საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“
- საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ (ეს პროექტი) დასკვნა
- თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-04-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 41
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
2022 წლის 19 აპრილი, 16:30 საათი
საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. ქ. რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის
2021 წლის 1 ივნისს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების
მონიტორინგის შედეგები;
მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ნინო თანდილაშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების
შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (072/127; 02.03.2022) I მოსმენა (წამყვანი);
მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი;
3. თემატური მოკვლევის - „ინერტული ნარჩენების მდგრადი
საქართველოში“ - ანგარიშის წარდგენა და რეკომენდაციების დამტკიცება;
მართვა
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მაია ბითაძე;
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი
მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ
თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები:
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (073/86; 23.06.2021) III მოსმენა (წამყვანი);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მაია ბითაძე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
სხდომის ოქმი N41
2022 წლის 19 აპრილი, 16:30 საათი
საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი
კომიტეტის წევრები: გიორგი ცაგარეიშვილი, დავით კირკიტაძე, ნოდარ ტურძელაძე,
ალექსანდრე დალაქიშვილი (უფლებამონაცვლე-ირაკლი შატაკიშვილი), ედიშერ თოლორაია.
მოწვეული სტუმრები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილეები - ნინო თანდილაშვილი და სულიკო პავლიაშვილი;
სსიპ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი
- ნელი კორკოტაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი - ნინო ლაცაბიძე, საჯარო სექტორის, ბიზნეს ასოციაციის
და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
აპარატის თანამშრომლები: კომიტეტის აპარატის უფროსი სალომე ქურასბედიანი, კომიტეტის
თავმჯდომარის თანაშემწე ანა თევზაძე, კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა
გოგიტიძე, წამყვანი სპეციალისტები: მანანა მოსიძე, გიორგი ფანცხავა, ფიქრია რობაქიძესხდომის მდივანი; მოწვეული სპეციალისტები: ანი სისორდია და ნათია შამათავა;
დღის წესრიგი
1. ქ. რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის 2021 წლის 1
ივნისს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების მონიტორინგის შედეგები;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/127; 02.03.2022) I მოსმენა
(წამყვანი);
3. თემატური მოკვლევის - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ - ანგარიშის
წარდგენა და რეკომენდაციების დამტკიცება;
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის,
ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი
ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/86; 23.06.2021) III მოსმენა (წამყვანი);
I საკითხი
მოისმინეს:
მაია ბითაძის
მოისმინეს:
ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია ქალაქ რუსთავის საწარმოების მიერ
ინფორმაცია დღის წესრიგის თაობაზე, რომელიც
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. დღის წესრიგის პირველი
საკითხის მოხსენებისათვის სიტყვა გადასცა ნინო თანდილაშვილს.
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის 2021 წლის 1 ივნისს
ამოქმედებული
საკანონმდებლო
ცვლილებების
აღსრულების
მონიტორინგის შედეგების შესახებ. აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ
მიმართულებით დიდი ხნის წინ დაიწყო მუშაობა, შემოწმდა საწარმოებში
ფილტრაციის გამართული სისტემების შექმნის პროცესი. გასულ წელს
პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ჰაერის შესახებ კანონში და
სამართალდარღვევათა კოდექსში, რამაც გააჩინა საშუალება, რომ
სავალდებულო გამხდარიყო მოთხოვნა იმ 85-მდე საწარმოსთვის,
რომლებიც მსხვილ სამრეწველო ობიექტებად და ამავე დროს ჰაერის
მთავარ დამბინძურებლად ითვლება.
აღნიშნა, რომ განხორციელდა შპს „ჯეოსთილის“ საწარმოს მონიტორინგი.
