საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ (№1-6038/21; 13.05.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3839/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3839/22 31-03-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, პაატა ჭელიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, პაატა ჭელიძის, მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-6038/21; 13.05.2021) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის კომიტეტის სხდომაზე განიხილა N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, პაატა ჭელიძის, მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-6038/21; 13.05.2021). I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღება, რომლითაც ყველა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის ვადა 6 თვით შეუმცირდება. თუმცა, საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით, ამნისტია არ უნდა შეეხოთ იმ პირებს, ვინც სასჯელს იხდის ოჯახში ძალადობის დანაშაულის, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულებისა და სახელმწიფოს ღალატთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენისათვის. II. კომიტეტის შეფასება ამნისტია არის, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც კანონით ცხადდება. გასათვალისწინებელია და აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის განმავლობაში „ამნისტიის შესახებ“ ოთხი კანონი მიიღო. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტში ამჟამადაც მიმდინარეობს „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა (N07-3/151; თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 22.12.2022).1 შესაბამისად, კომიტეტს მიაჩნია, რომ დღესდღეობით არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ ისეთი კანონის დამატებით მიღების აუცილებლობა, როგორსაც საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს. ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. III. დასკვნითი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, პაატა ჭელიძის, მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-6038/21; 13.05.2021) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 1 იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/23322