„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე (№1614-VIIIმს-Xმპ, 07.06.2022) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) (№07-1/14/10, 23.06.2022) განხილვა.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონზე (2022 წლის 7 ივნისი, №1614-VIIIმს-Xმპ) წარდგინება
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე (№1614-VIIIმს-Xმპ, 07.06.2022) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (კანონპროექტის) (№07-1/14/10, 23.06.2022) განხილვა. (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 79 ✗ 27
📄 წერილი (71 KB)
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (108 KB)
📄 საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება (1.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (9.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.2 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.3 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (10.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (554 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (496 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (1.2 MB)
📄 კენჭისყრის შედეგები (1.2 MB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-09-06
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-12898/22
06-09-2022
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 5
სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე (2022
წლის 7 ივნისი, N1614-VIIIმს-Xმპ) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული
შენიშვნები (N07-1/14; 23.06.2022).
დანართის სახით გიგზავნით კომიტეტის დასკვნას, „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონზე (2022 წლის 7 ივნისი, N1614-VIIIმს-Xმპ) საქართველოს პრეზიდენტის
მოტივირებულ შენიშვნებს და ამ კანონის პირვანდელ რედაქციას.
დანართი: 23 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-12895/22
06-09-2022
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონზე (2022 წლის 7 ივნისი, N1614-VIIIმს-Xმპ) საქართველოს პრეზიდენტის
მოტივირებული შენიშვნების თაობაზე (N07-1/14; 23.06.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 5 სექტემბრის
კომიტეტის სხდომაზე განიხილა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე (2022 წლის 7 ივნისი, N1614-VIIIმს-Xმპ)
საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები (N07-1/14; 23.06.2022).
I. მოტივირებული შენიშვნების ძირითადი არსი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონზე (2022 წლის 7 ივნისი, N1614-VIIIმს-Xმპ) საქართველოს პრეზიდენტის
მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული
კანონი აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამასთანავე, აღნიშნული კანონით
რეალური საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების დაცვას.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე უთითებს, რომ კანონის მიღების პროცესი ნაჩქარევად და
არაინკლუზიურად წარიმართა.
II. კომიტეტის შეფასება
კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული
შენიშვნები დაუსაბუთებელია. საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 7 ივნისს
მიღებული კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად,
სახელმწიფოს კანონმდებლობით ნათლად უნდა განისაზღვრებოდეს ის დანაშაულები,
რომელთა შესაძლო ჩადენის შემთხვევაშიც დასაშვებია ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარება, ამასთანავე, ამ დანაშაულთა განსაზღვრისას კანონმდებელმა მათი ბუნება უნდა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
გაითვალისწინოს.1 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონით ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარება შესაძლებელი გახდა დამატებით იმ დანაშაულებთან მიმართებით,
რომელთა ჩადენა, მათი ბუნებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ
საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული ომის წარმოებასთან (მოწოდება აგრესიის აქტის
დაგეგმვისაკენ,
მომზადებისაკენ,
დაწყებისაკენ
ან
წარმოებისაკენ),
ორგანიზებულ
დანაშაულთან, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასთან, წამების მუქარასთან და
ტერორისტული
დანაშაულის
ორგანიზაციის
საჯაროდ
(ტერორისტული
მხარდაჭერა
ან
საქმიანობის
ტერორიზმისაკენ
ან/და
ტერორისტული
საჯაროდ
მოწოდება,
ტერორისტული აქტის ხელშეშლისათვის ზომების მიუღებლობა) ჩადენასთან, აგრეთვე
ნაკლებად მძიმე კატეგორიის ისეთი დანაშაულის ჩადენასთან, რომელიც მძიმე ან/და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის წინაპირობა შეიძლება იყოს.2
აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული ომის პირობებში საქართველოს ტერიტორიაზე სხვა
სახელმწიფოს მიერ დანაშაულის ჩადენის აღკვეთისა და ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით იმ დანაშაულთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა მიმართაც
ფარული
საგამოძიებო
მოქმედება
შეიძლება
ჩატარდეს,
ვენეციის
კომისიამაც
გამართლებულად მიიჩნია.3
ვინაიდან 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონით ნათლად არის განსაზღვრული ის
დანაშაულები, რომელთა შესაძლო ჩადენის შემთხვევაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარება
დასაშვებია,
ამასთანავე,
იმის გათვალისწინებით,
რომ
ამ
დანაშაულების
განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული საფრთხის შემცველი მათი ბუნება, კომიტეტი
მიიჩნევს, რომ 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონით აღნიშნულ დანაშაულთა რაოდენობის
გაზრდა შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ
პირადი ცხოვრების უფლების დაცვის სტანდარტს.
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით
გასათვალისწინებელია, რომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ
დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის
განსაზღვრა სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.4 ლეგიტიმური
მიზნის მისაღწევად, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და დანაშაულის
წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის საწარმოებლად, ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების ვადა სათანადო საპროცესო გარანტიების პირობებში შესაძლებელია, შესაბამისი
კონტროლით იმდენჯერ გახანგრძლივდეს, რამდენჯერაც ამის საჭიროება იარსებებს.5
1 ROMAN ZAKHAROV v. RUSSIA, §244.
იმ დანაშაულთა რაოდენობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნები, რომელთა შესაძლო ჩადენის
შემთხვევაშიც დასაშვებია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, იხ. „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
განმარტებითი ბარათი: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/298437
3 1092/2022 − Georgia − Urgent opinion on the Draft Law on the Amendments to the Criminal Procedure
Code adopted by the Parliament of Georgia on 7 June 2022, §45.
4 ROMAN ZAKHAROV v. RUSSIA, §250.
5 KENNEDY v. THE UNITED KINGDOM, §161.
2
ვინაიდან სათანადო საპროცესო გარანტიები და კონტროლის მექანიზმები საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით უზრუნველყოფილია,6 კომიტეტი
მიიჩნევს, რომ 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონით გათვალისწინებული, ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის განსაზღვრის წესი შეესაბამება ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის
სტანდარტს.
შესაბამისი პირისთვის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შეტყობინების
წესთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადგენს, რომ
პირს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების შესახებ უნდა ეცნობოს იმ დროს, როდესაც საფრთხე აღარ ექმნება
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
ჩატარების
ლეგიტიმურ
მიზანს.
აღნიშნულის
გათვალისწინებით, ამ პირისთვის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
შეტყობინება სათანადო საპროცესო გარანტიებისა და კონტროლის მექანიზმების არსებობის
პირობებში შესაძლებელია წლები, მეტიც, ათწლეულები გადავადდეს.7
აღსანიშნავია, რომ შესაბამისი პირისთვის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ შეტყობინების იმდენჯერ გადავადება, რომ საფრთხე არ შეექმნას ფარული
6 სათანადო საპროცესო გარანტიებთან და კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით აღსანიშნავია
შემდეგი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მკაფიოდ
განსაზღვრული ისეთი დანაშაულების შესაძლო ჩადენის შემთხვევაში, რომლებიც, თავიანთი
ბუნებიდან გამომდინარე, მომეტებულ საფრთხეს შეიცავს; ბ) იმავე ქვეპუნქტის თანახმად, ფარული
საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწყებულია გამოძიება
ან სისხლისსამართლებრივი დევნა; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება
მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობის პირების, კერძოდ, მხოლოდ იმ პირთა მიმართ,
რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩადენილი აქვთ შესაბამისი
დანაშაული, იღებენ ან გადასცემენ დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის
განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას ან იყენებენ დანაშაულთან პირდაპირ კავშირში
მყოფი პირის საკომუნიკაციო საშუალებებს; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 1433 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება
პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული სასამართლოს
განჩინებით; ე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432 მუხლის თანახმად,
ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება
აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული
უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან
დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის
ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად; ფარული საგამოძიებო
მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებით გამოძიებისათვის
არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად
დიდ ძალისხმევას საჭიროებს; ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფარგლები
(ინტენსივობა) ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ლეგიტიმურ მიზანს, ვენეციის კომისიამაც, ზოგადად,
გამართლებულად მიიჩნია.8
ვინაიდან სათანადო საპროცესო გარანტიები და კონტროლის მექანიზმები საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით უზრუნველყოფილია,9 კომიტეტი
მიიჩნევს, რომ 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონით გათვალისწინებული, ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შეტყობინების წესი შეესაბამება ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის
სტანდარტს.
კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზედაც, რომ ვენეციის კომისია ფარული
საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სისტემაზე სასამართლო, საპარლამენტო და
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კონტროლის ეფექტიანობასთან დაკავშირებით
მხოლოდ ეჭვებს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ეს ეჭვები არა საკითხის სიღრმისეულ
იყოს; ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 4016 მუხლის თანახმად,
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური აკონტროლებს კონტროლის ელექტრონული და კონტროლის სპეციალური
ელექტრონული სისტემების, ასევე ინსპექტირების მეშვეობით; ზ) საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 1438 მუხლის თანახმად, ნათლად განისაზღვრება ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და
განადგურების წესი; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1439 მუხლის
თანახმად, ნათლად განისაზღვრება შესაბამისი პირისთვის ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შესახებ შეტყობინების წესი; თ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 1433 მუხლის მე-14−მე-16 ნაწილების თანახმად, პირს, რომლის მიმართაც ფარული
საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების კანონიერება; ი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე−159-ე
მუხლების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ჩატარება დანაშაულია; კ)
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირს, რომლის
მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ჩატარდა, აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება.
7 ROMAN ZAKHAROV v. RUSSIA, §287.
8 1092/2022 − Georgia − Urgent opinion on the Draft Law on the Amendments to the Criminal Procedure
Code adopted by the Parliament of Georgia on 7 June 2022, §52,53.