ადგილზე გაეცნენ საწარმოში მიმდინარე პროცესებს, რის შედეგადაც
დადგინდა, რომ საწარმოში დამონტაჟებული იყო თვითმონიტორინგის
სისტემები, თუმცა არ იყო ჩართული სამინისტროს ერთიან ელექტრონულ
სისტემაში. ამის მიზეზია, ის რომ ცალკეულ მავნე ნივთიერებთან
მიმართებით გასაახლებელია ჰაერდაცვითი დოკუმენტაცია, რომელიც
უნდა შეთანხმდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთან. ამასთანავე, შპს „ჯეოსთილმა“ სამინისტროში წარადგინა
ჰაერდაცვითი დოკუმენტაცია, განხილვის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ CO
გაფრქვევა 22 ჯერ აღემატებოდა დადგენილ ნორმას. დოკუმენტაცია
დამატებითი
შესწავლისათვის
გადაეგზავნა
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტს და საწარმო დაჯარიმდა 45 ათასი
ლარის ოდენობით. ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც სამინისტრო
შეითანხმებს
ახალ
ჰაერდაცვით
დოკუმენტაციას,
საწარმოს
თვითმონიტორინგის
სისტემა
ჩაერთვება
სამინისტროს
ერთიან
ელექტრონულ სისტემაში.
ასევე სს „რუსთავის აზოტის“ საწარმოს შემოწმებისას გამოიკვეთა მთელი
რიგი საკითხები, რომლებიც კომპლექსურ მოწესრიგებას საჭიროებს.
კომპანიის მიმართ სამინისტრომ მოამზადა მიწერილობა, სადაც გაწერილი
იყო ვადები, თუ რა პერიოდში უნდა შესრულდეს გარემოსდაცვითი
ვალდებულებები. აღნიშნა, ამ ეტაპისთვის საწარმოს შეძენილი აქვს
ონლაინ მონიტორინგის გერმანული წარმოების გამზომი სისტემები,
რომლებიც ჯერ არ არის ადგილზე მიტანილი და დამონტაჟებული.
შესაბამისად ვიდრე არ დამონტაჟდება სისტემა, ვერ მოხდება მათი
ერთიან სისტემაში ჩართვა.
შპს „ რუსელოისის“ შემოწმებისას გამოიკვეთა, რომ საწარმოს არა აქვს
დამონტაჟებული ფილტრაციისა და გამწოვი სისტემები. ამასთანავე,
ერთობლივი
მონიტორინგის
მიუხედავად,
ზედამხედველობის
დეპარტამენტს არ შეუჩერებია საწარმოების მონიტორინგი. თებერვლის
თვეში რუსელოისი დაჯარიმდა 20 ათასი ლარის ოდენობით.
შპს ‘ჰაიდელგერგცემენტ ჯორჯიას“ შემოწმებისას გაირკვა, რომ
შეკვეთილი აქვთ დანადგარები, რომელთა დამონტაჟება უახლოეს
მომავალში მოხდება. სხვა საწარმოებისგან განსხვავებით კომპანიაში
გამართულად ფუნქციონირებს ფილტრაციის სისტემები.
ნინო თანდილაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საწარმოების შემოწმებისას
გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს, კერძოდ,
უმეტეს საწარმოზე გაცემულია ძველი გარემოსდაცვითი ნებართვები, რიგ
შემთხვევებში ეს დოკუმენტაცია არ აღწერს და არ შეესაბამება საწარმოში
არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და საჭიროებს გადამუშავებას და
შესაბამისად ახალი გარემოსდაცვითი ნებართვების აღებას.
აზრი გამოთქვა:
მაია ბითაძემ - ამ დრომდე, საწარმოების ასეთი მაშტაბური შემოწმება ჯერ
არ განხორციელებულა. მნიშვნელოვანი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის და ქალაქ რუსთავის
მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაწყებული დამატებითი
მონიტორინგი და ვიზუალური დათვალიერება, რომელიც გარემოს
დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით
განხორციელებული ინსპექტირების პარალელურად მიმდინარეობდა. იმ
პრიორიტეტებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, ატმოსფერული ჰაერის
ხარისხის
გაუმჯობესება
მთელ
საქართველოში
ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
კომპონენტია.
