საქართველოს პარალმენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარალმენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარალმენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-17
ბიუროს ნომერი 122
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-1792/22
16-02-2022
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
გიგზავნით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის
ანგარიშს.
დანართი: 29 (ოცდაცხრა) ფურცლად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2021 წლის განმავლობაში
გაწეული საქმიანობის ანგარიში
1. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ
1. კომიტეტის მიზანი:
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის ძირითად მიზნებს, უსაფრთხოების სფეროში
საკანონმდებლო
ბაზის
დახვეწა
და
საზედამხედველო
საქმიანობის
გაძლიერება
წარმოადგენდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომიტეტი აქტიურად საქმიანობდა ისეთი მიმართულებებით,
როგორებიცაა
ევრო-ატლანტიკური
ინტეგრაციის
პროცესის
ხელშეწყობა,
ნატო-ს
საპარლამენტო
ასამბლეის
ფორმატების
ეფექტიანი
გამოყენება,
საქართველოში
აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და
პარტნიორი
ქვეყნების
საკანონმდებლო
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
1.1 კომიტეტის წევრები:
1. ირაკლი ბერაია;
2. ალექსანდრე ტაბატაძე;
3. ვლადიმერ ჩაჩიბაია;
4. გიორგი ხელაშვილი.
5. რატი იონათამიშვილი;
6. გია ბენაშვილი;
7. ირაკლი ჩიქოვანი;
8. კახა კახიშვილი;
9. რესან კონცელიძე;
10. ეკა სეფაშვილი;
11. თეონა აქუბარდია
12. ალექსანდრე ელისაშვილი
13. გუბაზ სანიკიძე
14. თეიმურაზ ჯანაშია
15. დევი ჭანკოტაძე
16. მიხეილ დაუშვილი
17. ჰერმან საბო
18. არმაზ ახვლედიანი
1
ორგანოების
წარმომადგენლებთან
2. კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა
2.1.საკანონმდებლო საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საქართველოს
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 5
კანონპროექტთან მიმართებაში, რომელთაგან 4 კანონპროექტი წარმოადგენდა საქართველოს
პარლამენტის წევრის ინიციატივას, ხოლო, 1 კანონპროექტი საქართველოს მთავრობის
ინიციატივას. ამასთანავე, კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით
წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 1 საკანომდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
№
კანონპროექტი/საკანონმდებლო
ინიციატორი
საქართველოს
წინადადება
პარლამენტის
„ეროვნული
უსაფრთხოების
წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე პოლიტიკის
1
დაგეგმვისა
და
ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გია კოორდინაციის
წესის
შესახებ“
ბენაშვილი, რესან კონცელიძე, რატი საქართველოს
კანონში
ცვლილების
იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი, შეტანის თაობაზე“ (№07-3/73; 09.06.2021)
ეკა სეფაშვილი, ნინო იობაშვილი.
საქართველოს
2
პარლამენტის
საქართველოს
(№07-3/119; 16.11.2021)
პარლამენტის
„იარაღის
შესახებ
საქართველოს
წევრები:
ირაკლი
ბერაია,
ანრი კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ოხანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე (№07-3/61; 25.05.2021)
საქართველოს
4
სახელმწიფო
წევრები:
ალექსანდრე
ტაბატაძე, საზღვრის
შესახებ“
საქართველოს
ირაკლი ბერაია, ვლადიმერ ჩაჩიბაია, კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
რატი იონათამიშვილი.
3
„საქართველოს
წევრები:
ირაკლი
პარლამენტის
ბერაია,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
ანრი სამართალდარღვევათა
კოდექსში
ოხანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე. ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/61;
25.05.2021)
საქართველოს მთავრობა
„იარაღის
5
შესახებ“
საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-2/50; 09.06.2021)
2
საქართველოს
მებაღიშვილი.
მოქალაქე
დავით
საქართველოს მოქალაქე დავით
მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება თავდაცვის
6
ძალების ფონდის შექმნის თაობაზე (№18796/21; 25.06.2021)
1. საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე,
ვლადიმერ ჩაჩიბაია, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი
ხელაშვილი, ეკა სეფაშვილი, ნინო იობაშვილი - ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-3/73; 09.06.2021)
კანონპროექტის მიღების შემდგომ 5 წლიანი პერიოდულობით დამკვიდრა ეროვნული
უსაფრთხოების
კონცეფციის
გადახედვის
ვალდებულება,
ხოლო
მისი
განახლება
განხორციელდება კონცეფციის გადახედვის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ.
ამასთანავე, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა და განახლება შესაძლებელი
იქნება ნებისმიერ დროს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითად ცვლილებისას.
ეროვნული
უსაფრთხოების
მოსამსახურეებს,
რომლებსაც
საბჭოს
სპეციალური
მინიჭებული
წოდების
ჰქონდათ
მქონე
სამხედრო
აპარატის
წოდება,
იმ
წელთა
ნამსახურობის დანამატში ჩაეთვლებათ ასევე სამხედრო წოდებით სამსახური.
2. საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ბერაია,
ვლადიმერ ჩაჩიბაია, რატი იონათამიშვილი - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/119; 16.11.2021)
კანონპროექტის მიღების შედეგად აღმოიფხვრა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ტექნიკური უზუსტობები და
პრაქტიკაში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზები.
3. საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე
ტაბატაძე - ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (N073/61; 25.05.2021)
კანონპროექტის მიღების შედეგად განისაზღვრა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ცნება,
ასევე ასეთი იარაღისა ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის და გაზის (აირის)
იარაღის ტარების რეგულაციები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც პირს დაეკისრება
პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წესით. პროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება
ეფექტიანი მექანიზმები იარაღის ბრუნვის შეზღუდვის მიზნით.
4. ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ’’ (N07-3/61; 25.05.2021)
3
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება პასუხისმგებლობა გაზის (აირის) იარაღის
ტარების, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და გადატანა-გადაზიდვის წესების
დარღვევისთვის.
ამასთან,
იზრდება
იარაღთან
დაკავშირებული
ზოგიერთი
სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქცია, რაც ემსახურება იარაღის ბრუნვის
კონტროლის გამკაცრებას.
5. საქართველოს მთავრობა - „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-2/50; 09.06.2021)
მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებს
მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ადგილი უკავიათ საქართველოს თავდაცვის ძალების
სისტემაში.
აღსანიშნავია, რომ მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მისაღებად, სამხედრო
მოსამსახურემ სამხედრო სამსახურში უნდა იმსახუროს მინიმუმ 20 წელი და უნდა გაიაროს
სხვადასხვა საგანმანათლებო და პრაქტიკული კურსი. შესაბამისად, წელთა ნამსახურობის
მიხედვით, მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები
ფაქტობრივად უთანაბრდებიან უფროს ოფიცერთა შემადგენლობას. ამასთან, მთავარი
სერჟანტის
სამხედრო
წოდების
მქონე
სამხედრო
მოსამსახურეები
სამსახურებრივი
უფლებამოსილების განხორციელებისას სარგებლობენ სამსახურებრივ - საშტატო იარაღით და
შესაბამისად, სრულყოფილად ეუფლებიან იარაღის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესებს.
ამდენად, კანონპროექტის მიღებით მსგავსად უფროს ოფიცერთა შემადგენლობისა,
მთავარი სერჟანტის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებსაც ექნებათ იარაღის ტარების
უფლება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ.
6. საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილი - საქართველოს მოქალაქე დავით
მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება თავდაცვის ძალების
ფონდის შექმნის თაობაზე (N1-8796/21; 25.06.2021)
წარმოდგენილ შემთხვევაში იდეა ეხებოდა თავდაცვის ფონდის დაარსებას,
რომლისთვისაც
ერთის
მხრივ
საჭირო
არ
იყო,
კანონის
მიღება,
რადგანაც
მისი
დარეგისტრირება შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული
წესით, ხოლო ფონდში გადარიცხული თანხების დაბეგვრის რეჟიმიდან განთავისუფლების
შემთხვევაში წარმოდგენილი იდეის გათვალისწინება წინააღმდეგობაში მოვიდოდა არსებულ
საგადასახო პოლიტიკასთან. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების პრაქტიკული
განხორციელება გავლენას ახდენდა სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც ახლო ვადიან, ასევე
საშუალო
ვადიან
და
გრძელვადიან
საგადასახადო
შემოსავლებზე,
წარმოდგენილ
წინადადებას არ ერთვოდა შესაბამისი საფინანსო ეკონომიკური გაანგარიშება. საკითხზე
მსჯელობისას გათვალისწინებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია,
რომლითაც აღნიშული ტიპის ფონდის დაფუძნების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით
4
მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ამ თვალსაზრისით არსებული საერთაშორისო გამოცდილება,
ასევე წინა გამოცდილება, წარმოშობილი პრობლემები და სირთულეები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მართებულად მიიჩნია, რომ წინადადების
ავტორს კონსულტაციები გაემართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, ხოლო
აღნიშნული წინადადება კომიტეტის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა უარყოფილად.
კომიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტები (2):
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ მომზადდა საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტები საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების და
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2020 წლის განმავლობაში
გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე.
1. საქართველოს მთავრობა - საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად
წარმოდგენილი თავდაცვის ძალების რაოდენობა (N07-2/78; 01.10.2021)
საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი თავდაცვის ძალების
რაოდენობად განსაზღვრულ იქნა 37 000 კაცი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი
მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევ პირთა
რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ
(13.05.2021)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე
წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს სამსახურის მიერ
წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშს. პარლამენტი, აღნიშნული
ანგარიშის განხილვის შემდეგ დადგენილებით აფასებს სამსახურის საქმიანობას.
2.2.საზედამხედველო საქმიანობა
საკომიტეტო მოსმენები:
✓ 2021 წლის 08 თებერვალს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, კომიტეტთა
გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გოჩა ლორთქიფანიძეს
მოუსმინა, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ
გაწეული
სამუშაოსა
და
ამავე
საქმეზე
გადაწყვეტილების თაობაზე.
5
სასამართლოს
2021
წლის
21
იანვრის
✓ 2021 წლის 11 თებერვალს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, აშშ-ს თავდაცვის
დეპარტამენტის საქართველოსთან თანამშრომლობის თემაზე, თავდაცვის ატაშეს პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის მოუსმინა. პოლკოვნიკმა ბეგლიმ, კომიტეტს, თავდაცვის
სფეროში
საქართველოსა
და
აშშ-ს
შორის
თანამშრომლობის
ფარგლებში
განხორციელებული ღონისძიებები და მომავლის პრიორიტეტები გააცნო. მან მაღალი
შეფასება მისცა თავდაცვის უწყებაში გატარებულ რეფორმებს, საქართველოს თავდაცვის
ძალების საბრძოლო მზადყოფნას და ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ჯარისკაცების
სიმამაცე. საკომიტეტო მოსმენას ასევე ესწრებოდნენ, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი, საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი, საზღვაო
ატაშე, აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევის დირექტორატისა და თავდაცვის საფრთხეების
შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები.
✓ 2021 წლის 21 თებერვალს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა
საქართველოს
პრემიერმინისტრობის
კანდიდატის
ირაკლი
ღარიბაშვილის
მიერ
საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი მთავრობის
შემადგენლობა და თანდართული სამთავრობო პროგრამა 2021 – 2024 „ევროპული
სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (07-2/27; 19.02.2021). გაერთიანებულ კომიტეტთა
სხდომაზე მოუსმინეს შემდეგ მინისტრობის კანდიდატებს:
o
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ჯუანშერ ბურჭულაძეს;
o
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს გოჩა ლორთქიფანიძეს;
o
o
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრობის კანდიდატს თეა ახვლედიანს.
✓ 2021 წლის 11 მარტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, დახურულ ფორმატში
მოისმინა ინფორმაცია შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის
ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ. საქართველოს თავდაცვის ძალების
მეთაურის მოადგილემ, ირაკლი ჭიჭინაძემ და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის
უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ, კომიტეტის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებზე, მათ მიერ გამართულ სამხედრო
წვრთნებზე, გადაადგილებებზე, შეიარაღების ტიპებზე და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
✓ 2021 წლის 24 მარტს, კომიტეტში გაიმართა უმნიშვნელოვანესი საკომიტეტო მოსმენა ნატოსაქართველოს პარტნიორობაზე, სადაც მომხსენებლები იყვნენ საქართველოში ნატო-ს
სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი როსარია პულისი, ნატო-ს სამხედრო
მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი და ნატო - საქართველოს
არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი. ეს იყო
პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანსის წარმომადგენლებმა, საკომიტეტო მოსმენის
6
ფარგლებში,
კომიტეტის
წევრებს,
ნატო
-
საქართველოს
პარტნიორობისა
და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია
გააცნეს.
✓ 2021 წლის 12 აპრილს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დახურულ ფორმატში
დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შალვა ლომიძეს
მოუსმინა.
განსახილველ
თემას
წარმოადგენდა
მთიანი
ყარაბაღის
კონფლიქტის
სამშვიდობო შეთანხმების გავლენა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემოზე.
საკითხის მნიშვნელობისა და სენსიტიურობის გათვალისწინებით, საკომიტეტო მოსმენა
დახურულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელმა და ამავე
სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის უფროსმა
შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს კომიტეტის წევრებს.
✓ 2021 წლის 26 აპრილს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, კომიტეტების ერთობლივ
სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში
მოისმინა. სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა დეტალურად ისაუბრა
საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, ასევე, იმ
ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სამსახურმა მათი პრევენციის მიზნით განახორციელა.
✓ 2021 წლის 13 ივლისს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საქართველოს თავდაცვის
მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს მოუსმინა, რომელმაც საერთაშორისო
მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ გააკეთა მოხსენება.
საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოების
უზრუნველყოფაში
წვლილის
შეტანა
საქართველოს
თავდაცვის
ძალების
უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენს, რასაც ისინი უკვე ორი ათეული წელია
პირნათლად ართმევენ თავს. ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად
გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით, საქართველოს თავდაცვის
ძალები, პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოებას და მისი ინტერესების დაცვას
ემსახურებიან.
✓ 2021 წლის 20 ივლისს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაიმართა (დახურული)
საკომიტეტო
მოსმენა
თანამშრომლობის“
„ტოტალური
თემაზე.
თავდაცვის
მოხსენებები
საკითხებზე
გააკეთეს
აშშ-ის
ქართულ-ამერიკული
თავდაცვის
ატაშემ
საქართველოში, პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და აშშ-ს სპეციალური ოპერაციების
ძალების სამეკავშირეო ოფიცერმა, მაიორმა ზაქარია ქასთლიმ. საკომიტეტო მოსმენაზე
აღინიშნა,
რომ
საქართველო,
როგორც
დემოკრატიული
სახელმწიფო,
რომელიც
უსაფრთხოების თვალსაზრისით ეგზისტენციური გამოწვევების წინაშე იმყოფება,
საკუთარ უსაფრთხოებას არა მხოლოდ შეიარაღების რაოდენობაზე და ხარისხზე უნდა
7
ამყარებდეს, არამედ საზოგადოების ნებაზე და შესაძლებლობაზე იბრძოლოს საკუთარი
სამშობლოს დასაცავად, აქედან გამომდინარე, საქართველოში ტოტალური თავდაცვის
სისტემის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა, რომლის
მნიშვნელოვან ელემენტს „ეროვნული წინააღმდეგობის“ გაწევის შესაძლებლობა
წარმოადგენს.
საკომიტეტო მოსმენაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოსთვის ძალიან
ღირებულია, სუვერენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური
ინტეგრაციის
კუთხით
საქართველოსთვის
აშშ-ს
მიერ
უკიდურესად
გაწეული
მნიშვნელოვანია
უპირობო
მხარდაჭერა,
დემოკრატიის
ასევე
გაძლიერების,
თავდაცვის, უსაფრთხოების და ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით
აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება.
