიტაცია და 5 ახალი სკოლის მშენებლობა. პროგრამის ჯამური ღირებულება 60
მილიონი ევროა.
3
პროგრამაზე საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და 2022 წლის ბოლოს დაიწყება სამშენებლო
სამუშაოებზე ტენდერების გამოცხადება.
პროგრამის ჯამური ღირებულება - 600 მილიონ ლარს სცდება.
წლევანდელი გეგმა - 150 მილიონი ლარი
ათვისება - 150 მილიონი ლარი
✓ სპორტული ინფრასტრუქტურა
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს
ქვეყნის რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
✓ 2021 წელს უკვე დასრულდა ფოთის სპორტ-კომპლექსისა და სტადიონის მშენებლობა.
✓ 2021 წლის ბოლომდე ფონდი ასრულებს ხაშურის სტადიონის მშენებლობას, ხოლო ზუგდიდის
სტადიონს 2022 წლის იანვარში
✓ 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაიწყო ქუთაისის ოლიმპიური აუზი,
რუსთავის, ზუგდიდის და ახალციხის სპორტ-კომპლექსების მშენებლობა. სპორტკომპლექსების
მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.
✓ მთავრობის ბიუჯეტით დაფინანსებით დამატებით ხორციელდება 2 სპორტ-კომპლექსის, ერთი
საჭიდაო დარბაზისა და ერთი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისა და რეაბილიტაციის (წნორი,
დედოფლისწყარო, ბოლნისი, მარნეული) პროექტი.
პროგრამის ჯამური ღირებულება - 113 მილიონ ლარზე მეტია.
➢ წყლის ინფრასტრუქტურა
2021 წელს ფონდმა დაასრულა შიდა ქართლსა და იმერეთში გამყოფი ხაზის პირა სოფლებში
წყალმომარაგების პროექტები.
ჩაშლილი მონაცემები:
✓ პროექტის დასრულების შემდეგ იმერეთში საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლები პერევის, ჯრიას,
დარყას, ჭალას და სპეთის დაახლოებით 3400 მოსახლე
24 საათიანი წყალმომარაგებით
ისარგებლებს.
✓ შიდა ქართლში პროექტის დასრულების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ფხვენისი,
ქორდი, მერეთი, პატარა მეჯვრისხევი, არბო, ქერე, კარბი, ფლავი, ფლავისმანი, დიდი მეჯვრისხევი,
ერგნეთის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების ბოჟამი, ხვითი, კოდისწყარო, საკორინთლო,
ყარაფილა, სარიბარი, ზადიანთკარი და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების საციხური აბანო,
კოდას დაახლოებით 16 ათასი მოსახლე ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით.
პროექტის დასრულების შედეგად სულ 26 სოფლის 20 ათასამდე მოსახლე 24 საათიანი წყალმომარაგებით
სარგებლობს.
2022 წელს ფონდი იწყებს 2 მასშტაბურ წყალმომარაგების პროექტს. ესენია:
✓ გარდაბნის 5 სოფლის წყალმომარაგება (მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი, ახალი
სამგორი)- ჯამური ინვესტიცია 38.5 მილიონი ლარი
4
✓ დმანისის 19 სოფლის წყალმომარაგება - ჯამური ინვესტიცია 30 მილიონი ლარი.
პროგრამის დასრულება დაგეგმილია 2023 წელს.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს - 37 370 მოსახლე.
პროგრამის ჯამური ღირებულება - 163 მილიონ ლარს აღემატება.
➢ ტურისტული ინფრასტრუქტურა
2021 წელს ფონდმა დაიწყო და დაასრულა არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და მუზეუმის
რესტავრაცია/რეკონსტრუქცია, მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები ისტორიულ
ძეგლებთან, დაასრულა პროექტები მთისა და ზღვის კურორტების განვითარებისათვის.
2021 წელს დასრულდა და მიმდინარეობს ისეთი ტურისტული ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაცია
როგორიცაა:
✓
✓
✓
✓
✓
✓
ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
ტობავარჩხილის ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
ონის მუზეუმის მშენებლობა
გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია
ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის რეაბილიტაცია
ბორჯომში კავალერიის შენობის რეაბილიტაცია
2022 წელს ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხით ფონდი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების
ბანკის დაფინანსებით იწყებს:
➢ კავკასიონის მარშუტის, ჯუთა-როშკა-არხოტის ტურისტული ქოხებისა და საფეხმავლო ბილიკების
მოწყობას - ჯამური ღირებულება 25 მილიონი ლარია
➢ ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და
მუზეუმის მშენებლობას - 12 მილიონი ლარი
➢ თბილისის ეროვნული პარკის განახლებას - ჯამური ღირებულება 5 მილიონი ლარია
➢ ზაქაგორის ისტორიული ციხე დასახლების კონსერვაცია/რესტავრაციას და თრუსოს დაცული
ტერიტორიის განვითარებას - ჯამური ღირებულება 9,3 მილიონი ლარი
პროგრამის ჯამური ღირებულება - 88 მილიონ ლარს სცილდება
➢ დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2019-2022 წლებში 104.5 მილიონი ლარის ღირებულების 2 440
ოჯახისათვის შენდება საცხოვრებელი კორპუსები.
✓ დასრულდა 2 კორპუსის მშენებლობა მცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის 2019 წელს.
✓ დასრულდა წყალტუბოს 2 კორპუსის მშენებლობა 140 ოჯახისთვის 2020 წელს.
✓ დასრულდა ზუგდიდის დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა 360 ოჯახისთვის 2020
წელს.
✓ 2019 წლის იანვარში დაიწყო ზუგდიდში 5 კორპუსის მშენებლობა 600 ოჯახისთვის, რომელიც 2021
წლის სექტემბერში დასრულდა
5
✓ 2019 წელს წყალტუბოში 6 კორპუსის მშენებლობა დაიწყო 420 ოჯახზე, რომელიც 2021 წლის
ივლისში დასრულდა.
✓ ქუთაისის 5 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასრულდება 2022 წლის მეორე ნახევარში 800
ოჯახისთვის.
საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან ერთად კეთილმოწყობა ხდება კორპუსების მიმდებარე
ტერიტორიის, მონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის ეწყობა სათამაშო მოედნები. თითოეულ კორპუსს
ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება
სანიაღვრე
სისტემები.
საცხოვრებელი
ბინები
სრულად
იქნება
ადაპტირებული
შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. (იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული
საცხოვრებელი პირობების შექმნა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია). პროგრამის ჯამური
ღირებულება - 104.5 მილიონი ლარი,
მომხსენებელს შეკითხვით მიმართეს:
ბექა დავითულიანი: მინდა მოგმართოთ რამოდენიმე შეკითხვით:
1. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში რას მოიცავს ურბანული განახლება?
2. რას გულისხმობთ ტობა-ვარჩხილში
და ჩუთა-როშკის მისასვლელი გზის მშენებლობაში
საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგებას?
ირაკლი ზარქუა: ყველა თქვენს მიერ განხორცილებული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის რაც შეეხება შეკითხვებს:
1 ჩემი თხოვნა/რეკომენდაცია იქნება პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს 63
მუნიციპალიტეტში
ურბანულ
განვითარებას
კარგი
იქნება
თუ
ჩვენ
ადგილობრივ
მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე შევარჩევთ ამა თუ იმ ობიექტს, მე
მქონდა
გარკვეულ მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაცია და გამოიკვეთა საჭიროება, იმისა აქცენტირება
გავაკეთოთ ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებზე.
2. ხომ არ აჯობებდა კომიტეტი გამოვიდეს ინიციატივით, რომ მთავრობამ აიღოს თავის თავზე
რომ ყველა მუნიციპალიტეტს გენ გეგმის მომზადება, დაპროექტირების ორგანიზებაში მიიღოს
მონაწილეობა.
3 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფლების ზედა ეწერის და რიყეს დამაკავშირებელი გზა,
რომელიც დაახლოებით 2 კმ-მდე, ამ
გზის გაკეთება დაახლოებით 10 კმ შეამცირებს
ადგილობრივი მოსახლეობისათვის გადაადგილებას. იქნებ დაიტერესდეთ აღნიშნული გზის
პროექტირების და დაფინანსების კუთხით.
ზაურ დარგალი: პირველ რიგში მადლობა მოგახსებეთ რეგიონებში მნიშვნელონავი პროექტების
განხორციელებისათვის. გასულ წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში საუბარი იყო 6 საბავშვო
6
ბაღის მშენებლობაზე, თუმცა როგორც ვიცი პანდემიის გამო გარკვეული შეფერხებები იყო. რა
ინფორმაცია გაქვთ თუ იგეგმება რეგიონში ამ მიმართულებით რაიმე აქტივობების ჩატარება.
სოზარ სუბარი: მაინტერესებს თუ გაქვთ სტატისტიკა მთელი საქართველოს მაშტაბით რამდენი
ახალი საბავშვო ბაღის და სკოლის მშენებლობის საჭიროებაა
და ასევე რამდენი
სკოლაა
პროექტებს
ფონდი
სარეაბილიტაციო.
ასევე მაინტრერესებს დევნილებთან დაკავშირებით
განახორციელებთ, თუ დევნილთა საგენტო გადაიბარებს.
