საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის _ მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის _ მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის _ მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-30
ბიუროს ნომერი 137
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
2-3719/22
30-03-2022
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის მე-3
პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი
საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი
გიორგი ვოლსკი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს
წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო
საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის მე-3 და მე-4
პუნქტების შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის −
მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისია
შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაკო ჯაოშვილი −
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო
უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი,
ასოცირებული პროფესორი;
ბ) ბაკურ ბაკურაძე −
რეჟისორი;
გ) მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის
ხელმძღვანელი;
დ) ეკა მელქაძე −
ჟურნალისტი;
ე) ნინო მეუნარგია −
ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი, საავტორო
გადაცემა „ჩვენ აქ ვართ“;
ვ) ერმილე მესხია −
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
პროფესორი;
ზ) გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო
ურთიერთობების სამსახურის უფროსი;
თ) გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის
თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;
ი) მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
აღმასრულებელი დირექტორი.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი ვოლსკი
თბილისი,
2022 წლის --- მარტი.
№---------------