„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ქეთევან დუმბაძე, სოზარ სუბარი, ალუდა ღუდუშაური, ნინო იობაშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ხათუნა კვიციანი, მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი
ნომერი
#07-3/192/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-18
ბიუროს ნომერი 144

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის: ა) 25 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, მიუხედავად მისი გადახდისუუნარობისა, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“, აგრეთვე აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს და აღნიშნული დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის მოცემული ამ პუნქტში ან იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში, ამ საქმესთან დაკავშირებით იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესითაა შესაძლებელი. საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ამ პუნქტში ან იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალში.“; ბ) 25 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 პუნქტი: „26. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისა და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის დაზარალებული, რომელიც ამ კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო დაზარალებული, რომელიც ამ კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილია, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) და ამ კანონით დადგენილი წესით დასტურდება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი გარემოების არსებობა: ა) წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა კომერციულ ბანკში ან ერთ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობისას, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ამ ანგარიშებზე არსებული თანხის ჯამური ოდენობა; ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.“; 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი: „მუხლი 62. ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის დაზარალებულის პროცესუალური სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის დადგენა 1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისა და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის დაზარალებული, რომელიც ამ კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, ამავე კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადასტურებლად იურიდიული დახმარების სამსახურს წარუდგენს შესაბამის წერილობით დოკუმენტებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობით, იურიდიული დახმარების სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტით გათვალისწინებული პირის პროცესუალური სტატუსისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციის დადგენის მიზნით შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოდან, რომელიც ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას აღნიშნული ინფორმაცია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობით, იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია თავად მოიძიოს ამ კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელშიც აღნიშნული იქნება განმცხადებლის მიერ მისთვის ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ მიაწოდოს მას ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. პირის წერილობითი თანხმობა უნდა შეიცავდეს პირდაპირ მითითებას მისი ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ამ პუნქტში ჩამოთვლილი ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილების იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ერთჯერადად გადაცემის თაობაზე.“; 3. მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-5 მუხლის 26 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზედაც დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;“. მუხლი 2 იურიდიული დახმარების საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში დაამტკიცოს ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაზარალებულის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დადგენის კრიტერიუმები. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებში დაზარალებულად ცნობილ სოციალურად დაუცველ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სრული იურიდიული დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე. კანონმდებლობით მათთვის სახელმწიფოს ხარჯზე ხელმისაწვდომია მხოლოდ იურიდიული კონსულტაციის, ხოლო გარკვეული კატეგორიის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ასევე იურიდიული დოკუმენტებისა და სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება. ამ კატეგორიის პირთათვის გარანტირებული უფასო იურიდიული დახმარება არ მოიცავს იურიდიული დოკუმენტების შედგენას და პირის დაცვას სასამართლოში. გასათვალისწინებელია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები ისედაც განეკუთვნებიან მოწყვლად პირთა კატეგორიას, ხოლო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებულად გახდომა კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ მდგომარეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფომ სისხლის სამართლის პროცესში ამ კატეგორიის პირების უფლებების სრულფასოვნად რეალიზებისა და მათი ინტერესების უკეთ დასაცავად უზრუნველყოს ისინი სახელმწიფოს ხარჯზე უფასო იურიდიული დახმარებით, რაც გამართლებულია მათი განსაკუთრებით მოწყვლადი მდგომარეობით და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მწვავე აუცილებლობით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს მსხვერპლის მიმართ ეკონომიკური ძალადობა, როდესაც მოძალადე უზღუდავს პირს წვდომას საერთო შემოსავალზე ან არ აძლევს საერთო მფლობელობაში არსებული ქონების განკარგვის შესაძლებლობას. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, ეკონომიკური ბერკეტები ხშირად არის ინსტრუმენტი, რომელსაც ბოროტად იყენებენ მოძალადე ოჯახის წევრები მსხვერპლთა მიმართ, რის გამოც ისინი განსაკუთრებულად მოწყვლადი ხდებიან და საჭიროებენ სახელმწიფოსგან დაცვას საგანგებო საშუალებებით. ამდენად, ოჯახში კონფლიქტისას ერთობლივ შემოსავალზე შეზღუდული წვდომის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მიღება არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტზე და მსხვერპლს, სხვა გარემოებებზე დაყრდნობითაც შეეძლოს საკუთარი გადახდისუუნარობის (მძიმე ფინანსური მდგომარეობის) დადასტურება. აღნიშნული საკითხი, მათ შორის, აღნიშნულია საქართველოს აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წლის 19 ოქტომბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ჩატარებული მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში.1 იხ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის 19 ოქტომბრის მოქალაქეთა იურიდიული დახმარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, გვ.20; 1 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ იურიდიული დახმარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ გაიცა შემდეგი რეკომენდაცია: „უფასო იურიდიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურმა შეიმუშაოს წესი, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც ოჯახში კონფლიქტის ან ერთობლივ შემოსავალზე შეზღუდული წვდომის არსებობის შემთხვევაში ესაჭიროებათ იურიდიული დახმარება“2. იურიდიული დახმარების საბჭოს 2021 წლის 28 დეკემბრის 97-ე გადაწყვეტილებით, აუდიტის დასკვნის შესრულების მიზნით, ადვოკატის დანიშვნის საგამონაკლისო კრიტერიუმებს დაემატა მე-12 პუნქტი და განისაზღვრა უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობა შემდეგი პირისათვის: „პირი, რომელსაც ოჯახში კონფლიქტის ან/და ერთობლივ შემოსავალზე შეზღუდული წვდომის არსებობის შემთხვევაში ესაჭიროება იურიდიული დახმარება“. მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით, იურიდიული დახმარების სამსახურს იურიდიული დახმარების საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მიენიჭა უფრო ფართო უფლებამოსილება ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე ბენეფიციარისთვის უფასო იურიდიული დახმარების აღმოჩენის კუთხით, მიზანშეწონილია, რომ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულისთვის უფასო იურიდიული დახმარების გარანტიები განმტკიცებული იყოს საკანონმდებლო დონეზე. ამასთანავე, კანონის განსაზღვრულობის ხარისხის ამაღლებისა და უფლების რეალიზების მეტი გარანტიების განსამტკიცებლად, მნიშვნელოვანია, რომ კანონის პროექტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უფასო იურიდიული დახმარების მიღება წარმოადგენდეს დაზარალებულის უფლებას და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ იურიდიული დახმარების სამსახურის დისკრეციაზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების შემთხვევები დარეგულირებულია „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, არსებული საფუძვლების ჩამონათვალის გაფართოებაც საჭიროებს აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში შესაბამისი ცვლილების შეტანას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისა და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის დაზარალებული, რომელიც კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, ისარგებლებს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო დაზარალებული, რომელიც კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილი იქნება, თუ საქმეში არ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) და თუ კანონით დადგენილი წესით დადასტურდება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გარემოების არსებობა: ა) წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ 2 იგივე, გვ.20. ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა კომერციულ ბანკში ან ერთ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობისას, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ამ ანგარიშებზე არსებული თანხის ჯამური ოდენობა; ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე, გადახდისუუნარო დაზარალებულს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე. ანალოგიური უფლება მიენიჭება იმ დაზარალებულსაც, რომელიც კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, თუმცა მის მიმართ სახეზე იქნება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გარემოება: ა) წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა კომერციულ ბანკში ან ერთ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობისას, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ამ ანგარიშებზე არსებული თანხის ჯამური ოდენობა; ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. აღნიშნული ნორმით შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, სახელმწიფოს ხარჯზე უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობისთვის, დაზარალებულს არ მოეთხოვება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში გადახდისუუნარო პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და საკმარისი იქნება შემოსავლის ფაქტობრივად არქონის ფაქტის დადასტურება. კანონის პროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულს, რომელიც არ არის გადახდისუუნარო, თავისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პირადად წარდგენასთან ერთად, ასევე ექნება შესაძლებლობა, რომ წერილობითი თანხმობის საფუძველზე პროექტით გათვალისწინებული გარემოებების (საბანკო ანგარიშზე განსაზღვრული რაოდენობის თანხის და დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრული ოდენობის არსებობა) დამადასტურებელი ინფორმაციის მოძიების უფლებამოსილება გადასცეს იურიდიული დახმარების სამსახურს. კანონის პროექტის თანახმად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებული იქნება იურიდიული დახმარების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უსასყიდლოდ მიაწოდოს მას ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სერვისის მიღებით დაინტერესებული პირის პროცესუალური სტატუსის და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციის გადამოწმების მექანიზმი, რაც გულისხმობს იურიდიული დახმარების სამსახურისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, რომ დაინტერესებული პირის თანხმობით შეძლოს პროცესის მწარმოებელი ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა. პროექტის თანახმად, პროცესის მწარმოებელ ორგანოს ექნება ამ ინფორმაციის იურიდიული დახმარების სამსახურისთვის უმოკლეს ვადაში მიწოდების ვალდებულება. კანონის პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც იურიდიული დახმარების საბჭომ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დადგენის დამატებითი კრიტერიუმები. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დადგენის კრიტერიუმების გამოცემის უფლებამოსილება ასევე ემატება კანონის მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტს, რომელშიც მოცემულია იურიდიული დახმარების საბჭოს უფლებამოსილებები. კანონის პროექტით ასევე ხდება ტექნიკური ხასიათის ცვლილების შეტანა მე-5 მუხლის 2 პუნქტში. აღნიშნული ნორმის მოქმედ რედაქციაში მითითება კეთდება კანონის 231 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავის სახეებს, რომლებზეც ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ენიჭება უფასო იურიდიული დახმარება. იმის გათვალისწინებით, რომ 231 მუხლი წარმოადგენდა გარდამავალ დებულებას, რომელიც მოქმედებდა 2021 წლის 1 იანვრამდე, მე-5 მუხლის 25 პუნქტში მასზე მითითების ნაცვლად უმჯობესია აღნიშნული ნორმის შინაარსის სრულად ასახვა. 5 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულება, რომლის შესასრულებლად იურიდიული დახმარების საბჭოს უნდა მიეცეს გონივრული ვადა - 30 დღე. ამდენად ამ ნაწილში კანონი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რაც შეეხება ძირითად ნორმას, მისი ამოქმედება მოხდება გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტის მიღებისთვის განკუთვნილი 30 დღიანი ვადის გასვლისთანავე. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი დებულებებისთვის უკუძალის მინიჭება. თუმცა, გასათვალისწინებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე2 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ამდენად, ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულისთვის დაზარალებულად ცნობილ პირებს ექნებათ იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის დროში მოქმედების საერთო წესიდან გამომდინარე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობით იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსების წყაროებად გათვალისწინებული შემოწირულობები, გრანტები და სხვა ნებადართული შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ 2021 წლის 28 დეკემბერს N97 გადაწყვეტილებით, ადვოკატის დანიშვნის საგამონაკლისო კრიტერიუმებს დაემატა მე-12 პუნქტი და განისაზღვრა უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობა პირისათვის, რომელსაც ოჯახში კონფლიქტის ან/და ერთობლივ შემოსავალზე შეზღუდული წვდომის არსებობის შემთხვევაში ესაჭიროება იურიდიული დახმარება. ტერმინი „ოჯახში კონფლიქტი“ თავისი არსით უფრო ფართოა და მოიცავს ოჯახში ძალადობასა (სსკ-ის 1261 მუხლი) და ოჯახურ დანაშაულსაც (სსკის 111 მუხლი). ამდენად, ამ კანონის პროექტით ხდება იურიდიული დახმარების მიმღებ პოტენციურ ბენეფიციართა წრიდან ნაწილისთვის უფლების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება, ხოლო ნაწილს, ვინც ვერ დააკმაყოფილებს პროექტით შემოთავაზებულ პირობებს, კვლავ ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს იურიდიული დახმარება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამტკიცებული საგამონაკლისო წესით. შესაბამისად, კანონის პროექტის ეს ნაწილი გავლენას ვერ იქონიებს უფასო იურიდიული დახმარებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობაზე და აქედან გამომდინარე, არ გამოიწვევს იურიდიული დახმარების სამსახურის ხარჯების ზრდას. რაც შეეხება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის გადახდისუუნარო სრულწლოვანი დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნას, გასათვალისწინებელია, რომ 2021 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით (ოჯახური დანაშაული) და 1261 მუხლით (ოჯახში ძალადობა) დაზარალებულად იქნა ცნობილი 5925 პირი3. აღნიშნულ პირთაგან 965 იყო არასრულწლოვანი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი დაზარალებული უზრუნველყოფილია უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის დღესაც უზრუნველყოფილია უფასო იურიდიული დახმარება და კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილება იურიდიული დახმარების სამსახურისთვის არასრულწლოვნების ნაწილში არ წარმოშობს ახალ ვალდებულებას. შესაბამისად, კანონის პროექტით გათვალისწინებული იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოებისთვის აუცილებელი ხარჯების დაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ სრულწლოვანი დაზარალებულების რაოდენობა, ე.ი. 4960 პირი. გასათვალისწინებელია, რომ სტატისტიკის არარსებობის გამო, ვერ დგინდება ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე დაზარალებულად ცნობილ პირთაგან რამდენია სოციალურად დაუცველი. ამავდროულად, ცნობილია საქართველოს მასშტაბით შემწეობის მიმღებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების რაოდენობა და ასევე იმ პირთა რაოდენობა, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000 ქულას. 70 000 ქულა რელევანტურია იმ კუთხით, რომ მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №424დადგენილება „პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ“) უფასო იურიდიული დახმარების მინიჭება დაკავშირებულია სარეიტინგო ქულის ოდენობასთან და არა საარსებო შემწეობის მიღებასთან. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2022 წლის მარტის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღებად რეგისტრირებულია 532 242 პირი, რაც საქართველოს სრული მოსახლეობის 17.5 % შეადგენს.4 რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომლის სარეიტინგო ქულაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000 ქულას, 2022 წლის მარტის თვის მდგომარეობით, მათი რიცხვი იყო - 488 646 პირი, რომელთაგან 161 572 პირი იყო არასრულწლოვანი. შესაბამისად, იმ სრულწლოვან პირთა რაოდენობა, რომლის სარეიტინგო ქულა 70 000 არ აღემატება - შეადგენს 327 074 პირს, რაც საქართველოს სრული მოსახლეობის (2021 წლის მონაცემით - 3 728 573 პირი5) – 8,7 % შეადგენს. საქართველოს მოსახლეობაში სოციალურად დაუცველი სრულწლოვანი პირების (70 000 ქულაზე ნაკლების მქონე) წილის (8,7 %) გათვალისწინებით, შესაძლებელია სტატისტიკური იხ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 31 მარტის N13/19018 წერილი. ამავე წერილის თანახმად, ოჯახურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობაზე 2015-2021 წლებში დაზარალებულად ცნობილ პირთა რაოდენობა არის შემდეგი: 2015 წელი - 1098 (აქედან 115 არასრულწლოვანი), 2016 წელი - 1359 (აქედან 277 არასრულწლოვანი), 2017 წელი - 1968 (აქედან 285 არასრულწლოვანი), 2018 წელი - 3936 (აქედან 663 არასრულწლოვანი), 2018 წელი - 4409 (აქედან 776 არასრულწლოვანი), 2020 წელი - 5238 (აქედან 874 არასრულწლოვანი), 2021 წელი - 5925 (აქედან 965 არასრულწლოვანი). 4 სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=1539; ბოლოს ნანახია 05.04.2022; 5 იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba; ბოლოს ნანახია 05.04.2022. 3 დაშვების გაკეთება, რომ ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე დაზარალებულად ცნობილ სრულწლოვან პირთა საერთო რაოდენობაში (4960) ასეთი კატეგორიის სოციალურად დაუცველ პირთა წილიც მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს ამ პროცენტული მაჩვენებლისგან. ამდენად, თუ მხედველობაში მივიღებთ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წლების განმავლობაში პირებისთვის გაწეული იურიდიული დახმარების სტატისტიკასაც, შესაძლებელი იქნება სავარაუდო მონაცემის მიღება, რომლის ფარგლებშიც შეიძლება გავლენა ჰქონდეს კანონის პროექტის მიღებას ბენეფიციართა რაოდენობის ცვლილებაზე. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად6: 6  2015 წელს იურიდიული დახმარებით ისარგებლა 26110 პირმა, აქედან, 11682 შემთხვევაში დაენიშნა ადვოკატი, ხოლო 14428 შემთხვევაში გაეწია იურიდიული კონსულტაცია, მათ შორის, 3123 შემთხვევაში მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2016 წელს იურიდიული დახმარებით ისარგებლა 30419 პირმა, აქედან, 12220 შემთხვევაში დაენიშნა ადვოკატი, ხოლო 18199 შემთხვევაში გაეწია იურიდიული კონსულტაცია, მათ შორის, 3159 შემთხვევაში მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2017 წელს იურიდიული დახმარებით ისარგებლა 33934 პირმა, აქედან, 13878 შემთხვევაში დაენიშნა ადვოკატი, ხოლო 20056 შემთხვევაში გაეწია იურიდიული კონსულტაცია, მათ შორის, 2518 შემთხვევაში მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2018 წელს იურიდიული დახმარებით ისარგებლა 37650 პირმა, აქედან, 16086 შემთხვევაში დაენიშნა ადვოკატი, ხოლო 21564 შემთხვევაში გაეწია იურიდიული კონსულტაცია, მათ შორის, 1950 შემთხვევაში მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2019 წელს იურიდიული დახმარებით ისარგებლა 43991 პირმა, აქედან, 18044 შემთხვევაში დაენიშნა ადვოკატი, ხოლო 25947 შემთხვევაში გაეწია იურიდიული კონსულტაცია, მათ შორის, 2159 შემთხვევაში მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2020 წელს იურიდიული დახმარებით ისარგებლა 35442 პირმა, აქედან, 13324 შემთხვევაში დაენიშნა ადვოკატი, ხოლო 22118 შემთხვევაში გაეწია იურიდიული კონსულტაცია, მათ შორის, 1291 შემთხვევაში მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2021 წელს იურიდიული დახმარებით ისარგებლა 36560 პირმა, აქედან, 17442 შემთხვევაში დაენიშნა ადვოკატი, ხოლო 19118 შემთხვევაში გაეწია იურიდიული კონსულტაცია, მათ შორის 1454 შემთხვევაში მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2022 წელს (25 მარტის მდგომარეობით) იურიდიული დახმარებით ისარგებლა 9104 