ერთი
მხრივ
ასოცირების
ხელშეკრულების დირექტივა იყო შესრულებული და მეორე მხრივ,
მარტივად რომ ვთქვათ, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას და
ჰაერს. ბუნებრივია ეს საკმაოდ რთული პროცესია, მათ შორის
ბიზნესისთვის, ჩვენ ეს კარგად გვესმის, თუმცა დროში გაწერილი
პროცედურების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საბოლოოდ ჰაერის
ხარისხის სრული გაუმჯობესება. ასევე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო
ბიზნეს სექტორის დამოკიდებულებას პროცესის მიმართ. მიუხედავად
იმისა, რომ ეს საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროცესია, კარგია
რომ ისინიც იაზრებენ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროცესის გამოსწორება
და გაჯანსაღება. ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტი კვლავაც აქტიურად იქნება
ჩართული საწარმოო პროცესის შედეგად დაბინძურებული ჰაერის
კონტროლის პროცესში.
კითხვა დასვა:
ხატია წილოსანმა - მონიტორინგის განხორციელების შემდეგ როგორია
საზოგადოების დამოკიდებულება და რა გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გეგმავთ თუ არა მსგავსი
მონიტორინგის განხორციელებას და გაქვთ თუ არა წინასწარ შედგენილი
გრაფიკი?
უპასუხა :
ნინო თანდილაშვილმა - საწარმოების მსგავსი ტიპის შემოწმება აქამდე ქ.
რუსთავში არ ჩატარებულა. პროცესი იყო მნიშვნელოვანი, რომ
საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ რაც
თოთოეულ საწარმოს აქვს დაგეგმილი და ამასთანავე, რა ვადებში
აპირებდნენ
ვალდებულების
შესრულებას.
მიმდინარე
წელს
ზედამხედველობის დეპარტამენტი აპირებს ყველა მსხვილი ობიექტის
კომპლექსურ შემოწმებას, როგორც ჰაერდაცვითი სტანდარტების, ასევე
გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ნაწილში.
კითხვა დასვა:
თინათინ მარიდანმა -- სამინისტროს აქვს თუ არა ინფორმაცია კონკრეტულ
საწარმოებს
როდის
ექნებათ
თვითმონიტორინგის სისტემები?
უპასუხა :
დამონტაჟებული
ფილტრები
და
ნინო თანდილაშვილმა -- მიმდინარე წლის იანვრის თვეში გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურმეობის სამინისტროში შედგა შეხვედრა ყველა იმ
მსხვილი
საწარმოს
ხელმძღვანელებთან,
რომლებიც
რუსთავში
ოპერირებენ. მოვისმინეთ ინფორმაცია საწარმოში მიმდინარე პროცესების
შესახებ და როდის მოხდებოდა
თვითმონიტორინგის სისტემების
განთავსება. საწარმოების მხრიდან ვადებად მითითებული იყო მაისიივნისის თვე. შეხვედრისას ასევე გამოიკვეთა, რომ
მხოლოდ
თვითმონიტორინგის დამონტაჟების სისტემასთან არ არის პრობლემა,
არის ბევრი კომპლექსური პრობლემა, რომელიც საწარმოებში წლების
განმავლობაში იყო მოუგვარებელი.
აზრი გამოთქვა:
ნინო ლაცაბიძემ --- ის პროცესი რაც საწარმოების გადაიარაღებასთან
დაკვშირებით მიმდინარეობდა არის გარდამტეხი, როგორც ჩვენი
ქალაქისთვის ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ერთობლივი შემოწმების პროცესში
ბევრი პრობლემა გამოიკვეთა და დაიგეგმა მათი აღმოფხვრის გზები.
ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჰაერის
ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. ამასთანავე აღნიშნა, რომ ქ. რუსთავის
ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმა საჭიროებს გადახედვას და დროა
შემუშავებულ იქნას ახალი გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება
ახალი
რუსთავის
პრობლემები,
რომლებიც
არსებობს
ჰაერის
დაბინძურების კუთხით. ამასთანავე, მიზანშეწონილია ჰაერის მართვის
გეგმა შემუშავებული იყოს აგლომერაციული კუთხით, რადგან
სხვანაირად როგორც ახალი ასევე ძველი რუსთავი ვერ გაუმკლავდება
ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებას. ასევე აღნიშნა, რომ სასურველია
ახალი დოკუმენტი შეთანხმებული იყოს სხვა მუნიციპალიტეტებთან,
რომლებიც
თავის მხრივ მზად არიან მუნიციპალურ დონეზე
გადასაწყვეტი საკითხები, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ.
აზრი გამოთქვა:
ლევან
ვეფხვაძემ
აზრი გამოთქვა:
მაია ბითაძემ - მონიტორინგის სისტემის არსებობას მაშინ აქვს აზრი როცა
- საწარმოების შემოწმების პროცესი ყველა
დაინტერესებული მხარის ჩართულობით მიმდინარეობდა. დავინახეთ
რომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მეწარმეების მხრიდან არის მზაობა
პრობლემების მოსაგვარებლად. არიან კომპანიები რომლებმაც სრულად
შეასრულეს ვალდებულება, კომპანიებმა რომლებმაც
ნაწილობრივ
შეასრულეს ვალდებულება და ვერ ერთვებიან ერთიან სისტემაში. ასევე,
არიან ისეთი კომპანიები რომლებიც მთლიანად ცვლიან გაფრქვევების
სისტემებს და ამ პროცესისათვის სჭირდებათ გარკვეული დრო.
საწარმოო ციკლი არის გამართული. თვითმონიტორინგის სისტემაში
ჩართვამ მოითხოვა მთლიანი საწარმოო ციკლის გამოცვლა, რაც
შესაბამისად თავისთავში იწვევს ან ახალი მშენებლობის ნებართვის აღებას
ან გარემოს ზემოქმედების დოკუმენტში ცვლილების შეტანას. აღნიშნული
პროცესი თავისთავად მოითხოვს გარკვეულ დროს. ამ ეტაპისთვის საკმაოდ
მნიშვნელოვანია, რომ თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟებისა და
ფილტრაციის სისტემების გამოცვლის პროცესი დაიწყო.
კითხვა დასვა:
ნოდარ ტურძელაძემ - 1 წელი გავიდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან
რომელიც 80-ზე მეტ საწარმოს ავალდებულებდა თვითმონიტორინგის
სისტემების დამონტაჟებას. აღნიშნული დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ
პროგნოზი გაკეთებულიყო, თითოეულ საწარმოს რა დრო დასჭირდებოდა
მონიტორინგის
სისტემებისა
და
ფილტრების
სისტემების
დასამონტაჟებლად.
უპასუხა :
ნინო თანდილაშვილმა - თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟებას
იმაზე მეტი დრო დასჭირდა ვიდრე იყო გათვალისწინებული. ამ
ეტაპისთვის ელექტრონული თვითმონიტორინგის სისტემაში 5 საწარმოა
ჩართული. მიმდინარე წელს განხორციელდება ყველა საწარმოს
ინსპექტირება და საშუალება გვექნება სრული ინფორმაცია მივაწოდოთ
საზოგადოებას საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საწარმოსთან
დაკავშირებით.
ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე
საწარმოებისთვის მოგვიწევს კიდევ ბევრი ვალდებულების დაკისრება.
საკმაოდ
მნიშვნელოვანია
“სამრეწველო
ემისიების
შესახებ“
კანონპროექტის მომზადება, რომელიც 200-მდე საწარმოს შეეხება და
დაადგენს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში,
წყალში და მიწაში ემისიებთან დაკავშირებულ ახალ სამართლებრივ
რეჟიმს,
მათ
შორის,
დაბინძურების
გამომწვევი
სამრეწველო
საქმიანობებისთვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, და მათი
შესრულების კონტროლს.
II საკითხი
მოისმინეს:
ნინო თანდილაშვილის
ინფორმაცია კანონის პროექტის თაობაზე.
აღინიშნა, რომ კანონის პროექტის მიღება დაკავშირებულია ზუთხისებრთა
სახეობების თევზების დაცვასთან. მსოფლიოში ზუთხისებრთა სახეობების
გასამრავლებლად საჭირო ბუნებრივი ადგილები საკმაოდ შეზღუდულია.
სწორედ მდ. რიონის 9 კმ-იანი სატოფო მონაკვეთი ერთ -ერთი ადგილია
მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან სადაც შესაძლებელია
ზუთხისებრთა სახეობების ბუნებრივ პირობებში გამრავლება. ამ
სახეობების გასამრავლებლად, მნიშვნელოვანია მდ. რიონის შავ ზღვასთან
შესართავში ტერიტორიას მიენიჭოს ეროვნული პარკის სტატუსი.
აღნიშნულის გათვალისწინებით კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობი
იზრდება 692,5 ჰექტარით და გახდება 45001 ჰექტარი (692,5 ჰა-დან
სახმელეთო ფართობი იზრდება 195,5 ჰექტარით და გახდება229 ჰა, ხოლო
ზღვის აკვატორია იზრდება 497 ჰექტარით და გახდება - 15 772 ჰა).
ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტს ემატება გარდამავალი დებულებები,
რომლის თანახმად კანონის მოქმედება არ გავრცელდება კოლხეთის
ეროვნული პარკის იმ ნაწილზე სადაც კანონის ამოქმედებამდე არსებობდა
ქონებრივი ურთიერთობები, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ
მოსახლეობას განხორციელონ უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო
რეესტრში კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ასევე, არ
გავრცელდება
სასარგებლო
წიაღისეულით
სარგებლობასთან
დაკავშირებულ ურთიერთობებზე და „ნავთობისა და გაზის შესახებ“
კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული
ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და
მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2/127; 02.03.2022) წარდგენილ იქნეს პარლამენტის
პლენალურ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
III საკითხი
მოისმინეს:
მაია ბითაძის ინფორმაცია თემატური მოკვლევის „ინერტული ნარჩენების
მდგრადი მართვა საქართველოში. აღინიშნა, რომ მოკვლევა ჩატარდა
გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით
და დაიწყო 2021 წლის აპრილში. ინერტული ნარჩენების მართვა
საქართველოში კანონმდებლობით ნაწილობრივ არის დარეგულირებული
და ნარჩენების მართვის კოდექსის პროცედურული ნაწილი ამ ტიპის
ნარჩენებს არ ეხება. ინერტული ნარჩენი ერთი მხრივ არის პროდუქტი,
რომლის გამოყენება ხელმეორედ არის შესაძლებელი, ხოლო, მეორე მხრივ,
არის დიდი გამოწვევა - გარემოს დაბინძურების და ამტვერების კუთხით.
მოკვლევის ფარგლებში ჩატარებული აქტიური მუშაობის და სხვადასხვა
უწყებებთან,
მუნიციპალიტეტებთან,
სამეცნიერო
წრეებთან
და
საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე
შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ამ სხდომაზე უნდა დავამტკიცოთ.
