სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის წევრის, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის გიორგი ხელაშვილის მიერ წარმოდგენილი სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის წევრის, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის გიორგი ხელაშვილის მიერ წარმოდგენილი სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში ანგარიში
- სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-03-17
შენიშვნები 17/03/2022 ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე
2-1653/22
14-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით
შავი
ზღვის
ეკონომიკური
თანამშრომლობის
საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021
წლის ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
დავით სერგეენკო
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-2827/22
11-03-2022
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გაცნობებთ, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოისმინა საქართველოს
პარლამენტის წევრის, სუამის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის გიორგი ხელაშვილის მიერ
წარმოდგენილი
სუამის
საპარლამენტო
ასამბლეაში
(GUAM
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2021 წლის ანგარიში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
PA)
საქართველოს
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში 2021 წლის განმავლობაში
2021 წელს დელეგაციის საქმიანობა წარიმართა ძირითადად ონლაინ ფორმატში.
გამონაკლისს
წარმოადგენდა
საქართველოში
შავი
ზღვის
ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის ვიზიტი და
ბულგარეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომლის ფარგლებშიც შავი
ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მიერ გაიგზავნა
სადამკვირვებლო მისია, ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის
ხელმძღვანელის დავით სერგეენკოს მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ უმეტესწილად ონლაინ ფორმატში მუშაობის მიუხედავად,
დელეგაციამ აქტიურად აწარმოა მუშაობა ასამბლეის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
წლის მანძილზე გაიმართა გენერალური ასამბლეის სხდომა, საკომიტეტო მოსმენები,
ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები.
ჩატარებული ღონისძიებები:
17 მარტი - ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკის, სავაჭრო, გარემოს და
ტექნოლოგიურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო
ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ნინო წილოსანმა.
კომიტეტის სხდომის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პარლამენტის როლი
ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, ეკონომიკური ასპექტები“.
კომიტეტის სხდომის ფარგლებში მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში ტრეფიკინგის
მიმართულებით არსებული გამოწვევები და მის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები.
სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ტრეფიკინგის ბრძოლის საკითხებზე შესაბამისი
ანგარიშისა და რეკომენდაციის პროექტები, რომლებიც საბოლოოდ მიღებულ იქნება
ასამბლეის პლენარულ სესიაზე.
7 აპრილი - ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ
საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ.
კომიტეტის სხდომის განხილვის თემას წარმოადგენდა „პარლამენტის როლი
ტრეფიკინგთან ბრძოლაში, პოლიტიკურ და სამართლებრივი ასპექტები“.
სხდომის ფარგლებში თითოეული ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთა მოხსენება
საკუთარ ქვეყნებში ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით არსებულ მიღწევებსა და
გამოწვევებზე.
ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით
სერგეენკომ მოხსენება გააკეთა საქართველოში
ტრეფიკინგთან ბრძოლის
მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე. სხდომის დასასრულს მიღებულ იქნა
ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებზე შესაბამისი ანგარიშისა და რეკომენდაციის
პროექტები. მათში დეტალურადაა ასახული საქართველოში ზემოაღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა.
22 ივნისი - ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 57-ე გენერალური ასამბლეის
სხდომა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ. ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა
ბიუროს, მუდმივმოქმედი კომიტეტის, ოთხი სამუშაო კომიტეტის სხდომა და
პლენარული სესია. ასამბლეის ფარგლებში მიღებულ იქნა მოხსენებები და
რეკომენდაციები შემდეგ საკითხებზე: „პარლამენტის როლი ტრეფიკინგთან ბრძოლის
მიმართულებით პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“; „პარლამენტის როლი
ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, ეკონომიკური ასპექტები“. სხდომის
დასასრულს ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
ხელმძღვანელი - დავით სერგეენკო 2 წლის ვადით აირჩიეს შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.
24 ივნისი - საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია შვი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი. ვიზიტის
ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელთან დავით სერგეენკოსთან. შეხვედრის მიზანს
წარმოადგენდა საქართველოსა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის
საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და
ასამბლეის სამომავლო აქტივობები.
9-11 ივლისი - ბულგარეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის ფარგლებშიც
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მიერ
გაიგზავნა სადამკვირვებლო მისია. სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა მიიღო
ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით
სერგეენკომ.
22 ნოემბერი - გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო
ასამბლეის რიგით 58-ე გენერალური ასამბლეის სხდომა.
პლენარულ სესიას, გახსნით ნაწილში სიტყვით მიმართა შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელმა და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა დავით სერგეენკომ
და ყურადღება ასამბლეისა და ზოგადად შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე
გაამახვილა.
დავით სერგეენკომ ასევე ისაუბრა პანდემიის ფონზე სამედიცინო სფეროში არსებულ
ვითარებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია მზად არის ითანამშრომლოს
სხვადასხვა ფორმატებში, რათა გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება ჯანდაცვის
სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად.
პლენარულ სესიაზე, ასევე, მოისმინეს მოხსენებები: „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში
ფარმაცევტულ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“, „ციფრული ტექნოლოგიების
გამოყენება
საპარლამენტო
საქმიანობისა
და
საკანონმდებლო
პროცესისა
გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვის“; „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში პანდემიის
ფონზე საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევები“.
სხდომის ფარგლებში ასევე გაიმართა ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი
კომიტეტის სხდომები.