საქართველოს პარლამენტის წევრის, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის გიორგი ხელაშვილის მიერ წარმოდგენილი სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის წევრის, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის გიორგი ხელაშვილის მიერ წარმოდგენილი სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის წევრის, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის გიორგი ხელაშვილის მიერ წარმოდგენილი სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-02-21
ბიუროს ნომერი 124
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-1882/22
17-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად
გიგზავნით სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიშს.
დანართი: 5 ფურცელი.
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი
გიორგი ხელაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის,
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2021 წლის იანვარი - 2022 წლის იანვარი
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სუამის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა
ასამბლეის 2 სესია, შედგა 2 სადამკვირვებლო მისია მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებზე და
საქართველოში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებზე. ასევე, ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა
მიიღო ბალტიის ასამბლეის და საბჭოს შეხვედრაში და ბალტიის ასამბლეის გაერთიანებული
კომიტეტების შეხვედრაში.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2021 წლის 10 თებერვალი
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-13 სესია აზერბაიჯანის პარლამენტის მასპინძლობით
ვირტუალურ ფორმატი
დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი ხელაშვილი, კახა კუჭავა, დავით მათიკაშვილი, ირაკლი ზარქუა,
ლევან მგალობლიშვილი
სუამი-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის
ხელმძღვანელობით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გამართულ დებატებში მიიღო
მონაწილეობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვის თემას ყარაბაღის კონფლიქტი წარმოადგენდა.
მხარეების მიერ აღინიშნა, რომ რეგიონის სამომავლო ეკონომიკური და დემოკრატიული
განვითარებისთვის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ალტერნატივა არ გააჩნია.
გიორგი ხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მათ შორის, საუბარი შეეხო ცხინვალის უკანონო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს
მოქალაქის, ზაზა გახელაძის საკითხს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა
რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში
უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, რადგან როგორც ადამიანის
უფლებების, ასევე ჰუმანიტარული ვითარების მხრივ სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ყოველდღიურად უარესდება.
ასამბლეაზე მხარეებმა კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილებაზე იმსჯელეს. გიორგი
ხელაშვილმა კოლეგებს გააცნო საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება და ხაზი გაუსვა, რომ
ეპიდემიის ეფექტურ მართვასთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ეკონომიკური
რეაბილიტაციის გეგმაზე.
ასამბლეაზე პარლამენტის წევრებმა ასევე იმსჯელეს სუამ-ის ფარგლებში სამომავლო ეკონომიკური
თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი პროექტების წარმოებაზე. აღინიშნა, რომ სუამ-ის
ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და სატრანსპორტო კორიდორის პოტენციალი ეფექტურად
არის გამოსაყენებელი. საუბარი შეეხო ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებას
კონკრეტული მიმართულებებით.
2022 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
სუამის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა, რომლებიც 2020 წლის ოქტომბერში საქართველოს
საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ თავიანთ დასკვნაში, რომელიც წარედგინა ასამბლეას,
აღნიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდა საერთაშირისო დემოკრატიული სტანდარტებისა და საქართველოს
საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით თავისუფალ და სამართლიან ვითარებაში,
რომელიც სრულად გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის ნებას.
ასამბლეის მუშაობაში საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას რეპუბლიკის და უკრაინის
საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბალტიის ასამბლეის, შავი ზღვის
ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეისა (PABSEC) და თურქულენოვანი
ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენლებმა.
სესიის ბოლოს, მიიღეს შემაჯამებელი დოკუმენტი, კომუნიკე, სადაც საპარლამენტო ასამბლეამ სხვა
მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ხაზი გაუსვა სოლიდარობის მნიშვნელობას, რომ სუამ-ის სივრცეში
კონფლიქტების მოგვარება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ
აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვით. საპარლამენტო ასამბლეამ, ასევე, ხაზი გაუსვა
რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების
პერსპექტივას, რაც ქმნის სტაბილურ საფუძველს გლობალური სატრანსპორტო და ენერგეტიკული
პროექტების განხორციელებისთვის კასპიის და შავი ზღვების ზონაში და შემდგომ ბალტიის ზღვაში.