ჩატარებულმა სამუშაომ გამოავლინა საკანონმდებლო დონეზე ინერტული
ნარჩენების დამატებითი რეგულირების და კონკრეტული პრაქტიკული
ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა. კომიტეტის რეკომენდაციებია:
რეკომენდაცია 1: მომზადდეს „საქართველოს ნარჩენების მართვის
კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
აღნიშნული ცვლილებებით დაზუსტდეს ინერტული ნარჩენების მდგრადი
მართვის საკითხები, მათ შორის ცენტრალური და ადგილობრივი
სახელწიფო უწყებების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პარლამენტის
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
განხორციელების პერიოდი: 2022 წლის ივნისი - 2024 წლის 31 დეკემბერი
რეკომენდაცია 2: ამ მოკლვევის რეკომენდაცია 1-ის შესრულების შემდეგ
შემუშავდეს ინერტული ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტი,
რომლის
მიხედვით,
მათ
შორის,
საქართველოს
მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისათვის
განხორციელდება შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობები.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
განხორციელების პერიოდი: 2023 წლის ივნისი - 2024 წლის 31 დეკემბერი
რეკომენდაცია 3: 2016-2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნულ
სტრატეგიასა და 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული
სამოქმედო გეგმაში ცალკე თავი დაეთმოს ინერტული ნარჩენების მართვას,
რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ინერტული ნარჩენების მართვასთან
დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული დაეხმარება მუნიციპალიტეტებს
და სხვა სახელმწიფო უწყებებს, სწორად დაგეგმონ და განახორციელონ
ინერტული ნარჩენების მართვის საქმიანობები.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
განხორციელების პერიოდი: 2022 წლის ივნისი - 2024 წლის 31 დეკემბერი
რეკომენდაცია 4: 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნულ
სამოქმედო გეგმაში ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული
საკითხების დეტალურად განსაზღვრის შემდგომ, ბიზნეს სექტორთან,
სამეცნიერო წრეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად
დამუშავდეს ბიზნესის მიერ ინერტული ნარჩენების ხელმეორედ
გამოყენების ხელშეწყობის წამახალისებელი მექანიზმები, რომელთა
ასახვაც შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების და
სამშენებლო
კანონმდებლობაში.
აღნიშნული
მექანიზმები
უნდა
ეფუძნებოდეს მწვანე მშენებლობების პრინციპებს და პირველ ეტაპზე,
ითვალისწინებდეს
სახელწიფო
პროექტების
დაგეგმვისა
და
განხორციელების დროს დაინტერესებული კომპანიების წახალისებას.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრო;
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო.
განხორციელების პერიოდი: 2022 წლის სექტემბერი - 2024 წლის 31
დეკემბერი
რეკომენდაცია 5: ინერტული ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების
ხელშეწყობისათვის გადაიხედოს ბეტონის წარმოებაში მოქმედი „გოსტ
სტანდარტი“ და ტექნიკური შესაძლებლობებიდან და მოთხოვნებიდან
გამომდინარე შემუშავდეს ევროპულ გამოცდილებასა და პრაქტიკაზე
დაფუძნებული ახალი სტანდარტი, რომელიც შესაძლებელს გახდის
ბეტონის წარმოებაში მეორადი ნედლეულის გამოყენებას. აღნიშნულ
სტანდარტზე მუშაობისას შესწავლილ იქნას სხვა ქვეყნების, მათ შორის
ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკაზე
დაყრდნობით შემუშავდეს შესაბამისი ნორმები.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო
განხორციელების პერიოდი: 2023 წლის სექტემბერი - 2025 წლის 31
დეკემბერი
რეკომენდაცია 6: დაინტერესებულ ბიზნეს ასოციაციებთან და
კომპანიებთან თანამშრომლობით შემუშავდეს ინერტული ნარჩენების
გადამუშავების და განთავსების ხელშემწყობი პროგრამა, რომლის
განხორციელებაც შესაძლებელი იქნება სსიპ სააგენტოს - „აწარმოე
საქართველოში“ მიერ. პროგრამის მიზანი იქნება ინერტული ნარჩენების
გადამამუშავებელი მეწარმეობის განვითარება და აღნიშნულ სექტორში
ჩართული მეწარმეების მხარდაჭერა.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - „აწარმოე საქართველოში“
განხორციელების პერიოდი: 2022 წლის სექტემბერი - 2024 წლის 31
დეკემბერი
რეკომენდაცია 7: ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განახლდეს
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები, რომლებშიც სრულად იქნება
ასახაული 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო
გეგმით
განსაზღვრული
ინერტული
ნარჩენების
მართვასთან
დაკავშირებული საკითხები.
შესრულებაზე
პასუხისმგებელი
უწყება:
საქართველოს
მუნიციპალიტეტების მერიები, საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
განხორციელების პერიოდი: 2023 წლის სექტემბერი - 2025 წლის 31
დეკემბერი
რეკომენდაცია 8: ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული
კანონმდებლობის
სრულყოფამდე
თვითმმართველმა
ქალაქებში
გაუმჯობესდეს და დახვეწოს არსებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ინერტული ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და განთავსების
სერვისი და გამკაცრდეს კონტროლი ინერტული ნარჩენების უკანონო
განთავსებაზე.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: თვითმმართველი ქალაქების თბილისის,
რუსთავის,
ქუთაისის,
ფოთისა
და
ბათუმის
მუნიციპალიტეტები; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო (მხოლოდ უკანონო განთავსების კონტროლის
ნაწილში)
განხორციელების პერიოდი: 2022 წლის სექტემბერი - 2023 წლის 31
დეკემბერი
აზრი გამოთქვა:
სოლომონ
პავლიაშვილმა - საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და
კომიტეტის
მიერ
მომზადებული
ანგარიში
პრაქტიკულად
სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს. დოკუმენტიდან ნათლად ჩანს
თუ რა ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს ნარჩენების მდგრადი
მართვის კუთხით და რა ნაბიჯებია გადასადგმელი არსებული სიტუაციის
დასარეგულირებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ცირკულარული ეკონომიკის
დანერგვის საკითხებზე მუშაობის პროცესში გამოვლინდა, რომ
ცირკულარულობის ყველაზე მაღალი დონე სწორედ ინერტული
ნარჩენების მართვის სფეროშია. მარტო თბილისში დაახლოებით 800 ათასი
ტონა ნარჩენი წარმოიქმნება და ეს ნარჩენი ნაგავი არ არის და მას გააჩნია
ღირებულება. ამ სფეროში თქვენი კომიტეტის და დონორი ორგანიზაციების
მხარდაჭერით შესაძლებელია საპილოტე პროექტების განხორციელება,
რომლებიც წაახალისებენ ბიზნეს სექტორს გადაამუშაონ და ხელახლა
გამოიყენონ ეს ნარჩენები. მინდა აღვნიშნო მეორე მნიშვნელოვანი საკითხი
- მოჭრილი ნიადაგების განთავსების ადგილები, რომლებიც არ არის
რეკულტივირებული. ამდენად, ამ ნაწილშიც ბევრია სამუშაო. ეს საკითხები
ასახულია ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების გეგმაში და გაიწერება
2020-2030 წლების სტრატეგიაში. ასევე, სამინისტრო დადგენილ ვადაში
შეიმუშავებს ინერტული ნარჩენების მართვის ტექნიკურ რეგლამენტს,
მაგრამ
აღსრულების
ნაწილში
ძალიან
მნიშვნელოვანი
იქნება
მუნიციპალიტეტების ჩართულობა.
აზრი გამოთქვა:
ლადო ვარდოსანიძემ - ურბანისტები გარკვეულ ეტაპზე ვმონაწილეობდით
ამ დოკუმენტის შემუშავებაში. მაქვს მოსაზრება ურბანული განვითარების
სივრცით გეგმებთან დაკავშირებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთერთი პრობლემა არის ის, რომ ამ გეგმებში არ არის განსაზღვრული
ინერტული ნარჩენების განთავსების ტერიტორიები. ამავდროულად, ეს
სივრცითი-ტერიტორიული განზომილება არ არის ასახული ანგარიშის
სარეზოლუციო ნაწილში. ეს არის რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენცია და რეკომენდაციებში ამ
სამინისტროს დავალება არ განესაზღვრა. ამავდროულად ყველაფერი
ხორციელდება
სივრცეში
და
აუცილებელია,
რომ
ერთ-ერთ
რეკომენდაციაში განისაზღვროს გენერალურ, ქალაქმშენებლობის და
რეგიონალურ სივრცით გეგმებში ინერტული ნარჩენების განთავსების
ტერიტორიების გამოყოფის აუცილებლობა.
