სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილი ემზარ გაგნიძის არჩევის საკითხი

წარდგინება მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.02.2022
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნომერი
#07-2/122/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-02-15

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1678/22 14-02-2022 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს და განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-2/122; 07.02.2022). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დანართი: 2 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1676/22 14-02-2022 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურების შესახებ (N07-2/122; 07.02.2022) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს და განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-2/122; 07.02.2022). I. ზოგადი მიმოხილვა 2022 წლის 7 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტს, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები. 2022 წლის 7 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ბიურომ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევის საკითხის განმხილველ კომიტეტად. 2022 წლის 14 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, განიხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის აღნიშნული კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და მოუსმინა კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე. II. კომიტეტის შეფასება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.“ აღნიშნული კანონისმიერი მოთხოვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტაცია ორივე კანდიდატის მიერ სრულად იქნა წარმოდგენილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისა და კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ კენჭი უყარა თითოეულ კანდიდატს. კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები: ა) ემზარ გაგნიძე − 10 ხმა (კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა); ბ) კარლო კაციტაძე − 10 ხმა (კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა). III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს, განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-2/122; 07.02.2022) და ჩატარებული კენჭისყრის შედეგად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად რეკომენდაცია გაუწია ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებს. ამასთანავე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი კანდიდატებისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე კენჭისყრა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
ინფორმაცია
N68785: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი (31.01.2022) ემზარი გაგნიძე მობილური: 591926291 ელ-ფოსტა egagnidze@pog.gov.ge ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი დაბადების თარიღი: 03.07.1990 განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, 09.2013 02.2020 იურისტი, იურიდიული მაგისტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, 09.2008 07.2012 იურისტი, იურიდიული ბაკალავრი, მიმაგრებული ფაილი სამუშაო გამოცდილება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე, საქართველოს პროკურატურა, 08.2021 - - დღემდე (6 თვე - 0 წელი და 6 თვე) მოვალეობები: წამოსვლის მიზეზი: მენეჯერული ფუნქციების განხორციელება (ზედამხედველობა დაქვემდებარებული დანაყოფის საქმიანობაზე) დღემდე, მიმაგრებული ფაილი ქუთაისის რაიონული პროკურორი, საქართველოს პროკურატურა, 04.2020 - 08.2021 (16 თვე - 1 წელი და 4 თვე) მოვალეობები: წამოსვლის მიზეზი: მენეჯერული ფუნქციების განხორციელება (ზედამხედველობა დაქვემდებარებული დანაყოფის საქმიანობაზე) იმავე უწყებაში სხვა პოზიციაზე გადასვლა (თანამდებობრივი დაწინაურება) პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა, 03.2015 - 04.2020 (61 თვე - 5 წელი და 1 თვე) მოვალეობები: წამოსვლის მიზეზი: სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. იმავე უწყებაში სხვა პოზიციაზე გადასვლა (თანამდებობრივი დაწინაურება) პროკურორი, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა, 02.2015 03.2015 (1 თვე - 0 წელი და 1 თვე) მოვალეობები: წამოსვლის მიზეზი: სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. სხვა ქვედანაყოფში გადასვლა სტაჟიორ-პროკურორი, ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა, 06.2014 - 09.2014 (3 თვე - 0 წელი და 3 თვე) მოვალეობები: წამოსვლის მიზეზი: სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. სხვა ქვედანაყოფში გადასვლა სტაჟიორ-პროკურორი, საქართველოს პროკურატურა, ქ.