✓ 2021 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა დახურული შეხვედრა დეზინფორმაციისა და
პროპაგანდის
საკითხებზე,
სადაც
„ეგერია
სოლუშენს“-მა
წარმოადგინა
კონრად
ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით შემუშავებულ ანგარიში „პარლამენტის როლი
დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლაში - საქართველო, მოლდოვა,
უკრაინა“, რომელშიც აღწერილი იყო ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული ვითარება
და მათი რეკომენდაციები. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყება.
✓ 2021 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი (დახურული) სხდომა გაიმართა,
სადაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობის
შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩის - მარეკ შჩიგელის
მოსმენა ჩატარდა. საკომიტეტო მოსმენაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის როლი საქართველოს უსაფრთხოებაში, იმ მანდატიდან, ფუნქციიდან და
პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რაც მისიას აკისრია, საერთაშორისო პარტნიორების
მხრიდან ერთადერთ სანდო, საერთაშორისო თანამეგობრობის მანდატით აღჭურვილ და
ადგილზე მუდმივად წარმოდგენილ მისიას წარმოადგენს, რომელიც საოკუპაციო ხაზის
გასწვრივ და მიმდებარედ უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული
ვითარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის საერთაშორისო თანამეგობრობას.
ამასთანვე, მისიას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს, მათ შორისაა საკომუნიკაციო
ფუნქცია - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი, რომელიც ინციდენტების
დარეგულირებაში და აღმოფხვრაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
✓ 2021 წლის 13 დეკემბრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო განათლების, საბრძოლო მომზადებისა და
წვრთნების
შესახებ
ინფორმაციის
(სამხედრო
8
წვრთნების
ნაწილში
დახურული)
საკომიტეტო მოსმენა გაიმართა. მოხსენება წარმოადგინეს საქართველოს თავდაცვის
მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების
გენერალური შტაბის J-7-ის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ.
✓ 2021 წლის 21 დეკემბერს, თავდაცვისა უშიშროების კომიტეტის სხდომაზე (დახურული),
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს შეფასების შესახებ, შესაბამისი ინფორმაცია
წარმოადგინა
საქართველოს
დაზვერვის
სამსახურის
უფროსმა
შალვა
ლომიძემ.
განხილულ იქნა, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციული,
აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების
გარემო, მათ შორის, სამხერთ კავკასიაში და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე
პროცესები. შესაბამისად, საქართველოს დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა არსებული
ვითარების,
მოსალოდნელი
საფრთხეების,
მოვლენების
შესაძლო
განვითარების
სცენარების შესახებ ანალიზი და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზემოაღნიშნული ფაქტორების
შესაძლო ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია.
✓ 2021 წლის 24 დეკემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ადამიანის
უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე (დახურულ
ფორმატში), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო
ანალიტიკური დეპარტამენტის
დირექტორმა,
გიორგი
საბედაშვილმა,
ეროვნული
კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტი წარადგინა. საკომიტეტო მოსმენაზე
აღინიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველო წარმატებული ქვეყანაა,
რასაც ის ეფექტიანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმები განაპირობებენ,
რომლებიც სახელმწიფოს გააჩნია და რომელსაც საქართველოს საერთაშორისო
პარტნიორები
აღიარებენ.
ამასთანავე,
ქვეყნის
ეროვნული
კონტრტერორისტული
მექანიზმების პროდუქტიულობა და შედეგიანობა გამოიხატება მის უსაფრთხოებაში და იმ
ტერორისტული საფრთხეების პრევენციაში, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს არა
მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
✓ 2021 წლის 27 დეკემბერს, თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტებმა დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე,
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურების
წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. კომიტეტების წევრებმა საქართველოს
მთავრობის და შესაბამისი სამინისტროების პასუხისმგებელი პირების მიერ
წარმოდგენილი ინფორმაცია მოისმინეს, მათი უწყებების მიერ 2020-2021 წლებში
დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ განხორციელებული აქტივობების,
გადადგმული ნაბიჯების და სამომავლო გეგმების შესახებ. სამუშაო შეხვედრაზე
პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების განხილვა მოხდა. ხაზი ასევე
გაესვა დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით პარლამენტის
9
საზედამხედველო როლის გაზრდის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კოორდინაციის
გაძლიერების აუცილებლობას.
სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულების ანგარიში
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების 6 თვის მიმოხილვა და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიში. აღნიშნულ საკითხებზე კომიტეტის 2 სხდომა ჩატარდა.
„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტების განხილვასთან დაკავშირებით
კომიტეტში 2 სხდომა გაიმართა. მომდევნო სხდომაზე კომიტეტმა განიხილა
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები
და სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი “.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად აქტიურად იყო ჩართული საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტის განხილვის და დამტკიცების პროცესში. სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი
ვერსიის განხილვისას კომიტეტის მხრიდან გამოითქვა რეკომენდაციები, საქმიანობის
სფეროსთან
დაკავშირებული
უწყებებისათვის
საბიუჯეტო
ასიგნებების
გაზრდის
კუთხით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით და სხვადასხვა
პროგრამების, თუ ქვეპროგრამების მაღალ დონეზე განხორციელების მიზნებისათვის.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშები და საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი ინფორმაციები „ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა
და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების“ შესახებ.
საპარლამენტო
კონტროლის
თანამშრომლობდა
საქართველოს
განხორციელების
საქართველოს
პარლამენტის
სახელმწიფო
საბიუჯეტო
მიზნით,
კომიტეტი
აუდიტის
ოფისთან
და
აქტიურად
სამსახურთან,
სხვადასხვა
ასევე
სახელმწიფო
უწყებებთან.
კომიტეტი აქტიურად ახორციელებდა ანგარიშვალდებულ სახელმწიფო ორგანოების
საბიუჯეტო
ასიგნებების ხარჯვასთან დაკავშირებული
10
მოსალოდნელი ოპერაციების
წინასწარ გაცნობას და საპარლამენტო კონტროლს, აგრეთვე მათ მიერ განხორციელებულ
ან/და დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს.
კომიტეტის მიერ განხორციელებული საზედამხედველო ვიზიტები:
➢ 2021 წლის 25 თებერვალს, კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზზე,
კერძოდ,
დუშეთის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
ოძისში,
საიდანაც
რუსეთის
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ე.წ. სასაზღვრო ბაზა მოჩანს. კომიტეტის
წევრები
ადგილზე
გაეცნენ
არსებულ
ვითარებას.
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილემ კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზსა და მის
მიმდებარე
ტერიტორიაზე
უსაფრთხოების
გადასასვლელების
ჩაკეტვის,
უკანონო
კუთხით
არსებული
დაკავებებისა
და
ვითარების,
ადამიანის
უფლებების დარღვევის სხვა ფაქტების შესახებ.
➢ 2021 წლის 03 მარტს, კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ((DIBS). დეპუტატები ადგილზე
გაეცნენ სკოლის საქმიანობის სპეციფიკას, გრძელვადიან, მოკლევადიან და დისტანციურ
სასწავლო პროგრამებს, თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და
გაესაუბრნენ სკოლის პერსონალს. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის
რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც პარლამენტარებმა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური
ბაზა დაათვალიერეს.
➢ 2021 წლის 10 მარტს, კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ ვაზიანში
განთავსებულ (1.) საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC), (2.) ასევე, მე-5 საარტილერიო
და (3.) მე-4 მექანიზირებულ ბრიგადებში. აღნიშნულ ქვედანაყოფებში სპეციალური
ბრიფინგი გაიმართა დეპუტატებისთვის, სადაც მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია
დანაყოფების
სტრუქტურისა
და
ამოცანების
შესახებ.
პარლამენტის
წევრებმა
დაათვალიერეს არსებული ინფრასტრუქტურა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული
პროექტები, ბრიგადების შტაბები, ძირითადი ტექნიკა და შეიარაღება, ეკიპირება, მათ
შორის, უნიფორმები და ფეხსაცმელი. დეპუტატები ასევე იმყოფებოდნენ ყაზარმებში,
ადგილზე გაეცნენ სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ და კვებით პირობებს.
➢ 2021 წლის 24 მარტს, კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ თავდაცვის
სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის
სტრუქტურულ ერთეულებში - (1.) ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების
ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და (2.) საერთო საჯარისო ცენტრში. დეპუტატები გაეცნენ
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობას, მის
11
კონკრეტულ მიმართულებებს, ცენტრში არსებულ სამეთაურო-საშტაბო წვრთნების
ცენტრს და პრაქტიკაში იხილეს, თუ რას ნიშნავს მეტი ნატო საქართველოში. გარდა ამისა,
დეპუტატები გაეცნენ სასწავლო პროცესს საერთო საჯარისო ცენტრში, ავიაციისა და
საჰაერო თავდაცვის სკოლასა და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში, დაათვალიერეს იქ
არსებული სხვადასხვა სახის საწვრთნელი სიმულატორები, მათ შორის, ტანკის,
ჯაველინის, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სიმულატორები, აგრეთვე ამერიკული
ლაზერული
ზემოქმედების
ქართველი
ჯარისკაცები
მრავალჯერადი
საბრძოლო
ინტეგრირებული
მომზადების
სისტემები,
გასაუმჯობესებლად
რასაც
იყენებენ.
კომიტეტის
წევრებმა
ასევე
დაათვალიერეს
ზემოაღნიშნული
დანაყოფების
ინფრასტრუქტურა, მიმდინარე პროექტები და გაეცნენ სამხედრო მოსამსახურეების
საყოფაცხოვრებო პირობებს.
➢ 2021 წლის 26 მარტს, კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები სსიპ - ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო
სამსახურში
იმყოფებოდნენ.
დეპუტატებმა
მოისმინეს
ინფორმაცია
სამსახურის განვითარების დინამიკის, სტრუქტურული მოწყობის, განხორციელებული
სოციალური და ეკონომიკური პროექტების შესახებ, ასევე ადგილზე გაეცნენ ვეტერანთა
სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
მომზადებულ ინიციატივებს.
➢ 2021 წლის 31 მარტს, კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები, მარო მაყაშვილის
სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ. დეპუტატები ადგილზე გაეცნენ
ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზას, ასევე შეხვდნენ
რეაბილიტაციის კურსში მონაწილე დაჭრილ/დაშავებულ სამხედო მოსამსახურეებს და
უშუალოდ მათგან მიიღეს ინფორმაცია სარეაბილიტაციო პირობების შესახებ.
➢ 2021 წლის 07 აპრილს, კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ძელების
გენერალურ
შტაბში
იმყოფებოდნენ,
სადაც
შეხვდნენ
თავდაცვის
მინისტრის
მოადგილეს/მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, თავდაცვის ძალების მეთაურს,
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებს, გენერალური შტაბის უფროსს, სარდლებსა
და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს. დეპუტატები
გაეცნენ უწყებაში უკვე განხორციელებულ და იმ მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც
ქვეყნის თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებასა და ნატო-სთან
თავსებადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
➢ 2021 წლის 22 მაისს, კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში, სადაც გაეცნენ უწყების საქმიანობას,
სპეციალურ პროგრამებს, ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს. დეპუტატები ასევე
გაეცნენ ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
12
➢ 2021 წლის 24 მაისს, კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები საქართველოს დაზვერვის
სამსახურში
იმყოფებოდნენ,
სადაც
სამსახურის
საქმიანობის
სპეციფიკას,
ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და პირადი შემადგენლობის სამუშაო
პირობებს გაეცნენ. გარდა ამისა, დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს
უსაფრთხოების
გარემოს,
სამსახურის
ოპერატიული
და
ორგანიზაციული
პრიორიტეტების შესახებ.
➢ 2021 წლის 10 ივნისს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი
ბერაიამ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ და
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თეონა აქუბარდიამ,
ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი მოინახულეს,
რომელიც
აშშ-ს
თავდაცვის
სფეროში
თანამშრომლობის
ოფისის
მხარდაჭერით
სამედიცინო მომსახურების თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა.
➢ 2021 წლის 15 ივნისს, კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროში. დეპუტატები ადგილზე გაეცნენ აღნიშნული უწყების
საქმიანობის სპეციფიკას, პრიორიტეტებს და მისი შესაძლებლობების განვითარების
მიზნით მიმდინარე რეფორმებს.
➢ 2021 წლის 19 ივნისს, კომიტეტის წევრებმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და
თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, ქ. ახალქალაქში განთავსებული საწყისი
საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულეს. კომიტეტის წევრები ადგილზე გაეცნენ
თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისა და NATO-სთან თავსებადობის
გაზრდის ღონისძიებების მიმდინარეობას.
➢ 2021 წლის 7 ივლისს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის უწყების სპეციალური ოპერაციების ძალებს
ესტუმრნენ, ადგილზე გაეცნენ დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკას, სტრუქტურას და
ამოცანებს, შეიარაღებასა და აღჭურვილობას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, მიმდინარე
და დაგეგმილ პროექტებს.
➢ 2021 წლის 16 ივლისს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის
წევრები,
საზედამხედველო
ვიზიტით,
საქართველოს
დაზვერვის
სამსახურის
სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრს ესტუმრნენ. ადგილზე გაეცნენ
ცენტრის საქმიანობას, სპეციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურას და მატერიალურტექნიკურ ბაზას.
13
➢ 2021 წლის 9 ნოემბერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი
ბერაიამ და კომიტეტის წევრებმა, საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების
ფარგლებში, აჭარის რეგიონში, ბათუმსა და ქობულეთში დისლოცირებული თავდაცვის
უწყების დანაყოფები მოინახულეს და ადგილზე ინფრასტრუქტურულ და მატერიალტექნიკურ ბაზას გაეცნენ, გაესაუბრნენ პირად შემადგენლობას და რეზერვისტების
შერჩევის პროცესს გაეცნენ. კომიტეტის წევრებმა თავდაცვის უწყების დანაყოფებში
არსებულ მდგომარეობას მაღალი შეფასება მისცეს.
➢ 2021 წლის 11 ნოემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და კომიტეტის წევრი თეონა აქუბარდია საპარლამენტო
ზედამხედველობის ფარგლებში, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზას ეწვივნენ და
საბრძოლო მომზადების და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, თავდაცვის
ძალების უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების - „დიდგორი 2021“ - ის
მიმდინარეობას გაეცნენ.
➢ 2021 წლის 1 დეკემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის
წევრები, საზედამხედველო ვიზიტით ესტუმრნენ (1) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო
ტექნიკურ-ცენტრ "დელტას", (2) "თბილავიამშენს" და (3) ქართულ-ებრაულ საწარმოს,
რომელიც ნატო-ს სტანდარტის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს აწარმოებს.
პარლამენტის წევრის კითხვები
2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 148-ე მუხლის საფუძველზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
წევრთაგან სულ გაიგზავნა 453 პარლამენტის წევრის კითხვა.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობა
საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით კომიტეტმა განახორციელა შემდეგი
აქტივობები:
o
2021 წლის 06 მარტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი
ბერაია, თავდაცვის ძალების კუთვნილი პირველი მოდერნიზებული თვითმფრინავის,
„სუ-25”-ის რემონტის შემდგომ საგამოცდო ფრენას დაესწრო.
o
2021 წლის 05 აპრილს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს
14
შეხვდა. შეხვედრაზე, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ახალგაზრდებს რეგიონში არსებულ
ვითარებასა და უსაფრთოხების გამოწვევებზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა
და „მცოცავ ოკუპაციაზე“ მიაწოდა ინფორმაცია. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ასევე ისაუბრა
თავდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-ს სტანდარტებთან
საქართველოს თავსებადობის საკითხებზე. ახალგაზრდებთან საუბრისას კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ
თანამშრომლობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ნატო-ს სამშვიდობო მისიებში
საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და ნატო-ში ქვეყნის ინტეგრაციის
პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
o
2021 წლის 24 მაისს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი
ბერაიამ და კომიტეტის
წევრებმა
სამების საკათედრო
ტაძარში დასვენებული
საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი გვირგვინით
შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
o
2021 წლის 24 ივნისს, ამერიკელი პარტნიორებისა და სსიპ - ლ. საყვარელიძის
სახელობის დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის მოწვევით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და მისი
მოადგილეები დაესწრნენ უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR)
სტაჟირების გამოსაშვებ ცერემონიას.
o
2021 წლის 9 ივლისს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი
ბერაიამ, მონაწილეობა მიიღო, ავღანეთში, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში
საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის დასრულებისადმი მიძღვნილ
ცერემონიალში.
o
2021 წლის 1 აგვისტოს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ,
მიულოცეს დაარსების დღე და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრნენ.
o
2021 წლის 6 აგვისტოს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ,
ახალციხეში,
ორფოლოს
პოლიგონზე,
მონაწილეობა
მიიღეს
მრავალეროვნულ
სწავლება „მტკიცე სულის“ (Agile Spirit 2021) დასრულების ცერემონიალში, რომელსაც
საქართველომ
უკვე
მეათედ
უმასპინძლა.
აღნიშნული
სამხედრო
სწავლების
ორგანიზატორები იყვნენ, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა
და აშშ-ს არმიის სარდლობა ევროპასა და აფრიკაში.
15
o
2021 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვისა და
უშიშროების
კომიტეტის
თავმჯდომარემ,
ირაკლი
ბერაიამ
და
კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პატივი მიაგეს საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის
დაღუპული ეროვნული გმირების ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას
მემორიალს.
o
2021 წლის 9 ნოემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ
და თეონა აქუბარდიამ, ქ. ბათუმში, აშშ-ს მე-6 ფლოტის საფლაგმანო სამხედრო გემის „USS Mount Whitney”-ის საპორტო ვიზიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში
მიიღეს მონაწილეობა.
o
2021 წლის 30 ნოემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა, ეკა
სეფაშვილმა,
ევროპის
საბჭოს
მიერ
ორგანიზებულ
„საქართველოს
ინტერნეტმმართველობის მე-7 ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც რუსულ
დეზინფორმაციასთან
და
პროპაგანდასთან
ბრძოლის
კუთხით
საქართველოს
პარლამენტის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით გააკეთა მოხსენება.
4. მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა მოქალაქის 103 წერილი/განცხადება, აქედან
წერილობითი რეაგირება განხორციელდა 49 განცხადებაზე. წერილობითი რეაგირების გარეშე
დატოვებულია იმ მოქალაქეთა განცხადებები, რომლებთანაც განხორციელდა ზეპირი
გასაუბრება/კონსულტაცია, ასევე, ის განცხადებები, რომლებიც ერთი და იგივე მოქალაქის
მიერ იდენტური შინაარსით არაერთხელ იქნა შემოტანილი და რომლებზეც კომიტეტმა
რამდენჯერმე მოახდინა რეაგირება.
5. საერთაშორისო თანამშრომლობა
•
2021 წლის 21 იანვარს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ
დოლგოვს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოსა და
უკრაინას
შორის
არსებულ
გამოწვევებსა
განსაკუთრებით, თავდაცვის მიმართულებით.
16
და
თანამშრომლობის
საკითხებზე,
•
2021 წლის 01 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, ლიეტუვის
რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანდრიუს კალინდრასთან
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და
ლიეტუვას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, ასევე
მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და
რეგიონში
უსაფრთხოების
კუთხით
არსებული
მდგომარეობა.
კომიტეტის
თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის
აუცილებლობა და მნიშვნელობა,
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების
მიზნით. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს
ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ
პროგრესზე. ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს ლიეტუვის მხრიდან საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისა
და
სუვერენიტეტის,
ევროპული
ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.
და
კომიტეტის
თავმჯდომარე, ლიეტუველ დიპლომატს ასევე ესაუბრა კომიტეტის საქმიანობის
პრიორიტეტებზე და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების
შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.
•
2021
წლის
03
თებერვალს,
კომიტეტის
თავმჯდომარე
ირაკლი
ბერაია
და
თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშსა და სამხედრო
ატაშეს ლარს უკერვიცს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებასა და რეგიონში უსაფრთხოების
კუთხით
არსებული
მდგომარეობაზე,
საქართველოს
ევროპული
და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის
სფეროში ქართულ-გერმანულ თანამშრომლობაზე. გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. საუბრისას
ყურადღება ასევე გამახვილდა გერმანიის აქტიურ ჩართულობაზე ნატო-საქართველოს
არსებითი პაკეტის არაერთი ინიციატივის იმპლემენტაციაში. ირაკლი ბერაიამ
ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და გერმანიის
ბუნდესტაგის შესაბამის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და
გაღრმავების, აგრეთვე რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ ქართულგერმანულ ფორუმში ჩართულობის აუცილებლობა და მნიშვნელობა.
•
2021 წლის 03 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, თურქეთის
რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჩერენ იაზგანს შეხვდა.
შეხვედრაზე
მხარეებმა
განიხილეს
საქართველოს
ოკუპირებულ
რეგიონებში
არსებული ვითარება, რეგიონული, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები,
17
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში მიღწეული პროგრესი,
საქართველო
-
თურქეთის
სტრატეგიული
პარტნიორობის
ძირითადი
მიმართულებები, ასევე საქართველოს და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოებს
შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. გარდა ამისა, განხილულ
იქნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და თურქეთის საკანონმდებლო
ორგანოს შესაბამის კომიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის გამართვის
შესაძლებლობა უახლოეს მომავალში. ირაკლი ბერაიამ პარტნიორი სახელმწიფოს
დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული
მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისათვის
კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
•
და
2021 წლის 04 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საფრანგეთის
რესპუბლიკის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და
საფრანგეთის
რესპუბლიკის
თანამშრომლობის
ძირითად
მიმართულებებზე,
რეგიონში
არსებულ
უსაფრთხოების
გარემოზე
და
საქართველოს
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. ირაკლი ბერაიამ
ფრანგ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და
პრიორიტეტები გააცნო.
•
2021 წლის 05 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, გაერთიანებული
სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე
მხარეებმა
საქართველოსა
და
გაერთიანებულ
სამეფოს
შორის
არსებული
სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია, რუსეთიდან
მომდინარე საფრთხეები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.
ბრიტანელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს
სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფების
მტკიცე მხარდამჭერად რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ
კუთხით შეთანხმების გაფორმებამ თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ორ
ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა. ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ
საქართველოსა და ბრიტანეთს განსაკუთრებული ურთიერობა აკავშირებს, რაც ამ ორ
ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაში გამოიხატება, რაც
უპირველეს ყოვლისა, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას
ეხება. გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს
მნიშვნელოვან წვლილს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ნატო - საქართველოს
არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების
განვითარება,
კიბერუსაფრთხოება,
კრიზისების
მართვა,
სტრატეგიული
კომუნიკაციები. შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უორდროპის
სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობას, რომლის ერთ-ერთი
18
მნიშვნელოვანი
განზომილება
თავმჯდომარემ
მადლობა
საპარლამენტო
გადაუხადა
ელჩს
თანამშრომლობაა.
საქართველოს
კომიტეტის
სუვერენიტეტის,
ტერიტორიული
მთლიანობისა
და
ევროატლანტიკური
ინტეგრაციის
მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისათვის
აუცილებელია
რუსეთზე
მოკავშირეებმა
უნდა
საერთაშორისო
დააჩქარონ
ზეწოლის
გაზრდა.
საქართველოს
ალიანსში
ასევე,
ნატო-ს
ინტეგრაციის
მომართულებით პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესი.
