პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილი ლელა ჯანაშვილის არჩევის საკითხი

წარდგინება მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.02.2022
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნომერი
#07-2/121/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-02-15

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-1548/22 11-02-2022 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს - ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს და განიხილა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი კანდიდატურების შესაბამისობის საკითხი (N07-2/121; 07.02.2022). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-1544/22 11-02-2022 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურების შესახებ (N07-2/121; 07.02.2022). 2022 წლის 07 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 403 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს - ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს და განიხილა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი კანდიდატურების შესაბამისობის საკითხი. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 403 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და მართლმსაჯულების რომელსაც ან აქვს უმაღლესი სამართალდამცავი იურიდიული ორგანოების სისტემაში თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge განათლება ან და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია. აღნიშნული მოთხოვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტაცია კანდიდატების მიერ წარმოდგენილია სრულად. მათი შესწავლის შედეგად კომიტეტმა მიიჩნია, რომ ორივე კანდიდატურა შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და მოუსმინა თითოეულ კანდიდატს. წარმოდგენილი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისა და კანდიდატების მოსმენის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა თითოეულ კანდიდატურას. კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები: ა) ლელა ჯანაშვილი - 7 ხმა; ბ) თამარ ალფაიძე - 2 ხმა. შესაბამისად, კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად რეკომენდაცია გაუწია ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე და 205-ე მუხლების თამახმად, პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რომელიმე კანდიდატის არჩევის საკითხი გადაწყდება პარლმენტის პლენარულ სხდომაზე. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია პარლამენტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევის მიზნით კენჭისყრის ჩატარება ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე, ვინაიდან წარმოდგენილი ინფორმაცია იძლევა, როგორც კანონის მოთხოვნებთან კანდიდატების შესაბამისობის, ასევე, მათი პროფესიული მახასიათებლებისა და პიროვნული თვისებების სრულყოფილად დადგენის შესაძლებლობას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე
ინფორმაცია
N68786: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი (31.01.2022) ლელა ჯანაშვილი მობილური: 577973903 ელ-ფოსტა lela.janashvili@tsu.ge ოჯახური მდგომარეობა: არ არის მითითებული დაბადების თარიღი: 14.10.1970 განათლება Universitat Autínoma de Barcelona, Spain, 09.2011 - 07.2018 სამართალმცოდნე, სამართლის ფაკულტეტი დოქტორი, მიმაგრებული ფაილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, საქართველო, 09.1999 - 06.2001 სამართალმცოდნე, კონსტიტუციური სამართლის მიმართულება დოქტორი, მიმაგრებული ფაილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, 09.1988 06.1993 სამართალმცოდნე, იურიდიული ფაკულტეტი უმაღლესი განათლება, მიმაგრებული ფაილი სამუშაო გამოცდილება მოწვეული პროფესორი, ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი, 02.2022 - - დღემდე (0 თვე - 0 წელი და 0 თვე) მოვალეობები: , მიმაგრებული ფაილი ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 02.2015 - - დღემდე (84 თვე - 7 წელი და 0 თვე) მოვალეობები: , მიმაგრებული ფაილი აღმასრულებელი დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტი, 01.2015 - - დღემდე (85 თვე - 7 წელი და 1 თვე) მოვალეობები: , მიმაგრებული ფაილი უფროსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახური, 07.2012 - - დღემდე (115 თვე - 9 წელი და 7 თვე) მოვალეობები: , მიმაგრებული ფაილი სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი, საქართველოს გენერალური პროკურატურა, 05.2004 04.2006 (23 თვე - 1 წელი და 11 თვე) მოვალეობები: , მიმაგრებული ფაილი სრული სტაჟი 138 თვე (11 წელი და 6 თვე) ენები Spanish (მეტყველება: C2, წერა: C2) ინგლისური (მეტყველება: B1, წერა: B1) რუსული (მეტყველება: C1, წერა: C1) Catalan (მეტყველება: B1, წერა: B1) კომპიუტერული პროგრამები Microsoft Office Word (ძალიან კარგი), Microsoft Office Excel (ძალიან კარგი), Microsoft Office PowerPoint (ძალიან კარგი), ტრენინგები, სხვა მიღწევები პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის ენათა მეცნიერებისა და თარგმანის დეპარტამენტი, 11.2019-11.2019 სამუშაო შეხვედრა ალკალა დე ენარესის უნივერსიტეტის ფილოლოგიის, იურიდიული ესპანურისა და თარგმანის დეპარტამენტი (ალკალა დე ენარესი, მადრიდი, ესპანეთი), 05.2018-05.2018 სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭო/პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტი, 05.2017-06.2017 პირველი სასწავლო შეხვედრა პროფესიონალებისათვის ბილინგვური განათლების შესახებ თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და ნატო-ს პროფრესიული განვითარების პროგრამა , 11.2016-12.2016 ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარატმენტი, 05.2016-05.2016 სამუშაო შეხვედრა ნაშრომები, პუბლიკაციები „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“, 02.2021სტატია/ საკონფერენციო მასალები; ლელა ჯანაშვილი, გიორგი ამილახვარი (კოორდინატორები), „ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროებში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება“, 01.2020მონოგრაფია; მარინე კობეშავიძე სოფიო ფეიქრიშვილი ლელა ჯანაშვილი ქეთევან ხუსკივაძე ISBN 978-9941-26689-8, Seguridad Humana y Derechos Fundamentals. En Defenza del Estado de Derecho / სტატია: “Derechos Humanos y Human Trafficking: Analisis de sus factores y elementos”, 01.2019სტატია; Viridiana Molinares Hassan Joan Lluis perez Francesch (კოორდინატორები) ISBN 978-958-789-094-5, „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა - განვითარებული დემოკრატიის ნისანი versus სამართლის დატრღვევა“, 01.2018პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი სტატიათა კრებული; გოჩა ფერაძე (კოორდინატორი) , „საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემათა გადაწყვეტის გზები ბელგიისა და ესპანეთის ტერიტორიული მოწყობის შედარებით- სამართლებრივი