„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ალტერნატიული კანონების პროექტები (საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, გივი მიქანაძის, გიორგი ამილახვარის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტებზე: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე (№07-3/150; 22.12.2021))
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 წერილი (1.3 MB)
📝 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (26 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (244 KB)
📝 საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (22 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (87 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (383 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (22 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (66 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (24 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (61 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (24 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (244 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (25 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (248 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (23 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (244 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (24 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (79 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (25 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (78 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (22 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (233 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (22 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (242 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (22 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (238 KB)
📝 ალტერნატიული კანონის პროექტი (25 KB)
📄 ალტერნატიული კანონის პროექტი (245 KB)
📄 საქართველოს ორგანული კანონი (240 KB)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-12-29
ბიუროს ნომერი 111
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ
იქნეს ცვლილება და 169-ე მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ინსპექტორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს
წარუდგენს ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის,
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების
კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის
სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს საგაზაფხულო
სესიაზე, რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2 − მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.“;
2. პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის განხილვის შემდეგ
პარლამენტი იღებს შესაბამის დადგენილებას. პარლამენტის დადგენილებაში აისახება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის შეფასება, აგრეთვე
პარლამენტის დავალებები და მათი შესრულების ვადები. პარლამენტის შესაბამისი
კომიტეტი აღნიშნული დადგენილების აღსრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია
წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს
შესაბამისი გადაწყვეტილება.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
1
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტი იღებს დადგენილებას, რომლითაც განისაზღვრება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციები და წინადადებები, რაც ცხადია ხელს
უწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობას, თუმცა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე
რეაგირების მიზნით საქართველოს პარლამენტის მიერ სხვადასხვა საჯარო
დაწესებულებებისათვის დავალებების მიცემას. იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო
დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით კვლავ არაერთი
გამოწვევაა და ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშით იკვეთება
გამოწვევები მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და გამოძიების
პროცესში, რომლებიც საჭიროებს სისტემურ მიდგომებსა და სხვადასხვა სახის
სამართლებრივი თუ ტექნიკური ღონისძიებების გატარებას, საქართველოს პარლამენტის
მიერ საჯარო დაწესებულებებისათვის დავალებების გაცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს
ხელს ადამიანის უფლებების დაცვას და გააძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობას
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებზე.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ანგარიშის საგაზაფხულო სესიაზე მოსმენას, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და
სხვა დაწესებულებებს მისცემს საკმარის დროს, მათ მიმართ გაცემული დავალებების
ხარისხიანად შესასრულებლად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შემუშავებული და შესაბამისი კომიტეტის
გადაწყვეტილებით მიღებული პარლამენტის დავალებების პარლამენტის დადგენილებაში
ასახვის შესაძლებლობის გაჩენისთვის, აუცილებელია საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილებების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საჯარო
დაწესებულებების მიერ ქმედითი ზომების მიღებას, ასევე გაზრდის და გააძლიერებს
საპარლამენტო ზედამხედველობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას
მიკუთვნებულ სფეროებზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 169-ე მუხლს ემატება 11
პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 169-ე მუხლის
პირველი მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის განხილვის შემდეგ მიღებული
პარლამენტის დადგენილებით გათვალისწინებული იქნება საქართველოს პარლამენტის
რეკომენდაციები და წინადადებები არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, არამედ სხვა საჯარო დაწესებულებების
მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების
შესახებ, მათი შესრულების ვადების მითითებით.
2
ასევე, კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 169-ე
მუხლში და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის მსგავსად
წესრიგდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშის პარლამენტის მიერ
საგაზაფხულო სესიაზე განხილვის საკითხი, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და
სხვა დაწესებულებებს მისცემს საკმარის დროს, მათ მიმართ გაცემული დავალებების
ხარისხიანად შესასრულებლად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების წარმოშობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
3
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
4
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, ადვოკატთა ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის სამართლებრივი შედეგების გათანაბრებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. თავის მხრივ, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. იმ პირობებში, როცა პროკურატურის, ადვოკატთა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდები ბარდება იდენტურ დისციპლინებში („სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალი, რომელიც გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებებით და დაემატა კანონს), გამოცდების შინაარსის იდენტურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებს მიენიჭოს თანაბარი იურიდიული ძალა და მათი უერთიერთჩათვლა განხორციელდეს ორმხრივად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს ან/და პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა (ადვოკატის მსგავსად), პროკურატურის სისტემაში დასაქმებისთვის არ მოეთხოვება პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გამოცდების თემატური მსგავსებისა და ანალოგიური საკვალიფიკაციო მნიშვნელობის გათვალისწინებით, თანაბრდება პროკურატურის მუშაკთა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების საკვალიფიკაციო გამოცდების სამართლებრივი შედეგები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ საჭიროებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო
კოდი: 080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული
ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს, ამტკიცებს სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის დებულებას.“;
ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:
„ვ1) სამსახურის ფუნქციების შესრულების პროცესის სრულყოფის, თანამედროვე
სტანდარტების დანერგვისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით,
უფლებამოსილია გამოსცეს სამსახურის თანამშრომლებისათვის შესასრულებლად
სავალდებულო ხასიათის ინსტრუქციები;
ვ2) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიებს;“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სახელმწიფო ინსპექტორი ან მის მიერ განსაზღვრული პირი უფლებამოსილია, ამ
კანონით განსაზღვრულ სფეროებში და საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში
მიმდინარე წარმოების/გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების
მიზნით, მიმართოს უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებას, მისი თანამშრომლის მიმართ
დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ, ასევე, მიიღოს ინფორმაცია საჯარო
დაწესებულების მიერ აღნიშნულ მიმართვაზე რეაგირების შედეგების შესახებ.“;
2. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს;
3. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოს პარლამენტს, წელიწადში ერთხელ
არაუგვიანეს 31 მარტისა წარუდგენს ანგარიშს, ხოლო საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენს
მოხსენებას წლიური ანგარიშით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ,
საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ზოგად შეფასებებს,
დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ინფორმაციას წლის განმავლობაში გამოვლენილი
მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე;
ბ) ზოგად სტატისტიკურ ინფორმაციას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების
კონტროლის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
გ) ზოგად ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა
თაობაზე, სტატისტიკურ მონაცემებს მისი უფლებამოსილებების სფეროში მიმდინარე
გამოძიების შესახებ, მათ შორის სტატისტიკურ მონაცემებს იმ სისხლის სამართლის
საქმეების შესახებ, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისმა მოადგილემ
1
დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართა ზედამხედველ პროკურორს
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით და არ იქნა დაწყებული
სისხლისსამართლებრივი დევნა, ზოგად ტენდენციებს, შეფასებებს, დასკვნებსა და
რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის საკითხებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
წლიური ანგარიში არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის
საქმის გამოძიებასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული
საკითხების შესახებ.
დ) ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბიუჯეტისა და მისი შესრულების,
ასევე ადამიანური რესურსების შესახებ.“;
4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კონსულტაციის გაწევა და
საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მონაწილეობს ამ კანონის მე-2 მუხლით
განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების სრულყოფის
პროცესში და სამსახურის დასკვნას, რომელიც სარეკომენდაციო შინაარსისაა, წარუდგენს
შესაბამის დაწესებულებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური:
ა) თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციასთან;
ბ) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის შესაბამის
საკომიტეტო განხილვებში როგორც მოწვეულმა პირმა; საქართველოს პარლამენტს
წარუდგინოს
მოსაზრება
შესაბამისი
საკანონმდებლო
წინადადებებისა
თუ
საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ან/და მიმართოს საკანონმდებლო წინადადებით.
3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვალდებულია, შესაბამისი თხოვნის არსებობის
შემთხვევაში,
კონსულტაცია
გაუწიოს
სახელმწიფო
ხელისუფლებისა
და
მუნიციპალიტეტის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის
იურიდიულ პირებს და ფიზიკურ პირებს მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან
დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას
მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.“;
5. მე-19 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სხვა საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის
გამოძიებისას დანაშაულთა ერთობლიობის გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც ჩადენილ
დანაშაულთაგან ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ქვემდებარეა, პროკურორის გადაწყვეტილებით, რომელიც მოქმედებს საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყოფა საქმე, რომელიც სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა და ის საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით, გამოსაძიებლად გადაეცემა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად
გენერალური პროკურორი, მისი ინიციატივით და სახელმწიფო ინსპექტორის მოსაზრების
მხედველობაში მიღებით ან სახელმწიფო ინსპექტორის წერილობითი დასაბუთებული
წინადადების საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება,
ცალკე წარმოებად გამოყოფის გარეშე სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ. გენერალური
პროკურორი სახელმწიფო ინსპექტორის ამ პუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას
განიხილავს და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 24 საათში.“;
2
ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის
სამართლის საქმის გამოძიებისას გამოვლინდა დანაშაული, რომელთაგან ერთი ან ერთზე
მეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე არ არის, პროკურორის
გადაწყვეტილებით, რომელიც მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმიდან
ცალკე წარმოებად გამოიყოფა საქმე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ქვემდებარე არ არის და ის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 102ე მუხლით დადგენილი წესით, გამოსაძიებლად გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო უწყებას.
გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად გენერალური პროკურორი, მისი
ინიციატივით და სახელმწიფო ინსპექტორის მოსაზრების მხედველობაში მიღებით ან
სახელმწიფო ინსპექტორის წერილობითი დასაბუთებული წინადადების საფუძველზე,
უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ცალკე წარმოებად
გამოყოფის გარეშე სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ. გენერალური პროკურორი
სახელმწიფო ინსპექტორის ამ პუნქტით გათვალისწინებულ წინადადებას განიხილავს და
დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 24 საათში.“;
გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე
საგამოძიებო ორგანო იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო
ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის
შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია საგამოძიებო ორგანოს მიმართოს საქმის
მასალების გაცნობის მოთხოვნით, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია ზედამხედველ
პროკურორს წერილობით მიმართოს დასაბუთებული წინადადებით სხვა საგამოძიებო
ორგანოდან მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის
სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ. თუ ზედამხედველი პროკურორი
მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის
გადაცემას, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა, საქმის
გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ, დასაბუთებული წინადადებით წერილობით
მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის და მისი
მოადგილის წინადადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მიმართვიდან 24
საათის ვადაში. სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემისა და
გამოსაძიებლად გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული
უნდა იყოს.
5. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე
საგამოძიებო ორგანო იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო
ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მას გადასცა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო
ინსპექტორი უფლებამოსილია საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული
წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
სახელმწიფო ინსპექტორის წინადადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება
მიმართვიდან 24 საათში. სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემისა და
გამოსაძიებლად გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული
უნდა იყოს.“;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს ან ნაწილობრივ გაიზიარებს
სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას ამ
მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე, სახელმწიფო ინსპექტორი
3
უფლებამოსილია, არაუგვიანეს 24 საათისა, ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით
წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტის
„ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე სახელმწიფო ინსპექტორის ან
მისი მოადგილის წინადადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მიმართვიდან 72
საათის ვადაში, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
საკითხზე სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება
მიმართვიდან 24 საათის ვადაში. გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებულ საკითხზე უარის თქმის შესახებ, დასაბუთებული უნდა იყოს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედების ან საპროცესო
მოქმედების ჩატარების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი მოადგილის
წინადადების
დაკმაყოფილების
შემთხვევაში,
ზედამხედველი
პროკურორი
დაუყოვნებლივ მიმართავს სასამართლოს.“;
6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებები გამოძიების
სფეროში
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის
გამოძიების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის
ფარგლებში, ამ კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული
მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
ბ) ნებისმიერი პირისგან/დაწესებულებისგან მოითხოვოს შესაძლო მტკიცებულების
დაცვა/შენახვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს
განჩინების მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს მიმართვიდან 30 კალენდარული დღისა;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ჩაატაროს
სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ექსპერტიზა, შეადგინოს
შესაბამისი დასკვნა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტი;
დ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გაანალიზოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები;
ე) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და
სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ
უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზეც აწარმოებს
გამოძიებას;
ვ) დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად და სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს
დროებითი მოთავსების იზოლატორებში;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები
და მოქმედებები.
2. ნებისმიერი პირი/დაწესებულება ვალდებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს განჩინების მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს
მიმართვიდან 30 კალენდარული დღისა, უზრუნველყოს შესაძლო მტკიცებულების
დაცვა/შენახვა.
3. ნებისმიერი პირი/დაწესებულება ვალდებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს
მიაწოდოს მის მიერ მოთხოვილი დოკუმენტი, ინფორმაცია ან/და შესაძლო მტკიცებულება,
გონივრულ ვადაში, მაგრამ სამსახურის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა,
გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასამართლოს განჩინებით დადგენილია განსხვავებული
ვადა ან/და როცა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება ტარდება გადაუდებელი
აუცილებლობით.
4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული მოთხოვნის
შეუსრულებლობის
შემთხვევაში,
ნებისმიერი
4
პირი/დაწესებულება ვალდებულია, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება.
5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელზე
ვრცელდება ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით,
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული
უფლებამოსილებები და მოვალეობები.“;
7. 21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
8. 23-ე-26-ე მუხლები ამოღებულ იქნეს;
9. V თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 და V2 თავები:
„თავი V1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელი
მუხლი 261. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელი
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები
და მათზე დადგენილი წესით ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულისა და საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით ან ამ კანონის
საფუძველზე გამოცემული სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ
არის დადგენილი.
3.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულისა და საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომლების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ შორის დისციპლინური წარმოების
წესს, ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორი.
4. სახელმწიფო ინსპექტორი ამტკიცებს სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელთა ეთიკის კოდექსს, რომლის დარღვევა იწვევს დამრღვევისთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მუხლი 262. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომლის შერჩევა და დანიშვნა
1.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე,
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანებით.
2.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და დასანიშნად კონკურსის ჩატარების წესი და
პირობები, აგრეთვე დასანიშნ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ძირითადი
მოთხოვნები, რომლებიც არ უნდა იყოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 27-ე მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებზე ნაკლები, სპეციალური
მოთხოვნები და დამატებითი მოთხოვნები) განისაზღვრება ამ კანონითა და სახელმწიფო
ინსპექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
5
3.
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით
სახელმწიფო ინსპექტორი ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის შესარჩევად და დასანიშნად
კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში
მოწვეული უნდა იქნენ სისხლის სამართლის სფეროსა და ადამიანის უფლებათა სფეროს
სპეციალისტები.
4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს
საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლება, მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის
არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, საქმიანი თვისებები და მაღალი მორალური რეპუტაცია,
იცის სამართალწარმოების ენა და ჩაბარებული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
მიერ ორგანიზებული ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში:
საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის
სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი,
სასჯელაღსრულებითი სამართალი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა
საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით სამუშაო გამოცდილებისთვის დადგენილი მოთხოვნა არ
ვრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში პირის სტაჟიორ-გამომძიებლად
დანიშვნის შემთხვევაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში პირი სტაჟიორგამომძიებლად ინიშნება ამ კანონითა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დადგენილი
წესით.
7. დასაშვებია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უკონკურსოდ გადაყვანა, რაც
გულისხმობს მისთვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა
უფლებამოსილებების ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას
(ჰორიზონტალური გადაყვანა), ასევე სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ სტაჟირების
წარმატებით გავლის შემთხვევაში მისი საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელის
ვაკანტურ თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა.
8. დასაშვებია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის უკონკურსოდ „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობით გადაყვანა ან ამ
მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით გადაყვანა.
9. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის
კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური პერიოდულად უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო პროგრამების
დანერგვასა და განხორციელებას.
მუხლი 263. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო
იცავს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის
შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.
2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
6
3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა,
მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის,
ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
პასუხისმგებლობას.
სამსახურებრივი
უფლებამოსილებების
განხორციელებასთან
დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის ან მათი ოჯახის წევრის
სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღების
შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან მიიღონ კანონით
გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.
4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას აშკარად
უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა
მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში.
5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან
განკარგულების მიღების შესახებ უნდა აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორს.
6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც უარს ამბობს აშკარად
უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
7. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო
ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით
დადგენილი წესით.
8. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, თავისი
უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
9. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელს მისი სამსახურებრივი
უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური
ჟეტონი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი. სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი შეიძლება ატარებდეს
სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.
10. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.
მუხლი 264. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე
თანამშრომლის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური
წოდების მქონე თანამშრომლის სოციალურ დაცვას.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელზე ვრცელდება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის
სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებასთან
დაკავშირებით
სხეულის
დაზიანებასთან
ან
დაღუპვასთან
დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები).
3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი
იღებს:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს;
ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სახელფასო დანამატსა და ფულად
ჯილდოს;
გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს;
დ) წელთა ნამსახურობის დანამატს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და
კომპენსაციებს.
7
4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს,
რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების გამო, უფლება აქვს, საქართველოს
კანონმდებლობის თანახმად, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო
პენსია.
5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის
შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის
დანამატის ოდენობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები განისაზღვრება სახელმწიფო
ინსპექტორის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი
ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო
დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს)
განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.
მუხლი 265. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელთა სპეციალური წოდებები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა
სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
საქართველოს კანონით.
მუხლი 266. სამსახურის თანამშრომლის მიერ იძულების ღონისძიებების გამოყენების
უფლებამოსილება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის
მოადგილეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორგამომძიებლისა)
და
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
განმახორციელებელ
თანამშრომელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.
2. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის გამომძიებელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომელი ფიზიკურ ძალას, სპეციალურ
საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის 30-ე−32-ე მუხლებით, 33-ე მუხლით (გარდა მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“
ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა), 34-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-2 და მე-11
პუნქტებისა) და 35-ე მუხლით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება აქვთ, სათანადო კურსის გავლის
შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ სამსახურებრივსაშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები. სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის განკარგულებაში არსებული
ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და
გამოყენების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფო
ინსპექტორის ნორმატიული აქტით.
4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი
იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხას განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.
თავი V2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაფინანსება და ქონება
8
მუხლი 267. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაფინანსება
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო
ბიუჯეტის ასიგნებებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხარჯები სახელმწიფო
ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე ორგანიზაციული კოდით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განკუთვნილი
მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან
შედარებით შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის წინასწარი თანხმობით.
3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს
მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც
არა აქვს საცხოვრებელი ბინა, აუნაზღაუროს საცხოვრებელი ფართით სარგებლობისთვის
აუცილებელი ხარჯები.
4. ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების გარდა, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის
მატერიალურ-ტექნიკურ
უზრუნველყოფასა
და
დაფინანსებასთან
დაკავშირებული საკითხები შეიძლება დარეგულირდეს სახელმწიფო ინსპექტორის
შესაბამისი აქტით.
მუხლი 268. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქონება
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში
არსებული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პასუხისმგებელია მის მფლობელობაში ან/და
სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე.
3. სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია მიმართოს მთავრობას სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების გადაცემის
თაობაზე.
4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია, ფუნქციონირებისათვის
აუცილებელი ქონებით დროებით სარგებლობისთვის, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
9
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ინსტიტუციურ გაძლიერებას, საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას, პრაქტიკაში
გამოვლენილი გამოწვევების გადასაჭრელად სამსახურის ქმედითი საკანონმდებლო
მექანიზმებით აღჭურვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
ინსტიტუციური
დამოუკიდებლობის
მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის,
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების
გამოძიებისას
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
პრაქტიკული
დამოუკიდებლობისთვის საკმარის გარანტიებს ვერ ქმნის. საგამოძიებო უწყებას
საკანონმდებლო დონეზე არ აქვს ქმედითი ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებელია
სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიებისთვის.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული
ნორმები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს გამოძიების წარმოებისთვის გარკვეულ
უფლებამოსილებებს ანიჭებს, პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით, შედეგის
მომტანი არ არის. სამსახურის წინაშე არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული
გამოწვევები დეტალურად არის აღწერილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
საქმიანობის 2020 წლის ანგარიში.1
დანაშაულთა ერთობლიობისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო
ქვემდებარეობა
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისათვის, რიგ შემთხვევებში, არსებითად
მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი ვრცელდებოდეს
დანაშაულის იმ ფაქტებზე, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული სამსახურის
წარმოებაში არსებულ საქმესთან. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო
ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეში იკვეთება სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი
სხვა ისეთი დანაშაულის ნიშნები, რომლის ცალკე გამოყოფა ერთი მხრივ განაპირობებს
სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოს მიერ ერთი და იგივე საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების ჩატარებას, ხოლო მეორე მხრივ წარმოადგენდეს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მიერ ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ხელშემშლელ გარემოებას.
