საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი კავკასია“ (ლადო გამსახურდია, მაკა მინდიაშვილი) მიერ წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ (№1-2253/22; 24.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3838/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
„მრგვალი მაგიდა − თავისუფალ კავკასიას“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა − თავისუფალი კავკასიის“ (ლადო
გამსახურდია, მაკა მინდიაშვილი) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2253/22;
24.02.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა −
თავისუფალი კავკასიის“ (ლადო გამსახურდია, მაკა მინდიაშვილი) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-2253/22; 24.02.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღება,
რომლითაც გამოცხადდება მასშტაბური ამნისტია და იგი გავრცელდება პირთა ფართო წრეზე,
მათ შორის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული მთელი
რიგი დანაშაულების ჩამდენ პირებზე.
II. კომიტეტის შეფასება
ამნისტია არის, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და
განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც კანონით ცხადდება. გასათვალისწინებელია და
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის განმავლობაში „ამნისტიის შესახებ“
ოთხი კანონი მიიღო. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტში
ამჟამადაც მიმდინარეობს „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა (N07-3/151;
22.12.2022).1 შესაბამისად, კომიტეტს მიაჩნია, რომ დღესდღეობით არ არსებობს „ამნისტიის
1 იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/23322
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
შესახებ“ ისეთი კანონის დამატებით მიღების აუცილებლობა, როგორსაც საკანონმდებლო
წინადადება ითვალისწინებს.
ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას
არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა −
თავისუფალი კავკასიის“ (ლადო გამსახურდია, მაკა მინდიაშვილი) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-2253/22; 24.02.2022) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი