საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საინიციატივო ჯგუფის, პატიმართა ოჯახის წევრთა გაერთიანების „პატიმარი ადამიანია“ (ნათია ჩხეტიანი) მიერ წარმოდგენილ, 10000 მოქალაქის ხელმოწერილ, ყველა პატიმრისათვის სასჯელის ერთი წლით შემცირებისა და ჰუმანური ამნისტისტიის შესახებ (№1-1996/22; 21.02.2022) პეტიციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-3144/22
21-03-2022
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
პატიმართა
ოჯახის
წევრთა
გაერთიანების
ადამიანია“
მიერ
წარმოდგენილ
10000
„პატიმარი
მოქალაქის
ხელმოწერილ პეტიციაზე ყველა პატიმრისათვის სასჯელის
ერთი წლით შემცირებისა და ჰუმანურ ამნისტიასთან
დაკავშირებით (№1-1996/22; 21.02.2022)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის სხდომაზე განიხილა პატიმართა ოჯახის წევრთა
გაერთიანების
„პატიმარი
ადამიანია“
მიერ
წარმოდგენილი
10000
მოქალაქის
ხელმოწერილი პეტიცია ყველა პატიმრისათვის სასჯელის ერთი წლით შემცირებისა და
ჰუმანურ ამნისტიასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ პეტიციაში მიმოხილულია საქართველოს პარლამენტში განხილვაში არსებული
კანონპროექტი
„ამნისტიის
შესახებ“,
გამოთქმულია
მოსაზრება,
რომ
კოვიდრეგულაციების გამო დაწესებული შეზღუდვებისა და ზოგადად, პენიტენციურ
დაწესებულებებში პატიმართა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, დასახელებული
ამნისტიის აქტით დაგეგმილი შეღავათები არასაკმარისია და მოთხოვნილია პენიტენციურ
დაწესებულებაში მოთავსებულ ყველა პატიმარს ამნისტიის შედეგად სასჯელის ზომა
შეუმცირდეს 1 წლით.
კომიტეტმა
გარემოებაზე,
წარმოდგენილი
რომ
საკითხის
საქართველოს
განხილვისას
პარლამენტში
ყურადღება
მიმდინარეობს
გაამახვილა
იმ
საქართველოს
პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/151;
22.12.2021) განხილვა. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს, მათ შორის, ახალი
კორონავირუსის
(COVID-19)
გავრცელების
პრევენციის
მიზნით
პენიტენციურ
დაწესებულებებში დადგენილი რეგულაციების მოქმედების შედეგად გამოწვეული რიგი
უფლებების შეზღუდვის საკომპენსაციოდ პატიმართა სასჯელის ვადის გარკვეულწილად
შემცირებას.
მოცემულ ეტაპზე აღნიშნული პროექტი მხოლოდ პირველი მოსმენით არის განხილული
კომიტეტის მიერ და ახლო პერიოდში ასევე პირველი მოსმენით განიხილება პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
განსაზღვრული
საკანონმდებლო
ინიციატივის განხილვის პროცედურების შესაბამისად, კანონპროექტის (მათ შორის
ზემოთ
დასახელებული
„ამნისტიის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის)
განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია მასში ცვლილების განხორციელება,
განხილვის პროცესში გათვალისწინებული შენიშვნებისა და მოსაზრებების შესაბამისად.
აღინიშნა, რომ დასახელებული კანონის პროექტთან დაკავშირებითაც, მიმდინარეობს
კონსულტაციები და პოზიციების შეჯერება, რა დროსაც განიხილება, მათ შორის,
ამნისტიის
გავრცელების
არეალის
გაფართოების
შესაძლებლობაც.
ასეთი
კონსულტაციებისა და კანონპროექტის შემდგომი განხილვის პროცესში მოხდება
პროექტთან დაკავშირებით შემოთავაზებული ყველა წინადადების ანალიზი და მათ
შორის, რათქმაუნდა, გათვალისწინებული იქნება წარმოდგენილ პეტიციაში არსებული
მოსაზრებები და არგუმენტები, საბოლოო გადაწყვეტილება კი მიღებულ იქნება
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი რაოდენობის პარლამენტის წევრთა
მხარდაჭერის
შემთხვევაში.
პარლამენტის
წევრი
გადაწყვეტილებას
იღებს
ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულების მიხედვით და ის თავის
არჩევანში თავისუფალია, ამდენად, მისი დავალდებულება, მხარი დაუჭიროს რომელიმე
გადაწყვეტილებას, დაუშვებელია. სწორედ ასეთი ვალდებულება წარმოიშობა, თუ
დაკმაყოფილდება წარმოდგენილი პეტიცია, რადგან ის თავის მოთხოვნას აყენებს
იმპერატიულად (ამნისტიის აქტით ყველა პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდეს 1
წლით) და არ ტოვებს დისკრეციის, თავისუფალი არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას.
ამდენად, პეტიცია, თავისი მოთხოვნის ფორმისა და არსის გათვალისწინებით, ვერ
დაკმაყოფილდება, შესაბამისად მისი შემდგომი შესწავლა და განხილვა, ფორმალური
თვალსაზრისით, აზრს მოკლებულია.
კომიტეტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პეტიციაში დაფიქსირებული მოსაზრებები და
არგუმენტები გათვალისწინებული იქნება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტზე
შემდგომი
მუშაობის
პროცესში
და
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის შესწავლა და განხილვა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე