სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილი კარლო კაციტაძის არჩევის საკითხი

წარდგინება მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.02.2022
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნომერი
#07-2/122/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-02-15

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1678/22 14-02-2022 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს და განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-2/122; 07.02.2022). გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დანართი: 2 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1676/22 14-02-2022 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურების შესახებ (N07-2/122; 07.02.2022) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს და განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-2/122; 07.02.2022). I. ზოგადი მიმოხილვა 2022 წლის 7 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტს, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები. 2022 წლის 7 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ბიურომ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევის საკითხის განმხილველ კომიტეტად. 2022 წლის 14 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, განიხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის აღნიშნული კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი და მოუსმინა კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე. II. კომიტეტის შეფასება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.“ აღნიშნული კანონისმიერი მოთხოვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტაცია ორივე კანდიდატის მიერ სრულად იქნა წარმოდგენილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისა და კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენის შემდეგ კენჭი უყარა თითოეულ კანდიდატს. კენჭისყრის შედეგად კანდიდატებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის ხმები: ა) ემზარ გაგნიძე − 10 ხმა (კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა); ბ) კარლო კაციტაძე − 10 ხმა (კანდიდატმა მოიპოვა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა). III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს − ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს, განიხილა მათი კანდიდატურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი (N07-2/122; 07.02.2022) და ჩატარებული კენჭისყრის შედეგად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად რეკომენდაცია გაუწია ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებს. ამასთანავე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი კანდიდატებისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე კენჭისყრა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი
ინფორმაცია
N68785: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი (31.01.2022) კარლო კაციტაძე მობილური: 577222445 ელ-ფოსტა kkatsitadze@pog.gov.ge ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული დაბადების თარიღი: 22.04.1986 განათლება თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, საქართველო, 09.2007 - 06.2010 სამართალმცოდნე, იურიდიული მაგისტრანტი, მიმაგრებული ფაილი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, საქართველო, 09.2003 - 12.2007 სამართალმცოდნე, იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრი, მიმაგრებული ფაილი სამუშაო გამოცდილება საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პროკურატურა, 11.2019 - - დღემდე (27 თვე - 2 წელი და 3 თვე) მოვალეობები: , მიმაგრებული ფაილი სრული სტაჟი 27 თვე (2 წელი და 3 თვე) ენები ქართული (მეტყველება: C2, წერა: C2) ინგლისური (მეტყველება: B2, წერა: B1) დამატებითი დოკუმენტები ნასამართლობის ცნობა განცხადება 1 განცხადება 2 განცხადება 3 ცნობა ნამსახურობა ბაკალავრი მაგისტრი პირადობა სამოტივაციო წერილი დაინტერესებული ვარ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობით. ინტერესი, აღნიშნული პოზიციის მიმართ, გამოწვეულია ჩემი როგორც იურისტის პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლის და საკუთარი გამოცდილების ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს განვითარების სურვილით. აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება ჩემთვის იქნება ახალი გამოწვევა, წინგადადგმული ნაბიჯი და შესაძლებლობა საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით წვლილი შევიტანო სამსახურის განვითარებასა და გამართულ ფუნციონირებაში. მხედველობაში ვიღებ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის წარდგენილ ძირითად მოთხოვნებს და ვფიქრობ ჩემი განვლილი პროფესიული საქმიანობა, დაგროვილი გამოცდილება, პროფესიული უნარჩვევები და პიროვნული თვისებები შესაფერისია ამ ვაკანსიისთვის. 2012 წლიდან დღემდე, ჩემი სამსახურებრივი საქმიანობა დაკავშირებულია სამოხელეო დანაშაულის გამოძიებასა და ხსენებული კატეგორიის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელებასთან. აღნიშნული ფუნქციების შესრულების დროს ვიყავი თავდაპირველად რიგითი გამომძიებელის, ხოლო შემდგომ კი მენეჯერულ პოზიციაზე წარმოდგენილი. შესაბამისად, როგორც უშუალოდ ვიძიებდი, ასევე ორგანიზებას ვუწევდი მითითებული ტიპის საქმეებზე ეფექტური გამოძიების წარმოების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების განხორცილების პროცესს. სამოხელეო დანაშაულზე მუშაობის პარალელურად, აქტიურად ვიყავი ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის გზით უშუალოდ წარვმართავდი 2012 წლამდე დაზარალებულთა დარღვეული უფლებების აღდგენის სამართლებრივ პროცესს. დეპარტამენტის მუშაობის შედეგად გახსნილ იქნა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის 180 ერთეულამდე ფაქტი, ძალადობის და არასათანადო მოპყრობის 20 ფაქტი, მხილებულ იქნა 45 საჯარო მოხელე (მათ შორის იყო თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები, ყოფილი გენერალური პროკურორი და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები). დაზარალებულად ცნობილ იქნა 256 მოქალაქე, რომელთაც პროკურატურის გადაწყვეტილებით დაუბრუნდათ 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება, რომელთა შორის იყო: უკანონოდ ჩამორთმეული ა/მანქანები, ოქროს ნივთები, საცხოვრებელი ბინები და კომერციული ფართები, სასტუმროები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი და სხვა უძრავი და მოძრავი ქონება. ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობის პროცესში, ჩემი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა და განხორციელდა 2012 წლამდე პერიოდში უკანონოდ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მექანიზმი. აღნიშნული პროცესის შედეგად, ჩემი ხელმძღვანელობით 70 მსჯავრდებულის საქმე გადაისინჯა, მიემართა სასამართლოს მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანის მოთხოვნით, პროკურატურის შუამდგომლობები ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდა, რაც გახდა საფუძველი დაზარალებულთა დარღვეული უფლებების აღდგენის და მათი სრული რეაბილიტაციის. მათ შორის აღსანიშნავია, რომ 18 მსჯავრდებული ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭების დღიდან, ვარ პროკურატურაში შექმნილი იმ დეპარტამენტის უფროსი, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას უწევს, სისხლისსამართლებრივ დევნას და სახელმწიფო ბრალდებას ახორციელებს მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. კერძოდ, საპროცესო ხელმძღვანელობა განვახორციელეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ 600-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე, 71 საქმეზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო და 12 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ჩვენს მიერ სასამართლოში წარმართულ ყველა საქმეზე, ეფექტურად განხორციელებული სახელმწიფო ბრალდების შედეგად დადგა გამატყუნებელი განაჩენი, რომელთა შორის აღსანიშნავია ე.წ. ,,ჯარისკაცების საქმე“, სადაც ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი ბრალდებულის მიმართ. სწორედ დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე ყოფნა მაძლევს უპირატესობას ვიცნობდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და შემდგომში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას დეტალებში, მათ გამოწვევებს, მიზნებს და მათი განხორციელების გზებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ზემოთნახსენები პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვებები, დაგროვილი გამოცდილება, წარმოდგენილი ხედვა და სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ჩემი კანდიდატურა განხილულ იქნას შემოთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობაზე. პატივისცემით, ოჯახის წევრები მეუღლე, ანა ბაქარაძე, 15.03.1994, , თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 3ამთავარი იურისტი შვილი, გაბრიელ კაციტაძე, 27.01.2018, , თბილისი, შვილი, თათა კაციტაძე, 07.11.2020, , , საკონტაქტო ინფორმაცია მამის სახელი: ზაზა სქესი: მამრობითი მოქალაქეობა: საქართველო დაბადების ადგილი: თბილისი პირადი ნომერი: 01009017815 ფაქტობრივი მისამართი: ალ.ყაზბეგის 3ა, ბინა 49ა, თბილისი, საქართველო რეგისტრაციის მისამართი: ალ.ყაზბეგის 3 ა, თბილისი, საქართველო თქვენი ორგანიზაციის ვაკანსიებზე გაკეთებული განაცხადები ვაკანსია სტატუსი 68785 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი არქივირებული შეფასება გასაუბრებაზე დაბარება(307) 2022-0202 22:21 წარმატებული(43) 2022-02-04 22:37 კომენტარი სახელი გვარი კარლო კაციტაძე პირადი მონაცემები დაბადების თარიღი 22.04.1986 დაბადების ადგილი ქ. თბილისი საცხოვრებელი ადგილი ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 3ა, ბინა N49ა განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) 2007 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრი) 2010 სამუშაო გამოცდილება საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი 01.11.2019-დღემდე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 16.12.2018-01.11.2019 საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს მთავარი პროკურატურის 01.03.2015-16.12.2018 საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი (პირველი კატეგორია) 13.07.2013-01.03.2015 საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულსამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი (პირველი კატეგორია) 22.03.2013-13.07.2013 საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი (პირველი კატეგორია) 18.03.2013-22.03.2013 საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი საქართველოს მთავარი პროკურატურის 21.12.2012-18.03.2013 ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი 29.02.2012-21.12.2012 შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი 31.01.2009-29.02.2012 ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორი 03.12.2007-04.12.2008 ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სპეციალისტი (შტატგარეშე მოსამსახურე) 02.11.2007-03.12. 2007 წოდება იუსტიციის უფროსი მრჩეველი - 23.04.2020წ. იუსტიციის მრჩეველი - 25.05.2017წ. წახალისება ვადამდე მიენიჭა იუსტიციის უფროსი მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება 23.04.2020წ. ვადამდე მიენიჭა იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება - 25.05.2017წ. გამოეცხადა მადლობა - 30.05.2016წ. ვადამდე მიენიჭა იუსტიციის უმცროსი მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება 29.05.2015წ. გამოეცხადა მადლობა - 29.12.2014წ. მიეცა პრემია - 05.06.2014წ. ვადამდე მიენიჭა პირველი კლასის იურისტის სახელმწიფო სპეციალური წოდება - 22.04.2014წ. დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით - 24.10.2011წ. დისციპლინური სახდელი პროკურატურაში მუშაობის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია ახლო ნათესავები მეუღლე - ანა ბაქრაძე შვილი - გაბრიელი კაციტაძე შვილი - თათა კაციტაძე