ანალიზის ფონზე“, 01.2017მონოგრაფია; ლელა ჯანაშვილი გიორგი გოგიაშვილი, „სახელწმიფო ტერიტორიული ორგანიზაციის თანამედროვე პრობლემატიკა“, 09.2016 სტატია, „სამართლის ჟურნალი“ í 2; ლელა ჯანაშვილი, გიორგი გოგიაშვილი, En Defenza del Estado de Derecho. Estudios sobre las tensiones entre la seguridad y la libertad en el mundo de hoy/ სტატია: “Orden Constitucional y eleccion de la politica exterior de Georgia (objetivos, problemas y perspectivas”, 01.2016სტატია; Joan Lluis perez Francesch Viridiana Molinares Hassan (კოორდინატორები) ISBN 978-958-741-673-2, „სამართლის თეორიის პრობლემები ნაწილი პირველი“, 01.2015მონოგრაფია; ლელა ჯანაშვილი ISBN 978 -9941-9171-0-1, „თავისუფლებისა და უსაფრთხოების პერსპექტივები. სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია საქართველოსა და ესპანეთში“, სტატია: „სახელწმიფოთა ტერიტორიული ორგანიზაციის ზოგიერთი ასპექტის შესახებ (შედარებით- სამართლებრივი ანალიზი)“ , 01.2014სტატია / საკონფერენციო მასალები (გვ 92-158), ლელა ჯანაშვილი (კოორდ.), ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი, ტომას ხილ მარკესი. ხუან კარლოს და სილვა ოჩოა ISBN 978-9941-9372-4-8, Construyendo una nueva Europa. La europeizaciín del modelo de seguridad en Georgia” WP ním. 325 Ediciín: Institut de Ciíncies Polítiques i Socials (ICPS), 01.2014 მონოგრაფია (ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის კოლექცია); Lela Janashvili ISSN: 1133-89, „სამართლებრივი უსაფრთხოება, როგორც სამართლის ძირითადი ფუნქცია და სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრინციპი“, 01.2014სტატია, „სამართლის ჟურნალი“ í 1, ლელა ჯანაშვილი, „ავტონომიათა სახელმწიფო“ და „ეროვნებათა ერი“, 01.2012სტატია, „სამართლის ჟურნალი“ í 2, ლელა ჯანაშვილი, პროექტები „ევროპის უსაფრთხოება და თანამედეროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“, 06.2019-01.2020, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი, კომბინირებული ღონისძიება: „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“ აერთიანებს სეზონური სკოლას: „ევროპის უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები, არსებული საფრთხეები და გამოწვევები“ და საერთაშორისო კონფერენციას: „კონსტიტუციური სახელმწიფოს პასუხები გლობალურ საფრთხეებს“. სამეცნიერო ღონისძიებება ხორციელდება სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროებში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება, 01.2017-12.2019, პროექტის ძირითადი პერსონალი პროექტი „ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმებისა და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურ-ლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება" განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი FR 17_85). აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს პირველ კვლევას ესპანური საკუთარი სახელების ქართულად მართლწერის შესწავლის შესახებ, სადაც საკუთარ სახელებს და ტერმინებს განვიხილავთ მათი ეტიმოლოგიის, შინაარსის, ლექსიკური კომპონენტის მიხედვით, ფონეტიკურ და მორფოლოგიურ ჭრილში, ასევე სოციო-პოლიტიკური, სოციო-კულტურული რეალობისა და კონტექსტის გათვალისწინებით. მათი მართებული თარგმნა მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებასა და არსებული ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს. ნაშრომის მიზანი იყო სიტყვებისა და სახელწოდებების ახსნა-განმარტება, ორთოგრაფიულად გამართვა და ესპანურ და ქართულ ენებზე ადაპტირება, რომლებიც გვხვდება ლიტერატურაში, ოფიციალურ დოკუმენტებსა და ზეპირმეტყველებაში. შესაბამისად, ჩვენი ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, განხილული თემატიკის ერთიანი სტანდარტიზაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის ნაწილი განხორციელდა ესპანეთში, ალკალა დე ენარესის უნივერსიტეტში თარგმანისა და ინტერპრეტაციის კათედრაზე, ასევე ბარსელონას პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტში თარგმანისა და ენის მეცნიერებათა აკადემიურ საკოორდინაციო განყოფილებაში. საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემათა გადაწყვეტის გზები ბელგიისა და ესპანეთის ტერიტორიული მოწყობის შედარებით- სამართლებრივი ანალიზის ფონზე, 01.2015-01.2016, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროექტი მიზნად ისახავდა კლასიკური სიმეტრიული ტერიტორიული მოწყობის მოდელების კვლევის ნაცვლად (რაც გავრცელებული მეთოდია) ევროპის ორი ძირითადი ასიმეტრიული ტერიტორიული მოწყობის მქონე ქვეყნის: ბელგიისა და ესპანეთის ტერიტორიული მოწყობის ფორმის შედარებით-სამართლებრივ კვლევას, მათი გამოცდილების შესწავლასა და კვლევის შედეგების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემათა გადაწყვეტისათვის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური წინადადებების შემოთავაზებას. ტერიტორიული მოწყობის რომელი მოდელი უნდა ავირჩიოთ: უნიტარული თუ ფედერალური? როგორი უნდა იყოს ავტონომიებისა და სხვა ტერიტორიული ერთულების სტატუსი? კომპეტენციის რა მოცულობა დარჩება ცენტრალურ ხელისუფლებას და კომპეტენციის რა ნაწილი უნდა გადაეცეს ტერიტორიულ ერთეულებს? არჩევანის გაკეთება არ არის იოლი, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ საკითხებზე მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის წარმატებული პრეცედენტების სპეციალური კვლევა და ანალიზი. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის ორ ძირითად პრინციპს: 1. სახელმწიფოს ერთიანობა და სუვერენიტეტის დაცვა; 2. სახელმწიფოსა და ტერიტორიულ ერთეულებს შორის კომპეტენციის გამიჯვნა. კონსტიტუციაში არ არის მითითებული საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული წყობილების ფორმა, არ არის ნახსენები ტერმინები ”ფედერაცია” ან ”უნიტარული სახელმწიფო”, თუმცა, ცენტრსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომპეტენციების გამიჯვნის მოთხოვნის გამო (მუხლი 2, პუნქტი 3) შეუძლებელი გახდა მკაცრად უნიტარული ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა. ამას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტიც, სადაც ამომწურავად ჩამოთვლილია უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები, ხოლო ერთობლივ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გაწყვეტა სამომავლოდ ცალკეა გათვალისწინებული. შედარებითისამართლებრივი მეთოდის საფუძველზე ასიმეტრიული ტერიტორიული მოწყობის მოდელების სპეციალური კვლევა გახდება პირველი საინტერესო ცდა, რომლის შედეგებიც, ჩვენი აზრით, დიდად შეუწყობს ხელს საქართველოს მომავალი ტერიტორიული მოწყობის პრობლემათა გადაწყვეტის ახალი სტრატეგიის განვითარებას და ყველაზე უფრო პრობლემური თემის აფხაზეთისა და ოსეთის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისათვის შედარებით- სამართლებრივ მეთოდზე დაყრდნობით მეცნიერულად არგუმენტირებული საფუძვლების