თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“
- საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ დასკვნა
- თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა თემატურ მოკვლევაზე - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ (ეს პროექტი) დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-05-11
შენიშვნები 11/05/2022 ცნობად იქნა მიღბული
📜 ტექსტი
ანგარიში
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-5265/22
20-04-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგესალმებით,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად
გიგზავნით თემატური მოკვლევის - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა
საქართველოში“ - ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ინერტული ნარჩენების
მდგრადი მართვა საქართველოში
თემატური მოკვლევის ანგარიში
აპრილი, 2022
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
საქართველოს პარლამენტი
წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, გაეროს განვითარების
პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და
შეიძლება არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების თვალსაზრისს.
სამუშაო ჯგუფი
ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ თემატური მოკვლევის ჩატარების
მიზნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო
ჯგუფი, რომლის შემადგენლობა განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის წევრებით:
1. მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე
(მთავარი მომხსენებელი);
2. ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
თავჯდომარის პირველი მოადგილე;
3. ალექსანდრე დალაქიშვილი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
წევრი;
4. დავით კირკიტაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი;
5. ედიშერ თოლორაია - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი;
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი;
6. სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის
თავჯდომარე;
7. დავით სონღულაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიური პოლიტიკის
კომიტეტის თავჯდომარე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი;
8. ეკა სეფაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიური პოლიტიკის კომიტეტის
თავჯდომარის პირველი მოადგილე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი;
9. გოჩა ენუქიძე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიური პოლიტიკის კომიტეტის
თავჯდომარის მოადგილე;
10. ნინო იობაშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი;
11. ბეჟან წაქაძე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიური პოლიტიკის კომიტეტის
წევრი.
თემატურ მოკვლევაზე მუშაობდნენ:
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატი:
ნანა გოგიტიძე, ანი სისორდია, სალომე ქურასბედიანი.
ექსპერტები:
ბორის ნადირაძე, კახაბერ ბახტაძე.
2
სარჩევი
1. თემატური მოკვლევა..............................................................................................................................4
2. წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები ...............................................................................5
3. ზოგადი მიგნებები ..................................................................................................................................6
4. ძირითადი მოსაზრებები მოკვლევაში წარმოდგენილი კითხვების მიხედვით ..........................7
4.1.
არსებობს თუ არა ინერტული ნარჩენების მართვის სისტემა საქართველოში, რომელიც
შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო
ვალდებულებებთან? ..............................................................................................................................7
4.2.
რა ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს ინერტული ნარჩენების მართვის სისტემის
შექმნისთვის და გამართული მუშაობისთვის საქართველოში? .....................................................8
4.3.
რა ნაკლოვანებებია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის
ინერტული ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობაში? ....................................................8
4.4.
არსებობს თუ არა ინტერსექტორული და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა
ინერტული ნარჩენების მართვის საკითხების გასაუმჯობესებლად? ............................................9
4.5.
რა ნაკლოვანებებია ინერტული ნარჩენების შეგროვების, გადამუშავების და
განთავსების არსებულ პრაქტიკაში? ..................................................................................................10
4.6.
შეუწყობს თუ არა ხელს ინერტული ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას
მშენებლობის ნებართვის გაცემის ერთ-ერთ წინაპირობად ნარჩენების მართვის გეგმის
მომზადებისა და შეთანხმების მოთხოვნა? .......................................................................................10
4.7.
როგორ უნდა მოხდეს რეკულტივაციის გეგმებში ინერტული ნარჩენების მართვის
საკითხის გათვალისწინება? ................................................................................................................11
4.8.
რა ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო ინერტული ნარჩენების უკანონო
ნაგავსაყრელების დასახურად?...........................................................................................................11
4.9.
არსებობს თუ არა ხელისშემწყობი/წამახალისებელი მექანიზმები ინერტული
ნარჩენების აღდგენის ხელშეწყობისთვის?.......................................................................................12
4.10. რა დადებითი როლი შეიძლება ჰქონდეს კერძო სექტორის ჩართულობას ინერტული
ნარჩენების მართვის სფეროში? ..........................................................................................................12
4.11. არსებობს თუ არა ინერტული ნარჩენების მართვის კარგი მაგალითები
საქართველოში, რომლების მხარდაჭერაც და გაზიარებაც ხელს შეუწყობს ინერტული
ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას? .............................................................................12
4.12. რომელი კარგი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა შეიძლება
საქართველოში ინერტული ნარჩენების მართვის სფეროში? ........................................................13
4.13. როგორ უნდა მოხდეს ინერტული ნარჩენების შესახებ ცოდნის ამაღლება/გაზიარება
სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ
მოსახლეობასთან, რომ ხელი შეეწყოს არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და
პასუხისმგებლობის გაზრდას?............................................................................................................14
5.
ზეპირი მოსმენები ............................................................................................................................14
6.
კომიტეტის რეკომენდაციები .........................................................................................................17
3
1. თემატური მოკვლევა
1.1.
2008 წლის 19 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/98/EC დირექტივა
ნარჩენების შესახებ წარმოადგენს ნარჩენების მართვის კუთხით ძირითადი
პოლიტიკის დოკუმენტს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მისი ძირითადი
მიზანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნარჩენების მართვის პოლიტიკის ჩარჩოს
დაწესებაა.
დირექტივის
მიხედვით,
აგრეთვე,
მოთხოვნილია
შესაბამისი
საკანონმდებლო ბაზის შექმნა და აღმასრულებელი ინსტიტუტების ფორმირება.
1.2.
ნარჩენების
მართვასთან
დაკავშირებული
ვალდებულებები
საქართველო-
ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომლის
ფარგლებშიც,
2014
წელს,
აღსანიშნავია,
რომ
მხოლოდ
განხორციელების
ნარჩენების
მექანიზმების
მართვის
საკანონმდებლო
არსებობის
კოდექსი
იქნა
მიღებული.
არსებობა
ეფექტიანი
არასაკმარისია
მდგრადი
ბაზის
გარეშე
გარემოსდაცვითი პრაქტიკის დასამკვიდრებლად. სწორედ ამიტომ, აღნიშნული
თემა, განსაკუთრებით, ინერტული ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, დღემდე
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყანაში.
1.3.
როგორც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, ინერტული ნარჩენების მნიშვნელოვანი წილი
სამშენებლო ნარჩენებზე მოდის. საქართველოში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს
მშენებლობის
პროცესი,
ყოველწლიურად
იზრდება
ინერტული
ნარჩენების
მოცულობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული
სტატისტიკური ინფორმაციის შესაბამისად 2018-2021 წლებში ,,თბილსერვის
ჯგუფის’’
მფლობელობაში
არსებული
ინერტული
(სამშენებლო)
ნარჩენების
საყრელზე შესულმა ინერტულმა ნარჩენებმა 780 000 ტონაზე მეტი შეადგინა.
ამდენად,
ამგვარი
ნარჩენების
გადამუშავება
და
ხელმეორედ
გამოყენება
მნიშვნელოვანია, როგორც ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე უარყოფითი
ზემოქმედების შემცირების, ისე ეკონომიკური სარგებლის მიღების თვალსაზრისით.
1.4.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ინერტული ნარჩენები მხოლოდ ისეთ
ნაგავსაყრელზე უნდა განთავსდეს, რომელიც ამ სახეობის ნარჩენების მისაღებადაა
განკუთვნილი.
ამაჟამად, ქვეყანაში არც ინერტული ნარჩენების სხვა ტიპის
ნარჩენებისაგან
გამიჯვნის
საერთო
პრაქტიკა
და
არც
ამგვარი
ნარჩენების
სპეციალური ნაგავსაყრელი არსებობს.
1.5.
მოკვლევის
მიზანია
პრობლემების
ინერტული
იდენტიფიცირება
ნარჩენების
არსებული
მართვასთან
რეგულაციების
დაკავშირებული
და
პრაქტიკის
ანალიზისა და შესაბამისი სტრუქტურების მუშაობის შეფასების საფუძველზე.
საბოლოოდ, კი - შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ნარჩენების მდგრადი
მართვის ხელშეწყობისთვის.
4
1.6.
თემატური
მოკვლევის
ფარგლებში
მიგნებებზე
დაფუძნებული
კონკრეტულ
მოსაზრებები
ფაქტებზე,
წარმოადგინეს
კვლევებსა
და
სამთავრობო
და
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა, სამეცნიერო
სფეროს წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
1.7.
თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა მიღებული
დასაბუთებული
მოსაზრებები,
სახელმწიფო
უწყებების
პოზიციები და სხვა ხელმისაწვდომი ინფორმაცია.
წარმომადგენელთა
ანალიზის საფუძველზე,
შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.
2. წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები
თემატური
მოკვლევის
ფარგლებში
დასაბუთებული
მოსაზრებები და პოზიციები
წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა/დაინტერესებულმა პირებმა/უწყებებმა:
N
დასაბუთებული მოსაზრებების
სახელმწიფო უწყებები
ავტორები
და
პოზიციების
წარმომდგენი
1
მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველო, ა.ა.ი.პ.
2
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო;
3
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში
4
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისია
5
ააიპ „მენაშენეთა ასოციაცია“
6
შპს „არსი“
7
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინროგეოლოგიის ინსტიტუტი
8
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ს/ც „ნანოდუღაბი"
9
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებელო ფაკულტეტი
10
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო მანქანების დეპარტამენტი
11
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური
12
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
13
სსიპ ,,მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო“
14
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია
15
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
16
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
17
გარემოს ერონვული სააგენტო
18
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
19
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია
20
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
5
21
ა(ა)იპ „ხელვაჩაურის გამწვანების,
მომსახურების სამსახური“
22
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია
დასუფთავებისა
და
კომუნალური
*აღსანიშნავია, რომ მოკვლევაში მონაწილეობდნენ საგარეჯოს, ქობულეთისა და ქ. ქუთასისის მუნიპალიტეტის მერიები,
რომლებიც, მათი წერილების შესაბამისად, ამჟამად არ ახორციელებენ ინერტული ნარჩენების მართვას და შესაბამისად არ
ფლობენ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
3. ზოგადი მიგნებები
მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილი მოსაზრებების ანალიზის შედეგად,
კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებულ მიგნებებთან ერთად, გამოიკვეთა
შემდეგი
ზოგადი
მიგნებები,
რომლებიც
გათვალისწინებულია
შესაბამისი
რეკომენდაციების შემუშავებისას:
1. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან მოქმედებს „საქართველოს ნარჩენების მართვის
კოდექსი“ და შემუშავებულია ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობის
ტექნიკური მოთხოვნები, აღნიშნული არ არის საკმარისი ინერტული
სისტემის ამოქმედებისთვის.
ნარჩენების
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნარჩენების მართვის
ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ინერტული ნარჩენების მართვის
სამოქმედო გეგმის არ არსებობაა, რომლის შესაბამისადაც მუნიციპალიტეტებმა უნდა
შექმნან და განავითარონ ინერტული ნარჩენების მართვის ადგილობრივი სისტემები.
2. ჩატარებულმა
მოკვლევამ
ნათლად
აჩვენა,
რომ
ქვეყანაში
საქართველოს
კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების შესაფერისი ინერტული ნარჩენების
ნაგავსაყრელები არ არსებობს და არც მათ შესაქმნელად საჭირო მნიშვნელოვანი
წინაპირობებია შექმნილი, რომლებიც ბიზნესთან თანამშრომლობისა და ადგილობრივი
მოსახლეობის საჭიროებებიდან მომდინარეობს. კერძოდ,
მართვის
ვალდებულება
თავად
სამშენებლო
სამშენებლო ნარჩენის
კომპანიებს
აქვთ
აღებული,
ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ინერტული ნარჩენების მართვის
საკითხი კი - რეგულირების მიღმა რჩება, რამდენადაც მუნიციპალური მთავრობის
დასუფთავების სამსახურების მოვალეობაშიც არ შედის. მიუხედავად იმისა, რომ
„საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმად სამშენებლო ან სხვა
ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის მაღალი ჯარიმაა დაწესებული,
კვლავ ხშირია ინერტული ნარჩენების გარემოში უკანონო განთავსების ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ინერტული ნარჩენების მართვის
სახელმძღვანელო
იქნებოდა
(მეთოდოლოგიური)
ნარჩენების
მართვის
დოკუმენტი,
კოდექსთან
და
რომელიც
შესაბამისობაში
თანამედროვე
საუკეთესო
გამოცდილებასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტი საერთოდ
არ ახორციელებს ინერტული ნარჩენების მართვას.
6
3. მუნიციპალიტეტებს შორის ინერტული ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობის
პრაქტიკის
არ
დღეისათვის,
არსებობა
ასევე
ქვეყანაში
არ
მნიშვნელოვანი
არსებობს
ხელისშემშლელი
ინერტული
ფაქტორია.
ნარჩენების
მართვის
ინეტრმუნიციპალური თანამშრომლობის მაგალითი, მაშინ, როდესაც ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი იძლევა ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობას.
4. ზემოთ მოყვანილი მიგნებები ხაზს უსვამს,
რომ
ინერტული ნარჩენების მართვის
სისტემის შექმნისთვის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს,
რომლებიც არაერთგვაროვნების მიუხედავად მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ინერტული
ნარჩენების მართვის გამართული სისტემის მისაღებად, საწყის ეტაპზე, საჭიროა
ცენტრალურ დონეზე შესაბამისი სამოქმედო გეგმების და მეთოდოლოგიური
დოკუმენტების შემუშავება და მათი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის
გაზიარება, ცოდნის გადაცემის გზით. ადგილობრივ დონეზე კი თვითმმართველობებს
შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა აუცილებელი, ისევე, როგორც ინერტული
ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი უწყებების შექმნა და მათი თანამშრომლების
კვალიფიკაციის ამაღლება.
4. ძირითადი მოსაზრებები მოკვლევაში წარმოდგენილი
კითხვების მიხედვით
მოკვლევის
ფარგლებში
ჩატარებული
ზეპირი
წარმოდგენილი
მოსმენების
მოსაზრებების
ფარგლებში
ანალიზისა
მოწოდებული
და
დამატებითი
ინფორმაციის, ისევე როგორც, მოძიებული რელევანტური მასალების საფუძველზე
გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულია
შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისას.
4.1. არსებობს თუ არა ინერტული ნარჩენების მართვის სისტემა
საქართველოში,
რომელიც
შესაბამისობაშია
საქართველოს
კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ვალდებულებებთან?
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში
მწვავედ დგას სამშენებლო ნარჩენის რეგულირების საკითხი.
კოდექსის“
არსებობის
მიუხედავად,
საქართველოს
„ნარჩენების მართვის
კანონმდებლობასთან
და
საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მყოფი ინერტული ნარჩენების
მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი ჯერჯერობით არ არსებობს. ერთ-ერთი ავტორის1
ინფორმაციით საქართველოში ინერტული ნარჩენების მართვის უზრუნველსაყოფად
კანონის მოთხოვნები საერთოდ არ სრულდება 48 მუნიციპალიტეტში და შესაბამისად,
1
,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა’’
7
წარმოქმნილი ინერტული ნარჩენების მნიშვნელოვანი რაოდენობა ხვდება არასახიფათო
ნარჩენების (მუნიციპალური ნარჩენების) ნაგავსაყრელებზე.
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და
ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის მიერ გამოთქმული მოსაზრებების
მიხედვით, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტებში,
ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისათვის შემუშავდა ნარჩენების მართვის
გეგმები. ამჟამად, ევროკავშირი გარემოსთვის (EU4Environment) პროექტის ფარგლებში
მიმდინარეობს ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის (2022-2026 წწ)
პროექტის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ინერტული ნარჩენების
მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
4.2. რა ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს ინერტული ნარჩენების
მართვის სისტემის შექმნისთვის და გამართული მუშაობისთვის
საქართველოში?
არასამთავრობო და სამეცნიერო სექტორის წარმომადგენელთა აზრით ინერტული
ნარჩენების მართვის უზრუნველსაყოფად მრავალი ხელშემშლელი ფაქტორი
არსებობს. ესენია:
სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები, რომლებიც არ
ითვალისწინებენ სამშენებლო/ინერტული ნარჩენებისთვის ტერიტორიების
გამოყოფას;
მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ისეთი ტერიტორიების სიმცირე, რომლებიც
აკმაყოფილებენ ნაგავსაყრელის მოწყობისთვის აუცილებელ პირობებს;
ინერტული ნარჩენების გადამამუშავებელი ინდუსტრიის მცირე მასშტაბი და
ბიზნესის შეზღუდული ინტერესი;
ნარჩენების შესახებ მონაცემების არ არსებობა, რის გამოც მნიშვნელოვნად
ფერხდება სწორი გათვლების წარმოება და ვერ ხდება სამშენებლო ნარჩენის
განთავსების ადგილების განსაზღვრა.
4.3. რა ნაკლოვანებებია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს
შორის ინერტული ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობაში?
,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა’’ თვლის, რომ ცენტრალურ და ადგილობრივ
მთავრობებს შორის ინერტული ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობაში
პრობლემები მკაფიო და სასწრაფოდ გადასაჭრელია, რაც ინერტული ნარჩენების მართვის
(მათ შორის ამოვსების ტერიტორიების გამოყოფის მიზნით) სათანადო ცოდნის და
8
მართვის
მექანიზმების
ცენტრალური
მთავრობის
უწყებების
მხრიდან
თვითმმართველობებისთვის არასაკმარის გაზიარებაში გამოიხატება.
,,მწვანე მშენებლობის საბჭო’’ მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების სიმრავლიდან, ზომიდან
და მათი რესურსებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი საკითხისადმი
ინდივიდუალური მიდგომა და ინერტული ნარჩენების მუნიციპალიტეტების დონეზე
მართვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით, აუცილებელია,
ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში ყველა
მხარის (ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობები, ბიზნესი,
არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციები)
წარმომადგენლების
აქტიური
ჩართულობა.
სამთავრობო
სექტორის
სხვა
წარმომადგენლების აზრით, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში,
პასუხიმგებლობის გადანაწილება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის.
4.4. არსებობს თუ არა ინტერსექტორული
და ინტერმუნიციპალური
თანამშრომლობა ინერტული ნარჩენების მართვის საკითხების
გასაუმჯობესებლად?
,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა’’ თვლის, რომ ინერტული ნარჩენების მართვის
დასახვეწად
აუცილებელია
ინტერსექტორული
და
ინტერმუნიციპალური
თანამშრომლობის გაუმჯობესება. მათი აზრით, მიზანშეწონილი იქნება, მაღალმთიან
რეგიონებში ასეთი თანამშრომლობა (მართვა) განხორციელდეს მხარის მასშტაბით, ხოლო
მსხვილ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში, სადაც დიდი რაოდენობით
ინერტული ნარჩენები წარმოიქმნება, მართვა განხორციელდეს ავტონომიურად.
არქიტექტორ-ურბანისტი ვლადიმერ ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ ინტერსექტორული და
ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა ქვეყანაში არაეფექტურად ხორციელდება. მისი
აზრით, პრობლემის ერთ-ერთ მაგალითს დარგობრივი გეგმების შემუშავების საკითხი
წარმოადგენს, რამდენადაც მათი შემუშავება წინ უსწრებს სივრცითი გეგმების შემუშავებას.
მისივე განმარტებით, პირველ რიგში, ქვეყნის სივრცის განვითარების გეგმა უნდა
მომზადდეს, რომელიც დარგობრივი განვითარების საკითხებს გაითვალისწინებს (მათ
შორის, ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვისა) და შემდგომში, აღნიშნული გეგმის
საფუძველზე, უნდა შემუშავდეს ინერტული ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო
გეგმა.
9
4.5. რა ნაკლოვანებებია ინერტული ნარჩენების შეგროვების, გადამუშავების
და განთავსების არსებულ პრაქტიკაში?
,,მენაშენეთა ასოციაცია’’ მიიჩნევს, რომ პრობლემას იწვევს მიწის, როგორც ბუნებრივად
სეპარირებული ნარჩენის შერევა სხვა სახის ნარჩენებთან უშუალოდ ნაგავსაყრელებზე
განთავსების დროს. გამომდინარე იქიდან, რომ მიწის ნარჩენი სამშენებლო სამუშაოების
პირველ ეტაპზე წარმოიქმნება და მშენებლობის დაწყებისთვის მისი ტერიტორიიდან
გატანაა
საჭირო,
ნარჩენებისგან
მნიშვნელოვანია,
განცალკევებით
რომ
ნაგავსაყრელზე
განთავსდეს,
მიწა
სხვა
დიფერენცირებული
სამშენებლო
ტერიტორიების
გამოყოფა კი - უზრუნველყოს ნაგავსაყრელის/ნარჩენების განთავსების ობიექტის
ადმინისტრაციამ.