პირმა, აქედან 4633 შემთხვევაში დაენიშნა ადვოკატი, ხოლო 4471 შემთხვევაში გაეწია იხ. იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსის 2022 წლის 31 მარტის NLA 32200009063 წერილი. იურიდიული კონსულტაცია, სამართლებრივი დოკუმენტი. მათ შორის, 216 შემთხვევაში მოუმზადდა ამავე წერილის თანახმად, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა იურიდიული დახმარების სახეების მიხედვით 2015-2022 წლებში არის შემდეგი:  2015 წელს, იურიდიული დახმარების სახეების მიხედვით, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა შემდეგია: სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით ისარგებლა 11682 პირმა, აქედან, 10243 მიეკუთვნებოდა სისხლის სამართალს, 718 – სამოქალაქო სამართალს, ხოლო 721 - ადმინისტრაციულ სამართალს. იურიდიული კონსულტაცია გაეწია 14428 პირს, 23077 საკითხზე, მათ შორის, 3123 პირს მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2016 წელს, იურიდიული დახმარების სახეების მიხედვით, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა შემდეგია: სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით ისარგებლა 12220 პირმა, აქედან, 9165 მიეკუთვნებოდა სისხლის სამართალს, 2078 – სამოქალაქო სამართალს, ხოლო 977 - ადმინისტრაციულ სამართალს. იურიდიული კონსულტაცია გაეწია 18199 პირს, 24501 საკითხზე, მათ შორის, 3159 პირს მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2017 წელს, იურიდიული დახმარების სახეების მიხედვით, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა შემდეგია: სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით ისარგებლა 13878 პირმა, აქედან, 10687 მიეკუთვნებოდა სისხლის სამართალს, 2359 – სამოქალაქო სამართალს, ხოლო 832 - ადმინისტრაციულ სამართალს. იურიდიული კონსულტაცია გაეწია 20056 პირს, 29310 საკითხზე, მათ შორის, 2518 პირს მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2018 წელს, იურიდიული დახმარების სახეების მიხედვით, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა შემდეგია: სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით ისარგებლა 16086 პირმა, აქედან, 12413 მიეკუთვნებოდა სისხლის სამართალს, 2829 – სამოქალაქო სამართალს, ხოლო 844 - ადმინისტრაციულ სამართალს. იურიდიული კონსულტაცია გაეწია 21564 პირს, 31110 საკითხზე, მათ შორის, 1950 პირს მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2019 წელს, იურიდიული დახმარების სახეების მიხედვით, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა შემდეგია: სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით ისარგებლა 18044 პირმა, აქედან, 13967 მიეკუთვნებოდა სისხლის სამართალს, 3134 – სამოქალაქო სამართალს, ხოლო 943 - ადმინისტრაციულ სამართალს. იურიდიული კონსულტაცია გაეწია 25947 პირს, 35834 საკითხზე, მათ შორის, 2159 პირს მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2020 წელს, იურიდიული დახმარების სახეების მიხედვით, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა შემდეგია: სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით ისარგებლა 13324 პირმა, აქედან, 10496 მიეკუთვნებოდა სისხლის სამართალს, 2069 – სამოქალაქო სამართალს, ხოლო 759 - ადმინისტრაციულ სამართალს. იურიდიული კონსულტაცია გაეწია 22118 პირს, 28430 საკითხზე, მათ შორის, 1291 პირს მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2021 წელს, იურიდიული დახმარების სახეების მიხედვით, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა შემდეგია: სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით ისარგებლა 17442 პირმა, აქედან, 10846 მიეკუთვნებოდა სისხლის სამართალს, 4261 – სამოქალაქო სამართალს, 1492 - ადმინისტრაციულ სამართალს, ხოლო 843 – სხვა კატეგორიას და პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეულ კონსულტაციას . იურიდიული კონსულტაცია გაეწია 19118 პირს, 24369 საკითხზე, მათ შორის, 1454 პირს მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი;  2022 წელს (25 მარტის მდგომარეობით), იურიდიული დახმარების სახეების მიხედვით, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა შემდეგია: სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით ისარგებლა 4633 პირმა, აქედან, 2758 მიეკუთვნებოდა სისხლის სამართალს, 1110 – სამოქალაქო სამართალს, 500 ადმინისტრაციულ სამართალს, ხოლო 265 - სხვა კატეგორიას და პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეულ კონსულტაციას. იურიდიული კონსულტაცია გაეწია 4471 პირს, 5577 საკითხზე, მათ შორის, 216 პირს მოუმზადდა სამართლებრივი დოკუმენტი. ამავე წერილის თანახმად, 2015-2022 წლებში იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა საერთო რაოდენობაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრ პირთა რაოდენობა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია, არის შემდეგი:  2015 წელს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია (გადახდისუუნარო) – 4753 პირია;  2016 წელს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია (გადახდისუუნარო) – 5568 პირია;  2017 წელს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია (გადახდისუუნარო) – 5676 პირია;  2018 წელს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია (გადახდისუუნარო) 5217 პირია;  2019 წელს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია (გადახდისუუნარო) 5315 პირია;  2020 წელს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია (გადახდისუუნარო) 3394 პირია;  2021 წელს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია (გადახდისუუნარო) 3660 პირია;  2022 წელს (25 მარტის მდგომარეობით) იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა, რომელიც არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია (გადახდისუუნარო) 785 პირია. გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატები და კონსულტანტები შრომის ანაზღაურებას იღებენ ხელფასის სახით. მათი გასამრჯელოს ოდენობა არის ფიქსირებული და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ პირს გაუწევენ იურიდიულ დახმარებას. იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიული დახმარების სახეები სხვადასხვაა: კონსულტაცია, იურიდიული დოკუმენტის შედგენა, წარმომადგენლობა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, დაცვა სისხლის სამართლის საქმეებზე, არასრულწლოვნების წარმომადგენლობა ყველა კატეგორიის დავებზე, რასაც პროექტით ასევე ემატება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში, შეუძლებელია თითოეული ბენეფიციარისთვის გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურის დადგენა. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ მოქალაქეს შეიძლება დასჭირდეს მხოლოდ კონსულტაცია, სხვას ასევე იურიდიული დოკუმენტის შედგენა, ხოლო მესამეს, მათ შორის, სასამართლოში წარმომადგენლობაც. ყოველი საქმის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რა შედეგით და რა ვადაში დამთავრდება დავა და შესაბამისად რა მოცულობის სამუშაო ექნება გასაწევი იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომელს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს იურიდიული დახმარებით ისარგებლა 36 560 პირმა, რომელთაგან სოციალურად დაუცველი (70 000 ქულაზე ნაკლების მქონე) იყო 3660, რაც საერთო რაოდენობის 10% შეადგენს. მოსახლეობაში იმ სრულწლოვან პირთა წილის მხედველობაში მიღებით, რომლის სარეიტინგო ქულაც 70 000 ქულას არ აღმატება (8,7 %), ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებით მოსარგებლე პირთა საერთო რაოდენობაში გადახდისუუნარო პირთა რაოდენობის გათვალისწინებით (10%), სავარაუდოა, რომ კანონის პროექტის შედეგად იურიდიული დახმარების სამსახურს დამატებით მაქსიმუმ შეიძლება მოუწიოს მომსახურების გაწევა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სრულწლოვან დაზარალებულთა (4960) 8.7%-დან 10%-მდე ექვივალენტის პირთათვის, რაც დაახლოებით 500 პირს არ აღემატება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული რაოდენობა (500 პირი) არ აღემატება 2015-2022 წლებში იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა საერთო რაოდენობებს შორის არსებული რყევის მაჩვენებელს. მაგალითად 2020 წელს იურიდიული დახმარება გაეწია 35442 პირს, ხოლო 2021 წელს - 1118 პირით მეტს, კერძოდ 36560 პირს, 2020 წელს ადვოკატი დაენიშნა 13324 პირს, ხოლო 2021 წელს - 4118 პირით მეტს, ე.ი. 17442 პირს. ამდენად, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის აუცილებლობა არ არსებობს და კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების აღსრულება (დამატებით 500 ბენეფიციარის დამატების შემთხვევაში) შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტი არ არის პირდაპირ მიბმული კონკრეტულ ბენეფიციართა რაოდენობაზე და სახელმწიფო ვაუჩერული პრინციპით არ გასცემს დაფინანსებას, არამედ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამსახური უზრუნველყოფს კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის N1184-VIმს-Xმპ კანონის თანახმად, 2020 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის ასიგნებების ფაქტობრივი მაჩვენებელი იყო 6,326.2 ათასი ლარი, ხოლო დაგეგმილი მაჩვენებელი შეადგენდა 7,300.0 ათას ლარს. 2022 წლის დაგეგმილი მაჩვენებელი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად არის - 8,170.5 ათასი ლარი7. პროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულის მიმართვის შემთხვევაში, მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, იურიდიული დახმარების სამსახური უფლებამოსილი იქნება სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია პირის პროცესუალური სტატუსის შესახებ (არის თუ არა დაზარალებულად ცნობილი) და იმ კვალიფიკაციის შესახებ, რომელიც მითითებულია დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში (სსკ-ის 111 მუხლი ან 1261 მუხლი). სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამსახურს ეს ინფორმაცია. აღნიშნულ უფლებამოსილებას იურიდიული დახმარების სამსახური შეასრულებს არსებული ასიგნებების ფარგლებში. პროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულის მიმართვის შემთხვევაში, მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, იურიდიული დახმარების სამსახურს ექნება ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოებიდან და საბანკო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებული იქნება იურიდიული დახმარების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღნიშნულ ვალდებულებას იურიდიული დახმარების სამსახური შეასრულებს არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ვალდებულების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა იმ გადახდისუუნარო სრულწლოვანი ოჯახური დანაშაულის ან ოჯახში ძალადობის დაზარალებულზე, რომელსაც ცვლილების იხ. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი, პროგრამული კოდი 36 00 7 შედეგად შეეძლება სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა. ასეთ პირთა რაოდენობა ამ კატეგორიის საქმეებზე დაზარალებულად ცნობილ პირთა საერთო რაოდენობაში შეადგენს დაახლოებით 500 ადამიანს. ფინანსური შედეგის მოცულობა თითოეული პირისთვის დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა თანხის გადახდა მოუწევდათ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულებს კერძო ადვოკატისთვის ამ პროექტით გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარების სერვისის არარსებობის პირობებში. ადვოკატის მომსახურების საფასური განისაზღვრება კლიენტთან შეთანხმებით და მასზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს. ის, თუ კონკრეტულად რა მოცულობის ფინანსური რესურსის დაზოგვას გამოიწვევს აღნიშნული კანონის პროექტი თითოეული დაზარალებულისთვის, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს. თითოეული სისხლის სამართლის საქმე არის ინდივიდუალური და წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა მოცულობის საპროცესო მოქმედებებში მოუწევს დაზარალებულის ადვოკატს მონაწილეობის მიღება ან/და როგორი შედეგით დასრულდება გამოძიება ან სასამართლო განხილვა, შეუძლებელია. რაც შეეხება კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას, რომელიც იურიდიული დახმარების შესაძლებლობას ანიჭებს გარკვეული კატეგორიის არაგადახდისუუნარო დაზარალებულებსაც, ამ ნაწილში კანონის პროექტს არ ექნება გავლენა პირებზე, რადგან კანონის პროექტი ითვალისწინებს არა უფასო იურიდიული დახმარების მიღების დამატებითი საფუძვლის შემოღებას, არამედ ხდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის ფარგლებში მოქცეულ პირთა გარკვეული კატეგორიისათვის (ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე დაზარალებულად ცნობილი პირები) აღნიშნული უფლების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს გავლენა არ ექნება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი დაზარალებული ისედაც უზრუნველყოფილია უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები გაიმართა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან. კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ქეთევან დუმბაძე, სოზარ სუბარი, ალუდა ღუდუშაური, ნინო იობაშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მაია მენაღარიშვილი, ხათუნა კვიციანი, მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი.