„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი ვოლსკი
ნომერი
#2-3719/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ვოლსკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის _ მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-03-30

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2-3719/22 30-03-2022 საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ვოლსკი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი; ბ) ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი; გ) მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი; დ) ეკა მელქაძე − ჟურნალისტი; ე) ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი, საავტორო გადაცემა „ჩვენ აქ ვართ“; ვ) ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; ზ) გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; თ) გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი; ი) მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ვოლსკი თბილისი, 2022 წლის --- მარტი. №---------------