ზეპირ მოსმენაზე დამსწრე სხვა მოსაზრებების ავტორებიც თვლიან, რომ ინერტული
ნარჩენების შეგროვების, გადამუშავებისა და განთავსების საკითხები ამჟამად არ არის
სათანადოდ დარეგულირებული, კერძოდ, არ ხდება ნარჩენების სეპარაცია, გადამუშავება
ან ხელმეორედ გამოყენება და არ არსებობს ინერტული ნარჩენების განთავსების
თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელები.
4.6. შეუწყობს თუ არა ხელს ინერტული ნარჩენების მართვის სისტემის
გაუმჯობესებას
მშენებლობის
ნებართვის
გაცემის
ერთ-ერთ
წინაპირობად ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებისა და
შეთანხმების მოთხოვნა?
,,მწვანე მშენებლობის საბჭოს’’ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ
ნარჩენების მართვის
გეგმის მოთხოვნა და კონტროლი აუცილებელია არა მხოლოდ მსხვილი, არამედ მცირე
პროექტებისთვისაც, რაც სამუშაოთა მთლიანი მოცულობის უდიდეს ნაწილს შეადგენს.
მისივე თქმით, გადამამუშავებელი თუ შემგროვებელი ინდუსტრიის ხელშეწყობის
ღონისძიებების პარალელურად ნებართვის გაცემის და აღსრულების პროცედურა უნდა
იქნას შემოღებული.
არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები თვლიან, რომ მშენებლობის ნებართვის
გაცემის ერთ-ერთ წინაპირობად ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებისა და შეთანხმების
მოთხოვნა ინერტული ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს.
,,მენაშენეთა ასოციაციის’’ წარმომადგენლის მოსაზრებით მშენებლობის ნებართვას
დაქვემდებარებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობების (მე-3, მე-4 კლასი) შედეგად
მიღებული ნარჩენების მოცულობა იმდენად დიდია, რომ მათი მალულად და
კანონდარღვევით დაყრა ფაქტობრივად შეუძლებელია. სამშენებლო ნარჩენების დაყრა
ძირითადად ისეთი საქმიანობის დროს ხორციელდება, რომელსაც მშენებლობის ნებართვა
არ სჭირდება (მაგ. ძველი და ახალ ბინების რემონტი). შესაბამისად, მათი აზრით,
10
მშენებლობის ნებართვის გაცემის ერთ-ერთ წინაპირობად ნარჩენების მართვის გეგმის
მომზადების მოთხოვნა ინერტული ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას ხელს
ვერ შეუწყობს.
,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’’ წარმომადგენელი თვლის, რომ
აუცილებელია, მშენებლობის ნებართვა გაიცეს გარკვეული წინაპირობით - მშენებელმა
კომპანიამ წარმოადგინოს წარმოქმნილი ინერტული ნარჩენის უტილიზაციის წინასწარი
გეგმა. ამგვარად, თავიდან იქნება აცილებული ინერტული ნარჩენების უკანონო დაყრა.
სამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია
ნებართვის გაცემის დროს მშენებელს განსაზღვრული ჰქონდეს ინერტული ნარჩენის
მაქსიმალური რაოდენობა. აღნიშნული შეთანხმებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტების
შესაბამის უწყებებთან.
4.7. როგორ უნდა მოხდეს რეკულტივაციის გეგმებში
ნარჩენების მართვის საკითხის გათვალისწინება?
ინერტული
,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა’’ თვლის, რომ რეკულტივაციის მიზნით ინერტული
ნარჩენების გამოყენება, კერძოდ მათი გამოყენება გადაფარვისა და ამოვსების სამუშაოების
განსახორციელებლად, მხოლოდ არასახიფათო და სახიფათო ინერტული ნარჩენების
იდენტიფიცირების შემდეგაა შესაძლებელი. აღნიშნული კი შესაბამისი სახელმძღვანელო
ინსტრუქციების ამოქმედებით მიიღწევა. თავად რეკულტივაციის გეგმაც უნდა
განსაზღვრავდეს თუ რა შემადგენლობისა და ზომის ინერტული ნარჩენის გამოყენებაა
დასაშვები.
4.8. რა ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო ინერტული ნარჩენების
უკანონო ნაგავსაყრელების დასახურად?
,,ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტის’’ წარმომადგენლის აზრით,
შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ჩატარდეს საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე არსებული ტექნოგენური წარმოშობის თანამედროვე გეოლოგიური
ფორმაციების აღნუსხვა. კერძოდ, მოხდეს მათი ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა
შესაბამის რუკებზე (შემოკონტურება), ლანდშაფტურ-გეოლოგიური (გეოდინამიკური)
პირობების შესწავლა, დაბინძურების ხარისხის დადგენა და გარემოზე ზემოქმედების
შეფასება, კადასტრირება და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა პრევენციული და სხვა
საინჟინრო-სარემედიაციო ღონისძიებების გასატარებლად და, რაც მთავარია, აღნიშნული
ტერიტორიების მონიტორინგი.
წარმოდგენილი
მოსაზრებების
ავტორთა
ნაწილი
მიიჩნევს,
რომ
აუცილებელია
საზედამხედველო საქმიანობების გააქტიურება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტისა და მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურების მხრიდან და
შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმების გამკაცრება.
11
4.9. არსებობს თუ არა ხელისშემწყობი/წამახალისებელი
ინერტული ნარჩენების აღდგენის ხელშეწყობისთვის?