ახალ
თქვენი
პასუობს მგფ დირექტორი დავით ტაბიძე: პირველ რიგში მადლობა საინტერესო კითხვებისთვის,
რაც შეეხება შეკითხვას ურბანულ განახლებასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ
პრემიერ-მინისტრის
ინიციატივით დაიწყო
განახლებული რეგიონის პროგრამა,
შეიქმნა
სამთავრობო კომისია, რომელშიც ჩართული იყო როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები. პრინციპი გახლდათ შემდეგი: 63 მუნიციპალიტეტში
ცენტრალური ლოკაცია, რომელიც ყველა ქალაქს და დაბას გააჩნია ლოგიკურად იქნას შერჩეული,
როგორც ტურისტულად, ასვე დამატებითი ეკონომიკური იმპულსის მიცემით. მაგალითისთვის
მოვიყვან
კახეთის რეგიონს კერძოდ,
გურჯაანში ბებოს და პაპას პარკს შორის პროგრამის
ფარგლებში განახლდა მთელი ქუჩა. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს: ფასადების დათბუნებას,
პირველ რიგში იხსნება ძველი ნალესი ფასადები და თბუნდება იმისათვის, რომ შენობა გახდეს
ენერგო ეფექტური, შემდეგ ხდება ახალი ელემენტების შეტანა, რომ ფასადმა იერსახე იცვალოს, იქ
სადაც ამის საჭიროება არის და ე. წ. ჩამქრალი შენობები, რომ უფრო ეფექტურად გამოვაჩნიოთ .
რაც შეხება შიდა კომუნიკაციების გამოცვლას ეს ამ პროგრამის ნაწილში არ შედის
ეს არის
იერსახის ცვლილება, რათა მივიღოთ განახლებული ვიზუალი, იმისათვის რომ ბიზნესს მივცეთ
სტიმული, უფრო მეტი დაინტერესების და შესაბამისად ახალი აქტივობის დაწყების. ურბანული
განახლების პროექტები, რომელიც არის უკვე დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული
ექვემდებარება სრულ განახლებას, რიგ შემთხვევაში შესაძლოა ბიზნეს გეგმაც კი მომზადდეს
მოსახლეობისათვის, რათა მათ იცოდნენ რისი გაკეთებაა შესაძლებელი
მას შემდეგ რაც
ურბანული განახლება დასრულდება.
რაც შეეხება ტობა-ვარჩხილში მისასვლელ გზას, რომლის მშენებლობაც მუნიციპალური
განვითარების ფონდმა დაასრულა, ეს არის საავტომობილო გზა, რომლითაც მიუახლოვდებით
ტობა-ვარჩხილის ტბას, მართალია ბოლომდე ვერ ავდივართ, მაგრამ არის კონკრეტული ლოკაცია,
რომლიდანაც შესაძლებელია საფეხმავლო ბილიკებით მისვლა.
რაც შეეხება ჯუთა-არხოტის გზას, რომელიც არის მხოლოდ საფეხმავლო ბილიკები ეს არის
დაცული ნადშაფტური ზონა, ამიტომ აქ საუბარია 60 კმ მარშუტის ბილიკის გაკეთებაზე,
მანიშნებლებით და ასევე 7 პატარა სასტუმროს მშენებლბას, ანუ იქნება რეკრეაციული ნაწილი და
ამავდრულად ბიზნეს დატვირთვაც ექნება.
7
სოზარ სუბარი: ჯუთა-როშკის გზსთან დაკავშირებით დასაზუსტებლად ჩაგეკითხებით ადრე იყო
აზრთა სხვადასხვაობა
ღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით
მაინტერესებს ეს საკითხი როგორ გადაწყდა?
დავით ტაბიძე: დაგიზუსტებთ, რომ ჯუთა-როშკა-არხოტის გზა ყოველთვის იყო საფეხმავლო
რომელიც დღესაც არსებობს, უბრალოდ არ არის ისეთი უსაფრთხო როგორიც უნდა იყოს ამიტომ
პროექტის იდეაა რომ ეს გზა მოწესრიგდეს.
რაც შეეხება რეკომენდაციას მისაღებია, რათქმაუნდა მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.
სწორედ ამიტომ ჩვენ გავქვს პირდაპირი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ვინაიდან
აღნიშნული პოგრამის ერთ-ერთი კომპონენტს წარმოადგენს მათი ჩართულობა მუნიციპალური
განვითარების ფონდის ფარგლებში თითოეულ შენობის დაპროექტებისას. რაც შეეხება თქვენ
მიერ შემოთვაზებულ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, რომ მთავრობა თავიდანვე იყოს
ჩართული ამ პროცესში, რათა არ მოგვიწიოს პოსტ ფაქტუმ ცვლილებები.
რაც შეხება თქვენ თხოვნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა ეწერის და რიყეს
დამაკავშირებელი გზის შენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ ამ საკითხით მომავალ წელს
აუცილებლად დავინტერესდებით.
სამწუხაროდ 2022 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ არ არის დაგეგმილი ახალი
საბავშვო ბაღების მშენებლობა, მაგრამ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ფინანსური რესურსის
მოძიების შემთხვევაში მუნიციპალური განვითარების ფონდი სწრაფი
ტემპით დაიწყებს
პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ამ ნაწილს შეავსებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია
გიორგობიანი.
მზია გიორგობიანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის
„განახლებული
რეგიონები“
ფარგლებში
ურბანული
განახლებისთვის
კონკრეტული
მდებარეობები/არეალები შერჩეული იყო უშუალოდ მუნიციპალიტეტების მერების მიერ.
რაც შეხება მოსახლეობის ჩართულობას, შედეგ ეტაპზე სწორედ მათგან წამოსულ კლოკაციების
რეაბილიტაციას დავიწყებთ. რასაც ჩვენ ვხედავთ დიდ ქალაქებთან დაკავშირებით ვფიქრობთ,
რომ საჭიროა ერთიანად, ცივრცითულად
დავინახოთ საჭიროებები, ისევე როგორც
ველისციხეში ვაკეთებთ ერთი უბნის რეაბილიტაციას,
ამას
ასევე ჩვენ გვინდა, რომ სივრცითი
დაგეგმარების ნაწილში გამოვაცხადოთ გურჯანიის გენ გეგმას, ასევე ამ თვალსაზრისით ვნაცავთ
რა არის ახალი ლოკაციები, რომელიც შეგვიძლია რომ ერთიანად დავფაროთ და დაერთიანი
გეგმები გაკეთდეს. ამ თვალსაზრისით კიდევ აღსანიშნავია, რომ ვამუშავებთ გეგმას რომლის
მიხედვით შეჩეული გვაქვს 7 ქალაქი, სადაც დავამუშავებთ ურბანული განახლების პროგრამას
მთლიანად, რომლის მიხედვით დავფარავთ სხვადასხვა რესურსებით.
რაც შეეხება ზოგადად სივრცითი დაგეგმარების და გენ გეგმების თემას, სწორად აღინიშნა გარდა
ფინანსური რესურსისა, ასევე ზოგადად პრობლემაა ადამიანური რესურსი როგორც ცენტრალურ
8
ასევე მუნიციპალურ დონეზე, ასევე სექტორი, რომელმაც უნდა დაამუშაოს გენ. გეგმები.
სამწუხაროდ ბაზარი არ არის იმხელა, რომ ერთიანად შეგვეძლოს მთელი საქართველოს მაშტაბით
ყველა მუნიციპალიტეტში ესეთი ტიპის დოკუმენტები შევიმუშაოთ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ
სამინისტრომ და მუნიციპალიტეტებმა გავიყოთ და გავაკეთოთ გეგმასავით და იმ შემთხვევაში თუ
მუნიციპალიტეტი იქნება ინიციატორი იმისა თუ რა უნდა მიიღონ ტექნიკური დავალების
დაწერის დროს, ამიტომ სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტი სრულ კოორდინაციაშია
მუნიციპალიტეტბთან.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად პრობლემურია ისიც, რომ
ბაზარზეც არ არის იმდენი კომპანიები, რომლეიც შეძლებდა გენ. გეგმის ერთიანად დამუშავებას.
რაც შეხება საბავშვო ბაღების და სკოლების საჭიროებას. განათლების სამინისტრომ მუშაობს და
დასრულების ეტაპზეა თუ რომელ სკოლაში უნდა შევიდეს ერთი ახალი მიმართულება, რომელიც
არის სკოლამდელი, ანუ ბაღსა და სკოლას შორის
ე. წ. ,,ფრისქულის მოდელი“, რომელთა
დაკავშირებითაც ჩვენ ველოდებით განათლების სამინისტროდან პასუხს რეგიონებისა და
მუნიციპალიტეტბის მიხედვით თუ როგორი ტიპის, რა რაოდენობის და რამდენ საფეხურიანი
სკოლები გვჭირდება. ამ თვალსაზრისით განათლების სამინისტროს ეხმარება მსოფლიო ბანკი
სკოლის ახალ მოდელთან მიმართებაში, რომლის შემდეგ უკვე შევთანხმდებით ჩვენი სამინისტრო
დავფარავთ თუ ,,სიდა“, რომელიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი საკითხი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ უკვე ხელმისაწვდომია სკოლების
მიმართულებით
როგორც
იბიარდისაგან,
ასევე
გერმანიის
მთვრობისაგან
გამოყოფილი
ფინანსური რესურსი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ასევე სკოლების რეაბილიტაცია ერგოეფექტურობის კომპონენტით. პირველი ეტაპისათვის ახალი სკოლების საჭიროებები რეალურად
სრულად დაფარული გვაქვს.
რაც შეეხება დევნილების სახლების მშენებლობს, ამ ეტაპისთვის პროგრამის ფარგლებში, რაც
დავალებული ქონდა მუნიციპალური განვითარების ფონდს სრულად ასრულებს.