კვლევას, არამედ პროცესში მონაწილე რამდენიმე სუბიექტის მიერ ონლაინშეხვედრების
ფორმატში მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება.10
საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასევე უთითებს, რომ კანონის მიღების
პროცესი ნაჩქარევად და არაინკლუზიურად წარიმართა, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაშიც
არის გაჟღერებული. თუმცა პროცესის ინკლუზიურობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან
გადასამოწმებლად საქართველოს პრეზიდენტს წამყვანი კომიტეტისთვის (იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტისთვის)
არ
მიუმართავს;
მან
ამ
საკითხზე
დასკვნა
მხოლოდ
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით გამოიტანა. სინამდვილეში კი აღნიშნული პროცესი შემდეგი სახით წარიმართა:
−
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
(N07-3/195;
13.04.2022)
საქართველოს
პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარედგინა 2022 წლის 13 აპრილს.
−
2022
წლის
18
აპრილს
კანონპროექტი
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებით გადაეცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა (წამყვან კომიტეტსა) და
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს („სავალდებულო“
კომიტეტს).
−
2022 წლის 21 აპრილს კანონპროექტი განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. იმავე დღეს კანონპროექტი პირველი მოსმენით
განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. საკომიტეტო განხილვებს ესწრებოდნენ
საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
−
2022 წლის 26 აპრილს კანონპროექტი განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა.
9 სათანადო საპროცესო გარანტიებთან და კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით აღსანიშნავია
შემდეგი: ა) 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შესახებ შეტყობინების მრავალჯერადი გადავადება შესაძლებელია მხოლოდ
შეზღუდული რაოდენობის დანაშაულებთან დაკავშირებით ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შემთხვევაში, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ფარული საგამოძიებო მოქმედება
ჩატარდა ადამიანის სიცოცხლის, სახელმწიფო უსაფრთხოების ან კაცობრიობის წინააღმდეგ
მიმართულ დანაშაულთან დაკავშირებით, ასევე ტრანსნაციონალურ ან სხვა ისეთ დანაშაულთან
მიმართებით, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს; ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
შეტყობინება შეიძლება გადავადდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფო
უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად; გ)
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შეტყობინების გადავადება ხორციელდება
პროკურორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული სასამართლოს
განჩინებით; დ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შეტყობინება შეიძლება
გადავადდეს არაუმეტეს 48 თვით ან სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების
მიღებამდე; ე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის
თანახმად, შეტყობინების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო
ვალდებულია პროპორციულობის ტესტით იხელმძღვანელოს.
10 1092/2022 − Georgia − Urgent opinion on the Draft Law on the Amendments to the Criminal Procedure
Code adopted by the Parliament of Georgia on 7 June 2022, §5, 56, 57, 58.
−
2022 წლის 28 აპრილს, კანონპროექტზე მსჯელობის მიზნით, საქართველოს პარლამენტში
გაიმართა
შეხვედრა,
რომელსაც
ესწრებოდნენ
საპარლამენტო
ოპოზიციისა
და
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
−
2022 წლის 2 მაისს კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა იურიდიულ საკითხთა
კომიტეტმა. საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ საპარლამენტო ოპოზიციისა და
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამის შემდეგ, პროცესის ინკლუზიურობის
უფრო მეტად უზრუნველსაყოფად კანონპროექტის განხილვა შეჩერდა 3 კვირაზე მეტი
ვადით.
−
2022 წლის 19 მაისს, კანონპროექტზე მსჯელობის მიზნით, გაიმართა შეხვედრა ამერიკის
შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებსა და ევროკავშირის ექსპერტებსა და
წარმომადგენლებთან.
−
2022 წლის 25 მაისს კანონპროექტი განიხილა და მეორე მოსმენით მიიღო საქართველოს
პარლამენტმა.
−
2022 წლის 2 ივნისს კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა იურიდიულ საკითხთა
კომიტეტმა.
−
2022 წლის 7 ივნისს კანონპროექტი განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს
პარლამენტმა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების საკომიტეტო
განხილვის სხდომა ასევე ფართო ინკლუზიურობით წარიმართა; კერძოდ, კომიტეტის
სხდომას ესწრებოდნენ ყველა იმ სახელმწიფო უწყების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, საქართველოს პროკურატურის,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს) წარმომადგენლები, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების
განხორციელებაში უშუალოდ მონაწილეობენ/ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
კანონიერებას აკონტროლებენ. აღნიშნულმა სახელმწიფო უწყებებმა კომიტეტის საჯარო
სხდომაზე კიდევ ერთხელ მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომლებმაც ფარული საგამოძიებო
მოქმედებების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
საკანონმდებლო
ცვლილებების
მიღების აუცილებლობა განაპირობა. კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ საპარლამენტო
ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. კომიტეტის სხდომის ამგვარი
ფართო ინკლუზიურობით გამართვა შესაბამისობაშია ასევე ვენეციის კომისიის იმ
მოსაზრებასთან,
რომელიც
საკანონმდებლო
პროცესის
დაინტერესებულ
პირთა
მონაწილეობით წარმართვას ითვალისწინებს.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი უარყოფითად აფასებს
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონზე (2022 წლის 7 ივნისი, N1614-VIIIმს-Xმპ) საქართველოს პრეზიდენტის
მოტივირებულ შენიშვნებს.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე (2022 წლის 7
ივნისი, N1614-VIIIმს-Xმპ) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (N07-1/14;
23.06.2022) და მიზანშეწონილად მიიჩნია კანონის პირვანდელი რედაქციით მიღება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი