„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.01.2022
ავტორი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე; გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)
ინიციატორი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
ნომერი
#07-2/114/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 89 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-24
ბიუროს ნომერი 115

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 239-ე მუხლის 44 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „44. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 511 მუხლის პირველი ნაწილით, 512 და 514–52-ე მუხლებით, 531 მუხლის პირველი ნაწილით, 532, 54-ე, 541 და 551 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, მე-60, 603, 61-ე, 63-ე და 631 მუხლებით, 641 მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე, 66-ე, 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 721 მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე, 74-ე, 76-ე და 851–855 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13–21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 893 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 104-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ან ადგენენ მათ მიერ უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი თბილისი, 2022 წლის № სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ იქმნება ახალი დაცული ტერიტორია - „მაჭახლის დაცული ლანდშაფტი“, რომლის მართვას განახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია. მითითებული კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მისი მართვის ქვეშ არსებული დაცული ლანდშაფტის მართვის ფარგლებში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ გათვალისწინებულ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შევიდეს ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლში, რომელიც ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის“ მართვის ორგანოს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიეცეს უფლება, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება (შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) მის მართვას დაქვემდებარებულ დაცულ ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდამრღვევებზე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ხელვაჩაურის მერიას ან მის მიერ უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ა.გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კოდექსის 239-ე მუხლის 44 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. აღნიშნულ ნაწილში ემატება, რომ ამავე ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ოქმებს შეადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი პირები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით, პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების თარიღი დაკავშირებულია „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული კანონის ძალაში შესვლის თარიღი - 2023 წლის 1 იანვარი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, რომლის ოდენობაც ასახულია კანონის პროექტში „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღების შედეგად, გარკვეულწილად, გაიზრდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, რადგან კანონპროექტის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას. შესაბამისად, სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის სახით დაკისრებული თანხები მიმართული იქნება შესაბამისი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გამოვლენილ სამართალდარღვევათა და ჯარიმის ოდენობებზე, რომელიც განსაზღვრულია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისი მუხლით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია კანონის პროექტებში „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას კანონპროექტით გათვალისწინებული შესაბამისი მუხლების მიხედვით. მათ, სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრებათ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმა. გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება გამოვლენილ სამართალდარღვევათა და ჯარიმის ოდენობებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი ან მოსაკრებელი, ასევე სხვა სახის გადასახდელის ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი უშუალო გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე. გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP). ვ) კანონპროექტის ინიციატორი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.