საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის არჩევის საკითხი (გოგიტა თოდრაძე, ალექსანდრე არაბული)

წარდგინება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.04.2022
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნომერი
#07-2/138/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კონკურსის შედეგად შერჩეული გოგიტა თოდრაძისა და ალექსანდრე არაბულის კანდიდატურები“

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-04-26
კომიტეტის სხდომის ნომერი 10

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 2022 წლის 26 აპრილი, 10:30 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კონკურსის შედეგად შერჩეული გოგიტა თოდრაძისა და ალექსანდრე არაბულის კანდიდატურები (07-2/138; 15.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - რევაზ ჯაველიძე; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი, ი. ჩხენკელი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N10 ქ. თბილისი 26 აპრილი, 2022 წელი სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ირაკლი ზარქუა (ელგუჯა გოცირიძის უფლებამონაცვლე), ვლადიმერ ჩაჩიბაია (ისკო დასენის უფლებამონაცვლე), ლევან მგალობლიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანზორ ბოლქვაძე (ვასილ ჩიგოგიძის უფლებამონაცვლე), ბეჟან წაქაძე (სულ 10 წევრი). მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე - ვახტანგ ბაჩიაშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მოწვეული სტუმრები, აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. 1 დღის წესრიგი: 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კონკურსის შედეგად შერჩეული გოგიტა თოდრაძისა და ალექსანდრე არაბულის კანდიდატურები (№07-2/138; 15.04.2022). მომხსენებელი: ვახტანგ ბაჩიაშვილი მოისმინეს: 1. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის - ვახტანგ ბაჩიაშვილის მოხსენება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კონკურსის შედეგად შერჩეული გოგიტა თოდრაძისა და ალექსანდრე არაბულის კანდიდატურების თაობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანხმობის მისაღებად წარმოდგენილია გოგიტა თოდრაძისა და ალექსანდრე არაბულის კანდიდატურები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, რომლებიც სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ იქნა შერჩეული. მომხსენებლის ინფორმაციით ალექსანდრე არაბული ამჟამად სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში იკავებს ბიზნესის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას, აქვს სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში და მისი პრაქტიკული საქმიანობის სფერო მოიცავდა სტატისტიკის მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში და საქსტატში მუშაობას. აქვს მენეჯერული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც. არის სხვადასხვა ტრეინინგისა და ასამაღლებელი კურსების მონაწილე. ალექსანდრე არაბულის საგულისხმო საქმიანობის გათვალისწინებით, საკონკურსო კომისიამ შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც საქართველოს პარლამენტს თანხმობის მისაღებად წარმოუდგინა აღნიშნული კანდიდატურა. მეორე კანდიდატი - გოგიტა თოდრაძე 2018 წლიდან იკავებს როგორც საქსტატის საბჭოს წევრის, ასევე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. მას აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი პროფესიული პრაქტიკა, ორი ათეული წლის განმავლობაში მოღვაწეობს სტატისტიკის დარგში. სტატისტიკის მეცნიერების 2 მიმართულებით აქვს არა მარტო ეკონომიკის მაგისტრის, ეკონომიკური დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის, სიმპოზიუმის, ტრეინინგების მონაწილე და აგრეთვე საქართველოში საერთაშორისო დონორების დაფინანსებით მიმდინარე პროექტების ხელმძღვანელი. გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, ის ამავდროულად ახორციელებს აკადემიურ საქმიანობას. კითხულობს სალექციო კურსებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. საქსტატის გასული ოთხი წლის საქმიანობის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საკონკურსო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საქსტატის საბჭოს წევრად ხელახლა იქნას წარმოდგენილი გოგიტა თოდრაძის კანდიდატურა. ბოლოს კანდიდატებმა გოგიტა თოდრაძემ და ალექსანდრე არაბულმა წარმოადგინეს ინფორმაცია საკუთარ სამუშაო გამოცდილებასა და ხედვებზე მომავალი საქმიანობის შესახებ. ასევე უპასუხეს სხდომაზე დამსწრეთა შეკითხვებს. აზრი გამოთქვეს: ეკა სეფაშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ბეჟან წაქაძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით (მომხრე - 10), რეკომენდაციას უწევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანხმობა მიეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქსტატის საბჭოს წევრად დაინიშნოს გოგიტა თოდრაძე. სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 3