მაგალითად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაშია სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტების სიხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც იკვეთება
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მხრიდან ამავე საქმის მტკიცებულების
განადგურების (რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
1სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში 2020. გვ.: 166, 195-196.
10
ქვემდებარე დანაშაულს) ნიშნები. იმ პირობებში, როცა მტკიცებულებათა განადგურების
ფაქტი არსებითადაა დაკავშირებული ძირითადი (სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების) სისხლის სამართლის საქმის შედეგებთან, მტკიცებულებთა განადგურების
ფაქტზე საქმის ცალკე გამოყოფა და სხვა საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემა (მით უფრო,
იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული
სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამ ფაქტზე ჩატარებულია ყველა საჭირო
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება), აჭიანურებს გამოძიებას, დამაზიანებელ გავლენას
ახდენს სამსახურის ქვემდებარე საქმის გამოძიებაზე და ნეგატიურად აისახება
შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებაზე.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის სრული
მოცულობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის ახლებურ
მოწესრიგებას (კერძოდ, გენერალური პროკურორი, მისი ინიციატივით და სახელმწიფო
ინსპექტორის მოსაზრების მხედველობაში მიღებით ან სახელმწიფო ინსპექტორის
წერილობითი დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, უფლებამოსილი იქნება
მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ცალკე წარმოებად გამოყოფის გარეშე სისხლის
სამართლის საქმის სრული მოცულობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის
გადაცემის შესახებ), რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისცემს ეფექტიანი
გამოძიების ჩატარების უფრო ქმედით შესაძლებლობას.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მისი ქვემდებარე საქმის გადაცემა
მოქმედი
კანონმდებლობა
ვერ
უზრუნველყოფს
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურისთვის მისი ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის დროულად გადაცემას, რაც
კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის
ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და
ეფექტიანი გამოძიებისთვის.
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ
არაუფლებამოსილი
საგამოძიებო
ორგანო
იწყებს
გამოძიებას
და
იწყებს
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. რისკები კიდევ უფრო იზრდება, როცა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულზე გამოძიებას იწყებს ის
სამართალდამცავი ორგანო, რომლის თანამშრომელიც იმხილება შესაძლო დანაშაულის
ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მაღალია მტკიცებულებათა განადგურების,
შეცვლის, ფალსიფიკაციის საფრთხე.
სხვა საგამოძიებო უწყებებისგან განსხვავებით, სახელმწიფო სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19
მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული აქვს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნის უფლება,
თუ სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის
სამართლის საქმეს. თუმცა, აღნიშნული ბერკეტი არ არის ქმედითი და ვერ
უზრუნველყოფს საქმის სამსახურისთვის დროულ გადაცემას. კერძოდ, „სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განმარტავს რა წესითა და
პროცედურის დაცვით უნდა გაეცნოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სხვა
საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს - ვის უნდა
მიმართოს სამსახურმა (საგამოძიებო უწყებას თუ ზედამხედველ პროკურორს) და ვისგან
უნდა მოიპოვოს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის ნებართვა, რა ვადაში
უნდა მოხდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილება, სად
უნდა მოხდეს საქმის გაცნობა და ა.შ. გარდა ამისა, აღნიშნული კანონის მოქმედი რედაქცია
11
მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აკისრებს სხვა საგამოძიებო ორგანოდან
მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის
გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ წინადადების დასაბუთების ვალდებულებას, ხოლო
პროკურორსა და გენერალურ პროკურორს არ უდგენს საქმის გადაცემის ან გადაცემაზე
უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. შესაბამისად,
ამგვარი საკანონმდებლო ჩანაწერი ქმნის საქმის მასალების გაცნობისა და საჭიროების
შემთხვევაში, მისი გამოსაძიებლად გადმოცემის გაჭიანურების რისკს. ასევე, ბუნდოვანს
ხდის საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებებს საქმის გამოსაძიებლად
გადმოცემის ან/და გადმოცემაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კანონმდებლობით მკაფიოდ
გაიწეროს: საქმის მასალების გაცნობის თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
მოთხოვნის ადრესატი, აღნიშნული მოთხოვნის განხილვის ვადები და პროკურორის მიერ
ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება.
პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება და საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედების შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება
კანონის მოქმედი რედაქცია სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს ანიჭებს
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და
გამოძიების შეწყვეტის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობისა და ასევე,
სასამართლოსთვის
წარსადგენ
მტკიცებულებათა
ნუსხაში
კონკრეტული
მტკიცებულებების შეტანის შესახებ ზედამხედველი პროკურორისთვის დასაბუთებული
წინადადებით წერილობით მიმართვის უფლებამოსილებას. ამავდროულად, თუ
ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი
მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია
არაუგვიანეს 48 საათისა ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით
მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი
მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 72 საათის ვადაში.
ეფექტიანი გამოძიების აუცილებელი კომპონენტებია გამოძიების დროულობა
(საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დროულად ჩატარება) და ზედმიწევნითობა
(ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარება და ყველა შესაძლო
მტკიცებულების მოპოვება). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭებული
ზემოაღნიშნული უფლებების რეალიზების მექანიზმები, ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი
გამოძიების ჩატარებას შემდეგ მიზეზთა გამო: მოსამართლის განჩინების საფუძველზე
ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის
შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის დასაბუთებული წინადადება
ზედამხედველი პროკურორის მიერ განიხილება 72 საათში. ზედამხედველი პროკურორის
მიერ
სახელმწიფო ინსპექტორის
მოადგილის
დასაბუთებული
წინადადების
გაუზიარებლობის
შემთხვევაში,
სახელმწიფო
ინსპექტორს
აქვს
გენერალურ
პროკურორთან ანალოგიური წინადადებით მიმართვისთვის 48 საათიანი ვადა, რაც ასევე
72 საათში განიხილება. ანუ, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედების ჩატარებისა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების
შესახებ მსჯელობა ორ უწყებას შორის შესაძლოა გაგრძელდეს 8 დღე, რასაც ემატება
შემდგომ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს მიერ
აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის დროც. გასთვალისწინებელია ისიც, რომ
მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინადადების
დაკმაყოფილების შემთხვევაში პროკურორის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ვადას,
რაც პროკურორს ანიჭებს რამდენიმე დღის შემდგეგ სასამართლოსთვის შუამდგომლობის
12
წარდგენის უფლებას. იმ პირობებში, როცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა
მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე განსაკუთრებით მაღალია მტკიცებულებების
განადგურებისა და გადამალვის საფრთხე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის
მინიჭებული ეს უფლებამოსილება პრაქტიკაში აბსოლუტურად არაეფექტიანია და ვერ
აკმაყოფილებს გამოძიების დროულად და ზედმიწევნით ჩატარების ტესტს.
ამასთან, მაშინ როცა სახელმწიფო ინსპექტორი და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე
ვალდებულნი არიან დაასაბუთონ პროკურატურისთვის წარდგენილი წერილობითი
წინადადებები, ზედამხედველი პროკურორი/გენერალური პროკურორი არ არიან
ვალდებულნი
დაასაბუთონ
წინადადებებთან
დაკავშირებით
მიღებული
გადაწყვეტილებები
(განსაკუთრებით
ეს
ეხება
წინადადების
ნაწილობრივ
დაკმაყოფილების ან წინადადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევებს).
აღნიშნული, გარდა იმისა, რომ გაურკვეველს ხდის პროკურორის გადაწყვეტილებას,
ართულებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილი
წინადადების დასაბუთებას, რამდენადაც სამსახურისთვის არ არის ცხადი ზედამხედველი
პროკურორის გადაწყვეტილების მოტივაცია სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის
დასაბუთებული წინადადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან წინადადების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
უნდა
შემცირდეს
საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედების ჩატარების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილისა და სახელმწიფო
ინსპექტორის დასაბუთებული წინადადებების განხილვის ვადები, რათა თავიდან იქნეს
აცილებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის
სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების განადგურება, მათი შეცვლა და ეფექტიანი
(დროული და ზედმიწევნითი) გამოძიების ჩატარება. ასევე, მკაფიოდ უნდა გაიწეროს
პროკურორის ვალდებულება დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მით
უფრო იმ პირობებში, როცა კანონმდებლობა სახელმწიფო ინსპექტორს და სახელმწიფო
ინსპექტორის მოადგილეს ავალდებულებს წინადადებების დასაბუთებას, ხოლო სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-16 ნაწილი პროკურორის მიერ
ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს დადგენილების გამოტანას,
რომელიც ცხადია უნდა იყოს დასაბუთებული.
დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატია პენიტენციურ დაწესებულებებში და
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამ დაწესებულების თანამშრომელთა მიერ
სავარაუდოდ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების გამოძიება. მათ შორის, ისეთი
დანაშაულის გამოძიება, რომელსაც შედეგად პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
ამ
კატეგორიის
დანაშაულების
გამოძიების
დროს
საჭიროა
პენიტენციურ
დაწესებულებებში და დროებითი მოთავსების იზოლატორებში საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების ჩატარება (მათ შორის, გადაუდებლად). ვინაიდან, ასეთი დანაშაულების
ჩადენაში იმხილებიან პენიტენციური სამსახურის და იზოლატორის თანამშრომლები,
სამსახურის გამომძიებლის ნებისმიერი დაყოვნება ქმნის გამოძიების შედეგით
დაინტერესებული სამსახურის ადმინისტრაციის მიერ მნიშვნელოვანი მტკიცებულების
გადამალვის და განადგურების რისკებს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის გამომძიებელს დაუბრკოლებლად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, უნდა
შეეძლოს პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში
შესვლა.
13
მოქმედი კანონი ვერ აზღვევს მტკიცებულებათა გადამალვისა და განადგურების რისკებს,
ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს, პენიტენციურ
დაწესებულებაში და დროებითი მოთავსების იზოლატორში საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედების ჩატარების მიზნით შესასვლელად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში
ჭირდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვა. ასეთი ნებართვის მიღება
საჭიროებს რამდენიმე საათს, ზოგჯერ სრულ დღესაც კი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების
უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე იყოს უზრუნველყოფილი
პენიტენციურ დაწესებულებებში და იზოლატორებში სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის წარმომადგენლების დაუბრკოლებლად, სპეციალური ნებართვის გარეშე
შესვლა. მით უფრო იმ პირობებში, როცა „პატიმრობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, ამ უფლებით სარგებლობენ პროკურატურის საამისოდ
უფლებამოსილი პირები, სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრები, რომელთა დაშვების მიზანი (არასთანადო მოპყრობის წინააღმდეგ ეფექტიანი
ბრძოლა) თანხვედრაშია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა ამ
დაწესებულებებში დაშვების მიზანთან.
