საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის პაატა ჭელიძის მიერ წარმოდგენილ „ამნისტიის შესახებ“ (№1-12180/21; 01.09.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-04
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3841/22
31-03-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
პაატა ჭელიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, პაატა ჭელიძის, მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-12180/21; 01.09.2021)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 14 მარტის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, პაატა ჭელიძის,
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12180/21; 01.09.2021).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღება,
რომლითაც ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩამდენ პირებს სასჯელი გაუნახევრდებათ, მძიმე
დანაშაულების ჩამდენ პირებს სასჯელის 1/3 მოაკლდებათ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულების ჩამდენ პირებს სასჯელის 1/4 მოაკლდებათ. საკანონმდებლო წინადადების
ავტორის აზრით, ამ სახის ამნისტიის გამოცხადება საჭიროა პენიტენციურ დაწესებულებაში
მოთავსებული
პირებისთვის
ახალი
კორონავირუსით
(COVID-19-ით)
გამოწვეული
პანდემიით შექმნილი ვითარების შესამსუბუქებლად.
II. კომიტეტის შეფასება
ამნისტია არის, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და
განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც კანონით ცხადდება. ახალ კორონავირუსთან
(COVID-19-თან) დაკავშირებული შეზღუდვებისა და, ზოგადად, პანდემიით შექმნილი
ვითარების შემსუბუქება პანდემიის დაწყების მომენტიდან ყოველთვის საყურადღებოა და
მნიშვნელოვან ამოცანას განეკუთვნება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პარლამენტმა 2021 წლის განმავლობაში „ამნისტიის შესახებ“ ოთხი კანონი მიიღო, რაც ასევე
აღსანიშნავია.
ამასთანავე,
გასათვალისწინებელია,
რომ
საქართველოს
პარლამენტში
ამჟამადაც მიმდინარეობს „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა (N07-3/151;
22.12.2022).1 შესაბამისად, კომიტეტს მიაჩნია, რომ დღესდღეობით არ არსებობს „ამნისტიის
შესახებ“ ისეთი კანონის დამატებით მიღების აუცილებლობა, როგორსაც საკანონმდებლო
წინადადება ითვალისწინებს.
ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას
არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა N12 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, პაატა ჭელიძის,
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-12180/21; 01.09.2021) საკომიტეტო განხილვის
შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
1 იხ. https://info.parliament.ge/#law-drafting/23322