კომუნიკეში სესიის მონაწილეებმა აღნიშნეს სუამ-ის წევრი ქვეყნების პარლამენტარების ერთობლივი,
შეთანხმებული ქმედებების მნიშვნელობა საერთაშორისო პლატფორმებზე. საპარლამენტო ასამბლეამ
კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მისწრაფება გააგრძელოს საერთაშორისო თანამშრომლობა
ბალტიის ასამბლეასთან, ბენილუქსის პარლამენტთან, სკანდინავიურ საბჭოსთან, ვიშეგრადის
ჯგუფთან და სხვა საერთაშორისო და რეგიონულ საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან,
ნდობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით.
სესიის დასასრულს, 2021 წელს სუამის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა საქართველოს
პარლამენტმა გადმოიბარა.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2021 წლის 12 თებერვალი
ბალტიის ასამბლეის ეკონომიკისა და ინოვაციების და ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის
კომიტეტების გაერთიანებულ ონლაინ სხდომა.
ვირტუალური ფორმატი
სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი
ხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბალტიის ასამბლეის ორი კომიტეტის, ეკონომიკისა და
ინოვაციების და ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ ონლაინ
სხდომაში. კომიტეტებზე განიხილეს პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივები,
ისაუბრეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ კრიზისის დასაძლევად
აუცილებელია საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და აქტიური კომუნიკაცია.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა
და ახლახან ჩატარებული სუამის საპარლამენტო ასამბლეის შედეგებზე და წევრ ქვეყნებში არსებულ
გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა რეგიონული უსაფრთხოების თემას, როგორც აუცილებელ
პირობას ეკონომიკური განვითარებისათვის. გიორგი ხელაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა,
რომ საქართველო, როგორც სუამის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, გააძლიერებს თანამშრომლობას
ბალტიის ქვეყნებთან სხვადასხვა მიმართულებით.
2022 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2021 წლის 11 ივლისი
მოლდოვას რესპუბლიკის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები
დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი ხელაშვილი, დავით მათიკაშვილი
კიშინიოვი, მოლდოვას რესპუბლიკა
2021 წლის 11 ივლისს, მოლდოვას რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლების მიწვევით, შედგა
სუამ-ის საპარლამეტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ვიზიტი კიშინიოვში, რიგგარეშე
საპარლამენტო
არჩევნებზე.
მისიას
ასამბლეის
თავმჯდომარე,
გიორგი
ხელაშვილი
ხელმძღვანელობდა.
მისია ორიენტირებული იყო კენჭისყრის დღეს საარჩევნო
ადმინისტრირების ზოგად დაკვირვებასა და შეფასებაზე.
პროცესის
ორგანიზებისა
და
დასკვნაში აღინიშნა, რომ მოლდოვას რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა
დემოკრატიულ გარემოში, საერთაშორისო ვალდებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად და
ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით. არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და მშვიდ
გარემოში. სადამკვირვებლო ჯგუფმა მონიტორინგის შედეგებით გამოხატა კმაყოფილება და
დაასკვნა, რომ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო პროცესში დაცული იყო ადამიანის ძირითადი უფლებები
და თავისუფლებები. არჩევნები შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2021 წლის 2 ოქტომბერი
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
2021 წლის 2 ოქტომბერს, ქართული მხარის მოწვევით, შედგა სუამ-ის საპარლამეტო ასამბლეის
სადამკვირვებლო მისიის ვიზიტი თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
მისია ორიენტირებული იყო კენჭისყრის დღეს საარჩევნო
ადმინისტრირების ზოგად დაკვირვებასა და შეფასებაზე.
პროცესის
ორგანიზებისა
და
დასკვნაში აღინიშნა, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო, მათ შორის ეუთოსა და ევროპის საბჭოს მიმართ
ვალდებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად, ისევე, როგორც ეროვნული კანონმდებლობის,
წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ მშვიდ და კონკურენტულ გარემოში, მკაცრად იყო დაცული
კენჭისყრის დადგენილი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი კარგად ორგანიზებული და
გამჭვირვალე იყო. ზოგიერთ უბანზე, მანიპულაციის შესაძლებლობის აღმოსაფხვრელად, პროცესი
ნოვატორული საპილოტე ელექტრონული ხმის მიცემით მიმდინარეობდა. დაკვირვებულ უბნებზე
ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით მაღალი იყო.
კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების მონიტორინგის
შედეგების მიხედვით, სუამ-ის სადამკვირვებლო მისიამ დაასკვნა, რომ მთლიანობაში დაცული და
უზრუნველყოფილი
იყო
ადამიანის
ძირითადი
უფლებები
და
თავისუფლებები.
თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
2022 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------2021 წლის 4-5 ნოემბერი
ბალტიის ასამბლეა და ბალტიის საბჭოს შეხვედრა
ვილნიუსი, ლიეტუვას რესპუბლიკა
გიორგი ხელაშვილმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის რანგში, ბალტიის
ასამბლეასა და ბალტიის საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში ბალტიის ქვეყნების
პარლამენტების ხელმძღვანელებთან და ეროვნულ დელეგაციებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო
ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა,
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პრეზიდენტმა, პოლონეთის, ჩეხეთისა და აზერბაიჯანის
საპარლამენტო დელეგაციებმა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა.
ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან გაკეთდა მხარდამჭერი
განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, მათ ხაზი გაუსვეს, რომ
საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს ბალტიის რეგიონის სამივე ქვეყნის
მტკიცე მხარდაჭერა.
გიორგი ხელაშვილმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და ისაუბრა რეგიონულ
გამოწვევებზე, მადლობა გადაუხადა ბალტიის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი
გაუსვა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის საპარლამენტო
დონეზეც. საკუთარ გამოსვლაში მან ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც მნიშვნელოვანია
ეროვნული და რეგიონული სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის.
ასამბლეაზე იმსჯელეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, სამომავლო ერთობლივი
ეკონომიკური ნაბიჯებისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ. ხაზი გაესვა პანდემიის შემდგომ
ეკონომიკურ გაჯანსაღებისა და გრძელვადიანი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას სხვა და
სხვა სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხელაშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრა ლიეტუვას სეიმის
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ლაურინას კაშიუნასთან და
საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან რაიმუნდას ლოპატასთან.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა და
პერსპექტივები.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2022 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
2021 წლის 20-21 დეკემბერი
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-14 სესია საქართველოს პარლამენტის მასპინძლობით
ვირტუალური ფორმატი
დელეგაციის შემადგენლობა: გიორგი ხელაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი ზარქუა, ლევან
მგალობლიშვილი
20-21 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ვირტუალურ
ფორმატში, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა.
საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, გიორგი ხელაშვილმა, ასამბლეის მსვლელობის
განმავლობაში, კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, ოკუპაციის
პირობებში, ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ და ისაუბრა COVID-19-ის პანდემიით
გამწვავებული ეკონომიკური სირთულეების გარშემო, ასევე, ხაზი გაუსვა ხელისუფლების ეფექტიან
საქმიანობას ამ მიმართულებით. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლებში
ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის და რეგიონისთვის მისი მაღალი მნიშვნელობის
შესახებ, ასევე, ხაზი გაუსვა სუამ-ის ქვეყნების ნაყოფიერ თანამშრომლობას ბალტიის ქვეყნებთან.
საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, საკუთარ გამოსვლაში პანდემიის შემდგომი
ეკონომიკური აღდგენის ტენდენციებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ასამბლეის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა აღმოსავლეთ
პარტნიორობის სამიტის შედეგები, ყირიმის პლატფორმის სამომავლო პერსპექტივა, შავი ზღვის
უსაფრთხოების საკითხი და მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტები სუამ-ის წევრი ქვეყნების
ტერიტორიებზე. სესიის ბოლოს მხარეებმა მიიღეს შემაჯამებელი დოკუმენტი, კომუნიკე, რომელიც
წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს
შეეხება. საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას
რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ასამბლეის მუშაობაში, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების
საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სუამის გენერალურმა მდივანმა, ალტაი
ეფენდიევმა და ბალტიის ასამბლეის დელეგაციამ, ვიცე-პრეზიდენტ იანის ვუცანსის
ხელმძღვანელობით, რომელიც 2022 წლიდან ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
სუამ-ის საპარლამენტო
უხელმძღვანელებს.
ასამბლეა
2022
წელს
მოლდოვას
2022 წ. | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
რესპუბლიკის
პარლამენტი