•
2021 წლის 10 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, ესტონეთის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რიინა კალიურანდს შეხვდა. შეხვედრაზე
მხარეებმა ქვეყნებს შორის პარტნიორობის საკითხები და სამომავლო პრიორიტეტები
განიხილეს. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ასევე ოკუპირებულ რეგიონებში
არსებულ
ვითარებასა
და
რუსეთის
უკანონო
ქმედებებზე,
ევროპული
და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე,
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და ესტონეთს შორის
არსებულ თანამშრომლობაზე. ესტონეთის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის,
ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის
მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და კომიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
ირაკლი ბერაიამ, თავის მხრივ, ესტონელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების
მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ელჩს კომიტეტის პრიორიტეტები გააცნო.
•
2021 წლის 12 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, ლიეტუვის
სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს
ლაურინას კასიუნასსთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ორ
ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
არსებული ვითარება, შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გარემო,
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული
პროგრესი.
სეიმის
ეროვნული
უსაფრთხოებისა
და
თავდაცვის
კომიტეტის
თავმჯდომარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის,
ასევე, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრების მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.
•
2021 წლის 15 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საქართველოში
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როსარია პუგლისის შეხვდა. შეხვედრაზე
მხარეებმა საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტებზე ისაუბრეს, განიხილეს
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და
სოციალური ვითარება, „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი, ადამიანის უფლებების
დარღვევის ფაქტები, უკანონო სამხედრო წვრთნები და სწავლებები, რეგიონში
არსებული უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ევროატლანტიკური
ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პროგრესი. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს
19
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის
თანამშრომლობის
გაღრმავების
შესაძლებლობაზე.
წარმომადგენელს კომიტეტის 2021 წლის
მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
•
ირაკლი
სამოქმედო
ბერაიამ
გეგმის
ნატოს-ს
ძირითადი
2021 წლის 17 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ბულგარეთის
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. შეხვედრაზე
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რეგიონის
უსაფრთხოების
გარემო,
საქართველოს
ევროპული
და
ევროატლანტიკური
ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით მიღწეული პროცესი განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ და ბულგარელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს
შორის
არსებულ
გაღრმავებასა
თავმჯდომარემ
და
პარტნიორობაზე,
სხვადასხვა
სფეროში
საპარლამენტო
კავშირების
გაძლიერებაზე.
კომიტეტის
გადაუხადა
საქართველოს
ბულგარეთის
ელჩს
მადლობა
თანამშრომლობის
სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური
ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის და კომიტეტის პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა
გააცნო.
•
2021 წლის 19 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ჩეხეთის
რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ მიკისკას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობები და
თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს
ოკუპირებულ
რეგიონებში
არსებული
ვითარებაზე,
რეგიონის უსაფრთხოების
გარემოზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ორ
ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავებაზე.
•
2021 წლის 12 მარტს, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საქართველოში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მარეკ შჩიგელს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ
უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა
და კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
•
2021 წლის 09 აპრილს, ნატო - საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC)
შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, რომელშიც ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა,
ირაკლი ბერაიამ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, გიორგი ხელაშვილმა და ალექსანდრე
ელისაშვილმა მიიღეს მონაწილეობა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში
აღნიშნული შეხვედრა მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის
შემდეგ პირველად შედგა. მას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, აშშ-ის
20
კონგრესმენი, ჯერი კონოლი უძღვებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე,
საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და მზარდ მილიტარიზაციაზე, რეგიონში, მათ
შორის, სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ
ვითარებასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად განვითარებულ
მოვლენებზე ისაუბრეს. აღნიშნულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმო საქართველოს თანამშრომლობას ნატო-სთან და ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეასთან, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციასა და მის მნიშვნელოვან წვლილს
ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ქართული დელეგაციის წევრებმა,
ყურადღება
გაამახვილეს
ქვეყანაში
მიმდინარე
პოლიტიკური
პროცესების
დემოკრატიულ ჩარჩოებში გადაწყვეტის მნიშვნელობაზე, ქვეყნის წინაშე არსებული
უსაფრთხოების გამოწვევებისა და განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით
ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანების საჭიროებაზე, საქართველოსთვის
საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდის და ალიანსში გაწევრიანების დაჩქარების
აუცილებლობაზე. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობამ კიდევ
ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის, ქართული დემოკრატიის შემდგომი გაძლიერებისა და
საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
•
2021 წლის 28 აპრილს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო ოფიცერს
გინტარას ბაგდონას და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს
პირიტ პიკერთს შეხვდა. შეხვედრის თემა, ნატო-ს 72-ე დაბადების დღისადმი
მიძღვნილ კონფერენციაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ გაკეთებული განცხადება
წარმოადგენდა, რომელიც შავი ზღვის გაერთიანებული სარდლობის შექმნის
ინიციატივას შეეხებოდა. სტუმრები დიანტერესდნენ აღნიშნული ინიციატივის
დეტალებით, ორგანიზაციის სტრუქტურითა და პასუხისმგებელ პირთა განსაზღვრის
საკითხებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო-ს შავ ზღვაზე შეკავებისა და თავდაცვის
სხვადასხვა ფორმატები გააჩნია, თუმცა, შავი ზღვის უსაფრთხოების გამომწვევებიდან
გამომდინარე, მხარეებმა აღნიშნულ ინიციატივაზე მსჯელობის გაგრძელების და
დისკუსიების გამართვის ინტერესი გამოხატეს.
•
2021 წლის 14-17 მაისს, შვედეთის სამეფოს ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში ნატო-ს
საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს
პარლამენტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმღვანელობით იღებდა მონაწილეობას.
პირველ დღეს სესიას სიტყვით ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ მიმართა,
რომელმაც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის აგრესიულ
ქმედებებზე ისაუბრა. კონგრესმენის განცხადებით, ნატომ უნდა განაგრძოს რუსული
ოკუპაციის დაგმობა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული
21
მთლიანობის მხარდაჭერა. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან
დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ მიესალმება იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც
საქართველოში
პოლიტიკურ კრიზისს ასრულებს და მხარეებს მიღწეული
შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, კონგრესმენმა ასევე „ღია
კარის“ პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს და უკრაინას
ნატო-ს სამიტისგან დიდი მოლოდინი აქვთ. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს წევრი
სახელმწიფოების ლიდერები აღიარებენ საქართველოსა და უკრაინის პროგრესსა და
მიღწევებს, და საბოლოოდ, ორივე ქვეყანა გახდება ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.
•
2021 წლის 20 მაისს, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, რუმინეთის საგანგებო
და სრულუფლებიან ელჩს რაზვან როტუნდუსს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის
არსებულ პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და სამომავლო
თანამშრომლობის
პერსპექტივებზე
ისაუბრეს.
შეხვედრაზე
ყურადღება
ასევე
გამახვილდა მეგობარ ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების, მათ შორის,
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
•
2021 წლის 2 ივნისს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი
ბერაიამ, ონლაინ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო „ატლანტიკა - შავი ზღვის
უსაფრთხოების ფორუმში“, რომლის ძირითადი თემა იყო - „დემოკრატიების
უსაფრთხოება და მედეგობა ზე-სახელმწიფოებს შორის კონკურენციის ეპოქაში“.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, მოხსენებით წარდგა აღნიშნული ფორუმის
ერთ-ერთ პანელში სათაურით - „რუსეთის ძალისხმევა სამხრეთ-აღმოსავლეთ
ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში“, სადაც ფართო კონტექსტში იქნა განხილული
დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე
რუსული
სამხედრო
ძალების
კონცენტრაცია,
უკრაინის
დონბასის
რეგიონში
მიმდინარე კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია და შავი ზღვის რეგიონის მზარდი
მილიტარიზაცია.
•
2021 წლის 19 ივნისს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს საქართველოში
აკრედიტირებული თავდაცვის ატაშეები სტუმრობდნენ. კომიტეტმა მოწვეულ
სტუმრებს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. აღნიშნული
შეხვედრის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, ატაშეების
ასოციაციის თავმჯდომარემ და პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ შეასრულა.
•
2021 წლის 15 სექტემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია, კომიტეტის წევრებთან ერთად, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილეს, ალეშ ხმელარს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებს შორის საუბრისას აღინიშნა,
22
რომ ჩეხეთი მხარს უჭერს, როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის
სუვერენიტეტს,
ასევე
ქვეყნის
ევრო-ატლანტიკურ
ინტეგრაციას.
გარდა
ზემოაღნიშნულისა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები,
საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები
განიხილეს. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ვლადიმერ ჩაჩიბაია და კომიტეტის წევრი ეკა სეფაშვილი.
•
2021 წლის 3 ნოემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი ბერაიამ, გაცნობითი შეხვედრა გამართა იაპონიის ელჩთან საქართველოში მის
აღმატებულება აკირა იმამურასთან და იაპონიის თავდაცვის ატაშესთან პოლკოვნიკ
სავაი ტადაშისთან.
•
2021
წლის
2
დეკემბერს,
თავდაცვისა
და
უშიშროების
კომიტეტის
თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როსარია
პულისისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს. კომიტეტის თავმჯდომარემ,
ქალბატონ როსარია პუგლისისს ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობის
განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო
საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
•
2021 წლის 9 დეკემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნიდერლანდელ სამხედრო ექსპერტს, სესილია ვან
პესკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში სოციალური პოლიტიკის,
ვეტერანთა ზრუნვის საკითხებსა და წვევამდელთა უფლებებზე ისაუბრეს და
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის
„სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ მიერ მომზადებულ
კვლევებს და მიგნებებს გაეცნენ. შეხვედრაზე სტუმარმა სამხედრო სფეროში
სოციალური
პოლიტიკის
მიმართულებებზე
ნიდერლანდების
მოდელსა
და
გამოცდილებაზე ისაუბრა და ყურადღება დაჭრილი და დაშავებული სამხედროების
ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და მათი რეაბილიტაციის საკითხებზე გაამახვილა.
•
2021
წლის
23
დეკემბერს,
საგარეო
ურთიერთობათა და თავდაცვისა
უშიშროების კომიტეტების
თავმჯდომარეები, ნიკოლოზ
ბერაია, ამერიკის
შეერთებული
და
სამხარაძე და ირაკლი
შტატების
ელჩს
საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ. საუბრის მთავარ თემას რეგიონული
უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე პროცესები წარმოადგენდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული თემატიკა
მიმოიხილეს. ისაუბრეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმატებულ
ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეაჯამეს მისი შედეგები. შეხვედრისას,
23
საუბარი შეეხო უკრაინაში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და
რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს
რეგიონული უსაფრთხოების და მშვიდობის დამყარების პროცესში. მხარეებმა
ისაუბრეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული
ურთიერთობების შემდგომი გამყარების გზებზე, მათ შორის, ისეთ საკითხებზე,
როგორებიცაა რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა და სამხედრო-პოლიტიკური
კავშირების გაძლიერება.
საერთაშორისო ვიზიტები:
➢ 2021 წლის 24-26 აგვისტოს, უკრაინელი კოლეგების მიწვევით, საქართველოს
პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
წევრები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უკრაინაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს
ყირიმის პლატფორმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში და უკრაინის
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში. უკრაინის უმაღლეს რადაში
შეხვედრები შედგა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს
საპარლამენტო
ასამბლეაში
რადას
დელეგაციის
ხელმძღვანელთან
საქართველოსთან
მეგობრობის
ჯგუფის
თანათავმჯდომარესთან.
და
შეხვედრებზე
საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობას, საერთო
გამოწვევებს და პრიორიტეტებს. ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის
წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს, რომელიც ხერსონის ოლქს ოკუპირებული
ყირიმის ნახევარკუნძულისგან ყოფს. გარდა ამისა, ქართულ და უკრაინულ მხარეებს
შორის შედგა შეთანხმება, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა ორმხრივი
თანამშრომლობის შემდგომი გაფართოვებისა და გაღრმავების მიმართულებით.
➢ 2021 წლის 5-6 სექტემბერს, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის მიწვევით, თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი
თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ,
ბუდაპეშტში
(უნგრეთი)
გამართულ
ბერაიამ და კომიტეტის
მონაწილეობა მიიღეს ქ.
დაზვერვა/უსაფრთხოების
საპარლამენტო
ფორუმში, სადაც განხილული იქნა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:
ტრეფიკინგი, უკანონო ვაჭრობა და ფულის გათეთრება, კიბერუსაფრთხოება, ბიო
უსაფრთხოება, კრიპტოვალუტის რეგულირების კუთხით არსებული გამოწვევები, 5G
ტექნოლოგია, კვანტური ტექნოლოგიები და ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან
დაკავშირებით
პარლამენტებს
შორის
თანამშრომლობის
გაძლიერების
შესაძლებლობები.
➢ 2021 წლის 8-11 ოქტომბერს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით,
24
მონაწილეობა მიიღო ქ. ლისაბონში, (პორტუგალია) გამართულ NATO-ს საპარლამენტო
ასამბლეის წლიურ სესიაში. უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა,
მაღალი დონის, მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების კანონმდებლები
განიხილავენ
ევრო-ატლანტიკური
სივრცის
უსაფრთხოების
გამოწვევებსა
და
პრიორიტეტებს. ამასთანავე, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ
საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ოკუპაციის მძიმე შედეგებს, ხაზს უსვამს
აგრესორის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის
შესახებ
შეთანხმების
შესრულების
აუცილებლობას,
მოუწოდებს
ალიანსის
მოკავშირეებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და უკრაინის NATO-ში
ინტეგრაციისთვის და მხარი დაუჭირონ მათ თავდაცვითი შესაძლებლობების
გაძლიერებაში. ასამბლეამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღია კარის
პოლიტიკაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ვეტოს ვერ დაადებს მეზობლების
ალიანსში მისწრაფებას. სესიის ფარგლებში გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა
საქართველოს პარნტიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან.
➢ 2021 წლის 12-13 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე,
ირაკლი ბერაია, პორტუგალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის
ხელმძღვანელს, სუზანა ამადორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოპორტუგალიას
შორის
მეგობრულ
ურთიერთობებსა
და
მისი
განვითარების
პერსპექტივებზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის
საკითხში
მხარდაჭერის
მნიშვნელობას.
ყურადღება
გამახვილდა
სავაჭრო-
ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ბიზნეს კონტაქტების ხელშეწყობის
მნიშვნელობაზე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომიტეტის თავმჯდომარე პორტუგალიის პარლამენტის
ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლუიშ კაპულას სანტოს და კომიტეტის
წევრებს პაულო მონიზს, ფაბიოლა კარდოსოს და პაოლო პისკუს შეხვდა.
მხარეებმა
საქართველოს
ევროინტეგრაციის
გზაზე
მიღწეულ
პროგრესზე
და
ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს, მათ შორის საქართველოს
მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების გეგმებზე.
ყურადღება ასევე გამახვილდა დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის
სამიტის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე და ხაზი გაესვა „ასოცირებული სამეულის“
საერთო ევროპულ მისწრაფებებს.
25
პორტუგალიური
მხარე,
ასევე
მიესალმა
საქართველოს
მიერ
ევროპული
და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. პორტუგალიელი
კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირსა და ნატო-ში
გაწევრიანებას და ამ პროცესის მიმართ მათი ცალსახა მხარდაჭერა გამოხატეს.
შეხვედრისას, ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები აღინიშნა.
➢ 2021 წლის 24-26 ოქტომბერს, უკრაინაში, ქალაქ ოდესაში გაიმართა ნატო-ს
საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული უკრაინა-ნატო-ს და საქართველონატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოების და ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის
ერთობლივი შეხვედრა.
