„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-18
ბიუროს ნომერი 144
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11
ნაწილი:
„11. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისა და 1261 მუხლით
გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის გადახდისუუნარო დაზარალებული სარგებლობს უფასო
იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი
(დაცვა შეთანხმებით), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით
გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისა და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში
ძალადობის დაზარალებული, რომელიც არ ითვლება გადახდისუუნაროდ, უფასო იურიდიული
დახმარებით სარგებლობს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, იმავე კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონის მიღება გამოწვეულია „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის უფლებების ჩამონათვალს ადგენს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულისა და იმავე
კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის
საქმეებზე დაზარალებულისთვის უფასო იურიდიული დახმარების უფლების მინიჭება
საჭიროებს აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში შესაბამისი ცვლილების შეტანას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის
სამართლის საქმეებზე, გადახდისუუნარო დაზარალებულს ექნება უფასო იურიდიული
დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს როგორც სამართლებრივი
დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას
სახელმწიფოს ხარჯზე. ანალოგიური უფლება მიენიჭება იმ დაზარალებულსაც, რომელიც
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით არ მიიჩნევა
გადახდისუუნაროდ, თუმცა იმავე კანონით დადგენილი წესით მის მიმართ დადასტურდება
ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
ა) წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი
არ აღემატებოდა 6 000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ
ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის
ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე
არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა კომერციულ ბანკში ან ერთ
ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობისას, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის
ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ამ ანგარიშებზე არსებული თანხის ჯამური
ოდენობა;
ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული
დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის
სამართლის საქმეებზე, გადახდისუუნარო დაზარალებულს ექნება უფასო იურიდიული
დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს როგორც სამართლებრივი
დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას
სახელმწიფოს ხარჯზე. ანალოგიური უფლება მიენიჭება იმ დაზარალებულსაც, რომელიც
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით არ მიიჩნევა
გადახდისუუნაროდ, თუმცა იმავე კანონით დადგენილი წესით მის მიმართ დადასტურდება
ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
ა) წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი
არ აღემატებოდა 6 000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ
ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის
ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე
არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა კომერციულ ბანკში ან ერთ
ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობისას, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის
ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ამ ანგარიშებზე არსებული თანხის ჯამური
ოდენობა;
ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული
დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს,
რადგან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტში შემავალი
„„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ წესთან, რომლის ამოქმედებაც ასევე
გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს არის გათვალისწინებული.
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი დებულებებისთვის უკუძალის
მინიჭება. თუმცა, გასათვალისწინებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის
პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და
სასამართლო განხილვის დროს. ამდენად, ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ოჯახში
ძალადობის ან ოჯახური დანაშაულისთვის დაზარალებულად ცნობილ პირებს ექნებათ
იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის
დროში მოქმედების საერთო წესიდან გამომდინარე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სსიპ იურიდიული დახმარების
სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ 2021 წლის 28 დეკემბერს N97
გადაწყვეტილებით, ადვოკატის დანიშვნის საგამონაკლისო კრიტერიუმებს დაემატა მე-12
პუნქტი და განისაზღვრა უფასო იურიდიული დახმარების შესაძლებლობა პირისათვის,
რომელსაც ოჯახში კონფლიქტის ან/და ერთობლივ შემოსავალზე შეზღუდული წვდომის
არსებობის შემთხვევაში ესაჭიროება იურიდიული დახმარება. ტერმინი „ოჯახში
კონფლიქტი“ თავისი არსით უფრო ფართოა და მოიცავს ოჯახში ძალადობასა (სსკ-ის 1261
მუხლი) და ოჯახურ დანაშაულსაც (სსკ-ის 111 მუხლი). ამდენად, ამ კანონის პროექტით ხდება
იურიდიული დახმარების მიმღებ პოტენციურ ბენეფიციართა წრიდან ნაწილისთვის უფლების
საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება, ხოლო ნაწილს, ვინც ვერ დააკმაყოფილებს
პროექტით შემოთავაზებულ პირობებს, კვლავ ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს
იურიდიული დახმარება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამტკიცებული
საგამონაკლისო წესით. შესაბამისად, კანონის პროექტის ეს ნაწილი გავლენას ვერ იქონიებს
უფასო იურიდიული დახმარებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობაზე და აქედან
გამომდინარე, არ გამოიწვევს იურიდიული დახმარების სამსახურის ხარჯების ზრდას.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის გადახდისუუნარო
სრულწლოვანი დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის
სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნას, აღნიშნული არ გამოიწვევს იურიდიული დახმარების
სამსახურის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას 500 პირზე მეტით, რაც არ აღემატება 20152022 წლებში სამსახურის ბენეფიციართა რაოდენობებს შორის არსებული რყევის
მაჩვენებელს და შესაბამისად აღნიშნული ვალდებულება შესრულდება იურიდიული
დახმარების სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის N1184-VIმს-Xმპ კანონის თანახმად, 2020
წელს იურიდიული დახმარების სამსახურის ასიგნებების ფაქტობრივი მაჩვენებელი იყო
6,326.2 ათასი ლარი, ხოლო დაგეგმილი მაჩვენებელი შეადგენდა 7,300.0 ათას ლარს. 2022
წლის დაგეგმილი მაჩვენებელი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად არის - 8,170.5 ათასი ლარი1.
პროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულის
მიმართვის შემთხვევაში, მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, იურიდიული
დახმარების სამსახური უფლებამოსილი იქნება სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი
ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია პირის პროცესუალური სტატუსის შესახებ (არის თუ
არა დაზარალებულად ცნობილი) და იმ კვალიფიკაციის შესახებ, რომელიც მითითებულია
დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში (სსკ-ის 111 მუხლი ან 1261 მუხლი). სისხლის
სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ მიაწოდოს
სამსახურს ეს ინფორმაცია. აღნიშნულ უფლებამოსილებას იურიდიული დახმარების
სამსახური შეასრულებს არსებული ასიგნებების ფარგლებში. იურიდიული დახმარების
სამსახურის ბიუჯეტი არ არის პირდაპირ მიბმული კონკრეტულ ბენეფიციართა რაოდენობაზე
და სახელმწიფო ვაუჩერული პრინციპით არ გასცემს დაფინანსებას, არამედ გამოყოფილი
ასიგნებების
ფარგლებში
სამსახური
უზრუნველყოფს
კანონით
დაკისრებული
ვალდებულების შესრულებას.
პროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულის
მიმართვის შემთხვევაში, მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, იურიდიული
დახმარების სამსახური უფლებამოსილი იქნება სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი
ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია პირის პროცესუალური სტატუსის შესახებ (არის თუ
არა დაზარალებულად ცნობილი) და იმ კვალიფიკაციის შესახებ, რომელიც მითითებულია
დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში (სსკ-ის 111 მუხლი ან 1261 მუხლი). სისხლის
სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ მიაწოდოს
სამსახურს ეს ინფორმაცია. აღნიშნულ უფლებამოსილებას იურიდიული დახმარების
სამსახური შეასრულებს არსებული ასიგნებების ფარგლებში.
პროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულის
მიმართვის შემთხვევაში, მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, იურიდიული
დახმარების სამსახურს ექნება ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოებიდან და საბანკო
დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებული იქნება
იურიდიული დახმარების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას
ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო
ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღნიშნულ
ვალდებულებას იურიდიული დახმარების სამსახური შეასრულებს არსებული ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ
ვალდებულების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
იხ. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი, პროგრამული
კოდი 36 00
1
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა იმ გადახდისუუნარო სრულწლოვანი
ოჯახური დანაშაულის ან ოჯახში ძალადობის დაზარალებულზე, რომელსაც ცვლილების
შედეგად შეეძლება სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა. ასეთ
პირთა რაოდენობა ამ კატეგორიის საქმეებზე დაზარალებულად ცნობილ პირთა საერთო
რაოდენობაში შეადგენს დაახლოებით 500 ადამიანს. ფინანსური შედეგის მოცულობა
თითოეული პირისთვის დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა თანხის გადახდა მოუწევდათ
ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაზარალებულებს კერძო ადვოკატისთვის ამ
პროექტით გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარების სერვისის არარსებობის
პირობებში. ადვოკატის მომსახურების საფასური განისაზღვრება კლიენტთან შეთანხმებით
და მასზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს. ის, თუ კონკრეტულად რა მოცულობის
ფინანსური რესურსის დაზოგვას გამოიწვევს აღნიშნული კანონის პროექტი თითოეული
დაზარალებულისთვის, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს.
თითოეული სისხლის სამართლის საქმე არის ინდივიდუალური და წინასწარ იმის
განსაზღვრა, თუ რა მოცულობის საპროცესო მოქმედებებში მოუწევს დაზარალებულის
ადვოკატს მონაწილეობის მიღება ან/და როგორი შედეგით დასრულდება გამოძიება ან
სასამართლო განხილვა, შეუძლებელია.
რაც შეეხება კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას, რომელიც
იურიდიული
დახმარების
შესაძლებლობას
ანიჭებს
გარკვეული
კატეგორიის
არაგადახდისუუნარო დაზარალებულებსაც, ამ ნაწილში კანონის პროექტს არ ექნება გავლენა
პირებზე, რადგან კანონის პროექტი ითვალისწინებს არა უფასო იურიდიული დახმარების
მიღების დამატებითი საფუძვლის შემოღებას, არამედ ხდება იურიდიული დახმარების
საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის ფარგლებში მოქცეულ პირთა გარკვეული
კატეგორიისათვის (ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე
დაზარალებულად ცნობილი პირები) აღნიშნული უფლების საკანონმდებლო დონეზე
განმტკიცება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტს გავლენა არ ექნება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები გაიმართა საქართველოს
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, სსიპ იურიდიული დახმარების
სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წარმომადგენლებთან. კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ქეთევან დუმბაძე, სოზარ
სუბარი, ალუდა ღუდუშაური, ნინო იობაშვილი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მაია
მენაღარიშვილი, ხათუნა კვიციანი, მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი.