„ამნისტიის შესახებ“ (№07-3/153, 27.12.2021) (საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/151, 22.12.2021) საქართველოს კანონის პროექტზე)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ამნისტიის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/151; 22.12.2021).
- „ამნისტიის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/151; 22.12.2021). ალტერნატიული კანონპროექტი
- „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/153, 27.12.2021) (საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ (№07-3/151, 22.12.2021) საქართველოს კანონის პროექტზე) (ეს პროექტი) ალტერნატიული კანონპროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📜 ტექსტი
ალტერნატიული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ამნისტიის შესახებ
ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდ19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლის, პანდემიის
პირობებში მსჯავრდებულ პატიმართა საერთო რაოდენობისა და, განსაკუთრებით,
პანდემიის მიმართ მოწყვლადი ჯგუფების რაოდენობის შემცირების მიზნით,
საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების
სახით აცხადებს ამნისტიას.
მუხლი 1
1. გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის
შემდგომი მოხდისგან მსჯავრდებული, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (გარდა
დანაშაულისა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), თუ იგი:
ა) არასრულწლოვანია;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია;
გ) ორსული ქალია;
დ) 3 წელზე უფრო მცირე ასაკის ბავშვის დედაა;
ე) ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირია (ქალი - 60 წლიდან, მამაკაცი - 65
წლიდან);
ვ) დაავადებულია მძიმე ქრონიკული დაავადებით და ექსპერტიზის დასკვნის
თანახმად, მისი გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი
გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
2. გათავისუფლდეს პატიმრობიდან და თავისუფლების აღკვეთის სახით
დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი პირობით მსჯავრად ჩაეთვალოს ამ მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირს თუ მან ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე
დანაშაული, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანი იყო), და მის მიერ
ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა 1 წელზე მეტია.
3. გათავისუფლდეს პატიმრობიდან და თავისუფლების აღკვეთის სახით
დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი პირობით მსჯავრად ჩაეთვალოს ამ მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა
1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული,
თუ მას ფაქტობრივად მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი.
4. გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით
დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი პირობით მსჯავრად ჩაეთვალოს ამ მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებით
მძიმე დანაშაული, თუ მას ფაქტობრივად მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის ორი
მესამედი.
მუხლი 2
გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით
დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალოს პირს,
რომელმაც ჩაიდინა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად
მძიმე დანაშაული, თუ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის
გასვლამდე დარჩენილია 18 თვეზე ნაკლები;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე
დანაშაული, თუ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის
გასვლამდე დარჩენილია 12 თვეზე ნაკლები და იგი წარსულში ნასამართლევი არ
ყოფილა;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული
სასჯელის ვადის გასვლამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები და იგი წარსულში
ნასამართლევი არ ყოფილა.
მუხლი 3
ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 - მე-4 პუნქტებითა და მე-2 მუხლით
გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური
დანაშაული ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - 109-ე, 115-ე, 117ე, 1331, 1332, 137-ე - 138-ე მუხლებით, 139-ე მუხლის მე-2 - მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის
მე-2 - მე-4 ნაწილებით, 1431, 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-2 - მე-4 ნაწილებით, 144-ე,
1441, 1442, 1443, 179-ე, 2231, 2232, 2233, 2234, 224-ე, 2241, 225-ე, 227-ე, 2271, 2272, 2273, 228-ე 229-ე, 230-ე - 231-ე, 2311, 2312, 232-ე - 235-ე, 2351 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-4 - მე-6
ნაწილებით, 237-ე, 2391 მუხლებით, XXXI-XXXII თავებით, 260-ე მუხლის მე-4 - მე-7
ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4 - მე-8 ნაწილებით, 262-ე - 264-ე, 267-ე - 268-ე მუხლებით,
XXXVII, XXXVII1, XXXVIII ან/და XLVII თავებით გათვალისწინებული დამთავრებული
დანაშაული.
მუხლი 4
2
1. პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეეხება ამნისტია, არ თავისუფლდება
დამატებითი სასჯელისაგან.
2. პირს, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეეხება ამნისტია, ნასამართლობა
მოეხსნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5
1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით
გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს პირის მიმართ თავდაპირველი
განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში, შესაბამისი პენიტენციური
დაწესებულება თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს
უგზავნის ამ კანონით გათვალისწინებულ ამნისტიას ქვემდებარე მსჯავრდებულის პირად
საქმეს.
3. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს მსჯავრდებულის პირადი საქმის
მიღებიდან 1 კვირის ვადაში.
მუხლი 6
პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, მის მიმართ ამ კანონის
გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული
გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. სასამართლო საჩივარს
განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 10
დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან
ზეპირი მოსმენის გარეშე.
მუხლი 7
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მოქმედება შეწყდეს კოვიდ-19-ის პანდემიის დასრულებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კოვიდ-19-ის პანდემია უკვე ორი წელია მძვინვარებს მსოფლიოს თითქმის ყველა
ქვეყანაში. დღეის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 277 მილიონი
ადამიანი იქნა ინფიცირებული, რომელთაგან თითქმის 5.4 მილიონი დაავადებამ
იმსხვერპლა.1
ძალზე მძიმე სტატისტიკური მონაცემები გვაქვს საქართველოშიც. დღეის
მდგომარეობით
ინფიცირებულთა
საერთო
რაოდენობა
0.9
მილიონს,
ხოლო
გარდაცვლილთა რაოდენობა 13 ათას ადამიანს აღემატება , რაც ჩვენისთანა პატარა
ქვეყნისთვის ძალზე დიდი რიცხვებია.
2
პანდემიის შემდგომი ესკალაცია კოვიდ-19-ის ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის „ომიკრონის“ გავრცელებასთან არის დაკავშირებული, რომელიც, სპეციალისტების
შეფასებით, 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება ზედა სასუნთქ გზებში და ბრონქის
კედელში, ვიდრე მისი წინამორბედი, „დელტა“ ვარიანტი.3
პანდემიიის
გავრცელებამ
სახელმწიფოებს
სხვადასხვა
სფეროში
ექსტრაორდინალური ზომების მიღებისკენ უბიძგა. საგანგებო ზომები იქნა მიღებული
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პენიტენციურ დაწესებულებებშიც, რადგან საყოველთაოდ
მიჩნეულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები, იქ მყოფ ადამიანებს შორის
გარდაუვალი ახლო კონტაქტის, არასაკმარისი ვენტილაციისა და ჯანდაცვის
მომსახურებაზე შეზღუდული წვდომის გამო, გადამდები დაავადების გავრცელების
მაღალი რისკის შემცველ ადგილებს წარმოადგენს. 4 ამ მიზეზით, მსოფლიოს მრავალ
ქვეყანაში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში დროებით შეიზღუდა ან საერთოდ აიკრძალა
პატიმართა გასვლები, პაემნები, სხვადასხვა სახის საგნების შეტანა და სხვ.5
მსგავსი
ზომები
საქართველოშიც
იქნა
მიღებული.
კერძოდ,
პანდემიის
გავრცელების სხვადასხვა ეტაპებზე ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ
პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული პაემნებით (საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე
პაემნებით) სარგებლობის უფლება; შეჩერდა პენიტენციური დაწესებულების გარეთ
1
https://www.worldometers.info/coronavirus/.
https://stopcov.ge/.
3
https://www.radiotavisupleba.ge/a/31617332.html.
4
საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, „შეზღუდვები სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში COVID-19 ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად“, დაიჯესტი,
N02/54, 26 ნოემბერი, 2021 წ, გვ. 1.
5
იქვე, გვ. 2-12.
2
4
ხანმოკლე, მათ შორის, სამედიცინო მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკებში, გასვლის
უფლება; ასევე შეჩერდა პენიტენციური დაწესებულების განსაკუთრებულ, პირად
გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვების უფლება; გარეთ სწავლის ან/და
მუშაობის მზინით დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება; ამანათებისა და
გზავნილების უფლება და სხვ.6
უდავოა, რომ ასეთი ზომები ძალზე მძიმე ზეგავლენას ახდენს პატიმრის
უფლებებსა (მათ შორის, კერძო ცხოვრების უფლებაზე) და მის ფსიქოემოციურ
მდგომარეობაზე. 7 სწორედ ამის გამო, პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული
შემზღუდველი ზომების კვალდაკვალ, როგორც გლობალურ, ისე ევროპის რეგიონალურ
დონეზეც სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა მოწოდებები, რომ კოვიდ-19-ის პანდემიასთან
ბრძოლის პირობებში, სახელმწიფოები არა მხოლოდ და არა იმდენად პენიტენციურ
დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრების უფლებების შეზღუდვის გზით უნდა
წავიდნენ,
არამედ
მათი
რაოდენობის
შემცირების
გზით,
რაც
გადატვირთულ
პენიტენციურ სისტემას განტვირთვის საშუალებას მისცემს.
8
მაგალითად, 2020 წლის 20 მარტის განცხადებაში ევროპის წამების კომიტეტმა
ყველას შეახსენა, რომ წამების აკრძალვა აბსოლუტური უფლებაა, ხოლო ადამიანის სხვა
უფლებების ნებისმიერი შემზღუდველი ზომა უნდა იყოს „აუცილებელი, პროპორციული,
ადამიანის ღირსების მიმართ პატივისცემით გამსჭვალული და დროში შემოფარგლული“
და, რომ რეკომენდებულია დაკავების ალტერნატიული საშუალებების განხილვა,
განსაკუთრებით ციხეების გადატვირთულობის პირობებში.9
2020 წლის 25 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა
მოუწოდა
სახელმწიფოების
შესაბამის
ორგანოებს
განეხილათ
პენიტენციურ
დაწესებულებებში მოთავსებული, კოვიდ-19-ის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი
ჯგუფების, მათ შორის, ხანდაზმულებისა და დაბალი რისკის სამართალდამრღვევების
გათავისუფლების საკითხი.10
2020 წლის 24 მარტს European Prison Litigation Network-მა და ევროპის 50-ზე მეტმა
არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეღოთ
6
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2021 წლის 18
თებერვლის N40328/01 წერილი, გვ. 1-2; იუსტიციის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 31
აგვისტოს N11528 წერილი.
7
European Parliamentary Research Service, Coronavirus and prisons in the EU Member-State measures to
reduce spread of the virus, PE 651.976 – June 2020, p. 2.
https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/BRIE/2020/651976/EPRS_BRI(2020)651976_EN.pdf.
8
იქვე.
9
European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment
(CPT), Statement of principles relating to the treatment of persons deprived of their liberty
in the context of the coronavirus disease (Covid-19) pandemic, https://rm.coe.int/16809cfa4b.
10
Urgent action needed to prevent COVID-19 “rampaging through places of detention” – Bachelet
https://www.ohchr.org/en/NewsEvents/Pages/DisplayNews.aspx?NewsID=25745&LangID=e.
5
გადაუდებელი ზომები კოვიდ-19-ის პირობებში პატიმართა უფლებების დაცვის, მათ
შორის, სხვა ზომებთან ერთად, ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირების მიზნით.11
2020 წლის 17 აპრილის მიმართვაში ევროპული კომისიის, ევროკავშირის საბჭოსა
და ევროპარლამენტის პრეზიდენტების მიმართ, ევროპის გამოჩენილმა ადამიანებმა, მათ
შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ და
თავმჯდომარის მოადგილემ - ჟან-პოლ კოსტამ და ფრანსუაზ ტიულკენმა, ევროპის
საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილმა კომისარმა ნილს მუიჟნიეკსმა, მშვიდობის
ნობელის პრემიის 1976 წლის ლაურეატმა მეირიდ ქორიგან მაგუაიერმა და სხვებმა,
განცხადებით მიმართეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, მოეწოდებინა ევროკავშირის
წევრი სახელმწიფოების მთავრობებისთვის, გამოეცხადებინათ ამნისტია კოვიდ-19-ის
პანდემიის
მიმართ
განსაკუთრებით
მოწყვლად
ჯგუფებს
მიკუთვნებული
პატიმრებისათვის, მათ შორის, ორსული ქალების, ხანდაზმულების, ბავშვების, შშმ
პირებისა და სხვებისათვის.12
გადატვირთული პენიტენციური დაწესებულებების პატიმრებისგაან განტვირთვის
და სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმებით მოწყვლადი პატიმრების (მძიმედ
დაავადებულების, ხანდაზმულების, ორსული ქალების, 3 წლამდე ასაკის ბავშვის
დედების) ვადამდე გათავისუფლების საკითხი აქტუალურია საქართველოშიც.13
ასეთ მოწოდებებსა და ინიციატივებს არაერთი ქვეყანა პოზიტიურად
გამოეხმაურა. კერძოდ, ამა თუ იმ ფორმით, პატიმრების ნაწილი გათავისუფლებულ იქნა
ბელგიაში, საფრანგეთში, თურქეთში, კვიპროში, პორტუგალიაში, ნორვეგიაში და სხვა
ქვეყნებში.