მექანიზმები
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არ ფლობენ ინფორმაციას ინერტული
ნარჩენების აღდგენის ხელისშემწყობი/წამახალისებელი მექანიზმების არსებობის შესახებ,
თუმცა, თვლიან, რომ აუცილებლად უნდა დაინერგოს ამ ტიპის მექანიზმები, რათა კერძო
სექტორი ინერტული ნარჩენების აღდგენით დაინტერესდეს.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლის მოსაზრებით, აუცილებელია
საქართველოში
მოქმედი
„გოსტ
სტანდარტიდან“
(რომელიც
ზღუდავს
ბეტონის
წარმოებაში გადამუშავებული ინერტული ნარჩენის გამოყენებას) თანამედროვე ევროპულ
სტანდარტებზე
გადასვლა.
აღნიშნული
შესაძლებელს
გახდის
საქართველოში
წარმოქმნილი ინერტული ნარჩენებით, როგორც მეორადი ნედლეულით, სამშენებლო
კომპანიების დაინტერესებას.
4.10. რა დადებითი როლი შეიძლება ჰქონდეს კერძო სექტორის ჩართულობას
ინერტული ნარჩენების მართვის სფეროში?
მოსაზრებების ავტორების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ინერტული ნარჩენების მართვაში
კერძო სექტორის ჩართვით ხელი შეეწყობა ინერტული ნარჩენების გადამუშავებასა და
ხელახალ გამოყენებას, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდება არასახიფათო
ნარჩენების (მუნიციპალური) ნაგავსაყრელებზე შესატანი ნარჩენების საერთო რაოდენობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინერტული ნარჩენების საერთო მოცულობის შემცირებასთან
ერთად, მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხარჯები
ადგილობრივ თვითმმართველობებს.
დასაბუთებული წინადადებების ავტორთა აზრით, კერძო სექტორის ჩართულობის
გასაძლიერებლად შესაძლებელია, მაგალითად, „მწვანე საწარმოს“ სტატუსის მინიჭება
მათთვის, ვინც ჩაერთვება ინერტული ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების,
სეპარირებისა და გადამუშავების კამპანიებში.
4.11. არსებობს თუ არა ინერტული ნარჩენების მართვის კარგი მაგალითები
საქართველოში, რომლების მხარდაჭერაც და გაზიარებაც ხელს
შეუწყობს ინერტული ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას?
,,მწვანე მშენებლობის საბჭოს’’ წარმომადგენელი კარგ მაგალითად ასახელებს თბილისის
ბიზნეს სახლის პროექტს, რომელიც Leadership in Energy and Environmental Design (LEED)
მწვანე შენობის სერტიფიკატის მოპოვების მიზნით ხორციელდებოდა. პროექტის
ფარგლებში განეიტრალდა, რეციკლირდა ან ხელმეორედ გამოსაყენებლად მიექცა
სამშენებლო ნარჩენების უდიდესი ნაწილი. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის დაცვით
განხორციელდა ამოღებული მასალების რეალიზაცია ხელმეორედ გამოყენების მიზნით.
12
სამუშაოების დაწყებამდე კი, მწვანე შენობის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა
ნარჩენების მართვის გეგმა.
4.12. რომელი კარგი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა
შეიძლება საქართველოში ინერტული ნარჩენების მართვის სფეროში?
მოსაზრების ავტორები კარგი საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითად ასახელებენ:
Leadership in Energy and Environmental Design (LEED)
და Building Research
Establishment Environmental Assessment Method (BREEAM) მწვანე შენობების
შეფასების და სერტიფიცირების სისტემების შესაბამის, ამერიკის მწვანე
მშენებლობის საბჭოსა და გაერთიანებული სამეფოს შენობათა ინსტიტუტის მიერ
რეკომენდებულ ღონისძიებებს;
განვითარებული ქვეყნების ინერტული მასალების ხელმეორედ გამოყენების
პრაქტიკას, რომლის თანახმადაც გადამუშავების შემდეგ ნარჩენების გამოყენება
ხდება განმეორებით, სამშენებლო მიზნით და არასახიფათო ნარჩენების
პოლიგონებზე მუნიციპალური ნარჩენების გადაფარვისთვის, აგრეთვე, გზების
მშენებლობის პროცესში;
ჩეხეთის რესპუბლიკის პრაქტიკას - არსებული „გოსტ სტანდარტის“ ნაცვლად
ისეთი სტანდარტის შემოღებას, რომელიც დაუშვებს ბეტონის წარმოებაში მეორადი
ნედლეულის, კერძოდ, სამშენებლო და დემონტაჟის ნარჩენის გადამუშავების
შედეგად მიღებული ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობას.
ევროპულ
გამოცდილებას -
გერმანიის გარემოს ფედერალური სააგენტოს
მუნიციპალური ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ინერტული
ნარჩენების
მართვისთვის ინერტული
ნარჩენების
დროებითი
პოლიგონების მოწყობას გულისხმობს, ამისათვის კი
განთავსების
ტექნიკური პირობების,
მოთხოვნებისა და აღწერილობის შემუშავებას;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ
ყურადღება გაამახვილა სკანდინავიის ქვეყნების გამოცდილებაზე. ამ ქვეყნებში
დანერგილი ტექნოლოგიები ინერტული ნარჩენების ხელახალ გამოყენებასა და
ეკონომიკაში სრულ ჩაბრუნებას ემსახურება. მოსაზრების ავტორი თვლის, რომ
საქართველოში
მსგავსი
ცირკულარული
მოდელის
გამოყენება
ინერტული
ნარჩენებით კერძო სექტორის დაინტერესებას გამოიწვევს.