როგორც
მოგეხსენებათ ორი მიმართულებით მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო ეს არის უკვე არსებული
სახლების სოფლებში შესყიდვასთან დაკავშირებით ამის მიხედვით უკვე თვიანთ შიდა გეგმიდან
გამომდინარე თუ დაგვავალებენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებით პროცესში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2021
წლის 24 დეკემბერის სხდომაზე განიხილა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის
ანგარიში - „საქართველოს რეგიონებში ჩატარებული სამუშაოების (განათლების, კულტურის,
ტურიზმისა და მომსახურებების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის
ობიექტების მშენებლობა, აღდგენა - რეაბილიტაციის ღონისძიებებისა) და სამომავლო გეგმების
შესახებ“.
1. კომიტეტმა ცნობად მიიღო მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი
დირექტორის ანგარიში.
9
2. კომიტეტი, დადგენილი წესით, მხარს დაუჭერს მუნიციპალური განვითარების ფონდის
გაძლიერებისა და საქმიანობის გაუმჯობესების ყველა წარმოდგენილ ღონისძიებას, რომელთა
მიზანია რეგიონების განვითარების დაჩქარება, მუნიციპალიტეტებში განათლების, კულტურის,
ტურიზმის, მომსახურებების, სპორტის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის
ობიექტების მშენებლობა - აღდგენა - რეაბილიტაციის სამომავლო გეგმების წარმატებული
განხორციელება.
3. კომიტეტი ყურადღებას გაამახვილებს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2020 -2021
წლებში დასრულებული და მიმდინარე პროექტების ჩაბარების ვადების და ხარისხის
შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციების
სრულად განხორციელების უზრუნველყოფას.
4. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების
ფონდის მიერ წერილობით წარმოდგენილი ანგარიში იყოს უფრო მოცულობითი და დეტალური,
რადგან მკაფიო წარმოდგენა შეიქმნას შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
II მოისმინეს:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის და
საპარლამენტო მდივნის მზია გიორგობიანის ანგარიშის მოსმენა: მთავრობის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო გეგმებში, სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
მისი ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს მიერ მომზადდა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის“ შესახებ საქართველოს კანონის
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კოდექსში არსებული ტექნიკური და შინაარსობრივი
უზუსტობების აღმოფხვრას და ეს პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე წარედგინება
საქართველოს პარლამენტს.
• ამასთან ერთად მომზადებული არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ცვლილება გამომდინარეობს
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის“ შესახებ საქართველოს კანონის პროექტიდან.
• სამინისტროს მიერ მომზადდა წინადადება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
ევროპული ქარტიის გარკვეული მუხლების (2004 წელს არ იქნა სრულად რატიფიცირებული)
რატიფიცირების შესახებ. ამ ეტაპზე გადის შიდა პროცედურებს და პარლამენტში წარდგენილ
იქნება მომავალი წლის განმავლობაში.
• სამინისტროს
მიერ
მომზადდა
და
საქართველოს
პარლამენტს
წარედგინა
ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების - თვითმმართველი ქალაქ თბილისისა და
გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით წინადადება, რაც
მოიცავს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაწილის
გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტებისთვის
10
•
მნიშვნელოვანი
პროექტების
განხორციელებისა
და
ბიზნეს
სექტორისათვის
ხელშეწყობის/სტიმულირების მიზნით.
სამინისტროს მიერ მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტის
მიზანი არის ქალაქ თბილისისა და სხვა მუნიციპალიტეტების თანაბარ მდგომარეობაში
ჩაყენება და კოდექსის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული სახდელების დაკისრების
ერთნაირი შესაძლებლობა. კანონპროექტი ამ ეტაპზე გადის შიდა პროცედურებს და
პარლამენტში წარდგენილ იქნება მომავალი წლის განმავლობაში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, 2021 წლის 24 დეკემბერს, 2021
წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მოუსმინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში „სამინისტრო“) საპარლამენტო მდივნის ანგარიშს,
მთავრობის მიერ წარმოდგენილ წარმოდგენილ კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში,
სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. წარმოდგენილი ანგარიშის
თანახმად, სამინისტრომ 2021 წელს, მოამზადა და საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილების
მისაღებად წარმოუდგინა ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების - თვითმმართველი ქალაქ
თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით
წინადადება, რაც მოიცავს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის
ნაწილის გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას, ქვეყნისა და მუნიციპალიტეტებისთვის
მნიშვნელოვანი
პროექტების
განხორციელებისა
და
ბიზნეს
სექტორისათვის
ხელშეწყობის/სტიმულირების მიზნით.
პარლამენტმა აღნიშნულ საკითხზე, 2021 წლის 2 დეკემბერს მიიღო №1067- VIმს-Xმპ
დადგენილება „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი
თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული
საზღვრების შეცვლის შესახებ“.
კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რომ სამინისტრომ მოამზადა წინადადება და მომავალ წელს
პარლამენტს წარმოედგინება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის
იმ მუხლების რატიფიცირების შესახებ, რომელთა რატიფიცირება არ მომხდარა 2004 წელს და
მოხდება მიერთება ქარტიის ყველა მუხლთან.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-100 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა
ვალდებულია თავისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს
წარუდგინოს წელიწადში ორჯერ, თითო სასესიო პერიოდისათვის. აღნიშნულ გეგმას, როგორც
კომიტეტი ეყრდნობა როგორც დოკუმენტს, სადაც ჩანს მომზადებული ცვლილებები. ეს ხელს
უწყობს კანონშემოქმედებითი პროცესის გამჭვირვალობისა და განჭვრეტადობის ზრდას, ასევე
ზრდის თავად ამ პროცესის ხარისხს. კომიტეტი
სასურველად მიიჩნევს, რომ
კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმით წარმოდგენილი პროექტების
ინიციირება მოხდეს იმ ვადებში, რომლითაც ის წარმოდგენილია მთავრობის მიერ
დამტკიცებული გეგმით.
11
კომიტეტი ცნობად იღებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ
წარმოდგენილ ანგარიშს.
III.მოისმინეს:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის და
საპარლამენტო მდივნის მზია გიორგობიანის ინფორმაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, სოფლის
მხარდაჭერის პროგრამისათვის 2021 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი არის
40,530,000 მლნ ლარი.
რეგიონების მიხედვით დაფინანსება არის შემდეგი:
იმერეთი - 7,198,000 ლარი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6,584,000 ლარი
ქვემო ქართლი - 4,760,000 ლარი
მცხეთა-მთიანეთი - 4,848,000 ლარი
შიდა ქართლი - 4,390,000 ლარი
კახეთი - 4,224,000 ლარი
სამცხე-ჯავახეთი - 3,356,000
გურია - 2,564,000 ლარი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2,606,000 ლარი
მუნიციპალიტეტების მიერ თანადაფინანსების სახით პროგრამისათვის გათვალისწინებული იქნა
დაახლოებით 8.7 მლნ ლარი. სულ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 4264 პროექტი.
საიდანაც რეგიონების მიხედვით დაფინანსდა პროექტების შემდეგი რაოდენობა
რეგიონი
რაოდენობა
გურია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
იმერეთი
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი
სამცხე-ჯავახეთი
შიდა ქართლი
ქვემო ქართლი
მცხეთა-მთიანეთი
კახეთი
369
846
909
277
287
382
373
469
352
ამ ეტაპზე დასრულებული არის სამუშაოები დაფინანსებული პროექტების დაახლოებით 82%
პროექტზე და ათვისებული არის გამოყოფილი თანხის დაახლოებით 80 %.
12
კატეგორია
შერჩეული (დაფინანსებული)
პროექტების რაოდენობა
გზები
1219
გარე განათება
961
წყლის სისტემები
568
სანიაღვრე არხები
258
თავშეყრის ადგილები (კლუბები, ადმ.
ცენტრები, სკვერები და სხვ.)
270
სპორტული ინფრასტრუქტურა
296
სხვა
692
მომხსენებელს შეკითხვით მიმართეს:
სოზარ სუბარი: მინდა ჩემი მოსაზრება წარმოგიდგინოთ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“
დაკავშირებით და აღვნიშნო, რომ თითოეული დასახლებისთვის ის თანხა, რომელიც იყო
გამოყოფილი არის ძალიან მცირე. აღნიშნული საკითხი დავაყენე მთავრობის სხდომაზე რასაც
მათი მხრიდან
მოჰყვა შესაბამისი რეაგირება თანხის გაზრდით. იმ შემთხვევაში თუ
პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაორმაგდება, რაც თავისთავად არ არის მცირე, თუმცა დიდი
პროექტების განსახორციელებლად, როდესაც სოფლის დონეზე დაიყოფა მაინც არ იქნება
საკმარისი.
ვფქრობ, რომ უფრო სწორი იქნება ის დამატებითი თანხები, რომელიც უნდა
მიგვემართა ყველა სოფელზე კი არ განაწილდეს, არამედ მუნიციცალიტეტში თუნდაც ორი-სამი
პროექტი გაკეთდეს, რაც უფრო კარგი იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ქვეყნისათვისაც.
საინტერესო იქნება თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ნატო ჩხეიძე: გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს როდესაც გახალდით ხასურის,
ქარელის და გორის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი თითქმის ყველა სოფელი
ფეხით შემოვიარე., არის რამდენიმე სოფელი მაგალითად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი
ფლევი, სადაც არ არის გზა, ტრანსოპტი, წყალი და გაზი. ჩემი თხოვნა იქნება გაითვალისწინოთ
და ეტაპობრივად მოხდეს იქ მცხოვრებ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების, გაუმჯობესება
რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.
ირაკლი ზარქუა: გენ. გეგმის ნაწილში კონსოლიდირებული შესყიდვა, რომ გავაკეთოთ რეგიონის
მაშტაბით ძალიან დიდ თანხას დავზოგავთ. სოფლის ჩართულობა ძალიან კარგია. მინდა ვთხოვო
13
კომიტეტის აპარატს, თუ არის შესაძლებელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ მოგვაწოდოს კრების ოქმებს თანდართული ფოტომასალით, რადგან ჩართულობის
თემა ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, თუ
სოფლებში.
საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მხრიდან გამოვთქვამთ მზაობას სამომავლოდ ჩავერთოთ
აღნიშნული სოფლის საერთო კრების მუშაობაში.
პასუხობს მზია გიორგობიანი: ჩვენ გვაქვს კრების ოქმები და ფოტო მასალები, რომელსაც
გამოვითხოვთ მუნიციპალიტეტებიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი კრების მასალებს
აქვეყნებენ როგორც მუნიციციპალიტეტის ვებ. გვერდზე, ასევე სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება ჩართულობას, როდესაც პირველად ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ აღდგა ჩვენ
ყველა ვიღებდით მონაწილეობას, რომ სწორი ორგანიზება გაგვეკეთებინა და მაქსიმალურად
მეტი მოქალაქე ჩაგვერთო ამ პროცესში. რასაკვირველია თანხის ოდენობა ცოტაა და შესაბამისად
ვერ დაფარავს იმ საჭიროებებს, რაც ჩვენ სოფლებში ამ მიმართულებით გვაქვს, მაგრამ ეს არის
ინსტრუმენტი, მექანიზმი იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ მოსახლეობის ჩართვა
დიალოგში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამით ჩვენ არა მხოლოდ ამ პროექტების
შერჩევაზე ვაკეთებთ აქცენტს, არამედ ვიღებთ ინფორმაციას თუ რა სახის პროექტები სჭირდებათ.
ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ბატონი ირაკლი ზარქუას შემოთავაზებას და მომავალი წლის გეგმას,
რომელიც წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტების მიერ კომიტეტს გავუზიარებთ, რათა
შეძლოთ სურვილის შემთხვევაში მიიღოთ მონაწილეობა.
რაც შეხება ქარელს, გორს და ხაშურს. დავიწყებ მუნიციპალური ტრანსპორტით, რომელიც ერთერთი სერიოზული გამოწვევაა შიდა ქართლის რეგიონისთვის. ჩვენმა სამინისტრომ დააინიცირა
და კანონში შევიდა შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც
მუნიციპალიტეტს ექნება
შესაძლებლობა მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობასთან დაკავშირებით. ამის კვალდაკვალ
ჩვენ შევეცადეთ, რომ 6 დიდი ქალაქისათვის ტრანსპორტი შეგვეძინა და გადაგვეცა
მუნიციპალიტეტებისათვის.
ხაშურის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, სადაც დავიწყეთ პროქეტის
განხორციელება წყლის სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ ერთერთი დიდი პროექტი, რომელსაც ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.
აღნიშნული პროექტი ფინანსდება ევროკავშირის და საფრანგეთის სააგენტოსა მიერ, რომელიც
ხაშურს და მიმდებარე რამოდენიმე სოფელს უზრუნველყოფს 24 საათიანი წყალმომარაგებით.
რაც შეეხება წყალს, ზოგადად მთელი საქართველოს მაშტაბით სერიოზულ გამოწვევად რჩება,
რომლის საპირწონედ პრემიერ მინისტრის ინიციატივით, შემუშავებულია 10 წლიანია სამოქმედო
გეგმა. რომლის მიხედვითაც 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში
გვქონდეს 24 საათიანი
14
წყალომარაგება, ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის ყველა სოფელი უზრუნველყოფილი იყოს წყლის
მიწოდებით.
კონკრეტულად სოფელ ფლევთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები არ მაქვს, თუმცა უმოკლეს
ვადაში მოგაწოდებთ ინფორმაციას.
სოზარ სუბარი: მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო მოხსენებებისთვის, მაგრამ
აქვე უნდა ავღნიშნო, რომ მაქვს განცდა, იმისა რომ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება საგნის
მიმართ. მესმის, რომ პარლამენტი არ არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რათა ყველა
დეტალი დაწვრილებით განვიხილოთ. მე შეგნებულად არ დავასახელე ის სოფლები საიდანაც
ხშირად არის საჩივრები, მაგალითად სკოლებთან დაკავშირებით სადაც სამუშაოების დაწყებაშესრულებაზე ძალიან დიდი ჩამორჩენაა. კარგი იქნება სხვა დროს მოგაწოდოთ სრული
ჩამონათვალი, თუ სად რა კეთდება, სადა არის დაგვიანება და რა არის ამის მიზეზი, ხარისხთან
დაკავშირებული პრობლემები და ა.შ, რადგან საპარალამენტო კონტროლი სწორედ ამას
გულისხმობს.