შესაბამისად წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლების დაუბრკოლებლად შესვლას
იზოლატორებში. რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებას, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის
საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს ავტორობით
წარსადგენი კანონპროექტების ნუსხაში ასახულია „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი
ცვლილების პროექტი, რომლის ინიცირებასაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
უახლოეს მომავალში გეგმავს და რომელიც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან
დაკავშირებულ სხვა რეგულაციებთან ერთად, პენიტენციურ დაწესებულებაში
სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა წრის გაფართოებას და
მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის დამატებას
ითვალისწინებს.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
კანონპროექტით
არ
იქნა
მოწესრიგებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომლების პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის საკითხი.
მტკიცებულებების დაცვა/შენახვა
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიანი გამოძიების ჩასატარებლად, მნიშვნელოვანია
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჰქონდეს მტკიცებულებათა მოპოვების ქმედითი
საკანონმდებლო ბერკეტები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო
ქვემდებარეობას
მიკუთვნებულ
დანაშაულთა
სპეციფიკის
გათვალისწინებით
მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს პოლიციელთა სამხრე კამერების, პოლიციის
ადმინისტრაციულ შენობებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო
სისტემების ჩანაწერები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის 2020 წლის
ანგარიში ცხადყოფს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის ამგვარი ჩანაწერების მიწოდების მაჩვენებელი დაბალია
(ვიდეოჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები დეტალურად არის
აღწერილი აღნიშნულ ანგარიშში).2 რიგ შემთხვევებში, ვიდეოჩანაწერის მოპოვება
შეუძლებელია მაშინაც კი, როცა მოთხოვნის მომენტისთვის არ არის გასული
ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა. ამასთან, არც თუ ისე იშვიათია სახელმწიფო უწყებების
მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ინფორმაციის დაგვიანებით
2
იქვე. გვ.: 160-164, 196-197.
14
მიწოდების შემთხვევები, რაც
მტკიცებულების მოპოვებას.
დროში
აჭიანურებს
ან/და
შეუძლებელს
ხდის
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ
მტკიცებულებების დროულად და შეუფერხებლად მოპოვებისა და გამოძიების
ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მტკიცებულებათა დაცვის/შენახვის
დამატებითი საკანონდმებლო გარანტიების გათვალისწინება, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურისთვის მტკიცებულებათა გადაცემის შემჭიდროვებული (თუმცა გონივრული)
ვადების დადგენა, ხოლო სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში,
ნებისმიერი პირისთვის/დაწესებულებისთვის უარის დასაბუთების ვალდებულება.
ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის
საქმეებში ექსპერტიზის ჩატარებისთვის, როგორც წესი, მიმართავს ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა თავიდან აიცილოს
კითხვის ნიშნები ექსპერტის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე.
მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც 2020 წელს, სამსახურისთვის გამოწვევად რჩება
ექსპერტიზის დასკვნის დროულად მიღების საკითხი3, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს
ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.
კომპიუტერული, ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება
შესაძლებელია კომპიუტერული პროგრამებისა და კვალიფიციური ადამიანური რესურსის
საშუალებით. აღსანიშნავია, რომ სამსახურს ყავს სათანადო განათლების კადრები
ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონიტორინგის დეპარტამენტში. შესაბამისად,
სამსახურს აქვს რესურსი რომ ექსპერტიზის აღნიშნული სახეების ჩატარება უზრუნველყოს
თავად და არ იყოს დამოკიდებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროზე. აღნიშნული არ აღმოფხვრის, თუმცა გარკვეულწილად
უზრუნველყოფს ექსპერტიზის დაგვიანებულ დასკვნებთან დაკავშირებული გამოწვევის
გადაწყვეტას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერული, ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური
ექსპერტიზის თავად საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარების პრაქტიკა დამკვიდრებულია
სხვა საგამოძიებო ორგანოებშიც (ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს თავდაცვის სამინისტორს
სამხედრო პოლიცია).
სამსახურის მიერ გამოვლენილ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომებზე შესაბამისი
უწყებისთვის მიმართვის უფლებამოსილება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, როგორც გამოძიების ფარგლებში, ასევე მონაცემთა
დამუშავების კანონიერების შესწავლისას, არაერთხელ გამოუვლენია საჯარო
დაწესებულების თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის
ფაქტი. ამგვარ ფაქტებზე რეაგირებისა და შესაბამისი ორგანოს ინფორმირების მიზნით,
მიზანშეწონილია კანონით მოწესრიგდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
უფლებამოსილება, დისციპლინური წარმოების დაწყების დასაბუთებული მოთხოვნით
მიმართოს უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებას და მისგან მიიღოს ინფორმაცია
სამსახურის მიერ ინიცირებული დისციპლინური წარმოების შედეგების შესახებ.
სამსახურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშში მისათითებელი საკითების
ჩამონათვალს, რომელთა შორის არ არის ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის
3 იქვე. გვ.: 154-157.
15
სამსახურის ფინანსური და ადამიანური რესურსების შესახებ (აღსანიშნავია, რომ
მოცემული ინფორმაცია ასახული იყო სახელმწიფო ინსპექტორის როგორც 2019, ასევე 2020
წლის ანგარიშში). „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის4 ფარგლებში, ერთერთ რეკომენდაციად დასახელდა სახელმწიფო ინსპქტორის სამსახურის ანგარიშში
მისათითებელ საკითხთა წრის გაფართოება და აღნიშნულის კანონით მოწესრიგება.
კერძოდ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშში
საკადრო და ფინანსური საკითხების, ასევე, დისციპლინურ საკითხთა საბჭოს საქმიანობის
შედეგებისა და იმ საქმეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მითითება, რომლებზეც
საქართველოს პროკურატურას არ დაუწყია სისხლისსამართლებრივი დევნა.
ზემოაღნიშნული
რეკომენდაციის
მხედველობაში
მიღებით,
სამსახურის
ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, კანონპროექტი
ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშში მისათითებელი ინფორმაციის
ჩამონათვალის გაფართოებას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი
იღებს დადგენილებას, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
საქმიანობის
გაუმჯობესებასთან
დაკავშირებით
საქართველოს
პარლამენტის
რეკომენდაციები და წინადადებები, რაც ცხადია ხელს უწყობს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობას, თუმცა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში
იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს პარლამენტის მიერ
სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისათვის დავალებების მიცემას. იქიდან გამომდინარე,
რომ საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით კვლავ
არაერთი გამოწვევაა და ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშით იკვეთება
გამოწვევები მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და გამოძიების
პროცესში, რომლებიც საჭიროებს სისტემურ მიდგომებსა და სხვადასხვა სახის
სამართლებრივი თუ ტექნიკური ღონისძიებების გატარებას, საქართველოს პარლამენტის
მიერ საჯარო დაწესებულებებისათვის დავალებების გაცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს
ხელს ადამიანის უფლებების დაცვას და გააძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობას
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებზე. სწორედ
აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში
გათვალისწინებულია „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა.
აღნიშნულთანაა კავშირში სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის საგაზაფხულო სესიაზე
მოსმენის საკითხიც, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სხვა დაწესებულებებს
მისცემს საკმარის დროს, მათ მიმართ გაცემული დავალებების ხარისხიანად
შესასრულებლად.
სამსახურის საკონსულტაციო უფლებამოსილებებთან დაკავშირებული რეგულაციების
დახვეწა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები მიმართავენ
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე მოსაზრებების
წარსადგენად.5 მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო დონეზე მოხდეს სამსახურის ამ
ფუნქციის განმტკიცება, რაც ხელს შეუწყობს სამსახურისადმი მომართვიანობის ზრდას.
აღნიშნული თავის მხრივ დადებითად აისახება საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე
აქტებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების მაღალი სტანდარტით
4
„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“ 2021 წელი, გვ.: 12, 32.
5 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ანგარიში 2020, გვ. 21.
16
მოწესრიგებაზე. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ საზედამხედველო ორგანოები, როგორც
წესი, აღჭურვილი არიან პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ
საკითხზე საკუთარი ინიციატივით ან მოთხოვნის საფუძველზე ეროვნული
პარლამენტისთვის, მთავრობისთვის, სხვა ორგანოებისა და დაწესებულებებისთვის
წინადადების წარდგენის უფლებამოსილებით.6 შესაბამისად, აუცილებელია „სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გზით,
განხორციელდეს აღნიშნულის საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვის
ხელშეწყობა
კანონის მოქმედი რედაქცია უშვებს სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის
სამსახურში უკონკურსოდ გადაყვანის შესაძლებლობას, რაც გულისხმობს მისთვის იმავე
იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა უფლებამოსილებების ან/და
ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას (ჰორიზონტალური გადაყვანა).
იმის გათვალისწინებით, რომ სტაჟიორ-გამომძიებელსა და გამომძიებელს სხვადასხვა
იერარქიული რანგი აქვთ, სტაჟირების ერთწლიანი პროგრამის წარმატებით გავლის
შემდგომ სტაჟიორ-გამომძიებლის გამომძიებლად დასანიშნად, ამ უკანასკნელმა უნდა
გაიაროს კიდევ ერთი კონკურსი.
ვინაიდან, სტაჟიორ-გამომძიებლისა და გამომძიებლის კონკურსის წესით შერჩევა
ხორციელდება ერთი და იგივე პროცედურებით (ერთდაერთი განსხვავება არის
გამოცდილების კრიტერიუმში, კერძოდ, სტაჟიორ-გამომძიებელს არ მოეთხოვება
მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, რამდენადაც აღნიშნულ გამოცდილებას აგროვებს
სამსახურში, 1 წლიანი სტაჟირების პროცესში), სამსახურის მიერ ორი კონკურსის
გამოცხადებისა და სტაჟიორ-გამომძიებლის მიერ ორი იდენტური კონკურსის გავლის
თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია კანონით მოწესრიგდეს სტაჟიორგამომძიებლის მიერ სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე უკონკურსოდ დანიშვნის საკითხი.
ამასთან, კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის გამომძიებლის ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის სამართლის
დისციპლინების ჩამონათვალს. ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის საკვალიფიკაციო
გამოცდას სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება პროკურატურის მუშაკთა და
ადვოკატთა
საკვალიფიკაციო
გამოცდა,
მიზანშეწონილია
საკვალიფიკაციო
გამოცდისთვის ჩასაბარებელი დისციპლინები იყოს იდენტური. შესაბამისად, აღნიშნულ
ჩამონათვალს უნდა დაემატოს ადმინისტრაციული სამართალი.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ
საცხოვრებელი ფართით სარგებლობისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების
შესაძლებლობის შექმნა სამსახურის იმ თანამშრომლისთვის, რომელიც სამსახურებრივ
უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ
ტერიტორიულ ერთეულში. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა
2021 წელს შექმნა საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სამმართველო და მომავალშიც გეგმავს სამსახურის ტერიტორიული დაფარვის
გაუმჯობესებას. ვინაიდან, მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი
გამოძიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მიუკერძოებელი გამოძიება,
დღის წესრიგში ხშირად დგება სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებში სხვა რეგიონში
მცხოვრები კადრის დანიშვნის საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივი
საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ ტერიტორიულ ერთეულში მუშაობა
დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, ზოგჯერ ეს ხდება საკადრო გადაწყვეტილების
6 მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (Gdpr) 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
17
მიღების შემაფერხებელი გარემოება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების
ეფექტიანობის
უზრუნველყოფისა
და
კვალიფიციური
კადრების
მოზიდვის
უზრუნველსაყოფად, კანონით იყოს გაწერილი სამსახურის შესაძლებლობა საცხოვრებელი
ფართით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯები აუნაზღაუროს იმ თანამშრომელს,
რომელიც სამსახურებრივი საჭიროების გამო იცვლის საცხოვრებელ ადგილს. მით უფრო,
ამგვარი პრაქტიკა არ წარმოადგენს სიახლეს და დამკვიდრებულია არაერთ საჯარო
დაწესებულებაში (საქართველოს პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო და სხვა).
კანონის მოქმედი რედაქციის დახვეწა საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით
კანონის მოქმედ რედაქციაში სამსახურის ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული
საკითხები გაწერილია რამდენიმე მუხლში: მე-10 მუხლი (სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა), 23-ე მუხლი (სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი
სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის
შერჩევა, დანიშვნა და უფლებამოსილებანი), 24-ე მუხლი (სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა), 25-ე მუხლი (სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის სოციალური
დაცვა) და 26-ე მუხლი (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელთა სპეციალური წოდებები). აღნიშნული მუხლები გაბნეულია სხვადასხვა
თავში, რომელთა სათაურიც არ პასუხობს მუხლის რეგულირების სფეროს. შესაბამისად,
კანონის საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით დახვეწის მიზნით, მნიშვნელოვანია
კანონს დაემატოს თავები შემდეგი თავები - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
თანამშრომელი“ და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაფინანსება და ქონება“.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
შედეგად
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახური
გახდება
ინსტიტუციურად უფრო დამოუკიდებელი, სამსახური აღიჭურვება უფრო ქმედითი
საკანონმდებლო მექანიზმებით, გადაიჭრება ამ დრომდე პრაქტიკაში გამოვლენილი
გამოწვევების დიდი ნაწილი, რაც შედეგად გაზრდის სამსახურის საქმიანობის
ეფექტიანობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები ხორციელდება დანაშაულთა ერთობლიობის და
საგამოძიებო ქვემდებარეობის მარეგულირებელ შესაბამის მუხლებში, რაც უფრო
ეფექტიანს გახდის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან
გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას. კერძოდ:
ერთმანეთისგან იმიჯნება სხვა საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის
სამართლის საქმის გამოძიებისას დანაშაულთა ერთობლიობის და სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის
გამოძიებისას დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევები და სხვა საგამოძიებო ორგანოს
ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის
გამოსაძიებლად შესაძლო გადაცემის მექანიზმები. წარმოდგენილი კანონპროექტი
ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის ახლებურ მოწესრიგებას (კერძოდ, გენერალური
პროკურორი, მისი ინიციატივით და სახელმწიფო ინსპექტორის მოსაზრების
მხედველობაში მიღებით ან სახელმწიფო ინსპექტორის წერილობითი დასაბუთებული
წინადადების საფუძველზე, უფლებამოსილი იქნება მიიღოს დასაბუთებული
18
გადაწყვეტილება, ცალკე წარმოებად გამოყოფის გარეშე სისხლის სამართლის საქმის
სრული მოცულობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ),
რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისცემს ეფექტიანი გამოძიების ჩატარების
უფრო ქმედით შესაძლებლობას.
კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან ბერკეტებს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის დროულად გადაცემისთვის. კერძოდ,
კანონპროექტში მკაფიოდ არის გაწერილი - საქმის მასალების გაცნობის თაობაზე
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის ადრესატი, აღნიშნული მოთხოვნის
განხილვის ვადები და პროკურორის მიერ ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების
დასაბუთების ვალდებულება.
ცვლილებების
თანახმად,
სასამართლოს
განჩინებით
ჩასატარებელი
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის
მოადგილის წინადადების და ამავე საკითხზე სახელმწიფო ინსპექტორის წინადადების
ზედამხედველი პროკურორისა და გენერალური პროკურორის მიერ განხილვის კანონით
დადგენილი 72 საათიანი ვადა მცირდება 24 საათამდე. ასევე, განისაზღვრება
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის
მოადგილის წინადადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ზედამხედველი პროკურორის
მიერ სასამრთლოსთვის მიმართვის ვადა. გარდა ამისა, დგინდება ზედამხედველი
პროკურორისა და გენერალურ პროკურორის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების
მიღების ვალდებულება, კანონის მე-19 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ
საკითხებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარდგენილ დასაბუთებულ
წინადადებაზე უარის თქმის/ნაწილობრივ უარის თქმის შემთხვევაში.
კანონპროექტის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღიჭურვება
პენიტენციურ
დაწესებულებაში
და
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად და სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის
უფლებით, რაც უზრუნველყოფს ამ დაწესებულებებში საგამოძიებო მოქმედებების
დროულად ჩატარების, დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან მტკიცებულებათა
გადამალვა-განადგურების საფრთხეების შემცირებას და საბოლოო ჯამში ეფექტიანი
გამოძიების ჩატარებას.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მტკიცებულებების (მით უფრო,
ვიდეოჩანაწერების) დროულად და შეუფერხებლად მოპოვებისა და გამოძიების
ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი ითვალისწინებს მტკიცებულებათა
დაცვის/შენახვის დამატებითი საკანონმდებლო გარანტიებს, ადგენს სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის მტკიცებულებათა გადაცემის შემჭიდროვებულ (თუმცა
გონივრულ) ვადებს და სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში,
ნებისმიერი პირისთვის/დაწესებულებისთვის უარის დასაბუთების ვალდებულებას.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილი იქნება,
სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით, ჩაატაროს
სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სახის ექსპერტიზა. ამ
ეტაპზე იგეგმება კომპიუტერული, ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური
ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, სამსახური უზრუნველყოფს
შესაბამისი დასკვნა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტი.
კანონპროექტის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორი ან მის მიერ განსაზღვრული პირი
უფლებამოსილი იქნება ამ კანონით განსაზღვრულ სფეროებში და საგამოძიებო
ქვემდებარეობის ფარგლებში მიმდინარე წარმოების/გამოძიების პროცესში გამოვლენილი
19
დარღვევების შემთხვევაში, მიმართოს უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებას მისი
თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ და მიიღოს
ინფორმაცია საჯარო დაწესებულების მიერ აღნიშნულზე რეაგირების შედეგების შესახებ.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენ ანგარიშში მისათითებელი საკითხების ჩამონათვალის
გაფართოება. კერძოდ, კანონით ამ ეტაპზე გათვალისწინებულ საკითხებს ემატება
ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბიუჯეტისა და მისი შესრულების,
ასევე ადამიანური რესურსების შესახებ და სტატისტიკური მონაცემები იმ სისხლის
სამართლის საქმეების შესახებ, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისმა
მოადგილემ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართა ზედამხედველ
პროკურორს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით და არ იქნა
დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს
საქართველოს
პარლამენტის
მიერ,
სახელმწიფო
ინსპექტორის
ანგარიშით
გათვალისწინებულ საკითხებზე, სახელმწიფო ინსპექტორის მოსმენას საგაზაფხულო
სესიაზე.
კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება
მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის შესაბამის საკომიტეტო განხილვებში,
როგორც მოწვეულმა პირმა; საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მოსაზრება
შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებებისა თუ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ
ან/და მიმართოს საკანონმდებლო წინადადებით.
კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტაჟიორგამომძიებლის მიერ სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გამომძიებლის
ვაკანტურ პოზიციაზე მისი უკონკურსოდ დანიშვნის შესაძლებლობას. გარდა ამისა,
გამომძიებლის
ერთიან
საკვალიფიკაციო
გამოცდის
თემატიკას
ემატება
ადმინისტრაციული სამართალი.
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
შესაძლებლობა საცხოვრებელი ფართით სარგებლობისთვის აუცილებელი ხარჯები
აუნაზღაუროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იმ თანამშრომელს, რომელიც
სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან
განსხვავებულ იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არა აქვს საცხოვრებელი ბინა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან არ არსებობს მისი
ამოქმედების შემაფერხებელი გარემოებები ან ისეთი ფაქტორები, რაც გაართულებს
პრაქტიკაში
რომელიმე
ნორმის
დანერგვას.
წარმოდგენილი
ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
20
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
უფლებამოსილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც
სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან
განსხვავებულ იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არა აქვს საცხოვრებელი ბინა,
აუნაზღაუროს საცხოვრებელი ფართით სარგებლობისთვის აუცილებელი ხარჯები.
აღნიშნული ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
უფლებამოსილება საცხოვრებელი ფართით სარგებლობისთვის აუცილებელი ხარჯები
აუნაზღაუროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იმ თანამშრომელს, რომელიც
სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან
განსხვავებულ იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არა აქვს საცხოვრებელი ბინა.
