საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების ინფორმაცია მიმდინარე მოწვევაში, საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე 2022 წლის 17 მარტის მდგომარეობით

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-3111/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-3111/22 18-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, მიმდინარე მოწვევაში, საქართველოს კანონებისა დებულებებით და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე 2022 წლის 17 მარტის მდგომარეობით. დანართი: 33 ფურცელი. 1. საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში 2022 წლის 1 მარტამდე და ჯერ არ შესრულებულა (22 ფურცელი ); 2. საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 21.12.2021 -17.03.2022 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ (11 ფურცელი). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დანართი N1 საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში 2022 წლის 1 მარტამდე და ჯერ არ შესრულებულა 2022 წლის 17.03.2022 მდგომარეობით აგრარულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს კანონი ,,ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ N967-VIმს-Xმპ, 2.11.2021 მუხლი 22. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2022 წლის 1 მარტამდე: ა.ბ) დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესი;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია N2-2840/22, 11.03.2022 სამინისტროს 10 მარტის №1‐2799/22 წერილის თანახმად, პროექტი ატვირთულია მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში და მიღებული იქნება უახლოეს მომავალში) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ N6823-რს, 14.07.2020 მუხლი 37. 1. 2021 წლის 1 იანვრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 14.03.2022 გრძელდება მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც ფართოდ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განმტკიცებისთვის საჭირო მიზნებს და ამოცანებს. სტრატეგიის დამტკიცებისთანავე დაიწყება მუშაობა ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე) 3. ამ კანონის III თავით განსაზღვრულმა ორგანოებმა/დაწესებულებებმა: ა) 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ამ კანონითა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად შესაბამისი 1 მუხლებით გათვალისწინებული წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება მათთვის სავალდებულოდ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 14.03.2022, 34 სახელმწიფო ორგანოდან/დაწესებულებიდან უწყებრივი სამოქმედო გეგმა დამტკიცებული აქვს 32 ორგანოს/დაწესებულებას, ხოლო 64 მუნიციპალიტეტიდან სამოქმედო გეგმა დამტკიცებული აქვს ყველა მუნიციპალიტეტს) 2. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6833-რს, 14.07.2020 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, აგრეთვე 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 14.03.2022 გამოცემულია საქართველოს მთავრობის დადგენილება N551, 29.11.2021 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც ფართოდ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განმტკიცებისთვის საჭირო მიზნებსა და ამოცანებს. სტრატეგიის დამტკიცებისთანავე დაიწყება მუშაობა ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე). 3. საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ (ცვლილება N361-IVმსXმპ; 16.03.2021) მუხლი 64 5. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24- საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 14.03.22 იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელ შემთხვევებზე 24‐საათიანი რეაგირების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პენიტენციურ სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით, აღნიშნული მექანიზმი ფუნქციონირებს. ხოლო პრობაციის სისტემასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამ მექანიზმის მოქმედების მწვავე საჭიროება არ დგას. დაგეგმილია სისტემაში არსებული ცხელი ხაზის არეალის გაფართოება, რომელიც ამ დროისთვის არასრულწლოვნებს ემსახურება. გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N716, 1.06.2021; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 13 2 აგვისტოს №07-154/ო ბრძანებით „გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში დანერგვისთვის საპილოტე პერიოდის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცდა გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმი). 8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღება  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია N2-2320/22, 28.02.2022 სააქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - ,,სოციალური მუშაობის ადგილობრივ დონეზე განხორციელების გზამკვლევი“, რომელიც საბოლოო შეთანხმების მიზნით გადაგზავნილია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში. გარდა ამისა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და სიიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ზოგიერთი ქვეპროგრამის მუნიციპალიტეტებზე უფლებამოსილებების დელეგირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების შემუშავების მიმართულებით). განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე N417‐IVმს‐Xმპ, 30.03.2021 საქართველოს კანონში მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 13.07.2021-მდე: ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26‐ე მუხლის პირველი პუნქტის „ც4 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/ სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტის დამტკიცება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 28.02.2022 პროექტი შემუშავებულია და შეთანხმების პროცესიც დასრულების სტადიაზეა) ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26‐ე მუხლის პირველი პუნქტის „ც5 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/ 3 სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცება.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 28.02.2022 პროექტი შემუშავებულია და შეთანხმების პროცესიც დასრულების სტადიაზეა) გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 28. 02. 2022) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტყის კოდექსი“ N5949-სს, 22.05.2020 მუხლი 95. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები: ე) „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ“ დებულება.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022 პროექტმა გაიარა საჯარო განხილვის ეტაპი და ახლო მომავალში შესათანხმებლად გაიგზავნება მთავრობაში) 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) 2021 წლის 1 კანონქვემდებარე აქტები: იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი ა.ბ) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022 პროექტზე მუშაობა გრძელდება) ა.გ) „ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების ნუსხის შესახებ“;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია დასრულებულია და უახლოეს მომავალში დამტკიცდება) 17.03.2022 პროექტზე მუშაობა ა.დ) „ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022 პროექტზე მუშაობა გრძელდება) 4 ა.ე) „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022) ბ) 2022 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები: ბ.ა) „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022) ბ.ბ) „ტყის საინფორმაციო ინსტრუქციის შესახებ“.  და მონიტორინგის სისტემის წარმოების მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022) მუხლი 96. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე უნდა შექმნას ამ კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია და უნდა უზრუნველყოს მისი ფუნქციონირება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022) 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე უნდა მოახდინოს საქართველოს ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი, ამ კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილების მქონე სუბიექტის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022 ძირითადად განხორციელდა) 6. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებმა 2021 წლის 1 იანვრამდე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაციით 17.03.2022 ხორციელდება ეტაპობრივად, შესაბამის აქტებში ცვლილებების შეტანის საჭიროების შესაბამისად) 2. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5948-სს, 22.05.2020 მუხლი 67 1. 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს „ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“; ტექნიკური რეგლამენტი 5  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022 პროექტი გადამუშავდა. ამ ეტაპზე დაგეგმილია პროექტის საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნება და დაინტერესებულ სუბიექტებთან განხილვა/კონსულტაციები. რის შემდეგაც მოხდება პროექტის მთავრობისთვის წარდგენა) 3. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ N246-IVმს-Xმპ, 2.03.2021 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 ივნისამდე დაადგინოს: ბ) საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმები.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022 პროექტის გადამუშავებისას უწყებების მიერ წარმოდგენილი შენიშვნების მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნით, ტარდება დამატებითი პროექტის რეგულირების გავლენის შეფასება (RIA), რომელიც ჯერ არ დასრულებულა. აღნიშნულის დასრულების შემდეგ (სავარაუდო დასრულების ვადა - აპრილი) მოხდება პროექტის შესაბამის უწყებებთან საბოლოოდ შეთანხმება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა) 4. საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1146‐VIმს‐Xმპ, 16.12.2021 მუხლი 2. 2022 წლის 1 თებერვლამდე შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია ნაწილობრივ (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022 ძირითად აქტებში ცვლილებები შესულია. სხვა აქტებში შესაბამისი ცვლილებები შედის ამ აქტებში ცვლილებების შეტანის საჭიროების მიხედვით) 5. საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ (ცვლილება N1103‐VIმს‐Xმპ, 15.12.2021) მუხლი 24 8. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე მიიღოს დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და ამ ქონებით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022ამ ეტაპზე პარლამენტში იხილება გარემოს კომიტეტის მიერ ინიცირებული პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ“, რომლითაც იცვლება (ზუსტდება) აღნიშნული დადგენილების სათაური. აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ, დადგენილების პროექტი მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება) 9. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე მიიღოს დადგენილება „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი 6 სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2022 პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილია საქართველოს მთავრობაში. შეთანხმების პროცესის დასრულების შემდეგ პროექტი მთავრობას წარედგინება მისაღებად) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ N5652-რს, 20.12.2019 მუხლი 21. 5. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან: ბ) 12 თვის ვადაში 26.12.2020-მდე უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება;  არ არის შესრულებული(კომიტეტის ინფორმაცია 10.03.2022 იგეგმება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რომლითაც განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა ჩანაცვლდება ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმით (NECP)). დ) 18 თვის ვადაში 26.06.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის, გარდა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიისა, წარმოების წახალისების კონკურენტული აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის პრივილეგიური მწარმოებლის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.03.2022 ნორმატიული აქტის მომზადება დაგეგმილია ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2021 წლის ივლისიდან ამოქმედდა. კერძოდ, 16.07.2021ს ხელი მოეწერა საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებას საკონსულტაციო ჯგუფთან GOPA-International Energy Consultants). ე) 19 თვის ვადაში 26.07.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების წახალისების კონკურენტული აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ვ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა და ბიოსითხის სერტიფიცირებისა და შესაბამისობის დადგენის წესების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) 7 ზ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა და ბიოსითხის წარმოების ლიცენზირებისა და ფასწარმოქმნის წესების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) თ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმების დადგენა;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ი) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის გავლენის გამოთვლის წესების დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა ( კომიტეტის ინფორმაცია N2-738/22, 27.01.2022 ღნიშნული კანონებით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ძირითადი ნაწილი მუშავდება ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და KfW-ს თავდაპირველი გეგმის მიხედვით. აღნიშნული ტექნიკური დახმარების პროგრამა 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო გაჭიანურდა სატენდერო პროცესი და შეფერხდა პროექტის განმახორციელებელი საკონსულტაციო კომპანიის გამოვლენა. საერთაშორისო საკონსულტაციო კონსორციუმთან მჭიდრო თანამშრომლობა კი აუცილებელი პირობა იყო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის დანერგვისა და კანონით განსაზღვრული დებულებების განხორციელებისთვის, რადგან აღნიშნული მოითხოვს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და საექსპერტო ცოდნის გაზიარებას. სათანადო ტექნიკური დახმარების გარეშე კი, სამინისტროში არსებული მცირე ადამიანური რესურსით ზემოხსენებული ნორმატიული აქტების მომზადება კანონით დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა. თუმცა, ნორმატიული აქტების შემუშავება დაწყებულია). 6. საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან: დ) 12 თვის ვადაში 26.12.2020-მდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სიის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.03.2022 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ს.ს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, რის საფუძველზეც გადამზადდება კადრები, რომლებიც გაივლიან სერტიფიცირებას და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ,,სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სიის“დამტკიცება) ე) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის პრივილეგიურ მწარმოებელთან გასაფორმებელი ფასთა სხვაობის ხელშეკრულების სტანდარტული ფორმისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მოწყობილობების მემონტაჟეების სერტიფიცირების წესების დამტკიცება. 8  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N2-738/22, 27.01.2022 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფრომაციით (№:1-18881/21; 30.12.2021) შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება დაწყებულია ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში). 8. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან: ბ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N2-738/22, 27.01.2022 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფრომაციით შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება დაწყებულია ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში) 2. საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ N5646-რს, 20.12.2019 მუხლი 162. 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან: ა.გ) 12 თვის ვადაში 27.12.2020-მდე − შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება ან /და მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად;  ნაწილობრივ შესრულებულია(კომიტეტის ინფორმაცია 10.03.2022 ნაწილი კანონქვემდებარე აქტებისა მიღებულია. სამუშაო საკმაოდ მოცულობითია, დანარჩენ ცვლილებების პროექტების მომზადებაზე მიმდინარეობს მუშაობა) 4. საქართველოს მთავრობამ და კომისიამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაონ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა და წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს შესათანხმებლად.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 10.03.2022 შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა, კომპეტენტურ უწყებებს შორის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილების კუთხით, რომელიც უმოკლესს ვადაში დასრულდება და წარედგინება საქართველოს მთავრობას შესაბამისი დადგენილების პროექტი). 3. საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ N6355 11ს, 23.06.2020 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე უზრუნველყოს „საზოგადოებრივი მომსახურების 9 ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის შესახებ“ დადგენილების მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია 10.03.2022 კომპენსაციის დეტალური გამოთვლა მოითხოვს შპს„საქართველოს რკინიგზის“ საქმიანობის გასული წლების ტექნიკურ და ფინანსურ ანალიზს, რაც ხანგრძლივ დროის პერიოდთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის შესახებ“ დადგენილების პროექტი გადის შიდა კონსულტაციების ეტაპს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რისი დასრულების შემდგომაც მოხდება მისი წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის). 4. საქართველოს კანონი ,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ N5898-სს, 21.05.2020 მუხლი 28. 1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 12 თვის ვადაში 28.05.2021-მდე: ა.ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების ან ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემისა და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ა.ბ) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ა.გ) გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის ფორმატის განსაზღვრას და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების წესის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ა.დ) ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ა.ე) ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ა.ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) 10 ა.ზ) ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუშის დამტკიცებას;  შენობის მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ა.თ)ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესების დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ა.ი) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) კომიტეტის ინფორმაციით „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28‐ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ნორმატიული აქტების მომზადება დაგემილია ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, პროგრამა 2021 წლის ივნისიდან ამოქმედდა. „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28‐ე მუხლით განსაზღვრულ კანონქვემდებარე აქტებზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუსაობა. ბ) 16 თვის ვადაში: 28.09.2021-მდე ბ.ა) ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ბ.ბ) გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის დამტკიცებას.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით ნორმატიული აქტები მუშავდება ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში. კერძოდ, ამ ეტაპზე, პროექტის ექსპერტები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი განიხილავს ენერგოეფექტურობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ/თემატურ საკითხებს. აღნიშნულის გადაწყვეტის შემდეგ მომზადდება შესაბამისი ოქმის ფორმა, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა „გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის“ პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის დამუშავება და მასთან დაკავშირებული საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის დადგენილი დოკუმენტაციის მომზადება). 2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 12 თვის 28.05.2021-მდე ვადაში − სამინისტროს წარდგინებით: ა.ა) სატრენინგო პროგრამების დამტკიცებას;  არ არის შესრულებული 11 ა.ბ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (ეესგ) დამტკიცებას;  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაციით. 8.12.2021 იგეგმება ,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რომლითაც ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა ჩანაცვლდება ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმით (NECP)) ა.გ) ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და დამტკიცებას;  აკრედიტაციის წესების არ არის შესრულებული კომიტეტის ინფორმაციით 10.03.2022 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამჟამად მუშაობს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმაზე, რომელიც თავის მხრივ ასევე მოიცავს ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმასაც, შესაბამისად ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მისი დამტკიცება დამოუკიდებელ დოკუმენტად, როგორც ეს აღნიშნულია კანონის 28‐ე მუხლის მე‐2 პუნქტში მიზანშეწონილი აღარ არის. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იქნება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ცვლილებებს და ახალ ვადებს, კერძოდ 28‐ე მუხლის მე‐2 პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ.“ ქვეპუნქტები კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით ამოღებული იქნება. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის 28.05.2021-მდე ვადაში სამინისტრო, კომისია და შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობას.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022 „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28‐ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვე‐პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტების გარკვეული ნაწილი მუშავდება და შესაძლებელი იქნება უახლოეს პერიოდში მათი დამტკიცება. ამასთანავე „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28‐ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ნორმატიული აქტის მომზადდება დაგემილია ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში) 5. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი N3213-რს, 20.07.2018 მუხლი 142. 1. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მიიღოს შემდეგი დადგენილებები: კ) „შენობა -ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ “;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N2-738/22, 27.01.2022 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისგან მიღებული ინფორმაციით საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობას წარედგინება საჯარო განხილვებისა და პროფესიულ წრეებთან შეთანხმების შემდეგ) 12 ლ) „არქიტექტორების, ინჟინერ-მშენებლებისა და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N2-2556/22, 07.03.2022 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შემუშავებულია და ინიცირება დაგეგმილია საჯარო განხილვების შემდეგ). მ) „აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N2-2556/22, 07.03.2022 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შემუშავებულია და ინიცირება დაგეგმილია საჯარო განხილვების შემდეგ). 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2021 წლის 30 დეკემბრამდე. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2022 წლის 1 მარტამდე.“; 7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2022 წლის 1 მარტამდე 6. საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N5706-IIს, 5.02.2020 მუხლი 1 2. საქართველოს მთავრობამ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა. 2021 წლის 14 ივნისამდე დაამტკიცოს  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.03.2022 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისაწვდომობის ეროვნული გეგმის შემუშავება. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან მისაწვდომობის ეროვნული გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა ჩაერთოს გეგმის შემუშავების პროცესში). 7. საქართველოს კანონი ,,შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ N5900-სს, 21.05.2020 მუხლი 19. 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) 2021 წლის 30 ივნისამდე: 13 ა.გ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის დამტკიცება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 10.03.2022) ა.დ) ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) შენიშვნა: აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის 14 ივნისს ამოქმედდა „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კანონის მე-4 და მე-5 მუხლების (შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან დაკავშირებით) ამოქმედების ვადამ ნაცვლად 2021 წლის 30 ივნისისა გადაიწია 2022 წლის 30 ივნისისთვის. გარდა ამისა, ნორმატიული აქტების მომზადება დაგემილია ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში) ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და KfW-ს თავდაპირველი გეგმის მიხედვით აღნიშნული ტექნიკური დახმარების პროგრამა 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო გაჭიანურდა პროექტის განმახორციელებელი საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის და მასთან მოლაპარაკებების პროცესი). ბ) 2022 წლის 1 იანვრამდე: ბ.ა) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ბ.ბ) შენობებში გათბობისა და ჰაერის რეგულარული ინსპექტირების წესის დამტკიცება; კონდიცირების სისტემების  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ბ.გ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების წესების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია10.03.2022) ბ.დ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N2-738/22, 27.01.2022 მომზადებულია შესაბამისი წესების პროექტები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საჭიროებდა დამუშავებას, EU/KFW მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების ფარგლებში საკონსულტაციო კომპანია GOPA-ს ექსპერტების მიერ მომზადდა კონცეფციები წესების პროექტების შემუშავებისათვის, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განხილვის ეტაპზეა). 14 2. 2022 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ უზრუნველყოს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N2-738/22, 27.01.2022) შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება დაწყებულია ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში). 8. საქართველოს კანონი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ (ცვლილება N47-11რს- Xმპ 30.12.2020) მუხლი 11. 