ჩამოყალიბებას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერიოდში ქართულ საზოგადოებაში საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ მსჯელობები შეწყვეტილია, და სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ კონცეპტუალური კვლევის შედეგები უკანასკნელი წლების განმავლობაში აღარ გამოქვეყნებულა, თვალსაჩინოა რომ პროექტის განხორციელება და მისი შედეგები უდავოდ გახდება ახალი მეცნიერული დისკუსიისა და მსჯელობის განახლების საფუძველი, რაც აუცილებელი წინაპირობაა საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე ამ ურთულესი პრობლემის დასაძლევად. „ახალი ევროპის შექმნა - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ევროპეიზაცია“, 01.2013-01.2014, ინდივიდუალური გრანტი / მკვლევარი კვლევა განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოების“ გლობალური საფაკულტეტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2013-2014 წლებში ((OSF-GFGP- Global Faculty Grants Program – research/publications Grant) í IN2013-05147)), ესპანეთში, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში. თსუ მეცნიერის ხელმძღვანელი ამ კვლევაში კონსტიტუციური სამართლის კათედრისა და კვლევითი ჯგუფის „თავისუფლება, დემოკრატია და სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია“ ხელმძღვანელის პროფესორი ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი გახლდათ. დამატებითი ინფორმაცია 1. 2021 წლის ნოემრიდან - ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის პროფ. მანუელ ბალბეს სახელობის ადამიანის უსაფრთხოების კათედრის წევრი; 2. 2011 წლიდან - ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფის - „თავისუფლება, დემოკრატია და სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია“ მკვლევარი; 3. 2015 წლისდან - სახელმწიფოთა კონსტიტუციური ტრანსფორმაციის შემსწავლელი უნივერსიტეტთაშორისი ქსელის (იტალიის სალენტოსა და ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტები, ესპანეთის ― სევილიის, კადისის და ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტები, კოლუმბიის ბარანკიის უნივერსიტეტი და თსუ) კოორდინატორი; 4. მიმდინარე - გრანადის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ერაზმუსის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში; 5. 2021 წლის 21-27 ნოემბერი - სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ერაზმუსის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში; 6. 2019 წლის 24 ივლისი-20 აგვისტო - ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და ისტორიულ-იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის მკვლევარი; 7. 2018 წლის მაისი - ლა კორუნიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ერაზმუსის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში; 8. 2010 წლის 1-14 აგვისტო - მოწვეული ლექტორი, ფონდი ღია საზოგადოება ― Hesp ReSet, OSI, International Regional Project “Eternal Capitals” Log-In ID: 40020278 Project Code: E1106 Project Name: ReSET 2009/Conception of Eternal Capitals-From Ancient Cosmopolitan Cities to Modern Megapolises, ქ. სტამბოლი, თურქეთი; 9. 2009 -2011 წწ. - მკვლევარი, მოწვეული ლექტორი, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განვითრებისა და საერთაშორისო კოოპერაციის ესპანური სააგენტო. პოსტსადოქტორი სტიპენდია. ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და ისტორიულ-იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი. 10. თსუ საგამომცემლო საბჭოს წევრი, თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის სარედაქციო საბჭოს წევრი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალის“ სარედაქციო საბჭოს წევრი. 11. 2020 წელი - ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ექსტრაორდინალური დოქტორის წოდება. დამატებითი დოკუმენტები ა. განცხადება და CV.pdf ბ. სამოტივაციო წერილი გ. სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ თანხმობა დ. თანხმობა, კანდიდატის არჩევის პროცესში მონაწილე თანამდებობის პირებისორგანოს მხდრიდან კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციადოკუმენტის მოიძიებაგადამოწმების თაობაზ ე. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია_compressed ვ. ცნობა მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში მუშაობის თაობაზე ზ. პირადობის მოწმობის ასლი თ. ცნობა ნასამართლობის შესახებ ი. წარდგენილი ან სამსახურის უფროსის არჩევის მიზნისთვის მის შესახებ მოძიებული ინფორმაციისა და დოკუმენტების გასაჯაროებაზე თანხმობა კ. დამატებითი დოკუმენტაცია სამოტივაციო წერილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განვითარებისა და ეფექტიანობის გაზრდის ზოგადი ხედვა და სამოტივაციო წერილი ლელა ჯანაშვილი სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი სამართლის დოქტორი, ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი • პერსონალური მოტივაცია პირველი სადოქტორო საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ტერიტორიული მოწყობის პრობლემატიკას, დავინტერესდი უსაფრთხოების საკითხებით. 2009 წელს მოვიპოვე ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორწლიანი პოსტსადოქტორო კვლევითი სტიპენდია ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და პრევენციის სკოლაში. მიღებულმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა, გამეგრძელებინა კვლევითი საქმიანობა და ჩავირიცხე ადამიანის უსაფრთხოებისა და გლობალური სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. იგი ითვალისწინებდა ადამიანის უსაფრთხოების ძალიან ბევრ ასპექტს, მათ შორის, პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2011 წლიდან დღემდე ვარ ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის „თავისუფლება, დემოკრატია და სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია“ წევრი. მოგვიანებით, 2014 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი „ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორად დავინიშნე (ინსტიტუტი შეიქმნა ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომლის აკადემიური დირექტორია ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი). ასევე, ვარ „თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს ტრანსფორმაციის კვლევის“ უნივერსიტეტთაშორისი ქსელის კოორდინატორი (რომელშიც მონაწილეობს 7 უნივერსიტეტი: იტალიის სალენტოსა და ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტები, ესპანეთის ― სევილიის, კადისისა და ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტები, კოლუმბიის ბარანკიის უნივერსიტეტი და თსუ), რაც კომპარატივისტული სამართლებრივი კვლევების განხორციელების სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ამასთან, 2021 წლის ნოემბერდან არჩეული ვარ ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორ მანუელ ბალბეს სახელობის ადამიანის უსაფრთხოების კათედრის წევრად (კათედრა ფუნქციონირებს, როგორც სამეცნიეროკვლევითი ერთეული და ახორციელებს კვლევებს ადამიანის უსაფრთხოების სფეროში). 