აღნიშნული ხარჯების ოდენობის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, რამდენადაც
დამოკიდებულია ერთი მხრივ, ასეთი თანამშრომლების რაოდენობაზე, ხოლო მეორე
მხრივ, საცხოვრებელი ფართის ქირის ოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
21
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით. ამასთან,
კანონპროექტში გათვალისწინებულ იქნა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
ინსტიტუტისა“ (IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული
კვლევის - „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და
არსებული გამოწვევები“ ფარგლებში არსებული რეკომენდაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
22
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
23
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.11.2009,
სარეგისტრაციო
კოდი:
090.000.000.05.001.003.644) 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო:
134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის
პირველი ნაწილი, 1442 მუხლი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილები, 2594 მუხლი, 284-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 285-ე
მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 2861 მუხლის პირველი
ნაწილი, 2862 მუხლის პირველი ნაწილი, 287-ე მუხლი, 288-ე მუხლის პირველი და მე-2
ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 304ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე−3061 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 322
1 მუხლი, XXXIX თავი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი, 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე~
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, მის
საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიანი
გამოძიებისთვის, ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტების მინიჭების აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციით ფარული
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება არ არის შესაძლებელი სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ქვემდებარე ორ მუხლზე - წამების მუქარა (1442 მუხლი) და პენიტენციურ
დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე
უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის
შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით (378-ე მუხლის მეორე ნაწილი). შესაბამისად, ამ ორი
დანაშაულის გამოძიების პროცესში კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლებელია.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ამ გზით მტკიცებულებების მოპოვება,
არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე
დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისათვის, რამდენადაც არასათანადო მოპყრობის
სავარაუდო მსხვერპლებს უჭირთ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემა
სხვადასხვა მიზეზის გამო, ხოლო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები თითქმის
არასოდეს თანამშრომლობენ გამოძიებასთან (ისინი ჩვენებას არ აძლევენ არც საკუთარი თავის
და არც მათი კოლეგის წინააღმდეგ). ამდენად, ამ კატეგორიის დანაშაულებზე ფარული ან/და
კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხშირად
ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ერთადერთი საშუალებაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI)
და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ჩაატარეს კვლევა1, რომლის ფარგლებშიც ერთერთ რეკომენდაციად სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე
ზემოაღნიშნულ მუხლებზე ფარულ და კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება დასახელდა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეძლებს მის
საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის კოდექსის 1442 მუხლით
და 378-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშულებზე ყველა შესაძლო
მტკიცებულების მოპოვებას.
1
„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“ 2021 წელი, გვ. 91-93.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ჩამონათვალს ემატება სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულები - 1442
მუხლი (წამების მუქარა) და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პენიტენციური დაწესებულების
საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ძალაში
შევა
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ საჭიროებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით. კანონპროექტში
გათვალისწინებულ იქნა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI)
და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის - „დამოუკიდებელი
საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“ ფარგლებში
არსებული რეკომენდაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 264-ე მუხლის
შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2641 მუხლი:
„მუხლი 2641. მოსამართლის უფლებამოსილება სამართალდამრღვევის მიმართ წამების,
დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ან შესაძლო
განხორციელების შემთხვევაში
1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ნებისმიერ სტადიაზე
მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდა წამება,
დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად
სამართალდამრღვევმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის
მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს.
2. თუ ადმინისტრაციულად დაკავებული პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე
ემუქრება, ან/და თუ მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ სამართალდამრღვევის მიმართ
განხორციელდა ან შესაძლოა განხორციელდეს წამება, დამამცირებელი ან/და
არაადამიანური მოპყრობა, მოსამართლე უფლებამოსილია განჩინებით დაავალოს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სხვა უწყების სამხედრო
მოსამსახურის შემთხვევაში, რომელსაც შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული
პატიმრობა – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასეთი სამართალდამრღვევის
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულ
ინფორმირებას, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნების
შესახებ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის
დროულად მიწოდება ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩამდენი
პირის
მიმართ
წამების,
დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ან შესაძლო
განხორციელების შემთხვევაში მოსამართლის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან
დაკავშირებით სპეციალურ ჩანაწერს, განსხვავებით საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსისგან. აქვე საყურადღებოა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტის 2020 წლის 1-3 დეკემბრის 1390-ე შეხვედრაზე (DH) ცინცაბაძის ჯგუფის
საქმეებზე მინისტრთა კომიტეტმა არასათანადო მოპყრობის აღმოსაფხვრელად
გასატარებელ ერთ-ერთ ზომად დაასახელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული მოსამართლის უფლებამოსილების - არასათანადო მოპყრობის
ფაქტის ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის საგამოძიებო უწყებას ადმინისტრაციული წესით საქმეების განხილვის დროს გამოყენების საკითხი.
შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის პროცესში
მოსამართლის როლისა და ჩართულობის გაზრდა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მოსამართლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ნათლად განსაზღვრა, ხელს
შეუწყობს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ წამების, დამამცირებელი
ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ან შესაძლო განხორციელების
ფაქტებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულ ინფორმირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსს ემატება 2641 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება მოსამართლის მიერ
განსახორციელებელი ღონისძიებები წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური
მოპყრობის თაობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ნებისმიერ სტადიაზე მოსამართლეს
გაუჩნდა ეჭვი, რომ სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდა წამება,
დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად
სამართალდამრღვევმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის
მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს. ასევე, თუ ადმინისტრაციულად დაკავებული
პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ან/და თუ მოსამართლეს
გაუჩნდა ეჭვი, რომ სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდა ან შესაძლოა
განხორციელდეს წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, მოსამართლე
უფლებამოსილია განჩინებით დაავალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
2
ხოლო სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში, რომელსაც შეფარდებული აქვს
ადმინისტრაციული პატიმრობა – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასეთი
სამართალდამრღვევის
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად
აუცილებელი
განსაკუთრებული ზომების მიღება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების წარმოშობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
3
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით. ამასთან,
კანონპროექტში გათვალისწინებულ იქნა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
ინსტიტუტისა“ (IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული
კვლევის - „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და
არსებული გამოწვევები“ ფარგლებში არსებული რეკომენდაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
4
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
5
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194)
57-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. თუ პირი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა
სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას, ასევე
განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას, პოლიციელი და სამინისტროს სხვა
მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ, პირველივე
შესაძლებლობისთანავე, შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და
სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. პოლიციელს და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს
ამგვარი ვალდებულება ეკისრება იმ შემთხვევაშიც, როცა პირი არ აცხადებს მის მიმართ
განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა პირის სხეულზე არსებული
დაზიანებები წარმოშობს ეჭვს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული წამების, ან სხვა
სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობრივი
ქმედების შესახებ. სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ეცნობება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ პირი მიუთითებს სამინისტროს თანამშრომლის მიერ მის მიმართ
აღნიშნული ქმედებების განხორციელების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულ
ინფორმირებას, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნების
შესახებ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის
დროულად მიწოდება ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინებები ეგზავნება
დროულად. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას
შეტყობინებების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დროულად მოწოდების
ინსტიტუციური გარანტია, რამდენადაც დაყოვნებით გადმოგზავნილი შეტყობინებები
ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის პირველადი და აუცილებელი
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას და მნიშვნელოვანი მტკიცებულებების
მოპოვებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“
(IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ჩაატარეს კვლევა1, რომლის
ფარგლებშიც ერთ-ერთ რეკომენდაციად დასახელდა სწორედ საჯარო დაწესებულებების
მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინებების დროულად მიწოდების
საკანონმდებლო მოწესრიგების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ქვემდებარე შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურისთვის დროულ მიწოდებას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების
მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით, თუ პირი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა
მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა
ძალადობრივ ქმედებას, ასევე განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას, პოლიციელი და
სამინისტროს სხვა მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ,
პირველივე შესაძლებლობისთანავე, შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს
და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. პოლიციელს და სამინისტროს სხვა
მოსამსახურეს ამგვარი ვალდებულება ეკისრება იმ შემთხვევაშიც, როცა პირი არ აცხადებს
მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა პირის სხეულზე
არსებული დაზიანებები წარმოშობს ეჭვს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის,
1„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული -გამოწვევები“ 2021 წელი, გვ. 75-79.
2
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული
წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი
ძალადობრივი ქმედების შესახებ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ საჭიროებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
3
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით. კანონპროექტში
გათვალისწინებულ იქნა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“
(IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული
გამოწვევები“ ფარგლებში არსებული რეკომენდაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
4
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
24.12.2019,
სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.019705) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საგანგებო სიტუაციის, დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენისა და გადაუდებელი
დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღება,
დამუშავება
და
მასზე
სათანადო
რეაგირებისთვის
ინფორმაციის
შესაბამისი
სუბიექტებისათვის მიწოდება. თუ პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის
მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა
ძალადობრივ ქმედებას, ასევე განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას, საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ვალდებულია დაუყოვნებლივ, აცნობოს სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. სამინისტროს გენერალურ
ინსპექციას ეცნობება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მიუთითებს სამინისტროს
თანამშრომლის მიერ მის მიმართ აღნიშნული ქმედებების განხორციელების შესახებ;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულ
ინფორმირებას, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნების
შესახებ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის დროულად
მიწოდება ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. პრაქტიკა
ცხადჰყოფს, რომ მოქალაქეთა ნაწილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ატყობინებს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, რომელიც თავის მხრივ ამ
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან/და
პოლიციის რაიონულ განყოფილებებში ამისამართებს. მიუხედავად იმისა, რომ გენერალური
ინსპექცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემჭიდროებულ ვადაში უგზავნის
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესულ შეტყობინებას, ეს პროცესი
დროში დაყოვნებას მაინც იწვევს. ეს მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა გამოძიების ეფექტურად
ჩატარებისთვის, რადგან შეტყობინების დაგვიანებით გადაგზავნასთან დაკავშირებული
პრობლემის გარდა, წარმოშობს დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მის წინააღმდეგ შესული შეტყობინების შესახებ, ინფორმირების რისკებს
(საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ შეტყობინების პოლიციის
რაიონულ განყოფილებებში გადამისამართების შემთხვევაში).
ამდენად, არსებითად მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით განისაზღვროს საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ვალდებულება, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს, თუ პირი განაცხადებს, რომ
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ
მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას, ასევე განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI)
და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ჩაატარეს კვლევა1, რომლის ფარგლებშიც ერთერთ რეკომენდაციად დასახელდა სწორედ საჯარო დაწესებულებების მიერ სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინებების დროულად მიწოდების საკანონმდებლო
მოწესრიგების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული -გამოწვევები“ 2021 წელი, გვ. 75-79.
2
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე
შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის
დროულ მიწოდებას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მნიშვნელოვანი
წინაპირობაა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით, თუ პირი განაცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადგილი ჰქონდა მის
მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა
ძალადობრივ ქმედებას, ასევე განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას, საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ აცნობოს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ეცნობება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ პირი მიუთითებს სამინისტროს თანამშრომლის მიერ მის მიმართ
აღნიშნული ქმედებების განხორციელების შესახებ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ძალაში
შევა
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ საჭიროებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
3
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
4
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით. კანონპროექტში
გათვალისწინებულ იქნა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI)
და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის - „დამოუკიდებელი
საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“ ფარგლებში
არსებული რეკომენდაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
5
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 15.07.2015,
სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ
დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. თუ პირი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა
სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას, ასევე
განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას, მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის
შესახებ დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, შეატყობინოს სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს და სამსახურის გენერალურ ინსპექციას. მოსამსახურეს ამგვარი
ვალდებულება ეკისრება იმ შემთხვევაშიც, როცა პირი არ აცხადებს მის მიმართ
განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა პირის სხეულზე არსებული
დაზიანებები წარმოშობს ეჭვს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული წამების, ან სხვა
სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობრივი
ქმედების შესახებ. სამსახურის გენერალურ ინსპექციას ეცნობება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ პირი მიუთითებს სამსახურის მოსამსახურის მიერ მის მიმართ აღნიშნული ქმედებების
განხორციელების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულ
ინფორმირებას, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნების
შესახებ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის
დროულად მიწოდება ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას შეტყობინებების სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის დროულად მოწოდების ინსტიტუციური გარანტია,
რამდენადაც დაყოვნებით გადმოგზავნილი შეტყობინებები ართულებს და ზოგჯერ
შეუძლებელს ხდის პირველადი და აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების
ჩატარებას და მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“
(IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ჩაატარეს კვლევა1, რომლის
ფარგლებშიც ერთ-ერთ რეკომენდაციად დასახელდა სწორედ საჯარო დაწესებულებების
მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინებების დროულად მიწოდების
საკანონმდებლო მოწესრიგების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
ქვემდებარე შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურისთვის დროულ მიწოდებას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების
მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით, თუ პირი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა
მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა
ძალადობრივ ქმედებას, ასევე განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას, მოსამსახურე
ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე,
შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სამსახურის გენერალურ
ინსპექციას. მოსამსახურეს ამგვარი ვალდებულება ეკისრება იმ შემთხვევაშიც, როცა პირი
არ აცხადებს მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა
პირის სხეულზე არსებული დაზიანებები წარმოშობს ეჭვს სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან მის მიმართ
განხორციელებული წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობრივი ქმედების შესახებ. სამსახურის გენერალურ
ინსპექციას ეცნობება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მიუთითებს სამსახურის
მოსამსახურის მიერ მის მიმართ აღნიშნული ქმედებების განხორციელების შესახებ.
1
„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“ 2021 წელი, გვ. 75-79
2
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ საჭიროებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
3
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით. კანონპროექტში
გათვალისწინებულ იქნა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“
(IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული
გამოწვევები“ ფარგლებში არსებული რეკომენდაციები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
4
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. თუ პაციენტი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის
ან მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა
სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას, ასევე
განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას,
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის
სუბიექტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ,
პირველივე
შესაძლებლობისთანავე, სატელეფონო გზით, შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ამგვარი ვალდებულება
ეკისრება იმ შემთხვევაშიც, როცა პაციენტი არ აცხადებს (ან ობიექტურად არ შეუძლია
განაცხადოს) მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა
პირის სხეულზე არსებული დაზიანებები და აღნიშნულთან დაკავშირებით
დამოუკიდებელი საექიმო სუბიექტისთვის მიწოდებული ინფორმაცია ან/და გარემოებები
წარმოშობს ეჭვს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან
გათანაბრებული პირის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული წამების, ან სხვა სასტიკი,
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობრივი ქმედების
შესახებ. შეტყობინების განხორციელების თაობაზე ასევე ეცნობება აღნიშნულ პირს.“;
2. 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) პაციენტი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან
გათანაბრებული პირის მხრიდან წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების მსხვერპლია.“;
3. 55-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:
„მუხლი 551. დამოუკიდებელი საექიმო სუბიექტის ვალდებულება პატიმრის, დაკავებულის
ან დატყვევებულის მიმართ შესაძლო ძალადობის განხორციელებაზე ეჭვის გაჩენის
შემთხვევაში
პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაუყოვნებლივ,
პირველივე შესაძლებლობისთანავე, სატელეფონო გზით შეატყობინოს სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს, თუ პაციენტი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა
მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა
ძალადობრივ ქმედებას, ასევე განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას. დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის სუბიექტს ამგვარი ვალდებულება ეკისრება იმ შემთხვევაშიც, როცა
პაციენტი არ აცხადებს (ან ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს) მის მიმართ
განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა პირის სხეულზე არსებული
დაზიანებები და აღნიშნულთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საექიმო სუბიექტისთვის
მიწოდებული ინფორმაცია ან/და გარემოებები წარმოშობს ეჭვს სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან მის
მიმართ განხორციელებული წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობრივი ქმედების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების მსხვერპლთა დაცვასა და
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულ ინფორმირებას, მის საგამოძიებო
ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნების შესახებ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის
დროულად მიწოდება ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის
სუბიექტის
მოვალეობას
პატიმრის,
დაკავებულის ან
დატყვევებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას, თუმცა აღნიშნული კანონი
არ არეგულირებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მოვალეობას
პაციენტის მიმართ შესაძლო ძალადობის შემთხვევის დაფიქსირებისას სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ. შესაბამისად, კანონპროეტის
მიღების აუცილებლობა განპირობებულია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის,
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პაციენტის (პატიმრის, დაკავებულის ან
დატყვევებულის) მიმართ სავარაუდო წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების, ასევე განმარტების/ჩვენების
მიცემის იძულების თაობაზე დროულად შეტყობინების/გამოვლენის მექანიზმის შექმნის
აუცილებლობით, მსგავს ფაქტებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ
ეფექტიანად რეაგირების მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების მსხვერპლთა დაცვას და
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე შესაძლო დანაშაულის შესახებ
ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დროულ მიწოდებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის
ვალდებულებას, დაუყოვნებლივ, აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს თუ:
პაციენტი (პატიმარი, დაკავებული ან დატყვევებული) აცხადებს, რომ
სამართალდამცავი
ორგანოს
წარმომადგენლის,
მოხელის
ან
მასთან
გათანაბრებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა
სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ
ქმედებას, ასევე განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას;
პაციენტი (პატიმარი, დაკავებული ან დატყვევებული) არ აცხადებს მის მიმართ
განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა პირის სხეულზე
არსებული დაზიანებები და აღნიშნულთან დაკავშირებით დამოუკიდებელი
საექიმო სუბიექტისთვის მიწოდებული ინფორმაცია ან/და გარემოებები წარმოშობს
ეჭვს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან
2
გათანაბრებული პირის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული წამების, ან სხვა
სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი
ძალადობრივი ქმედების შესახებ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების წარმოშობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
3
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
4
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. თუ პაციენტი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის
ან მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა
სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას, ასევე
განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას, ექიმი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ
დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სატელეფონო გზით შეატყობინოს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ექიმს ამგვარი ვალდებულება ეკისრება იმ
შემთხვევაშიც, როცა პაციენტი არ აცხადებს (ან ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს) მის
მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა პირის სხეულზე
არსებული დაზიანებები და აღნიშნულთან დაკავშირებით ექიმისთვის მიწოდებული
ინფორმაცია ან/და გარემოებები წარმოშობს ეჭვს სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან მის მიმართ
განხორციელებული წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის
ან
სხვაგვარი
ძალადობრივი
ქმედების
შესახებ.
შეტყობინების
განხორციელების თაობაზე ასევე ეცნობება აღნიშნულ პირს.“;
2. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44
ექიმი ვალდებულია:
ა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს სამედიცინო დახმარება გაუწიოს
მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, გარდა გადაუდებელი და
სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისა, როცა თანხმობის მიღება ამ პირის მძიმე
მდგომარეობის გამო შეუძლებელია. ექიმი აგრეთვე ვალდებულია უარი თქვას ისეთ
ჩარევაზე, რომელიც სამედიცინო და ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგება;
ბ) დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სატელეფონო გზით შეატყობინოს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული
პირი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან
გათანაბრებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან სხვა სასტიკ,
არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ ქმედებას, ასევე
განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას. ექიმს ამგვარი ვალდებულება ეკისრება იმ
შემთხვევაშიც, როცა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი არ აცხადებს (ან
ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს) მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი
ქმედების შესახებ, თუმცა პირის სხეულზე არსებული დაზიანებები და აღნიშნულთან
დაკავშირებით ექიმისთვის მიწოდებული ინფორმაცია ან/და გარემოებები წარმოშობს ეჭვს
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მხრიდან მის მიმართ განხორციელებული წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობრივი ქმედების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების მსხვერპლთა დაცვასა და
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულ ინფორმირებას, მის საგამოძიებო
ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნების შესახებ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის
დროულად მიწოდება ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ექიმის
ვალდებულებას პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის სამედიცინო
დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული კანონი არ არეგულირებს
ექიმის მოვალეობას პაციენტის მიმართ შესაძლო ძალადობის შემთხვევის დაფიქსირებისას
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ. შესაბამისად,
კანონპროეტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პაციენტის მიმართ
სავარაუდო წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან
სხვა ძალადობრივი ქმედების, ასევე განმარტების/ჩვენების მიცემის იძულების თაობაზე
დროულად შეტყობინების/გამოვლენის მექანიზმის შექმნის აუცილებლობით, მსგავს
ფაქტებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ეფექტიანად რეაგირების მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების მსხვერპლთა დაცვას და
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე შესაძლო დანაშაულის შესახებ
ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დროულ მიწოდებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ექიმის ვალდებულებას,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს თუ:
დაუყოვნებლივ,
აცნობოს
პაციენტი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის
ან მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ წამებას, ან
სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სხვა ძალადობრივ
ქმედებას, ასევე განმარტების/ჩვენების მიცემის იძულებას;
პაციენტი არ აცხადებს (ან ობიექტურად არ შეუძლია განაცხადოს) მის მიმართ
განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შესახებ, თუმცა პირის სხეულზე
არსებული დაზიანებები და აღნიშნულთან დაკავშირებით ექიმისთვის
მიწოდებული ინფორმაცია ან/და გარემოებები წარმოშობს ეჭვს სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მხრიდან
2
მის მიმართ განხორციელებული წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობრივი ქმედების შესახებ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების წარმოშობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
3
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
4
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20,
30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის
„ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.“;
2. მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საერთაშორისო
თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელების მიზნით დამატებითი
ფინანსური რესურსების მოზიდვის საჭიროება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია განსაზღვრავს გრანტის
მიმღებ და გრანტის გამცემ პირთა წრეს. აღნიშნულ პირთა წრეში არ არის
გათვალისწინებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
სამსახურს დაგეგმილი აქვს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გააქტიურება
როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის კოლეგა უწყებებთან.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღიჭურვოს
ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტით, როგორიცაა გრანტის მიღება და გაცემა, რაც
მონაცემთა დაცვის სფეროში გაცილებით დიდი და ხელშესახები შედეგების მიღწევის
საშუალებას მისცემს სამსახურს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ
საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებასა და სხვადასხვა პროექტებისა თუ
ღონისძიებების განხორციელებას არასაბიუჯეტო სახსრებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გრანტის მიღებისა და
გრანტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
2
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ საჭიროებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც სამსახურს მიეცემა შესაძლებლობა საერთაშორისო
ორგანიზაციებთან თუ კოლეგა უწყებებთან თანამშრომლობით მოიზიდოს მიზნობრივი
ფინანსური სახსრები, თუმცა აღნიშნულის წინასწარ გაანგარიშება შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
3
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
4
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს
კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეკომენდაციების წარდგენა მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შეუძლიათ
აგრეთვე საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სახალხო დამცველსა და სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს.“;
2. მე-9 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების
დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და
შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს – საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსოეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შესაძლო სამართლებრივი
შედეგების შესახებ დასკვნისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე
საქართველოს შესაბამის სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურს/საქართველოს პროკურატურას − დასკვნისათვის.