შეხვედრის
მთავარი
საკითხები
იყო: უკრაინისა
და
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რუსეთის ფედერაციის მიერ
ორი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია, აგრესიული ჰიბრიდული ქმედებები და
შავი ზღვის უსაფრთხოება. ღონისძიებაზე მომხსენებლად წარსდგა საქართველოს
პარლამენტის თავდაცვისა
და
უშიშროების
კომიტეტის თავმჯდომარე,
ნატო-ს
საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
შავი
ზღვის უსაფრთხოებაზე
საუბრისას,
ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია.
ირაკლი ბერაიამ ყურადღება გაამახვილა რუსულ ოკუპაციაზე და ოკუპირებული
რეგიონების მზარდ მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებზე, ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევაზე, რუსეთის მიერ საქართველოს
წინააღმდეგ
წარმოებულ დეზინფორმაციასა და
ანტიდასავლურ
პროპაგანდაზე,
კიბერშეტევებზე და გაზრდილ რუსულ სამხედრო წარმომადგენლობაზე შავი ზღვის
რეგიონში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. ღონისძიების დასასრულს, ქართული და
უკრაინული დელეგაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.
საქართველოს
საპარლამენტო
დელეგაციის
მხრიდან
შეხვედრაში
ასევე
მონაწილეობდნენ: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი, თეონა აქუბარდია და დავით
ბაქრაძე.
➢ 2021 წლის 15-17 ნოემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილემ და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა თეონა აქუბარდიამ, ქ. ბელგრადში (სერბეთის
რესპუბლიკა) გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ
„როუზ-როთ“-ის რიგით 101-ე სემინარში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მთავარი
განსახილველი თემა, სერბეთის რესპუბლიკის ევროპული და ევროატლანტიკურ
ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური,
ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები იყო. დისკუსიის ფარგლებში, ცალსახად
აღინიშნა, რომ ბელგრადის მიმდინარე საგარეო პოლიტიკური აქცენტები მიმართულია
ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის
ხელშეწყობაზე. ღონისძიების ფარგლებში დეპუტატებმა ასევე განიხილეს დასავლეთ
26
ბალკანეთში გარე ძალების აქტიურობა. კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის
აქტიური ინვესტიციები სერბეთის ეკონომიკაში, რაც გრძელ ვადიან პერსპექტივაში
ბელგრადის მიერ დასახულ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კურსზე,
რუსეთს და ჩინეთს ზეგავლენის განხორციელების საშუალებას მისცემს. აქვე,
აღინიშნა, რომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების
(მათ შორის საქართველოს) ინტეგრაციის დაჩქარების მიმართულებით დასავლეთის
მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა თუ არ მოხდა, არსებობს იმის რეალური
შესაძლებლობა, რომ არსებული ვაკუუმი რუსეთის და ჩინეთის ინტერესებმა შეავსონ,
როგორც ეს სერბეთის რესპუბლიკაში ხდება.
➢ 2021 წლის 27 ნოემბერს, ირაკლი ბერაიამ და მაკა ბოჭორიშვილმა ლიეტუვის სეიმში
შეხვედრები გამართეს. ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებლები ლიეტუვის
სეიმის სპიკერს, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენს, ევროპულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარე
რადვილე
მორკუნაიტე-მიკულენიენეს,
სეიმის
საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისს, ეროვნული
უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაურინას კასჩიუნას,
საქართველოსა და ლიეტუვას საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს
რაიმუნდას ლოპატას და ჯგუფის სხვა წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა, ორმხრივ და
მრავალმხრივ ფორმატებში, ლიეტუვასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის
მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრებზე, ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ლიეტუვასა
და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა
საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილს, ნატო-ში
ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას და ალიანსში საქართველოს
გაწევრების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებას.
შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში შექმნილ
ვითარებაზე, განსაკუთრებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ
მძიმე მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.
ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში დეოკუპაციისა და
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის აქტუალურობის
მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდის
მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
27
ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის
პროცესის მიმართ ლიეტუვას ურყევ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
➢ 2021 წლის 5-6 დეკემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი
ბერაიამ,
მონაწილეობა
მიიღო
ქ.
ვაშინგტონში
(აშშ)
გამართულ
დაზვერვა/უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში, სადაც განხილული იქნა, ისეთი
მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ციფრული აქტივების (კრიპტოვალუტის)
რეგულირების
პოლიტიკა,
ხელოვნური
ინტელექტის
ორმაგი
გამოყენების
შესაძლებლობა, 5G ტექნოლოგია, კიბერუსაფრთხოება, ტრეფიკინგი, ფულის
გათეთრება, საერთაშორისო ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,
ბილოგიური უსაფრთხოება და რელიგიური თავისუფლების საკითხები. გარდა ამისა,
ფორუმის ფაგლებში განხილულ იქნა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში, საუკეთესო
საერთაშორისო
პრაქტიკების
გაზიარების
კუთხით
პარლამენტებს
შორის
თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლელობები.
➢ 2021 წლის 7-10 დეკემბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი ბერაიამ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში, აშშ-ში
გამართულ ვიზიტში მიიღო მონაწილეობა.
ქ. ვაშინგტონში, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები გაიმართა, კონგრესის
წარმომადგენელთა პალატაში, სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ეროვნულ
დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და დემოკრატიის ეროვნულ ფონდში (NED).
ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სტრატეგიული პარტნიორთან საქართველოს
უსაფრთხოების გამოწვევებზე და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე
საუბარი, საქართველოს უსაფრთხოების, საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის
პრიორიტეტების მხარდაჭერის გაზრდა, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის
თანამშრომლობის
გაღრმავება
და
ქართულ-ამერიკული
სტრატეგიული
პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება.
გამართულ შეხვედრებზე მხარეთა შორის საუბრის ძირითადი საკითხი უსაფრთხოება
და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება იყო. საქართველოს პარლამენტის
წევრებმა კონგრესმენებს სთხოვეს, რომ ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში
საქართველოს გაწევრიანების პროცესის ლობირებაში აქტიურად ყოფილიყვნენ
ჩართული.
28
ყურადღება ასევე გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა უნდა
გადადგას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის უფრო ქმედითი
დახმარების აღმოჩენის მიმართულებით. საქართველოს დელეგაციის წევრები
ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული
მიზნების მისაღწევად, რუსეთის შესაკავებლად, საერთო ინტერესების დასაცავად,
აუცილებელია, რეგიონში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა, ასევე,
საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის გაძლიერებისთვის
ამერიკული მხარდაჭერის გაფართოვება, მეტი საგარეო-სამხედრო დაფინანსებით,
მაღალტექნოლოგიური შეიარაღებით, ტოტალური თავდაცვის და წინააღმდეგობის
გაწევის შესაძლებლობების გაძლიერებით. ამასთან, ამერიკელმა კონგრესმენებმა ამ
დახმარების აღმოსაჩენად სხვდასხვა გზები მიმოიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ
აშშ-სთვის საქართველო რეგიონში ყველაზე ერთგულ და სანდო პარტნიორს
წარმოადგენს და შესაბამისად, ამერიკის ინტერესებში შედის ძლიერი საქართველო,
რომელსაც
რეგიონში
დასავლური
ღირებულებების
დაცვის
უნარი
შესწევს.
შეხვედრებისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაში
და უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
6. ნდობის ჯგუფი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შექმნილია ნდობის ჯგუფი, რომელიც
ზედამხედველობას ახორციელებს თავდაცვისა და უსაფთხეობის სექტორში შემავალი
უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე. ნდობის ჯფუფის
სამოქმედო გეგმა მტკიცდება ნდობის ჯგუფის სხდომაზე და საიდუმლო დოკუმენტს
წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში, გაიმართა ნდობის ჯგუფის 16 სხდომა (წლიური
მოხსენებები და თემატური მოსმენები) და ნდობის ჯგუფის წევრების მიერ,
თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში განხორციელდა 20
საზედამხედველო ვიზიტი.
29