2019 წლის 21 მარტს დავიცავი მეორე სადოქტორო დისერტაცია ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ადამიანის უსაფრთხოებისა და გლობალური სამართლის სადოქტორო პროგრამაზე თემით „ადამიანებით ვაჭრობა ― ოცდამეერთე საუკუნის მონობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პრევენცია“ უმაღლესი შეფასებით. სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საჯარო სამართლისა და ისტორიულ-იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტისა და ამავე უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და პრევენციის სკოლის მიერ. 2020 წლის ივლისში მომენიჭა ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ექსტრაორდინალური დოქტორის წოდება გამორჩეული სადოქტორო კარიერისათვის. 2022 წლის პირველი თებერვლიდან ერთი სემესტრის განმავლობაში მიწვეული ვარ ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე „ევროპის კავშირის სამართლის“ სასწავლო კურსის ლექტორად. დღეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ვფიქრობ, სამეცნიერო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარება, გავუწიო ღირსეული ხელმძღვანელობა სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და განმტკიცების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. /ლ. ჯანაშვილი/ 31 იანვარი, 2022 საკონტაქტო ინფორმაცია მამის სახელი: სქესი: მდედრობითი მოქალაქეობა: საქართველო დაბადების ადგილი: თბილისი პირადი ნომერი: 01012020385 ფაქტობრივი მისამართი: დ. ბაქრაძის ქ. 6ა, ბ. 227, თბილისი, საქართველო რეგისტრაციის მისამართი: დ. ბაქრაძის ქ. 6ა, ბ. 227, თბილისი, საქართველო თქვენი ორგანიზაციის ვაკანსიებზე გაკეთებული განაცხადები ვაკანსია სტატუსი 68786 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი არქივირებული შეფასება გასაუბრებაზე დაბარება(305) 2022-0202 22:15 წარმატებული(43) 2022-02-04 22:42 კომენტარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიას მოქალაქე ლელა ჯანაშვილის მცხოვრები ქ. თბილისის დ. ბაქრაძის 6ა/227, ტელ.: 577 97 39 03 პ/ნ.: 01012020385 განცხადება წინამდებარე განცხადებით გამოვხატავ ინტერესს, მონაწილეობა მივიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევ კონკურსში. დანართის სახით წარმოგიდგენთ: ბიოგრაფიულ რეზიუმეს, პერსონალურ მონაცემთა სამსახურის განვითარებისა და ეფექტიანობის გაზრდის ზოგადი ხედვასა და სამოტივაციო წერილს. პატივისცემით, ლელა ჯანაშვილი 31.01.2022 Curriculum Vitae ლელა ჯანაშვილი დაბადების თარიღი: 14.10.1970 მოქალაქეობა: საქართველოს მისამართი: ქ. თბილისი, დ. ბაქრაძის ქ. 6ა, ბ. 227 ტელეფონი: (+995 32) 2340652 / +995 577973903 ბოლო სამსახურებრივი პოზიცია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი, სამართლის მეთოდების მიმართულების ასოცირებული პროფესორი. განათლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ჩარიცხვისა და ფაკულტეტი დამთავრების კვალიფიკაცია წლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1988-1993 საქართველოს 1999-2001 იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, გათანაბრებული სამართლის დოქტორთან № 003726 2011-2018 სამართლის დოქტორი, Ph.D ხარისხის ეროვნული რეესტრი № 2019/176372; ცენტრის კოდი: 08071287; ხარისხის საუნივერსიტეტო რეესტრი № 216175. სახელმწიფოსა და მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის სამართალმცოდნე, იურისტის კვალიფიკაცია (დიპლომი YB № 995875 წარჩინებით) კონსტიტუციური სამართლის მიმართულება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ადამიანის უსაფრთხოებისა და გლობალური საჯარო სამართლის სადოქტორო პროგრამა აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი 1. დისერტაციის დაცვის თარიღი, მინიჭებული კვალიფიკაცია 2019 წლის 21 მარტი, სამართლის დოქტორი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი. -1- (Ph.D) 2. დისერტაციის დაცვის მინიჭებული კვალიფიკაცია თარიღი, 2003 წლის კანდიდატის 26 აპრილი, ხარისხი იურიდიულ მეცნიერებათა (გათანაბრებული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხთან), № 003726 საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო. სამსახურებრივი გამოცდილება თარიღი დაწესებულების დასახელება და დაკავებული თანამდებობა 2022 წლის 10 თებერვლიდან ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი 2012 წლის ივლისიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი 2015 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ასოცირებული პროფესორი 2015 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი 2021 განათლების წლის აპრილიდან ხარისხის განვითარების სახელმწიფო მეთოდების ეროვნული ცენტრის უნივერსიტეტის მიმართულების აკრედიტაციის დღემდე ექსპერტი 2009 წლიდან 2015 წლამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მეთოდების მიმართულების ასისტენტპროფესორი 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივლისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ნოტარიუსთა პალატა, დეპარტამენტის სპეციალისტი 2006 წლის სექტემბრიდან 2011 წლის ივლისამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის რექტორის თანაშემწე სახელმწიფო 2006 წლის აპრილიდან სექტემბრამდე - სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის 2004 წლის თებერვლიდან 2009 წლის მარტამდე თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის კონსტიტუციური სამართლის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი 2004 წლის მარტიდან 2006 წლის აპრილამდე საქართველოს გენერალური პროკურატურა, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი 1995 - 1996 წწ. / 2004 - 2005 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო სოხუმის ფილიალის კონსტიტუციური სამართლის ლექტორი -2- უნივერსიტეტის 2003 წლის ივნისიდან 2004 წლის თებერვლამდე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მთავარი მრჩეველი 1993 წლიდან 2003 წლამდე საქართველოს გენერალური პროკურატურა (სტაჟიორი, სტაჟიორ-პროკურორი, პროკურორი). (სამოქალაქო და საარბიტრაჟო საქმეებზე სასამართლო აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველო; სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველო; სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე ზედამხედველობის განყოფილება) პედაგოგიური გამოცდილება აკრედიტებული/ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება სწავლების საფეხური სასწავლო კურსები ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი ბაკალავრიატი ევროპის კავშირის სამართალი (არჩევითი კურსი, ლექცია) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრიატი შესავალი სამართალმცოდნეობაში (ძირითადი კურსი, სალექციო და სამუშაო ჯგუფები) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრიატი სამართლის მეთოდები (არჩევითი კურსი, ლექცია) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი მაგისტრატურა სამართლის თეორია (ძირითადი კურსი, ლექცია) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრატურა უსაფრთხოებისა და დემოკრატიის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ასპექტები (არჩევითი კურსი, ლექცია) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ტრენინგები თარიღი კურსების/ტრენინგების დასახელება 2019 წლის 3-12 ნოემბერი სამუშაო შეხვედრა, პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის ენათა მეცნიერებისა და თარგმანის დეპარტამენტი (ბარსელონა, კატალონია, ესპანეთი) -3- 2018 წლის 6-13 მაისი სამუშაო შეხვედრა, ალკალა დე ენარესის უნივერსიტეტის ფილოლოგიის, იურიდიული ესპანურისა და თარგმანის დეპარტამენტში (ალკალა დე ენარესი, მადრიდი, ესპანეთი) 2017 წლის 30 მაისი - 3 ივნისი ევროპის საბჭო/პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტი ― პირველი სასწავლო შეხვედრა პროფესიონალებისათვის ბილინგვური განათლების შესახებ (ვიტორია გასტეიზი, ბასკეთი, ესპანეთი) 2016 წლის 6-20 მაისი სამუშაო შეხვედრა, ბრიუსელის თავისუფალი მეცნიერებათა დეპარტამენტი (ბელგია) 2016 წლის 28 ნოემბერი 2 დეკემბერი ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი. თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამა (კაჭრეთი, საქართველო) უნივერსიტეტი, პოლიტიკურ 1. ლელა ჯანაშვილი, გიორგი ამილახვარი (კოორდინატორები) პუბლიკაციის სახეობა (მონოგრაფია, სტატია რეცენზირებად, საერთაშორისო, უცხოურ, ადგილობრივ ჟურნალში, საკონფერენციო მასალები (Proceedings) და სხვა. სტატია/ საკონფერენციო მასალები -4- პუბლიკაციის სათაური, ავტორები, ჟურნალის/ გამომცემლობის დასახელება, ტიპი/ტომი, გვერდები,პუბლიკაციის ელექტრონული მისამართი (არსებობისშემთხვევაში) „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“ ციტირებების რაოდენობა ავტორები ყველა თანაავტორის მითითებით, კონკურსანტის გვარი გამოყოფილი უნდა იქნეს მუქი შრიფტით 2021 № გამოქვეყნებისწელი მნიშვნელოვანი პუბლიკაციები 4. გოჩა ფერაძე (კოორდინატორი) პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი სტატიათა კრებული „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა განვითარებული დემოკრატიის ნისანი versus სამართლის დარღვევა“ ლელა ჯანაშვილი გიორგი გოგიაშვილი მონოგრაფია 5. „საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემათა გადაწყვეტის გზები ბელგიისა და ესპანეთის ტერიტორიული მოწყობის შედარებითსამართლებრივი ანალიზის ფონზე“ Joan Lluis perez Francesch Viridiana Molinares Hassan (კოორდინატორები) ISBN 978-958-741-673-2 სტატია En Defenza del Estado de Derecho. Estudios sobre las tensiones entre la seguridady la libertad en el mundo dehoy/ სტატია: “Orden Constitucional y eleccionde la politica exterior de Georgia (objetivos, problemas y perspectivas” ლელა ჯანაშვილი გიორგი გოგიაშვილი სტატია, „სამართლის ჟურნალი“ № 2 „სახელმწიფო ტერიტორიული ორგანიზაციის თანამედროვე პრობლემატიკა“ 6. 7. -5- 2020 2019 Seguridad Humana y Derechos Fundamentals. En Defenza del Estado de Derecho / სტატია: “Derechos Humanos y Human Trafficking: Analisis de sus factores y elementos” სტატია 2018 „ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროებში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება“ 2017 Viridiana MolinaresHassan Joan Lluis perez Francesch (კოორდინატორები) ISBN 978-958-789-094-5 მონოგრაფია 2016 3. მარინე კობეშავიძე სოფიო ფეიქრიშვილი ლელა ჯანაშვილი ქეთევან ხუსკივაძე ISBN 978-9941-26-689-8 2016 2. Lela Janashvili ISSN: 1133-89 მონოგრაფია (ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის კოლექცია) “Construyendo una nueva Europa.La europeización del modelo de seguridad en Georgia” WP núm. 325 Edición: Institut deCiències Polítiques iSocials (ICPS) ლელა ჯანაშვილი სტატია, „სამართლის ჟურნალი“ № 1 „სამართლებრივი უსაფრთხოება, როგორც სამართლის ძირითადი ფუნქცია და სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრინციპი“ 11. 12. -6- 1 „თავისუფლებისა და უსაფრთხოების პერსპექტივები. სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია საქართველოსა და ესპანეთში“, სტატია: „სახელმწიფოთა ტერიტორიული ორგანიზაციის ზოგიერთი ასპექტის შესახებ (შედარებითსამართლებრივი ანალიზი)“ (გვ. 92-158) 2 სტატია / საკონფერენციო მასალები 2015 ლელა ჯანაშვილი (კოორდ.) ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი, ტომას ხილ მარკესი. ხუან კარლოს და სილვა ოჩოა ISBN 978-9941-9372-4-8 10. 2015 “El sistema político de Georgia: objetivos, problemas y perspectivas” Working Paper núm. 339. Edición:Institut de Ciències Polítiques i Socials (ICPS) Mallorca, 244, pral. 08008Barcelona (España)” <www.icps.cat> 2014 Lela Janashvili ISSN: 1133-8962 სტატია 9. 2014 „სამართლის თეორიის პრობლემები ნაწილი პირველი“ 2014 ლელა ჯანაშვილი ISBN 978 -9941-9171-0-1 მონოგრაფია 8. Lela Janashvili ISSN: 1133-8962 მონოგრაფია (ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის კოლექცია) “La seguridad como elemento de la construcción europeadel siglo XXI“ 14. WP núm. 301 Edición: Institut deCiències Polítiquesi Socials (ICPS) <www.icps.cat> 1 „ავტონომიათა სახელმწიფო“ და „ეროვნებათა ერი“ 2012 სტატია, „სამართლის ჟურნალი“ № 2 2011 ლელა ჯანაშვილი 13. ციტირების ინდექსი, h და g ინდექსები ციტირების ინდექსი h-ინდექსი 5 2 g-ინდექსი საგრანტო პროექტები № განხორციელების წლები დონორი ორგანიზაცია, პროექტის/ ხელშეკრულების № პროექტის დასახელება როლი პროექტში 1. 2019 წელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სეზონური სკოლა/ საერთაშორისო კონფერენცია: „ევროპის უსაფრთხოება და თანამედეროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“ პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი 2. 2017-2019 წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SRNSFG- FR17-85) ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურ-ლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროებში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება პროექტის ძირითადი პერსონალი 3. 2015-2016 წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (FR/355/2-181/14) საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემათა გადაწყვეტის გზები ბელგიისა და ესპანეთის ტერიტორიული მოწყობის შედარებით-სამართლებრივი ანალიზის ფონზე პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი -7- 4. 