1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ შემუშავებული ბაზარზე ზედამხედველობის და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების წესის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა 2. სამინისტრომ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.03.2022 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცება გათვალისწინებულია ამავე კანონით დადგენილი და სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტების საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებისთანავე. საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტები ეფუძნება ევროკავშირში მოქმედ შესაბამის რეგლამენტებს, ამასთან ისინი მიახლოებულია საქართველოს რეალობასთან. აღსანიშნავია, რომ „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ კანონის მიღებიდან, ამ კანონით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცებამდე განსაზღვრულ პერიოდში, ევროკავშირში მოხდა იმ ტექნიკური რეგლამენტების განახლება, ცვლილება და ზოგიერთის გაუქმებაც კი, რომლებსაც ქართული რეგლამენტები ეფუძნებოდა. გამომდინარე აქედან, აუცილებელი ხდება ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი რეგლამენტების თარგმნა და მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა. შესაბამისად, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კანონით დადგენილ კანონქვემდებარე აქტებზე, რის საფუძველზეც შემუშავდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის ფორმა). 3. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება: ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა 15 ბ) საყოფაცხოვრებო მოხმარების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; სამაცივრე მოწყობილობის  მიმდინარეობს მუშაობა გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა დ) ტელევიზორის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა ე) საყოფაცხოვრებო მოხმარების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ჰაერის კონდიციონერის  მიმდინარეობს მუშაობა ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა თ) საყოფაცხოვრებო გამათბობელი საშუალებების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა ი) მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერის კომპლექტების, დამატებითი გამათბობლების, ტემპერატურის მარეგულირებლებისა და მზის ენერგიის მიმღები მოწყობილობების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე.  მიმდინარეობს მუშაობა კ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა ლ) მტვერსასრუტის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა მ) წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის ავზის, წყლის გამაცხელებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა 16 ნ) გამათბობლის, გამათბობლის კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლის მზის პანელებისა და გამათბობლის კომბინირებული კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლისა და მზის პანელების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა ო) ელექტრონათურისა და სანათის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა პ) საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა ჟ) საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 10.03.2022 „ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება საქართველოს მთავრობის მიერ. საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტები ეფუძნება ევროკავშირში მოქმედ შესაბამის რეგლამენტებს, ამასთან ისინი მიახლოებულია საქართველოს რეალობასთან. საქართველოს კანონის „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ მიღებიდან, ამ კანონით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცებამდე განსაზღვრულ პერიოდში, ევროკავშირში მოხდა იმ ტექნიკური რეგლამენტების განახლება, ცვლილება და ზოგიერთის გაუქმებაც კი, რომლებსაც ქართული რეგლამენტები ეფუძნებოდა. გამომდინარე აქედან, აუცილებელი ხდება ევროკავშირის მიერ მიღებული ახალი რეგლამენტების თარგმნა და მომზადება საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული კანონქვემდებარე აქტებზე). 9. საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1193‐VIIრს‐Xმპ, 22.12.2021 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებამდე 1.01.2022‐მდე უზრუნველყოს სათანადო დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N2-2556/22, 07.03.2022 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით (№1-2459/22; 1.03.2022) აღნიშნული კანონის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემუშავებულია და განხილვის პროცესშია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - „ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშების და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6364-11ს, 23.06.2020 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე: 17 ბ) მუნიციპალიტეტების დადგენილებების მიღება. საკრებულოებმა უზრუნველყონ სათანადო  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაციით 09.03.2022 მუნიციპალიტეტებს დაევალათ მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად წესების შემუშავება, შეიქმნა და სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომლის სრულფასოვნად დანერგვის შემდგომ იგი უზრუნველყოფს საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების ლოკაციების GPS კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციასა და რუკაზე შესაბამის ინდიკაციას, ამ ეტაპზე შავი წერტილების იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი გახდება აღნიშნული ფორმატის სრულად ამოქმედების შემდგომ). იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6364-11ს, 23.06.2020 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე: გ) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაციით ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებში მიმდინარეობს აღნიშნული ნორმატიული აქტების მიღების თაობაზე) 2. საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N7106- Iს,16.09.2020 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით დაამტკიცოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გასართობი, შემეცნებითი ან/და სასწავლო ღონისძიების – ექსკურსიის ორგანიზების/მოწყობის წესი.  არ არის შესრულებული(კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) 3. საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“ N875‐Vრს‐Xმპ, 2.08.2021 მუხლი 254. 3. 