„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.01.2022
ავტორი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე; გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)
ინიციატორი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ნომერი
#07-2/114/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 95 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-24
ბიუროს ნომერი 115

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს მაჭახლის (სამართლებრივი მექანიზმი); დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი გ) შექმნას მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა; დ) მოაწესრიგოს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში: ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული მაჭახლის ხეობის ტერიტორიის დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა; გ) უზრუნველყოს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურული ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება; დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. მუხლი 3. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები 1. მაჭახლის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად. 2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მაჭახლის ხეობის ბიოლოგიური, ლანდშაფტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და დიდი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით ამ ტერიტორიას ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდება მაჭახლის დაცული ლანდშაფტი. 3. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 4. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა; კომპონენტების ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის - შენარჩუნება; გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა; დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება; ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლოსამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით; 5. ამ კანონით განსაზღვრული მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით. მუხლი 4. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი 1. მაჭახლის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცირე კავკასიონის შავშეთის ქედსა და მის განშტოებებზე. მაჭახლის დაცული ლანდშაფტი მოიცავს მდ. მაჭახლის ხეობას, სამხრეთი საზღვარი მიუყვება მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრამდე, აღმოსავლეთი საზღვარი მცირე მანძილზე მიუყვება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, ჩრდილოეთი საზღვარი კვლავ მიუყვება მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარს, ხოლო დასავლეთით საზღვარი მიუყვება მდ. მაჭახელას და სოფელ კირნათის საზღვარს. 2. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 4294 ჰექტარი. მაჭახლის დაცული ლანდშაფტი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: ID X Y ID X Y ID X Y ID X Y 1 728494.8 4597917 92 737204.9 4600499 183 739645.5 4596620 274 735391.6 4597007 2 728652.1 4598069 93 737349.9 4600628 184 739836.3 4596578 275 735566.2 4596909 3 728867.6 4598158 94 737535.7 4600687 185 740029.7 4596561 276 735740.4 4596811 4 729054.8 4598228 95 737723.5 4600640 186 740188.4 4596455 277 735975.2 4596661 5 729215.9 4598343 96 737918.1 4600624 187 740371.7 4596381 278 736044.3 4596561 6 729352.7 4598487 97 738109.8 4600643 188 740499.1 4596470 279 736087 4596247 7 729390.7 4598676 98 738275.1 4600749 189 740668.5 4596377 280 734920.1 4595194 8 729347.2 4598871 99 738469.6 4600784 190 740826.9 4596371 281 735972.8 4596123 9 729332.6 4598962 100 738667.8 4600770 191 740827.8 4596474 282 735203.7 4595036 10 729100.5 4599135 101 738862.7 4600730 192 740988.6 4596587 283 735566.4 4595965 11 728928.7 4599235 102 738964.3 4600692 193 741176.5 4596634 284 735358.5 4595825 12 728828.8 4599397 103 738897.5 4600451 194 741102 4596455 285 735307.5 4595103 13 728632.3 4599372 104 739124.7 4600504 195 741205.1 4596445 286 735160.3 4595068 14 728434.2 4599353 105 739312.2 4600568 196 741355.5 4596377 287 735252 4595267 15 728196 4599559 106 739478.3 4600676 197 741477.4 4596219 288 735280.9 4595051 16 728150 4599553 107 739669.4 4600723 198 741525 4596042 289 735170.1 4595116 17 727874.2 4599619 108 739759.8 4600739 199 741511.8 4595860 290 735018.3 4595186 18 727892.4 4599732 109 739584.2 4600485 200 741402.1 4595917 291 734853.3 4595263 19 728054.3 4599702 110 739476.6 4600318 201 741230.1 4595986 292 734780.8 4595449 20 728228.6 4599750 111 739392.9 4600140 202 741054.2 4595894 293 734119.4 4596039 21 728416.5 4599749 112 739309.8 4599987 203 740893.7 4595805 294 734527.6 4595751 22 728592.7 4599826 113 739213.2 4599820 204 740748.5 4595677 295 734408.5 4595912 23 728634.8 4600008 114 739060.9 4599690 205 740575.3 4595601 296 734367.8 4596091 24 728618.4 4600197 115 738910.3 4599559 206 740411.9 4595492 297 734169.6 4596064 25 728718.6 4600367 116 738755.1 4599435 207 740301.1 4595338 298 733466.3 4596144 26 728895.9 4600374 117 738535.2 4599414 208 740139.9 4595148 299 733710.9 4596036 27 729039.5 4600280 118 738370.4 4599267 209 740056.7 4595253 300 733605.9 4596105 28 729179.5 4600111 119 738373.3 4599119 210 740100.2 4595438 301 733356.6 4596180 29 729320.6 4600207 120 738363.1 4598928 211 740134.4 4595624 302 733300.9 4596077 30 729506.2 4600280 121 738241.4 4598778 212 740032.6 4595669 303 733137.8 4595966 31 729668.8 4600381 122 738385.8 4598714 213 739834.6 4595656 304 733128.9 4596165 32 729828 4600491 123 738558.1 4598634 214 739637 4595657 305 733094.5 4596362 33 730049.5 4600569 124 738658.5 4598495 215 739438.1 4595673 306 733098.9 4596560 34 730131.5 4600428 125 738843.7 4598536 216 739250.5 4595638 307 733179.6 4596741 35 730245.1 4600266 126 738952.7 4598679 217 739056.3 4595647 308 733197.4 4596938 36 730433.2 4600211 127 739139.9 4598654 218 738930.8 4595499 309 733253.8 4597128 37 730600.2 4600252 128 739241.9 4598818 219 738835.2 4595329 310 733181.9 4597305 38 730551.4 4600435 129 739389.8 4599022 220 738539.1 4595297 311 733106.5 4597483 39 730536.8 4600629 130 739320.5 4599146 221 740172 4595657 312 733092.1 4597681 40 730547 4600828 131 739340.1 4599345 222 738475.3 4595590 313 733086 4597881 41 730720.2 4600920 132 739366.9 4599514 223 738479.9 4595783 314 733078.8 4598080 42 730912.1 4600971 133 739317.4 4599557 224 738488.5 4595976 315 733112.5 4598264 43 731097.4 4600913 134 739478.3 4599665 225 738410.2 4596156 316 732906.9 4598246 44 731296.2 4600908 135 739594.5 4599732 226 738225.2 4596227 317 732710.3 4598218 45 731495.2 4600927 136 739552.2 4599954 227 738053.5 4596327 318 732510.9 4598228 46 731663.9 4601027 137 739762.4 4599946 228 737981.1 4596508 319 732335.2 4598312 47 731833 4601127 138 739903.9 4599926 229 737927.6 4596695 320 732212.9 4598469 48 732029.1 4601164 139 740090.6 4599928 230 737743.9 4596730 321 732105.6 4598699 49 732223.2 4601208 140 740137.1 4599688 231 737624.9 4596874 322 731960.2 4598710 50 732423 4601212 141 740254.6 4599778 232 737468.6 4596968 323 731674.2 4598717 51 732599.8 4601300 142 740447 4599820 233 737275.9 4596988 324 731573.8 4598668 52 732723.2 4601451 143 740634.4 4599884 234 737081.6 4597006 325 731374.1 4598664 53 732908.4 4601475 144 740706.5 4600020 235 736908.1 4597062 326 731179.1 4598630 54 733104.3 4601497 145 740814.5 4600100 236 736777.7 4596934 327 731010.3 4598527 55 733302.6 4601522 146 741010.9 4600110 237 736601.8 4596969 328 730919 4598430 56 733502.2 4601530 147 741179.5 4600100 238 736444.6 4597089 329 730665.9 4598362 57 733687.6 4601473 148 741307.8 4600071 239 736346.3 4597260 330 730545.1 4598204 58 733855.7 4601371 149 741471.5 4600157 240 736272 4597419 331 730436.4 4598040 59 734052 4601373 150 741564 4600326 241 736342.8 4597594 332 730480.6 4597886 60 734241.2 4601433 151 741692.4 4600285 242 736150.2 4597599 333 730503.8 4597712 61 734434 4601481 152 741572.4 4600167 243 736031.7 4597692 334 730663.3 4597595 62 734559.5 4601501 153 741566 4599981 244 736022.2 4597939 335 730830.5 4597488 63 734429 4601263 154 741419.1 4599856 245 736008.5 4598128 336 730747.4 4597393 64 734371 4601075 155 741390.4 4599660 246 735821.1 4598073 337 730563.3 4597380 65 734548.9 4601062 156 741266.6 4599513 247 735593.8 4598055 338 730460 4597227 66 734732.8 4601133 157 741073 4599507 248 735517.7 4598187 339 730352.3 4597065 67 734739.3 4600945 158 740888.6 4599446 249 735529.3 4598378 340 730173.7 4596979 68 734807.4 4600846 159 740708.4 4599412 250 735527.7 4598631 341 729974.7 4596968 69 734916.7 4600696 160 740604.6 4599253 251 735396.8 4598588 342 729776.2 4596987 70 734952.9 4600510 161 740455.5 4599154 252 735198.8 4598591 343 729471.7 4597058 71 734966.7 4600337 162 740404.7 4598967 253 735019 4598658 344 729396.8 4596987 72 735123.5 4600453 163 740488.9 4598794 254 734836.4 4598735 345 729372.5 4596824 73 735306.3 4600495 164 740535 4598601 255 734646.3 4598791 346 729320.9 4596703 74 735372.8 4600414 165 740564.2 4598405 256 734472.2 4598874 347 729230.5 4596937 75 735519.9 4600391 166 740386 4598372 257 734405.9 4599042 348 729100.8 4597088 76 735544.8 4600225 167 740368.3 4598180 258 734225.4 4599085 349 728976.1 4597244 77 735686 4600103 168 740221.1 4598102 259 734073.5 4599105 350 728837.8 4597388 78 735751.8 4600140 169 740138.3 4598074 260 733986 4598825 351 728728.7 4597555 79 735915.1 4600236 170 739959.2 4597997 261 734119.8 4598750 352 728666.5 4597742 80 736108.8 4600273 171 740059.1 4597875 262 734301.5 4598667 353 730846.2 4597392 81 736225.8 4600144 172 740169.4 4597774 263 734441.5 4598540 354 730500.7 4597925 82 736363.2 4600003 173 740262.1 4597644 264 734555.5 4598377 355 741449.8 4595820 83 736432.5 4599819 174 740229.4 4597454 265 734636 4598194 356 741290.5 4596463 84 736624.3 4599773 175 740192.6 4597289 266 734616.1 4598007 357 740786.1 4596439 85 736813.1 4599629 176 740137.8 4597103 267 734795.5 4597920 358 740139.5 4597034 86 736809.9 4599786 177 740021.8 4597018 268 734911.2 4597882 359 739503.1 4596615 87 736789 4599984 178 739839.6 4597002 269 734934.2 4597608 360 740075.1 4597775 88 736767.7 4600101 179 739661.9 4597014 270 734982.5 4597415 361 740798 4599465 89 736807.7 4600340 180 739582.6 4596838 271 735067.3 4597236 362 739241.8 4599515 90 737026.8 4600421 181 739491.4 4596666 272 735216.8 4597104 363 738254.6 4598891 91 739264.1 4599552 182 739611.3 4599967 273 739999.6 4600009 მუხლი 5. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის, შესაბამისად. 2. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლოსამეურნეო საქმიანობების განხორციელება, ტურიზმისა და მაჭახლის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება. 3. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო, ტურისტული და სხვა ნებისმიერი საქმიანობა (სამეცნიერო-კვლევითი, სამშენებლო, ობიექტების მომსახურებისა და სხვა) ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად. მუხლი 6. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები 1. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. მაჭახლის დაცულ ლანდშაფტს, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა, მართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი. 3. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „აჭარის სატყეო სააგენტო“ ტყის მართვის გეგმისა და მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. 4. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გარდა ამ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსი. 7. სახელმწიფოს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება; გ) მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გამოქვეყნება; დ) მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობის და სხვა) ორგანიზება; ზ) მაჭახლის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 44 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად. მუხლი 7. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეს კანონი არ ვრცელდება მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთების ყიდვის, გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობებზე); ბ) სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; დ) და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მუხლი 8. გარდამავალი დებულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ განიხილავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ან მისი ნაწილის მართვის უფლებით გადაცემის საკითხს. მუხლი 9. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2022 წლის № სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; კანონპროექტის მიღება განპირობებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. 2017 წლის აგვისტო–ოქტომბრის პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე ზონის მართვის შესაძლო მექანიზმების ანალიზი, რის შედეგადაც დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამ ტერიტორიის მართვის ოპტიმალურ მექანიზმად მიჩნეულ იქნა დაცული ლანდშაფტის დაარსება. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მხარი დაუჭირა ახალ ინიციატივას და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით დააფინანსა ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების მხარდამჭერი პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ხეობის იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა (GEF/UNDP) ახორციელებს პროექტს “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა”. პროექტის მიზანია შეიქმნას დაცული ტერიტორიების რეგიონული კომპლექსი დასავლეთ საქართველოს მცირე კავკასიონის ქედის საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ზომიერად ნოტიო კოლხური ტყეების დაცვისა და გონივრულად სარგებლობის მიზნით. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2018 წელს მოხდა მაჭახლის ხეობაში არსებული სიტუაციის შესწავლა და დაცული ტერიტორიის დაარსებისათვის შესატყვისი კატეგორიის შეთავაზება. კვლევის საფუძველზე შემუშავებული იქნა მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის კანონის პროექტი. მაჭახლის დაცული ლანდშაფტის დაარსების საკითხი შეთანხმებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან, აჭარის სატყეო სააგენტოსთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან, მაჭახლის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; მაჭახლის დაცული ლანდშაფტის სამართლებრივად არსებობისათვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას, კერძოდ: ა) ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული მაჭახლის ხეობის დაცვის, აღდგენისა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობა; ბ) მაჭახლის დაცულ ლანდშაფტში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის, დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უზრუნველყოფა; ადამიანის საქმიანობის შედეგად დეგრადირებული ლანდშაფტის კომპონენტებისა და ჰაბიტატების აღდგენის ხელშეწყობა; გ) ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და ადამიანის და გარემოს ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა; დ) მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, აღდგენისა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა; ე) ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ვ) ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა; ზ) ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა. თ) ადამიანის საქმიანობაზე მონიტორინგის წარმოების ხელშეწყობა ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტის შეუქცევადი დეგრადაციის პრევენციის მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედგენილია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. იგი შედგება ცხრა მუხლისგან, რომლებიც ასახავენ კანონპროექტის ძირითად დებულებებს. პირველი მუხლით განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო. მე-2 მუხლით განსაზღვრულია კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები. მე-3 მუხლით განსაზღვრულია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები. მე-4 მუხლით განსაზღვრულია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი. მე-5 მუხლით განსაზღვრულია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი. მე-6 მუხლით განსაზღვრულია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები. მე-7 მუხლით განსაზღვრულია მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. მე-8 მუხლით განსაზღვრულია გარდამავალი დებულება. მე–9 მუხლით განსაზღვრულია კანონის ამოქმედების ვადა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; გამომდინარე იქიდან, რომ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელია შესაბამისი ფინანსური სახსრები, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრული იქნა ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისი - 2023 წლის 1 იანვარი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო, კანონპროექტის ამოქმედების და შემდგომი სამი წლისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 20232026 წლების ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილზე ზრდის მიმართულებით. კანონპროექტი ასევე გავლენას მოახდენს 2023-2026 წლების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით. კანონპროექტი ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობის ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც რაციონალური დაგეგმვისა და მართვის პირობებში, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყაროდ შეიძლება იქცეს, როგორც საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში სწორედ დაცულმა ტერიტორიებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და მოსახლეობისათვის ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. ასევე, კანონპროექტი გავლენას მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაჭახლის დაცული ლანდშაფტის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად დასაქმებული ახალი ადამიანური რესურსის შრომის ანაზღაურებიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადის კუთხით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; მაჭახლის დაცულ ლანდშაფტს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, შესაბამისად ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება დამატებითი ხარჯები. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ხარჯები შეადგენს: (ათასი ლარი) 2023 წელი ბიუჯეტი 180, 6 მომუშავეთა რიცხოვნობა 7 შრომის ანაზღაურება 66, 6 საქონელი და მომსახურება 16, 0 არაფინანსური აქტივების ზრდა 98, 0 2024 წელი ბიუჯეტი 112, 4 მომუშავეთა რიცხოვნობა შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება 2025 წელი 11 103, 2 9, 2 ბიუჯეტი 139, 7 მომუშავეთა რიცხოვნობა შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება 2026 წელი 14 129, 0 10, 7 ბიუჯეტი 138, 2 მომუშავეთა რიცხოვნობა შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება 14 129, 0 9, 2 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა არ გამოიწვევს ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას. ამასთან კანონპროექტი დადებით გავლენას მოახდენს იმ პირებზე რომლებიც მოექცევიან კანონის რეგულირების ქვეშ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი უშუალო გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი თანხვედრაშია იმ ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველოს გააჩნია „ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის“ (IUCN) მიმართ, როგორც მის წევრ ქვეყანას 2009 წლიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი პირდაპირ ეხმიანება იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო კონვენციებიდან, კერძოდ: „კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „კონვენცია მიგრირებადი სახეობების შესახებ“, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების კონვენცია“ (ე.წ. „ბერნის კონვენცია“), „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენცია“ და 2015 წლის 25 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის სამდივნოში წარდგენილი წინადადება კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კანონპროექტი პირდაპირ ეხმიანება 2015 წელს გაერთიანებული ერების სამიტზე მხარეთა მიერ მიღებული „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიღწევას. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) მარიკა ქავთარიშვილი - UNDP-ს ექსპერტი ირაკლი გორაძე - UNDP აჭარის დაცული ტერიტორიების პროექტის ხელმძღვანელი მარკ ენსტი - Mark Anstey – UNDP-ს ექსპერტი მიხაელ ჰოშეკ Michael Hošek - UNDP-ს ექსპერტი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე. გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP). ვ) კანონპროექტის ინიციატორი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.