ომიკრონის
მოსალოდნელი
გავრცელების
პირობებში
აუცილებელია,
რომ
საქართველოს პარლამენტი ასევე გამოეხმაუროს საპატიმრო დაწესებულებების
განტვირთვისა და მოწყვლადი პატიმრების ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ამ
საერთაშორისო თუ ადგილობრივ მოწოდებებს. სწორედ ამიტომ არის შემოთავაზებული
წინამდებარე ამნისტიის კანონის მიღება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემოთ აღწერილი პრობლემის მოგვარება მოითხოვს საკანონმდებლო ჩარევას,
კერძოდ, კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
11
COVID-19 in prison: more than 50 European NGOs ask international organisations to take immediate action,
24.03.2020, at para. 5.2. http://www.prisonlitigation.org/covid19-prison/.
12
https://www.prisoninsider.com/files/a1a7b498/17_avril_2020._appel_pour_une_amnistie_imme_diate_appello_per_una_amnisti
a_immediata_appeal_for_an_immediate_amnesty.pdf.
13
საქართველოს პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმის ალიანსის ღია მიმართვა
პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსული დაავადების გავრცელების პრევენციისა და ეფექტიანი
რეაგირების უზრუნველყოფის მოთხოვნით, 8 აპრილი, 2020 წ.
6
წინამდებარე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს პენიტენციური
დაწესებულებებიდან გათავისუფლდება რამდენიმე ასეული ადამიანი, რითაც
პენიტენციურ დაწესებულებებში შემცირდება პატიმართა საერთო რაოდენობა და,
შესაბამისად, ერთ კვადრატულ მეტრზე პატიმართა სიმჭიდროვე, რითაც შემცირდება
დაავადების გადადების რისკი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი პირველ რიგში და უმეტეს წილად შეეხება მოწყვლად ჯგუფებს
მიკუთვნებულ პატიმრებს: არასრულწლოვნებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებს, ორსულ ქალებს, 3 წელზე უფრო მცირე ასაკის ბავშვის დედებს, ხანდაზმულებს
(ქალებს 60 წლიდან და მამაკაცებს 65 წლიდან) და მძიმედ დაავადებულ პირებს.
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნულ
ჯგუფებს მიკუთვნებული მსჯავრდებულები, რომლებმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული
ჩაიდინეს (გარდა დანაშაულისა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია),
უპირობოდ თავისუფლდებიან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის
შემდგომი მოხდისგან.
კანონპროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტი შეეხება იმავე მოწყვლად
ჯგუფებს მიკუთვნებულ მსჯავრდებულებს, რომლებზედაც არ ვრცელდება პირველი
პუნქტი, ანუ ისეთებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც
შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ასეთი მსჯავრდებულებიც (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანი იყო) გათავისუფლდებიან
პატიმრობიდან და სასჯელის მოუხდელი ნაწილი მათ პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ
იმ შემთხვევაში, თუ მათ ფაქტობრივად მოხდილი აქვთ 1 წელზე მეტი ვადით
თავისუფლების აღკვეთა.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები შეეხება იმავე მოწყვლად
ჯგუფებს მიკუთვნებულ მსჯავრდებულებს, რომლებმაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაული ჩაიდინეს. ისინი პატირობიდან გათავისუფლდებიან და სასჯელის
მოუხდელი ნაწილი მათ პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ იმ შემთხვევაში, თუ მათ
ფაქტობრივად მოხდილი აქვთ, შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნახევარი ან ორი
მესამედი.
კანონპროექტის მე-2 მუხლი შეეხება ყველა სხვა მსჯავრდებულ პატიმარს, თუ მას
არა აქვს ჩადენილი მე-3 მუხლში მითითებული რომელიმე დანაშაული. კერძოდ, ასეთ
მსჯავრდებულებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი
ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვლებათ შემდეგი პირობების საფუძველზე: ა) ნაკლებად
მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - თუ დანიშნული სასჯელის ვადის გასვლამდე
დარჩენილია 18 თვეზე ნაკლები; ბ) მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - თუ დანიშნული
სასჯელის ვადის გასვლამდე დარჩენილია 12 თვეზე ნაკლები და პირი წარსულში
ნასამართლევი არ ყოფილა; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - თუ
7
დანიშნული სასჯელის ვადის გასვლამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები და იგი
წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.
კანონპროექტის მე-3 მუხლში ჩამოთვლილია ის დანაშაულები, რომელთა ჩადენის
შემთხვევაში პირზე არ ვრცელდება კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 - მე-4
პუნქტებითა და მე-2 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია. ესენია, ძირითადად,
ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, რომლებზეც, საზოგადოებრივი წესრიგისა და
უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე, ამნისტიის გავრცელება მიზანშეწონილი არ
არის. თუმცა, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მითითებული მუხლებით და თავებით გათვალისწინებულ დამთავრებულ
დანაშაულს. შესაბამისად, დანაშაულის მომზადების, მცდელობის და სხვა
დაუმთავრებელი დანაშაულის შემთხვევაში შესაბამისი პირი ამნისტიას ექვემდებარება.
კანონპროექტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელსაც ამ
კანონის შესაბამისად შეეხება ამნისტია, არ თავისუფლდება დამატებითი სასჯელისაგან.
იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამნისტიას ქვემდებარე პირს ნასამართლობა
მოეხსნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონპროექტის მე-5 - მე-6 მუხლები ამნისტიის აღსრულებასთან დაკავშირებულ
საპროცესო საკითხებს შეეხება.
კანონპროექტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით კანონი გამოქვეყნებისთანავე
უნდა ამოქმედდეს და მისი მოქმედება უნდა შეწყდეს კოვიდ-19-ის პანდემიის
დასრულებისთანავე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი კავშირი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
გათვალისწინებულია კანონპროექტის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე. ასეთი
სისწრაფე აუცილებელია კოვიდ-19-ის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი შტამის ომიკრონის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ბრძოლისათვის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა იქნეს მიღებული, რადგან ომიკრონის
საქართველოში გავრცელების რისკები დღითი-დღე იზრდება და დაყოვნებამ შესაძლოა
ძალზე მძიმე შედეგები გამოიწვიოს განსაკუთრებით მოწყვლადი პატიმრებისათვის,
რომლებზედაც პირველ რიგში ვრცელდება ეს კანონი.
8
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება რაიმე ხარჯებთან დაკავშირებული არ არის.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის
მიღება
არ
იქონიებს
გავლენას
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, რომელიც შემცირდება ამნისტიას ქვემდემდებარე პატიმრების
რაოდენობის შესაბამისი ხარჯებით. ამასთან, პატიმრების შემცირებული რაოდენობა
შედეგად გამოიწვევს პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდ-19-ის პანდემიასთან
დაკავშირებული სამედიცინო ხარჯების შემცირებასაც.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღება დადებითად აისახება ამნისტიას ქვემდებარე პირებისა და
მათი ოჯახების მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
9
კანონპროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს ამნისტიას ქვემდებარე ბავშვების
(არასრულწლოვნების) უფლებრივ მდგომარეობაზე. ასევე დადებითად იმოქმედებს
კანონპროექტი ამნისტიას ქვემდებარე მსჯავრდებულების ოჯახის წევრი ბავშვების
ემოციურ და მორალურ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, ასოცირების დღის წესრიგსა და
ევროკავშირთან მიღწეულ სხვა შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები გაიმართა პატიმრებთან
მომუშავე სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათი
რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის
ჩამოყალიბების დროს.
10
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადების დროს გათვალისწინებულ იქნა ევროკავშირის
ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთის, ბელგიის, კვიპროსის, ნორვეგიის და
სხვათა გამოცდილება, აგრეთვე, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის მოწოდება
გაეროს წევრი ქვეყნების მიმართ და გამოჩენილი ევროპელი იურისტების, მათ შორის,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისა და წევრების
ღია წერილი ევროკავშირის ხელმძღვანელი ორგანოების მიმართ.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის
ავტორები
არიან
საქართველოს
პარლამენტის
წევრი
ანა
ნაცვლიშვილი და ალექსანდრე ბარამიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის
ინიციატორია
ფრაქცია
საქართველოსათვის“.
11
„ლელო
-
პარტნიორობა