13
4.13. როგორ უნდა მოხდეს ინერტული ნარჩენების შესახებ ცოდნის
ამაღლება/გაზიარება
სახელმწიფო
უწყებებისა
და
ბიზნესის
წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომ ხელი
შეეწყოს
არსებული
ნაკლოვანებების
აღმოფხვრასა
და
პასუხისმგებლობის გაზრდას?
არასამთავრობო და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები
მიიჩნევენ,
რომ
აუცილებელია
ინერტული
ნარჩენების
თვითმმართველობების
მდგრადი
დონეზე
მართვის
ხელშეწყობისათვის
მოსახლეობისთვის
სათანადო
ინფორმაციის მიწოდება (ახსნა-განმარტება), კერძოდ, იმ პრინციპების გაცნობა, რომლებიც
მნიშვნელოვანია ინერტული ნარჩენების ხელახალი გამოყენების, პრევენციისა და
გადამუშავების ხელშეწყობისათვის. სათანადო ცოდნის მიღების შედეგად კი, გაიზრდება
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
მოსაზრებათა ავტორები მიიჩნევენ, რომ ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის
ხელშეწყობისათვის,
მიზანშეწონილია,
სხვადასხვა
საგანმანათლებლო
პროექტის
ინიცირება და განხორციელება. აღნიშნული თემატიკა შესაძლოა, ასევე, აისახოს როგორც
სასკოლო და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში, ისე მოზრდილთა
საგანმანათლებლო
პროგრამაში,
საჯარო
სამსახურებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანიზაციებისათვის შექმნილ სასწავლო პროგრამებში.
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები თვლიან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ
ფლობს სათანადო ინფორმაციას ინერტული ნარჩენებისა და ამ ტიპის ნარჩენების
მდგრადი მართვის პრინციპების თაობაზე. მაგალითად, ფიზიკურმა პირმა არ იცის, თუ
როგორ უნდა მოეპყრას და სად უნდა განათავსოს საცხოვრებელი ბინის სარემონტო
სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ინერტული ნარჩენი. შესაბამისად, აუცილებელია
გარკვეული ღონისძიებების გატარება მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად.
5. ზეპირი მოსმენები
წერილობით წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებების, სახელმწიფო უწყებების
მიერ წარმოდგენილი პოზიციების შესწავლის შემდეგ, გაიმართა საკითხის ზეპირი
მოსმენები დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებთან და სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენელებთან.
ზეპირ მოსმენებში მონაწილეობდნენ:
25 ნოემბერი, 2021 წელი
(დასაბუთებული მოსაზრებების ავტორების მოსმენა)
14
N
1
ორგანიზაცია/კერძო პირი
თამაზ ხმელიძე - სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო მანქანების
დეპარტამენტის უფროსის მ.შ., პროფესორი;
2
გელა ყიფიანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი;
3
ნიკოლოზ ნებიერიძე - სტუ სამშენებლო ფაკულტეტი, პროფესორი;
4
მალხაზ ტურძელაძე - (საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ს/ც
„ნანოდუღაბი“-ს ხელმძღვანელი);
5
ზურაბ
ვარაზაშვილი
ჰიდროგეოლოგიისა
და
-
საქართველოს
ტექნიკური
საინჟინრო-გეოლოგიის
უნივერსიტეტი,
ინსტიტუტი,
გეოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი;
6
ვლადიმერ ვარდოსანიძე - არქიტექტორ-ურბანისტი;
7
ნინო ჩხობაძე, აკაკი ფანჩულიძე, მარინე ზუხბაია - საქართველოს მწვანეთა
მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო;
8
ილია ბაბუხადია - ააიპ „მენაშენეთა ასოციაცია“; შპს „არსი“;
9
ეკატერინე მესხრიკაძე - ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში;
10
კახა რუხაია - დამოუკიდებელი ექსპერტი;
11
შავლეგ მიშველაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია;
12
ელენე ღვინიანიძე - ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო;
25 ნოემბერი, 2021 წელი
(სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მოსმენა)
N
უწყება/პოზიცია
1
სოლომონ პავლიაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
მოადგილე;
2
ალვერდ ჩანქსელიანი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
3
ნელი კორკოტაძე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი;
4
მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე;
5
ნინო გვენცაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
15
6
მედეა ჩაჩხიანი - საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის გარემოს
დაცვის განყოფილების უფროსი;
7
ზურაბ მესხი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს
უფროსი;
8
ნანა ზამთარაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი
მოადგილე;
9
შორენა იოსებიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს იურიდიული
სამსახურის უფროსი;
10
გიგა გიგაშვილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის
საქალაქო სამსახურის უფროსი;
11
გენო მდინარაძე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის
საქალაქო სამსახურის სპეციალისტი;
12
იუზა უგულავა - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;
13
შოთა ნუცუბიძე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
14
თამაზ ფოლოდაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;
15
ინნა ახალბედაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და
კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი;
16
დავით ჯანაშია - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების
და ქონების მართვის სამსახურის უფროსი;
17
იოსებ ახალკაციშვილი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის
და მოსაკრებლების სამსახურის უფროსი;