2013-2014 წწ. ფონდი ღია საზოგადოება (OSF-GFGP- Global Faculty Grants Program – research/publications Grant) № IN2013-05147 ახალი ევროპის შექმნა - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ევროპეიზაცია ინდივიდუალური გრანტი / მკვლევარი თანამშრომლობა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან: (უცხოეთის უნივერსიტეტებთან/სამეცნიერო ცენტრთან ერთობლივ სასწავლო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა, მივლინება/სტიპენდია/სტაჟირება და სხვ.) თანამშრომლობის ფორმა წევრი უნივერსიტეტის / სამეცნიერო ცენტრის დასახელება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სახელობის ადამიანის უსაფრთხოების კათედრა პროფ. მანუელ ან სამეცნიერო დაწყებისა და დასრულების თარიღი ბალბეს 2021 წლის ნოემბრიდან დღემდე მკვლევარი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფი „თავისუფლება, დემოკრატია და სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია“ 2011 წლიდან დღემდე კოორდინატორი სახელმწიფოთა კონსტიტუციური ტრანსფორმაციის შემსწავლელი უნივერსიტეტთაშორისი ქსელი (იტალიის სალენტოსა და ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტები, ესპანეთის ― სევილიის, კადისის და ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტები, კოლუმბიის ბარანკიის უნივერსიტეტი და თსუ) 2015 წლიდან დღემდე მოწვეული ლექტორი გრანადის უნივერსიტეტი, ერაზმუსის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში მიმდინარე მოწვეული ლექტორი სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, პერსონალის მობილობის ფარგლებში მკვლევარი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი, საჯარო ისტორიულ-იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი მოწვეული ლექტორი ლა კორუნიას უნივერსიტეტი, მობილობის ფარგლებში მოწვეული ლექტორი ერაზმუსის აკადემიური და 2019 წლის 24 ივლისი 20 აგვისტო პერსონალის 2018 წლის მაისი ფონდი ღია საზოგადოება ― Hesp ReSet, OSI, International Regional Project “Eternal Capitals” Log-In ID: 40020278 Project Code: E1106 Project Name: ReSET 2009/Conception of Eternal Capitals-From Ancient Cosmopolitan Cities to Modern Megapolises, სტამბოლი, თურქეთი 2010 წლის 1-14 აგვისტო ერაზმუსის -8- სამართლისა 2021 წლის 2127 ნოემბერი აკადემიური მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განვითარებისა და საერთაშორისო კოოპერაციის ესპანური სააგენტო. პოსტ-სადოქტორო სტიპენდია. ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და ისტორიულიურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი. 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 1 სექტემბრამდე სხვა სახის აქტივობა: (მიღწევები, გამოცდილება, დამსახურება, ენების ცოდნა და სხვ.) № აქტივობის დასახელება 1. ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ექსტრაორდინალური დოქტორის წოდება გამორჩეული სადოქტორო კარიერისათვის (2020 წ.) 2. ესპანურ-ქართული მულტილინგვისტური იურიდიული ლექსიკონის ავტორი: <www.glosario-mjp.com> 4. ენების ცოდნა: ესპანური ― C2; ინგლისური ― B1; რუსული ― C1; კატალონიური ― B1. № დამატებითი ინფორმაცია 1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს წევრი. 2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ელექტრონული მედია ცენტრის სარედაქციო საბჭოს წევრი. 3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალის“ სარედაქციო საბჭოს წევრი. 4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წევრი. -9- უნივერსიტეტის პუბლიცისტიკისა და 2022 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განვითარებისა და ეფექტიანობის გაზრდის ზოგადი ხედვა და სამოტივაციო წერილი ლელა ჯანაშვილი სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი სამართლის დოქტორი, ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განვითარებისა და ეფექტიანობის გაზრდის ზოგადი ხედვა სამართლებრივი ღირებულებაა საერთშორისო სახელმწიფოს ინსტიტუციური სტრუქტურა მნიშვნელოვანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად როგორც ეროვნულ, ისე დონეზე. თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყანაში დემოკრატიული სამართლებრივი რეჟიმის შენარჩუნება და კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, პიროვნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, რომელიც სრულად ამოქმედდა 2016 წლის 1 ივლისს, ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავების მექანიზმებს სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის: - საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა. დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ერთგულება და გავრცელება; - საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება შესაბამის სფეროებში, მათ შიდასახელმწიფოებრივი რეფორმა, საერთაშორისო მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობა, რეგიონალური სტაბილურობა და სხვა. - შორის განადგურების მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, მათ შორის საზღვრის მართვის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება, ფულის გათეთრების, ტერორიზმის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის, ორგანიზებული დანაშაულისა და ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა. უსაფრთხოების უზრუნველყოფამ არ უნდა შეზღუდოს ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული პრინციპის დაცვა ახალი დემოკრატიის სახელმწიფოებისათვის. უსაფრთხოების სათავეში დგას პიროვნება. ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, ამასთან, მას უნდა ჰქონდეს პრევენციული, ინტეგრირებული და მყარი ხასიათი. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საჭიროებს სახელმწიფო სტრუქტურათა ტრანსფორმაციას, რაც გამოწვეულია ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის აუცილებლობით. ამასთან, გლობალური პანდემიის შედეგად, მსოფლიო მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დადგა, ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოთა ადაპტირება შექმნილ რეალობასთან მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით განმტკიცებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ― ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, საჭიროებს ძირეულ ინსტიტუციონალურ უზრუნველყოფას, რომელიც უნდა განხორციელდეს ხელისუფლების დანაწილების, სამართლის, კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის, სამართლებრივი უსაფრთხოების, სასამართლოს დაცვის გარანტიის, საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ინდივიდუალურ თავისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევის თანაზომიერების ელემენტებთან ერთად. ქვეყნის ძირითადი კანონით გათვალისწინებული ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, როგორც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე დოქტრინის შესაბამისად, მოითხოვს ძირითადი უფლებების დაცვას არა მარტო სახელმწიფოს მეშვეობით, არამედ მის დაცვას სახელმწიფოსაგანაც. სწორედ ადამიანის ძირითადი უფლებების ინსტიტუციონალური უზრუნველყოფის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირება, რათა პერსონალური