2021 წლის 1 ნოემბრამდე: დ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილმა შესაბამისმა მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის 18 დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) 4. საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 632-IVმს-Xმპ, 10.06.2021 მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება: ბ) „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ მონაცემების მიღებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და გადაცემისთვის გამოყენებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების მწარმოებელ ქვეყნებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: გ) „პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებისთვის მინიმალური სტანდარტების დადგენის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) დ) „პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელური სენსორის კონფიგურირების წესების დადგენის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) ე) „პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დადგენის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) ზ) „საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ჩატარების წესისა და პროცედურების დადგენის შესახებ“; შემოწმების 19  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) კ) „პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების წესისა და პერიოდულობის დადგენის შესახებ“.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისთვის მინიმალური სტანდარტების დადგენის შესახებ“.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) 6. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემის შექმნა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) 5. საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ N887-Vრს-Xმპ, 2.08.2021 მუხლი 2 2. 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლის წესის დამტკიცება, რომლის დამფუძნებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) 6. საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ (ცვლილება N4911რს-Xმპ, 30.12.2020) მუხლი 72 2. მინისტრმა 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ა) „საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) ე) „სამოქალაქო დამტკიცების შესახებ“;  უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.02.2022) 20 სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ N7054-რს, 17.07.2020 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას: ა) 2021 წლის 1 აპრილამდე შეიმუშაოს „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ (შემდგომ – კონცეფცია) განხორციელების სამოქმედო გეგმა (შემდგომ – სამოქმედო გეგმა), რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები და მათი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი დაწესებულებები.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 09.03.2022 დასრულებულია მუშაობა სამოქმედო გეგმასა და პროგრამის პროექტზე უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ N7177-Iს, 29.09.2020 მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის განსაზღვრა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 4.03.2022 პროექტი მომზადებულია, ჯერ არ არის დამტკიცებული). 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ბ) 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს: ბ.ა) სამთო-მომპოვებელ სფეროში სამუშაო დროის რეგულირების წესის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 4.03.2022 პროექტი შემუშავებისა და პარტნიორებთან კონსულტაციების პროცესშია). 2. საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” N4283-IIს, 19.02.2019 21 მუხლი 25. 1. საქართველოს მთავრობამ: გ) 2021 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: გ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 4.03.2022 მიმდინარეობს მუშაობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებაზე) გ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 4.03.2022 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებაზე) მიმდინარეობს მუშაობა გ.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური აგენტით (ვიბრაციით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 4.03.2022 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებაზე) მიმდინარეობს მუშაობა 3. საქართველოს კანონი ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ “ N6819-რს, 14.07.2020 მუხლი 58. კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები 2021 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 48‐ე−53‐ე მუხლებით გათვალისწინებულმა სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 4.03.2022 მიღებულია „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების ეფექტიანად განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის – კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №1596 განკარგულება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებების ფარგლებში შემუშავებულია განათლების სფეროში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარების 2021‐2025 წლების სტრატეგიის სამუშაო ვერსია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ზემოაღნიშნული სტრატეგიის პროექტის ხოლო სხვა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებისათვის საჭირო პროცედურების წარმოება. შესაბამისი უწყებების მიერ ამ კანონის 58‐ე მუხლით განსაზღვრული დავალებები შესრულებულია). 22
დანართი
დანართი N2 საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 21.12.2021 - 17.03.2022 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ. აგრარულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ N967‐VIმს‐ Xმპ, 2.11.2021 მუხლი 21. 1. სამინისტრომ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის გეგმის შემუშავება და დამტკიცება.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2-66, 2.02.2022 მუხლი 22. 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2022 წლის 1 მარტამდე: ა.ა) უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N2-2840/22, 11.03.2022 სამინისტროს 10 მარტის №1-2799/22 წერილის თანახმად, განხორციელდა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების რევიზია და ცვლილების საჭიროება არ არის) ა.გ) დაამტკიცოს ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესი;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N115, 4.03.2022 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2022 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2-138, 24.02.2022 2. საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ (ცვლილებაN1018-VIმს-Xმპ, 16.11.2021) მუხლი 336 13 . საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების 1 ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N117, 9.03.2022 14 . საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „ღვინისეული სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების გამოცემა.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2-156, 01.03.2022 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ (ცვლილება N361- IVმს-Xმპ; 16.03.2021) მუხლი 64 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ;  საქართველოს იუსტიციის მინისტის ბრძანება N715, 1.06.2021;  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება № 01-53/ნ, 04.06.2021  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N22/ნ, 27.01.2022 ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ; სოციალური მუშაობის  საქართველოს იუსტიციის მინისტის ბრძანება N715, 1.06.2021;  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 01-52/ნ; 04.06.2021.  საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება N104/ნ, 29.12.2021 გ) სოციალური მუშაკისთვის სტანდარტების დადგენის შესახებ. სოციალური მუშაობის პროფესიული  საქართველოს იუსტიციის მინისტის ბრძანება N715, 1.06.2021;  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 01-53/ნ; 04.06.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N22/ნ, 27.01.2022 2 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ N5652-რს, 20.12.2019 მუხლი 21. 7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცება;  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება N58, 23.12.2021 ბ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. სათანადო  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებები N47, 13.08.2020; N19, 28.06.2021 2. საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ N5646-რს, 20.12.2019 მუხლი 162. 2. კომისიამ უზრუნველყოს(ცვლილება N82-11რს-Xმპ, 5.01.2021): ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში 2.01.2022-მდე ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბაზრის მოდელის კონცეფციის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი სექტორის: ა.ა) ბაზრის წესების დამტკიცება (ბუნებრივი გაზის) ა.ბ) მიწოდების (მათ შორის, უნივერსალური მომსახურების და ბოლო ალტერნატივის მიწოდების) წესების დამტკიცება;  კომისიის დადგენილება N60, 23.12.2021 დამტკიცების შესახებ ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების მუხლი 165 (ცვლილება N82-11რს-Xმპ, 5.01.2021) 1. ამ კანონის 148-ე მუხლის მოთხოვნები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული: ა) ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ − არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა; ბ) ბუნებრივი გაზის ან სხვა რეგულირებული საწარმოების მიერ − არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. 3  შესრულებულია(კომიტეტის ინფორმაცია N2-738; 27.01.2022 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით კომისიის მიერ დამტკიცებულია ბუნებრივი გაზის სექტორში მიმწოდებლებისთვის და განაწილების ლიცენზიატებისათვის განცალკევებული ანგარიშების ფორმები). 3. საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1083VIმს-Xმპ, 14.12.2021 მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცება.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N69, 15.02.2022 4. საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1185VIIრს-Xმპ, 22.12.2021 მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები: N48, N50, 18.02.2022; N54,23.02.2022; N51, 21.02.2022; N52, 22.02.2022; საქართველოს მთავრობის დადგენილება N86, 23.02.2022 5. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი N3213-რს, 20.07.2018 მუხლი 142. 1. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მიიღოს შემდეგი დადგენილებები: დ) „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ “;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N72, 15.02.2022 8. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2022 წლის 1 იანვრამდე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 632-IVმს-Xმპ, 10.06.2021 მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება: 4 ა) „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N646, 31.12.2021 გ) „კომპიუტერული ინციდენტების კლასიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ“.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N85, 23.12.2022 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) „პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დადგენის შესახებ“;  საქართველოს ოპერატიულ -ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება N35. 21.12.2021 ბ) „პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული აქტივების მართვის წესების დადგენის შესახებ“;  საქართველოს ოპერატიულ -ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება N36. 21.12.2021 ი) „კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვის წესის დადგენის შესახებ“;  საქართველოს ოპერატიულ -ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება N37. 22.12.2021 6. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გამოსცეს ბრძანება „ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარებისთვის ავტორიზაციის მსურველი ორგანიზაციის ან/და შესაბამისი თანამშრომლის უსაფრთხოებაზე შემოწმების წესის დადგენის შესახებ“.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება N50 21.12.2021 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ N876-Vრს-Xმპ, 2.08.2021 მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.  იუსტიციის მინისტრის ბრძანება N 797 , 31.12.2021 5 3. საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N891-Vრს-Xმპ, 2.08.2021 მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N 797 , 31.12.2021 საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ (ცვლილება N49-11რს-Xმპ, 30.12.2020) მუხლი 72 2. მინისტრმა 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“;  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება N88, 31.12.2021 გ) „ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება N85, 31.12.2021 დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“;  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება N87, 31.12.2021 ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძროსამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ“.  5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება N87, 31.12.2021 საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“ N875-Vრს-Xმპ, 2.08.2021 მუხლი 254. 3. 2021 წლის 1 ნოემბრამდე: გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო;  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება N1-1/6, 12.01.2022 6 6. საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ N900Vრს-Xმპ, 2.08.2021 მუხლი 2 2. 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს იმ საწარმოს დაშლის წესი, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/ მუნიციპალიტეტები.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N20, 18.01.2022 7. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ (ცვლილება N1312-VIIრს-Xმპ, 30.12.2021) მუხლი 281. 