აზრი გამოთქვა:
მაია ბითაძემ - პირადად ჩემი, როგორ თბილისის მერის მოადგილის
მოთხოვნა იყო, რომ ეს საკითხები აგვესახა თემატურ მოკვლევაში, იმიტომ
რომ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა პრობლემები იქმნება, როდესაც
განაშენიანება ხდება და არაფერია გათვალისწინებული ნარჩენებთან
დაკავშირებით. თბილისის გენერალური გეგმა, ნაკლულია იმ კუთხით, რომ
ნარჩენების განთავსების ტერიტორია არ არის გათვალისწინებული
გენგეგმაში. ქვეყანას ზოგადად აქვს გამოწვევა, რომ ზოგადად
ნაგავსაყრელები არ არის დაგეგმარებული ქვეყნის მასშტაბით.
ამავდროულად, ეს საკითხი შესაძლებელია ირიბად ავსახოთ პირველ
რეკომენდაციაში და ამ რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავებულ
საკანონმდებლო ცვლილებებში უზრუნველვყოთ ბმა სივრცით და
სამშენებლო კანონმდებლობასთან.
აზრი გამოთქვა:
ნინო ფურცხვანიძემ - კანონმდებლობით ინფრასტრუქტურის სამინისტროს
კომპეტენცია არის კურორტებისა და განსაკუთრებული რეგულირების
ზონების სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავება. რაც შეეხება
დანარჩენ
ქალაქმშენებლობის
დოკუმენტაციას,
მას
შეიმუშავებს
ადგილობრივი
ხელისუფლება.
კურორტებთან
მიმართებით,
ამ
ტერიტორიებზე ნაგავსაყრელების განთავსება მიუღებელია. ამდენად,
ნაგავსაყრელების ტერიტორიების გაწერა სივრცით გეგმებში არის
ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია.
აზრი გამოთქვა:
ლევან დარსალიამ (სსიპ ,,აწარმოე საქართველო’’) - მინდა გამოვეხმაურო
მე-6 რეკომენდაციას. ჩვენი ორგანიზაცია მიკროგრანტების პროგრამის
ფარგლებში უკვე ვაფინანსებთ ინერტული ნარჩენების შეგროვებას,
გადამუშავებას და განთავსებას და თქვენს რეკომენდაციასაც განვიხილავთ
პროგრამაში ჩასართავად. ასევე მინდა მოგახსენოთ პატარა სიახლის
თაობაზე - ჩვენ ვნერგავთ სააგენტოში გარემოსა და სოციალური დაცვის
სტანდარტებს მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში და გაწერილი გვაქვს
შესაბამისი სტანდარტები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს როგორც ჩვენმა
პარტნიორმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, ასევე ჩვენმა კონტრაქტორებმა და
ბენეფიციარებმა. ჩვენი ბენეფიციარები არიან მე-3 და მე-4 კატეგორიის
საწარმოები და ამ დონეზე ჩვენ რეალურად დავიწყებთ რეკომენდაციის
ინპლემენტაციას.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
დამტკიცდეს (ერთხმად) კომიტეტის თემატური მოკვლევის „ინერტული
ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ შედეგად მომზადებული
რეკომენდაციები.
IV საკითხი
მოისმინეს:
მაია ბითაძის ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ქალბატონმა
მაიამ განმარტა, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების
შეტანის
შესახებ“
და
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის
პროექტებში შევიდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია
წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას,
ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას,
ნოდარ ტურძელაძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები:
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები
მომზადებულად ცნო და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას.
სხდომის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
სხდომის მდივნები
ფიქრია რობაქიძე
ნანა გოგიტიძე
გიორგი ფანცხავა