მონაცემების დამუშავებისას უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებითა და შემდგომი საკანონმდებლო ნოვაციებით საქართველო მიუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, ცხადია, უნდა გაგრძელდეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელიც საქმიანობის განსახორციელებლად ხელმძღვანელობს ქვეყნის ძირითადი კანონით, საერთშორისო ხელშეკრულებებისა და საერთშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით, კანონიერების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, დამოუკიდებლობისა მიუკერძოებლობის, და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, პროფესიონალიზმის, [1] ობიექტურობის, საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპებით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საჭიროებს გაძლიერებას, რათა მან ეფექტიანად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები. აღნიშნული უნდა განხორციელდეს რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, სამსახურის ეფექტიანად ფუნქციონირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი მუდმივი გადამზადება და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, სამსახურის სტრუქტურის განვითარება. სამსახურმა ეფექტიანი დახმარება უნდა გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და სახელმწიფო ორგანოებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, ადამიანის ძირითად უფლებათა უზრუნველსაყოფად. კანონიერების, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონტროლის ძირითადი ორიენტირი საჯაროსამართლებრივი ინტერესის განხორციელებასა და საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას წარმოადგენს. აღნიშნული მიიღწევა კანონის უზენაესობის, პერსონალური მონაცემის დამუშავების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვით, მისი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ზედამხედველობით და ამ პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა სახელმწიფოს მონაწილეობით. პრიორიტეტია დემოკრატიული კონსტიტუციით და სამართლებრივი განსაზღვრული ლეგიტიმური ინტერესისა და მიზნის თანაზომიერი სამართლებრივი მექანიზმების განვითარება და მათი დახვეწა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგის ფუნდამენტურ პრინციპს დამოუკიდებელი, ობიექტური საზედამხედველო ორგანოს ფუნქციონირება და საამისოდ ადეკვატური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმების დანერგვა წარმოადგენს. ამ პროცესის განუყრელი ნაწილია საზოგადოებრივი ცნობიერებისა და მართლშეგნების ამაღლება, კვალიფიციური კონსულტირება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ ინსტრუმენტთა ეფექტიანი რეალიზაცია, შესაძლო დარღვევაზე დროული რეაგირებაა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის წინაპირობას მისი მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, სამოქალაქო საზოგადოების წინაშე მისი ანგარიშვალდებულების გამყარება და განმტკიცება ქმნის. სწორედ ამ მიმართულებით მესახება პერსონალურ [2] მონაცემთა დაცვის სამსახურის განვითარება და დღემდე არსებული მნიშვნელოვანი გამოცდილების გათვალისწინება თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურა წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვან გამოწვევას, განსაკუთრებით დღეს, გლობალიზაციისა და მზარდი ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში. აღნიშნული გამოწვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაც გამოწვეულ იქნა მსოფლიო პანდემიით, როდესაც ინტერნეტ სივრცის გამოყენებამ შეიძინა არნახული მასშტაბი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობის უმრავლეს სფეროებში. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესი, პროცედურები, მეთოდოლოგია და ვადები. მნიშვნელოვანია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გეგმური ინსპექტირების ჩატარების წესის და ზოგადად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საზოგადოებისა და მონაცემთა დამმუშავებლებისთვის. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ჩემი ხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. საზოგადოებაში პირადი ცხოვრების პატივისცემის კულტურის დამკვიდრება ამ სამსახურის მისიის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. შესაბამისად, მოქალაქეთა ინფორმირება პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობისა და თანმხლები რისკების შესახებ, ჩემი არჩევის შემთხვევაში, იქნება სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. დაიგეგმება და განხორციელდება პროექტები, ღონისძიებები და აქტივობები ამ მიმართულებით. 1995 წელს ევროპის კავშირის მიერ მიღებულ იქნა დირექტივა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“,1 რომელიც ჩანაცვლდა 2016 წელს მიღებული და 2018 წლიდან ამოქმედებული „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით“. იგი განსაზღვრავს მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს პასუხისმგებლობის ფარგლებს, მონაცემთა დამუშავების პროცესის რეგულაციასთან შესაბამისობის მონიტორინგს.2 საზედამხედველო 1 ორგანო დამოუკიდებლად, Directive 95/46/EC of the European Parliament and of the Council of 24 October 1995 on the Protection of Individuals with Regard to the Processing of Personal Data and on the Free Movement of Such Data. 2 მუხლი 51, Regulation (EU) 2016/679 of the European Parliament and of the Council of 27 April 2016 on the Protection of Natural Persons with Regard to the Processing of Personal Data and on the Free Movement of Such Data, and repealing Directive 95/46/EC (General Data Protection Regulation). [3] მიუკერძოებლად ახორციელებს უფლებამოსილებას.3 მის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს: მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება; არსებული რისკებისა და გამოწვევების ობიექტური, სამართლიანი შეფასება; მონაცემთა დამუშავების პროცესში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით სამართლებრივი ინსტრუმენტების დახვეწის/განვრცობის შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.4 ამასთან, სამსახური მოითხოვს ორგანიზაციულ და სტრუქტურულ დახვეწას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების ეფექტიანად განსახორციელებლად ესაჭიროება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება. სამსახურის სპეციფიკა მოითხოვს სამეცნიერო კვლევის ფართო პროფილსა და საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას, რაც ხელმძღვანელს მისცემს ინტეგრალური მართვის განხორციელების შესაძლებლობას. ცხადია, საგულისხმოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის „20172021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია“6, თუმცა თანამედროვე რეალობისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განვითარებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის მიზანშეწონილად მესახება: 1. ეროვნული სამართლის ევროპეიზაციისა და ევროპის კავშირის სამომავლო საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ და მის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებათა მომწესრიგებელი კანონმდებლობის დახვეწა/სრულყოფა შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებებისა და ინიციატივის მომზადებით; ინტერნაციონალიზაცია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განვითარება ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოთა და სხვა პარტნიორი ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილების გაზიარებითა და ინტეგრაციით. 