თბილისის პროკურატურა, 09.2013 - 06.2014 (9 თვე - 0 წელი და 9 თვე) მოვალეობები: წამოსვლის მიზეზი: სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. სხვა ქვედანაყოფში გადასვლა სრული სტაჟი 96 თვე (8 წელი და 0 თვე) ენები ინგლისური (მეტყველება: B2, წერა: B2) კომპიუტერული პროგრამები Windows (ძალიან კარგი), Microsoft Office Word (ძალიან კარგი), Microsoft Office Excel ( ძალიან კარგი), Microsoft Office PowerPoint (კარგი), ნაშრომები, პუბლიკაციები სამეცნიერო კონფერენცია, 04.2012შეჯიბრებითობის პრინციპი სისხლის სამართლის პროცესში, , ატვირთული ფაილი დამატებითი ინფორმაცია სასურველი ხელფასი: 0 ვარ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჩატარებული 2011 წლის სამართლებრივი ოლიმპიადის გამარჯვებული, 2011 წლის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩემპიონატის გამარჯვებული,სტუდენტური და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და გამარჯვებული. ვიყავი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვის პროექტის მონაწილე და სამუშაო კვლევითი ჯგუფის წევრი. აგრეთვე ვარ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2011-2012 სასწავლო წლის სტიპენდიანტი. დამატებითი დოკუმენტები ბაკალავრის დიპლომის დამოწმებული ასლი პირადობის მოწმობა სივი თანხმობა გ - ქვ. თანხმობა დ - ქვ. თანხმობა ი - ქვ. სამოტივაციო წერილი - ე. გაგნიძე ცნობა ნასამართლობის შესახებ ცნობა სამსახურიდან -ემზარ გაგნიძე სამოტივაციო წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მე, ემზარ გაგნიძე, დაინტერესებული ვარ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ვაკანსიით. ხსენებული ვაკანსია გამოქვეყნებული იყო სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე - hr.gov.ge. აღნიშნული ვაკანსია ჩემთვის საინტერესოა განსახორციელებელი საქმიანობის სპეციფიკისა და ანალოგიურ სფეროში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე. 2013 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში (მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე) და 8 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოს საქმიანობაზე ვახორციელებ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. აქვე აღსანიშნავია, რომ 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროს პროკურორად და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ვახორცილებდი მოხელეთა (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების) მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. კერძოდ, უნდა აღინიშნოს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და წამების საქმეები, რომელთა გამოძიებასაც პირადად ვკურირებდი და სასამართლოში მხარს ვუჭერდი სახელმწიფო ბრალდებას. გარდა ამისა, ამჟამადაც, დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, ვზედამხედველობ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოსა და რაიონული პროკურატურების საქმიანობას. უშუალო შეხება მაქვს მოხელეთა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და კარგად ვიცნობ ყველა იმ დანაშაულის სპეციფიკას, რომლებზე გამოძიების უფლებამოსილებაც ენიჭება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ხსენებული დანაშაულების გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამსახურის ეფექტიანობას. სწორედ აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კანდიდატურის წარდგენა. საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდში მუდმივად ორიენტირებული ვარ პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც გამოიხატება არაერთ სასწავლო ტრენინგში მონაწილეობით როგორც მსმენელის, ასევე ტრენერის სტატუსით. 2020 წლიდან ვსაქმიანობ მენეჯერულ პოზიციებზე (ქუთაისის რაიონული პროკურორი, ამჟამად კი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე) და როგორც მენეჯერი, გუნდთან ერთად ეფექტიანად ვახორციელებ დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას. მე, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატს, მყარად მაქვს გააზრებული დასახელებული თანამდებობის მნიშვნელობა და არჩევის შემთხვევაში მზად ვარ ახალ გამოწვევას ღირსეულად შევხვდე. აღნიშნული გულისხმობს როგორც „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციების აღსრულებასა და დაცვას, ასევე ხსენებულ სამსახურში კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებლობის პრინციპის განმტკიცებასა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად არჩევის შემთხვევაში, ჩემი დღის წესრიგი იქნება სამსახურის განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდაზე მუშაობა. კერძოდ, სამსახურის შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირებისა და მიმართვიანობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს სამსახურის ცნობადობისა და სანდოობის გაზრდას. გარდა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილებისა, გამოცხადებული თანამდებობის დასაკავებლად ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება, რადგან კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით სამსახურის ხელმძღვანელს მოუწევს საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით საზოგადოების ინფორმირება. აღნიშნული მიმართულებითაც მაქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება. კერძოდ, წლების განმავლობაში, როგორც სპიკერ პროკურორს, არაერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მქონია მედიასთან შეხება. ზემოაღნიშნული გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო გამოცხადებულ ვაკანსიაზე. იმედი მაქვს, დაინტერესდებით ჩემი კანდიდატურით და მომეცემა შესაძლებლობა, გასაუბრების ეტაპზე სრულყოფილად წარმოვაჩინო დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. პატივისცემით, ემზარ გაგნიძე / / 31.01.2022 წ. მობ.: 591 92 62 91 ელ. ფოსტა.: egagnidze@pog.gov.ge ოჯახის წევრები დედა, ქეთევან ბეჟანიშვილი, 23.01.1959, საქართველო, ყვარელი, ექთანი მამა, ემზარი გაგნიძე, 25.08.1954, საქართველო, ყვარელი, მძღოლი და, ლელა გაგნიძე, 01.04.1981, საქართველო, თბილისი, მასწავლებელი ძმა, ლერი გაგნიძე, 17.03.1984, საქართველო, ყვარელი, საკონტაქტო ინფორმაცია მამის სახელი: ემზარი სქესი: მამრობითი მოქალაქეობა: საქართველო დაბადების ადგილი: ყვარელი სამხედრო ვალდებულება: არასამხედრო ვალდებული პირადი ნომერი: 45001027480 სერია: 13IB44115 ფაქტობრივი მისამართი: წმინდა ნინოს ქუჩა #1/13, ქუთაისი, საქართველო რეგისტრაციის მისამართი: ი. ნონეშვილის #42, ყვარელი, საქართველო თქვენი ორგანიზაციის ვაკანსიებზე გაკეთებული განაცხადები ვაკანსია სტატუსი 68785 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი არქივირებული შეფასება გასაუბრებაზე დაბარება(307) 2022-0202 22:21 წარმატებული(43) 2022-02-04 22:37 კომენტარი egagnidze@pog.gov.ge +995 591 92 62 91 ემზარ გაგნიძე დაბადების თარიღი:1990 წლის 3 ივლისი შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები • სამართლებრივი დოკუმენტების სწრაფი და საფუძვლიანი მომზადება; • სწრაფი მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; • კომუნიკაბელურობა და ეფექტური კომუნიკაცია; • საოფისე და სპეციალური კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. პროფესიული ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო გამოცდილება ხელმძღვანელობის განყოფილება 2013 წლის 17 სექტემბრიდან - 2014 წლის 17 ივნისამდე ძირითადი მოვალეობანი: საპატრულო პოლიციის წარმოებაში არსებულ საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სასამართლოში. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა 2014 წლის 17 ივნისიდან - 2014 წლის 18 სექტემბრამდე ძირითადი მოვალეობანი: პოლიციის წარმოებაში საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობა და არსებულ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სასამართლოში. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა 2015 წლის 01 თებერვლიდან - 2015 წლის 09 მარტამდე ძირითადი მოვალეობანი: პოლიციის წარმოებაში საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობა და არსებულ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სასამართლოში. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი 2015 წლის 09 მარტიდან - 2020 წლის 13 იანვრამდე. ძირითადი მოვალეობანი: საჯარო მოხელეთა და მეწარმეთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება, რომელიც მოიცავს კანონდარღვევებს სამართლის სხვადასხვა სფეროში. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი პროკურორი 2020 წლის 13 იანვრიდან - 2020 წლის 28 აპრილამდე. ძირითადი მოვალეობანი: საჯარო მოხელეთა და მეწარმეთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება, რომელიც მოიცავს კანონდარღვევებს სამართლის სხვადასხვა სფეროში. ქუთაისის რაიონული პროკურორი 2020 წლის 28 აპრილიდან 2021 წლის 25 აგვისტომდე. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე 2021 წლის 25 აგვისტოდან დღემდე. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მიწვეული ლექტორი - საგანი: „საპროცესო დოკუმენტების შედგენის სპეციფიკა სისხლის სამართლის პროცესში“ 2019 წლის სექტემბრიდან - 2020 წლის მარტამდე. განათლება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, 2008-2012 წ. (ბაკალავრიატი) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის მაგისტრი. 2020 წ. (წარჩინებით) სერთიფიკატები ადვოკატთა საატესტაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 2013 წ. ნაფიც მსაჯულთა უნარების ტრენინგი 2017 წ. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სპეციალიზირებული კურსი 2018 წ. ეფექტური უნარ - ჩვევები მედიასთან ურთიერთობისას ტრენინგი იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები საქართველოს პროკურატურის სპიკერებისთვის 2019 წ. ეფექტიანი კომუნიკაციის ტრენინგი 2015 წ. პერსონალური მონაცემების დაცვა და ინფორმაციის თავისუფლება 2015 წ. ეფექტური კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლა 2015 წ. ანტიდისკრიმინაციული საკითხები 2015 წ. აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთება ეროვნული კანონმდებლობისა Page 2 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით 2015 წ. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება 2016 წ. ეფექტური საჯარო გამოსვლა 2016 წ. ემზარ გაგნიძე ეფექტიანი კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლა 2016 წ. ეთიკის ნორმები 2016 წ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - ევროპული სტანდარტები 2016 წ. წინასასამართლო სხდომის აქტუალური საკითხები 2016 წ. დაკითხვის/გამოკითხვის წესზე საკანონმდებლოს სიახლეების მიმოხილვა 2016 წ. ნაფიც მსაჯულთა უნარების ტრენინგი 2017 წ. სიცოცხლის უფლება 2017 წ. სამართლებრივი წერა(იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება) 2017 წ. პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება 2017 წ. პროკურატურის მუშაკთა ეთიკისა და ინტერესთა შეუთავსებლობის თემაზე 2017 წ. სამუშაო შეხვედრა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ამერიკელ მოსამართლეებთან და პროკურორებთან 2018 წ. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის 2018 წ. სპეციალიზირებული კურსი ეფექტური უნარ - ჩვევები მედიასთან ურთიერთობისას ტრენინგი საქართველოს პროკურატურის სპიკერებისთვის 2019 წ. ტრენინგი „ორგანიზაციის მართვა“ პროკურატურის სისტემის მენეჯერებისთვის 2021 წ. ტრენინგი „ლიდერობასა და მენეჯმენტში“ საქართველოს პროკურატურის მენეჯერებისთვის ენები Page 3 • ქართული (მშობლიური) • ინგლისური (კარგად) 2021 წ. ემზარ გაგნიძე