18
იამზე მახათაძე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტი;
19
გიორგი გიგოჩაშვილი
სპეციალისტი;
-
გარდაბნის
მუნიციპალიტეტის
მერიის
უმცროსი
16
6. კომიტეტის რეკომენდაციები
რეკომენდაცია 1: საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსში, საჭიროების შემხთვევაში,
ასევე სივრცის დაგეგმარებისა და სამშენებელო კანონმდებლობაში მომზადდეს
საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებებით დაზუსტდეს ინერტული
ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხები, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი
სახელწიფო უწყებების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
განხორციელების პერიოდი: 2022 წლის ივნისი - 2024 წლის 31 დეკემბერი
რეკომენდაცია 2: ამ მოკლვევის რეკომენდაცია 1-ის შესრულების შემდეგ შემუშავდეს
ინერტული ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვით,
მათ შორის, საქართველოს მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების
წარმომადგენლებისათვის
განხორციელდება
შესაძლებლობების
გაძლიერების
აქტივობები.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო
განხორციელების პერიოდი: 2023 წლის ივნისი - 2024 წლის 31 დეკემბერი
რეკომენდაცია 3: 2016-2030 წლების ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და
2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმაში ცალკე თავი
დაეთმოს ინერტული ნარჩენების მართვას, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს
ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული დაეხმარება
მუნიციპალიტეტებს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, სწორად დაგეგმონ და
განახორციელონ ინერტული ნარჩენების მართვის საქმიანობები.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო
განხორციელების პერიოდი: 2022 წლის ივნისი - 2024 წლის 31 დეკემბერი
რეკომენდაცია 4: 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში
ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხების დეტალურად
განსაზღვრის შემდგომ, ბიზნეს სექტორთან, სამეცნიერო წრეებთან და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ერთად დამუშავდეს ბიზნესის მიერ ინერტული ნარჩენების
ხელმეორედ გამოყენების ხელშეწყობის წამახალისებელი მექანიზმები, რომელთა ასახვაც
შესაძლებელია
საქართველოს
სახელმწიფო
შესყიდვების
და
სამშენებლო
კანონმდებლობაში. აღნიშნული მექანიზმები უნდა ეფუძნებოდეს მწვანე მშენებლობების
პრინციპებს და პირველ ეტაპზე, ითვალისწინებდეს სახელწიფო პროექტების
დაგეგმვისა და განხორციელების დროს დაინტერესებული კომპანიების წახალისებას.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
განხორციელების პერიოდი: 2022 წლის სექტემბერი - 2024 წლის 31 დეკემბერი
17
რეკომენდაცია 5: ინერტული ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების ხელშეწყობისათვის
გადაიხედოს ბეტონის წარმოებაში მოქმედი „გოსტ სტანდარტი“ და ტექნიკური
შესაძლებლობებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე შემუშავდეს ევროპულ
გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული ახალი სტანდარტი, რომელიც
შესაძლებელს გახდის ბეტონის წარმოებაში მეორადი ნედლეულის გამოყენებას.
აღნიშნულ სტანდარტზე მუშაობისას შესწავლილ იქნას სხვა ქვეყნების, მათ შორის
ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით
შემუშავდეს შესაბამისი ნორმები.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო
განხორციელების პერიოდი: 2023 წლის სექტემბერი - 2025 წლის 31 დეკემბერი
რეკომენდაცია 6: დაინტერესებულ ბიზნეს ასოციაციებთან და კომპანიებთან
თანამშრომლობით შემუშავდეს ინერტული ნარჩენების გადამუშავების და განთავსების
ხელშემწყობი პროგრამა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი იქნება სსიპ სააგენტოს
- „აწარმოე საქართველოში“ მიერ. პროგრამის მიზანი იქნება ინერტული ნარჩენების
გადამამუშავებელი მეწარმეობის განვითარება და აღნიშნულ სექტორში ჩართული
მეწარმეების მხარდაჭერა.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - „აწარმოე საქართველოში“
განხორციელების პერიოდი: 2022 წლის სექტემბერი - 2024 წლის 31 დეკემბერი
რეკომენდაცია
7:
ადგილობრივი
თვითმმართველობების
მიერ
განახლდეს
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები, რომლებშიც სრულად იქნება ასახაული
2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული
ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიები,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
განხორციელების პერიოდი: 2023 წლის სექტემბერი - 2025 წლის 31 დეკემბერი
რეკომენდაცია
8:
ინერტული
ნარჩენების
მართვასთან
დაკავშირებული
კანონმდებლობის სრულყოფამდე თვითმართველმა ქალაქებში გაუმჯობესდეს და
დახვეწოს არსებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინერტული ნარჩენების
შეგროვების, ტრანსპორტირებისა და განთავსების სერვისი და გამკაცრდეს კონტროლი
ინერტული ნარჩენების უკანონო განთავსებაზე.
შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება: თვითმართველი ქალაქების - თბილისის,
რუსთავის, ქუთაისის, ფოთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები; საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მხოლოდ უკანონო განთავსების
კონტროლის ნაწილში)
განხორციელების პერიოდი: 2022 წლის სექტემბერი - 2023 წლის 31 დეკემბერი
18