3 იქვე, მუხლი 52. იქვე, მუხლები 57, 58. 5 იხ. განმარტებითი ბარათი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, <https://parliament.ge/legislation/23326> [30.01.2022]. 6 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარეის სტრატეგია, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“, UNDP, „ადამიანის უფლებები ყველასათვის“, <https://personaldata.ge/cdn/2019/01/strategy-1.pdf> [30.01.2022]. 4 [4] 2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური განვითარება კვალიფიციური კადრის მოზიდვით, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი გადასამზადებელი პროგრამების დანერგვით, მონაცემთა დაცვისა და დამუშავების კანონიერების შეფასების კვლევის მეთოდოლოგიის დახვეწით. 3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური რეპუტაციის გამყარება ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეთიკურ ვალდებულებათა განმსაზღვრელი ქცევის კოდექსის შემუშავებითა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვით. 4. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმისაწვდომობის გამარტივებით, საჯარო თუ კერძო სექტორში მონაცემთა დაცვა/დამუშავების შესახებ არსებული რეკომენდაციების განვრცობითა და (მაგ.: ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, სახელმწიფო/საჯარო უწყებებთან და კერძო სექტორთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მასობრივი კომუნიკაციის წარმომადგენლებთან) შევსებით, სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობის ფარგლებში საზოგადოებრივი ცნობიერებისა და მართლშეგნების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებათა ორგანიზებით.  პე რ სონალურ ი მოტივ აცი ა პირველი სადოქტორო საკვალიფიკაციო ნაშრომის დაცვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ტერიტორიული მოწყობის პრობლემატიკას, დავინტერესდი უსაფრთხოების საკითხებით. 2009 წელს მოვიპოვე ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორწლიანი პოსტსადოქტორო კვლევითი სტიპენდია ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის გამოცდილებამ უსაფრთხოებისა გადამაწყვეტინა, და პრევენციის გამეგრძელებინა სკოლაში. კვლევითი მიღებულმა საქმიანობა და ჩავირიცხე ადამიანის უსაფრთხოებისა და გლობალური სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. იგი ითვალისწინებდა ადამიანის უსაფრთხოების ძალიან ბევრ ასპექტს, მათ შორის, პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2011 წლიდან დღემდე ვარ ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის „თავისუფლება, დემოკრატია და სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია“ წევრი. მოგვიანებით, 2014 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი „ესპანური აღმასრულებელ დირექტორად სამართლის დავინიშნე [5] შესწავლის (ინსტიტუტი შეიქმნა ინსტიტუტის“ ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომლის უნივერსიტეტის აკადემიური დირექტორია ბარსელონის ავტონომიური კონსტიტუციური სამართლის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი). ასევე, ვარ „თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს ტრანსფორმაციის კვლევის“ უნივერსიტეტთაშორისი ქსელის კოორდინატორი (რომელშიც მონაწილეობს 7 უნივერსიტეტი: იტალიის სალენტოსა და ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტები, ესპანეთის ― სევილიის, კადისისა და ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტები, კოლუმბიის ბარანკიის უნივერსიტეტი და თსუ), რაც კომპარატივისტული სამართლებრივი კვლევების განხორციელების სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ამასთან, 2021 წლის ნოემბერდან არჩეული ვარ ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორ მანუელ ბალბეს სახელობის ადამიანის უსაფრთხოების კათედრის წევრად (კათედრა ფუნქციონირებს, როგორც სამეცნიერო-კვლევითი ერთეული და ახორციელებს კვლევებს ადამიანის უსაფრთხოების სფეროში). 2019 წლის 21 მარტს დავიცავი მეორე სადოქტორო დისერტაცია ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ადამიანის უსაფრთხოებისა და გლობალური სამართლის სადოქტორო პროგრამაზე თემით „ადამიანებით ვაჭრობა ― ოცდამეერთე საუკუნის მონობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პრევენცია“ უმაღლესი შეფასებით. სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საჯარო სამართლისა და ისტორიულიურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტისა და ამავე უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და პრევენციის სკოლის მიერ. 2020 წლის ივლისში მომენიჭა ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ექსტრაორდინალური დოქტორის წოდება გამორჩეული სადოქტორო კარიერისათვის. 2022 წლის პირველი თებერვლიდან ერთი სემესტრის განმავლობაში მიწვეული ვარ ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე „ევროპის კავშირის სამართლის“ სასწავლო კურსის ლექტორად. დღეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ვფიქრობ, სამეცნიერო და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარება, გავუწიო ღირსეული ხელმძღვანელობა სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და განმტკიცების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. /ლ. ჯანაშვილი/ 31 იანვარი, 2022 [6] პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ თანხმობა თანახმა ვარ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად არჩევის შემთხვევაში დავიკავო აღნიშნული თანამდებობა. ლელა ჯანაშვილი 31.01.2022 თანხმობა, კანდიდატის არჩევის პროცესში მონაწილე თანამდებობის პირების/ორგანოს მხდრიდან კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტის მოიძიება/გადამოწმების თაობაზე თანახმა ვარ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობდაზე არჩევის პროცესში მოძიებულ/გადამოწმებულ იქნეს ჩემ შესახებ საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტი. ლელა ჯანაშვილი 31.01.2022 წარდგენილი ან სამსახურის უფროსის არჩევის მიზნისთვის მოძიებული ინფორმაციისა და დოკუმენტების გასაჯაროებაზე თანხმობა თანახმა ვარ, ჩემ მიერ წარდგენილი ან სამსახურის უფროსის არჩევის მიზნისთვის მოძიებული ინფორმაციისა და დოკუმენტების გასაჯაროებაზე. ლელა ჯანაშვილი 31.01.2022