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო
ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების
პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას
საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი
შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საერთაშორისო
ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ,
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
დასკვნას
პერსონალურ
მონაცემთა
დამუშავებასთან დაკავშირებული შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის დასკვნას და
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას საერთაშორისო ხელშეკრულების
დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში
წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების
შეტანის შესახებ.“;
3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის)
წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ავთენტური ტექსტის
არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ
თარგმანთან ერთად). საერთაშორისო ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
დასკვნა
საქართველოს
კანონმდებლობასთან
მისი
1
შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს დასკვნა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსოეკონომიკური შედეგების შესახებ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შესაძლო სამართლებრივი
შედეგების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საქართველოს შესაბამისი
სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს
პროკურატურის დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა
საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების
შესახებ.“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების
შემუშავების პროცესში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მონაწილეობის საკითხის
მოწესრიგება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი
ითვალისწინებს იმ უწყებათა ჩამონათვალს, რომელთა დასკვნაც აუცილებელია
საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნულ უწყებათა
ჩამონათვალში არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. აღსანიშნავია, რომ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის
გადაცემა, არ საჭიროებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნებართვას, თუ მონაცემთა
გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და
შეთანხმებით. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო
ხელშეკრულებები
ითვალისწინებდეს
პერსონალურ
მონაცემთა
კანონიერი
დამუშავებისთვის სათანადო გარანტიებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, დღესაც
ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულების ექსპერტიზას და გასცემს შესაბამის
რეკომენდაციებს,
თუმცა
მნიშვნელოვანია
სამსახურის
ეს
უფლებამოსილება
განმტკიცებული იყოს კანონით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება განამტკიცებს სამსახურის საკონსულტაციო უფლებამოსილებას
საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტებთან დაკავშირებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
პერსონალურ
მონაცემთა
დამუშავებასთან
დაკავშირებული შესაძლო სამართლებრივი შედეგების შეფასების მიზნით, საერთაშორისო
ხელშეკრულების პროექტის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან სავალდებულოდ
შეთახმების ვალდებულების განსაზღვრას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
3
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროება
არ არსებობს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
4
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
5
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი:
130030000.05.001.017622) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს
მთავრობის წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო
დამცველის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის, საქართველოს გენერალური პროკურორის, სახელმწიფო ინსპექტორის,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს
დაზვერვის სამსახურის უფროსის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის უფროსის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს
თავდაცვის
ძალების
მეთაურის
სახელმწიფო
საიდუმლოებასთან
დაშვება
უზრუნველყოფილია თანამდებობაზე მათი არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სახელმწიფო საიდუმლოებასთან
დაშვება თანამდებობაზე მისი არჩევისთანავე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭებული ფუნქციების (პერსონალურ
მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება სამართალდამცავ ორგანოებში, ფარული
საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი, გამოძიება
და სხვა) განსახორციელებლად აუცილებელია სახელმწიფო საიდუმლოზე დაშვება.
მიუხედავად ამისა, მოქმედი კანონმდებლობით არ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფო
ინსპექტორის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება თანამდებობაზე მისი
არჩევისთანავე. იგი ექვემდებარება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად
პირის შემოწმების პროცედურის გავლას, რის შედეგადაც შესაძლებელია არ იქნეს
მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის შესახებ.
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის
აუცილებლობით, რათა სახელმწიფო ინსპექტორის სახელმწიფო საიდუმლოებასთან
დაშვება მოხდეს თანამდებობაზე მისი არჩევისთანავე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება მიეცემა
თანამდებობაზე მისი არჩევისთანავე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით
გათვალისწინებულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული
უფლების მქონე პირთა ჩამონათვალს ემატება სახელმწიფო ინსპექტორი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
2
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების წარმოშობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
3
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
4
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან
ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის/პროკურატურის/სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა;“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„4. პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის
საკვალიფიკაციო გამოცდა მოეთხოვება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა.“;
2. მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეობის, პროკურატურის,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა
სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა, საადვოკატო საქმიანობა შესაბამის დარგში
განახორციელოს.
საკონსტიტუციო
სამართალწარმოებასა
და
ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.“;
3. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მის მიერ ადვოკატთა, მოსამართლეობის,
პროკურატურის ან/და სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებლის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი დადგენილი წესით არ გაწევრებულა საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციაში ან არ გამწესებულა მოსამართლედ, პროკურორად ან სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებისთვის
დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდისა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის
სამართლებრივი შედეგების გათანაბრებას, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში
კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვის ხელშეწყობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა
საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. თავის მხრივ,
,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად,
ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა
ან მოსამართლეობის/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა. იმ პირობებში, როცა
ადვოკატთა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით) და სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდები ბარდება იდენტურ დისციპლინებში,
გამოცდების შინაარსის იდენტურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკვალიფიკაციო
გამოცდების შედეგებს მიენიჭოს თანაბარი იურიდიული ძალა და მათი უერთიერთჩათვლა
განხორციელდეს ორმხრივად.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლად
შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, აქვს
უმაღლესი იურიდიული განათლება, მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან
ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, საქმიანი თვისებები და მაღალი
მორალური რეპუტაცია, იცის სამართალწარმოების ენა და საქართველოს იუსტიციის
სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა. ანუ, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებისთვის კანონმდებლობა აწესებს ისეთივე მაღალ
მოთხოვნებს, როგორც პროკურატურის მუშაკისთვის და ადვოკატისთვის და სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური არის ერთადერთი საგამოძიებო ორგანო, სადაც გამომძიებელს,
პროკურატურის გამომძიებლის მსგავსად, მოეთხოვება საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.
შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს ადვოკატის პროფესიაში
შესვლა უნდა შეეძლოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე. რაც შეეხება
უშუალოდ ადვოკატისთვის დამახასიათებელ პროფესიულ ცოდნასა (მაგალითად, ადვოკატის
პროფესიული ეთიკა და სხვა) და უნარებს, აღნიშნულის გამომუშავებას სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები შეძლებენ პროფესიული ადაპტაციის პროგრამით
გათვალისწინებული თეორიული სწავლებისა და სტაჟირების კომპონენტების ფარგლებში.
2
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობის მიზნებისათვის გათანაბრდება ადვოკატთა
და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა
ადვოკატთა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის გამოცდების
თემატური მსგავსებისა და ანალოგიური საკვალიფიკაციო მნიშვნელობის გათვალისწინებით.
შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს ან/და პირს, რომელსაც
ჩაბარებული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო
გამოცდა, ადვოკატის პროფესიაში შესასვლელად არ მოუწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო
გამოცდის ჩაბარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის მიხედვით, სპეციალიზაციის მიხედვით საადვოკატო საქმიანობის უფლება
მიენიჭება და მიეცემა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება პირს, რომელსაც
ჩაბარებული ექნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო
გამოცდა. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები უშუალოდ
ადვოკატისთვის დამახასიათებელ პროფესიულ ცოდნასა (მაგალითად, ადვოკატის
პროფესიული ეთიკა და სხვა) და უნარებს შეიძენენ/გამოიმუშავებენ პროფესიული
ადაპტაციის პროგრამით გათვალისწინებული თეორიული სწავლებისა და სტაჟირების
კომპონენტების ფარგლებში.
პროექტით, საადვოკატო საქმიანობის მიზნებისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაზე გავრცელდება ადვოკატთა,
მოსამართლეობის და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ანალოგიური
ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, თუ პირის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებლის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი და იგი
დადგენილი წესით არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ან არ
გამწესებულა მოსამართლედ, პროკურორად ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გამომძიებლად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე ეთქმება უარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ძალაში
შევა
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
3
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ საჭიროებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულადი
შენატანს).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
4
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავება განხორციელდა გაეროს ადამიანის
უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
5
საქართველოს ორგანული კანონი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
13.12.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
110060000.04.001.016256) 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, ადვოკატთა ან სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებისთვის
დადგენილი საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო
გამოცდის სამართლებრივი შედეგების გათანაბრებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა
საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. თავის მხრივ,
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი,
რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. იმ
პირობებში, როცა პროკურატურის, ადვოკატთა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით) და
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდები ბარდება
იდენტურ დისციპლინებში („სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალი,
რომელიც გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებებით და დაემატა კანონს),
გამოცდების შინაარსის იდენტურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკვალიფიკაციო
გამოცდების შედეგებს მიენიჭოს თანაბარი იურიდიული ძალა და მათი უერთიერთჩათვლა
განხორციელდეს ორმხრივად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს ან/და პირს,
რომელსაც ჩაბარებული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა
საკვალიფიკაციო
გამოცდა
(ადვოკატის
მსგავსად),
პროკურატურის
სისტემაში
დასაქმებისთვის არ მოეთხოვება პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩაბარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გამოცდების თემატური მსგავსებისა და
ანალოგიური
საკვალიფიკაციო
მნიშვნელობის
გათვალისწინებით,
თანაბრდება
პროკურატურის მუშაკთა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების
საკვალიფიკაციო გამოცდების სამართლებრივი შედეგები.