რაც შეეხება წყალს, თითქმის ყველა გამოსვლაში აღვნიშნავ და ეხლაც მინდა გითხრათ, რომ 2012
წლიდან ხორციელდება უზარმაზარი მასშტაბის პროექტები, 17-ჯერ გაიზარდა წლიური
დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ 50 სოფელი და 60 000 ოჯახი, წყლით მომარაგდება მიმდინარე
და მომავალი წლის პროექტებით და ამაში არ შედის ის პროექტები, რომელთაც წყლის კომპანია
ახორციელებს. ასევე მინდა ავღნიშნო, გარდაბნის მუნიციპალიტეტში არის ერთი ქალაქის ტიპის
დასახლება ვაზიანი სადაც მნიშვნელოვანია განხორციელდეს მთელი რიგი პროექტები, ვინაიდან
მათ არა აქვთ არც წყალი, არც წყალარინება და არც კანალიზაცია, შენობების უმეტესობა
ავრიულია. აქ რომ იყოს წყალი და ელემენტარული ინფრასტრუქტურა, შესაძლოა ერთ-ერთი
კარგი დასახლება გახდეს.
ასევე მინდა შევეხო კიდევ ერთი საკითხს - ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, ასეთი ძალიან
ბევრი ადგილია საქართველოში. მაგალითად ლაღამი, თელავის ცენტრი და სხვა. სოფელი შილდა,
სადაც არის 15 სახლი, რომლებიც შესაძლოა კულტურის ძეგლი იყოს. ასევე აქ არის 700 წლის
წაბლის ხე, რომელიც ერთგვარი ტურისტული ატრაქცია შესაძლოა გახდეს. ასევე არის სოფლები
რომლებიც მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მნიშვნელოვანია მათი აღდგენა.
აღნიშნული უნდა განხორციელდეს კულტურის სამინისტროსთან ერთად. მსურს ასევე
ყურადღება გავამახვილო ჯუთა- როშკა-არხოტის ბილიკზე. არხოტში არის 3 სოფელი - ახიელი,
ამღა და ჭიმღა. სოფელ ამღაში 3 ოჯახი ცხოვრობს და ეს არის სასაზღვრო სოფელი, რომლის
რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ დაბრუნდება მოსახლეობა და მას
დაუბრუნდება სიცოცხლე და გვექნება ისეთი ისტორიული ძეგლი როგორიც გახდა მუცო,
რომელმაც ახალი სიცოცხლე შეიძინა აღდგენის შემდეგ. იგივე შეიძლება ითქვას ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელზე გოგოლათზე, სადაც 65 სახლიდან 58 არის კულტურული
15
მემკვიდრეობის ძეგლი. ძალიან საშური საქმეა მთლიანად მთა-თუშეთის რესტავრაციარეაბილიტაცია, რომლიც აუცილებლად უნდა ჩაისვას სამომავლო გეგმებში. ასევე მინდა შევეხო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, კერძოდ ენგურჰესს, რომლის გეგმაც უკვე გაკეთებულია და მისი
დაწყებაც მნიშვნელოვანია, იგი ირგვლივ განავითარებს ყველაფერს, მოიზიდავს ტურისტებს და
დაასაქმებს უამრავ ადამიანს. არის ბევრი თემა რომელზეც ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, ხოლო
რაც შეეხება რეკომენდაციებს მოგაწვდით წერილობით.
კომიტეტს ვთხოვ, რომ მხარი დავუჭიროთ აღნიშნული ინფორმაციის ცნობად მიღებას.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2021
წლის 24 დეკემბერის სხდომაზე განიხილა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესრულების
მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია.
1. კომიტეტმა ცნობად მიიღო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილის მზია გიორგობიანის ინფორმაცია.
2. კომიტეტს მიაჩნია რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია,
რომელშიც მოსახლეობას შეუძლია მიიღოს უშუალო მონაწილეობა ადგილობრივი საკითხების
განხილვაში, საერთო ძალისხმევით შეირჩეს სოფლის (დასახლება) მაცხოვრებლებისათვის
ყველაზე პრიორიტეტული პროექტები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად
მიიღონ მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტილება.
3. კომიტეტი მხარს უჭერს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების გაზრდას, რაც ხელს
შეუწყობს საქართველოს რეგიონების განვითარების თაობაზე საქართველოს მთავრობის ახალი
ინციატივის წარმატებულ განხორციელებას.
სხდომის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი
სოზარ სუბარი
ბელა ქველაძე
16