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველად არჩევამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურები შეირჩეს და საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინოს ამ კანონის 61 მუხლის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადოს და ამ კანონის 61 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა უწყებებმა და დაწესებულებებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობა გააცნონ ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში 21.01.2022-მდე; ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნას და საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა მოიწვიოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N12. 21.01.2022, პირველი სხდომა 24.01.2022 8. საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1313-VIIრს-Xმპ, 30.12.2021 მუხლი 552. 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველად არჩევამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურები შეირჩეს და საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინოს ამ კანონის 403 მუხლის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადოს და ამ კანონის 40 3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა უწყებებმა და დაწესებულებებმა 7 საქართველოს პრემიერ-მინისტრს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობა გააცნონ ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში 21.01.2022-მდე; ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნას და საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა მოიწვიოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში 28.01.2022-მდე;  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N12. 21.01.2022, პირველი სხდომა 24.01.2022 9. საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1168-VIმს-Xმპ, 17.12.2021 მუხლი 2 4. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით 2022 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით განსაზღვროს სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური. აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, 2021 წლის 8 დეკემბერს მოქმედი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N17, 18.01.2022 10. საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1169-VIმს-Xმპ, 17.12.2021 მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით 2022 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით განსაზღვროს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის 8 სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური. აღნიშნული საფასური არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, 2021 წლის 8 დეკემბერს მოქმედი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N17, 18.01.2022 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6487-IIს, 25.06.2020 მუხლი 2 3. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოქმედი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვისა და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი/ორგანიზებული თამაშობის ნებართვისა) მფლობელებმა არაუგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებულ შეცვლილ/დამატებით სანებართვო პირობებთან შესაბამისობა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 07.03.2022) 5. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელმა და ლატარიის ორგანიზატორმა არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა განახორციელონ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული მოთამაშის იდენტიფიკაცია /ვერიფიკაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 07.03.2022) 2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს 20.12.2019 ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5654-რს, მუხლი 2 4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში 31.12.2021-მდე უზრუნველყოს ამავე კანონით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი, რეზოლუციასთან დაკავშირებული მოთხოვნების უცხოური ბანკის ფილიალზე გავრცელების თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოცემა. 9  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაციით 07.03.2022 აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის გამოცემული ცალკე სამართლებრივი აქტი, თუმცა შესაბამისი რეგულირება შინაარსობრივად მოქცეულია იმ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, რაც რეზოლუციასთან დაკავშირებით გამოიცა ეროვნული ბანკის მიერ. მაგალითისათვის უცხოური ბანკის ფილიალებთან დაკავშირებით დათქმები იხილეთ რეზოლუციის გეგმის შემუშავების წესში, აგრეთვე შეფასების წესში). 6. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში 31.12.2021-მდე უზრუნველყოს სარეზოლუციო ფუნქციების საზედამხედველო ფუნქციებისა და სხვა ფუნქციებისგან საოპერაციო დამოუკიდებლობა ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით.  შესრულებულია(კომიტეტის ინფორმაცია 7.03.2022 შეიქმნა სარეზოლუციო ფუნქციის შემსრულებელი ცალკე სტრუქტურული ერთეული (განყოფილება), რომელიც ოპერაციულად გამოყოფილია საბანკო ზედამხედველობის სტრუქტურული ერთეულებისგან, თუმცა ანგარიშვალდებულია საბანკო ზედამხედველობის კურატორი ვიცე‐პრეზიდენტის წინაშე. დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად იგეგმება, ამ განყოფილების მიგრაცია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტში, რომელიც, თავის მხრივ, ანგარიშვალდებულია პირდაპირ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინაშე). 3. საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5655-რს, 20.12.2019 მუხლი 3 2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეზოლუციის გეგმები სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკებისთვის უნდა შეიმუშაოს 2022 წლის 1 იანვრამდე.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 07.03.2022) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ (ცვლილება N1394‐VIIIმს‐Xმპ, 17.02.2022) მუხლი 38 23 . საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე დადგენილებით განსაზღვროს საქართველოს ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული ან აღიარებითი რეჟიმით დაშვებული ან დაშვებისთვისგამიზნული ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოოპრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ეტაპები და სხვა პირობები.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N114, 04.03.2022 10 2. საქართველოს პარლამენტის დადგენილება ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების თაობაზე N455-IVმს-Xმპ, 13.04.2021 2. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უზრუნველყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სამინისტროებისათვის მიწოდება და 1 თვის ვადაში მათ მიერ განხორციელებული სათანადო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 4.03.2022 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ანგარიში წარმოდგენილ იქნა კომიტეტთან შექმნილ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოზე 2022 წლის 4 თებერვალს). 11