„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.04.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რესან კონცელიძე, გია ბენაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა სეფაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი, კახა კახიშვილი
ნომერი
#07-3/195/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 11
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-18
ბიუროს ნომერი 144

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1433 მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის პირველი ნაწილი, 142-ე მუხლი, 1421 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 1442 მუხლი, 155-ე მუხლი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1941 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 223-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილები, 2233 მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლი, 235-ე მუხლი, 2391 მუხლი, 252-ე მუხლი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 2594 მუხლი, 261-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 262ე მუხლის 11 ნაწილი, 263-ე მუხლის პირველი ნაწილი, 284-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 2861 მუხლის პირველი ნაწილი, 2862 მუხლის პირველი ნაწილი, 287-ე მუხლი, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე−3061 მუხლები, 317-ე მუხლი, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 320-ე მუხლის პირველი ნაწილი, 321-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლი, 3222-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3301 მუხლის პირველი ნაწილი, 331-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3312 მუხლი, XXXIX თავი, 343-ე მუხლი, 3431 მუხლი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი, 345-ე მუხლის პირველი ნაწილი, 346-ე მუხლი, 405-ე მუხლი;“; ბ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „12. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებაში მითითებული ვადით. აღნიშნული ვადა უნდა იყოს იმ ხანგრძლივობის, რაც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად.“. გ) მე-12 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121-129 ნაწილები: „121. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება სამ ეტაპად ჩატარდეს და მისი ხანგრძლივობა საერთო ჯამში შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს, გარდა ამ მუხლის 127 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. პირველ ეტაპზე პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება არაუმეტეს 3 თვის ვადით; მეორე ეტაპზე - ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო მესამე ეტაპზე - საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით. 122. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირველ ეტაპზე თუ შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირველი ეტაპით დადგენილი ვადა ბოლომდე არ ამოწურულა, პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების თაობაზე. ამ შუამდგომლობით პროკურორი სასამართლოს მიმართავს წინა განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 72 საათისა. 123. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირველ ეტაპზე დადგენილი 3-თვიანი ვადა თუ სრულად ამოიწურა და შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული, ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპით დადგენილი არაუმეტეს 3 თვის ვადით. ამ შუამდგომლობით ზემდგომი პროკურორი სასამართლოს მიმართავს წინა განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 72 საათისა. 124. თუ შესაბამისი მიზანი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპზეც ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპით დადგენილი ვადა ბოლომდე არ ამოწურულა, ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების თაობაზე. ამ შუამდგომლობით 2 ზემდგომი პროკურორი სასამართლოს მიმართავს წინა განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 72 საათისა. 125. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მეორე ეტაპზე დადგენილი 3-თვიანი ვადა თუ სრულად ამოიწურა და შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული, საქართველოს გენერალური მოტივირებული პროკურორის შუამდგომლობის ან მისი საფუძველზე პირველი მიღებული მოადგილის მოსამართლის განჩინებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპით დადგენილი არაუმეტეს 3 თვის ვადით. ამ შუამდგომლობით საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი პირველი მოადგილე სასამართლოს მიმართავს წინა განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 72 საათისა. 126. თუ შესაბამისი მიზანი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპზეც ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპით დადგენილი ვადა ბოლომდე არ ამოწურულა, საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი პირველი მოადგილე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების თაობაზე. ამ შუამდგომლობით საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი პირველი მოადგილე სასამართლოს მიმართავს წინა განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 72 საათისა. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის 127 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 127. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მესამე ეტაპზე დადგენილი 3-თვიანი ვადა თუ სრულად ამოიწურა და შესაბამისი მიზანი ვერ იქნა მიღწეული, საქართველოს გენერალური მოტივირებული პროკურორის შუამდგომლობის ან მისი საფუძველზე პირველი მიღებული მოადგილის მოსამართლის განჩინებით: ა) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შესაძლოა კიდევ ერთხელ გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე ტარდება. თუ შესაბამისი მიზანი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამ ეტაპზეც ვერ იქნა მიღწეული და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამ ეტაპით დადგენილი ვადა ბოლომდე არ ამოწურულა, საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი პირველი მოადგილე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის დარჩენილი ვადით გაგრძელების 3 თაობაზე. ამ შუამდგომლობით საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი პირველი მოადგილე სასამართლოს მიმართავს წინა განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 72 საათისა. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია; ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შესაძლოა იმდენჯერ გაგრძელდეს რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო ამ თავით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 1421, 143-ე-1432, 144-ე-1443, 155-ე, 1571, 194-ე, 1941, 223-ე-226-ე, 230-ე232-ე, 234-ე-2351, 2391, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 2551, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-3211, 3221-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 3431, 345-ე, 346-ე, 404-ე413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა თითოეულ ჯერზე შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობით საქართველოს გენერალური პროკურორი ან მისი პირველი მოადგილე სასამართლოს მიმართავს წინა განჩინებით განსაზღვრული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 72 საათისა. 128. ამ მუხლის 121-127 ნაწილებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გაგრძელების შუამდგომლობაში, ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული გარემოებების გარდა, უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ამ მუხლის 121-127 ნაწილებით გათვალისწინებული განჩინებების მიღების დროს მოსამართლე ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო ამ თავით გათვალისწინებულ შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებს. 129. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეწყდა ან ვერ დაიწყო და შემდეგ კვლავ წარმოიშვა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება უნდა გაგრძელდეს/დაიწყოს იმ ეტაპიდან, რომელზეც შეწყდა ან ვერ დაიწყო ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება უნდა გაგრძელდეს/დაიწყოს ამ თავით დადგენილი წესით.“. 2. 1439 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: 4 „5. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 1421, 143-ე-1432, 144-ე-1443, 155-ე, 1571, 194-ე, 1941, 223ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე-2351, 2391, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 2551, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-3211, 3221-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 3431, 345-ე, 346ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, შესაძლოა იმდენჯერ გადავადდეს რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება იმისთვის რათა საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებას. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წესით, თითოეულ ჯერზე შესაძლოა გადავადდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შეტყობინების გადავადების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს ამ კოდექსის 1433 მუხლის 121-127 ნაწილებით განსაზღვრული თანამდებობის პირი იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ეტაპზე დასრულდა/შეწყდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნდამენტს. დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხები ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. განსაკუთრებით საყურადღებოა ჰიბრიდულ ომსა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები.1 შესაბამისად, დღეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ამ საფრთხეების თავიდან აცილება და მათზე სათანადო რეაგირება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით კი განსაკუთრებით საყურადღებოა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულებისა და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ეფექტიანად გამოძიება. საყურადღებოა ასევე ზოგიერთი ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებული საკითხები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გადასინჯვა და გაუმჯობესება, რათა საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა უფრო ეფექტიანად განხორციელდეს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის ქმედითი გამოძიება და ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. მეტიც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოება, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება.2 სახელმწიფოს აღნიშნული პოზიტიური ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის მიზნით კი, აუცილებელია, გაუმჯობესდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო ასეთ საფრთხეებზე ყურადღება გამახვილებულია, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშებში; იხ., მაგალითად: https://info.parliament.ge/#law-drafting/21939 2 იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. 1 1 მოქმედებების განხორციელება, ხოლო ამ მხრივ აუცილებელია, ახლებურად მოწესრიგდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, რადგან ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; კერძოდ, საჭიროა, დაზუსტდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხანგრძლივობა და შეიცვალოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი 1433 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, „ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ამ თავით დადგენილი წესით, არაუმეტეს 2 თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.“ კანონის აღნიშნული ნორმა სასამართლო პრაქტიკაში არასწორი განმარტების საგანი გახდა. იგი განიმარტება გაუმართლებლად შეზღუდულად და არა კანონმდებლის მიერ მასში მოაზრებული იმ ნამდვილი შინაარსის შესაბამისად, რომელიც ამ ნორმის ტელეოლოგიურ გაგებასაც ემთხვევა; კერძოდ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებით ჩატარების საკმარის ვადად, როგორებიც არის, მაგალითად, ტერორიზმი, საბოტაჟი, ომის დანაშაული და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სხვა მძიმე დანაშაულები, პრაქტიკაში მიჩნეულ იქნეს 3თვიანი მაქსიმალური ვადა მაშინ, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადა, კანონის თანახმად, სინამდვილეში 6 თვეა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედების 1 თვის განმავლობაში ჩატარების შემდეგ მისი ჩატარების ვადა შეიძლება გახანგრძლივეს 2 თვით, ხოლო ამის შემდეგ − 3 თვით, რაც, ნორმის ლოგიკური განმარტებით, 6-თვიან მაქსიმალურ ვადას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ ნორმაში, სიტყვების „არაუმეტეს 2 თვისა“ და „არაუმეტეს 3 თვისა“ ნაცვლად, წარმოდგენილი იქნებოდა სიტყვები „2 თვემდე“ და „3 თვემდე“). სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით პრობლემატურია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1439 მუხლით განსაზღვრული, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის 2 შეტყობინების მოქმედი წესი. ამ წესის მიხედვით, სათანადო ორგანომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაცია 24 თვის ვადაში უნდა შეატყობინოს იმ პირს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. ვინაიდან აღნიშნული წესი არანაირ გამონაკლისს არ ითვალისწინებს, შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ასეთ მცირე დროში შეტყობინებამ საფრთხე შეუქმნას საგამოძიებო ორგანოს ფუნქციონირების ეფექტიანობას და არსებითად დააზიანოს სახელმწიფო უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ახლებურად მოწესრიგდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ზემოაღნიშნული საკითხების ახლებურად მოწესრიგების პირობებში ადამიანის უფლებაში ჩარევა იყოს გამართლებული და უზრუნველყოფილ იქნეს ბალანსი, ერთი მხრივ, შესაბამისი პირის უფლების დაცვას და, მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებას შორის. ამრიგად, კანონპროექტი ემსახურება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ეფექტიანობის გაზრდას და, ამავდროულად, სათანადოდ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზნად სწორედ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. შესაბამისად, ამ საკითხების ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად უფრო ეფექტიანად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის საკანონმდებლო ცვლილებებს: 3 1. დგინდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა შეადგენს არაუმეტეს 9 თვეს და ის სამ ეტაპად ტარდება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით პირველ ეტაპზე ტარდება არაუმეტეს 3 თვის ვადით, მეორე ეტაპზე − ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო მესამე ეტაპზე − საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით არაუმეტეს 3 თვის ვადით. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი პირველი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით შესაძლოა კიდევ ერთხელ გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტარდება. გარდა ამისა, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 1421, 143-ე-1432, 144-ე-1443, 155-ე, 1571, 194-ე, 1941, 223-ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე2351, 2391, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 2551, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-3211, 3221-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343-ე, 3431, 345-ე, 346-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, სასამართლოს კონტროლით, შესაძლოა იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. კანონპროექტით დაწვრილებით განისაზღვრება აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გახანგრძლივების წესი. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის ხანგრძლივობის დამდგენი ზემოაღნიშნული წესი შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. 2. დგინდება, რომ თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 142-ე, 1421, 143-ე-1432, 144-ე-1443, 155-ე, 1571, 194-ე, 1941, 223-ე-226-ე, 230-ე-232-ე, 234-ე-2351, 2391, 252-ე, 255-ე მუხლის მე-3-მე-7 ნაწილებით, 2551, 260-ე მუხლის მე-4-მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4-მე-8 ნაწილებით, 262-ე, 263-ე, 284-ე, 308-ე-3211, 3221-333-ე, 337-ე-339-ე, 341-ე, 342-ე, 343ე, 3431, 345-ე, 346-ე, 404-ე-413-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან 4 დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც იგი ჩატარდა, შესაძლოა გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივ წესრიგისა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინება, სასამართლოს კონტროლის საფუძველზე, ყოველ ჯერზე შესაძლოა გადავადდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების აღნიშნული წესი შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილე ორგანოებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან. 5 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გახანგრძლივებიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის გაზრდა. ამ ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონკრეტულ შემთხვევათა ხანგრძლივობაზე და ისინი დაიფარება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილე ორგანოებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს დამატებით ხარჯებს ან შემოსავლებს იმ პირებისთვის, რომლებზედაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. 6 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად 7 იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადების შემთხვევაში: მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რესან კონცელიძე, გია ბენაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა სეფაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ხელაშვილი, კახა კახიშვილი. 8